Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5411
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. ოკ რეფუნდი მოვითხოვე და ორიჯინზე დავუთრევ. ოპერატიულზე რავი მე მაქვს 16გბ და 2K გაფართოებაზე 9.5gb გრამს მოიხმარდა ახლა რომ ჩავრთე მაგრამ ამასთან ერთად ოპერა და და სხვა პროგრამები მქონდა ჩართული რომლებიც მინიმუმ 3გბს მოიხმარენ. ბოთლნექ კალკულატორს რომ ვნახულობ i5 6600-ზეც მიწერს სუსტიაო ამ ვიდეოკარტისთვის. ვერ გამიგია რომელი პროცი დავუთრიო.
  2. მე სტიმზე ავუღე ახლა დეიდაშვილს. მე თვითონ ორიჯინზე მაქვს და აქვს რამე მნიშვნელობა? ერთმანეთში ხო შევთძლებთ რო რამე ონლაინ თამაშს? Celerong G3930 8GB RAM R7 260X ეგ სისტემა ხო გაუქაჩავს წესით საშუალო გრაფიკაზე მაინც ?
  3. რა ფასში დაითრიე? მე სადღაც 18$ მივეცი სტანდარტულ ვერსიას ასე 2 თვის წინ. ვა ახლა ვნახე სტიმზე 10$მდე ჯდება. დეიდაშვილს ვუყიდი, იმედია გაუქაჩავს კომპი.
  4. FIFA 22 მაქვს. ვთამაშობ Logitech Dual Action გეიმპადებით მაგრამ კაბელს პრობლემა აქვს, უხერხულად თუ ამოძრავდა კონტაქტს კარგავს. რამდენჯერმე დაკარგვის შემდეგ საერთოდ თამაშიდან მაგდებს. დავშალე და თვითონ სქემაზე მყარადაა კაბელის ბოლოები დაერთებული, რავარაუდოდ გეიმპადიდან რო გამოდის მანდ არის სადმე დაზიანება. გეგმაში მაქვს დავამოკლო კაბელი და სარჩილავით დავაერთო ახლიდან, მაგრამ ასევე ვფიქრობ უკაბელოების ყიდვაზე. ერთი ვარიანტი მაქვს Logitech F710-ების დათრევა. მეორე ვარიანტია Xbox-ის კონტროლერების დათრევა მაგრამ ეგ მგონი ძვირი დამიჯდება. თქვენ რომელი გეიმპადებით თამაშობთ? და რომელს გაუწევთ რეკომენდაციას?
  5. არც მწყენია, უბრალოდ ჩემი პოზიცია გადმოვეცი. ერთი ხნის ვყოფილვართ დაახლეობით, მე 33ის ვარ. რაღაცაში მართალი ხარ, მე რაც მინდა მაგი უფრო მისიებზე როა Ghost Warrior თუ რაც ქვია მაგ სერიის თამაშებშია, მაგრამ მანდ ბოტებს ეთამაშები და მე რეალურ ადამიანებთან მინდა თამაში.
  6. შენ 144ჰერციან მონიტორზე თამაშობ GTX1080-ით, მე კიდე 60ჰერციან ტელევიზორზე RX480 4GB-თი. 60ფპს ძლივს უჭირავს ისიც დეტალიზაცია დაწეულზე. არც პერიფერია მაქვს გეიმერული. სისტეამას თავი რო დავანებოთ, ვარზონა გადმოვიწერე იმიტომ რომ ვეძებდი რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ თამაშს. ვერ ვიტან ტიპები ბანი-ჰოფინგს და სლაიდ-ქენსელს რო იყენებენ, ვერ წარმომიდგენია რეალობაში ასე რო იქცეოდეს ვინმე ომში. ქემფინგი კიდე სნაიპერებისთვის ჩვეული თემაა. გეიმერები კარ98-ით რო ქვიქსკოუპებს აძრობენ, მაგას ახლა სნაიპერი რო იზამს რეალურ ცხოვრებაში ეგ არის სასწაულის დონე. სნაიპერით თამაშისას ჩემთვის მუღამი სწორედ დაჯდომა და შორ მანძილზე მტერის მოკვლაა, მაგრამ როცა SMG და AR-ებით ვთამაშობ მაშინ ცხადია უფრო მოძრავი თამაში მიდის, მითუმეტეს თუ სქუადში გამიმართლა. ტიპები იმდენს თამაშობენ რომ ზურგიდან რო დავუწებ სროლად მოტრიალდებიან და ეგრევე მიზანს ჩემ თავზე აჩერებენ, ამასთან ისე მოძრაობენ რო მე ტანზე ძლივს ვახვედრებ. იმათსავით რო ვამოძრაო ჩემი ოპერატორი ალბათ თავბრუ დამეხვევა. ბავშვი არ ვარ, უკვე 33 წლის ვარ უკვე. Ghost რაც შეეხება არ ვიყენებ საერთოდ. რა საჭიროა, როცა იმ სამალავში კი არ ვიმალები არამედ ვესვრი ხალხს მაქედან და ისედაც ვუჩვენებ სად ვარ. ანუ მაგ ლოკაციას ვიცავ სადაც ვარ რადგან ზომა მაქეთკენ მოდის. მაგა High Alert ჯობია ქე მაინც გავიგებ თუ ვინმე მხედავს ზურგიდან. ჩემი მიზანია ბევრი მოვკლა და არ მოვკვდე, ან რაც შეილება მცირე სიკვდილით დავასრულო თამაში. მირჩევნია 10კაცი მოვკლა და ბოლოს მეორეზე ან მესამეზე გავიდე 1 სიკვდილით, ვიდრე 10ჯერ მომკლან და ბოლოს მაინც პირველი ადგილი დავიკავო.
