Jump to content

westsider

OC Legends
  • Posts

    7520
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    20

Everything posted by westsider

  1. რამოდენიმე დღის წინ დავწერე რომ ტესტირებას გავაგრძელებდი და კიდევ რამოდენიმე თამასში დავტესტავდი კარტას ხოდა მეც დავტესტე და გთავაზობთ ტესტების მეორე ანუ ბოლო ნახევარს ^^ ტესტები ჩავატარე უკიდურესად გადატვირთულ გრაფიკულ ნასტროიკებზე და FPS ებიდან გამომდინარე დარწმუნდებით რომ სიმართლეს ვიძახი ^^ ტესტები ანალოგიურად იგივე სისტემაზე ჩატარდა მაგრამ მაინც ჩამოვწერ მონაცემებს CPU:Core 2 Duo E8400 (Stock) MB: Asus Maximus Formula Ram: Kingston HyperXPC28500 4GB PSU: RW 850W გრაფიკული ადაფტერის მახასიეთებლები ამ სამ ვარიანტში მხოლოდ ამ მაჩვენებლებით განსხვავდებოდნენ : GTX285Hydro Copper 720 MHz GPU Memory 2772 MHz (effective) 177.4 GB/s Memory Bandwidth GTX285 648 Mhz GPU Memory 2484 MHz (effective) 159 GB/s Memory Bandwidth GTX280 602Mhz GPU Memory 2200 Mhz (effective) 141 GB/s Memory Bandwidth 1) პირველი ტესტი გახლავთ Far Cry 2 რომელშიც გრაფიკული ოფციები იყო დაყენებული Ultra High ზე Vsync ჩართული და AA8X ზე დაყენებული. ამ თამასში საკვირველი ისარის რომ 2560X1600 სა და 1680X1050-ს შორის განსხვავებას თითქმის საერთოდ ვერვხედავდი ისეთ მაღალ დონეზე გამოიყურებოდა 1680X1050ზეც კი ნუ ტესტებს რაც შეეხება როგორცხედავთ 2560X1600-ზე ძალიან მაგრად დარაზგონებული GTX285ი 3FPS ზე მეტით ვერუგებს 280-ს თუმცა 1920X1200 ზე სხვაობა აშკარაა. 2) მეორე ტესტი Empire Total War ყველაფერი ბოლომდე აწეული AA გამორთული დატკბით თუ რაუქნა ამ თამაშმა GT200სერიის უძლიერეს ერთბირთვიან წარმომადგენლებს.... როგორც ხედავთ Empire Total War მა რომელიც იყო დაყენებული მაქსიმალურ გრაფიკაზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მუსრი გაავლო პლანეტის უძლიერეს ერთბირთვიან კარტებს 1680X1050ზე ძლივს ძლივობით ერევა და ნორმალურ სათამაშო ზღვარამდე აჰყავს თამაში EVGA GTX285 HC-ს როგორცხედავთ მაქსიმალურ გრაფიკაზე AAს გარეშე 1680X1050-ზე ისეთი სერიოზული ვიდეო კარტებიც კი ვერმოგცემენ თამაშის საშუალებას როგორებიც არიან GTX 260 და GTX 275.... ნუ 2560X1600 რეზოლუცია როგორცხედავთ საერთოდ უნდა დაივიწყონ არამარტო GTX280/285-ის მფლობელებმა არამედ GTX295-ის და სავარაუდოდ GTX285 SLI-ს პატრონებმაც კი ანუ დღევანდელი გრაფიკული კარტები ვერაფრით ვერერევიან ამ თამაშს 2560X1600ზე მაქსიმალური გრაფიკის მითითების შემთხვევაში.... 3) მესამე ტესტი ჩავატარე გრიდში სადაც გრაფიკა მქონდა დაყენებული ულტრა ზე AA კი 16X ზე. როგორც ხედავთ პრობლემა არარის დღევანდელი კარტებისთვის ეს თამაში მიუხედავად იმისა რომ ყველანაერად გადატვირთული პოზიციიდან ვტესტავდი დაჟე GTX280 -იც კი მიუახლოვდა 40 FPS-იან ბარიერს 2560X1600ზე.... ანუ წესით ეს თამაში GTX 260მაც მშვენივრად უნდა გაქაჩოს ანალოგიურ გრაფიკაზე 2560X1600 რეზოლუციაზე. 4) მეოთხე ტესტი ჩავატარე Test Drive ში და თქვენ ამ და ამის შემდეგი ტესტიდან ნახავთ რომ რაზგონი ყოველთვის არიძლევა წარმადობის მატებას ^^ გრაფიკას რაცშეეხება ყველაფერი ბოლომდე 4X AAს ჩათვლით. როგორცხედავთ GTX285 HC 1680X1050 ზე ვერუგებს სტოკზე მყოფ GTX280-ს და აჩვენებს 60FPS-ს მაშინ როცა რეზოლუციის მატებიასთან ერთად ანუ 1680X1050 იდან 1920X1200ზე აწევამ გაუგებარი მიზეზების გამო FPS ის მატებაც გამოიწვია ლოლ WTF ?! თქო ვიფიქრე მაგრამ შედეგი სახეზეა. სტოკზე მყოფ 280 სა და 285ს შორის კი ყველაფერი კანონზომიერად იყო. 5) მეხუთე და ბოლო ტესტი ჩავატარე Crysis Warhead ში იგივე ადგილას და იგივენაერად როგორც წინაზე მაგრამ ამჯერად Very High ის მაგივრად High ნასტროიკებზე და აი რა შედეგები მივიღე : როგორცხედავთ აქ კარგა მაგრად "ურევს" GTX285 HC (ანუ დარაზგონებული 285) და აგებს სტოკ ვერსიასთან 1680X1050 და 1920X1200 გაფართოვებებზე თუმცა 2560X1600 ზე სიტუაცია იცვლება და როგორციქნა ამტკიცებს კარტა იმას რომ რაზგონს აზრი ქონია და 30 FPS -იან ზღვარსაც სცილდება რაც უკვე საკმაოდ დიდი მიხწევაა. პ.ს როგორც იქნა მოვრჩი მაზოხიზმს აბა გემშვიდობებით ტესტების მხრივ სავარაუდოდ GT300 სერიის გამოსვლამდე ისე კი არსად წასვლას არვაპირებ თუ არ გამაგდეთ აქედან ლოოოლ :)
  2. სულ ერთი თვეა რაც კომპანია სკაითემ ბაზარზე გამოიტანა ახალი ფენ კონტროლერი რომელსაც მაშIნვე მოაყოლა სერვერული ვერსია თუმცა ამ სერვერ კონტროლერს გააჩნია პლუსები რაც ყველა დესკტოპს შეიძლება გამოადგეს თუნდაც ავტო,სემი ავტო და მანუალ რეჟიმები ყველა ფენზე და თითო კანალზე 1A რაც 12 ვატს იძლევა და ამით არის ყველაზე ძლიერი კონტროლერი ამ წუთას მთელ ბაზარზე 12ვატი საჭიროა დელტას ფენების სარეგულირებლად უძლიერესი სტანდარტული ფენი ასევე სკაითეს ულტრა კაზა 3000რპმ ხმარობს 0.68A და მისი მარეგულირებელი კონტროლერი ბაზარზე არ იყო რეალურად წარმოვიდგინოთ დელტას 4000+ რპმ ფენები 10-11 ვატი მოხმარებით რასაც ასევე ამძრავიც განაპირობებს და მის დასარეგულირებლად იდეალური ნივთია ახალი სკაითე კატა სერვერი ტექნიკური მონაცემებია შემდეგნაირად გამოიყურება: არჩევანშია შავი და ვერცხლისფერი წინა მოდელებივით მოსაძრობი წინა პანელი არ მოყვება ან შავიუნდა იყიდოთდ აა ნ ვერცხლისფერი ზომები 148,5 x 42,5 x 63 mm ჯდება 5.25იან უჯრაში მოყვება 6 თერმოსენსორი 4 დანომრილი და 2 უნომრო დამატებით მოყვება ასევე 4 დანომრილი ფენის კაბელი აქედან 4ვეს აქვს 4პინიანი შტეკერი თუმცა 3 პინიანი ფენების ჭრილიც აქვს რეგულრიება ხდება შემდეგ დიაპაზონში 3,7 V (±10%) ~ 12 V (±10%) ასევე შესაძლებელია კონტროლერის ღილაკით გათიშვა და ფენის გამორთვა ცალცალკე ან დაპორგრამება რომელ ტემპერატურაზე დაიწყოს და რამდენი რპმ ით 0-9990 რპმ ზონასი 30რპმ ნახტომებით ასევე მოყვება 6 ცალი სენსორის დასაწებებელი კონტროლერი გაიტესტა ულტრა კაზას ფენებზე ,ნანოქსიას ფენებზე და რეოვლტეკზე კაზა დაარეგულირა 880-2980 შორის ნანოქსია 2000 რპმ 570-1960 ნანოქსია 80მმ 3000რპმ 1100-3300 რევოლტეკი 1200იანი 450-1150 მოკლედ 42 ევროდ ყველას ვურჩევდი იდეალური კონტროლერია
  3. Coooler Master 690 ეს ქეისი გუშინწინ ვიყიდე Oriontech-ში და ძალიან კმაყოფილი ვარ. ხოდა რადგანაც მაგრად მომეწონა გადავწყვიტე დავწერო რევიუ ამ ქეისზე იმათთვის ვისაც 192 ლარი აქვთ და ქეისის ყიდვა უნდათ სტატიაში გამოყენებული იქნება ჩემი და Techpowerup.com-ს გადაღებული სურათები, ჩემები ბანძი რო გამოვიდა სუპერ ბექგრაუნდებით მაგიტომ იმედია გაარჩევთ ჩემს გადაღებულებს Techpowerup-ს გადაღებულებიდან . როგორც ვანომ თქვა ჩვენ საიტს აკლია ჩვენ ჰარდზე გაკეთებული სტატიები და მგონი არ არის აუცილებელი მაინცდამაინც სპონსორმა რომ მოგვაწოდოს ჰარდი სტატიის დასაწერად როცა ბევრ ჩვენგანს ვიდეოკარტიდან დაწყებული ქეისამდე დამთავრებული high-end რკინეული აქვს ქეისი Cooler Master 690 პირველად 2007 წლის შემოდგომაზე ვიხილეთ, ამ ქეისის მოცულობა საკმარისია Crossfire ან SLI-სთვის, გარე კონექტორების შესანიშნავი კრებული (მათ შორის eSata), საკმაო რაოდენობის ფენები და კიდე ბევრი კარგი სხვა რამ, რაზეც იქნება მიძღვნილი ეს სტატია. ქეისის ზომები ფერი შავი Drive Bay-ების რაოდენობა 5 ქეისი ტიპი ATX, Micro-ATX Expansion სლოტები 7 სტანდარტული სლოტი ქეისის ფენები წინა: 120 მმ ლურჯ LED-იანი ფანი x 1, 1200 rpm, 21 dBA, უკანა: 120 მმ სტანდარტული ფენი, 1200 rpm, 21 dBA, ზემო: 120 ან 140 მმ ფენი x 2 (ოპციონალური), ძირზე: 120 მმ ფენი x 1 (ესეც ოპციონალური), მარცხენა: 120 მმ ფენი x 2 (ერთი მოყვება, ერთიც ოპციონალური) შესაძლებელია 140მმ ფენის დაყენებაც ზომები (სიგანე)213 X (სიმაღლე)482 x (სიგრძე)524.5 მმ წონა 9.8 კგ წინა I/O USB 2.0x2, IEEE 1394 x1, MIC x1, eSATA x 1,SPK x1 ( HD Audio-ს მხარდაჭერა) შეფუთვა მარცხენა TPU-ს, მარჯვენა ჩემი როგორც Cooler Master-ს სხვა პროდუქტების შეფუთვა, ამ ქეისის ყუთიც ვარდისფერი და თეთრი ფერებითაა გაფორმებული. წინა მხარეს ქეისი და კომპანიის დიდი ლოგოა, ასევე დიდადაა ქეისის სახელი CM-690 (CM ნიშნავს Cooler Master-ს) უკანა მხარეს კი ვხედავთ ქეისის სხვადასხვა სურათს, რომლებზეც გამოსახულია ქეისის მთავარი პრიორიტეტები. აქსესეუარები ქეისის შიგნით მიმაგრებული იყო პატარა თეთრი კარდონის ყუთი, რომელშიც იდო ქეისის ინსტრუქცია, დედაპლატის ქეისისგან გამოსაყოფი ვინტიკები, კაბელების დასამაგრებელი და წინა სლოტის 3.5 ინჩიანზე გადამყვანი Floppy და სხვა დივაისებისთვის. ეს სხვა ქეისების აქსესუარებთან შედარებით ცოტაა, მაგრამ როგორც გაირკვა ისინი ქეისის სხვადასხვა ადგილებში არიან ქეისი ახლოდან Cooler Master-მა ქეისის წინა ნაწილი რკინისა და მყარი პლასმასისგან გააკეთა. კომპანია ცნობილია მისი სოლიდური დიზაინით უფრო ძვირფას ქეისებში. CM-ს დიდი ლოგო კარგად ჩანს ქეისის წინა მხარეს. პირველი სასოამოვნო რამ რაც ქეისის უკანა ნაწილზეა, არის ის რომ კვების ბლოკის დაყენება შესაძლებელია ქეისის ქვედა ნაწილში, დედაპლატის ქვემოთ. ქეისის ორივე მხარეს ფენების დასამგრებელი ნახვრეტებია. სურათზე ჩანს 8 სანტიმეტრიანი ფენის დასამაგრებელი ადგილი, მისი ფუნქცია პროცესორის უკანა ნაწილის გაგრილებაა. მეორე მხარეს ვხედავთ ორ მასიურ ფენის ხვრელს ორივეზე შესაძლებელია დაყენდეს 80-დან 140 მმ-მდე დიამეტრის ფენი. ამ მხარეს ერთი ფენი უკვე ამაგრია რომლის შეერთება შესაძლებელია როგორც პიდაპირ დედაპლატაზე ასევე 4 პინიანი მოლექსის ორივენაირ შესაერთებელზე. ქეისზე I/O პანელი გადატანილია ქეისის ზევითა მხარეს, რაც ძალიან კომფორტულია მათთვის ვინც ქეისის მაგიდის ქვეშ დადებას აპირებს. პანელზე არის 2 ცალი USB 2.0, Firewire, eSATA, მიკროფონისა და ყურსასმენის შესაერთებელი. ჩართვის და გადათვირთვის ღილაკები ქეისის მარჯვენა ნაპირზეა მოთავსებული, ისინი საკმაოდ მოზრდილები არიან, ამიტომ მათი პოვნა არ გაგიჭირდებათ კიდევ ერთი კარგი რამ, არის რეზინის კარგი დიზაინის მქონდე სადგამები რაზეც CM 690 დგას. სხვა ქეისებისგან განსხვავებით CM-მ ეს სადგამები უქსკლუზიურად ამ ქეისისთვის შექმენა. ქეისი უკანა მხარეს კარგად ჩანს 120 მმ-იანი ფენი, 7 PCI დივაისების სლოტი, დედაპლატის I/O სლოტი და 2 ცალი წყლის მილის რეზინის ნახვრეტი. ქეისის შიგნით ქეისის შიგნით უამრავი საინტერესო რამ ხდება, დავიყწოთ ქეისის ჭერით დედაპლატის Tray-ს ფენის ჭრილის გარდა აქვს კიდევ 2 პატარა ნახვრეტი, რომლებიც მე Tray-ზე მიმაგრებული პლასტმასის სამაგრებტან ერთად Cable Menagement-სთვის გამოვიყენე 5.25 ინჩიან Bay-ს ორივე მხარეს აღმოჩნდნენ ის ვინტები რომლებიც აქსესუარებს აკლდნენ. ეს ძალიან მოსახერხებელი სისტემაა მათთვის ვისაც პრობლემა აქვს ქეისის დაშლა-აწყობის დროს ვინტების დაკარგვაზე. ვინტები არიან ორი სახის- M3 და 6-32. რომელთა საერთო რაოდენობაც 40 ცალს აღწევს. 3.5 და 5.25 დივაისების სამაგრები ძალიან მოსახერხებელია, DVD-rw და HDD ორივე ძალიან ადვილად დამაგრდა მექანიკური დამჭერებით. HDD ჯერ თავსდება პლატმასის Tray-ზე და შემდეგ უადვილესად ჯდება 3.5-იან tray-ში. HDD Tray ჩვეულებრივი ქეისებისგან განსხვავებით შემოტრიალებულია, და კაბელების შეერთება მყარ დისკზე მეორე მხრიდან ხდება. ასევე ადვილად ხდება PCI დივაისების და კვების ბლოკის დამაგრება ქეისში. PCI ბრეკეტები აადვილებს ვიდეოკარტების და სხვა დივაისების ქეისზე დამაგრებას. კვების ბლოკი დამაგრების შემდეგ გამოყოფილია ქეისიდან რეზინებით რაც ახშობს კვების ბლოკისგან გამოწვეულ ვიბრაციას. PSU tray-ს გვერძე ქეისის ძირზე დამაგრებულია 120 მმ ფენის პლასტმასისი სამაგრი რომელსაც მტვრის ფილტრიც გააჩნია. ჭერზე ვხედავთ 2 დიდ ფენის ნახვრეტს, რომლებზეც შესაძლებელია დამაგრდეს 80-დან 140 მმ-მდე ნებისმიერი ტიპის ფენი. დასრულებული ქეისი ქეისში ნაწილების ჩადება და კაბელების ლამაზად გაწყობა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. Box ფენის უქონლობის გამო იძულებული გავხდი davita-ს ნაჩუქარი 120მმ-იანი ფენი დროებით ქეისის ჭერზე ჩამომეკიდა ინტელის სტოკ რადიატორის წინ DVD-rw დავიტოვე ძველი და გასალამაზებლად IDE კაბელს მოდი გავუკეთე რეზაკით და ლურჯი ლეიკოპლასტირით. მოკლედ ძალიან მაგარი ქეისია მათთვის ვისაც 192 ლარი აქვს და ქეისის ყიდვა უნდა მინუსები 2 ცალი ვუპოვე, პირველი ის რომ I/O კონექტორები მაღლა აქვს და რადგან ქეისი მაგიდაზე მიდგას ძნელი მისაწვდომია და მეორე გვერდითა პანელის 120 მმ ფენი რომელსაც ჰაერი შემოაქვს ქეისში, რკინის პანელთან სიახლოვის გამო პატარაზე ბღუის, ეგეც ყურს თუ კარგად მიუგდებ სურათების გალერეა:
  4. ჯერ ვყრი სურათებს დღეს მოსული პროცესორის ხვალ მაზერი და ოპერები უნდა მოვიტანო და სრულ იტესტირება იქნება პროცი როგორც იცით ,გაცილებით დიდია 775 პროცესორებზე და ბოქს ქულერი სულ ცოტა 2.5ჯერ მძიმეა ნორმალურზე პირველ გვერდზე გატანა ღირს უკვე? ტესტირება რაზგონის გარეშე: ტემპერატურა თითქმის 5K 3დმარკის ცპუ ქულა სტოკზე ესეც ვენტეიჯი სტოკზე ცპუ ქულა ამდენი ავიღე Q9550 4.1გჰც ზე
