Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. სოფტი თუ არ აქვთ, აბა გაყიდვაში როგორ გამოუშვეს? წეღანაც ვათვალიერებდი და შესული ვიყავი მაგათ საიტზე. ფასი უკვე უდევთ. ვიარს თუ ამ ფასს დაუტოვებენ, თრასთმასტერისკენ არასდროს გავიხედავ! ერთი დიაპაზონის ფასში რატომ უნდა აიღო რემნებზე, როცა დირექტ დრაივი მოგდის?!
  2. ჯერ არა, მაგრამ სამომავლოდ თუ დავაპირე ახალ საჭეზე გადასვლა, მაგას დავადგი თვალი. თავის ფასში უკონკურენტოა! პ.ს. სხვათაშორის, ფანატეკზე ცოტა მოუხშირეს დეფექტებზე ჩივილი. არ ეკადრება მაგ ფასიან საჭეს ესეთი ხარისხი (ქლაბ სპორტ სერიებს ვგულისხმობ). + ამას, სოფტსაც არ აქებენ. გასაგებია, რომ ძლიერ სიმულატორებზე მიდის, მაგრამ ბევრ თამაშზე ატრაკებსო. არადა, ცხოვრებაა რა, ხანდახან შეიძლება გასართობად რამე არკადა მოგინდეს, ან ბავშვს ჩაუწერო, რომ ითამაშოს. ამის გამო 2 საჭე ხომ არ უნდა გქონდეს?! სამომავლოდ როცა იქნება ხომ მომიწევს 27-ის განახლება, ამიტომაც სხვა და სხვა მოდელებზე ვქექავ ხოლმე ინფორმაციას. VR ყველაზე მაგარი ვარიანტია. ბოლო ბოლო დირექტ დრაივია რა... თრასთმასტერი კი უფრო ძვირია, მაგრამ ამასთან ახლოსაც ვერ მოვა! მეტი ფასი არ/ვერ ნიშნავს უკეთესს. მთელი ცხოვრება ფასით ვსაზღვრავდი ხოლმე საქონლის დონეს: ძვირი=კარგს, მაგრამ დღეს სხვა დროა და ეგ მიდგომაც შეიცვალა, ყველამ ისწავლა რაღაცის შექმნა და კეთება. ამიტომაც მიდის ფასის კონკურენცია.
  3. 80$-ად როგორ/სად იყიდა??? ვერ ვუყურებ ვიდეოს და, რა თქვა, სად ვიშოვეო? mige servo motor ამათზე რამე გსმენია? 150$-დან იწყება და პლიუს კიდევ კაბელები, თვითონ საჭე და სამართავი პულტი თუ რა ქვია. მოკლედ, კი ადიხარ იმ ფასამდე, რომ Feel VR მოგივა. რაც მთავარია, direct drive საჭეა და სულ სხვა დონეა. 450$-ში ესეთ საჭეს ალბათ ვერც იშოვი. თვითონ mige მოტორი არ არის ძვირი, მაგრამ დანარჩენი იმდენი რამე გჭირდება, შანსი არაა 500$ არ დაჯდეს და, ამ ფასში მგონი ბარემ ისევ გამზადებული feel vr-ის ყიდვა ჯობს.
  4. წავითამაშე ცოტა და რავი რა, ნორმალურია. არიქა და ეს რა ვნახეთქო ვერ ვიტყვი. სტილი იგივე, რაც ძველებში. იარე, ხოცე - ჟლიტე და ათავისუფლე პოსტები. გეიმფლეი რატომღაც წინა ნაწილის მირჩევნია.
  5. მოვაგვარე. ვინდოუსს გავუკეთე აპდეითი (სერ.პაკ 1). მერე უკვე უპრობლემოდ დადგა c++ 2015 და თამაშიც ჩაირთო. ჯერ ინტროს ვუყურებ. შეფასებას მოგვიანებით დავწერ...
  6. მთავარი პრობლემა 3დ მაქსი იყო. ვინ 10-ზე 2018 მიდის, რომელიც ვერ მომეწონა. 2014-ს ვარ მიჩვეული და 2018-ს ვერ მოვერგე. არა და, რაღაცაზე დამჭირდა და ვერ გავაკეთე 2018-ში ის, რაც მინდოდა. მოკლედ, აი ამას წერს c++2015-ის ინსტალაციისას. x86 და x64 ორივეზე ერთი და იგივეს შვება. ეხლა ვინდოუსს ვუკეთებ სერვის პაკ 1-ზე აპდეითს და ვნახოთ რას იზავს...
  7. გასაგებია. ეხლა მივხვდი რაშიც არის საქმე. C++ 2015-ს არ აინსტალირებს. სხვა ვერსიები დგას და 2015-ის ინსტალაციაზე ერორს აგდებს. ეხლა არ ვარ კომპტთან და ხვალ დავდებ ერორის სქრინს. ვინ10 მეყენა, არ დამევასა და ისევ 7 დავაყენე. მაგის შემდეგ დაიწყო ეს პრობლემა.
  8. 3 სხვა და სხვა ვერსია გადმოვწერე (ამ თემის ლინკის ჩათვლით, ეხლაც ეს მიყენია) და მაინც ერთი და იგივე პრობლემას აგდებს. რა ვუშველო?
  9. გაიხარე 1 წამის საშუალება კიდევ მაქვს. 6:22-შიც ვიარე, მაგრამ ონლაინი ხომ იცი, სულ ვიღაცა გებრძოლება და გაზონზე მომიწია გადასვლა (მოჭრის მიზნით არა, რომ არ დავემტვრიე), ამის გამო არ ჩამეთვალა ეგ დრო. მოკლედ, როცა ვიცი ხოლმე, რომ თადარიგში კიდევ მაქვს 1-2 წამი, თავს აღარ ვაკლავ და შემდეგისთვის ვინახავ. ეხლა ცოტა მეზარება და, როცა გადამივლის, ჩავუჯდები...
