Jump to content

ანანასი

წევრი
  • Posts

    629
  • Joined

  • Last visited

Everything posted by ანანასი

  1. როგორ შეატყე რომ არაა ორიგინალი, მე მქონდა კაი ხანი ორიგინალი 360-ის ჯოისტიკი და თითქოს იგივეა მაგარი კმაყოფილი ვარ იქსბოქსის ჯოისტიკების, ბევრად მირჩევნია დუალშოკებს, ეს ახალი არ ვიცი როგორი გამოუვიდათ. იდეაში ყველა ჯოისტიკი PS-ის და XBOX-ის კაია, მაგრამ ანალოგი ზემოთ რომ არის ეგ განლაგება იდეაში უმეტესობა თამაშებისთვის უკეთესია. + პისიზე ეგრევე იბამს ღილაკებს, ყველა თამაშს თავსებადობა აქვს იქსბოქსის ჯოისტიკთან, ნებისმიერთან 360-დან ბოლომდე.
  2. ეს ორიგინალი 360ის ჯოისტიკია?? სად იყიდე
  3. Kingdom Come ერთ-ერთი საუკეთესო რპგ რაც კი მითამაშია ბოლო 20 წელიწადში. რაღაც მაგიური აქვს ამ თამაშს, რომელიც თუ მოგწონს თავს ვერ დაანებებ.
  4. ასე გამოიყურება ჩემი fightstick. მაინც და მაინც ბევრი მოდიფიკაცია არ მაქვს გაკეთებული, ვინც ერკვევით გეცოდინებათ, brawl stick. იქსბოქს 360-ის ვერსია ვიყიდე, რადგან პისისთვის მინდა მხოლოდ. ჩინეთიდან გამოვიწერე Sanwa-ს ღილაკები და ჯოისტიკი და შევუცვალე, ასევე აქვე დავაბეჭდინე სამურაი ჩამპლუს სტიკერი, რომელსაც კი ხედავთ ხო, ჯოისტიკზე ზამბარა მაქვს შეცვლილი რომ ოდნავ უფრო დაჭიმული იყოს და ნეიტრალში მარტივად დააბრუნოს თავისით ძირითადად სტრიტ ფაითერის ვთამაშობ, third strike-ს, მეოთხეს და მეხუთეს. ტეკენი ვცადე მაგრამ, მაგისთვის კორეული ჯოისტიკი უფრო გამოდგება, რომლის ყიდვასაც ვგეგმავ, სავარაუდოდ Etokki Omni-ს ვიყიდი რომელსაც ყველაფერი ისედაც ისე აქვს, როგორც მინდა რომ ჰქონდეს, ერთადერთი იმასაც სტიკერს შევუცვლი.
  5. ყველაზე დიდი ხანი აქ ვარ მგონი დარეგისტრირებული, 2008 წლიდან ფორუმი ძაან მიყვარს და სოციალურმა ქსელებმა რომ ჩაკლა ძაან მეწყინა ეგ ამბავი. ელდენ რინგის გეიმფლეი ნაადრევად მოპოვებული
  6. ნამდვილად სიბერის ამბავია, ეგრე ვარ მეც და ჩემს გარშემო უმეტესობა. 20 წელი ერთად ვთამაშობდით და ეხლა იმაზე მეტს ვლაპარაკობთ თამაშებზე, ვიდრე ვთამაშობთ. ასე რომ სიბერეა, კი.
  7. როგორ გამიხსენე??? კი 15 წლის რომ ვიყავი ქრექ.ჯიზე თამაშების 80% მე ვტვირთავდი ხოლმე. მართლა ვერ ვხვდები როგორ გამიხსენე, სხვანაირი ექაუნთი მახსოვს ჩემი ქრექ.ჯიზე გიჟივით ვყრიდით ყველაფერს, კაი იყო ნამდვილად
  8. ძაან მაინტერესებს და თან მეზარება რომ ვიცი რამდენი თამაშია უკვე ამ სერიის გამოსული. ყველა დაიდო სხვათაშორის პისიზე, რემასტერებით.
  9. გრაფიკა მეასეხარისხოვანია, როცა საქმე დარქ სოულსს ეხება არ უნდა ჰქონდეს ამ თამაშს კარგი გრაფიკა და რეალისტური ფიზიკა, არაა მაგისთვის შექმნილი.