  5. პირველად საქართველოში, ჩვეულებრივმა "რაზგონმა" გადაინაცვლა ექსტრემალურ რაზგონში გუშინ 2008 წლის 2 ნოემბერს, overclockers.ge-ს გუნდმა პირველად საქართველოში განახორციელა Extreme Sub Zero Overclocking-ი, რომელიც შესაძლებელი გახდა მშრალი ყინულის და აცეტონის საშუალებით, ამ ორი ნივთიერების შერევა გვაძლევს გამაოგნებელ -78 გრადუსს, ასეთ დაბალ ტემპერატურასთან კი არც თუ ისე ადვილია მუშაობა. იმის გამო რო მშრალი ყინული ასეთი ცივია ეს tube-ის (ალუმინისგან გამოჩარხული ტრუბა, რომელიც ედება პროცესორს და შიგნით იყრება ყინული) გარშემო ყინავს ყველაფერს, არის შანსი კონდენსატის პლატაზე მოხვედრის და მისი დაწვის. ამის აღსაკვეთად არსებობს რამოდენიმე ხერხი, ჩვენ გამოვიყენეთ თურქების მოგონილი ჭ#$%ტვადი საშლელის მეთოდი რომელიც არის ძალიან პრაქტიკული, არ ტოვებს კვალს დედაპლატაზე და უსაფრთხოა. საშლელის გარდა არსებობს ათასი წვრილმანი რომელიც გასათვალისწინებელი იყო, ამის შესასწავლად საკმაო ხანი ვიღებდით რჩევებს ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან Xtremesystems-იდან, როდესაც ჩავთვალეთ რომ უკვე საკმაო ცოდნა გვაქ რათა უსაფრთხოდ ჩაგვეტარებინა აჩქარება, დავნიშნეთ დღე, საათი და დავიწყეთ ჩვენი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ტესტირება გრძელდებოდა მთელი 6 საათის განმავლობაში, თავიდან როგორც ყოველთვის წარმოიშვა უამრავი პრობლემა, მაგრამ დანებებას არცერთი არ ვაპირებდით. როგორც იქნა გამოვნახეთ ისეთი "მაზერი" რომელიც არც თუ ისე ძველია და არც ისე ძვირი, ძვირიანი იმიტომ არ გვინდოდა რომ ჩვენი გამოუცდელობის გამო დიდი შანსი იყო მისი დაწვის. ავაწყეთ სისტემა, დავაყენეთ ვინდოუსი და შევამოწმეთ ჰარდი. ამის მერე კი უკვე დავიწყე პლატის ინსულაცია, საშლელით დავფარე პროცესორის გარშემო ყველა ის დეტალი დედაპლატაზე, რასაც შეეძლო წყლის მოხვედრის შემთხვევაში, მოკლე ჩართვის გამოწვევა და დედაპლატის დაწვა. როდესაც დავრწმუნდით რომ პლატა საიმედოთაა დაფარული საშლელით, ერთიანი ძალებით შევუდექით Tube-ის ინსტალაციას. მისი პლატაზე დაყენება არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა მისი სიდიდის გამო. საერთოდ Tube-ს გაცილებით უფრო პატარებს აკეთებენ, რათა ადვილი იყოს ბოლტებით პლატაზე Tube-ის დამაგრება, მაგრამ ქართველები მოგეხსენებათ ამბიციური ხალხი ვართ და მეც ნორმაზე დიდი გამოვაჩარხინე, რის გამოც მომიწია თითონ ალუმინის გახვრეტა 4 ადგილას სადაც შურუპები დამაგრდებოდა. როგორც იქნა ყველაფერი თავის ადგილზე დავამაგრეთ, დავამოკლეთ Power on-ი და სისტემა ჩაირთო, ტემპერატურას ბიოსიდან ვაკვირდებოდით, სანამ მშრალ ყინულს ჩავყრიდით და აცეტონს დავამატებდით, პროცესორის ტემპერატურა იყო 40 გრადუსის ფარგლებში, მშრალი ყინულის რამოდენიმე ნატეხის ჩაყრის შემდეგ ტემპერატურა არ შეცვლილა, რამაც ცოტახნით ჩაგვაფიქრა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა აცეტონი, მისი ჩასხმისთანავე აშკარად შეეტყო პროცესორის ტემპერატურას კლება. პროცესორის ტემპერატურა, სულ რაღაც 1 წუთში +40 გრადუსიდან დაეშვა -47 გრადუსზე. ამ ტემპერატურაზე პროცესორმა დაახლოებით 2 საატი იმუშავა სანამ ჩვენ ვცდილობდით მის დარაზგონებას საქართველოს რეკორდამდე. სამწუხაროდ ჩვენ ეს არ გამოგვივიდა მარტივი მიზეზის გამო, დედაპლატას Vcore ეწეოდა მხოლოდ 1.6-ამდე რაც Celeron D347-ს მხოლოდ 4.6-ამდე რაზგონზე ეყო. თუმცა ჩვენი მიზანი არც იყო საქართველოს რეკორდის მოხსნა, მიზანი იყო საქართველოში პირველი ნაბიჯი გადაგვედგა Extreme overclock-ში და მიგვეღო ამ სფეროში პრაქტიკული გამოცდილება, რაც ჩემი აზრით მიღწეულია, ყინული გადნა და დედაპლატაც უვნებლად დაუბრუნდა პატრონს. ეს მხოლოდ დასაწყისია, მომავალში იგეგმება საქართველოს რეკორდების მოხსნა, კიდე უფრო შორეულ მომავალში კი მსოფლიო რეიტინგში ღირსეული ადგილების დაკავება. ტესტირებაში მონაწილეობას იღებდნენ Overclockers.ge Team & allmark Team-ი იდეის და სტატიის ავტორი: დავით დვალი დანარჩენი სურათები: ვიდეოსაც უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ესეც ვიდეო: http://www.myvideo.ge/?video_id=305571 კარგი ხარისხით: http://www.link.ge/file/139085/Dry-Ice.wmv.html კომენტარები გაკეთებულია ამ თემაში: http://www.overclockers.ge/forum/index.php?showtopic=6315
  6. ჩემო თანაფორუმელნო! ასე თუ ისე მინდა წერტილი დავუსვა უაზრო დავას 260 GTX vs HD 4890, და მინდა შემოგთავაზოთ ჩემს მიერ ჩატარებული ტესტები, უშუალო კონკურენტებს შორის, 275 GTX და HD 4890-ს შორის, რაც შესაძლებელი იქნა აღნიშნული ვიდეოკარებტების ჩვენი სპონსორის, "Gitec"-ის მიერ მოწოდების შემდეგ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. დიდ და წვნიან მიმოხილვას ვერ დაგპირდებით, კალამი... უუუპსს, კლავიატურა დიდად არ მიჭრის. არ დამძრახოთ მაშ ასე, ჩვენი ტესტირების მონაწილენი: ASUS M4A79T Deluxe AMD Phenom II X4 955BE Mushkin PC3-14400 XP 996602 (2x1GB) (D9GTR), მადლობა "Allmark"-ს ჩემი წყლის გაგრილების სისტემა Enermax Revolution 85+ 1250 watt და ტესტირების მთავარი გმირები: XFX HD 4890 და Zotac 275 GTX სტანდარტული გაგრილებით და სიხშირეებით. ტესტირება ჩატარდა შემდეგ სინთეტიკურ ტესტებში: 3DMark 2005 3DMark 2006 3DMark Vantage მოკლედ ეს მცირედი ინტრიგა. რეზულტატები მოგვიანებით იქნება მაშ ესეიგი, 275 GTX-ის შედეგები: 3DMark 2005 3DMark 2006 3DMark Vantage ესეც HD 4890: 3DMark 2005 3DMark 2006 3DMark Vantage რაც შეეხება თამაშებს, სამწუხაროდ უმეტესობა ტესტებისა ითხოვს თამაშის დაინსტალირებას, რომლებიც მე არ მაქვს და არ დრო მქონდა იმისთვის, რომ "დამექაჩა" და დამიენსტალირებინა მხოლოდ 3 თამაშის ტესტი გავატარე, რომელიც პირდაპირ ტესტია: Resident Evil 5 game benchmark და არის ჩართული Gigabyte-ს Beat Me If You Dare-ს შეჯიბრში. http://event.gigabyte.com.tw/BeatMeIfYouDare/Default.aspx Call of Juarez Benchmark DevilMayCry4_Benchmark ამ დებილ Win7-ში რეზულტატების სქრინშოტები ვერ მოვხსენი და ფოტოები გადავუღე GTX 275 @ 750/1600/1300 Call of Juarez Benchmark Resident Evil5 Benchmark DevilMayCry4_Benchmark HD 4890 @ 1000/1150 Call of Juarez Benchmark Resident Evil5 Benchmark DevilMayCry4_Benchmark ეგ არის და ეგ. დასკვნები თქვენთვის მომინდია. ვისაც პრეტენზიები აქვს რომ რომელიმე ვიდეოკარტას უფრო მეტად დაარაზგონებდა, აგერ თქვენ და აგერ "Gitec". აიტანეთ თქვენი სისტემა და გატესტეთ ორივე :)
  7. მოგესალმებით ხალხო როგორც იცით კაიხანია არშემოვსულვარ საიტზე მიზეზი კი იმაში მდგომარეობს რომ მთელი ეს პერიოდი ინტერნეტი არმქონდა ხოდა მეც ამ "უსაქმურობაში" ვუყურე ვუყურე ამ კომპს რავქნა რავქნათქო და გადავწყვიტე რომ დამეტესტა ვიდეო კარტა თამაშებში და ტესტები საიტზე დამედო. იქიდან გამომდინარე რომ მე მაქვს GTX285-ი და ჩვენ ყველამ ვიცით რომ აბსოლიტურად ყველა მონაცემებით Core/memor/Shader Clock-ის გამოკლებით GTX285 და 280 იდენტური კარტებია გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა Downclocking-ი და მიმეღო GTX280-ის იდენტური სიმძლავრე (ნუ აქ მე მხოლოდ წარმადობაზემაქვს ლაპარაკი თორე ხმაურის დონეში სიმხურვალეში და ტექ პროცესში რომ არის განსხვავება ამ 2 კარტას შორის რათქმაუნდა ვიცი მაგრამ ეგ ყველაფერი არანაერ კავშირში არარის წარმადობასთან ამ შემთხვევაში ასერომ საკმაოდ რეალური სურათი უნდა მიმეღო სიმძლავრის მხრივ.) მაგრამ მარტო GTX280-თან შედარებამ არ დამაკმაყოფილა და გადავწყვიტე შედარება კიდევ ერთ მოდელთან გამეკეთებინა კერძოდ კი ყველაზე სწრაფ GTX285-თან ანუ EVGA GTX285 Hydro Copper -თან რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავ სიხშირეებზე დგას მოკლედ მემგონი დროა შევწყვიტო ვეფხის ტყაოსნის წერა და საქმეზე გადავიდე . ტესტები შემდეგ სისტემაზე ჩატარდა : CPU:Core 2 Duo E8400 (Stock) MB: Asus Maximus Formula Ram: Kingston HyperXPC28500 4GB PSU: RW 850W გრაფიკული ადაფტერის მახასიეთებლები ამ სამ ვარიანტში მხოლოდ ამ მაჩვენებლებით განსხვავდებოდნენ : GTX285Hydro Copper 720 MHz GPU Memory 2772 MHz (effective) 177.4 GB/s Memory Bandwidth GTX285 648 Mhz GPU Memory 2484 MHz (effective) 159 GB/s Memory Bandwidth GTX280 602Mhz GPU Memory 2200 Mhz (effective) 141 GB/s Memory Bandwidth Trackmania Nations Forever : ყველა ნასტროიკა მაქსიმუმზე 16X AAს ჩათვლით 3-4 FPS სხვაობა როგორცხედავთ ამინდს არქმნის GTX280იქნება კომპში თუ 285-ი..... Devil May Cry : ყველა ნასტროიკა მაქსიმუმზე 16XQ AAს ჩათვლით საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგს აფიქსირებს Hydro Copper-ი და საგრძნობლად უგებს 280-ს თუმცა ამ უკანასკნელსაც საკმაოდ დასტოინად უჭირავს თავი მაქსიმალურ გრაფიკაზე 16XQ AA-თი ხუმრობა არარის 62 FPS-ის დაფიქსირება 2560X1600 რეზოლუციაზე. Tomb Raider Underworld : ყველა ნასტროიკა მაქსიმუმზე 16X AAს ჩათვლით როგორცხედავთ ამთამასში არანაერი აზრი არააქვს 2560X1600 რეზოლუციამდე დეფოლტში მყოფი GTX 280 გექნებათ თუ მწარედ დარაზგონებული GTX285-ი. Dead Space : ყველა ნასტროიკა მაქსიმუმზე რეალურად ცოტა აზრი ციფრებს ისევდაისევ 2560X1600 რეზოლუციაზე ეძლევა იქამდე დაჟე სტოკზე მყოფი 280-იც კი თითქმის 80კადრ წამს უკაკუნებს FULL HD რეზოლუციაზე უფრო "მძიმე" 1920X1200 რეზოლუციაზეც კი. Crysis Warhead : ყველა ნასტროიკა ენთუზიასტზე (ანუ მაქსიმუმზე) AA გამორთული როგორც ხედავთ აქ უკვე კარგად აჩვენებს თავის ძალას Hydro Copper -ი მაგალითად 1920X1200 ზე 24 სა და 29 FPS შორის სხვაობა უკვე ნამდვილად შესამჩნევია თამასში თუმცა როგორცხედავთ ყველაზე ძლიერი GTX285იც კი ვერერევა 2560X1600-იან რეზოლუციას. დღეისთვის სულ ესიყო მოკლედ ხალხო და ეს ტესტები არის ნამდვილად რეალური და საკმაოდ კარგად დატესტილი (ჯამში 10საათზე მეტი წამართვა ამყველაფერმა) მემგონი გამოადგება ეს ტესტები იმას ვისაც 280/285 ყიდვა უნდა ან აპირებს და თან იმასაც გაიგებენ თუ რა სიხშირეზე რა სიმძლავრე ექნება ამ კარტას 280/285-ს. მეორე ნაწილს ტესტების რომლებსაც სხვა თამაშებში ჩავატარებ რამოდენიმე დღეში დავდებ სავარაუდოდ და ვურჩევ სხვა მემბერებსაც რომ ანალოგიურად ჩაატარონ ტესტები და დადონ ჩემნაერად მემგონი საინტერესო იქნება ყოველშემთხვევაში მე მაინტერესებს და მემგონი მარტო არვარ :D
  8. რამდენიმე დღის წინ დავდე 2 კონკურენტის, 275 GTX და HD 4890 შედარებითი მიმოხილვა, დღეს კი მინდა შემოგთავზოთ სხვადასხვა მოდელის, ფირმის და რაოდენობის ვიდეოკარტების ჩემს მიერ ჩატარებული ტესტირების შედეგები, რომლებიც ჩემთვის მოწოდებულ იქნა ჩვენი სპონსორის "Gitec" მიერ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. მაშ ასე, სატესტო სტენდი შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისგან: ASUS M4A79T Deluxe AMD Phenom II X4 955BE Mushkin PC3-14400 XP 996602 (2x1GB) (D9GTR), მადლობა "Allmark"-ს ჩემი წყლის გაგრილების სისტემა Enermax Revolution 85+ 1250 watt და ტესტირების მთავარი მონაწილენი: 2X 260 GTX(XFX&Mushkin), 285 GTX(BFG), 2X Sapphire HD 5850, 2X Sapphire HD5770, Sapphire HD 5750 ტესტირება ჩატარდა მხოლოდ სინთეტიკურ ტესტებში: 3DMark05 3DMark06 3DMark Vantage მოთმინება GTX260 Single Dual Single Dual Single Dual როგორც ხედავთ SLI-ში 05-06 მატება ცოტაა, პროცესორია "ბოთლის ყელი", აი ვანტეიჯში კი სერიზული მატებაა. HD 5770 3D06 Single Crossfire 3D03 3D05 3D06 Vantage GTX 285 3D05 3D06 Vantage აქაც "ბოთლის ყელი გვაქვს" HD 5850 3D05 3D06 Vantage Vantage CF ისევდისევ ბოთლის ყელი და თან იმდროისთვის 5000-იანი სერიის "დარაზგონება" მარტო კატალისტს შეეძლო და ისიც შეზღუდული იყო :(
  9. განხილვის საგანი გახლავთ HDD წარმადობა ცალ და მულტი რეჟიმში როგორც ცნობილია , შესაძლებელია HDD-ების გადაბმა და ამით ან დამატებითი წარმადობის ან ინფორმაციის უსაფრთხოების მიღწევა დღევანდელი რევიუს მიზანია წარმადობის გამოკვლევა. დროის სიმწირის გამო წარმოუდგენლად რთულია რისკის გამოთვლა უსაფრთხოების თვალსაზრისით ტესტში უფრო კონკრეტულად მინდოდა შემედარებინა 2HDD შექმნილი მასივი და 3HDDსგან შექმნილი მასივი სტრიპინგ რეჟიმში სტრიპინგის დროს ხდება თეორიულად წარმადობის გაორმაგება.ანუ თუ 2 HDD გაქვთ ამ რეჟიმში ,ავტომატურად მოხდება ორივეს ვირტუალური გაერთიანება და წარმადობა გაორმაგდება. აი რა მოხდება თუ 3 HDD შევაერთებტ ასე?ღირს კი 4HDD დასმა ამ რეჟიმში?იქნებ 3HDD უკვე ლიმიტის ზღვარზე მიდის? ამ კითხვებზე მინდოდა პასუხი გამეცა ამ რევიუში სხვათაშორის, ვერცერთ ფორუმზე თუ რევიუების საიტზე ვერ ვნახე 3 HDD თი შექმნილი მასივის ტესტი გასაგებია რომ 3HDD ზე უფრო ჭკვიანურია რაიდ5 შექმნას კაცმა,რადგანაც ამ შემთხვევაში ორმაგ წარმადობას 50% უსაფრთხოებაც ემატება თუმცა როგორც უკვე ითქვა, აქ აქცენტი წარმადობაზეა ,რადგანაც ოვერქლოქერების ფორუმზე ხიფათი დიდად არ გვადარდებს მგონი . სატესტო სისტემა: სამსუნგის 750Lჯ სატა2 HDD 750GB თითო 300 მბ/წმ დაკავშირება ინტელის ინტეგრირებული რაიდ კონტროლერი DFI T3eH8 Core i7 920 6GB DDR3 1600MHz Windows 7 64 ბენჩმარკების სია: 1.HDD Crystalmark 2.HD Tach 3.Everest HDD Read Suite 4.Sandra HDD Benchmark 5.HD Tune დავიწყოთ კონკრეტული ტესტების შედარება: 1.კრისტალმარკი Single HDD Raid0 2 HDD Raid0 3HDD 2.HD Tach Single HDD Quick Bench Long Bench Raid0 2HDD Quick Bench Long Bench Raid0 3HDD Quick Bench Long Bench 3.Everest HDD Read Suite Single HDD Raid0 2HDD Raid0 3HDD 4.Sandra HDD Benchmark Single HDD Raid0 2HDD Raid0 3HDD 5.HD Tune Single HDD Raid0 2HDD Raid0 3HDD დასკვნა საკმაოდ გამიჭირდა ამ ტესტებიდან გამომდინარე 100% ობიექტური დასკვნის გამოტანა რეალური მატება რაიდ0 ის დახმარებით ჩანს დიდი ფაილების გადაყრის დროს,ასევე თამაშების ჩატვირთვისას ,ასევე მძიმე პროგრამებთან მუშაობისას და ა.შ. თუმცა 3HDD აშკარად ძლიერ მატებას იძლევა რეალური გათვლებით თუ ავიღებთ 1 HDD წარმადობას პირობით 100% ად მაშინ 2HDD რაიდ0ში აშკარა 200% წარმადობაა სახეზე ყველაფერი გაორმაგდა და ამავდროულად რეაქციის დროც არ გაუარესებულა ზოგიერთ ტესტში ,განსაკუთრებით 4კბ ფაილებთან მუშაობისას მატებამ 250% საც გადააჭარბა აი,რაც შეეხება მესამე HDD საქმეში ჩართვას ,აქ უკვე მატება ამხელა აღარაა გამომწვევი მიზეზები უფრო ინტეგრირებული კონტროლერის შიდა ლიმიტაციაში უნდა ვეძებოთ აქ 3 HDD ამოწურვა უფრო პისიაი ექსპრეს კონტროლერით იქნებოდა შესაძლებელი სადაც გამტარიანობის სუფთა ლიმიტი 250 მბაიტ/წმ ზე გადის აქ უკვე შეიძლებოდა ამ 3 HDD სგან მიახლოებით 200+ სუფთა წაკითხვის ამოღება მესამე HDD რეალური მატება წარმოადგენს ~15-50% აქედან საშუალოდ უფრო 30% ზე ნაკლებს გამომწვევ მიზეზებზე მხოლოდ სპეკულაციაა შესაძლებელი და რადგანაც მე შესაბამისი კონტროლერი არ მაქვს ,ეს ტესტი ვერ შედგება ახლა იმაზე თუ რამდენად სასურველია ეს კონფიგურაცია ასე ვთქვათ,რაიდ0 არაა იმათთვის მოგონილი ვინც გიგაბაიტობით მპ3 ებს და ფილმებს ელოლიავება ესაა სუფთა წარმადობის ბუსტერი ასე რომ აქ უფრო წარმადობის მოყვარულებისთვისაა ინტერესი დამალული ჩემი პირადი მოსაზრებით აზრი აქვს 2HDDსგან შექმნილ რაიდ0 მესამე HDD იმდენად მცირე მატებას იძლევა რომ ,აზრს კარგავს ასეთი სისტემის შეძენა ნუ ვისაც უკვე აქვს 3 მსგავსი HDD იმისთვის რა თქმა უნდა სულაც არაა ცუდი ოპცია რაიდი შესაძლებელია არამხოლოდ ერთნაირი დისკებისგან.თუნდაც სხვადასხვა ზომის დისკებიდანაც გაკეთდება თუმცა უნდა ვიანგარიშოთ უფრო ნელი HDD სიჩქარე X2 და მისი ზომა X2 ანუ 500+750გბ რაიდ0=1ტბ და რომელიც უფრო ნელი იქნება იმის სისწრაფეს გაიმეორებს მეორე ამიტომ თუ დასტრიპავთ HDD ებს ,აჯობებს იდენტური მოდელები იყოს და წინასწარვე შეარჩიეთ სწრაფი დისკები რევიეუებიდან ასევე თვალში მომხვდა რეაქციის დროის ცვლილება რამდენადაც ცნობილია სტრიპინგის დროს რესპონზი მატულობს.ანუ რადგანაც 2 და მეტი HDD ერთდროულად უნდა წაკითხულ იქნას ,შესაბამისად იზრდება დაყოვნება თუმცა ტესტებმა პირიქით ანახა შედეგები დაყოვნებამ არათუ მოიმატა,არამედ პირიქით დაიკლო თუმცა მე არ ვადასტურებ რომ ეს შედეგი 100% სწორია სავარაუდოდ სოფტვეა შეცდომაა რეკომენდაცია რაიდ0 წარმადობაში ეკუთვნის 3 HDD რეჟიმს გავუწევდი რეკომენდაციას მხოლოდ მართლა ექსტრემალებისთვის ამ რეჟიმში ამოიწურება ინტეგრირებული კონტროლერის მაქსიმალური ზღვარი და ვინდოუსის ჩატვირთვის და მუშაობის დრო არანორმალურად ასწრაფდება მე მგონი ტესტების შესაბამისად ,შეიძლება ითქვას რომ 3ზე მეტი HDD გაკეთება რაიდ0 ში უკვე მართლა ფულის ტყუილი ყრაა 3 HDD ზეც თითქმის იგივე შეიძლება ითქვას ,მაგრამ ის 25% მაინც არის დიდი მადლობა ყურადღებისთვის © westsider 20.10.2009
