Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5868
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. ინსტიტუციონალურმა პლატფორმა Bakkt-მა განაცხადა, რომ დაასრულა SPAC VPC Impact Acquisition Holdings-თან გაერთიანების პროცესი. 18 ოქტომბრიდან დაიწყო მისი აქციებით ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) ტიკერით - BKKT. „ბიზნესის გაერთიანების შესახებ გარიგების დასრულება გვაძლევს აუცილებელ კაპიტალს, რათა გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ყველაზე უკეთ ვაკეთებთ - ეს ინოვაციებია. ჩვენ კვლავ ორიენტირებულნი ვართ მეტი ფართო პარტნიორული ეკოსისტემის შექმნაზე, აგრეთვე ციფრული აქტივების დიაპაზონის გაფართოებაზე, რომელთაც მომხმარებლებს ვთავაზობთ“ - განაცხადა Bakkt-ის გენერალურმა დირექტორმა გევინ მაიკლმა. 14 ოქტომბერს VPC Impact Acquisition Holdings-ის აქციონერებმა რიგგარეშე კრებაზე დაამტკიცეს Bakkt-თან შერწყმა. ამომრჩეველთა 85%-მა მხარი დაუჭირა გარიგებას. გარიგებიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 448 მილიონი აშშ დოლარი, თანხები გამოყენებული იქნება პლატფორმის შემდგომი განვითარებისა და მარკეტინგული ძალისხმევისათვის. გაერთიანებული კომპანიების ღირებულებაა 2.1 მილიარდი აშშ დოლარი. Bakkt-მა SPAC-თან შერწყმა მიმდინარე წლის იანვარში დააანონსა. ინიციატივის ფარგლებში პლატფორმამ გენერალურ დირექტორად დანიშნა გევინ მაიკლი, რომელსაც ადრე Citibank-ის სამომხმარებლო განყოფილების ტექნიკური დირექტორის თანამდებობა ეკავა. ფინანსურმა კორპორაცია Intercontinental Exchange-მა, რომელიც NYSE-ს ფლობს, Bakkt წარადგინა 2018 წელს. პლატფორმა განკუთვნილია ოფციონებით ვაჭრობისთვის, აგრეთვე ანგარიშსწორებისა და მიწოდების Bitcoin-ფიუჩერსებისთვის. მიმდინარე წლის მარტში Bakkt-მა გამოუშვა მობილური აპლიკაცია, რომელიც პირველი კრიპტოვალუტის შენახვის, შეძენის და გაყიდვის საშუალებას იძლევა. ციფრული საფულე ხელმისაწვდომია iOS- და Android-პლატფორმებზე. ივლისში კომპანია Block.One-ის პროექტ EOS-ის ავტორმა, კრიპტო ბირჟა Bullish-ის ოპერატორმა განაცხადა SPAC-თან შერწყმის შესახებ. სტრუქტურების გაერთიანების ღირებულება დაახლოებით 9 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა. https://tinyurl.com/3ay5wpm3
  2. 15 ოქტომბერს Alienware-ს 25 წელი შეუსრულდა. კომპანია 1996 წლიდან დაკავებულია მაღალი წარმადობის გეიმინგ სისტემების შექმნით, რომლებიც კონკურენტებს შორის ყოველთვის გამოირჩეოდა არა მხოლოდ „შიგთავსით“, არამედ უნიკალური დიზაინით. იუბილესთან დაკავშირებით Alienware-მა განაცხადა, რომ განახლდება ფლაგმანური დესკტოპ კომპიუტერი Aurora, რომელიც კომპანიაში ინოვაციის სიმბოლოდ ითვლება. 2004 წელს Aurora ALX გახდა პირველი გეიმინგ სისტემა, რომელშიც მაღალეფექტური თხევადი გაგრილება იქნა გამოყენებული. წყარო: Alienware, Dell Technologies განახლებულ Alienware Aurora-სთან მიმართებაში კომპანიამ სერიოზულად იმუშავა კონსტრუქციაზე და განაახლა საფირმო დიზაინ Legend-ის კონცეფცია. განხორციელდა შიდა სივრცისა და კომპონენტების რეორგანიზაცია წვდომის გამარტივების მიზნით, გაუმჯობესდა ვენტილაცია და აკუსტიკური მახასიათებლები. Aurora R12-სა და R10-თან შედარებით კორპუსის შიდა სასარგებლო მოცულობა 50%-ით გაიზარდა გარე ზომების მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. ამჯერად მხარდაჭერილია ოთხ ერთეულამდე 120-მილიმეტრიანი ქულერისა და თხევადი გაგრილების სისტემების მეტი ვარიანტის განთავსების შესაძლებლობა. წყარო: Alienware, Dell Technologies გადაკეთდა ფრონტალური პანელი, ახალი, ფიჭის ფორმის უჯრედული სტრუქტურა უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადის დინების ეფექტურობის ამაღლებას. განახლებული Aurora 16%-ით ნაკლებად ხმაურიანია მოლოდინის რეჟიმში, 9%-ით - დიდ დატვირთვაზე მუშაობისას და 15%-ამდე - აჩქარებისას. ასევე შემცირდა ტემპერატურა, გაიზარდა მაქსიმალური წარმადობა, იდენტურ პირობებში პროცესორის ტემპერატურა შემცირდა 3%-ით, GeForce RTX 3090-ის გრაფიკული ქულა კი 3DMark TimeSpy-ში 5%-ით გაიზარდა. Alienware მომხმარებლებს პირველად სთავაზობს გამჭვირვალე მარცხენა პანელს, რომლის მიღმა ჩანს კომპონენტები და რვაზონიანი რეგულირებადი AlienFX განათება. ახალ კომპიუტერებს აგრეთვე აქვს დამატებითი მაგნიტური სახურავი, რომელიც ფარავს სადენებს და პორტებს უკანა პანელზე. განახლებული Alienware Aurora-ს ფასები და გაყიდვის დაწყების თარიღები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://tinyurl.com/fjmcazev
  3. კომპანია ASUS-მა გამოუშვა ProArt PA329CV მონიტორი, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალი მომხმარებლებისთვის, კონტენტის შემქმნელებისათვის, დიზაინერებისთვის და ა.შ. მოწყობილობას აქვს 32-დუიმიანი IPS მატრიცა. ფოტოების წყარო: ASUS პანელი შეესაბამება 4K ფორმატს (3840 × 2160 პიქსელი) და ფლობს HDR10-ის მხარდაჭერას. ხელმისაწვდომია ფერთა გადმოცემის ქარხნული კალიბრაცია (∆E < 2, Calman Verified), ასევე 100%-იანი sRGB ფერთა გამა და Rec. 709. მონიტორს აქვს VESA DisplayHDR 400 სერტიფიკაცია: სიკაშკაშის მაჩვენებელი აღწევს 400 კდ/მ2-ს, კონტრასტულობა - 1000:1-ს, დინამიური კონტრასტულობა - 100 000 000:1-ს. მატრიცის რეაგირების დრო 5 მილიწამია (GTG), კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. მოდელი ProArt PA329CV აღჭურვილია 2-ვატიანი დინამიკებით, აქვს სტანდარტული აუდიო ჰაბი და USB Type-C პორტი დაკავშირებული მოწყობილობისთვის 90 ვატი ენერგიის გადაცემის შესაძლებლობით. აგრეთვე ხელმისაწვდომია DisplayPort 1.2, ორი HDMI 2.0 ინტერფეისი და ოთხი USB 3.1 პორტი. სადგამი საშუალებას იძლევა რეგულირდეს დახრის კუთხე და ეკრანის ბრუნვადობა. გარდა ამისა, შესაძლებელია სიმაღლის ცვლილება 130 მილიმეტრის ფარგლებში. პანელი გამოიყენება ალბომის და პორტრეტის რეჟიმში. https://tinyurl.com/3rzfuanz