  10. Vampyr. მე ასეთი საინტერესო და თა ამბიციური თამაში ცოტა მახსენდება, ბიუჯეტური. საუკეთესო ატმოსფერო აქვს, გაჯერებს ყველაფერს რაც შიგნით ხდება. ყველა ქუესთი არის ისე შექმნილი, რომ სამყაროს გიცოცხლებს და ერთმანეთთან აკავშირებ ბევრ რამეს. საკმაოდ საინტერესო და გაბედული გადაწყვეტილებებიცაა აშკარად მიღებული თამაშის შექმნისას. ოდნავ მაინც თუ მოგწონთ ვამპირების სეთინგი აუცილებლად ითამაშეთ.
  11. ძალიან ჰაიკლასის თამაშია, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი თან
  12. იუნითი ბევრად უკეთესად ვითამაშე ვიდრე ეს))) რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს ოპტიმიზაციის ან მართლა რამე სოფტის ბრალია, მაგრამ არაფერი არ მაქვს ჩართული ფრაპსით ვნახულობდი ფპს-ს
  13. ყველაზე ცუდი ენდინგით დავხურე პირველად დამატებებმა გაასწორა, ალბათ საუკეთესო თამაშია რაც კი მითამაშია, ოდესმე. და ბევრად უფრო ასწორებს როცა მარტო ვიჩერის არმორსეტებს ხმარობ და ისე თამაშობ ვიდრე რაც მოგხვდება საუკეთესოს იცვამ, კრაფტინგი სამყაროს შეცნობაში გეხმარება
  14. Gam3b0y მაინც ძალიან მიყვარს მკ, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველაფერში გეთანხმები რაც დაწერე. დიდი სისულელე იყო ეს ახალი პერსონაჟების დამატება ამ სახით, ვგულისხმობ ჯონი და სონიას შვილი და კენშის შვილი და რეალურად იგივე ტიპები არიან :დდ და რომელიც მართლა ახალს გავს საშინელებაა, ეს მონსტრები არ უხდება მკს, ტეკენში რო ოგრი იყო ბავშვობიდან მეზიზღებოდა, ამოვარდნილია თითქოს მთლიანი თამაშიდან, ნიპრიჩომ არის :დ + ეს სამი ახალი რეჟიმი ძაან არევს ბალანსს, უაზროდაა დამატებული, რაც ნიშნავს იმას რომ რებალანსი დაჭირდება ერთი ათჯერ და გამოდის რომ თამაში უნდა ისწავლო სულ თავიდან, რაც ასევე არ ასწორებს. ვერ ვხვდები ნინძებს რას ერჩი, მე პირადად მაგრად მისწორდება სხვადასხვა ნინძები, სმოუქიც მევასება სკარპიონიც და რეინიც და ვაფშე ყველა ნინძას აქვს მუღამი, სტიქიების პონტში როა გაკეთებული :დ ეხლა პატარა ოფ ტოპიკი ახალ სტრიტ ფაითერთან შედარებით ეს მკ ძაან სუსტია, ყველაფერში ჯობნის ვაფშე სფ და ჰო როგორც იქნა მოვაბი თავი და დავითრიე ფული სტიკისთვის, პროსტა ეხლა ახალი პრობლემის წინაშე გავეძრე ამაზონზე რაც მომეწონა არაფერი აღარაა გაყიდვაში, და რაც არის 300 დოლარიდან იწყება. ახალის ყიდვა მინდა, ნახმარი არ მინდა მგონია რო გაფუჭებული იქნება და პირველი შენ გამახსენდი ვინც ვიცი რომ კომპეტენტურია ამ საკითხში :დდ იქნებ რამე მირჩიო ან თბილისში ხო არ იცი ვინმე ყიდიდეს, ეგეთი ნახმარი მაწყობს ვნახავ ბოლოს და ბოლოს და თუ კარგად მუშაობს ვიყიდი, ან ახალი თუ იყიდება. იტოგში ყველა ტოპ 8 ვნახე ბოლო წლების და სთრით ფაითერი რო არ დავამუღამო მოვკვდები და ბოქსის ჯოისთიკით არაფერი გამოდის :დდ ამაზე მგონი ადრეც მოგწერე, პროსტა მაშინ ვერ დავითრიე იდეაში სამსახურის გამო დავიკიდე :დდ