  10. შვეიცარიულმა ფირმამ Arctic-Cooling 2010 წლის იანვარში ბაზარზე შემოიტანა ცნობილი ქულერის ახალი ვერსია Accelero TwinTurbo Pro. წინა ქულერი გამოირჩეოდა კარგი წარმადობით და რაც მტავარია ხმაურის დაბალი მაჩვენებლით ამ რევიუში მე $#^#(|ადე ახალი ქულერი შემედარებინა ქარხნული ქულერის წარმადობას. მწარმოებელი ტექ. მონაცემებში იძლევა 120 ვატი წარმადობის დაპირებას.ეს ნიშნავს რომ ამ ქულერს შეუძლია 120 ვატი სითბო გააცალოს გრაფიკულ პროცესორს. განსხვავება წინა Accelero TwinTurbo ქულერთან არის ის რომ, პრო ვერსიას სულ ცოტა 120 ვატი აქვს მინიმალურ ბრუნებზე ,როდესაც წინა ვერსიას 120 ვატამდე შეეძლო მაქსიმალური ბრუნით. შევადაროთ სურათები: ეს გახლავთ პირველი ვერსია 80მმ ფენებით და ესეც ახალი პრო ვერსია ძირითადი განსხვავება: 2X80მმ შეიცვალა 2X92მმ ფენით.ამავდროულად იგივე დარჩა ბრუნები. 92მმ მაქსიმალური ბრუნი 2000 რპმ ,ხოლო 80მმ 2200რპმ იყო 92 მეტრკუბი/საათში არის ახალი მაჩვენებელი 68 მეტრკუბ/საათის წინააღმდეგ წონაშიც მოხდა ცვლილებები.350 გრამის მაგივრად ახალი ქულერი უკვე 450 გრამს იწონის ორივე ქულერი 4 ცალი 6მმ ჰითპაიპით აგრილებს გრაფიკულ პროცესორს. ქულერი მიდის შემდეგ ვიდეო დაფებზე: ATI Radeon HD 5870 HD 4890, 4870, 4850, 4830 HD 4770 HD 3870, 3850 HD 2900XT, 2900 Pro X1950, X1900 series X1800, X1650 series X1600, X1550 series X1300 series nVIDIA GeForce GT240, GTS250 GTS150 (not LP), GT130 (not LP) 9800GTX+, 9800GTX, 9800GT 9600GT, 9600GSO 9500GT (not LP), 9400GT (not LP) 8800GTS(G92), 8800GT, 8800GS 8500GT (not LP), 8400GS (not LP) 7950GT, 7900, 7800, 7600 series 6800, 6600 series შედარებისთვის ავიღე ატი 4850ის თხელი ქარხნული ქულერი ე.წ. single slot გატესტვა მოხდა შემდეგ პირობებში: ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსი Fურმარკის 1.7 ვერსიაზე ბენჩმარკი 120 წამის განმავლობაში 1680X1050 8X AA ტესტი დინამიური მონიტორინგით სტოკ და დაჩქარებული რეჟიმები,აუტო და 100% ფანის რეჟიმები აქვე შედეგები: 4850 ქარხნულ ქულერზე და აქვე ფანი 100% რეჟიმში უკეთესი გაგრილებისთვის შემდეგი ნაბიჯი იყო უკვე დაჩქარებული რეჟიმი იგივე პირობებში ქარხნულ ქულერზე სამწუხაროდ მოხერხდა მხოლოდ 675 მეგაჰერცის სტაბილურად შენარჩუნება და მეხსიერების რაზგონი წარმოუდგენელი იყო უკვე 90 გრადუსის გამო თუმცა მეხსიერების ამხელა ტემპერატურას იწვევდა ქულერის ცუდი კონსტრუქცია იმდენად აცხელებდა გრაფიკული პროცესორი ქულერს რომ სხვა ნაწილები გაგრილების მაგივრად ავტომატურად თანაბრ ტემპერატურაზე აყავდა სპილენძის ქულერს ანუ ფაზები და მეხსიერების ჩიპები რეალურად გაგრილების მაგივრად ცხელდებოდა აქვე 675/993 დაჩქარება ქარხნული ქულერით ფენი აუტო რეჟიმშია და 675/993 დაჩქარება ფანი 100% ქარხნული ფენით შეიძლება ითქვას რომ ფანი აუტო თუ 100% რეჟიმში დიდ განსხვავაებას არ იძლევა გრაფიკული პროცესორი მშვიდ რეჟიმში 75 გრადუსს ხოლო დატვირთვის დროს 95 გრადუსს ცდება ხმაური 50% ის შემდეგ უკვე აუტანელი ხდება ამ კონკრეტულ ქულერზე აშკარად ღმუის და 100% ზე ისე ბღუის ნებისმიერ დელტას ფენს შეშურდებოდა აქვე ახალი აქსელეროს შედეგები: 625/993 აუტო და 100% და აქვე დაჩქარებული რეჟიმი შედეგებში ახალმა ქულერმა 60 გრადუსით აჯობა ქარხნულს ხმაურში 100% ზე სულ ოდნავი ხმა აქვს აქსელეროს მიახლოებით შევადარებდი 120მმ ფენი 1000 რპმზე სადღაც 22დბა 25%ზე ფენი უხმაუროა უფრო ჩუმია ვიდრე 120მმ ფენი 600რპმზე დასკვნა: შედეგები რა თქმა უნდა შთამბეჭდავია თუ გავითვალისწინებთ რომ მე არაერთი 4850 მქონია ხელში და ასევე მინიმუმ 5-6 სხვადასხვა ქულერი მისინჯავს ზედ ახალი აქსელერო სასწაულად აგრილებს გრაფიკულ პროცესორს აქამდე მქონდა 4850 ზეროთერმის GX810 ზე, გოლდენ სეიმპლი სპეციალური ქულერით,4850 დუალ სლოტი HIS, საფირის სპეც ქულერიანი ვერსია vaporX არცერთი მათგანი დატვირთვაზე 65 გრადუსზე დაბლა არ ყოფილა ახალი აქსელერო კი როგორღაც ახერხებს და პროცესორს 45 გრადუსამდე ტოვებს ულტრა ჩუმ რეჟიმში ამ ყველაფერს ემატება ფასი 25 ევრო და პრინციპში იდეალური ქულერია ყველანაირად westsider overclockers.ge ©
  11. ეს რევიუ არის არა ტამაშებზე არამედ უფრო რაზგონზე და ბენჩმარკებზე გათვლილი რაც ასე თუ ისე შეესაბამება ამ ფორუმის იდეას და არსს შემოგთავაზებთ ჩემ ხელში გავლილი 5850 ის ისტორიას კარტის სპეციფიკაციები ყველასთვის ცნობილია მე კონკრეტულად ხელში ჩამივარდა XFX ის ბლექ ედიშენი რომელზეც დამხვდა დაბლოკილი ბიოსი და რაზგონის ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები მცირედი მანიპულაციით და Unlocked ბიოსით XFX გადაიქცა ასუსად და რაზგონის პოტენციალი გაიზარდა 775დან 1200 მეგაჰერცამდე გამოყენებული ჰარდვეა და სოფტვეა: ინტელ ზეონ 3540 პროცესორი DFI X58 T3eH8 G.Skill 2000 8-8-8-21 6GB Piperock 1100 Watt GPU-Z CPU-Z 3Dmark 2003,2005,2006,Vantage MSI AFterburn ერთადერთი სოფტი რომელმაც მოახერხა 5850ზე ძაბვის მანიპულაცია იყო მიკროსტარის Afterburn მოდიფიცირებული ბიოსით კი ოვერდრაივში გზა 1200მდე ღია მქონდა ასე რომ აქვე შედეგები და მცირედი დასკვნა 3D მარკ 2003ში კარტით მოვახერხე მსოფლიოში 7 ადგილი არანორმალურ რაზგონზე მაგრამ არაოფიციალური 3დმარკის გამო ვალიდაცია ვერ გავაკეთე და არ ითვლება ჰვბოტზე სამაგიეროდ დავდე უფრო დაბალი შედეგი და ქულები მაინც დაიწერა აქვე 7 ადგილი მშვენიერი სკალირება ჰქონდა 2003ში მე ვერ წარმომიდგენია მეორე 5850ზე რა შედეგი უნდა დაიდოს 5850 უბრალოდ დაფრინავს 2005ში მსგავსი შედეგი მხოლოდ 295GთX ზე მქონდა დადებული აქამდე აქაც პირველად მოხდა გატარება და როცა უკვე 1200 გპუ მიღწეული იყო უბრალოდ დრო არ დამრჩა კიდევ საბენჩაოდ და დავკმაყოფილდი ამ შედეგით კადრში დავამატე ჩემი დატვიკული ოპერატიული მეხსიერების წარმადობა 2006 აქვე სამწუხაროდ უფრო მაღლა პროცესორი არასტაბილურია ამიტომ 22 მამრავლით მომიწია ბევრი წვალება სანამ რამე დავდე სამაგიეროდ 5850მა ივაჟკაცა სასწაულად და ვენტეიჯი ეს ბენჩმარკი სულ პირველად გავბენჩე და ამიტომ 1079ზე გავჩერდი სავარაუდოდ 1150მდე ავიყვან სტაბილურად უფრო მაღლა შეიდერები ხურდება მეორე ტესტში და უკვე ვიდეოს ჭირდება დამატებითი გაგრილება ასე ვთქვათ სტოკ გაგრილებაზე 22K შესაძლებელია და მცირედი დასკვა დიდი დიდი ხანია,წლებია ვიდეო კარტებს ვბენჩავ და ვტესტავ თითქმის ყველა თაობის ვიდეო აქსელერატორი მქონია ხელში რაც ნახვად ღირდა და ახალი რადეონის სერია ნამდვილად გასაგიჟებელი რამეა კარტა ხსნის ყველანაირ რეკორდს რაზგონდება სასწაულად და პოტენციალი კიდევ იგრძნობა ყველა შედეგის შემდეგ რეალურად ჩემი ლიმიტი 1200ზე განაპირობა პროგრამულმა უზრუნველყოფამ და გაგრილების პრობლემებმა წყლის გაგრილებიტ 1 თვეშI როცა უკვე ნორმალური სარაზგონო სოფტვეა იქნება ადვილად დაიდება 1300 GPU და უპრობლემოდ შეიძლება მსოფლიო რეკორდებზე ბენჩაობა დიდი მინუსი ამ კარტების არის ფასი 220 ევრო იქნებოდა 5850ის ნორმალური და რეალური ფასი და 300 ევრო 5870ის იმედია მალე დარეგულირდება საბაზრო სიტუაცია და ატი მოწოდებას გაზრდის დიდი მადლობა ყურადღებისთვის მადლობა სიკვდილას 5850ის მოწოდებისთვის westsider Overclockers.ge ©
  12. Core 2 Quad Q6600 vs Core 2 Duo E8400 Sponsored By gITec შესავალი გუშინ ჩვენ ჩავატარეთ Overclocekrs.ge-ს მორიგი ტესტირება. ტესტირებისათვის Hardware მოგვაწოდა ჩვენმა სპონსორმა, კომპიუტერულმა კომპანიამ, gITec-მა. ჩვენ უკვე არაერთხელ შემოგთავაზეთ ვიდეო დაფების ტესტირება, აგრეთვე ოპერატიული მეხსიერების ტესტირებაც, მაგრამ ახლა ჩვენ გთავაზობთ პროცესორების ტესტირებას. ამჯერად ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ Intel-ის ორ პროცესორზე Core 2 Quad Q6600-სა და Core 2 Duo E8400-ზე. ჩვენს ფორუმზე ხშირად იყო კამათი, თუ რომელი პროცესორის ყიდვა იქნებოდა უფრო გამართლებული. იმედი გვაქვს რომ ეს სტატია დაგეხმარებათ სწორი არჩევნის გაკეთებაში. ჩვენ გამოვიყენეთ მრავალი სხვადასხვა CPU ტესტი, იმისათვის რომ ამ ორი პროცესორის ნამდვილი პოტენციალი გამოგვევლინა. ტესტირებას ვატარებით: მე ანუ ნოდარ სვანიძე (NODO-GT) და დავით დვალი (HANNIBAL). როგორც ყოველთვის ჩვენ ისევ გვქონდა დროის პრობლემა, ამ ტესტირებას დავუთმეთ 5 საათი, თუმცა საკმაოდ კარგად ჩავეტიეთ ამ დროში და შემოგთავაზებთ საკმაოდ ვრცელ განხილვას. ჩვენი დროის პრობლემა ამჯერად განპირობებული იყო ჩვენი მომზადებით lanparty-სთვის, რომელსაც მოგეხსენებათ 2 კვირაში ჩავატარებთ და მას ექნება საქართველოს აჩქარების (დარაზგონების) სახე, იქნება მრავალი ძვირფასი პირზები... დავუბრუნდეთ ტესტირებას. ფოტო გალერეა როგორც ყოველთვის გთავაზობთ ფოტო გალერეას. სურათები გადაღებულია ჩემი Nokia N73-ით. ამ სურათებზე თქვენ ხედავთ ჩვენს სატესტო სისტემას დედაპლატამ, ABIT IX38 Quad GT, მანდვილად კარგი შედეგი აჩვენა. ძალიან კარგი რაზგონის პოტენციალი და სერიოზული Performance, გარდა ამისა მისი ფასი 400 ლარს შეადგენს. რა თქმა უნდა მას აქვს 1600Mhz FSB-იანი პროცესორების მხარდაჭერა, აგრეთვე 1066MHz-იანი DDR2-ების. სიმართლე გითხრათ ოპერატიულთან ურთიერთობაში ძალიან კარგად გამოავლინა თავი. ამ დედა პლატას საკმაოდ საინტერესო BIOS აქვს, uGURU ფუნქცია, იგი საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ უამრავი პარამეტრები დარაზგონებისათივს. ეს ჩვენი სისტემა ტესტირების დროს (3Dmark Run) 9800GX2-მა მართლაც ძალიან სერიოზული შედეგები აჩვენა, მის 3DMark06-ის ქულას თქვენ იხილავთ ჩვენს სტატიაში, ნამდვილად გამაოგნებელია. ტესტირებისას ჩვენ გამოვიყენეთ უახლესი 175.75 დრაივერები. გარდა ამისა მას არ ქონია გადახურების პრობლემ, მიუხედავად იმისა რომ ტესტირების დროს ქულერი მხოლოდ 60%-ზე მუშაობდა. მასიმალური ტემპერატურა რომელიც ამ ვიდეო დაფამ დააფიქსირა იყო 81 გრადუსი, რაც 60%-ზე მომუშავე ქულეზე 2 ბირთვიანი დარაზგონებული ვიდეო დაფისთვის საკმაოდ ნორმალურია.
  13. Club3D ATi Radeon HD5870 Sponsored By gITec შესავალი დღეს 25 იანვარს ჩავატარე ტესტირება ამჯერად უკვე ვიდეო კარტას ვტესტავდი კერძოდ Club3D ATi Radeon HD5870. პირველ რიგში მადლობას ვუხდი ჩვენ სპონსორს რომ მომაწოდა ეს ვიდეო კარტა დასატესტად. ამ ტესტირებაში გამოვიყენე 3 პროგრამა. მქონდა დროის პრობლემა როგორც წინა ტესტზე მაგრამ ეხლა უფრო ნაკლები დრო მქონდა სადღაც 3-4 საათი და ამ დროში კიდე ვინდოვსი გამიფუჭდა და ისევ გადაყენება მომიწია. მაგრამ ეგ არაფერი მაინც მოვასწარი იმის გაკეთება რის გაკეთებაც საჭირო იყო. ფოტო გალერეა გთავაზობთ რამოდენიმე ფოტო სურათს ტესტირების დროს გადაღებული ჩემი Apple iPhone 2MP-ით სურათები ტესტირება ტესტირებას ატარებდა აგაიანი გარრი (HellBoy). ტესტირება ჩატარდა აი ამ სისტემაზე: CPU --- Core i5 650 3.2GHz M/B --- MSI P55-GD65 RAM --- TeamGroup Elite 1333MHz CL9-9-9-24 2T 2X2GB HDD --- Samsung 320GB 16MB 7200RPM Video Card --- Club3D ATi Radeon HD5870 OS --- Windows 7 Ultimate X86 CPU Cooler ---- Alpenföhn Brocken PSU --- OCZ 1010W ტესტირებას ვაკეთებდი იმისთვის რომ გამეგო რა შეუძლია ამ კარტას 24/7 რეჟიმში არანაირად არ მაინტერესებდა ნუთუ რა შეუძლია ამას ექსტრიმალურ რაზგონზე. ტესტირების დროს კარტა იყო საკმაოდ გრილი, ფანი მქონდა დაყენებული 100% და ძალიან ხმაურიანი იყო, მესამე ოთახში ისმოდა ფანის ხმა, მაგრამ ამავე დროს მაგარი გრილი იყო იდლზე 26 გრადუსზე იყო კარტა .როგორც კარტა ასევე ძალიან მომეწონა დედა პლატა, მინდა გითხრათ რომ MSI ძალიან მაგრად „აიქაჩა“ დედა პლატებში ძალიან კარგი დედა პლატაა, მრავალი რაზგონის ფუნქციები აქ და ბევრი სხვა რამ. პირველად რომ შევედი ბიოსში დავიკარგე, მაგრამ მეორე მესამე შესვლაზე მივეჩვიე და რა თქმა უნდა უფრო კარგათ გაუგე ბიოს. თვითონ დედა პლატა არის საკმაოდ სიმპატიური, მე ძალიან მომეწონა, ამავე დროს ძალიან გრილი. პროცესორის გაგრილებაზეც მინდა ვთქვა ერთი რაღაცა არ მომეწონა პროცესორის ქულერი, იდლზე თუ 30-ზეა ტემპერატურა, დატვირთვის დროს ორჯერ მეტზე ადის ტემპერატურა 60+. ოპერატიულები მომეწონა ძალიან 1502MHz-ზე გავიდა ერთი ბენჩი უპრობლემოთ, მაგრამ არ ვაწვალებდი და ჩამოვაგდე 1404MHz-ზე, თან მე არ მაინტერესებდა როგორც უკვე ვთქვი ექსტრიმალურ რაზონზე როგორ მუშაობს, მემგონი ამ სიხშირეზე უფრო სტაბილურად იმუშავებს. 3DMark05 3DMark06 3DMark Vantage პირველ სურათში თქვენ ხედავთ რომ პროცესორი არი 4.0GHz-ზე და მეორე სირათზე 4.2GHz-ზე. ეს სპეციალურად გავაკეთე რომ ნახოთ, 0.2GHz-ის მომატებით რამდენი CPU ქულა ემატება Vantage-ში. დასკვნა მადლობას ვუხდი ჩვენ სპონსორს რომ მომაწოდა ეს ვიდეო კარტა დასატესტად. მემგონი საკმაოდ კაი შედეგია, განსაკუთრებით GPU ქულა მომეწონა ძალიან Vantage-ში. როგორც უკვე ავღნიშნე საკმაოდ გრილი კარტაა. რაც შეეხება რაზგონის პოტენციალს მეტზე დრაივერიდან არ ადის, არც MSI Afterburn-ით BIOS Unlock-ი უნდა მაგრამ მაგაზე არ ვიჩალიჩე არ იყო საჭირო. როგორც ვხდები ამის კონკურენტი იქნება Nvidia GTX360, ნუ წინა მოდელებზე ეგრე იყო, და ეხლაც ეგრე იქნება ჩემი აზრით. მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა ვერ გავიგებთ რა შეუძლია GTX360 იმიტომ რომ ყველამ ვიცით რომ ჯერ ბუნებაში არარი GTX360 მაგრამ როგორც კი გამოვა წესით მაგასაც გავტესტავ. Text By HellBoy (გარრი აგაიანი)