  4. Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ (Jack Dorsey) განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებული კომპანია Square აპირებს ააგოს Bitcoin-ის მაინინგის საკუთარი სისტემა. ამისთვის შემუშავდება ახალი აპარატული არქიტექტურა და უფასო პროგრამული უზრუნველყოფა ღია კოდით. წყარო: reuters.com Square მსგავს მიდგომას უკვე იყენებს Bitcoin-ისთვის განკუთვნილი აპარატული საფულის შექმნასთან მიმართებაში, რომელზე მუშაობა ზაფხულის მიწურულს დაიწყო. მაინინგ-სისტემის შექმნა, რა თქმა, უნდა, ბევრად რთული ამოცანაა - როგორც დორსიმ განმარტა, არასტანდარტული ჩიპების შემუშავება მეტად ძვირი ჯდება. ეს იქნება ახალი სფერო საგადახდო კომპანიისთვის, რომელიც ყოველთვის კრიპტოვალუტების მომხრე იყო. Square-ის ხელმძღვანელს ჯერჯერობით არ გაუსაჯაროვებია დეტალები, თუ როგორ იმუშავებს ახალი სისტემა. პროექტის მთავარი მიზანია მაინინგი უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გახდეს მეტი ადამიანისთვის, რამაც შეიძლება გადაჭრას კრიპტოვალუტის მოპოვებასთან დაკავშირებული ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. პირველი გამოწვევა არის ენერგიის ჭკვიანური გამოყენება: მაქსიმალური ეფექტურობა და განახლებადი წყაროები. და ეს მოითხოვს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფაში. დორსი მეორე პრობლემად მიიჩნევს თანამედროვე მაინინგ-სისტემების სირთულის მაღალ დონეს, მათ შორის სპეციალიზებულ აღჭურვილობასა და კომპიუტერის მეშვეობით მაინინგის შემთხვევებში. დორსი დარწმუნებულია, რომ იდეალურ შემთხვევაში თანამედროვე მაინინგ სისტემა მუშაობისთვის მზად უნდა იყოს ქსელში შეერთებისთანავე. დაბოლოს, ის მიიჩნევს, რომ თანამედროვე ბაზრის კიდევ ერთი პრობლემაა ის ფაქტი, რომ ძალიან ცოტა კომპანიაა დაკავებული აპარატული გადაწყვეტილებების შემუშავებით. ეს იწვევს კომპონენტების დეფიციტს და ფასების დაუსაბუთებელ ზრდას. https://3dnews.ru/1051432/dgek-dorsi-reshil-sozdat-sobstvennuyu-sistemu-mayninga-bitkoina
  5. კომპანია MSI-მ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა თიზერი Intel Z690 სისტემურ ლოგიკაზე დამყარებული სამომავლო დედა დაფების ფოტოებით. სურათების ტიპური დიზაინი გვიჩვენებს MEG ACE სერიის დედა დაფას ოქროსფერი ჩანართებით, MAG Tomahawk-ს - სამხედრო სტილის დიზაინით და უცნობ მოდელს MPG სერიიდან, რომელიც უჩვეულო ღია ვერცხლისფერშია წარმოდგენილი. სავარაუდოდ, შეტყობინება გამოქვეყნდა სპეციალურ ღონისძიება The Next Playground-ზე ყურადღების მიპყრობის მიზნით, სადაც შესაძლებელია პირველად გამოჩნდეს კოდური დასახელება Alder Lake-S-ის მქონე მე-12 თაობის სამომავლო Intel Core დესკტოპ პროცესორებისთვის განკუთვნილი ახალი დედა დაფები. ღონისძიება The Next Playground 2 ნოებრისთვისაა დაგეგმილი. იმავდროულად, ენთუზიასტმა Twitter-იდან - @momomo_us-მა შეადგინა MSI-ს (და არა მხოლოდ) მრავალი მომავალი დაფის წინასწარი სია. სტატიის წერის მომენტში ჩამონათვალი მოიცავდა 24 პოზიციას, მათ შორის არის მოდელები წარმოდგენილი ორი ვერსიით, DDR4 ან DDR5 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. ფლაგმანური პროდუქტები ამჟამად სიაში მოცემულია მხოლოდ DDR5 სტანდარტის მხარდაჭერით. წყარო: Twitter @momomo_us https://overclockers.ru/blog/molexandr/show/57721/msi-opublikovala-tizer-s-fotografiyami-treh-materinskih-plat-intel-z690
  6. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Microsoft-მა დაიწყო საკუთარი სისტემის შექმნა კრისტალზე (SoC). ამაზე მიუთითებს კომპანიის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების განახლებული ჩამონათვალი, რომელშიც გამოჩნდა ცალკრისტალიანი სისტემის მთავარი არქიტექტორის თანამდებობა Surface განყოფილებაში. განცხადებაში მითითებულია აუცილებელი კვალიფიკაცია სამსახურში მიღებისთვის, აგრეთვე გარკვეული მოვალეობები. ფოტოს წყარო: HotHardware განცხადების გამოჩენის მიუხედავად Microsoft-ის გეგმების შესახებ ოფიციალური განცხადება საკუთარი პროცესორის წარმოების დაწყების შესახებ არ გაკეთებულა. ეს არის ვარაუდი, რომელიც შესაძლოა სოფთვეარ-გიგანტის გეგმებს არ ემთხვეოდეს. ასეა თუ ისე, საკუთარი ძალებით პროცესორების წარმოება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა Microsoft-ისთვის. Apple-ის მაგალითი, რომელმაც iPhone-ებისა და iPad-ებისთვის განკუთვნილი საკუთარი პროცესორების წარმოებაში წარმატებას მიაღწია, კარგ ორიენტირს წარმოადგენს. „გატაცებულნი ხართ მოწინავე ტექნოლოგიებითა და გაჯეტებით? Surface-ის გუნდი ნათელს ფენს Microsoft-ის გამოცდილებას მომავალი თაობის მოწყობილობების მეშვეობით. ჩვენი სტრატეგია არის პროდუქტიულობისა და მობილობის შერწყმა ისეთ მოწყობილობებთან, რომლებიც ახალ გამოცდილებას იძლევა, ეხმარება ადამიანებს და ორგანიზაციებს გამოავლინონ თავიანთი შემოქმედება და იყვნენ კრეატიულები “, - ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში. ფოტოს წყარო: HotHardware განცხადებაში ასევე ნახსენებია, რომ ცალკრისტალიანი სისტემების არქიტექტურის განყოფილება მთლიანად პასუხისმგებელია SoC-ის მახასიათებლებისა და შესაძლებლობების განსაზღვრაზე, რომლებიც გამოყენებული იქნება Surface სერიაში. განცხადება შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ Microsoft ეძებს თანამშრომელს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს Surface მოწყობილობების პერსონალური პროცესორების და არა საკუთარ SoC-ების შემუშავებას. https://3dnews.ru/1051444/microsoft-veroyatno-rabotaet-nad-sozdaniem-sobstvennogo-protsessora