  15. გრაფიკა არ უვარგას რომ წერთ მიხარია ხოლმე
  16. მე ანდროიდზე მაქვს და მაგრად ასწორებს :დ
  17. მე ვხურავ ეხლა პირველ ვიჩერს ან მერვედ ან მეცხრედ ზუსტად არ მახსოვს და ვიცი რომ კიდე დავუბრუნდები. მეორეც დაახლოებით ამდენჯერ მაქვს ნათამაშები. ძალიან დიდი დონეა რა, თან რო შეხედო პროსტა რითი დაიწყეს და სადამდე მივიდნენ უფრო მეტად გიყვარდება ეს კომპანია, ტიპები საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებენ თამაშებს, წინა ორივე ნაწილს ეტყობა რო თვითონ როგორც გაუსწორდებოდათ ისეა გაკეთებული და არა როგორ უფრო გაიყიდებოდა))) ისე მეორე ნაწილი რო გეთამაშა პირველი აუცილებელი არ იყო რომ დაგეხურა ისედაც ყველა ინფორმაციას გაძლევდა თამაში, მესამეც ეგრე იქნება ალბათ. ყველაზე კარგი ვარიანტია რუსული ან ინგლისური თუ იცით წიგნებია ინტერნეტ ვერსიები და ისინი წაიკითხოთ. მე არ ვიცი ქართულის გარდა ენა კარგად და 1995 წელს გადაღებულ ძალიან დაბალი დონის სერიალს ვუყურე გერალტზე და იკიდან გავიგე რაღაცეები. აი მაგალითად მეორე ნაწილში რო დრაკონი გოგოა, სასკია მაგის მამა იჩითება სერიალში))))) ვინმეს თუ გინდათ)) პროსტა ყველაზე დაბალი დონის გადაღებაა და ვიჩერი ძალიან უნდა გიყვარდეს რო უყურო )))
  18. მთლიანობაში კარგია მაგრამ ძალიან არეულია. აი ყველა ეპიზოდი რო გამოვა და რაღაც დიდი შეიკვრება მერე დავაფასებთ :დ ესე მარტო პირველმა ეპიზოდმა ჩემზეც ვერ დატოვა მაინც და მაინც ისეთი შთაბეჭდილება როგორსაც ველოდებოდი. შეიძლება იმიტომაც რომ ძალიან აწიეს სტანდარტი, walking dead და wolf among us იმენნა შედევრებია ორივე და ამათთან შედარებით მოიკოჭლებს.
  19. სრული ვერსია გამოდის ხოლმე ასეთი თამაშების? :? ამას ხო წელიწადზე მეტია აკეთებენ
  20. PCზე გამოვიდა PS3ის ვერსია და არა PS4ის. ამიტომ არ აქვს კარგი გრაფიკა და სამაგიეროდ აქვს ბევრი პრობლემები. PS4ზე ძალიან მაგარია პესი ყველა კმაყოფილია
  21. http://peseditpt.blogspot.pt/2014/11/pes15-pte-patch-10-released-17112014.html ეს პაჩი ჩაიწერეთ, დიდი არაფერია მარა ბევრ რაღაცას ასწორებს, ბუნდესლიგასაც დაამატებენ მალე შეიძლება ამ კამანდის გარდა სხვამ არც გააკეთოს პაჩი, პისიზე ვინც ელოდებოდა მაგრად გაუტეხა კონამიმ, ჯერ ნექსთგენი ხო არ გააკეთეს და მერე კიდე დაიკიდეს პატარა დეტალები :დ გეიმფლეი ყველა ვერსიაზე ერთნაირია და მე მომწონს, ტოპ ფლეიერზე კაი ფეხბურთი იჩითება ძლიერ გუნდს თუ ეთამაშები
  22. მე აცენკებს დაველოდები
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.