  14. Core i3 530 2.93GHz & Core i5 650 3.2GHz Sponsored By gITec შესავალი 18 და 20 იანვარს ჩავატარე ტესტირება ამ ორ ზემოთ ხსენებულ პროცესორების. ეს პროცესორები მომაწოდა ჩვენმა სპონსორმა, კომპიუტერულმა კომპანიამ „gITec“-მა. ამ ტესტირებაში გამოვიყენე მრავალი სხვადასხვა CPU-ს ტესტები, იმისათვის რომ ამ ორი პროცესორის ნამდვილი პოტენციალი გამოგვევლინა. ტესტირებას ატარებდა: აგაიანი გარრი (HellBoy). მქონდა რამოდენიმე პრობლემა ტესტირების დროს პირველი რომელიც იყო დრო სულ 5-6 საათი მქონდა იმისთვის რომ გამეგო ნუ თუ რა შეუძლია ამ ორ პროცესორს, თუმცა საკმაოდ კარგად ჩავეტიე ამ დროში და შემოგთავაზებთ ასე თუ ისე საკმაოდ ვრცელ განხილვას. დროის პრობლემა იმიტომ შემიქმნდა რომ დედა პლატა რომელზეც ვტესტავდი და პროცესორიც Core i3 530 გაიყიდა და კიდე 20 იანვარს უნივერსიტეტში მივდიოდი და ეგაც იყო ერთ-ერთი პრობლემა. ფოტო გალერეა გთავაზობთ რამოდენიმე ფოტო სურათს ტესტირების დროს გადაღებული ჩემი Apple iPhone 2MP-ით სურათები ტესტირება ტესტირება ჩატარდა აი ამ სისტემაზე: CPU --- Core i3 530 2.93GHz & Core i5 650 3.2GHz M/B --- Asus P7H55-M PRO RAM --- TeamGroup Elite 1333MHz CL9 2X2GB HDD --- Samsung 320GB 16MB 7200RPM Video Card --- Intel Intergrated OS --- Windows 7 Ultimate CPU Cooling ---- Alpenföhn Brocken ჩემი ტესტის მიზანი იყო გამომეცადა ორივე პროცესორი თავის მაქსიმალურ რაზგონზე, მაგრამ ეს ქულერი არც თუ ისეთი კარგი აღმოჩნდა როგორც მეგონა და მაზერიც მალიმიტებდა ცხელდებოდა საკმაოდ. ტესტის დროს საკმაოდ მაღალი ტემპერატურები მქონდა ორივე პროცესორზე. თუმცა ეს ქულერი საკმარისი აღმოჩნდა ორივე პროცესორის ~4.7GHz დარაზგონბისთვის. ტესტირება ჩავატარე შემდეგ პროგრამებში: 3DMark05 ამ ტესტისთვის გამოვიყენე ვიდეო კარტა MSI GTX260 216Core Twin Frozr Core 655MHz Memory 2100MHz, Fritz Chess, PiFast, SuperPi, wPrime და Everest Memory, მაგრამ ევერესტის მეხსიერების ტესტში და 3დმარკის ტესტში ცოტა დროს გამო თითქმის ვერ დავდე შედეგი, ხო კიდე 3DMark06-ის და 3Dmark Vatage Performance-ის ჩატარება მინდოდა მაგრამ მონიტორს არ ქონდა 1280x1024-ის რეზოლუციის მხარდაჭერა. პროცესორების მამრავლი: Core i3 530 2.93GHz 133x22 ანუ მამრავლი აქ 22 Core i5 650 3.2GHz 133x25 ანუ მამრავლი აქ 25 http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=967983 Fritz Chess Benchmark Core i3 530 2.93GHz @ 4743.5MHz --- 8156 Core i5 650 3.2GHz @ 4761.8MHz --- 8193 PiFast Core i3 530 2.93GHz @ 4743.5MHz --- 19.69s Core i5 650 3.2GHz @ 4761.8MHz --- 19.95s http://hwbot.org/community/submission/9491...5_650_19.95_sec SuperPi Core i3 530 2.93GHz @ 4743.5MHz --- 8.954s Core i5 650 3.2GHz @ 4761.8MHz --- 9.080s http://hwbot.org/community/submission/9491...5_650_9sec_80ms wPrime Core i3 530 2.93GHz @ 4743.5MHz --- 10.73s Core i5 650 3.2GHz @ 4761.8MHz ---10.699s http://hwbot.org/community/submission/9491...650_10sec_699ms Everest Core i3 530 2.93GHz @ 4743.5MHz --- 10/8/10 Core i5 650 3.2GHz @ 4761.8MHz --- ვერ გავატარე 3DMark05 Core i5 650 3.2GHz @ 4500.0MHz --- 27156 რამოდენიმე ტესტს სურათი ვერ გადაუღე ბოდიშს გიხდით მაგის გამო დასკვნა პირველ რიგში მადლობას ვუხდი ჩვენ სპონსორს რომ მომაწოდა ეს პროცესორები დასატესტად, რა თქმა უნდა ამაზე მე არ გავჩერდები თუ კიდევ მომცემს საშუალებას ჩვენი სპონსორი ტესტის ჩასატარებლად აუცილებლად ჩავატარებ. შედეგი თქვენ სახეზეა. ერთი და იგივე სიხშირეზე თითქმის იგივე შედეგებს დებენ პროცესორები, მაგრამ ეგაც არ დაგვავიწყდეს რომ Core i5 650 5.0-ზეც ავიდოდა თუ კაი დედა პლატა და გაგრილება მქონოდა, 3DMark05-იც 4.7-ზე ვერ გავატარე ისევ და ისევ გაგრილების გამო ცალიან ხურდებოდა და ითიშებოდა თითონ 3DMark05-ი, ამავე დროს ძალიან ხურდებოდა თითონ დედა პლატა Fritz Chess Benchmark-ის დროს დედა პლატის ტემპერატურა ავიდა 60 გრადუსამდე, რაც მემგონი არარი ცოტა დედა პლატისთვის. ნუ რა თქმა უნდა ეს პროცესორი ჯობია Core i3 530-ს, მაგრამ ამავე დროს უფრო ძვირი ღირს 180 ლარით ანუ მაგის ფასი არის 480 ლარი. ჩემი აზრით Core i3 530 საკმაოდ კაი პროცესორია მე ძალიან მომეწონა ისევ და ისევ E8400 და E8500 აღებას ისევ და ისევ Core i3 530 აღება ჯობია რომელიც სულ რაღაც 300 ლარი ღირს, თან ამ პროცესორს აქ 2 ბირთვი და 4 ნაკადი E სერიიდან განსხვავებით, კიდე ბოლოს და ბოლოს ახალი სოკეტის პროცესორია. მე არ ვიცი და ვერ გეტყვით ნუთუ რა შეუძლიათ ამ პროცესორებს და რა განსხვავება იქნება თამაშებში ერთი და იგივე სიხშირეზე, მაგრამ არამგონია რამე დიდი განსხვავება იყოს. Text By HellBoy (გარრი აგაიანი)
  15. Club 3D HD 5870 Tests -------------------- საიტ overclockers.ge-ს სოპონსორმა GITEC-მა გადმოგვცა გასატესტად ფირმა Club 3D-ს ATI RADEON HD 5870. ჩვენმა ერთ-ერთმა თანაფორუმელმა - ალეკომ ( Aleko 28 ) იგი გაბენჩა თავის სისტემაზე და შემოგთავაზებთ მის მიერ დადებულ შედეგებს. გაგაცნობთ სატესტო სისტემაც, რომელზეც ეს ვიდეო დაფა გაიტესტა: CPU : Intel Xeon W3540 D0 M/B: Evga Classified E760 Memory: OCZ Reaper 3X1GB 15000(1866) CL9 VGA : Club 3D HD 5870 PSU : Enermax Revolution 1250W რაც შეეხება გაგრილებას იგი წყლის გახლავთ: CPU Waterblock: Koolance 350AT Radiator: Feser X-Changer Triple 360mm Radiator Thermochill Killers! Pump: Swiftech MCP655 Inline 12V DC Pump (1200 LPH) Fan: Silverstone FM123 (106.3 CFM/39.5 dBA) სისტემა გატესტილი იქნა 3Dmark 06-სა, 3Dmark Vantage-სა და FarCry 2-ში. გადავიდეთ შედეგებზე: 3DMark 06: ამ დროს CPU არის დარაზგონებული 4.4 GHZ-ზე. რაც შეეხება ვიდეო დაფას, აყენია ერთი GPU და მისი სიხშირეები არის სტოკზე ახლა კი გადავხედოთ შედეგს, სადაც პროცესორი კვლავ 4.4 GHZ-ზე არის დარაზგონებულ, ხოლო სისტემაში დგას ისევ ერთი GPU და მისი სიხშირეები ამ ეტაპზე არის დარაზგონებული 1000/1200სზე როგოც ზევით ვახსენეთ CPU ისევ 4.0 GHZ-ზე დგას. რაც შეეხება ვიდეო დაფას აყენია ორი GPU (Crossfire) და მისი სიხშირეები არის სტოკზე მოდით ეხლა გადავხედოთ შედეგს,რომელიც პროცესორის 4.4 GHZ სიხშირეზე და Ati Radeon HD 5870 -ის Crossfire-ს შედეგად მივიღეთ, სადაც GPU დარაზგონებული იყო 1000/1200 MHZ-ზე. 3DMark Vantage : 3Dmark vantage გატარდა როცაCPU იყო დარაზგონებული 4.4 GHZ-ზე. რაც შეეხება ვიდეო დაფას ეყენა ერთი GPU და მისი სიხშირეები იყო სტოკზე ეს შედეგი კი მიღწეულია როცა სატესო სისტემაში ჩასმული იყო ერთი GPU და მისი სიხშირეები ჩიყო არა სტოკი, არამედ Overclocked-ი 1000/1200-მდე ეხლა კი გადავხედოთ Crossfire რეჟიმში გატესტილ შედეგებს... მოდით ვნახოთ ტესტი, როცა ვიდეო დაფის სიხშირეები არის ტოკზე.. ამ დროს CPU ისევ 4.4 GHZ-ზე დგას. ესეც Vantage-ს საბოლოო ტესტიც, სადაც პროცესორი იგივე სიხშირეზე დგას. რაც შეეხება ვიდეო დაფას აყენია ორი GPU (Crossfire) და მისი სიხშირეები არის დარაზგონებული 1000/1200-სზე ეხლა კი შევხედოთ FarCry2-ს ტესტს. რეზოლუცია ტესტირებისას იყო: 1680 X 1050,AA 8 X DX10 და ყველა setting-ები Ultra High გადავიდეთ ტესტებზე სადაც სატესტოდ იგივე სისტემა გვაქვს, სადაც პროცესორი XEON W3540 დარაზგონებულია და მისი სიხშირეები გაზრდილია 4.5GHZ-მდე. მოკლედ შევუდგეთ განხილვას. მოდით ვნახოთ ტესტი სადაც ბენჩმარკი გატარებულია მხოლოდ ერთი ცალი HD 5870-ით ისიც ქარხნულ სიხშირეებზე: ეხლა კი ვნახოთ იგივე ტესტი ზუსტად იგივე ჰარდით და განსხვავებით ვიდეო კარტის სიხშირეებისა, რომელიც გაზრდილია 1000/1200MHZ-მდე. და ჩვენ აშკარად შეგვიძლია დავინახოთ FPS-ების აშკარა ზრდა. ანუ ვიდეო დაფაზე სიხშირეების მომატებამ საგრძნობი შედეგი გამოიღო. ეხლა კი მოდით შევხედოთ თუ რა შედეგს მოგვცემს ამ თამაშში მეოდე GPU-ს დამატება.. ანუ ამ ტესტისას HD 5870 Crossfire რეჯიმში იქნება გატესტილი.. რა თქმა უნდა CPU ისევ 4.5 GHZ-დე დგას. ხოლო დაფის სიხშირეები არ შეცვლილა - სტოკზია მოდით ეხლა გადავხედოთ შედეგს, სადაც იგივე HARD-ი გატესტილია ვიდეო დაფის გაზრდილი სიხშირეებით. 1000/1200MHZ. სულ ეს იყო. ტესტებისთვის დიდი მადლობას ვუხდით ალეკოს, იაგოს და რა თქმა უნდა ჩვენს სპონსორს - კომპიუტერულ კომპანია GITEC-ს !!!! პ.ს. მეც მადლობა რო ვიწვალე, რათა თქვენამდე გადმომეცა ეს იფორმაცია
  16. ჰო, ჰო, Lucid Hydra უკვე საქართველოშია და მისი ყიდვაც, უკვე შესაძლებელია აი რაც შეეხება 2=4-ს, ვინც ვერ მიხვდით, ეს AMD-ს ახალი ორბირთვიანი Phenom II X2 555-ია. ჩვენი 555-ე იმდენად ყოჩაღია, რომ სულ რამდენიმე კლიკით და 1-2 პარამეტრის შეცვლით გაორმაგებულ სიმძლავრეებს გვთავაზობს, ანუ 2-ბირთვიანი პროცესორის ფასად ვიღებთ სრულფასოვან 4-ბირთვიან პროცესორს. 555-ეს შეძენაც უკვე შეგიძლიათ საქართველოში. მოკლედ, დღევანდელი ტესტირების სპონსორი ჩვენივე საიტის სპონსორი, კომპ. მაღაზია gITec-ია. ამ ვიკენდზე, oc.ge-ს გუნდის წევრები, OgaiB, Hannibal, En1ac და მე gITec-ში წავედით ორი საკმაოდ საინტერესო სისტემის დასატესტად. ერთი სისტემა ძალიან, ძალიან საინტერესო იყო - MSI Big Bang-ზე აწყობილი ინტელის სისტემა. ძალიან საინტერესო იყო, რამდენად ადვილად "მოძოვდნენ ბალახს" ATI და NVIDIA ერთ დედა დაფაზე. მეორე სისტემა კი ჩვენი ყოჩაღი Phenom II X2 555-ის ბაზაზე იყო აწყობილი. წარმოგიდგენთ სისტემების კონფიგურაციებს, შესაბამისი ფასებით და ლინკებით, gITec-ის საიტზე: Intel-ის სისტემა MSI Big Bang - 795 ლარი Intel Core i5 750 - 440 ლარი DDR3 2x2GB Silicon Power Xtreme 1800 მჰც CAS9 - 315 ლარი Cooler Master TX 3 = 50 ლარი Club3D Radeon HD5850 - 675 ლარი Enermax Revolution 85+ 1050 ვატი (OC.GE გუნდის საკუთრება) AMD-ის სისტემა ASUS M4A785TD-V EVO - 230 ლარი AMD Phenom II X2 555 - 270 ლარი DDR3 2x2GB Silicon Power Xtreme 1800 მჰც CAS9 - 315 ლარი Revoltec PipeTower PRO - 90 ლარი Club3D Radeon HD5850 - 675 ლარი SCYTHE Kamariki 4 750 ვატი - 290 ლარი ფასები მოცემულია 1 მარტის მდგომარეობით. -------------------------------------------------------------- დავიწყოთ AMD-ს სისტემით, Big Bang-ი კი ბოლოსთვის მოვიტოვოთ. AMD-ს სისტემას, რა თქმა უნდა, ჩვენი AMD-ს გურუ, OgaiB ტესტავდა. სისტემა საკმაოდ სტაბილური იყო, სწრაფად დაყენდა ოპ. სისტემა (Windows 7). რაც მთავარია, უპრობლემოდ გაეხსნა ორბირთვიან Phenom II X2 555-ს დამატებითი 2 ბირთვი. შედეგად, მივიღეთ სრულფასოვანი 4-ბირთვიანი პროცესორი, რომლის 4-ვე ბირთვი აბოსულუტად სტაბილურად მუშაობდა 4000 მჰც-ზე, ჰაერის გაგრილებაზე. დამეთანხმებით, რამდენიმე წუთში გაკეთებული ოვერქლოქისთვის მშვენიერი შედეგია. აღსანიშნავია, რომ იაგო სრულად კმაყოფილი დარჩა კვების ბლოკის მუშაობითაც. 750 ვატიანმა Scythe Kmariki 4-მა დაკისრულებულ მოვალეობას მშვენივრად გაართვა თავი და პრობლემა არ შეუქმნია "ბენჩაობის" დროს (პროცი 4000 მჰც-ზე, ვიდეო დაფა 900/1200 მჰც სიხშირეებზე). სხვათა შორის, კვების ბლოკი მეც საკმაოდ მომეწონა - გრძელი კაბელები და უამრავი კონექტორები + მიმზიდველი გარეგნობა. + კვების ბლოკი საკმაოდ გრილად მუშაობდა მთელი ტესტირების მანძილზე. მოკლედ, Recommended წარმატებით მოხდა AMD-ს სისტემაზე Radeon HD 5850-ის აჩქარებაც - 900 / 1200 მჰც მიღწეული სიხშირეები, ვიდეო პროცესორსა და მეხსიერებაზე, შესაბამისად. როგორც უკვე ვთქვით, Phenom II X2 555 მშვენივრად მუშაობდა 4 ბირთვით 4000 მჰც-ზე. იგივე შეიძლება ითქვას დედა დაფაზეც - ASUS M4A785TD-V EVO სტაბილურად მუშაობდა მთელი ტესტირების განმავლობაში. მოკლედ, წარმოგიდგენთ AMD-ს სისტემაზე დადებულ შედეგებს: პროცესორის მაქსიმალური სიხშირე: [*] OgaiB დააფიქსირა 4200 MHz Phenom II X2 555-ზე [დეტალები] 3DMark 05: [*] OgaiB - 28524 - Radeon HD 5850 @ (900/1200)/Phenom II X2 555 3.2GHz @ 4200MHz | Photo . ამ ტესტში პროცესორი 4200 მჰც-ზე იქნა აჩქარებული, 2 ბირთვით. 3DMark 06: [*] OgaiB - 21425 - Radeon HD 5850 @ (900/1200)/Phenom II X2 555 3.2GHz @ 4000MHz | Photo . 3DMark Vantage: [*] OgaiB - 15050 - Radeon HD 5850 @ (900/1200)/Phenom II X2 555 3.2GHz @ 4000MHz | Photo . - 2 ქულა HWBot-ზე Resident Evil Bench: Devil May Cry Bench: შეჯამებისთვის: AMD Phenom II X2 555 - Recommended მშვენიერი პროცესორი. 4 ბირთვი 2-ის ფასად. ASUS M4A785TD-V EVO - Recommended ისევ და ისევ, მშვენივერი დედა დაფა. Phenom II X3 და X2 პროცესორებისსთვის 4 ბირთვის გახსნის შესაძლებლობა, სტაბილური მუშაობა და ა.შ. და ა.შ. მოკლედ, Rock Solid, Heart Touching. AMD Radeon HD 5850 - Recommended ერთ-ერთი საუკეთესო წარმადობის მქონე ჰაი-ენდ ვიდეო დაფა. მშვენიერი აჩქარების პოტენციალით. SCYTHE Kamariki 4 750 ვატი - საკმაოდ კარგი კვების ბლოკი, საკმაოდ კარგი ღირებულებით. გრძელი კაბელები და უყამრავი კონექტორები + გრილი მუშაობა და მიმზიდველი გარეგნობა. ------------------------------------------------- ------------------------------------------------- გადავიდეთ Intel-ის სისტემაზე. სიამოვნება და წარმატება ნაკლები იყო AMD-ს სისტემასთან შედარებით. პირველი პრობლემა - ოპ. სისტემის ინსტალაცია. რამდენიმე საათიანი წვალების შედეგად, სისტემა მაინც უარს აცხადებდა Windows 7-ისა და Windows Vista-ს ინსტალაციაზე. ინსტალერი ბოლო ფაზაზე იჭედებოდა. გამოცვლილი იქნა ყველა კომპონენტი დედა დაფის გარდა, პრობლემა იგივე დარჩა. როგორც ჩანს, MSI Big Bang ცოტა არ იყოს, პრეტენზიული დედა დაფაა ოპერაციული სისტემების მიმართ. თუმცა, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ Big Bang ცუდი დედა დაფაა. რა თქმა უნდა, ამ დედა დაფაზე აწყობილ სისტემაზე შესაძლებელია Windows 7-ისა და Windows Vista-ს ინსტალაცია, უბრალოდ, ჩვენ დროში საკმაოდ შეზღუდულები ვიყავით და სრულყოფილი კვლევა-ძიებისთვის დრო არ იყო. ასე რომ, თუ სურვილი გაქვთ, იყიდეთ MSI Big Bang, მით უმეტეს, რომ ამ დედა დაფაზე შესაძლებელია ერთდროულად NVIDIA-ს და AMD/ATI-ს ვიდეო დაფები ამუშავოთ, ე.წ. "CrossSLI" რეჟიმში საბოლოოდ, სისტემაზე დაყენდა ძველი და კეთილი Windows XP (შესაბამისად, 3DMark Vantage-ის შედეგები არ არის). იმის გამო, რომ სისტემა ახალი იყო და მასთან მუშაობის გამოცდილება მცირეა, ბიჭებმა ოვერქლოქინგისთვის გამოიყენეს Big Bang-ის ჩაშენებული ავტო-ოვერქლოქის ფუნქცია OC Genie. + დამატებით სიხშირის ასაწევად და პარამეტრების გასასწორებლად გამოყენებულ იქნა MSI-ს აჩქარების დევაისი. პრობლემები გამოჩნდა ვიდეო დაფის დრაივერის ინსტალაციისასაც, შედეგად ვიდეოს აჩქარება მხოლოდ 775 / 1125 მჰც სიხშირეებამდე მოხერხდა. მოკლედ, ვერ ვნახეთ, როგორ ძოვენ მგელი და ცხვარი ბალახს ერთ მინდორში, მაგრამ შეგიძლიათ იხილოთ მიღწეული შედეგები: პროცის მაქს სიხშირე: [*] Hanny & Deme დააფიქსირა 3747.8 MHz Core i5 750-ზე [დეტალები] BCLK: [*] Hanny & Deme დააფიქსირა 220.5 MHz Core i5 750-ზე [დეტალები] 3DMark 03: [*] Hanny & Deme - 74640 - Radeon HD 5850 @ (775/1125)/Core i5 750 2.6GHz @ 3747MHz | Photo . - 4 ქულა HWBot-ზე 3DMark 05: [*] Hanny & Deme - 29462 - Radeon HD 5850 @ (725/1125)/Core i5 750 2.6GHz @ 3747MHz | Photo . 3DMark 06: [*] Hanny & Deme - 22287 - Radeon HD 5850 @ (725/1125)/Core i5 750 2.6GHz @ 3747MHz | Photo . Super PI: [*]Hanny & Deme » 11.046s (Core i5 750 @ 3747 Ghz / MSI Big Bang) - Win XP Pic. . wPrime 32M: [*]Hanny & Deme » 8.109s (Core i5 750 @ 3747 Ghz / MSI Big Bang) - Win XP Pic. დიდი მადლობა gITec-ს ტესტირების დასპონსორებისთვის. ესეც ფოტომასალა: P.S. მე რაც შემეხება, ვიკენდზე მხოლოდ რეპორტიორისა და სისტემების "დამშლელის" ფუნქცია შევითავსე.