  7. ბოლო კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასები კვლავ იზრდება და მათმა ჯამურმა საბაზრო კაპიტალიზაციამ უკვე გადაჭარბა Apple-ის კაპიტალს. იმ დროს, როდესაც ხსენებული კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაცია 2.33 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, Bitcoin-ის რალის შედეგად კრიპტოვალუტების საერთო კაპიტალიზაციამ 2.37 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია - აცხადებს Independent. მას შემდეგ, რაც ჩინეთში კრიპტოვალუტები აიკრძალა, მათ უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სალვადორი, კუბა და პარაგვაი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებების რეალური შედეგები ჯერ კიდევ უცნობია, ის მაინც შვებაა კრიპტოვალუტების მოყვარულთათვის, როგორიცაა Twitter-ის გენერალური დირექტორი ჯეკ დორსი, რომლის ბიზნესი კრიპტო რევოლუციისთვის ემზადება. კრიპტოვალუტების ღირებულების ბოლოდროინდელი ზრდა ასევე შეესაბამება ინდუსტრიის ექსპერტების პროგნოზებს, აცხადებს Independent. მიმდინარე წლის დასაწყისში, როდესაც კრიპტობაზრები აკრძალვების ფონზე მოიშალა, ექსპერტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ვალუტები წლის ბოლომდე ყველა დროის ახალ ზღვარს დაუბრუნდებოდნენ. დღეისათვის Bitcoin-ის ფასი 57369 აშშ დოლარს უტოლდება, რაც არც ისე განსხვავებულია წლის დასაწყისში არსებული 64 ათას აშშ დოლარიანი რეკორდული მაჩვენებლისგან. სხვა კრიპტოვალუტების კურსი, როგორიცაა Ethereum, Binance Coin, Ripple, ასევე გაიზარდა 4-6 პროცენტით ბოლო 24 საათის განმავლობაში. თუმცა, ეს ყველაფერი ადვილად შეიძლება დაიშალოს, როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა. მაგალითად, Bitcoin დაეცა ღირებულებით პირველ დღეს, როდესაც სალვადორმა ის ქვეყნის ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა. საინტერესოა ის, რომ ბოლო პერიოდის გამოფხიზლებამ ასევე შეუწყო ხელი ძირითად მოთამაშეებს თავიანთი ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში. მაგალითად, კანადური კრიპტო მაინინგ კომპანიის ქონება 600 პროცენტით გაიზარდა, როდესაც მისი, 39.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ების ფასმა 250 მლნ აშშ დოლარამდე მოიმატა. ჯეკ დორსის საგადახდო სერვის Square-ის ღირებულებაც გაიზარდა 220 მლნ აშშ დოლარიდან 442 მილიონამდე, თუმცა ყველაზე დიდ ყურადღებას კომპანია Tesla იმსახურებს. ცნობილია, რომ მეორე კვარტალში კომპანიამ 128 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა მათი გაყიდვით. თუკი კომპანიის კრიპტო კაპიტალი წლის დასაწყისში ფასდებოდა 1.5 მლრდ აშშ დოლარად, ამჟამად მან 2.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ანუ, ღირებულების წმინდა ზრდა იყო 1 მილიარდი აშშ დოლარი, რაც, სხვათა შორის, შეესაბამება იმდენივე მოგებას, რაც კომპანიამ მიიღო მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 200 ათასზე მეტი ავტომობილის გაყიდვის შედეგად. https://overclockers.ru/blog/amv212/show/57580/independent-bitkojn-uvelichivaet-rynochnuju-stoimost-kriptovaljutnyh-kompanij-ostavlyaya-apple-v-teni
  8. 20 წლის შემდეგ Xbox-ის პირველი კონსოლის ავტორმა Seamus Blackley-მ გადაწყვიტა გაეზიარებინა ამ დრომდე უცნობი და საინტერესო დეტალები. მისი თქმით, კომპანია Microsoft-ის პირველ კონსოლში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო AMD-ის და არა Intel-ის მიერ წარმოებული პროცესორი. როგორც აღმოჩნდა, თავდაპირველად დეველოპერებისთვის განკუთვნილი ყველა კომპლექტი, რომლებზეც იქმნებოდა მათ შორის Xbox-ის ანონსის დემო სცენები, მუშაობდა AMD-ის პროცესორის მქონე პლატფორმაზე. მაგრამ 2001 წლის 7 ნოემბერს ლას-ვეგასში გამართულ გამოფენა CES 2001-ზე მოხდა Xbox-კონსოლის წარდგენა Intel-ის პროცესორითა და NVIDIA-ს გრაფიკული ჩიპით. მთავარი კომპონენტების ცვლილების გადაწყვეტილება ბილ გეითსმა ფაქტობრივად ანონსის წინ მიიღო მას შემდეგ, რაც მას წინადადებით მიმართა Intel-ის იმდროინდელმა გენერალურმა დიექტორმა ენდრიუ გროუვმა. Seamus დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა ტექნიკური, არამედ წმინდა პოლიტიკური მიზეზებით. იგი იხსენებს, რომ ზემოთხსენებულ გამოფენაზე დარბაზის წინა რიგებში AMD-ის ინჟინრები ისხდნენ და ამბობს, რომ ვერასდროს დაივიწყებს მათ სევდიან სახეებს. Seamus Blackley არ აცხადებს, AMD-ის კონკრეტულად რომელი პროცესორი იყო მოცემული Microsoft Xbox-ის პირველ პროტოტიპში, თუმცა მისი სერიული ანალოგი იმ დროს AMD-ის ხაზში უნდა ყოფილიყო. მომდევნო კონსოლ Xbox 360-ში გამოყენებულ იქნა უკვე PowerPC-ის და არა Intel-ის პროცესორი. 2013 წლიდან კი პლატფორმა Xbox One მთლიანად გადავიდა AMD-ს ჩიპებზე. https://overclockers.ru/blog/RaddaR/show/57586/sozdatel-pervoj-pristavki-xbox-rasskazal-pochemu-v-nej-dolzhen-byl-stoyat-processor-amd-a-ne-intel
  9. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters აცხადებს, გერმანულ ავტოკონცერნ BMW-ს გენერალურმა დირექტორმა ოლივერ ციპსემ ოფიციალურად დაადასტურა კომპანიის მზაობა - შეწყვიტოს შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვა. საუბარი არ ეხება ხვალინდელ დღეს, დაგეგმილ 2030 წლამდე კიდევ დიდი დროა, თუმცა პერსპექტივები სავსებით ნათელია. ამგვარი ტენდენციები მთელ ევროპაში შეინიშნება, რადგან ევროპარლამენტში უკვე დიდი ხანია მოიხსენიება 2035 წელი, როგორც შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვის ბოლო ვადა. მოსალოდნელია, რომ ამ დროისთვის განხორციელებული იქნება ელექტრომობილებზე სრულად გადასვლა მეორადი ბაზრისთვის რაიმე ზიანის მიყენების გარეშე. მიზეზი მარტივია და იგი გამოწვეულია არა იმდენად ეკონომიკური მოსაზრებებით, არამედ ეკოლოგიური ხასიათის საკითხებით, რაზე საუბარსაც არ წყვეტს მთელი მსოფლიო. თავის მხრივ ციპსემ განაცხადა, რომ კომპანია სრულ მზადყოფნაშია, თუკი შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვას ტაბუ დაედება რომელიმე ცალკეულ რეგიონში ან ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე. ამავე დროს, ეს არ ნიშნავს შიდაწვის ძრავზე მომუშავე მოდელების წარმოების სრულ შეწყვეტას. ისეთი გიგანტებისგან განსხვავებით, როგორებიცაა Volkswagen და General Motors, საკითხის ამგვარად დაყენება BMW-სთვის აქტუალური არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია ნებისმიერ მომენტში საპირისპიროდ შეიცვალოს. ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანიაში რეალურად აფასებს სიტუაციას და ანგარიშს უწევს გეგმას, რომ 2030 წლისთვის ელექტრომობილების წილი მთლიანი ბაზრის მინიმუმ 50% იქნება. https://overclockers.ru/blog/IT-Budgetnik/show/57581/kompaniya-bmw-podtverdila-svoju-gotovnost-k-polnomu-zapretu-avtomobilej-s-dvs-v-evrope-s-2030-goda
