Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5411
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. მოვრჩი ვიდეს ყურებას. მოკლედ ის რომ ჩანთა გექნება სადაც შეზღუდული გაქვს სლოტები და უნდა აკონტროლო რას ჩაიდებ ჩანთაში ეგ მომეწონა რაღაც პონტში, იმიტომ რომ ერთდროულად შეგიძლია სხვადასხვა ტიპის ასაფეთქებლები გქონდეს. ვერ ვხვდები რატო უნდა იყო შეზღუდული მაგალითად მარტო სემტექსით ან პროქსიმიტითი და რატო არ უნდა შეგეძლოს ორივე გქონდეს. მაგრამ გეიმფლეის რო დავხედე აშკარად უფრო პაბჯის ემსგავსება, რაც არ მომწონს პასიური თამაში და საათიანი დალლუთვები უფრო იქნება სადაც იშვიათად თუ შეეჩეხები მოწინააღმდეგეს. ზონაც ძან ნელა პატარავდებაო როგორც JGOD მა თქვა მაგრამ, იმედია გაითვალისწინებენ შენიშვნებს და სანამ თამაში გამოვა კია მგონი კიდევ ნახევარი წელი დარჩენილი და მანამდე გააუმჯობესებენ.
  2. Wazrone 2 მიმოხილვა JGOD-ისგან, რუქა არ ჩანს ცუდი საკმაოდ დიდია, მაგრამ მეც აშკარად პუბჯის ვამსგავსებ რო ვუყურებ. იმედია პაბჯიში როა ისე არ იქნება შუა თამაშში სკოუპების და სხვა ათაჩმენტების პოვნა და იარაღირს აწყობა შუა თამაშში.
  3. ერთი იარაღის ათაჩმენთებზე ვუყურე ვიდეოს და ეგ მომეწონა რომ ყველა იარაღი ცალცაკლე არ გექნება გასაქაჩი რო გახსნა ყველაფერი. კარგია რო ერთი და იგივე ნაწილები ერთზე რო გახსნი მეორეზეც ავტომატურად გაიხსნება. სლაიდ ქენსელის ამოღება გამიხარდა, მაგრა მეჯავრება ეგეთი თამაში. სხვაზე ჯერ არაფერი ვიცი და ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ მაინც მეეჭვება ჩემმა სისტემამ გაქაჩას Warzone 2 და MW2-ში კი ამოდენა თანხის გადამხდელი მე არც ვარ რომც მიქაჩავდეს სისტემა.
  4. George შენ გეცოდინება მუსიკალური კლიპები რომელ ტორენტზე ჩითავს? მაღალი გარჩევადობით? 5.1 აუდიო დაროჟკა რო ქონდეს და მაღალი ბიტრეიტი.
  5. მე კარიერას და ულტიმეიტს საერთოდ არ ვთამაშობ, ფიფას მარტო მაშინ ვრთავ როცა მეგობრები დამადგებიან და მაგიტო მუღამი აქ როცა აქტუალური შემადგენლობით თამაშობ. მშვენიერი ხვიჩა გამოუვიდა ვიღაცას.
  6. რავი მაშინ ხელით გადმოვიყვან ფეხბურთელებს და შევქმნი კვარას. 23-ში წესით უნდა იქნეს, და ვნახავ რა მონაცემები აქვს ან ინტერნეტში იყო რაღაც მონაცემები და მაგის მიხედვით ვიზამ.
  7. კვარას ჯანდაბას ან შევქმნი ჩემით ან მოდებით რუსულ პრემიერ ლიგას გადმოვწერ და მანდ ხო იქნება და იქიდან მერე ტრანსფერით გადმოვიყვან, უბრალოდ ზაფხულის ტრანსფერები მინდა ტოპ კლუბებში მაინც. მეზარება ყველაფრის ხელით ჩალიჩი, თუ არ აპირებენ ჯანდაბას ვიზამ ხელით ან მოდებს გადმოვწერ.
  8. ზაფხულის ტრანსფერებს არაფერი ეშველება? ზამთრის ტრანსფერები, სატრანსფერო ფანჯრის დახურვიდან 2-3 დღეში უკვე დამატებული იყო თამაშში და ახლა რას შვებიან? რახან 23-ის გამოსვლა მოახლოებულია არ უღირთ 22-ში ტრანსფერების გაკეთება?
  9. დეიდაშვილის კომპზეც მასე შვება და EA'ს საფფორთმა რაღაც პროცესი უშლისო ხელს. ვარზონაზეც დაახლოებით მსგავსი პრობლემა მქონდა ჩემ კომპზე მას შემდეგ რაც ვინდოუსი გადავაყენე რამდენიმე კვირის წინ და ერთ ლინკზე ვნახე ინტრუქცია რა უნდა გამომერთო და ეშველა, შეილება ფიფაზეც იმუშაოს იგივემ. https://quoramarketing.com/fix-warzone-crashing-on-startup-with-no-errors-after-recent-update/
  10. https://quoramarketing.com/fix-warzone-crashing-on-startup-with-no-errors-after-recent-update/ ამ ლინკმა მიშველა და ძლივს ჩავრთე როგორც იქნა, მაგრამ ეს რა უქნიათ რებირსზე საღამოა და ვერ მივეჩვიე ჯერ რო დაბნელდა ვერ ვამჩნევ ადამიანებს ადვილად.