  7. როიალს არ ვთამაშობს, ვერ დავუმუღამე კალდერას. ძირითადად სულ სირბილი მიწევდა მანდ და ბოლო-ბოლო საბვეისარფერს ხო არ ვთამაშობ. მანდ მარტო პლანდერში თუ შევალ რო ბატლფასი გავხსნა მალე ან იარაღები დავალეველაპო. მაგის გამოც არ გავეკარებოდი, ის ასაფრენი ტროსები რო არ დაემატებინათ. კარგია ტყეებს სხვადასხვა ზონებით რომ ანაცვლებენ თორე საშინელება იყო თავიდან ეგ კალდერა, ახლა კიდე არაუშავს. Resurgense-ს ვთამაშობ ძირითადად რაც ვანგარდი მიება ვარზონას მაგის შემდეგ. Rebirth-ზე თუ ზონა headquarter-ისკენ მიდიოდა, მაშინ სულ ვცდილობდი უცებ დალუთვას და მანდ გამაგრებას, თუ არადა უკვე სიტუაციურად ვმოქმედებდი ზონა საით წავიდოდა იმის მიხედვით. თან რესურჯენსის მოგება უფრო ადვილია ვიდრე როიალის. ახლა დროის უქონლობის გამო ნაკლებად ვთამაშობ, მაგრამ ერთი პერიოდი თითქმის ყოველდღე მინიმუმ 1 ხელს ვიგებდი რანდომე ტრიოში და ქილებიც ნორმალურად მქონდა.
  8. მოკლედ დეიდაშვილს ვუყიდე ლეპტოპი Lenovo Yoga 520 14IKB i3 8130U არის პროცესორი. ოეპარტიული როგორც ხედავთ 4გბ არის და მინდა 8გბ-თი შევუცვალო როგორც ვიცი ამ ლეპტოპს M2 სლოტიც აქვს და მინდა 256გბ SSD ჩავუსვა, მაგრამ ეგ არ ვიცი ნებისმიერი 2280 ზომის SSD წავა თუ აქ მნიშვნელობა SATA იქნება თუ PCIE? Samsung PM991 ეს მოდელი მაქ შერჩეული და ხო არ უნდა ექნეს წესით პრობლემა? რაც შეეხება ოპერატიულს ეს მოდელი მაქ შერჩეული ორივე გამოწერით უნდა ვიყიდო, ამიტომ მიუხედავად იმისა რომ მე მგონია, რომ არ უნდა ექნეს არცერთს პრობლემა ამ ლეპტოპთან მუშაობაში, მაინც მინდა სხვების აზრი რომ დარწმუნებული ვიყო, რევიუები მინხავს ზოგ ლეპტოპზე არ წავიდაო ეს სსდ მარტო M2 Sata-ს მხარდაჭერა ქონდაო მაგიტო. არმქონია ამ M2 SSD -ებთან აქამე შეხება და მინდა მინდა ვიყო დარწმუნებული რო არ ვუშვებ შეცდომას.
  9. მომეწონა ახალი რუქა, ბლომად შენობებია რაც უფრო ხშირს გახსიდს ახლოს შეტაკებებს. ამასთან შენობების სახურავებზე აზრომა ადვილი გახდა რაც გაიძულებს რო ერთ ადგილას არ გაჩერდე და იმოძრაო. იქნებ აწი მაინც გადავეჩვიო კემპინგს და გავიუმჯობესო რეფლექსები.