  10. ბაზარზე Bitcoin-თან დაკავშირებული სიტუაცია არ ჰგავს ეკონომიკურ bubble-ს - 2023 წლისთვის აქტივის კოტირებები შესაძლოა 100 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ განაცხადა აქტივების მართვის კომპანია Fidelity Investments-ის მაკროეკონომიკური კვლევების ხელმძღვანელმა ჯურიენ ტიმერმა CNBC-სთან საუბრისას. CoinGecko-ს თანახმად ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა 40%-ით. 14 ოქტომბერს კოტირებები გაიზარდა 58 ათას აშშ დოლარზე მეტად. სტატიის წერის დროს ციფრული ოქრო იყიდებოდა დაახლოებით 57900 აშშ დოლარად. ბირჟა Binance-ის BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი. წყარო: TradingView. ტიმერის თქმით, Bitcoin-ის ლოკალური აღმასვლა გამოწვეულია ორგანული სპოტ-მოთხოვნებით და არ უკავშირდება სპეკულაციებს, სწორედ ამიტომ იგი სამომავლოდ გაგრძელდება. „ეს არ არის მოკლევადიანი სპეკულაციების იმპულსი, ამიტომ გარკვეულ დონეზე დარწმუნებული ვარ, რომ საუბარი ეხება საკმაოდ მყარ მოძრაობას და არა bubble-ს, რომელიც მალე უნდა გასკდეს. მოძრაობის ტრაექტორია მიმართულია ზემოთ და ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ 57 ათას აშშ დოლარიანი დონე სპეკულანტებმა გამოიწვის“ - განაცხადა მან. ტიმერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, Bitcoin და ოქრო ავსებენ ერთმანეთს. ტოპ მენეჯერმა აღიარა პირველი კრიპტოვალუტის უპირატესობა, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ მას შეეძლოს ძვირფასი ლითონის ჩანაცვლება. ”Bitcoin-ის ემისია შეზღუდულია, ოქროს კი არ აქვს ქსელის იგივე დინამიკა, როგორც კრიპტოვალუტას, ამიტომ ლოგიკურია, რომ ციფრული აქტივი გადააჭარბებს მას. Bitcoin და ოქრო ერთი გუნდის ორი მოთამაშეა” - თქვა მან. ტიმერის აზრით Bitcoin საფრთხეს არ წარმოადგენს აშშ დოლარის და განსაკუთრებით მისი, როგორც სარეზერვო ვალუტის სტატუსისთვის საფრთხეს. მას მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტის განვითარება პირიქით გარანტიას იძლევა, რომ ამერიკული ვალუტა შეძლებს საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას. Fidelity-ს წარმომადგენელის თქმით Bitcoin-ის ღირებულება არის ის, რომ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც გაცვლის საშუალება. მან ხაზი გაუსვა, რომ მრავალი თვალსაზრისით კრიპტოვალუტის ეს უნარი დამოკიდებულია Lightning Network-ის მსგავს მეორე დონის გადაწყვეტილებებზე. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Fidelity Investments-ის წარმომადგენლებმა SEC-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე წარმოადგინეს არგუმენტები Bitcoin ETF-ის დამტკიცების სასარგებლოდ. https://forklog.com/v-fidelity-sprognozirovali-rost-bitkoina-do-100-000-k-2023-godu/
  11. კომპანია AMD-მ წარადგინა RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული დესკტოპ სერიის ვიდეო დაფების უმცროსი წარმომადგენელი Radeon RX 6600. როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია ახალ ვიდეო დაფას Nvidia GeForce RTX 3060 მოდელს უპირისპირებს, რომელიც ასევე ყველაზე დაბალბიუჯეტური დაფაა ამ დროისთვის NVIDIA-ს დესკტოპ სეგმენტში. AMD-ის ახალი ვიდეო დაფა გვევლინება, როგორც გეიმინგისთვის განკუთვნილი მოდელი 1080p გაფართოების პირობებში. ქვემოთ მოცემულია Radeon RX 6600-ის ტესტირების შედეგები რამდენიმე თამაშში, რაც AMD-მ აჩვენა ახალი ვიდეო დაფის პრეზენტაციის დროს. სატესტო სისტემა მოიცავდა დედა დაფა Gigabyte X570 Aorus Master-ს, AMD Ryzen 5 5600X პროცესორს, 16 გბ DDR4-3600 ოპერატიულ მეხსიერებას და ოპერაციულ სისტემა Win10 Pro x64 19041.508-ს. თავად ვიდეო დაფას რას შეეხება, მას აქვს 8 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება 128-ბიტიანი ინტერფეისით, 28 გამომთვლელი ბლოკი (CU) და 32 მბ Infinity Cache. გრაფიკული პროცესორის გეიმინგ სიხშირე შეადგენს 2044 მჰც-ს, სიხშირე აჩქარებისას კი - 2491 მჰც-ს. Radeon RX 6600 დაფის ჯამური სიმძლავრეა 132 ვატი და უზრუნველყოფს 8.93 TFLOPs (FP32) წარმადობას. AMD-ის მთავარმა პარტნიორებმა, როგორებიცაა ASRock, ASUS, Gigabyte, MSI, PowerColor, SAPPHIRE, XFX, უკვე წარადგინეს ვიდეო დაფის საკუთარი ვერსიები. ვიდეო დაფის ოფიციალური სარეკომენდაციო ფასი 329 აშშ დოლარს შეადგენს, რეალურად კი მითითებულ ფასად მისი შეძენა უბრალოდ შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ მიკროჩიპების ბაზარზე შექმნილ სიტუაციას, მაინინგის მორიგ ბუმს და რითეილერების მადას. https://overclockers.ru/blog/goldas/show/57545/predstavlena-videokarta-amd-radeon-rx-6600-po-rekomendovannoj-roznichnoj-cene-329-dollarov
  12. კომპანია Acer-მა წარადგინა ეკოლოგიური კომპიუტერების სერია Vero, რომელშიც შედის რიგითი სამომხმარებლო ლეპტოპები Aspire Vero და კომერციული სექტორისთვის განკუთვნილი TravelMate Vero მოდელები. მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასისგან და მოთავსებულია გადამუშავებულ შეფუთვაში. Acer Aspire Vero-ს კორპუსის 30% გადამუშავებული მასალისაა, აგრეთვე კლავიატურის 50%. 15.6-დუიმიანი IPS მატრიცა Full HD გაფართოებით 99%-ით გამოდგება მეორადი გადამუშავებისთვის. ლეპტოპი დამყარებულია Intel Core Tiger Lake პროცესორებზე Intel Iris Xe გრაფიკით. პროგრამული უზრუნველყოფა VeroSense მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს გამოყენების რეჟიმი, რომელიც ოპტიმიზებულია ენერგოეფექტურობისა და ავტონომიური მუშაობის დროის მხრივ. Acer Aspire Vero-ს აქვს Wi-Fi 6-ს მხარდაჭერა, USB-C პორტი და ორი USB-A კონექტორი. ლეპტოპთან ერთად Acer-მა წარადგინა მაუსი Macaron Vero, მაუსპედი და ლეპტოპის შალითა, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგანაა დამზადებული. Acer TravelMate Vero, რომელიც ასევე ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან არის დამზადებული, განკუთვნილია ბიზნეს-მომხმარებლებისთვის. მას აქვს მე-11 თაობის პროცესორი Intel Core i7, 16 გბ DDR4 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტერაბაიტამდე მოცულობის SSD. Aspire Vero-ს მსგავსად ეს ლეპტოპიც Windows 11-ზე