Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5867
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. ციფრული აქტივები არ არის დაცული ისეთი მაკროეკონომიკური ფაქტორების გავლენისგან, როგორიცაა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება - ამის შესახებ წერს CoinDesk Goldman Sachs-ის ანგარიშზე დაყრდნობით. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კოტირებების შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული მიზეზების გამო. ექსპერტებმა ეს დაუკავშირეს „დაბალი რენტაბელურობის მქონე კომპანიების აქციების ფასის ვარდნას და ახლო წარსულში კომპანიებზე IPO-ს გამოცხადებას“. აქციების ბაზრის ეს სეგმენტი აღმოჩნდა ყველაზე მგრძნობიარე ფედერალური სარეზერვო სისტემის ძირითადი განაკვეთის მოახლოებული ზრდის სიგნალების მიმართ. კრიპტოვალუტების მასიურმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს შეფასებები და სავარაუდოდ კორელაცია ფინანსური ბაზრის სხვა ცვლადებთან. ეს ამცირებს მათ დივერსიფიკაციის უპირატესობას. სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს Bitcoin-ის დადებით კორელაციაზე ინფლაციის რისკის მაჩვენებლებსა და ინოვაციური ტექნოლოგიების სექტორთან. ამავდროულად, მათ აღმოაჩინეს უარყოფითი ფასის კავშირი რეალურ საპროცენტო განაკვეთებსა და აშშ დოლარის ღირებულებასთან. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის სამომავლო განვითარებამ, კერძოდ მეტასამყაროს სახით, შესაძლოა დროთა განმავლობაში უზრუნველყოს „ზურგის ქარი“ გარკვეული ციფრული აქტივებისთვის. ამავე დროს, ისინი არ იქნებიან იმუნური მაკროეკონომიკური ძალების მიმართ, გვაფრთხილებენ სპეციალისტები. Bloomberg-ის თანახმად პირველ კრიპტოვალუტასა და აშშ-ის ტექნოლოგიური სექტორის კომპანიების აქციებს შორის ისტორიულ მაქსიმუმზეა. MSCI-ის ექსპერტებმა განაცხადეს კრიპტოვალუტების მზარდი გავლენის შესახებ ფასიანი ქაღალდების პორტფელის დინამიკაზე. https://tinyurl.com/2p8v98nd
  2. უახლესი AIDA64 ბეტა-ვერსიის თანახმად მალე გამოვა ახალი თაობის გრაფიკული დაფები Nvidia GeForce RTX 3060 Ti დესკტოპ კომპიუტერებისთვის. ერთი შეხედვით, მახასიათებლები იდენტური რჩება, განსხვავდება მხოლოდ GPU. ეს იქნება GA103 და არა ამჟამად გამოყენებადი GA104. Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ეს განსხვავება აღმოაჩინა AIDA 6.60.5918 ბეტა-ვერსიის ჩატვირთვის ვებ-გვერდზე. გრაფიკულ პროცესორ GA103-ის შესახებ ცნობილი გახდა იმ დროს, როდესაც ჩინელმა ენთუზიასტმა გადაწყვიტა დაეშალა თავისი ახალი ლეპტოპი GeForce RTX 3080 Ti-ს ბაზაზე, რათა დეტალურად დაეთვალიერებინა. ზოგი მოელოდა, რომ ახალი მობილური გრაფიკული პროცესორი იქნებოდა GA102 ჩიპის მეტისმეტად შემცირებული ვერსია, თუმცა მის ნაცვლად სრულიად ახალი ჩიპი გამოვლინდა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ამ გრაფიკული პროცესორის დეკსტოპ ვერსია შესაძლოა საფუძვლად დადებოდა დაფას, რომელიც პოზიციონირებული იქნებოდა RTX 3070 Ti-სა და RTX 3080-ს შორის, თუმცა როგორც AIDA-მ აჩვენა, ეს ვიდეო დაფაა GeForce