  11. პაროლი მახსოვდა ამიტომ მაგ მეილით და პაროლით შევძლი შესვლა და ახალი მეილით ჩანაცვლება შემდეგ პროფილიდან. ისეთი არეული ვარ ეს დღეები რო მეილი რო მომწერე მაშინ ეგრევე ვერ მოვწვი ასე თუ შემეძლო გაკეთება. მადლობა George დახმარებისთვის. დახურეთ თემა
  12. სკრინს თუ ჩამიგდებ გეტყვი რა წერია. ეგ ნარკოშაც ძან მაგარი პერსონაჟი იყო ისე. ვნახე ახლა Seulgirowun Gamppangsaenghwal ეგ წერია ზედა მარცხენა კუთხეს თუ გულისხმობ. სხვა სერიალებზეც მასეა ხოლმე სახელი წერია ფილმის. თუ უფრო კონკრეტულად გაინტერესებს: 슬(seul) 기(gi) 로(ro) 운(wun) 감(gam) 빵(ppang) 생(saeng) 활 (hwal)
  13. კი სონ დონ ილი ძან მაგარი მსახიობია. ჯინჯუც კი ტიპია, თუ ეგ თამაშობს სადმე ვიცი რო არ მოვიწყენ მაგ ფილმის ყურებისას.
  14. ამ ვარზონის აქაუნთის გაყიდვა სად შეილება ხო არ იცით? და რა ფასი უნდა დავადო? ვარზონასთან ერთად მაქვს Modern Warfare 2019-ის. გახსნილია ბლომად ოპერატორი სხვადასხვა სკინებით. ბლომად იარაღი არის ბოლომდე ალეველებული და ბლუპრინტებიც ოხრად არის. დამატებით 2100 COD Point ანგარიშზე.
  15. ძალიან მაგარი სერიალია, ჩემთვის ტოპ 10 კორეულ სერიალში შედის. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, აქტინგი, სიუჟეტი, საუნდტრეკები. მე Extraordinary Attorney Woo-ს ყურება დავიწყე, აუტიზმით დაავადებულ ადვოკატზეა. მთავარო როლის შემსრულებებლი Park Eun Bin, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მსახიობია, დანარჩენი ქასთი გასაოცარი არაა მაგრამ ცუდიც არაა. ძან კარგი შეფასებები აქვს სერიალს და დარწმუნებული ვარ არ დამაღალატებს.
  16. იმენა ვირთხები ყოფილან ეს სტრიმერები. ერთი სტრიმერი მაინც არის ვინც არ ჩეთერობს? https://www.youtube.com/c/CallofShame/videos ტიპები ჩეთერობენ პირდაპირ ლაივსტიმისას, ბრმაც კი შეამჩნევს ამას და არავის დაუბლოკია, არადა ჩემ მეგობარს რომელმაც არც კი იცის ჩეთი როგორ დააყენოს კომპზე სამუდამო ბანი დაედო. გავიგე მაიკროსოფტს არ ევასებაო ჩეთერები და იმედია ეგენი მაინც მოუღებენ ბოლოს ამ სტრიმერების პარპაშს JGOD-ზეც კი დამეკარგა წარმოდგენა. ტიპი არამგონია აიმბოტებს და მასეთ რაღაცებს იყენებდეს მაგრამ დიდი შანსია რო VPN-ს იყენებს სუსტ ლობიში მოსახვედრად. ტიპს ბოლო 7 დღის სტატისტიკით 3.28 KD აქვს მე კიდე 0.78 KD მაქვს და ტიპი ძირითადად 0.7-დან 1-მდე KD ლობიში ხვდება. მე საერთოდ 1.4 და 1.5 ლობიშიც ჩამაგდო რამდენჯერმე როცა ის სულ ერთხელ მოხვდა 1.3იან ლობიში, მაგის გარდა 1.07-ზე მაღალ ლობიში არ მოხვედრილა ბოლო დღეებში. 12 აგვისტოს რაც მოიგო 0.7-დან 0.87-მდე იყო ყველა ლობის KD ერთის გარდა რომელიც 0.98 იყო. რა პრინციპით უნდა მოახვედროს Skill based matchmaking-მა 0.7იან ლობიში 3.2იანი გეიმერი? https://postimg.cc/CdSV9VmP https://postimg.cc/3dwQJFM2 https://cod.tracker.gg/warzone/match/18433911199194369487?handle=JGOD%234105923 აი ეს არის ამ ვიდეოში ასახული თამაშის მონაცემები. 1.04KD ლობის ცხადია მოიგებდა სქუადი რომელში 3.2 და 7.2 KD იანი მოთამაშეები არიან. მის მეწყვილეს Kei Karuizava-საც ძალიან მაღალი KD აქვს. ტიპს მესამე სეზონში 2.73 ქონდა KD ჯამში 12 მოგებით, მეოთხე სეზონში 7.24-ზე ავიდა 207 მოგებით. მის ლობისაც რო გადავხედე იგივე სიტუაციაა, ძან იშვიათად თუ ხვდება 1 KD-ზე მაღალ ლობიში. ეს იგივეა დიდები რო 10 წლის ბავშვებს ეთამაშებიან ფეხბრუთს და რო უხარიათ პატარები ბურთს რო ვერ ართმევენ
  17. გამოსახულება ინტეგრირებულზეა თუ ვიდეოკარტაზე? ჩემს ძველ პროცს ინტეგრირებული ვიდეო დაუზიანდა და არ გამოქონდა გამოსახულება, მაგრამ ვიდეოკარტა რო ჩავსვი მერე გამოჰქონდა გამოსახულება და ჯიგრულად აკეთებდა თავის საქმეს.