მუშაობს. ლეპტოპებისა და მათი აქსესუარების პარალელურად Acer-მა წარადგინა მინი პერსონალური კომპიუტერი Veriton Vero Mini, რომელშიც გამოყენებულია vPro ტექნოლოგიის მქონე Intel Core პროცესორები. საკომუნიკაციო საშუალებებიდან აღსანიშნავია Wi-Fi 6 და Wi-Fi 6E. მინი პერსონალურ კომპიუტერთან ერთად Acer-მა გამოუშვა მონიტორი Vero BR277, რომლის კორპუსის 50% გადამუშავებული პლასტმასისაა. მოწყობილობას აქვს Full HD გაფართოების IPS მატრიცა, დისპლეი დაფარულია არეკვლის საწინააღმდეგო პანელით - ComfyView. ტექნოლოგია BlueLightShield ამცირებს თვალებისთვის მავნე ლურჯ გამოსხივებას. რა თქმა უნდა, კომპიუტერის და მონიტორის შეფუთვებიც გადამუშავებად მასალას წარმოადგენს. Acer-მა ისაუბრა პროგრამა Earthion-ის წარმატების შესახებ, რომელიც არსებული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული. დღესდღეობით Acer-მა, მისი გლობალური ქვეგანყოფილებებისა და შვილობილი კომპანიების ჩათვლით, წარმატებით მიაღწია 2020 წლის მიზანს - მავნე ნარჩენები 60%-ით შეამცირა. კომპანია ამჟამად მიმართავს განახლებადი ენერგიის წყაროებზე სრულიად გადასვლისთვის საჭირო ზომებს, რაც 2035 წლისთვის უნდა შესრულდეს. Acer Aspire Vero-ს ფასი 699 აშშ დოლარია, TravelMate Vero-ს საბაზისო ვერსია მასზე 200 აშშ დოლარით მეტი ღირს. მონიტორი Vero BR277 გაიყიდება 299 $-ად, მაუსი Macaron Vero – 25 აშშ დოლარად, ეკოლოგიურად სუფთა მაუსპედი - 20$-ად, ლეპტოპის ქეისის ფასი კი 25 აშშ დოლარი იქნება. https://3dnews.ru/1051203/acer-predstavila-semeystvo-ekologichnih-kompyuterov-vero-v-nih-ispolzuetsya-pererabotanniy-plastik
  13. ედვარდ სნოუდენი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელია. მან გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის მხრიდან როგორც საკუთარ, აგრეთვე სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე განხორცილებული უკანონო თვალთვალის შესახებ. სნოუდენმა, რომელიც ამჟამად უფლებადამცველია, ამჯერად ისაუბრა სახელმწიფო ციფრული ვალუტების შესაძლო საფრთხის შესახებ, როგორიცაა ციფრული დოლარი ან ციფრული იუანი. სნოუდენი აცხადებს, რომ მსგავსი ვალუტები ხელისუფლებას აქცევს ნებისმიერი ტრანზაქციის ცენტრად: ამით ეს ვალუტები წარმოადგენს კრიპტოვალუტების დეცენტრალიზებული და ყოველგვარი გარე კონტროლისგან თავისუფალი იდეის დამახინჯებას. ასევე, ზოგიერთი უფლებადამცველი, იურისტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალუტების ფართოდ დანერგვა საშუალებას მისცემს ისეთ ტოტალიტარულ რეჟიმებს, როგორიცაა ჩინეთი, განახორციელონ დამატებითი ზეწოლა მათ მიმართ არალოიალურ მოქალაქეებზე. „ასეთი ვალუტა სპეციალურად იქმნება იმისთვის, რომ მოგაკლოთ თქვენი საკუთარი ფულის ფლობის ფუნდამენტური უფლება“ - განაცხადა სნოუდენმა, გადაჭრით დაუპირისპირდა ცენტრალური ბანკების ვალუტებს და აღნიშნა, რომ დოლარების უმეტესობა ფაქტობრივად უკვე ციფრულია (აქ მან როგორც ჩანს იგულისხმა უნაღდო ანგარიშსწორებების ჩაწერა ბანკების მონაცემთა ბაზებში). https://bit.ly/3DvQADw
  14. AMD-ის მიერ გახმაურდა „ოთხი სვეტის სტრატეგია“ - ესენია: ბირთვების არქიტექტურა, ტექნოპროცესი, პროცესორის სიხშირე და პლატფორმა. მარტივად რომ ვთქვთ, თავდაპირველად კომპანიის ინჟინრები ქმნიან ახალ მოწინავე არქიტექტურას, შემდეგ კი ახდენენ მის ოპტიმიზაციას ახალ ტექნოპროცესზე (ამჟამად ეს არის 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი). არანაკლებ მნიშვნელოვანია ტაქტის სიხშირე, გარკვეული სიმძლავრე სხვადასხვა პროგრამაში, აგრეთვე პლატფორმა, რომლის ფარგლებში განხორციელდება ეს ყველაფერი. როდესაც დიდი და პატარა ბირთვების შესახებ ჰკითხეს, AMD-ის წარმომადგენელმა ცალსახად უპასუხა: არ მოხდება ექსპერიმენტები არქიტექტურაზე მომავალ თაობაში. კომპანია გადავა უკვე დადგენილი კურსის პარადიგმაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი პროცესორები არაკონკურენტული იქნებიან. წითელი გუნდის ინჟინრებს შეუძლიათ შექმნან მაღალსიჩქარიანი და ამავე დროს მცირე ზომის ბირთვები, რომელთა წარმადობა უკეთესი იქნება, ხოლო ენერგოეფექტურობა უფრო მაღალი, ვიდრე Zen 3-ს შემთხვევაშია. აგრეთვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ 2022 წელს მომდევნო თაობის პლატფორმას (АМ5) ექნება PCIe 5.0-ს, აგრეთვე DDR5 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. ამასთან, მოწინავე გაგრილების სისტემების მფლობელებს შეუძლიათ მშვიდად იყონ - მათ თავსებადობას პირდებიან. მოსალოდნელია, რომ პირველი არქიტექტურა, რომლის ფარგლებში ყველა ხსენებული სიახლე რეალიზდება, იქნება Zen 4. ამჯერად AMD-ს არ უსაუბრია მოსალოდნელ სიჩქარის მატებასა და IPC-ზე. შესაძლოა, ჯერ ძალიან ადრეა, რადგან ახალი პროცესორების გამოსვლამდე ჯერ კიდევ მთელი წელია წინ. შეძლებს Intel მთელი ამ დროის მანძილზე ბაზარზე დომინირებას? საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ Alder Lake თაობა მაღალ წარმადობას დემონსტრირებს. AMD ბრძოლის გარეშე არ დარჩება. მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყება 3D V-Cache ტექნოლოგიის მქონე ახალი Ryzen პროცესორების გაყიდვა. მოსალოდნელია, რომ იგი ამჟამინდელ მოდელებთან შეადრებით 15%-ით სწრაფი იქნება გეიმინგში. როგორც ჩანს საინტერესო წელი გველოდება: ოპონენტები უკვე დიდი ხანია არ ყოფილან განწყობილნი ასე სერიოზულად, მათი გეგმები ასეთი შთამბეჭდავი ამ დრომდე ჯერ არ ყოფილა. https://bit.ly/3DEwA1Q