  17. ხო ხო სწორედ წაიკითხეთ, დღეს საქართველოში პირველად დაფიქსირდა სიხშირე რომელიც სცდება 7 Ghz-ს წინა რეკორდი მთელი 800 Mhz-ით გაუმჯობესდა ეს კი კონფიგი: CPU: Intel Celeron 356 MB: Gigabyte P35-DS4 დანარჩენი არაა საინტერესო მოკლედ მაზერმა თავიდან ცოტა არ იყოს და გაგვაწვალა, მარა შემდეგ მოხერხდა მისი მორჯულება და ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე აკეთებდა იმას რასაც ვეუბნებოდით აღსანიშნავია ისიც რო პროცესორი გამოდგა კარგი, პირველად საქართველოში intel-ის პროცესორზე დაიდო -186 გრადუსი, არანაირი ქოლდბაგი და არც ქოლდბუთი არ აქვს პროცესორს ამ სიხშირის მიღწევა კი არც თუ ისე მარტივი იყო, თავიდან ჩვენი მიზანი იყო რომ 7Ghz-ზე ავსულიყავით, როცა დავაფიქსირეთ ეს სიხშირე ამის შემდეგ პროცესორის ვოლტაჟი ავიყვანეთ 2.1 ვოლტზე(სხვათაშორის ესეც პირველად მოხდა საქართველოში ) რის შემდეგაც, შევძელისთ 7.2-ამდე ასვლა, ამის შემდეგ კაი ხანი ვეჩალიჩეთ და მოხერხდა 7.25-ის დაფიქსირება, რის იქითაც უკვე აღარ მიდიოდა და გადავწყვიტეთ მოგვესპო Explorer.exe-ს პროცესი (ოპერატიულის მოხმარებამ დაიწია 31MB-ამდე ) რამაც საშუალება მოგვცა თავიდანვე დაგვეფიქსირებინა 7.3Ghz და ცოტა ჩალიჩის შემდეგ უკვე დავაფიქსირეთ 7.35Ghz ვალიდაცია: http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=1176480 RANK CPU-Z rank: 75th out of thousands, good for 23.4 points. CPU-Z Celeron LGA775 356 rank: 12th out of 62, good for 3.8 points.
  18. i7 860 ქართულად by overclockers.ge ამ პროცესორმა ჩემი ყურადღება გამოსვლისთანავე მიიპყრო i7 860 VS i7 920 გარკვეულ წილად ძეგლიც კი დავუდგი მოკლედ გადავწვი ჩემი ბიოსტარი და ისევ 775 სოკეტზე დარჩენას ვარჩიე ახალ პლატფორმაზე გადასვლა. მართალია მირჩიეს 1366 ჯობია მაგრამ მე ხომ სვანი ვარ ხოდა ვიყიდე 1156 დედა დაფა P7P55D Deluxe და i7 860 მოდი ვნახოთ რა მონაცემები აქვს ამ პროცესორს ამ მონაცემებით ახლოს დგას 920-თან, აქვს მეტი ტაქტური სიხშირე, მეტი turbo boost სიხშირე, მეტი მეხსიერების სიხშირე მაგრამ ნაკლები არხების მხარდაჭერა და ნაკლები გამტარობა. ასევე ნაკლები TDP. თუ კრისტალს შევხედავთ ვნახავთ რომ პროცესორში Bloomfield ბირთვისგან განსხვავებით, მეხსიერების კონტროლერთან ერთად გადატანილია PCI express კონტროლერიც, სულ 16 არხი, ანუ ერთი ვიდეო შეგვიძლია ვამუშაოთ 16X რეჟიმში ან ორი ვიდეო 8X,8X რეჟიმში. როგორც სურათიდან ჩანს ინტეგრირებული მეხსიერების და PCI-e კონტროლერების გამო ჩრდილოეთ ხიდი სრულად გაქრა P55 ჩიპსეტზე. ეხლა გავეცნოთ თავად ჩემს პროცესორს BOX შეფუთვა Spec code: SLBJJ და ჯერჯერობით ერტადერთი სტეპინგი B1 Batch Nomber: L936B380 რაც მე ვიპოვე ინტერნეტში batch ნომრები დიდი სხვაობა აჩქარების პოტენციალში არ იყო, თუმცა ზუსტად ასეთს ვერ მივაგენი... პროცესორი შედარებით მცირე ზომისაა და დაახლოებით 775 სოკეტის პროცესორების ტოლია, ხოლო 1366 სოკეტის პროცესორებზე პატარა პროცესორი BOX ქულერთან ერთად საკმაოდ მცირე ზომის არის BOX ქულერი, 1366 სოკეტის ქულერებისგან განსხვავებით და სპილენძის მხოლოდ ძირი აქვს, დანარჩენი ალუმინი. თუმცა ავღნიშნავ რომ ძირი კეთილსინდისიერად არის გასწორებული. სატესტო სისტემა: i7 860 P7P55D Deluxe OCZ 1333 CL8 2X1 GB Hitachi 320 GB 7200 RPM, 16 mb Cache Corsair TX 850W Ati Radeon X1550 Windows XP SP3 მთავარი მიზანი მქონდა მენახა რა შესაძლებლობები აქვს ამ პროცესორს და რა სიხშირეების მიღწევა შეიძლებოდა საბენჩაოდ. აჩქარება ძირითადად ვინდოუსიდან ხდებოდა, ბიოსში რამოდენიმე პარამეტრი დავაფიქსირე რადგან ბიოსიდან BCLK მატების შემთხვევაში "ჭკვიანი" დედა დაფა შედარებით ზრდიდა ძაბვას პროცესორზე და მეხსიერების ინტეგრირებულ კონტროლერზე. მოკლედ ბიოსიდან გამოვრთე ყველა ენერგოდამზოგველი ფუნქცია C1E, EIST და მისთანები, ასევე მულტიპლერს ვაფიქსირებდი ხელით თავისი Turbo Boost გათვალისწინებით. როცესორის მამრავლით მანიპულირება საკმაოდ ადვილია. მინიმალური მამრავლი არის 9, როცა 4-ვე ბირთვი ჩართულია მაქსიმალური მამრავლი 22 იყო, 2 ჩართული ბირთვით მაქსიმალური მამრავლი 25, ხოლო მომდევნო 21, ანუ მამრავლს 22-ს 2 ბირთვზე ვერ დააყენებ, ხოლო ერთი ჩართული ბირთვით მაქსიმალური მამრავლი 26 მომდევნო აქაც 21. მამრავლის დაფიქსირება ხელით მიწევდა რადგან ტემპერატურის მატებისას ტროტლინგს რთავდა პროცესორი და თავისით აგდებდა მამრავლს და შესაბამისად სიხშირეს. Hyper threding ჩართული მქონდა, Thermal monitor function გამორთული მაგრამ 100 გრადუსზე პროცესორი ყველა შემთხვევაში ითიშებოდა. მეხსიერების სიხშირე მინიმალურზე მეყენა რათა არ დაველიმიტებინე აჩქარებისას. ვტესტავდი შემდეგ პროგრამებში: Eeverest - Memory and cache bench, Wprime 32 MB 3D mark 06 მხოლოდ CPU ტესტები ჩემთვის მთავარი მიზანი იყო მაქისმალური სიხშირე რომელსაც ბენჩებში მივაღწევდი. საინტერესოა რომ BOX ქულერით, 22 მამრავლი BCLK - 133 ნუ 2940 Mhz სიხშირეზე პროცესორმა Linx 20 წუთიანი ტესტი ვერ გაიარა, ტემპერატურა 100 გრადუსამდე ავიდა და დაარესტარტა. იგივე მონაცემებით ძაბვის გაზრდის გარეშე (CPU V - 1.16 IMC V - 1.1) მაქსიმალური სიხშირე რომელზეც ტესტები გაიარა BOX ქულერზე იყო 3505 MHz ძაბვის გაზრდამ პროცესორზე 1.3 ვოლტამდე ასეთი შედეგი მომცა BCLK 169 ხოლო სიხშირე 3728 Mhz შემდგომში ძაბვის მატება ამაზე უკეთეს შედეგს არ მაძლევდა რადგან პროცესორი ხურდებოდა და არესტარტებდა. ფაქტია შემდგომი აჩქარებისთვის უკეთესი გაგრილება მჭირდებოდა, ხოდა ვიპოვე უკეთესი გაგრილება - > ”უკეთესი გაგრილება” Ultra 120-ზე ტემპერატურა ბევრად დაეცა, BOX ქულერზე მქონდა 50-60-ის ფაგლებში, ხოლო ულტრაზე Idle რეჟიმში ტემპერატურა 40 გრადუსს არ ცდებოდა. ამ გაგრილებით BCLK 133 და მამრავლი 22 პროცესორი Linx ტესტს ბოლომდე გადიოდა და ტემპერატურაც 60 გრადუსს არ გასცდენია. მაქსიმალური სიხშირე ძაბვის შეცვლის გარეშე (CPU v- 1.15 IMC v- 1.1) დიდად არ შეცვლილა BCLK 160, სიხშირე 3534 Mhz შემდეგი ეტაპი იყო CPU v-1.4 IMC v-1.1 მაქსიმალური სიხშირე 3707Mhz შემდეგ უკვე გავზარდე IMC ძაბვა 1.3-მდე CPU v - 1.4 და მაქსიმალური სიხშირე 3861Mhz შემდგომი აჩქარებისთვის მომიწია ძაბვის გარზდა პროცესორზე CPU v-1.5 IMC v-1.3 მაქისმალური სიხშირე 4106Mhz მაქსიმალური BCLK რომელზეც ეს ტეტსტები გავატარე 190 შემდგომი სიხშირის და ძაბვის მატება კიდევ უკეთეს გაგრილებას მოითხოვდა... გამოვრთე ორი ბირთვი და შესაბამისად პროცესორის სითბოს გამოყოფამ შედარებით იკლო და სულ ოდნავ უკეთესი შედეგების მიღწევა შევძელი ძაბვა ავტომატურად მაღალი მისცა მეტი turbo boost რეჟიმის გამო Multiplier 25 CPU voltage 1.232, მაქისმალური სიხშირე რომელზეც ბენჩები გაიარა 3762 Mhz CPU 1.4 ვოლტზე და IMC 1.1 ვოლტზე მაქსიმალური სიხშირე 4186 Mhz CPU 1.5 ვოლტი, IMC 1.3 ვოლტი, მაქსიმალური სიხშირე 4237 Mhz შემდგომში ძაბვის მატებამ პროცესორზე და მეხსიერების კონტროლერზე შედეგი არ მომცა პროცესორი ცხელდებოდა... ჩემი ოპერებით მაქსიმალური შედეგები რაც wprime 32 და superpi 1MB ტესტებში დავაფიქსირე ესენია http://s48.radikal.ru/i121/1002/29/1c89dd12e7ea.jpg http://s005.radikal.ru/i209/1002/80/84a86bcca255.jpg მაქსიმალური ტაქტური სიხშირე ერთი ბირთვით 4694 Mhz http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=1056823 მასიმალური BCLK 216 http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=1039799 პრინციპში BCLK 200-ის დაფიქსირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა ამ კონფიგურაციით რა თქმა უნდა ამ სიხშირებზე არანაირ სტაბილურობაზე ლაპარაკი არ იყო შემიძლია ვთქვა რომ პროცესორს ნორმალური აჩქარების პოტენციალი აქვს თუმცა ჩემი პირადი აზრით 920-ს აშკარად ჩამოუვარდება, თუ თამაშებისთვის და ზოგადად სამუშაოდ გინდათ ეს პროცესორი მეტი ტაქტური სიხშირის და მეტი Turbo Boost რეჯიმის გამო უკეთესი არჩევანია, აჩქარებაც შეუძლია, 4GHz-ის დადება პრობლემა არ უნდა იყოს ჰაერის გაგრილებით, ხოლო თუ თქვენი მიზანი მხოლოდ აჩქარებაა 1366 სოკეტი აშკარად უკეთესი, ნაკლები ძაბვა სჭირდება აჩქარებისას და მეტი პოტენციალი აქვს. ვაღიარებ შევცდი ვყიდი ჩემს სისტემას 920 მინდა :D
  19. ჩვენი სპონსორის, ჯიტეკის, საიტს თვალს თუ გადაავლებთ, შენიშნავთ ამ მშვენიერებას: http://shop.gitec.ge/Products/1246-evga-gtx470-1280.aspx დღეს ავედი ჩემი სისტემით და გავატარე რამოდენიმე ბენჩმარკი, რომლებსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ მაშ ასე, 3D06: 3D Vantage: 3D Vantage PhysX: Heaven DX11: Heaven DX10: Juarez: Devil may Cry: RE5: შთაბეჭდილებები: + სეროზული სიმძლავრე აქვს. - აუტო ფენზე 60 გრადუსზე იდგა "აიდლეში". გათიშული აქვს კორეს სიხშირის მომატების ფუნქცია, თუმცა როგორც მერე ვნახე შეიდერებს თუ აუწევ კორეც იმატებსო. HD 5850-ს ტესტები: 3D06 3D Vantage Heaven DX11 Heaven DX10 Juarez Devil May Cry RE5 მადლობთ ყურადღებისათვის :)
  20. ტექსტი დაწერილია იმის გათვალისწინებით, რომ ამას წაიკითხავენ არა მარტო გამოცდილი წევრები, არამედ ახალბედა ოვერქლოქერებიც, რომლებსაც სურთ, ექსტრიმს ეზიარონ, შესაბამისად, ჩართული იქნება რჩევები და ინსტრუქციებიც ორი კვირის მზადების შემდეგ, როგორც იქნა, შევაგროვე ჰარდი და დავიწყე მზადება ექსტრემალური სესიისთვის. "მუღამი" დიდი იყო, მით უფრო, რომ ექსტრიმ სესია კაი ხანია არ გვქონია. დიადი მიზანიც დასახულ იქნა - 100+ ქულა HWBot-ზე, პირად და გუნდის აქტივში. ექსტრიმ სესია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 12 მარტის საღამოს წინასწარი სამზადისი, ინსულაცია და ა.შ., ხოლო 13 მარტს შუაღამისას და დღისით უკვე მთელი ექსტრიმი. ამ ყველაფერს კი წინ უძღვოდა რამდენიმედღიანი მზადება წყლის გაგრილების სისტემით. საერთოდ, აუცილებელია, გაყინვამდე კარგად შეისწავლოთ სისტემა ჰაერის ან წყლის გაგრილების გამოყენებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ თხევადი აზოტისა და მშრალი ყინულის გამოყენებით, დაკარგავთ უამრავ დროს, დახარჯავთ უამრავ აზოტსა და ყინულს ტყუილად და ვერც სასურველ შედეგებს მიიღებთ. მოკლედ, დღევანდელ სესიაში მონაწილეობდა შემდეგი ჰარდი: პროცი: Intel Core 2 Duo E8600 მობო: Asus Rampage Extreme ოპერები: OCZ Platinum PC 12800 7-7-7 1.65V, Micron D9JNL, 2X1GB ვიდეო: PNY Geforce GTX 280 (დიდი მადლობა davita-ს ვიდეოს გასაბენჩად თხოვებისთვის) კვება: Enermax Revolution 85+ 1K watts + Dragon F1 ტუბი და 13-14 ლიტრი თხევადი აზოტი. მაზერის ინსულაციისთვის გამოყენებულ იქნა მაღალი ხარისხის ხელსახოცები (ე.წ. სელპაკის სპილოები) და ტილო (დამწყებებისთვის: ინსულაცია კეთდება ისეთი მასალებისგან, რომლებიც სითბოს ცუდად ატარებენ და ტენს კარგად იწოვენ, ქაღალდიც და სპეც. ტილოც ასეთი მასალებია). ასე გამოიყურება რამპეიჯ ექსტრიმი: ესაა საშლელი, რომელსაც ასევე ინსულაციისთვის გამოვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ თვითონ საშლელი სითბოს ძალიან ადვილად ატარებს. მისი მთავარი დანიშნულებაა, ჰაერი გამოდევნოს დედა დაფის კრიტიკული ნაწილებიდან. დამწყებებს: სადაც ჰაერი არაა, იქ ტენიც არაა. წყალი დედა დაფაზე ან სხვა ნაწილებზე ექსტრემალური გაგრილების გამოყენებისას ჰაერში არსებული ტენის კონდენსირებით ხდება. ეს კი F1-ის ბექპლეიტი, სამაგრები და ჩვენი სპეც ტილოა. ეს ტილოები იყიდება გუდვილში, პაკეტი ღირს 2.95 ლარი. პაკეტში 6 ცალი ტილოა, თითო 40X40 სმ ზომის დაახლოებით. მოკლედ, ჩვენი საქმისთვის გამოსადეგი და საჭიროა. ძალიან ადვილად იწოვს სითხეს, + საკმარისი სისქე აქვს, რომ სისველე გაატაროს და ზედაპირი მეტნაკლებად მშრალად შეინახოს. REX-ი მზადაა საშლელის ინსულაციის მისაღებად: ესეც "დასაშლელებული" მობო. გაითვალისწინეთ, რომ ეს ჩვეულებრივი საშლელი არაა. არის რაღაც საშლელისა და პლასტელინის ნაზავი, შესაბამისად, ადვილად იზილება ხელში. ამ საშლელის ყიდვა შეიძლება ზოგიერთ ცოტა ჰაი-ენდ საკანცელარიო მაღაზიაში. ერთ-ერთი ასეთი მაღაზია თამარაშვილის ქუჩის ბოლოშია. მოკლედ, ზილავთ საშლელს ხელში სანამ არ დარბილდება (თუ არ გემორჩილებათ, ოდნავ შეათბეთ, ოღონდ არა ცეცხლზე) და შემდეგ ნელ-ნელა ვაკრობთ დედა დაფაზე, სანამ სოკეტის გარშემო ყველა ელექტოსტატიკური მუხტისადმი კრიტიკულ დეტალებს არ დავფარავთ. აუცილებელია, საშლელით ამოავსოთ სოკეტში არსებული ცარიელი ადგილებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოკეტი პირველი ადგილი იქნება, სადაც წყალი ჩადგება! კიდევ ერთი ხედი: საშლელის შემდეგ საჭიროა ცუდი თბოგამტარი მასალის დაფენა. ჩვენს შემთხვევაში ესენია სელპაკის ხელსახოცები და ჩვენი სპეც. ტილო: შემდეგ კიდევ ერთი საინსულაციო მატერიალი (ჯანდაბა, გამახსენეთ რა ჰქვია ამ მასალას, ვერ ვიხსენებ ვერაფრით): + არ დაგავიწყდეთ, რომ პროცესორთან სივრცე თავისუფალი იყოს, რათა ტუბი ადვილად ჩაეტიოს. ინსულაცია თვითონ ტუბსაც სჭირდება. ინსულირებული ტუბი ტემპერატურას უფრო უკეთ შეინარჩუნებს, ვიდრე "შიშველი". ჩემს შემთხვევაში, ტუბის საინსულაციოდ იგივე სპეც. ტილო გამოვიყენე, 2 ცალი. ტუბიც შევფუთეთ და ახლა დავაყენოთ. ამის შემდეგ უკვე სტენდი მთლიანად ეწყობა და კვლავ ჰაერის გაგრილებით ვამოწმებთ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. არ ეცეთ პირდაპირ აზოტს ან ყინულს. ხედი მეორე: და უკვე SuperPI 32M-ის დროს გადაღებული სურათები: დამწყებები კარგად დააკვირდით სტენდს. ვიყენებ თხევად აზოტს, მაგრამ დამატებით გვაქვს 3 ფენი, რისთვის? მუდმივად მოძრავი თბილი ჰაერის ნაკადით ჩვენ პრაქტიკულად შეუძლებელს ვხდით დედა დაფის ცივ რადიატორებზე კონდენსატის წარმოქმნას. ტუბი გაყინულია, ცივია მის გარშემო არსებული ყველა რადიატორიც, მაგრამ კონდენსატი არ წარმოქმნილა საათობით ბენჩაობის შემდეგაც კი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჰაერის ნაკადი მოძრავია. (აქვე უნდა აღინიშნოს ჩვენი ზურას, ვესტსაიდერის დამსახურებაც ამ იდეის განვითარებაში. პირველად სწორედ ზურას მაგალითზე "დავამუღამე" ჰაერის ნაკადის გამოყენება კონდენსატის წინააღმდეგ საბრძოლველად). მეორე ფენი, რომელიც ზემოდანაა დამაგრებული, ძირითადად ოპერებს აწვდის ცივ ჰაერს, + ტუბიდან ამოსული ორთქლის ნაწილის გაფანტვაშიც იღებს მონაწილეობას. და ბოლოს, მესამე, ფერად-ფერადი ფენი ვიდეო დაფას აწვდის გრილ ჰაერს. + უსაფრთხოებისთვის, ფენებზე დაყენებული მაქვს მეტალის "სეტკები". დამიჯერეთ, თუ ფენებიც ისეთივე ექსტრემალური გაქვთ, როგორიც პროცესორის გაგრილების სისტემა (სურათზე არსებული ფენები 2000-დან 3000 ბრუნამდე/წუთში სიჩქარით მოძრაობენ. განსაკუთრებით საშიშები დიდი Scythe Kaze Maru-ები არიან.), ესეც გარკვეულწილად, აუცილებელია. მით უმეტეს, როცა ღია სტენდთან გვაქვს საქმე. მოკლედ, აქტიურად ექსტრემალური სესია 13 მარტის ღამეს დაიწყო, გამთენიისას უფრო სწორად, დილის 4 საათზე. დაახლოებით 2 ლიტრამდე აზოტის გამოყენების შემდეგ სრული ფიასკო განვიცადე - თხევადი აზოტით სავსე თერმოსი, რომელიც თავახდილი იდგა რა თქმა უნდა (არასდროს დაახუროთ თავზე თხევადი აზოტით სავსე ჭურჭელს (დიარი არ იგულისხმება), დიდი წნევის წარმოქმნის შედეგად გასკდება ჭურჭელი), გასკდა. თერმოსის მინის რეზერვუარი მთლიანად დაიფშვნა, ნამსხვრევები აღმოჩნდა ჩემს თავზეც, საბედნიეროდ, სტენდი უვნებლად გადარჩა. აფეთქებამ თერმოსს ძირიც გააძრო და 2 ლიტრამდე თხევადი აზოტით დავკარგეთ. მოკლედ, სანამ ნამსხვერევებით მოფენილ მაგიდას და გარემოს დავალაგებდი, სისტემის გათიშვა მომიწია, თანამ მეორე დღემდე - გაყინულმა ტუბმა სისტემის გამორთვის შემდეგ ოხრად კონდესატი წარმოქმნა რა თქმა უნდა და ასეთ მდგომარებაში სისტემის დაქოქვა ყოვლად დაუშვებელი იყო. სტენდი დაიშალა და მაზერი გასაშრობად მიეფიცხა "კარმას". აქედან, უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი წესი: არასოდეს, არასოდეს გამოიყენოთ თხევად აზოტთან მუსაობისას მინის თერმოსები! თორემ მიიღებთ იგივეს, რასაც მე, ცოტა ხანში მინის თერმოსი ნამსხვრევებად იქცევა. მეც ცოტა გამოვიძინე და დილიდან საქმეს შევუდექი - ხელახლა ავაწყვე სტენდი. სამწუხაროდ, 4 ლიტრამდე თხევადი აზოტი დაკარგული იყო, ამიტომ დრო ცოტა მქონდა. ვერც სისტემის გატვიკვა მოვასწარი საფუძვლიანად. შედეგად, დავკმაყოფილდი 6200 მჰზ სიხშირით პროცესორზე. რაც შეეხება შედეგებს და მიზანს, იგი მიღწეული იქნა. შედეგები HWBot-ზე ასე გამოიყურება: SuperPI 1M - 7.469 sec - 5.6 + 8.5 ქულა SuperPI 32M - 8m 02.203 sec - 1.3 + 11.8 ქულა wPrime 32M - 12.547 sec - 11.1 + 12.3 ქულა wPrime 1024M - 6 min, 42 sec, 500 ms - 9.6 + 5.7 ქულა PiFast - 15.13 sec - 15.0 + 11.1 ქულა PCMARK 05 - 14197 marks - 2.9 + 0.1 ქულა AquaMark - 346394 marks - 10.0 + 5.5 ქულა 3DMark01 - 103542 marks - 15.0 + 6.2 ქულა 3DMark03 - 68202 marks - 0.0 + 2.3 ქულა 3DMark05 - 35046 marks - 4.2 + 7.1 ქულა მოკლედ, 146 ქულაა ჯამში და 4 ადგილით წინ წავიწიეთ გუნდურ რანკინგში, მე-60-დან 56-ეზე გადავედით. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ თხევადი აზოტი გამითავდა, ვეღარ მოვასწარი დარჩენილი ბენჩმარკების გატარება (3DMark/PCMark Vantage და ა.შ.) სტენდის დაშლა სტენდის დაშლისას/გალღობისას აუცილებლად გამოიყენეთ ჩართული ფენები. ანუ როცა ბენჩაობას დაასრულებთ და სტენდი დასაშლელია, ფენები ჩართული დატოვეთ და ასე "გაადნეთ" სტენდი. თან ნელ-ნელა გამდნარი ყინული, რომელიც ტუბზე იქნება, მოაშორეთ. ამ მეთოდით, სტენდს დაშლით პრაქტიკულად ისე, რომ წვეთი კონდენსატი არ გაჩნდება მაზერზე. ისევ და ისევ ჰაერის ნაკადის ფილოსოფია მადლობა ვესტ ამ იდეისთვის, პირადად. ესეც ასე, მთავარია ახლა ამაზე არ გავჩერდეთ. 146 ქულა კარგია, მაგრამ კიდევ ბეეევრი გვინდა. ----------------------------------------------------------P.S. შედეგებში ვერ ნახავთ CPU-Z-ის სიხშირის შედეგს. 6300 მჰც დავაფიქსირე, მაგრამ სამწუხაროდ, ვალიდაციის ფაილი დაზიანებული გამოდგა P.P.S. ნეტა ევერესტიც გამეტარება, მაგრამ იმდენად ვჩქარობდი აზოტის სიმცირის გამო, რომ გადამავიწყდა.
