წინაისტორია: ჩემმა სამსახურმა "ჩამოწერა" ძველი კომპიუტერები და სერვერები. სანამ "დასაპრესად" გაუშვებდნენ, გადავხედე რამე ღირებული თუ იყო და ორი სისტემა ავარჩიე და ისინი თქვენს წინ არიან:
Gigabyte GA-X79-UP4, Intel Core i7 3930k, DDR3 1600Mhz
და
Asus X99-A, Intel Core i7 5820k, DDR4 2666Mhz
ვიდეოდაფები: 2 ცალი Zotac GTX 1080ti
გაიტესტა მხოლოდ სლი ვარიანტში პროცესორი და ვიდეოდაფები "სტოკ" სიხშირეებზე:
პროცესორები 4.4 Ghz-ზე, ვიდეოდაფები ოდნავ "ოვერქლოქზე":
მუღამი და მიზანი იყო 4 way SLI X79 დედადაფაზე(ამ X99-ს არ აქვს 4 დაფის მხარდაჭერა) მაგრამ ვიდეოდაფები არიან AI-ზე ნამუშევარი 24/7-ზე და 9 ვიდეოდაფიდან ვერ შევარჩიე 4, რომ არ "დაქრაშულიყო" სლი-ში. ცალ-ცალკე გადიოდნენ ტესტს.
ესა რაცაა.
ბენჩმარკების განყოფილებაში ახალ ტესტების შედეგებს დავდებ სადაც 5820k-ს 8-თავიანი უფროსი ძმა-დევი 5960x ჩაანაცვლებს და თერმოინტერფესად Thermal Grizzly Conductonaut იქნება. ვეცდები მაქსიმუმი გამოვწურო ჰაერზე