  15. Apple-ის ხელმძღვანელობამ წინა კვარტალურ ღონისძიებაზე უკვე გამოთქვა გაფრთხილება, რომ ელექტრონული კომპონენტების დეფიციტი იმოქმედებს კომპანიის სმარტფონების საკმარისი რაოდენობის წარმოების უნარზე, თუმცა მანამდე ყველაფერი ძირითადად შემოიფარგლებოდა პლანშეტებით და ლეპტოპებით. გარკვეული ცნობების თანახმად Apple იძულებული იქნება მიმდინარე წელს გამოუშვას არა 90 მილიონი, არამედ დაახლოებით 80 მილიონი უახლესი თაობის iPhone-ები. ფოტოს წყარო: Bloomberg კომპანიის გეგმების კორექტირება ტრადიციულად გაახმაურა სააგენტო Bloomberg-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მიზეზად, რამაც Apple აიძულა გეგმებისთვის გადაეხედა, მოხსენიებულია გარე ელექტრონული კომპონენტების დეფიციტი, რომელთა ნაწილს კომპანიას აწვდიან Texas Instruments და Broadcom. პირველი მათგანი Apple-ს აწვდის სმარტფონის დისპლეისთვის განკუთვნილ კვების კონტროლერებს, მეორე სპეციალიზდება სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებზე. მიუხედავად იმისა, რომ Texas Instruments-ს ჯერ კიდევ შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს თავისი პროდუქცია, Broadcom მთლიანად ეყრდნობა კონტრაქტორების მომსახურებას და სიტუაცია ამ სფეროში არ არის ნორმალური. კომპონენტების ნაკლებობა უკვე ახდენს გავლენას შეკვეთილი ახალი თაობის iPhone-ების მოლოდინის დროზე. Apple-ის ვებ-გვერდი პირველ მყიდველებს სთავაზობს შეძენილ სმარტფონებს ელოდონ დაახლოებით 1 თვე, ამჟამად ყველა მოდელი შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი არ არის გარე სავაჭრო ობიექტებში. მეოთხე კვარტალი Apple-ისთვის უნდა გახდეს მნიშვნელოვანი შემოსავლის, დაახლოებით 120 მლრდ აშშ დოლარის მიღების გენერატორი, რაც 7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ასევე აღემატება ყველა წლიურ მოგებას კომპანიისთვის ათწლიან პერიოდში. Apple-ის შესაძლებლობა, განახორციელოს Watch Series 7-სა და რამდენიმე სხვა პროდუქტის მიწოდება - ასევე დაზარალდა კომპონენტების დეფიციტის შედეგად. https://bit.ly/3vebGDx
  16. კრიპტო ბირჟა Binance-მა გამოაცხადა, რომ შექმნა 1 მლრდ აშშ დოლარიანი ფონდი Binance Smart Chain-ის (BSC) ეკოსისტემის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის. ფონდი ოთხ კატეგორიად იყოფა: ტალანტების განვითარების პროგრამა (100 მლნ $); ლიკვიდურობის სტიმულირების პროგრამა (100 მლნ $); პროგრამა დეველოპერებისთვის (300 მლნ $); საინვესტიციო და საინკუბაციო პროგრამა (500 მლნ $); ბოლო კატეგორია ორიენტირებულია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სტარტაპების დაფინანსებაზე, მათ შორის ვირტუალური რეალობისა და მეტასამყაროს სეგმენტების თამაშებისა და პროგრამების ჩათვლით. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ ახალი ფონდი დააჩქარებს ციფრული აქტივების გლობალურ მიღებას და BSC-ს აქცევს „პირველ მსგავსი ტიპის ბლოკჩეინ ეკოსისტემად მილიარდობით მომხმარებლით“. ამ სიახლის ფონზე CoinGecko-ს თანახმად ტოკენ Binance Coin-ის (BNB) ფასი ბოლო საათებში 7.7%-ით გაიზარდა. კოტირებებმა მიაღწია 428 აშშ დოლარს, ამჟამად ისინი დაკორექტებულია 426 აშშ დოლარის დონეზე. ბირჟა Binance-ის BNB/USDT-ის საათობრივი გრაფიკი. წყარო: TradingView. 2021 წლის აპრილში Binance Smart Chain ქსელში დაფიქსირდა დღეში ტრანზაქციების რეკორდული რაოდენობა - 9.13 მილიონი. იმ დროს იგი თითქმის ექვსჯერ აღემატებოდა Ethereum-ის ბლოკჩეინის მაჩვენებელს. https://bit.ly/3AAfXlT
  17. კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად დაასრულა 2012 წლიდან წარმოებული GeForce 600 და 700 სერიების ვიდეო დაფების მხარდაჭერა, ახალი დრაივერები მათთვის აღარ გამოვა. მიმდინარე კვირაში გამოვიდა დრაივერი Game Ready Drivers 496.13, რომელსაც არ აქვს არქიტექტურა Kepler-ზე დამყარებული ვიდეო დაფების მხარდაჭერა. გამონაკლისები გახდა არქიტექტურა NVIDIA Maxwell-ზე დამყარებული GeForce GTX 750 Ti, GeForce GTX 750, GeForce GTX 745. ვიდეო დაფების სრული ჩამონათვალი, რომელთა სასიცოცხლო ციკლი დასრულდა, ამგვარად გამოიყურება: NVIDIA კვლავ გამოუშვებს უსაფრთხოების განახლებებს ძველი გრაფიკული ამაჩქარებლებისთვის, მაგრამ ამიერიდან მთელი ძირითადი ყურადღება დაეთმობა Maxwell, Pascal, Turing და Ampere არქიტექტურებზე დამყარებულ ვიდეო დაფებს. პროგრამული მხარდაჭერის შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ მითითებული ვიდეო დაფები აღარ იმუშავებს. მაგრამ ახალ პროექტებზე მათი ოპტიმიზება აღარ მოხდება, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მათ წარმადობასა და სტაბილურობაზე. Kepler არქიტექტურის ვიდეო დაფები კარგად ემსახურა გეიმერებს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით GTX 660, რომელიც შეიძლება უკვე ლეგენდარულად ჩავთვალოთ, თუმცა ამ ვიდეო დაფების დრო წავიდა და წინ სიარულის დრო დადგა მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო დაფებთან დაკავშირებული ვითარება საკმაოდ რთულია. https://bit.ly/2YH4BiC
  18. Samsung-ის ნახევრადგამტარი პროდუქტების განყოფილება გეგმავს მომდევნო წელს Exynos პროცესორების მიწოდების მასშტაბი ორჯერზე მეტად გაზარდოს, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო ETNews. ითვლება, რომ ამჟამად Samsung Galaxy სმარტფონების დაახლოებით 20% დამყარებულია Exynos ჩიპებზე. phonearena.com Exynos ჩიპები ასევე გამოიყენება სხვა კომპანიების სმარტფონებში, მაგრამ ასეთი მოწყობილობების რაოდენობა ძალიან მცირეა. Samsung Exynos-ის მომხმარებელთა ბაზა ძირითადად შემოიფარგლება ჩინური ბრენდებით, როგორიცაა Vivo და Meizu. ბოლო დროს Samsung-ის საფირმო ჩიპები გააკრიტიკეს იმის გამო, რომ არ გამოირჩევიან ყველაზე გამორჩეული წარმადობითა და ენერგოეფექტურობით, აგრეთვე იმიტომ, რომ ჩიპები ცხელდება დატვირთვისას. ამჟამად, როდესაც კომპანიამ აღჭურვილობაში ARM ჩიპები მიიღო, წარმადობის დონე როგორც ფლაგმანურ, ისევე Exynos ჩიპის მქონე საშუალო დონის სმარტფონებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და, დიდი ალბათობით, მომდევნო თაობებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ინსაიდერები აცხადებენ, რომ 5G-სა და გახურებასთან დაკავშირებული პრობლემებიც უახლოეს მომავალში მოგვარდება. phonearena.com Samsung თანამშრომლობს AMD-სთან, რათა მობილურ მოწყობილობებში გრაფიკის წარმადობა ახალ დონეზე აიყვანოს. ამ პარტნიორობის პირველი შედეგი იქნება ჩიპი Exynos 2200, რომლის დებიუტი Galaxy S22 სერიის ფლაგმანურ სმარტფონებში შედგება. Samsung-ის ბევრ ხელმისაწვდომ და საშუალობიუჯეტურ მოწყობილობაშიც წარმოდგენილი იქნება საფირმო პროცესორები. ETNews არ აკონკრეტებს, გააფართოვებს თუ არა Samsung იმ ბაზრების რაოდენობას, სადაც Exynos-ვერსიის ფლაგმანური სმარტფონები გამოვა. ცნობილია, რომ Exynos 2200 ჩიპი დამზადდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. პროცესორი შედგება ერთი 2.9 GHz Cortex-X2 ბირთვის, სამი 2.8 GHz Cortex-A710 ბირთვისა და ოთხი 2.2 GHz ენერგოეფექტური Cortex-A510 ბირთვისგან. GPU-ის სიხშირეა 1250 MHz. https://bit.ly/3oXYQZ0