  21. დღეს კიდევ ერთი სესია მოვაწყვეთ. ამჯერად რეკორდებს ვერ წავეთამაშეთ, მაგრამ ნაყოფიერი გამყინვარება იყო. მივაყინეთ ამდ სემპრონ 140, ერთბირთვიანი პროცოსორი, რომელსაც თავისი ერთი ბირთვის გამო მაღალი ქულები მოაქვს wprime-ს რანკინგში. სამწუხაროდ ასუსის turbo V-მ ვერ იმუშავა ჩემს დაკასტრირებულ ვინდოუსში და მხოლოდ ბიოსიდან მომიწია რაზგონი, 325 ფსბ, ეს იყო მაქსიმუმი რითაც დავიბუთეთ და შესაბამისად სიხშირემ შეადგნა 4388 მეგაჰერცი. ამ სიხშირისთვის ნირმალური შედეგები დავდეთ: 32M RANK wPrime 32m 1x CPU rank: 50th out of thousands, good for 15.1 points. wPrime 32m Sempron 140 rank: 50th out of 105, good for 0.5 points. 1024M RANK wPrime 1024m 1x CPU rank: 32nd out of thousands, good for 7.5 points. wPrime 1024m Sempron 140 rank: 32nd out of 70, good for 0.6 points. საერთო ჯამში 23 ქულა შეემატა გუნდს. მადლობთ ყურადღებისათვის :)
  22. Nvidia GTX 465 Review • შესავალი ერთი თვის წინ კომპანია Nvidia-მ გამოუშვა კიდევ ერთი DX11 ვიდეო დაფების წარმომადგენელი GTX465. იგი აღჭურვილია ზუსტად იმავე გრაფიკული ჩიპით როგორც მისი უფროსი ძმები GTX470 და GTX480, კერძოდ GF100-ით. დღევანდელ ტესტში ჩვენ შევადარებთ GTX465-ს HD5830-თან რომელიც მოგვაწოდა კომპიუტერულმა მაღაზიამ gITec-მა. აგრეთვე შედარებას გავაკეთებთ Nvidia-ს წინა სერიის წარმომადგენელთან GTX260-თან რომელის ადგილიც დაიკავა ახალმა GTX465-მა. განვიხილოთ GTX465 უფრო დეტალურად. როგორც ვიცით იგი დაფუძვნებულია Nvidia-ს უახლეს არქიტექტურაზე - Fermi-ზე. დღევანდელ ვიდეო კარტების არქიტექტურაში უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს Shader პროცესორების კლასტერები, რომლებიც აგრეთვე ცნობლია როგორც SM (Streaming Multiprocessor) . Fremi-ის არქიტექტურას აქვს 16 shader პროცესორის კლასტერი. მაგალითისთვის GTX480-ს გაუქმებული აქვს 1 ასეთი კლასტერი რაც ჯამში მას 480 Shader პროცესორს აძლევს (თითო კლასტერი შედგება 32 Shader პროცესორისგან). ჩვენს შემთხვევაში GTX465-ს აქვს 11 ასეთი კლასტერი, შესაბამისად 11x32=352 Shader პროცესორი. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ბაზარზე არსებული ზოგი POV-ისა და PNY-ის GTX465-ები უბრალო ბიოსის გადაფლეშვით ხსნიან დამატებით 3 კლასტერს და უტოლდებიან GTX470-ს. GF100 ჩიპი, თავსდება 8-შრიან PCB-ზე GDDR5 მეხსიერებასთან ერთად. GTX465-ს აქვს 4 მეხსიერების მმართველი ერთეული, რაც გვაძლევს 1GB GDDR5 მეხსიერებას (4x256=1024MB). მეხსიერების მმართველ ერთეულებზე აგრეთვე დამოკიდებულია ვიდეო დაფის Bit-ები. GTX465-ის შემთხვევაში გვაქვს 4x64=256bit, რაც საკმარის, 102.6GB/წმ გამტარობას აძლევს 1GB-იან მეხსიერებას რომელიც 800MHz-ზე მუშაობს (3600MHz ეფექტური სიხშირე). შევადაროთ ერთმანეთს Nvidia-ს GF100-ზე დაფუძვნებული ვიდეო დაფების მონაცემები ერთმანეთს: არ უნდა გამოგვრჩეს ისიც რომ GTX465-ს აქვს ნაკლები TU-ც, რისი მიზეზი კვლავაც გაუქმებული კლასტერებია (11x4=44 TU). როგორც ვიცით GF100 ნაწარმოებია 40ნმ ტექნოლოგიით, რამაც მკვეთრად შეამცირა ბირთვის ზომა და ენერგომოხმარება. თუმცა მიუხედავად ამისა GTX465 მაინც მოიხმარს საკმაო სიმძლავრეს 200 ვატის ოდენობით. • ფოტო გალერეა როგორც ხედავთ GTX465 უფრო პატარაა მის წინამორბედზე GTX260-ზე. • ტესტირება ტესტირების მიზანი იყო GTX465-ის სიმძლავრის გამოკვლევა თანამედროვე თამაშებში. ამისათვის გამოყენებულ იქნა დღეს-დღეისობით ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული თამაშები. ყველა შერჩეული თამაში თუ ბენჩმარკი იყენებს ერთმანეთისგან განსხვავებულ ძრავას, რაც სრულყოფილ სურათს გვაძლევს ვიდეო დაფის სიმძლავრესა და დრივერების ოპტიმიზაციაზე. უნდა აღინიშნოს ისიც რომ ტესტირებაში გამოყენებულია დღეს არსებული 7-მდე DX11 თამაში/ძრავა: Metro 2033, Dirt 2, Battlefield Bad Company 2, Aliens VS Predators, S.T.A.L.K.E.R. Call of Prypiat, Unigene Heaven, Stone Giant. ტესტირება ჩატარდა შემდეგ სისტემაზე: CPU ------ Intel Core i7 920 2.66GHz @ 4.0Ghz M/B ------ Foxconn BloodRage X58 Ram ----- OCZ 1600MHz CL7 3x1GB HDD ----- Seagate 500GB (32MB) Video ---- PNY GTX465, Sapphire HD5830(supplied by gITec), BFG GTX260 MaxCore PSU ----- Rasurbo 650Watt OS ------- Windows 7 32Bit Drivers --- Nvidia Forceware 197.77(GTX260), 258.69 (GTX465) , ATi Catalyst 10.6 სანამ უშუალოდ ტესტირებაზე გადავიდოდეთ უნდა აღინიშნოს რომ სრულყოფილი სიზუსტისთვის ყოველი ტესტი ჩატარდა 3-ჯერ, აქ მოცემული მონაცემები კი არის 3 ტესტირების საშუალო არითმეტიკული. ტესტირება ტარდებოდა რეზოლუციაზე 1400x1050 (გამონაკლისია Final Fantasy XIV: 720p და 1080p). გრაფიკებში მოყვანილი რიცხვები FPS, არის თუ რამდენი კადრი წამში იყო ნაჩვენები საშუალოდ ტესტის განმავლობაში (Frames Per Second). შეგახსენებთ რომ კომფორტული თამაშისთვის საჭიროა მინიმუმ 30 FPS. (FFXIV და Vantage აჩვენებენ ქულას და არა FPS-ს). გარდა ამისა განვიხილავთ ვიდეო დაფების გამოსახულების ხარისხს, კერძოდ AF-ს ხარისხს (anisotropic filtering). სხვადასხვა თამაშის ტესტირებების განხილვისას ზედაპირულად განვიხილავთ ყოველი მათგანის გრაფიკულ ძრავას. • Metro 2033 პირველ რიგში განვიხილოთ ვიდეო კარტების მწარმოებლურობა DX10 რეჟიმში. რა თქმა უნდა ყველა შესაძლებელი ოპცია აწეულია მაქსიმუმზე რათა მივიღოთ საუკეთესო გამოსახულება. აღსანიშნავია რომ Metro 2033-ის A4 ძრავი დღეს დღეისობით ყველაზე წინ წაწეულია, ვინაიდან იყენებს მრავალ ახალ ტექნოლოგიას. როგორც ხედავთ სამივე ვიდეო კარტამ გადალახა 30FPS-ის ბარიერი. GTX465-ს უმნიშნველო უპირატესობა აქვს HD5830-თან შედარებით. განსხვავებული სიტუაცია გვხვდება მაშინ როდესაც გადავალთ DX11, აქ წინ გადის HD5830 თუმცა ესეც უმნიშვნელო განსხვავებაა. უნდა აღინიშნოს რომ აქ გააქტიურებულია მხოლოდ ტესელაცია, რაც შეეხება გაუმჯობესებულ depth of field ეფექტს, იგი გაუქმებულია. როგორც კი გავააქტიურებთ depth of field საშუალო FPS ნახევრდება და ორივე ვიდეო კარტას უჭირს უზრუნველყოს კონფორტული სათამაშო 30 FPS. შევნიშნოთ რომ GTX465 კვლავ ცოტათი წინ წავიდა. საერთო ჯამში კი შეიძლება ითქვას რომ Metro 2033-ში HD5830 და GTX465 ერთ დონეზე არიან. რაც საკმაოდ ცუდი შედეგია GTX465-სათვის. • Dirt 2 ერთ-ერთი პირველი DX11 თამაში. იგი დაფუძვნებულია EGO ძრავზე, რომელიც საკმაოდ პოპულარულია და ბევრ თამაშშია გამოყენებული. Dirt 2 იყენებს ტესელაცას ძირითადად მაყურებლების დედალიზაციის ასამაღლებლად და წყლის ეფექტებისათვის იყენებს. ტესტირებისას ყველა შესაძლო ოფცია დაყენებული იყო Ultra-ზე და ასევე დავამატე 8x Multi Sampling Anti-aliasing. GTX260-მა ტესტირება გაიარა DX10 რეჟიმში. როგოც ხედავთ GTX465 საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს, იგი 27%-ით უფრო მაღალ შედეგს იძლევა HD5830-თან შედარებით. • Battelfield Bad Company 2 თამაში დაფუძვნებულია Frostbite 2 ძრავაზე. იგივე ძრავს გამოიყენებენ მომავალ Medal of Honor-ში. რაც შეეხება ტესტირებას, იგი ჩატარდა მაქსიმალურ გრაფიკულ ხარისხსზე 8xMSAA-ით. GTX260-მა ტესტირება კვლავ DX10 რეჟიმში გაიარა. უპრატესობა აქვს GTX465-ს, დაახლოებით 17%. სამივე ვიდეო კარტამ გადალახა 30 FPS-ის ბარიერი ყოველგვარი პრობლემების გარეშე. • Sniper: Ghost Warrior ეს თამაში დაფუძვნებულია Chrome Engine 4-ზე, რომელიც იყენებს უამრავ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ისეთებს როგორიცაა HDR, soft shadowing, virtual displacement mapping და სხვა. გარდა ამისა უზრუნველყოფს საკმაოდ კარგ მწარმოებლურობას. იმედია დეველოპერები უფრო ფართოდ გამოიყენებენ ამ ძრავას მომავალში. რაც შეეხება ტესტებს, ისინი ჩატარდა მაქსიმალურ ოფციებზე, თუმცა AA გათიშული იყო ვინაიდან ATi-ს კარტაზე ვერ მოხერხდა მისი გააქტიურება. ამ თამაშში HD5830 და GTX465 აჩვენებენ იდენტურ შედეგებს. ეს თამაში შედარებით ახალია და ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ რომ ახლო მომავალში ორივე მწარმოებელი გააუმჯობესებს თავიანთი ვიდეო კარტების მწარმოებლურობას ახალი დრაივერების მეშვეობით. • Just Cause 2 საკმაოდ საინტერესო თამაშია, აგრეთვე მრავალი სპეცეფექტებით. ყველაზე ეფექტურად ჩემი აზრით ამ თამაშში გამოიყურება შორეული პეიზაჟები და გარემოს ფიზიკა. უნდა აღინიშნოს რომ ეს თამაში იქნმებოდა Nvidia-სთან ახლო თანამშრომლობაში, რაც Nvidia-ს მფლობელებს აძლევს საშუალებას გააქტიუროს მათთვის ექსკლუზიური ეფექტები როგორიცაა სპეციალური ფილტრები და წყლის გაუმჯობესებული ეფექტები. ტესტირებისას ეს Nvidia-ს სპეციალური ეფექტები გამორთული იყო რათა შედარება ყოფილიყო ობიექტური. ტესტირება ჩატარდა როგორც AA-ის გარეშე, ასევე 4-ჯერადი AA-ით. შედეგები 0xAA-ზე: შედეგები 4xAA-ზე: როგორც ხედავთ Nvidia-სთან ახლო თანამშრომლობა არა მარტო სპეციალურ ეფექტებში გამოისახა, არამედ იმაშიც რომ Nvidia-ს ვიდეო კარტები იღებენ დიდ უპირატესობას. • Aliens vs. Predator კიდევ ერთი თამაში დაფუძვნებული ამ ფილმზე. სხვა მსგავსი თამაშებიდან გამოირჩევა მაღალი დონის გემფლეით და გრაფიკით. იგი იყენებს DX11-ს და ყველა მის შესაძლებლობას. ATi-ს ვიდეო კარტას აქვს უმნიშვნელო უპირატესობა. როგორც ხედავთ რაზგონმა HD5830-ს მისცა კიდევ რამოდენიმე დამატებითი FPS. • Final Fantasy XIV როგორც იქნა PC გეიმერებს უკვე სექტემბერში საშუალება ექნებათ ითამაშონ Square Enix-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის მორიგი მე-14 ნაწილი. ეს თამაში იქნება MMORPG-ის ტიპის. ამ სტილის თამაშისთვის კი Final Fantasy XIV-ს განსაკუთრებით მაღალი დონის გრაფიკა აქვს. ტესტირება ჩატარდა სხვადასხვა რეზოლუციაზე. პირველად ვნახოთ შედეგები 720p-ზე. ეს კი შედეგები 1080p-ზე. ტესტირებიდან ჩანს რომ ATi-ს საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს. უნდა აღინიშნოს რომ ვინაიდან თამაში ჯერ არ გამოსულა, როგორც Nvidia ასევე ATi მომავალში იმუშავებენ თავიანთ დრაივერებზე ამ თამაშისათვის. • Far Cry 2 Far Cry 2 არც თუ ისე ახალი თამაშია, თუმცა მიუხედავად ამისა საკმაოდ მომთხოვნია ვიდეო კარტებზე. იგი დაფუძნებულია ძრავ Dunia-ზე, ეს ძრავი აგრეთვე გამოყენებულია თამაშში Avatar. ტესტირება ჩატარდა DX10-ზე მაქსიმალური გრაფიკული ოფციებით, 8xMSAA-ით. Far Cry 2-ში Nvidia-ს ვიდეო კარტებს საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს. • S.T.A.L.K.E.R: Call Of Prypiat სტალკერის დღეისათვის უკანასკნელი ნაწილი. იგი იყენებს გაუმჯობესებულ XRay Engine 1.6-ს რომელმაც დაამატა DX11-ის სრული მხარდაჭერა. ტესტირება ჩატარდა 2xMSAA-ზე DX11-ზე მაქსიმალური გრაფიკული ოფციებით. რა თქმა უნდა GTX260-მა ტესტირება გაირა DX10-ზე. უნდა აღინიშნოს რომ GTX260-ს სერიოზული პრობლემები შეექმნა ამ თამაში, იგი საკმაოდ ჩამორჩება HD5830-სა და GTX465-ს. • Resident Evil 5 ლეგენდალური თამაშის დღეისათვის უკანასკნელი ნაწილი დაფუძვნებულია Capcom-ის ძრავა MT Framework-ის უკანასკნელ ვერსიაზე, მას აქვს DX10-ის მხარდაჭერა. უნდა აღინიშნოს რომ მომავალი თამაში Lost Planet 2 გამოიყენებს ამავე ძრავის გაუმჯობესებულ ვერსიას (v.2.0). ტესტირება ჩატარდა მაქსიმალურ ოფციებზე 8xMSAA-ით. აქ მიზერული უპირატესობა აქვს ATi-ის ვიდეო კარტას. • The Settlers 7: Paths to a Kingdom ეს თამაში შეიძლება არ იყოს განსაკუთრებულად პოპულარული სტრატეგია, თუმცა იგი განსაკუთრებით საინტერესოა გრაფიკული ძრავის თვალსაზრისით. იგი დაფუძვნებულია Vision Engine-ზე. ხაზი უნდა გავუსვათ იმას რომ მომავალი თამაში Arcania: Gothic 4 დაფუძვნებული იქნება სწორედ ამ ძრავაზე. ტესტირებისათვის კვლავაც გამოყენებული იყო უმაღლესი გრაფიკული ოფციები. ვიდეო კარტების მწარმოებლურობა ამ ტესტში საკმაოდ ლოგიკურად არის განაწილებული. • Stone Giant ეს გახლავთ სინთეთიკური ტიპის ტესტი, ანუ ეს ძრავა არ გამოყენება არც ერთ თამაშში, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. ეს ძრავა საკმაოდ კარგად იყენებს DX11-ის შესაძლებლობებს. როგორც ხედავთ GTX465 საკმაოდ მაღალ უპირატესობას ფლობს, როდესაც მუშაობს მაღალი დონის ტესელაცია. HD5830-ს რაზგონიც დიდი ვერაფრით მოეხმარა. • Unigene Heaven მორიგი სინთეთიკური ტესტი. ეს ტესტიც ძალიან კარგად იყენებს DX11-ის ტესელაციის ეფექტს. ტესტირება ჩატარდა ტესელაციის „ნორმალური“ დონის გამოყენებით და 4xAA-ით. აქაც საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს Nvidia-ს დაფებს. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს რომ GTX260 თავს არ იწუხებს ტესელაციის გამოთვლებით, ვინაიდან ტესტი გაიარა DX10-ზე. • 3DMark Vantage ყველასათვის კარგად ცნობილი ტესტი, რომელსაც წარდგენა არ ჭირდება. შედეგები არ არის გასაკვირი. ჩვენ ვიცით რომ ATi-ს ახალი თაობის ვიდეო კარტებს საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვთ ამ ტესტში. • Image Quality Tests როდესაც ჩვენ უკვე ვნახეთ თუ რა სიმძლავრე გააჩნია ამა თუ იმ კარტას, შევადაროთ ვიდეო კარტების გამოსახულების ხარისხი. ჩავატაროთ ტექსტურების ფილტრაციის ტესტი. (თანმიმდევრობა: GTX260 ; GTX 465 ; HD5830) ამ ტესტში გამოსახულების ხარისხი უფრო მაღალია, თუ ფერადი წრეები ხაზავენ იდეალურ რკალს. როგორც ხედავთ GTX260-სა და GTX465-ს აქვს იდენტური შედეგები, მაშინ როდესაც HD5830-ის რკალი ახლოს არის იდეალურ წრესთან. • დასკვნა დასკვნის ნაწილში უნდა ავღნიშნო ის რომ საშუალოდ ყველა ტესტში HD5830-მა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა და GTX260-ს საშუალოდ 29%-ით აჯობა. თავის მხრივ დაძაბულ ბრძოლაში GTX465-მა საშუალოდ 18%-ით დაამარცხა HD5830, თუმცა მე უფრო დიდ სხვაობას მოველოდი. GTX465 გამოირჩევა განსაკუთრებულად მაღალი რაზგონის პოტენციალით. ტესტირებაში გამოყენებულ კონკრეტულ ეგზემპლიარს კი აქვს შესაძლებლობა ზემოთ ხსენებული კლასტერების გახსნის რაც მას სრულყოფილ GTX470-ად აქცევს. Text & Tests BY NODO-GT (ნოდარ სვანიძე) მხოლოდ overclockers.ge-სათვის!