  10. 1 კვირაა სერვერზე აღარ ვყოფილვარ და დღეს კარგად გავერთე. დიდი ბრძოლები კი იყო, მაგრამ რაღაც მაინც მოვახერხე
  11. ამ პრობლემაზე რამეს ხომ არ მირჩევთ? file.ge-დან გადმოვწერე 22გბ ვერსია. ინსტალაციას მოუნდა 5 წუთი და ძალიან კი დავეჭვდი, ესეთ პატარა დროში ვერ უნდა დაეყენებინა. ხოდა, აი შედეგიც...
  12. მაგარი რბოლა იყო. საღოლ ფეტელს, მაგრამ კიმი შემეცოდა. არადა, კვალიზე რა მაგრა იარა. ეს ინციდენტი რომ არა, 99% პოდიუმს უეჭველი გაიჩალიჩებდა.
  13. გატეხილი ვერსია დავაყენე და ვერაფრით ჩავრთე. ამას მიწერს და ხომ არ იცით რითი დავფიქსო?
  14. დავაყენე 10 და ჩაირთო საღოლ. მომეწონა ფიზიკა. ფიდბექიც კარგი აქვს. გრაფიკა და ოპტიმიზაციაც ნორმალური. მოკლედ, მომეწონა.
  15. ეხლა მოვრჩი მეც და დამატებით სოფტებს ვაყენებ. პირველი შთაბეჭდილება - ცოტა დრო დამჭირდება შესაჩვევად. ჯერ რაღაცეების მოძებნაზე ვწვალობ. 7-ზე მიჩვეული კაცისთვის, ძალიან განსხვავებულია.
  16. არც ამ ვერსიამ იმუშავა. მაგრა კი მეზარება, მაგრამ 10 უნდა დავაყენო ამის გულისთვის.
  17. ლექსო, მგონი რაღაც საინტერესოს მივაგენი და, ამაზე რამე გსმენია? http://www.simxperience.com/Products/Software/SimCommander4/tabid/850/productid/2266/language/en-US/Default.aspx
  18. Magas rogor gavigeb? Anu, aris shansi, rom sxva versiamde ganaaxlos?
  19. Vaa. Eseni naxe turme ra dgeshi yofilan.
  20. Anu, prosto vindouss chavurto apdeitebi da eg aris? Gamortuli maqvs.
  21. 4-ic miyenia da ragac ver moviwone.
  22. რბრ მომბეზრდა უკვე. 3-4-ჯერ მაქვს დახურული და ამოვიდა ყელში ეს დენდის დონის გრაფიკა. + ამას, 3 მონიტორზე პრობლემა აქვს და ვერ ჩავრთე. გადმოვწერე ვითომ სამაგისო ვერსიაც და მაინც ჩემი ფეხები... თან, რაღატომ ვითამაშო 15 წლის გრაფიკით, როცა ესეთი შედევრი არსებობს. ხანდახან ისეთი რეალურია ხოლმე, მინდა მანქანა გავაჩერო და გადმოვიდე დასათვალიერებლად ვაპირებ ამის ყიდვასაც. რადგან ეს პირატული დავიწყე, ჯერ ბარემ ეს დავხუროთქო, თან ვინ 10 მინდა დავაყენო და ორჯერ რომ არ მომიწიოს გადმოწერა, დაველოდები ახალი ვინდის დაყენებას.
  23. გამოსვლისთანავე რომ დავაყენე, რაღაც ვერ მოვიწონე საჭე, ძალიან მგრძნობიარე იყო და მალევე ანინსტალი მივეცი. 1 კვირის წინ ისევ გამახსენდა და თავიდან დავაყენე. რულის სეტაპები კარგად მოვირგე და შევუბერე. მოკლედ ვიტყვი, ძალიან ცუდი ვქენი, რომ თავიდანვე არ ვეჩალიჩე სეთინგებს და მალე წავშალე (პ.ს. იმ დროს მხოლოდ კორსაზე ვიყავი და უფრო მაგ პონტში დავიკიდე). 1 კვირაა სხვას არაფერს მივკარებივარ. ძალიან მაგარი სიმი გამოდგა. ფიზიკა და ფიდბექი აქვს ძალიან სასიამოვნო (ჩემთვის ესეა და, სხვისი არ ვიცი...) გრაფიკაზე ხომ აღარაფერს ვამბობ + ოპტიმიზაცია აქვს სასწაული. ვ სინქი მაქვს გათიშული და დანარჩენი თითქმის ყველაფერი მაქსიმუმზე, 5760x1080 რეზოლუციაზე 50ფპს+ უჭირავს. მოკლედ, ჩემგან რესპექტ! პ.ს. ერთადერთი, რაც არ მომწონს, რიფლეის ტვ კამერაა. ვერა და ვერ ისწავლა კოდმასტერმა ნორმალური რიფლეის გაკეთება. ერთი თამაში ვერ ვნახე, სადაც ეს პრობლემა არ აქვთ. ყველაზე საინტერესო მოსახვევებში ისეთი ბანძი რაკურსით გიჩვენებს, საერთოდ აღარ მოგინდება ყურება. 80% ძირითადად სულ მანქანის კორპუსზე დამონტაჟებული კამერების ხედებია. თუმცა, ამის გამო მაინც არ შევიცვლი წარმოდგენას და ალბათ კიდევ დიდ ხანს გავერთობი ამ სიმით.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.