  19. ჩინეთში სპეციალიზებულმა სააგენტოებმა დაიწყეს იურიდიული ნორმების შესწავლა კრიპტოვალუტებით ვაჭრობასა და მაინინგთან დაკავშირებულ საქმეებში. ამის შესახებ იტყობინება Caijing Magazine საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მისი მონაცემებით მსგავსი შემთხვევებისათვის მოქმედი წესების გამოყენების ინტერპრეტაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. 24 სექტემბერს ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა ცხრა დეპარტამენტთან ერთად გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციები არალეგალურ ფინანსურ საქმიანობად დაასახელა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ხელმომწერებს შორის პირველნი უზენაესი სასამართლო, სახალხო პროკურატურა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო იყვნენ. როგორც ადრე მედიამ შეაფასა, ორასზე მეტმა კრიპტო კომპანიამ გამოაცხადა ჩინეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ ინდუსტრიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ახალი ტალღის ფონზე. ერთ-ერთი მათგანია Bitcoin-ბირჟა Huobi. პლატფორმამ ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია მატერიკული ჩინეთიდან 24 სექტემბრიდან შეწყვიტა და გამოაცხადა, რომ 31 დეკემბრამდე წაშლის ქვეყნის რეზიდენტების ყველა არსებულ ანგარიშს. Caijing Magazine-ის წყაროებმა დაადასტურეს Bloomberg-ის ინფორმაცია, რომ ჩინეთში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ბირჟის მენეჯმენტმა რეგულაციის გამკაცრებამდე მიიღო. თუმცა ცენტრალური ბანკის განცხადებამ გავლენა მოახდინა მისი განხორციელების დროზე. თავდაპირველად Huobi ჩინელი მომხმარებლების ანგარიშების ლიკვიდაციის დასრულებას 2022 წლის 30 ივნისამდე გეგმავდა, აცხადებს წყარო. კომპანიის თანადამფუძნებელმა ლი ლინმა ჩინეთიდან წასვლის გადაწყვეტილება ახსნა ოჯახზე ზრუნვით და აღნიშნა მისკენ მიმართული გამოძიება, რომელიც თვეები გრძელდება. https://bit.ly/3oTxaEC
  20. კომპანია AMD-მ შეიმუშავა ღია კოდის მქონე ტექნოლოგია GPUFORT, რათა დეველოპერებს მიაწოდოს NVIDIA CUDA-ს ალტერნატივა. ტექნოლოგია GPUFORT თავდაპირველად წარმოადგენდა Radeon Open Ecosystem-ის (ROCm) ფარგლებში შექმნილ კვლევით პროექტს, როგორც „წყაროდან წყარომდე“ თარგმნის სისტემა. ამ ეტაპზე კომპანია AMD კონცენტრირდა CUDA Fortran კოდის პროგრამულ ნაწილზე C და C++ ენებზე. CUDA-ს კოდის დიდი ბაზა ურთიერთქმედებს Python-ის კოდთან არაავტომატურ პროცესში GPUFORT-ის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ GPUFORT ტექნოლოგია ჯერ საწყის ეტაპზე იმყოფება, მას უკვე შეუძლია სინტაქსისის შემოწმების შესრულება. პროექტს შეუძლია წარმატებით გარდაქმნას CUDA კოდი და Radeon Open Ecosystem-თან თავსებადი მაღალი წარმადობის კომპიუტერული (HPC) პროგრამები Python-ის კოდის ბაზის გამოყენებით. თუმცა GPUFORT-ს გარკვეული სირთულეები აქვს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა OpenACC-ის სრული სტანდარტის გამოყენება, კოდის ნაწილის განსაზღვრა, აგრეთვე ციკლების რეორგანიზაცია. პროექტ GPUFORT-ის ღია კოდი გამოქვეყნდა GitHub-ზე MIT ლიცენზიით. https://bit.ly/3lvja1J
  21. კომპანია ASUS-მა წარადგინა რკალისებრი ფართო ფორმატის გეიმინგ მონიტორი TUF Gaming VG30VQL1A, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გამოსულ, უფრო კომპაქტურ მოდელ VG28UQL1A-ს მოგვაგონებს. მონიტორს აქვს 30-დუიმიანი VA-მატრიცა, რომლის სიმრუდის რადიუსია 1500 მმ (1500R), გაფართოება შეადგენს 2560 × 1080 პიქსელს, რეაქციის დროა 1 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 200 ჰერცი. მონიტორში რეალიზებულია ტექნოლოგია Extreme Low Motion Blur-ის (ELMB) მხარდაჭერა, რომელიც პასუხისმგებელია მოძრავი გამოსახულების გაბუნდოვნების შემცირებაზე. მწარმოებელმა კომპანიამ აგრეთვე მიუთითა, რომ მოწყობილობას აქვს ტექნოლოგია AMD FreeSync Premium-ს მხარდაჭერა, HDR10 და 127-პროცენტიანი sRGB ფერთა გამა. TUF Gaming VG30VQL1A მონიტორის ეკრანის სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 300 კდ/მ2. დისპლეის სტატიკური კონტრასტულობა შეადგენს 3000:1-ს. მონიტორის აღჭურვილობაში შედის ორი HDMI 2.0 და ერთი DisplayPort 1.2a. აგრეთვე ხელმისაწვდომია ორი USB 3.0 პორტი. კომპანია ASUS-ს ჯერჯერობით TUF Gaming VG30VQL1A მოდელის ფასი არ გამოუცხადებია. https://bit.ly/2YBs6tX
  22. კრიპტოვალუტები ჯერ კიდევ არ წარმოადგენს სერიოზულ რისკს გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სტაბილურობისთვის, მაგრამ მათი გავლენის ზრდასთან ერთად მარეგულირებელი ჩარჩო უნდა გამკაცრდეს - ნათქვამია ინგლისის ბანკის ანგარიშში. ”რეგულირება უნდა განვითარდეს საკმარისად სწრაფად როგორც შიდა, ასევე გლობალურ დონეზე, რათა აღმოიფხვრას რისკები, რომლებიც მათ [კრიპტოვალუტებმა] შეიძლება მომავალში წარმოქმნან”, - აღნიშნეს ექსპერტებმა. მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპირებენ დიდი ყურადღება მიაქციონ მოვლენების განვითარებას, მათ შორის "კრიპტოვალუტებსა და გაერთიანებული სამეფოს ფინანსურ სისტემას შორის ურთიერთობას". ამრიგად ცენტრალური ბანკი აპირებს უზრუნველყოს პოტენციური სისტემური რისკებისადმი გამძლეობა. "ფედერალური რეზერვების სისტემა მიიჩნევს, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და წინდახედულობა ამ აქტივების ნებისმიერი სახით მიღებისას", - ნათქვამია დოკუმენტში. ადრე ინგლისის ბანკის მმართველმა ენდრიუ ბეილიმ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებს არ გააჩნიათ შინაგანი ღირებულება, ამიტომ მათში ინვესტიცია სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. ივნისში მან უარყო Bitcoin-ის მსგავსება ფულთან, მაგრამ აღიარა, რომ Stablecoin-ებს ფინანსურ სისტემაში ცალკეული ნიშის გამოკვეთა შეუძლიათ. სექტემბრის ბოლოს ინგლისის ბანკმა და დედოფლის ხაზინამ გამოაცხადეს CBDC-ის ტექნოლოგიური და სხვა ასპექტების შემსწავლელი ფორუმების მონაწილეები. მათ შორის არიან Visa, Mastercard, PayPal, Google და სხვა კომპანიების წარმომადგენლები. https://bit.ly/3Bt7QbU