  23. 2009 წელს ინტელმა ბაზარზე მოიტანა ახალი იდეაში ბიუჯეტური სოკეტი 1156. ამ სოკეტის დამკვიდრებით ინტელი გეგმავდა საშუალო ფასის სეგმენტიდან AMD-სთვის კონკურენციის გაწევას დაბალი ფასებიტ და კარგი წარმადობის მეშვეობით. ძირითადი სხვაობა გახლდათ ის რომ დედაპლატის წარმოებაში იზოგებოდა თანხა ჩიპსეტის გაწყობაში და მომხმარებელს იდეაში იაფად უნდა მიეღო კარგი პროდუქცია. ინტელმა ამ სოკეტის არქიტექტურა ააგო პროცესორებზე ,რომლებშიც NB იგივე ჩრდილოეთის ხიდი შიგვეა ინტეგრირებული და დედაპლატის მწარმოებელს რეალურად დაუტოვა წვრილმანებით და დამატებითი ფუნქციებიტ გაწყობის საშუალება. თუმცა ფასებმა ამ სოკეტზე თითქმის მიაღწიეს 1366 სოკეტის ფასებს და იმის გათვალისწინებით რომ ბაზარზე 2009 წელს უკვე 130 ევროდ ბიუჯეტური 1366 დედაპლატებიც იყიდებოდა , უკვე სოკეტი 1156 აზრს კარგავდა ნებსიმიერი ლოგიკურად მოაზროვნე მყიდველისათვის. ჩემი პირადი მოსაზრებაა რომ ამ სოკეტის არსებობის ერთადერთი გამართლებაა Core i3 ჩიპების გამოსვლა ბაზარზე. აქ უკვე რეალურად ჩანს ის გეგმა რაც უნდა განხორციელებულიყო.იაფი დედაპლატა+იაფი პროცესორი და კარგი წარმადობა ასევე არანაკლებ დასაჩქარებელ პოტენციალთან. თუმცა Core i3 ში ინტელმა გამოიყენა ტავისი იდიოტური ძალით გაბანძებები რომ ეს პროცესორები მთლად საყვარელი არ გამოსულიყო. კერძოდ აიღეს და კორპუსზე დაამაგრეს 2 ჩიპი. ერთი გახლავტ 32 ნანომეტრზე შესრულებული კლარკდეილის 2 ბირთვიანი პროცესორი, რომელიც QPI დახმარებით უკავშირდება მეორე ჩიპს. შესრულება აქ უკვე 45 ნანომეტრია და მასში ინტეგრირებულია მემორი კონტროლერი, პისიაი ექსპრეს კონტროლერი და ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი. იმის მიუხედავად რომ QPI საკმარისზე მეტ დატატრაფიკს იძლევა ასეთმა დაკავშირებამ გამოიწვია ლატენურობის , კერძოდ რეაქციის დროს გაზრდა პროცესორს და ოპერატიულ მეხსიერებას შორის.წარმადობა მიახლოებით დადგა 10-12GB/წმ ზე ტაქტის და ტაიმინგების მიხედვით.გადამწყვეტი ფაქტორი ოპერატიული მეხსიერების შიდა გამტარობაში გახდა QPი ლინკი რომელზეც ამ ყველაფერია დაკიდებული.ანუ სულ ერთია თამაშობთ,ვიდეოებს უყურებთ ...რაც არ უნდა გააკეთოთ პროცესორამდე და უკან ყველაფეირ მოძრაობს 1 QPI ლინკით. ამიტომ რაც შეიძლება მაქსიმალურ ტაქტზე უნდა ავწიოტ QPI არა ბეიზ ქლოქის არამედ QPI მამრავლის აწევის დახმარებით.ყველაზე მაღალი მამრავლი რაც ამ პროცესორს გააჩნია არის 22X ანუ 133 ბეიზ ქლოქზე 5.85 გიგატრანსფერი/წამში საკმაოდ მაღალი შედეგია.დაჩქარების პირობებში უპრობლემოდ დგება QPI ლინკი 7.5-9 გიგატრანსფერ/წამზე და იძლევა ყველანაირად საკმარის დატაგამტარობას ნებისმიერი პირობებისთვის.თუმცა ეს არ შველის დაყოვნებას და ლატენურობა შესაბამისად მაინც მაღალია.სტანდარტულ პირობებში უდრის მიახლოებიტ 70 ნანოწამს , ხოლო დაჩქარებულ და ხელით გასწორებულ პირობებში უახლოვდება 50 ნანოწამს.ტრაგედია რა ტქმა უდნა ეს არ არის , მაგრამ როცა დდრ3 ზეა საუბარი ცოტა მოუხერხებელია ასეთ შედეგებთან საქმის დაჭერა.ასეთი კვერცხობისთვის დიდი მადლობა ინტელს. კლარკდეილს გააჩია 20 ლეინი პისიაი ექსპრეს ლინკზე ანუ მას შეუძლია მაქსიმუმ 20 ინფო-კანალი აითვისოს ვიდეოდაფებიდან.ეს კი შესაბამისად გამორიცხავს 16X+16X კონფიგურაციას(რადგან 16+16=32 და ამიტ მეტია 20ზე).თეორიულად შესაძლებელია 8X+8X , ხოლო ზოგიერთი მწარმოებელი იყენებს 16X+4X.ასე თუ ისე ეს პლატფორმა არაა მულტიGPU წყობაზე გათვლილი.ტუმდაც ის დედაპლატები ,სადაც მწარმოებელმა ენვიდიას Nფორს200 ჩიპი დააყენა და ლეინები გაზარდა ,აბსოლუტური სისულელეა მულტიGPუ კონფიგურაციისთვის იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პროცესორის 20 ლეინი ქმნის ბოთლის ყელის ეფექტს. ოპერატიული მეხსიერების კონტროლერი შედარებით სუსტია ლინფილდებტან შედარებით.არანაირი ძაბვის ცვლილება არ შველის.მაქსიმალური 24/7 სახმარი ტაქტი მიახლოებით 1700 მეგაჰერცია.ხოლო სავალიდაციოდ და საბენჩაოდ 1900-2000 მეგაჰერცი.ტაიმინგების გატვიკვა დიდ მატებას არ იძლევა ისევ და ისევ პროცესორის შიდა აგებულების გამო. აქვე მინდა შემოგთავაზოთ მცირედი შედეგები სხვადასხვა ბენჩმარკებიდან. შედეგები ანახებს როგორც 1 ბირთვის ასევე მულტიტჰრედინგ წარმადობას.აქვე $#^#(|ადე ტემპერატურები და დენის მოხმარებაც გამეზომა სატესტო სისტემა: Core i3 530 Asus P7P55D Dominator 2X1Gb 1600 8-8-8-24 Superflower 550 Watt 87% PSU Matterhorn Air Cooler @ 3X 120mm 600rpm 2X 753LJ Raid0 9800GT გარეთა დენის საზომი აპარატი შედეგები გაიტესტა შემდეგ ბენჩმარკებში Wprime,Chess,Super pi,Vantage,2006 ევერესტი და მაქსმემი ვერ გამოვიყენე.ჯერჯერობიტ არარსებობს მუშა ბენჩმარკი რომელიც სწორად გაზომავს ამ ჩიპის მემორი წარმადობას. პირველ რიგში შედეგები აბსოლუტირ სტოკზე.ყოველგვარი რაზგონი მოცილებულია.ოპერატიული მეხსიერება დადგა მაქსიმალურ 1333 მეგაჰერცზე.სტოკზე ამაზე დიდი მამრავლი არ არსებობს. ასევე ყოველ ბენჩმარკზე ტემპერატურის საზომი პროგრამა ხელახლა იქნა ჩართული რომ მაქსიმალური ტემპერატურა იოლად გაარჩიოთ სუპერ პი ვიპრაიმი ჩესი ვენტეიჯი 2006 მხოლოდ პროცესორის ტესტი დენის მინიმალური მოხმარება დენის მაქსიმალური მოხმარება დაფიქსირდა ვიპრაიმის 1024 ტესტის დროს 55%ზე აქვე უნდა ითქვას , რომ ქარხნულ კონფიგურაციაზე პროცესორი თიტქმის არ ხარჯავს დენს და ოდნავაც არ თბება.სულ ერთია რა დონეზე დავტვირთავთ, ტემპერატურა 42 გრადუსს არ ცდება და ამ მხრივ ყველაზე გრილი და ეკონომიური სრულფასოვანი დესკტოპ პროცესორია რაც მე ოდესმე მინახავს. იმის გათVალისწინებიტ რომ ამ კვებაზე მიერტებულია 7 ფენი,2HDD რაიდში,9800გტ ვიდეოდაფა,დედაპლატა,ოპერატიული მეხსიერება და თვითონ კვების ბლოკის დანაკარგიც რომ დავიანგარიშოთ გამოდის რომ IDLE რეჟიმში პატარა კლარკდეილს ~25-35 ვატი უნდა ,ხოლო მაქსიმალურ დატვირთვაზე +30 ვატი დამატებით. გავითვალისწინოთ ის ფაქტი რომ ამ ჩიპის VID=0.900-0.952V.სავარაუდოდ იდენტური პროცესორების საშუალო VID=~0.950-1.050V რაც მინიმალურ სხვაობას მოიცემა ტემპერატურასა და დენის მოხმარებაში. გადავდივართ დაჩქარებულ რეჟიმში აქვე მინდა დავამატო რომ ვტესტავ ჩემთვის აბსოლუტურად სტაბილურ 24/7 დაჩქარებას. ეს არაა არც მაქსიმუმი და არც ნაწვალები შედეგი.საკმაოდ იოლი 4.4 გიგაჰერცია ასევე იდეალურ ძაბვასა და ტემპერატურაზე. მე ვერ დავპირდები ბოქს ქულერის პატრონებს რომ 4.4 ექნებათ მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ძაბვაზე სკალირებას ტემპერატურაზე დამოკიდებულებიტ 4 გიგაჰერცი აუცილებლად იმუშავებს 1.25-1.3V-ით. სუპერ პი ვიპრაიმი ჩესი ვენტეიჯი 2006 ის მხოლოდ პროცესორის ტესტი დენის მინიმალური მოხმარება დენის მაქსიმალური მოხმარება იოლი შესამჩნევია წარმადობის არათუ მატება არამედ აფეთქება.უზარმაზარი სხვაობაა მულტითრედინგ ტესტებში დენის მოხმარებამ რა თქმა უნდა ადამიანურ ფარგლებში მოიმატა კერძოდ, IDLE რეჟიმში 30 ვატი ხოლო დატვირთულ რეჟიმში მაქსიმალურმა მოხმარებამ ოდნავ გადააბიჯა 200 ვატს რაც 60 ვატიანი ცვლილებაა სტოკთან შედარებით. ანუ I3 4.4 გიგაჰერცზე უკვე ცდება 73 ვატიან მოხმარებას რასაც ინტელი გვპირდება და უახლოვდება 135 ვატს.შედარებისთვის I7 920 4.4 გიგაჰერცზე 280 ვატს უკაკუნებს. თამაშებში ნაკლებად სავარაუდოა რომ იგივე ტაქტზე 920მა რამენაირად აჯობოს I3ს.ხოლო ბენჩმარკებში იცოცხლე...8 თრედი და 3 არხიანი მეხსიერება რა ტქმა უნდა აჯობებს I3-ს. მცირედი დასკვნა იმის გათვალისწინებით რომ I3 530 და 540 სადღაც 250-350 ლარის ფარგლებშია , უნდა იტქვას რომ თიტქმის იდეალური კონფიგურაციაა რისი ყიდვაც დღესდღეობით ღირს. ნორმალური დედაპლატა+530 მოგდით 200 დოლარად და წარმადობა იდეალურია.ასევე დენის მოხმარებაც მშვენიერია თუნდაც დაჩქარებულ პირობებშიც კი.რა თქმა უნდა თამაშის დროს ჩემი გრაფიკული პროცესორი კიდევ აუწევს 70 ვატს და ჯამური მოხმარება მიუახლოვდება 300 ვატს 4.4 გიგაჰერცზე მაგრამ ეს მაინც დაბალი მაჩვენებელია ამ კონფიგურაციაზე.ეს პროცესორი არ იქნება დენის მხაპავი მოწყობილობა ტქვენს კომპიუტერში და მოგამარაგებთ საკმარისზე მეტი სიმძლავრით.უკეტესი კონფიგურაცია რისი აწყობაც შეიძლება წარმადობის მხრივ ღირდეს ,სულ ცოტა ორმაგი დაგიჯდებათ. კარგი თვისებები: ძალიან გრილია ეკონომიური იოლად რაზგონდება დაბალი VID ფასი ძალიან კარგი წარმადობა 4 ნაკადი 2 ბირთვზე უარყოფითი თვისებები: ოპერატიული მეხსიერების შეზღუდული რაზგონი არახელსაყრელი შიდა არქიტექტურა ოპერატიული მეხსიერების წარმადობისთვის ჩემი სუბიექტური აზრით ეს პროცესორი გახლავტ ამ სოკეტის ბაზარზე არსებობის ერთადერთი ლოგიკური გამართლება დიდი მადლობა ყურადღებისათვის თქვენი ვესტსაიდერი © overclockers.ge by georgian OC Team
  24. By სოსო ნელნელა ვერკვევი http://forum.xcpus.com/overclocking/12932-...king-guide.html პრაქტიკული გაიდი GTL Reference ტვიკინგისთვის ეს გაიდი პრაქტიკული თვალსაზრისით არის დაწერილი და თეორიული თუ გაინტერესებთ იხილეთ ეს ლინკები http://www.edgeofstability.com/articles/df...5/gtl/gtl1.html http://www.thetechrepository.com/showpost....amp;postcount=1 ბაზისები GTL Ref tweaking და განმარტებითი ლექსიკონი: -GTL Ref voltage არის CPU VTT/vFSB პროცენტული მჩავნეებელი, ამდენად vFSB შეცვლა ბიოსში გამოიწვევს GTL Ref voltage შეცვლას ავტომატურად (დეფოლტია VTT-ს 67%) -ყველა CPU აქვს განსხვავებული GTL Ref მნიშვნელობა და ასევე ყოველ FSB აქვს განსხვავებული GTL Ref მნიშვნელობა. ამდენად არ არსებობს ზუსტი ციფრები ამ ვოლტაჟებისთვის. Requirement: -საჭიროა მაზერი GTL Ref tweaking ფუნქციით BIOS-ში. უმჯობესია ერთზე მეტი GTL Ref შეცვლის ფუნქციის მქონე მაზერები. მაგალითად ASUS P5E3 Premium და GA-X38-DQ6 აქვთ ორ-ორი GTL Ref და ყველა 780i/790i აქვთ 4. თითქმის ყველა P35 მაზერს აქვთ მხოლოდ ერთი GTL Ref ფუნქცია (გამონაკლისია DFI-ს რამოდენიმე მაზერი) ამიტომ არ გამოდგებიან Kentsfield/Yorkfield პროცესორების ტვიკინგისთვის (ოთხბირთვიანებია ორივე). - საჭიროა დრო. საჭიროა მინიმუმ მთელი 7 დღე GTL Ref ტვიკინგისთვის და ამდენად 3 კვირა შეიძლება დაგვჭირდეს (2დღე/კვირაში ვიკენდებზე). -საჭიროა ლიმიტირებული მამრავლით Core2 პროცესორები განსაკუთრებით ქუადები 8.5x და უფრო ნაკლებით. სწორედ ასეთ პროცესორებზე არის ძირითადად ორიენტირებული ეს გაიდი. - საჭიროა კარგი გაგრილება. მთავარი მუღამი ამ გაიდის არის ქუადებზე ლიმიტირებული მამრავლით მაღალი FSB-ს დაჭერა სტაბილურად. ასეთი რაზგონისას საჭიროა კარგი გაგრილება. Kentsfield-ზე 3.8Ghz ზევით წყალი უკვე აუცილებელია. იგივე Yorkfield-ზე 4Ghz ზევით. დევიწყეთ ! ნაწილი 1. BIOS-ის დალაგება ((ყველა BIOS შეიძლება არ ქონდეს შესაბამისი ფუნქციები ან სახელი იყოს განსხვავებული) *უმჯობესია BIOS-ის განახლება სანამ აღნიშნულ პროცედურას დავიწყებთ* 1.გამორთე ნებისმიერი 'automatic overclocking' (A.I.) ფუნქცია BIOS-ში 2.PCI Express (PCIe) სიხშირე დააყენე @100-102Mhz 3.PCI სიხშირე @ 33Mhz (არ აგერიოთ PCIe-ში აგი სხვაა იგი სხვა ) 4.Performance Level(PL)/tRP უნდა დაყენდეს - 8 ჩიპსეტებისთვის P35/X48/X38/P45 5.გამორთე ნებისმიერი ‘spread spectrum’ 6.გამორთე ‘Limit CPUID Max to 3’ 7.გამორთე ‘C1E’ 8.გამორთე ‘EIST’ 9.გამორთე Virtualization Technology 10.გამორთე No-Execute Memory Protect 11.გამორთე ნებისმიერი სხვა ფუნქცია რომელსაც არ იყენებ მაგალიტად Firewire, sound, WiFi... და ა.შ. (რაც ჩიპსეტს გრუზავს) 12.არ ჩართო არც ერთი speed enhancements ანუ აჩქარება და გაუმჯობესება. ნაწილი 2. ოპერების დაყენება ** Gigabyte-ის BIOS-ში ფუნქციის გამსოაჩენად ‘M.I.T.’ აკრიფე კლავიატურაზე CTRL+F1** ჩვენი მიზანია 480-500Mhz FSB ასე რომ RAM დივაიდერი FSB:RAM და სიხშირე ისე უნდა დაყენდეს რომ გაუძლოს ამ სიხშირეს მათ შორის გასათვალისწინებელია ტაიმინგებიც და სუბტაიმინგებიც! ნაწილი 3. ვოლტაჟები (ისევ ყველა BIOS-ში ვერ ნახავთ ანალოგიურ ფუნქციებს ან სახელი იქნება განსხვავბეული) Kentsfield: vFSB=1.3-1.7V (საწყისი 1.3V) vCore=1.6V და vdroop-ის გამო დატვირტვაზე იქნება არაუმეტეს 1.58V (როგორც ხდავთ საჭიროა წყლის გაგრილება! ) GTL Ref=Manual GTL 0/1(GTLREF1)=67% GTL 2/3(GTLREF2)=67% Yorkfield: vFSB=1.2-1.55V (საწყისი 1.2V, ხოლო 1.4V ზევით წასვლა მოხერხდა მხოლოდ 2 საათიანი ტვიკინგის შემდეგ) vCore=1.475V GTL Ref=Manual GTL 0/1(GTLREF1)=67% GTL 2/3(GTLREF2)=67% DFI მფლობელებისთვის, საჭირო იქნება კალკულატორი რათა გამოითვალო ფორმულით vFSB x GTL% = GTL Ref voltage P35 vMCH=1.7V X38/X48 vMCH=1.60V P45 vMCH=1.5V (?) ნაწილი 4. სიხშირისი კონტროლი -Kentfield აქვს ლიმიტი 4Ghz დაუტვირთავად ტემპერატურით ~23C და წყლის გაგრილებით -Yorkfields ლიმიტია ~4.4Ghz წყლის გაგრილებით -ორივე ქუადზე ლიმიტია 480-500Mhz FSB რადგან GTL Ref ტვიკინგი მოითხოვს დიდ დროს, ჩვენ დავიწყეთ ტვიკინგი მაღალი სიხშირეებიდან. რეკომენდებულია დაწყება მულტიპლერით 8x (Kent/York): 475x8=3800Mhz ასეთი სეთინგებით ნაწილი 5. სტაბილურობის ტესტები (ანუ ტვიკინგი) !!!! საჭირო პროგრამებია: - CPU-Z - Prime95 - OCCT 1.ჩართე Windows და გახსენი Task Manager 2.გაუშვი Prime95 და ტესტი ამოარჩიე 'Small FFT' ხოლო შემდეგ გაუშვი მხოლოდ 1 ბირთვი 3.Task Manager-ში პროცესებში ამოარჩევ prime95-ს და set affinity ამოარჩევ Core0 4.მიზანია 30 წუთი სტაბილური ტესტი თითო ბირთვზე დასაწყისში 5.თუ Prime95 ამოაგდებს ერორს მაშინ შევდივართ GTL Ref სექციაში BIOS-ში და ვცვლით GTLREF1(0/1) მნიშვნელობას 6.