RTX 3060 Ti. მოცემული შედარების ცხრილი აჩვენებს, რომ ახალ RTX 3060 Ti GA103 GPU-ში გამოიყენება ხელმისაწვდომი CUDA ბირთვების მხოლოდ 42%, ხოლო ძველი ვერსია იყენებს GA104 ჩიპს 79%-ით. დესკტოპ RTX 3060 Ti მოდელის განახლების ზუსტი მიზეზი უცნობია, შესაძლოა ამ გზით NVIDIA ცდილობს თავიდან მოიშოროს დეფექტიანი GA103 კრისტალები, რომლებიც ვერ მუშაობენ სრული დატვირთვით. უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეო დაფების იდენტური მახასიათებლების მიუხედავად GA103-ზე დაფუძნებული ახალი RTX 3060 Ti სასურველი იქნება აჩქარების მაღალი პოტენციალის გამო. https://tinyurl.com/yckmmu96
  3. ფინანსურ ანალიტიკოსებსა და ინვესტორებთან გამართულ კონფერენციაზე Seagate-მა განაცხადა, რომ დაიწყო 22 ტბ მოცულობის მყარი დისკების მიწოდება. ახალი HDD-ები ბაზარზე არსებულ მყარ დისკებს შორის ყველაზე დიდი მოცულობისაა. მათში გამოყენებულია მაგნიტური ჩაწერის (SMR) ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია მონაცემთა ჩაწერის სიმჭიდროვის გაზრდა 15-20%-ით. ფოტოს წყარო: Seagate ახალი მყარი დისკები ხელმისაწვდომია შერჩეული მომხმარებლებისთვის - ძირითადად მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ შენახვის მაქსიმალური სიმჭიდროვე თავიანთ მონაცემთა ცენტრებში და გააჩნიათ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მართოს მაგნიტური დისკები. ვინაიდან SMR მყარი დისკები განსაკუთრებით ნელა ახერხებენ მონაცემების გადაწერას, მონაცემთა ცენტრის აპლიკაციებმა, რომლებიც ოპტიმიზირებულია ამ დისკებზე, უნდა ჩაწერონ მონაცემები თანმიმდევრულად და სასურველია გაითვალისწინონ ქეშირებისთვის გამოყენებული ცარიელი ზონები. გარდა ამისა, მათ უნდა შეასრულონ რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევითი ჩაწერა ან ცვლილება, რათა შეინარჩუნონ პროგნოზირებადი წარმადობა. როდესაც Seagate-მა 2020 წელს 20-ტერაბაიტიანი მყარი დისკები დააანონსა, განაცხადა, რომ მათში გამოყენებული იქნებოდა ახალი ფირფიტები პერპენდიკულარული მაგნიტური ჩაწერისთვის (PMR) მოცულობით 2.2 ტბ, თუმცა ისინი დამყარებული იქნება იმავე პლატფორმაზე, რომელზეც 16- და 18-ტერაბაიტიანი დისკები, რომლებშიც გამოიყენება ორმაგი მაგნიტური ჩაწერა (TDMR) ძალიან მაღალი სიმჭდიროვის ჩანაწერებისთვის. თუმცა კომპანიას არ უთქვამს, რომ ამ ფირფიტების გამოყენება შესაძლებელია SMR რეჟიმში 22-ტერაბაიტიანი მყარი დისკების წარმოებისას. ტექნიკური თვალსაზრისით Seagate-ის 22-ტერაბაიტიანი დისკები ძალიან ჰგავს გასულ თვეში გამოშვებულ 20TB Exos X20 დისკებს. მთავარი განსხვავებაა SMR ტექნოლოგია, რომელიც იძლევა მოცულობის 10%-ით გაზრდის საშუალებას. სამწუხაროდ, Seagate ჯერ არ აქვეყნებს ახალი მყარი დისკის სრულ მახასიათებლებს. https://tinyurl.com/4swcac63