  10. 175 ლარი ცოტა ნაღდად არაა. თან ჩემსავე თანხას არ მიბრუნებენ ტიპები. ეგაა გამოძალვა, სხვას ვერაფერს დავარქმევ. მაიძულებენ რო ვისარგებლო მათივე სერვისით, როცა ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. გარდა ამისა როგორც იქნა ნაცნობმა მთხოვა ნივთის გამოწერა რომელიც დაახლოებით ეგ თანხა ღირს ( 56ევრო ) და ტიპებმა საიტიდან უნდა შეავსო მოთხოვნა გამოწერაზეო და რო ვავსებ 200ლარზე მეტს ანგარიშობს მაგათი დომხალი საიტი. ინექსს ზუსტად იგივე სერვისი უფასოდ აქვს. მეგონა რომ უკვე ყველაფერი ვნახე მაგრამ კამექსი არ აპირებს შეწყვიტოს ჩემი გაკვირვება
  11. კაი სახალისო ვარიაციებიც დაუდიათ ტიზერის
  12. ხო მაგრამ U2G-ს მარტო ამერიკაში აქ მისამართი. ეგ კიდე გერმანიიდან გამოწერილ ამანათზე დამემართა. ახლა ბოლო დროს არ ვიცი მაგრამ ამაზე უარესები აქ U2G-ს განაკეთები. მახსოვს ტიპმა წლების წინ კარგი ძვირიანი ვიდეოკარტა გამოწერა, ოთახში დაუფიქსირდა რო კილოზე მეტს იწონიდა და რო ჩამოვიდა ცარიელი ყუთი იყო. აშკარა ხოა რომ ვიდეო კარტა დაიკარგა უკვე მას შემდეგ რაც U2G-ს ჩაბართა ამანათი ამერიკაში მაგრამ ფეხებზე დაიკიდეს ეგ ტიპი და არ აუნაზღაურეს საერთოდ.
  13. მოკლედ ცოტა დიდი პოსტია მაგრამ თუ არ გინდათ ჩემსავით ნერვები მოიშალოთ და არა მარტო გირჩევთ წაიკითხოთ, ან უბრალოდ არ წაიკითხოთ მაგრამ არ გაეკაროთ ამ კომპანიას. როცა თბილისში ვცხოვრობდი ამ კომპანისს გახსნის დღიდან მათი მომხმარებელი ვიყავი წლების განმავლობაში და სულ რეკომენდაციას ვუწევდი. იყო რამდენიმე წელი რო ფაქტიურად რეისი არ გამომიტოვებია რამე რო არ გამომეწერა, საახლობლოში ვინმეს რამე თუ უნდოდა მე ვუწერდი. მაგრამ როცა დავბრუნდი ზუგდიდში დამატებით საკურიერო მომსახურებაში ფული რო არ მეხადა ისეთი გადამზიდი კომპანია ვიპოვე რომელსაც აქაც აქვს ფილიალი. მარტში მეგობარმა მთხოვა რომ რაღაც გამომეწერა მისთვის. ნივთის რეალური საბაზრო ფასი იყო 100ევროზე მეტი მაგრამ დეფექტიანი იყო ამიტომ ტიპი 50ევროდ ყიდდა. ეჩქარებოდა ამანათის ჩამოსვლა ამიტომ იძულებული გავხდით აგვერჩია კამექსი რადგან სხვა გადამზიდის მისამართზე მისვლას ვერ ასწრებდა ამანათი რეისამდე. მოკლედ ვიყიდეთ ამანათი გაიგზავნა კამექსის მისამართზე, რახან საბანკო გადარიცხვით იყო გადახდა განხორციელებული, ავტვირთე საიტის ინვოისი და საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი სადაც ჩანდა რის გამო განცოხრციელდა გადარიცხვა. შიფინგი 5ევრო ქონდა და სულ დამავიწყდა რომ თუ განბაჟება არ უწევს შიფინგის ფასს არ უთითებ და მივუთითე 55ევრო. მოკლედ თავიდან ამაზე გაატრაკეს კარგა ხანი, მერე ჩავასწორე დიდი ვაივაგლახით გავაგებინე რომ რომელი ფაილი რა იყო, გერმანულენოვანი საიტიდან მქონდა გამოწერილი და თაგმანიც კი დავურთე. ეს ხდება როცა მგონია რო უკვე საბაჟო პროცედურების დრო მოვიდა, იმიტომ რომ რეალურად როცა საბაჟო მოთხოვს მაშინ ხო ამოწმებენ ამ ინვოისებს, მეტი არაა ჩემი მტერი ამ 5 ევროს ჩაძიებოდნენ თვითონ საბაჟოს რო არ მოეთხოვა. ეს მიმოწერა და საუბარი ხდებოდა 28-29 მარტს. ხოდა მგონია რო ნივთი საბაჟოზეა და გავაგებინე ამათ ყველაფერი