ვიმეორებთ 1-5 საფეხურებს (მართლა საათები შეიძლება წაიღოს ამ ტვიკინგმა პროგრამირების ენსავით არის ბრძანებები ) 7.როცა ერთ ბირთვზე - Core0-ზე მიიღებ სტაბილურობას , გადადიხარ მეორეზე - Core1 და იმეორებ საფეხურებს 1-6 (და წავიდა...) 8.როცა გდავადივართ Core2 და Core3 მაშინ უნდა შევცვალოთ GTLREF2(3/4) და არა GTLREF1(0/1) (ეხლა რა ხდება ათვლა საერთოდ კომპიუტერებში მიღებულია 0-დან და არა 1დან ამდენად Core2 არის რეალურად უკვე მე3 ბირთვი და Core3 - მეოთხე. ეს ერთი და მეორე Vtt ანუ terminating ანუ გათიშვის რეზისტორი ინტელის პროცესორებში 775 სოკეტზე მოთავსებულია on die ანუ თვთონ პროცესორის კრისტალში და არა მაზერბორდში. ხოლო 4 ბირთვიანი პროცესორები 775 სოკეტზე მიიღება ორი ცალი კრისტალის გაერთიანებით მაშინ როცა 2 ბირთვიანი პროცესორები ერთი მთლიანი კრისტალია ისევე როგორც 1366 სოკეტზე 4 ბირთვიანები ერთი მთლიანი კრისტალია და არა ორი 2 ბირთვიანი კრისტალის შეერთება. ამდენად ქუადებზე არის თითო კრისტალისთვის თითო რეზისტორი ჩაშენებული და შესაბამისად 0-1 ბირთვებზე ცალკე ვოლტაჟი ყენდება და 2-3 ბირთვებზე ცალკე). 9.ზოგჯერ GTLREF მნიშვნელობა არ არის იდეალური ორივე ბირთვისთვის რომელსაც ის აკონტროლებს (თითო ფუნქცია ხომ 0 და 1-ს ან 2-3ს აკონტროლებს ხოლო ტესტირება ცალცაკლე ხდება ანუ Core0-ისთვის კარგი მნშიშვნელობა არ ვარგა Core1-ისთვის და პირიქით) ამ შემთხვევაში ირჩევ ისეთ მნიშვნელობას რომელზეც ორივე ბირთვი ყველაზე კარგად ანუ ხანგრძლივად უძლებს ტესტს. (ამდენად ჩემის აზრით ჯობია Core0 და Core1-ისთვის GTL Ref მნიშვნელობა ერთად დაიტესტოს Prime95-ში და არა ცალცალკე თუ მაინც მერე გასასწორებელი გვექნება ისეთ მნიშვნელობაზე რომელიც ორივეს მოერგება. იგივე შეიძლება ითქვას Core2 და Core3-ზე). რჩევა: უმჯობესია გამოვიყენოთ რამე ცხრილი GTL Ref სეთინგებისთვის რათა არ მოგვიწიოს ბევრი ციფრის და მნიშვნელობის დამახსოვრება და ერთი და იგივეს რამოდენიმეჯერ გამოერება. 10.როცა იპოვი საჭირო GTLREF voltage მნიშვნელობებს 4 ბირთვისთვის, დააყენებ ბიოსში vFSB ერთი ერთეულით მაღალ მნიშვნელობაზე და ხელახლა იწყებ 1-9 ნაბიჯებს (ღმერთო ჩემო ... ) !!!!!!!!!!!!!! 11.როცა გაბედნიერდები და 4-ვე ბირთვი გაივლის 1 საათის განმავლობაში სტაბილურად Prime95-ს, გადი გარეთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქე 12.გაუშვი Prime95 ერთდროულად 4-ვე ბირთვისთვის და არა ცალცალკე. გახსოვდეს ყველა ბირთვზე ცალცალკე უდნა გაატარო თავიდან ტესტი. თუ რომელიმე ბირთვი ვერ გადის ტესტს 1 საათის განმავლობაში უდნა დაბრუნდე BIOS-ში და დააყენო GTL Ref ყველა ბირთვზე ხელახლა. 13.საბოლოოდ გაუშვებ OCCT პროგრამას და ამოარჩევ RAM mode-ს. თუ 45 წუთიანი ტესტი გაიარა სტაბილურად ჩათვალე შენი რაზგონი ექსტრემალურად სტაბილური იქნება. 14.უФ, გილოცავთ??? (რაო კითხვის ნიშანი?) ნაწილი 6. დასრულება (გვეღირსა) -დაუკელი vCore მნიშვნელობას თითო საფეხურით სანამ არ ნახავ მინიმალურ მნიშვნელობას როცა სისტემა სტაბილურია იგივე დატვირტვაზე. -იგივეს იმეორებ vMCH მნშივნელობისთვის როცა პირველს დაასრულებ -ჩაიწერე-შეინახე BIOS-ის სეთინგები რომლებიც მუშაობენ -(არ არის სავალდებულო) თუ სურვილი გაქვს გაატარე PCMark და/ან SuperPi32M და შეადარე რაზგონის გარეშე რათა ნახო როგორ მოიმატა წარამდობამ ავტორი Wuzy http://forum.xcpus.com/overclocking/12932-...king-guide.html V1.0 18/07/08 (მხოლოდ ქუადებისთვის) ლურჯი ასეობით დაწერილი ჩემი დამატებაა და შეგიძლიათ კრიტიკული თვალით შეხედოთ
  25. © westsider ოვერქლოქერების FAQ სარჩევი: 1.ცენტრალური პროცესორი 2.ვიდეოკარტა (იხ. პოსტი №2) 3.ოპერატიული მეხსიერება (იხ. პოსტი №3) 1.ცენტრალური პროცესორი ვიწყებ ცენტრალური პროცესორით,რომელზეც დამოკიდებულიაკომპიუტერის სრული გამოთვლითი სიმძლავრე. იმისათვის რომ ესა თუ ის პროცესორი იყოს სწრაფი,გრილი და ა.შ. ხდება მასში უამრავი წვრილმანის გათვალისწინება მაგრამ საბოლოო ჯამში ამა ტუ იმ თაობის ბირთვის ბაზარზე გამოტანისას ხდება მისი შეკვეცილი,საშუალო და სრული ვერსიების გამოტანა. პრინციპი ასეთია:იხდით ძალიან ცოტას-იღებთ შესაბამის წარმადობას და ასე შემდეგ ლოგიკური თანამიმდევრობით. ახლა ტუ რით ხდება ერთიდაიგივე ბირთვის ასე განსხვავებულ ვერსიებად გამოშვება. ე.წ. მამრავლის დახმარებით რომელიც როგორც წესი ჩაკეტილია (ზოგიერთი AMD პროცესორის გარდა).ახალი და კარგი მაზერბორდების დიდი ნაწილი იძლევა საშუალებას ნებისმიერ პროცესორზე გახსნატ და ხელიტ გააკონტროლოთ მამრავლი იგივე მულტიპლიკატორი,მაგრამ მხოლოდ იმ საზღვრებში რაც მწარმოებელს აქვს ლაზერით შეზღუდული პროცესორში. აქედან გამომდინარე ცაკეტილი გვაქვს მულტიპლიკატორი,რომელიც fsb-ს ამრავლებს თავის თავზე და ხდება პროცესორის შესაბამისი ტაქტის გენერირება მაგალითად E6600 მუშაობს 2400 მეგაჰერცზე 1066 მეგაჰერციანი fsb-ით ახლა როგორ ხდება ამ ტაქტის მიღწევა 1066fsb არის რეალურად ინტელის quadpumped (ვერ ვთარგმნე) fsb ანუ 266 გამრავლებული 4ზე=1066 პროცესორის ტაქტის გენერირება ხდება შესაბამისად მულტიპლიკატორით ანუ 266 გამრავლებული 9 ზე 9 ამ შემტხვევაში არის E6600-ის მაქსიმალური მამრავლი/მულტიპლიკატორი თუ თქვენ გაააქტიურებთ სპიდსტეპის ფუნქციას მაშინ მოხდება მინიმალურ და მაქსიმალურ მამრავლებს შორის ავტომატური თამაში ანუ როცა პროცესორს არ ექნება დიდი საქმე იმუშAვებს ეკონომიურად და დაბალ ტაქტზე როცა დაიგრუზება,ავტომატურად მოხდება მაქსიმალური მამრავლის საქმეში ცართვა და პროცესორიც საბოლოო ტაქტზე იმუშAვებს რა არის საჭირო იმისთვის რომ პროცესორი ავაცილოთ ქარხნულ ტაქტს და მივიღოთ მისგან ხელოვნურად დამალული ძალა: არსებობს ოთხი ხერხი პროცესორის დასაჩქარებლად 1.ძაბვის აწევა ამ შემტხვევაში პროცესორი მიიღებს უფრო სწრად ელექტრონებს და ტრანზისტორებიც უფრო სწრაფად გადართავენ აქედან გამომდინარე ლოგიკურია რომ ტაქტი აიწევს,მაგრამ არა ყველა შემტხვევაში და არაა სასურველი ასეთი ტიპის რაზგონი იმიტომ რომ მხოლოდ ტრანზისტორებზე მოდის გრუზი მაშინ ,როცა fsb ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. 2.fsb-ს აწევა ბიოსიდან ან ოპერაციული სისტემიდან ყველაზე გავრცელებული ოვერქლოქი არის fsb-ს მომატება ბიოსის შესაბამისი მენიუდან როგოც წესი მსგავსი ფუნქცია არ გააჩნია OEM და ბრენდ კომპიუტერების დიდ ნაწილს(იგულისხმება რომ თუ იყიდიტ ქარხნულ ზბორკას ,მაგ:HP,ფუჯითსუ-სიმენსი და ა.შ.) ოვერქლოქის ფუნქცია აქვს დღეისთვის 90% ახალ დედაპლატებს. თუმცა მხოლოდ ამ ფუნქციის არსებობა ბევრს არ ნიშნავს კი ,რა ტქმა უნდა,როცა მაზერს შეუძლია fsb-ს აწევა ბიოსიდან,თქვენ შეძლებთ პროცესორის დაჩქარებას,მაგრამ მიხვალთ საზღვრამდე სადაც შეიძლება სწორედ მაზერბორდმა ვერ გაქაჩოს მეტი. აქედან გამომდინარე,ვურჩევ ყველას,დიდი ყურადღებით მოეკიდოს მაზერბორდს.სასურველია ძალიან კარგი დედაპლატა და თუნდაც დაბალტაქტიანი აქტუალური პროცესორი. ნუ დაბრმავდებით მაინცდამაინც ჩიპსეტით.მხოლოდ ჩიპსეტი არ ნიშნავს იმას რომ მაზერი აუცილებლად კარგად დაარაზგონებს. მნიშვნელოვანია მაზერბორდის სიმყარე რაც გამოიხატება კარგ გაგრილებაში,კარგ მოსფეტებში,ფერიტებში,კონდენს ატორებში და ა.შ. ყველაზე უკეტეს შემტხვევაში მიმართეთ გუგლს სადაც პრინციპში ყველა მაზერბორდზე იპოვნიტ ინფორმაციას ტუ ვის რა შედეგი აქვს მიღწეული ანუ ჯერ ათვალიერებთ სასურველ მაზერბორდს და როცა თვალში მოგივათ,აი , მერე ეძებთ გუგლში მასზე ინფოს ................................................................................ .............................................. ვაგრძელებ მაგალითს E6600ზე აქ რაზგონის ვარიანტი იქნებოდა : 300 fsb(ორიგინალი 266) გამრავლებული 9 ზე=2700 მეგაჰერცს მაგალითი ორი 333fsbX9=2997 მეგაჰერცს და ა.შ. როგორც წესი 320fsb მაზერების უმეტესობა ახერხებს მაგრამ პრობლემა იჩენს თავს თუ დავუშვათ გაქვთ არა E6600 არამედ E6300 რომელსაც მაქსიმალური მამრავლი აქვს ლიმიტირებული 7ზე ანუ 320fsbX7=2240 მეგაჰერცს რაც სასწაული შედეგი ვერაა ხოლო იგივე შედეგის მისაღებად (იგულისხმება 3000 მეგაჰერცი) საჭირო ხდება 428fsb რასაც საშუალო მაზერბორდების მიახლოებიტ 10% და დელუქსების დიდი ნაწილი მიაღწევს სწორედ ამიტომ ვურჩევ ყველას: თუ აპირებთ კომპიუტერის დაჩქარებას,იყიდეთ ძალიან კარგი მაზერბორდი. გაფრთხილდით ასუსის დედაპლატებთან:VM დაბოლოებით იდეაში ნიშნავს რომ მიკროატეიქსია და ინტეგრირებიბული ვიდეო აქვს V-ვიდეო,M-მიკრო რაზგონში არცერთი Vმ არ ვარგოდა და არც ვარგა არაფრად დღესაცდ ასაერთოდ მირკოატეიქსი არაა ოვერქლოქერებისთვის(გამონაკლ� �� ��ების გარდა) ნუ გადაეკიდებიტ მაინცდამაინც ასუსს.გადასარევი მაზერბორდები აქვს გიგაბაიტს,აბიტს,ელიტგრუპს,ემ� � �იაის. ცალკე კლასად გამოვყოფ,აღვიარებ და ვეთავყანები ატროშანს...ტფუი......ატროშAნს კი არა DFI-ს ესაა ოვერქლოქერების პიკი.განსაკუთრებიტ ენთუზიასტებისთვის განკუთვნილი მაზერბორდების სერია ლანპარტი დასახელებით მაინც ყველა თქვენთაგანს ვურცევ,მაზერის ყიდვის წინ შევიდეს გუგლში და დაძებნოს სხვების მიღწეული შედეგები.ბოლომდე ნუ ენდობით ინტერნეტსაც.ცოტა გახურება ყველას უყვარს ხოდა თუ წერია რომ ესა თუ ის მაზერი აღწევს 400FSB ,ივარაუდეთ ასე 350-360 3.რაზგონი FSB აწევიტ და თან ძაბვის მომატებით კომპონენტებზე განსაკუთრებიტ შამბეჭდავი შედეგების მისაღწევად,ხდება FSB აწევა+პროცესორის ძაბვის მომატება და ჩიპსეტის ძაბვის აწევა თუ ატყობთ რომ დაჩქარების მეორე მეთოდით მაზერბორდმა ამოწურა რესურსი და ვერ უმატებს მაღლა FSB-ს მაშინ გადადით ვაბანგზე ,შესძახეთ "ბანზაიიიიიი" და მოუმატეთ პროცესორის ძაბვა.ჩემი რეკომენდაცია იქნება რომ არავიტარ შემტხვევაში არ ამუშAოთ პროცესორი 1.45 ვოლტზე მაღლა.როდის გაასხამს კაცმა არ იცის.აქ საქმე მარტო გაგრილებაში არაა.სულ რომ გაყინოთ მაინც სარისკოა.1.45 ვოლტით უკვე ზღვარზე ხართ. ვინც მთლად გაგებაში არაა იმათთვის:ძაბვა წარმოადგენს ელექტრონების მოძრაობა/მიგრაციის სისწრაფეს.ანუ მეტია ძაბვა და ელექტრონები გაცილებით იმოძრავებენ რაც ერთი მხრივ კარგია სარაზგონოდ მაგრამ რაც დავწერე იმ ზღვარს ნუ გადააბიჯებთ.ყოველ შემტხვევაში მოსასინჯად არაფერი მოუვა მაგრამ ნუ დაგრუზავთ და ნუ დატოვებთ პროცესორს 1.45 ვოლტზე მაღლა დიდი ხნით არ გამოგრჩეთ ჩიპსეტზე ძაბვის აწევა.ეს კიდევ ერთი გზაა მაქსიმალური შედეგის გამოსაწურავად. შეძლებისდაგვარად მოუმატეთ 0.1, 0.2, 0.3 ვოლტი და მეტი არა აუცილებლად დააკვირდიტ მაზერბორდის ტემპერატურას ძაბვის მომატების მერე და ჩიპსეტზე დააყენეთ ოპტიმალური ძაბვა.10-20 მეგაჰერცის გამო ნუ გახევტ მაზერბორდს 65 გრადუსზე. 4.ეს ხერხი ითვალისწინებს მაქსიმალური ეფესბეს მიღწევას მაზერბორდზე მაგალითისთვის E6600@3600მჰც შეიძლება მიღწეულ იქნას ასე: 400X9 450X8 პლუსები:450 ფსბ მუშაობს 1800 მეგაჰერცზე და აქვს გაცილებიტ დიდი გამტარიანობა ვიდრე 400-ს რაც საბოლოო ჯამში ძალიან ზრდის ოპერატიული მეხსიერების პერფორმანსს და ასევე პროცესორის წარმადობას მინუსი: ამ რეჟიმში მოგიწევტ მულტიპლიკატორის ხელით შეყვანა და ავტომატურად გამოირთვება სპიდსტეპი ანუ ვერ დაზოგავთ დენს და პროცესორი სულ ცხელი იქნება მაღალი ტაქტის გამო,თუმცა კარგი გაგრილებით ეს პრობლემა არაფერს არ წარმოადგენს. პროცესორის რაზგონზე დიდ როლს თამაშობს ასევე კვების ბლოკი!!!!!!!!! მარტო სიმძლავრეს ნუ გაუზომავთ კვებას.ყიდვისას წაიკიტხეთ ვიხოდები რა და როგორ აქვს. შეიძლება იყოს მოშნი კვება იაფად და ვერ იძლეოდეს საკმარის დენის ძალას საჭირო ძაბვაზე მაგალითი: 3.3 ვოლტი 5 ვოლტი 12 ვოლტი ესენია ვიხოდები კვების ბლოკიდან: გვერდით აუცილებლად ეწერება დენის ძალა ამპერებში კარგი იქნება თუ 2 იზოლირებული 12 ვოლტიანი გამომავალი მაინც ექნება და 15 ამპერი მაინც,რაც მეტი -უკეთესი კაი 500 ვატიანებს 18 აქვს და ზოგს 22იც ლოგიკა ასეთია,რაზგონისას საჭიროა მეტი დენი(გლეხურ ენაზე ძლიერი და მძლავრი დენი) და ტუ ვერ მოამარაგა კვებამ მარტო მაზერი ვერაფერს იზამს. მცირე დროს დავუთმობ პროცესორის ტაქტის აწევას ოპერაციული სისტემიდან.არ მიმაჩნია ეს მეთოდი სტაბილურად და არ ვიყენებ პირადად.მოქმედებს რა თქმა უნდა მაგრამ მე პირადად მირჩევნია ბიოსში ვიზრომიალო ვიდრე ვინდოუსს ვანდო ჩემი ჰარდვეა. ყველა მაზერბორდის მწარმოებელს აქვს საკუთარი ვინდოუსში სარაზგონო პროგრამა. ასევე არის უფასო პროგრამები ,მაგალითად: Clockgen პრინციპი იგივეა რაც ბიოსში,უბრალოდ იგივე კეთდება ვინდოუსში,რასაც მე არ ვურჩევ არავის და ვიმეორებ-არ მომწონს!!!!!! პროცესორის დაჩქარება მიღწეულია,თქვენ მიიღეთ სასურველი ტაქტი და სისტემა ცაირთო,ყველაფერი მუშAობს.... ჯერ არ დამთავრებულა ყველაფერი სისტემა უნდა შემოწმდეს სტაბილურობასა და შეცდომებზე იმის მიუხედავად რომ პროცესორი რთავს ვინდოუსს,შესაზლებელია ის არ იყოს სტაბილური.მიზეზები ბევრია:არასწორი რაზგონი,მაზერბორდი ვერ ქაცავს და ა.შ. თქვენ დაგჭირდებათ ტესტ პროგრამები: 1. OCCT 2.Orthos ამათგან ერთერთი დაიყენეთ და გაუშვიტ ტესტი მინიმუმ 30 წუთის მანძილზე.არ დაგავიწყდეთ ანტივირუსების და მსგავსი კონტროლერების გამორთვა.აცადეთ ბოლომდე დათვალოს 30 წუთი სულ ცოტა.უკეტესია ტუ 1 საათს გატესტავთ. ასევე დააყენეტ ქორე ტემპი ან ევერესტი და თვალყური ადევნეთ მაზერბორდის და პროცესორის ტემპერატურებს კიტხვები გაგრილებაზე და ტემპერატურებზე დასვით ქულინგ ფაქში პ.ს.პროცესორის რაზგონზე ასევე გარკვეულ როლს თამაშობს ოპერატიული მეხსიერება.გადაიკითხეთ შესაბამისი პოსტი აქვე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.