  18. ჯერ არა. გეიმპადი მაქ გასარემონტებელი
  19. ახლა ვათვალიერებდი პოლონური პროვაიდერის ფასებს. მე რო 40მეგაბიტი მაქვს მაგ ფასში(34₾) იქ აქვთ 600მეგაბიტი გადმოწერა და 100მეგაბიტი ატვირთვა. სადღაც 40ლარად კი საერთოდ 1 გიგაბიტი გადმოწერა და 300მეგაბიტი ატვირთვა. შემშურდა რასაც ქვია. ჩვენთან უკვე წლებია რო 100მეგაბიტია მაქსიმალური სიჩქარე და ისიც 100ლარად
  20. სკრინი შეგიძლია გაგვიზიარო? ინტერნეტში მეც ვნახე რაღაცები და დავაყენე მაგრამ არ მომეწონა.
  21. ზამთრის ტრანსფერები კი თავისთავად განაახლეს მაგრამ კვარასი იმიტომ მეშინია რომ ადრე რომ მოვიძიე საერთოდ არ იყო არსად, კარიერაშიც კი თითქმის ყველა ქართველი ფეხბურთელია ვინც საზღვარგარეთ ევროპულ გუნდებშია, კვარას გარდა. მაგრამ ის მეიმედება რომ ნაპოლი ტოპ გუნდია სერია ა-ში და ისე არ უნდა დატოვონ. ვიღაც გერმანიის მეორე თუ მესამე ლიგაში როა 59 როაქ მონაცემები ისეთი ტიპიც არის. EA-ს ფორუმზე დავსვი კითხვა მაგრამ ჯერ არ უპასუხიათ. ისე გუშინდელ ბაგზე ეგრევე მიპასუხეს.
  22. FIFA 22 პირველი ლიცენზირებული ვერსიაა რომელიც მქონია და არ ვიცი აპდეიტებზე აქ რას შვებიან. ანუ რა მაინტერესებს კვარას როდაამატებენ ნაპოლიში მაგის იმედი უნდა გვქონდეს? ხდება მასე რო ისეთი ფეხბურთელი დაამატონ რომელიც საერთოდ არ იყო თავიდან თამაშში?
  23. ეგ უნდა იყოს, ადგილობრივი ქსელი აქვთ რაცხა მაგათ ჩართული სოფელში, არასდროს მომწონდა ეგ პროვაიდერი, ადრეც რაცხა სისულელეები შემინიშნავს.
  24. ერთი მომენტი შემიშვა მერე და ვიყიდე კიდეც ფიფა მაგრამ მერე ისევ დაიწყო თუ ბანია რატო მახარჯიებენ თანხას მითხრან პირდაპირ რო ბანი დამადეს ან რატო დამადეს თან პაროლის შეცვლის მეილები მომდის ჩვეულებრივ და ვცვლი პაროლს. აი ახლა ვცადე პაროლი შევცვალე და შემიშვა ჩემი კომპიდან, დღისით დეიდაშვილის კომპზე რო ვცადო შეილება არ შემიშვას ისევ. ჩემ კომპზე ხან მიშვებს ხან არა.
  25. რა ჯანდაბა უნდა ამ EA-ს ვერ გამიგია, დავარეგისტრირე ერთი აქაუნთი, გადმოვწერე ორიჯინი. სწორად შემყავს მონაცემები არ მიშვებს, კაი ჯანდაბას ვთქვათ შემეშალა, მივეცი პაროლის შეცვლა მაინც იგივეა ახალ პაროლზეც. შევქმენი მეორე აქაუნთი სხვა მეილზე იგივე პრობლემა მაქვს, შევქმენი მესამე აქაუნთი იგივე პრობლემაა. ასეთი აბსურდი ჯერ არ მინახავს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.