და დღე-დღეზე მომივა მესიჯი რო შემიძლია გავიტანო ამანათი, რო მირეკავენ მეორე დილით და მეუბნებიან შენი ამანათი დაიკარგაო. თურმე ავიაკომპანიამ საქართველოში ჩამოიტანა ამანათი და საწყობიდან გაქრა ამანათი, მათი თქმით ჩემ გარდა კიდე 24 ადამიანს დაუკარგეს ამანათი. ამის გარკვევაში კიდე კარგა ხანი გაიწელა და მერე როგორც იქნა რაღაც პდფ ფაილი გამომიგზავნეს სადაც წერია რომ განაცხადი დაკარგული ნივთების შესახებ პოლიციაში კამექსმა შეიტანა 25 მარტს. ჩამოთვლილია სხვა ადამიანებიც ვისაც ასევე დაუკარგეს ამანათები და შემდეგ წერია ასეთი რამ: ანუ რა ხდება ამანათი უკვე იცოდნენ რო დაკარგული იყო და ეს 4 დღე მაწვალებდნენ ამ ინვოისის თემაზე, აი რატომ? მაგრამ კაი ჯანდაბას ვთქვათ მართლა ისე მოხდა როგორც მათ მიერ მოწოდებულ ფაილშია და ავიაკომპანიამ დაკარგა ამანათი სადღაც შავ ხვრელში. შევეგუე მოკლედ რომ ამანათი დამიკარგეს და დავთანხმდი ანაზღაურებას იმ თანხისას რაც ინვოისით იყო გათვალისწინებული. ამასთან ამ ამანათის ტრანსპორტირებაში გადავიხადე 175ლარი მგონი. რადგან ამანათი სხვამ გამომაწერია შესაბამისად თანხაც როგორც ტრანსპორტირება ასევე ნივთის ღირებულება მისი გადახდილია და მას უნდა დავუბრუნო. მომთხოვეს რაღაც საბუთზე ხელის მოწერა რომლთაც ვადასტურებდი რომ თანახმა ვიყავი თანხა აენაზღაურებინათ. სანამ მოვაწერდი ამ საბუთს ხელს მეილზე მქონდა მიმოწერა თანამშრომელთან რომელსაც ვთხოვე, რომ ნივთის ღირებულების თანხასთან ერთად, ტრანსპორტირების თანხაც კამექსის ბალანსის ნაცვლად ჩებს ბანკის ანგარიშზე დაერიცხათ და სწორედ ასეთი შინაარსის ვორდის ფაილი გამომიგზავნა ხელმოსაწერად. რამდენიმე დღეში მაინც თბილისში მიწევდა წასვლა ამიტომ დამეზარა ახლა ამ ფაილის ამოპრინტვა, ხელის მოწერა დასკანირება და გაგზავნაზე ჩალიჩი და თბილისში მივედი პირდაპირ მათ ფილიალში. სადაც მოვაწერე კიდეც ხელი ამ დოკუმენტს. ეგ იყო აღდგომის წინა დღეებში. მოკლედ 3 კვირა ველოდე და როგორც იქნა თანხა დამერიცხა ანგარიშზე, მაგრამ აქ ახალი სიურპრიზია დამერიცხა მარტო 55ევროს ექვივალენტი ლარში. და ტრანსპორტირების თანხა არ დამერიცხა. შევდივარ კამექსის პროფილში და ტრანსპორტირებაში რაც გადავიხადე ეგ თანხა ბალანსზეა დაბრუნებული. მივწერე ისევ რო რატო ქენით ასეთქო, ხო გთხოვეთ მთლიანად ბანკის ანგარიშზე დამისვითქო და დამირეკეს ცოტა ხნის წინ და ისეთი აბდაუბდა მელაპარაკა ის გოგო რო აი არ ვიცი ეგენი რითი აზროვნებენ. ფიზიკურად შეუძლებელიაო რო ბალანზე რო დაგიჯდება ის თანხა რო ბანკის ანგარიშზე გადმოგირიცხოთო და სვანაირად არ გამოვაო, გინდა თუ არა უნდა გამოიწეროო რამე და იქიდან დაიქვითებაო ეგ თანხა თუ არადა ფული ჩვენ დაგვრჩებაო და შენ იყავიო ისე პირდაღებული. აი რა უნდა ელაპარაკო ასეთ ხალხს? პროფესიონალიზმზე ხო საუბარი ზედმეტია, არცერთი გადამზიდი კომპანია არაა საქართველოში პროფესიონალებით დაკომპლექტებული ყველგან ერთი და იგივე ლეღვობა ხდება მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. ერთ დროს კომპანია, რომელიც თუ რეისს დაგიგვიანებდა ტრანსპორტირების თანხას არ გახდევიებდა, დღეს ასეთ რამეებს გიჩალიჩებს.