  23. პროექტი განპირობებულია აუცილებლობით - მთვარის მომავალი ბინადრები უზრუნველყოფილ იყვნენ საჭირო აღჭურვილობებითა და სათადარიგო ნაწილებით, რომელთა დედამიწიდან მიწოდება დიდ ხარჯებს მოითხოვს. სამ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ევროპის კოსმოსური სააგენტო გამოიყენებს მთვარეზე მარტივად ხელმისაწვდომ ლითონებს სხვადასხვა კომპონენტის წარმოებისთვის. მთვარეზე ცხოვრება შეიძლება ჯერ კიდევ შორეული კონცეფციაა, მაგრამ ეს არ ანელებს კოსმოსური ორგანიზაციების ძალისხმევას, მისთვის მოემზადონ. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) შეთანხმება დადო ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Incus, OHB System AG და Lithoz GmbH ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის, რათა დაეუფლონ 3D ბეჭდვის ტექნოლოგიას მთვარის მსგავს მცირე გრავიტაციის მქონე გარემოში. პროექტი განპირობებულია მთვარეზე იმ აუცილებელი კომპონენტების წარმოების უზრუნველყოფის აუცილებლობით, რომლებიც დედამიწიდან არ წაღებულა. ახალი ტექნოლოგია კომპონენტების დასამზადებლად იყენებს გადამუშავებულ ლითონის ფხვნილებს, რომლებიც მთვარეზე ხელმისაწვდომი იქნება. კომპანია Incus-ის საწარმოო პროცესი Metal Manufacturing (LMM) დამყარებულია ლითოგრაფიაზე, რომელიც წარმოადგენს ლითონის დეტალების წარმოებისთვის განკუთვნილ 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის სახეობას, რაშიც ფოტოპოლიმერიზაციის პრინციპი გამოიყენება. კომპანიები თვლიან, რომ ეს არის 3D ბეჭდვის მეტად ეფექტური ტიპი კონკრეტულად ზემოთხსენებულ სფეროში გამოყენებისთვის. „Incus-ისა და Lithoz-ის მიერ შემუშავებული ლითოგრაფიული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა სწრაფად და ხარისხიანად დაიბეჭდოს ნივთები ლითონებისა და კერამიკის გამოყენებით, თანაც ტექნოლოგია რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს. ეს კონცეფციები წარმატებით წარმოაჩენს თავს დედამიწაზე, ასეთი პროექტები გადამწყვეტია ტექნოლოგიური ხარვეზების ამოსავსებად და კოსმოსში წარმოების დასანერგად“ - ნათქვამია კომპანია Lithoz-ის მასალების განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებაში. პროექტი 18 თვე გაგრძელდება და გამოყენებული იქნება შეფასებისთვის, თუ რამდენად შესაძლებელია მთვარის ზედაპირზე არსებული ლითონების გადამუშავება მაღალი ხარისხის საბოლოო პროდუქტების მისაღებად ეკოლოგიურად სუფთა, ნარჩენების გარეშე არსებული პროცესის მეშვეობით. წარმატების შემთხვევაში მთვარის მისია ნაკლებად დამოკიდებული გახდება დედამიწაზე ყველა ასპექტში - საცხოვრებელი ადგილის შექმნიდან დაწყებული - კვლევისთვის საჭირო მასალებით დამთავრებული. https://bit.ly/3iNRpQ9
  24. Google-მა გააფრთხილა დაახლოებით 14 ათასამდე მომხმარებელი, რომ შესაძლოა ისინი აღმოჩნდნენ APT28 ჯგუფის ჰაკერების, ასევე ცნობილი, როგორც Fancy Bear, სამიზნე. ითვლება, რომ ამ ჯგუფში რუსი ჰაკერები შედიან. კიბერ შეტევა საძიებო გიგანტის სპეციალისტებმა სექტემბრის ბოლოს აღმოაჩინეს. Shane Huntley, რომელიც Google-ის საფრთხეების ანალიზის ჯგუფს ხელმძღვანელობს, აღნიშნავს, რომ მიმდინარე თვეში გაიგზავნა იმაზე ბევრად მეტი გაფრთხილება საფრთხის შესახებ, ვიდრე ჩვეულებრივ იგზავნება. სწორედ APT28-ის კამპანიამ გამოიწვია Gmail-ის მომხმარებლებისადმი უზარმაზარი რაოდენობის გამაფრთხილებელი შეტყობინებების გაგზავნის საჭიროება. Huntley აცხადებს, რომ ამ გაფრთხილებებზე მოდიოდა ამ თვეში გაგზავნილი ყველა პაკეტის შეტყობინების 86%. ის განმარტავს, რომ ეს შეტყობინებები აფრთხილებს მიმღებს და არ მიუთითებს, რომ მათი Gmail ანგარიში გატეხილია. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ასეთი შეტყობინებები ჩვეულებრივია ისეთი ადამიანებისთვის, როგორიცაა აქტივისტები, ჟურნალისტები, ჩინოვნიკები ან ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები, რადგან სწორედ მათზეა მიმართული მსგავსი შეტევები. Fancy Bear კამპანიის ფარგლებში გაგზავნილი ყველა ფიშინგური ელექტრონული წერილი დაბლოკილია Gmail-ის მიერ და არ აღწევს მომხმარებლების ინბოქსში, რადგან ისინი ავტომატურად კლასიფიცირდება როგორც სპამი. Google-მა აღნიშნა, რომ აპირებს შეტყობინებები დაგზავნოს ჯგუფურად და არა იმ მომენტში, როდესაც საფრთხეს აღმოაჩენს, რათა ჰაკერებმა ვერ შეძლონ კომპანიის დაცვის სტრატეგიების გამორკვევა. https://bit.ly/3iKjWq2
  25. Bitcoin-დერივატივებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი რეგულირებადი პლატფორმა Bakkt შეუთანხმდა Google-ს, რომ ინტერნეტ-გიგანტის საგადახდო სისტემაში დამატებულიყო ვირტუალური სადებეტო ბარათი. თანამშრომლობა "გააფართოვებს ციფრული აქტივების ხელმისაწვდომობას და გამოყენებას მილიონობით მომხმარებლის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად". კარტა გამოიყენება Google Pay-ს მხარდაჭერის მქონე ონლაინ და ოფლაინ მაღაზიებში ანგარიშსწორებისთვის. გადახდის განხორციელებისას კრიპტოვალუტა ფიატში კონვერტირდება. შეთანხმება ასევე მოიცავს Bakkt-ის მიერ Google Cloud სერვისების გამოყენებას და მათ პოპულარიზაციას მომხმარებლებსა და მერჩანტებში შეერთებული შტატების ფარგლებში. ამ ინსტრუმენტების საფუძველზე პლატფორმა დაამატებს ახალ ანალიტიკურ შესაძლებლობებს გეოლოკაციის, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანანური სწავლების გამოყენებით. Bakkt-ის პარტნიორები მიიღებენ უფრო მეტად ღირებულ სამომხმარებლო მოდელებს, მომხმარებლები კი - ლოიალობის გაფართოებულ პროგრამებს. პლატფორმამ Bitcoin-ით ანგარიშსწორებისთვის განკუთვნილი ვირტუალური სადებეტო Visa ბარათი ივნისში გამოუშვა. ადრე Bakkt-მა წარადგინა აპლიკაცია, რომელიც პირველი კრიპტოვალუტის შენახვის, შეძენისა და გაყიდვის საშუალებას იძლევა. https://bit.ly/3lm2zxc
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.