  14. არა რა ოპერატორებში. ცალკე მოუდი იქნება Operation Monarch მე როგორც ვიცი სადაც გოძილა და კონგი გაიჩითებიან. აი ვერდანსკში რო იყო ბრონირებული მატარებელი დასამარცხებელი მაგ სტილში იქნება. გარდა ამისა ჭორები დადის თან მგონი საკმაოდ საფუძვლიანი რომ ვერდანსკს დააბრუნებენ, ალბათ MW2 რო გამოვა მაგ დროს. Caldera-მ მეც გამიცრუა იმედები მაგრამ რაც Rebirth Resurgence რეჟიმზე გადავერთე დავუბრუნდი აქტიურ თამაშს. ნუ ჩემთვის აქტიურს.
  15. ანუ გამოვიწერე მოტოციკლის ნაწილი რომელიც არ მოერგო და მაღაზია მიგზავნის ახალ ნივთს მაგის მაგიერ. ის პირველი 100$იანი იყო და მაგის განბაჟება გადავიხადე. ეს კდიე რადგან უფასოა ვაპირებ პირდაპირ 0$ ჩავწერო დეკლარაციაში inex-ის ოთახში და სწორი ხო ვარ? შარს ხო არ მომდებენ?
  16. მეც მაგარი კმაყოფილი ვარ. როგორც კი დაიდო 4K, ეგრევე ვუყურე მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი გვქონდა მეგობრებს რო შაბათს გვეყურებინა ერთად. სიჩუმეში შენ გემოზე ყურება სხვა თემაა. ასე რომ უკვე მოვასწარი ორჯერ ყურება.
  17. 4K-ც მოაყოლონ ბარემ და გადმოვწერ
  18. org-ზე შედიხარ შენ? მე org წლების წინ დამებლოკა და მაგის მერე netდაბოლოებით შევდივარ და არ მქონია პრობლემა არასდროს. არც ახლა
  19. ცუდი არ იყო პროსტა პირველ სერიებს რო ქონდა ის ეფექტი იკარგება ნელნელა ბოლოსკენ.
  20. ხო სპაიდერას დღეს ველოდი და რო არ დაიდო შევამოწმე და 23მდე გადაუტანიათ ის პირატულებიც იქნება რო? მაგრამ მე მაინც ბოლო დროს ორიგინალში ვცდილობ რო ვუყურო ინგლისურენოვანებს. კორეულებს რაც შეეხება სოფტბოქსის რუნა და პრინცლიმონი ისედაც კორეაში ცხოვრობენ და არ ექნებათ მაგათ პრობლემა ამის გამო. რუს მეგობართან მქონდა მიმოწერა და უკვე გრძნობენ სანქციების შედეგებს. ინსტაზეც vpn-ის უმისოდ ვერ შემოვდივარო და არამგონია მაგათ ფილმების თარგმნის თავი ექნეთ თუ ასე გაგრძელდა.
  21. ჯონ სინაზე არ მაქ დიდი წარმოდგენა და არც სუიციდ სქუადში მომეწონა ფისმეიქერის პერსონაჟი და არ ვაპირებდი ყურებას სანამ იუტუბზე ოუფენინგის ცეკვის ვიდეო არ შემხვდა. არ მეგონა ასეთი მაგარი თუ გამოვიდოდა, მართლა სერიოზული ტრეშაკი იყო, მაგარი ვიღადავე.
  22. ცხელ ცხელი რეკომენდაციები ლოუდაუთებთან დაკავშირებით
  23. M13, Grau და XM4 ესენიც ფაქტიურად არ ფანტავენ, ისე ყველა იარაღს თავისებური გაფანტვის შაბლონი აქ მაგი უნდა დატესტო სადმე სადაც ხალხი არაა იმ ზონაში კედელს დაუშინე მთლიანი მჭიდი და ნახავ რომელს საით გაურბის მიზანი და მერე იმის მიხედვით, როცა იცი რო ვთქვათ ზემოთ და მარჯვნივ მიდის მაშინ მაუსს სროლისას ქვემოთ და მარცხნივ წაიღებ და არ გაიფანტება ტყვიები. M13 არის მგონი ყველაზე დაბალ რექოულიანი AR Warzone-ში, როგორც JGOD ამბობს ყველაზე მარტივის მოსახმარი ეგ არისო.
  24. ხო მართალი ხარ, ხელახლა ვუყურე JGOD-ის ვიდეოს warzone 2-ის შესახებ და არასწორად გამიგია რას ამბობდა. Nexgen ძრავზე იქნებაო მეორე ვარზონა და პირველი და მეორე ვარზონა ცალცალკე იარსებებენო ამბობს იქ და და როგორც წინაზე ისე შემოდგომის ბოლოსკენ გამოვა MW და მომავალ წელს სავარაუდოდ მარტში გამოვაო მეორე ვარზონა MW2-ის იარაღებით. მე მეგონა რომ MW2-ის იარაღებს და ბირთვს გამოიყენებდნენ და დატოვებდნენ საკუთარი, და მერე ტრეიარქი რო გამოუშვებს 2023-ში ახალ COD-ს მაგას უკვე არ ექნებოდა კავშირი Warzone-თან. ერთი ორი ლოუდაუთი მეც მაქ Vanguard-ის იარაღებით, იმ შემთხვევაში თუ პლეილისტი ისე შეიცვალა რო იძულებული გავხდი Vanguard-ის იარაღებით ვიტამაშო. ძირითადად Mp40, STG, Bren, Owen Gun და Cooper Carbine ამათ ვიყენებ. მაგრამ რადგან ძირითადად Rebirth Island-ზე ვთამაშობ მანდ MW და CW-ის იარაღებიც კარგია და თან მიჩვეული ვარ მაგათ უფრო.
  25. მეორე ნაწილს რაც შეეხება ვარზონის ის იქნება დამოუკიდებელი თამაში როგორც ვხვდები, იმიტომ რომ ეს პირველი თავიდან MW-ს ძრავაზე ხო გამოვიდა მერე Cold war-ს რო მიაბეს პრობლემები იყო, ახლა კიდე Vanguard-ს რო მიაბეს კიდე უფრო მეტი პრობლემა ქონდათ განსაკუთრებით კონსოლებზე. ყოველმა გადაბმამ ახალ თამაშთან მტკივნეულად ჩაიარა მოკლედ, ამიტომ ის იქნება დამოუკიდებელი მე როგორც გავიგე. Fara-ს რაც შეეხება თავის დროზე მართლაც მეტა იყო ერთი პერიოდი მაგრამ ახლა ნორმალური ავტომატია, ცუდი არაა მაგრამ ტოპიც არაა. Jgod როა იუტუბერი ეგ პოსტავს ყოველთვის ვიდეოებს სადაც ახსნილი აქვს რომელი იარაღია ამ მომენტისთვის საუკეთესო თავის კატეგორიაში, რომელი იარაღის მონაცემები გააძლიერეს დეველოპერებმა და რომლის შეამცირეს რო იცოდე რა იარაღებით ითამაშო. მე Kilo141 მევასებოდა და MW რო იყო აქტუალური ბოლო სეზონებში სწორედ ეგ იყო მეტა და სადღაც 1400 ან მეტი ქილი მაქ ამ ავტომატით და მაგის მერე მაგრა დაასუსტეს და ახლა საშუალო დონის ავტომატია, AK47 Cold War-ის და XM-4 ამ ორიდან ერთ ერთს ვირჩევ საშუალო მანძილებზე, ახლოსთვის Ots ან Bullfrog და სნაიპერისთვის Swiss. ბოლო დროს ძირითადად ამათ დავუმუღამე. ისე ახალ განახლებაში კარგი რაღაცები დაამატეს. ის თოკები როა რომელი ცაში აგიყვანს ეგ მომეწონა სულ პრობლემა იყო დიდ მანძილებზე გადაადგილება, იძულებული იყავი ტრანსპორტი გამოგეყენებინა. ერთი ის ბობმდამშენიც უნდა ვნახო მაგრამ ეგ მგონი მარტო ვანგუარდ მოუდშია.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.