  4. კომპანია NVIDIA-ს ძალისხმევამ - შეეზღუდა გეიმინგ ვიდეო დაფების ჰეშრეითი, ხელი ვერ შეუშლა მაინერებს, გაეგრძელებინათ მათი მეშვეობით კრიპტოვალუტების მოპოვება - აცხადებს PCMag. 2021 წლის თებერვლიდან NVIDIA-მ გამოუშვა RTX 3000 ვიდეო დაფების განახლებული Lite Hash Rate (LHR) ხაზი, რომელშიც ორჯერ შეამცირა მოწყობილობის სიმძლავრე Ethereum-ის მოპოვებისას. კომპანიამ ამრიგად დაგეგმა GPU-ების ორიენტირება გეიმერების მოთხოვნებისკენ. თუმცა, ქლაუდ-მაინინგისთვის განკუთვილ პლატფორმა NiceHash-ის განცხადების თანახმად, მსგავს შეზღუდვებს მაინერები არ შეუჩერებია. ახალი პროგრამული უზრუნველყოფის უსარგებლობა ასევე დაადასტურა დამოუკიდებელმა მაინერმა, რომელიც იყენებს ჩვეულებრივი და LHR ვიდეო დაფების კომბინაციას Ethereum-ის მოსაპოვებლად. იგი ამტკიცებს, რომ მოწყობილობების ნაწილებზე შეზღუდვის შემთხვევაშიც კი ყოველთვიურად გამოიმუშავებს დაახლოებით 4500 აშშ დოლარს Ethereum-ში. როგორც ექსპერტები განმარტავენ, NVIDIA-ს წარუმატებლობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ GPU-ის განბლოკვა მათ 74%-ით უფრო ეფექტურს ხდის საბაზო მოდელებთან შედარებით. მაინერები ვიდეო დაფებს ასევე იყენებენ სხვა კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად. „არსებობს Ethereum-ზე უკეთესი მონეტა, თუ თქვენი მიზანია ყოველთვიური გატანა და არა შენახვა", - თქვა ერთ-ერთმა მაინერმა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ენთუზიასტები გააგრძელებენ ფოკუსირებას ალტერნატიული მონეტების მაინინგზე, თუ გავითვალისწინებთ Ethereum-ის დაგეგმილ გადასვლას Proof-of-Work ალგორითმიდან Proof-of-Stake-ზე. გრაფიკული დაფების სხვა მწარმოებლებმა, მათ შორის AMD-მ და Intel-მა განაცხადეს, რომ არ შეეცდებიან შეზღუდონ კრიპტოვალუტის მაინინგის შესაძლებლობა თავიანთ ძირითადი პროდუქციის სერიებში. შეგახსენებთ, რომ მარტში მაინერებმა მოახერხეს Nvidia GeForce RTX 3060 ვიდეო დაფის ჰეშრეითის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა ექსპერიმენტული დრაივერის გამოყენებით. კომპანიამ დაადასტურა ხარვეზის არსებობა და პროგრამული უზრუნველყოფა ვებ-გვერდიდან ამოიღო. აგვისტოში მაინერებმა ისწავლეს, როგორ დაებრუნებინათ RTX 30 სერიის ვიდეო დაფებისთვის 70%-მდე პირვანდელი წარმადობა. ოქტომბერში T-Rex მაინერის შემქმნელებმა გვერდი აუარეს ვიდეო დაფების LHR-ბლოკირებას ერთდროულად ორი ციფრული მონეტის მოპოვების გზით. 2021 წლის დეკემბერში NVIDIA-ს ფინანსურმა ფინანსურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა განაცხადა, რომ მათი ჰეშრეით-შეზღუდული გრაფიკული დაფები ყველაზე ეფექტურად აგვარებს გეიმერებისთვის მოწყობილობების ხელმისაწვდომობის საკითხს. მაინერების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად NVIDIA-მ შეიმუშავა CMP (Cryptocurrency Mining Processor) ჩიპების ხაზი. სერიის უმცროსი მოდელი CMP 30HX მარტში წარადგინეს. მისი ჰეშრეითი 26 MH/s-ს შეადგენს. ოქტომბერში გაყიდვაში გამოვიდა CMP 170HX სერიის ძველი ვიდეო დაფა. ადაპტერი უზრუნველყოფს 164 MH/s-მდე წარმადობას Ethereum-ის მაინინგის დროს. უახლესი ცნობების თანახმად ივლის-სექტემბერში CMP-ვიდეო დაფების გაყიდვების მოცულობა 60%-ით შემციდა წინა კვარტალთან შედარებით - 266 მლნ-დან 105 მლნ აშშ დოლარამდე. https://tinyurl.com/4bm3u9cs
  5. კომპანია Google-მა გასულ წელს წარადგინა ფლაგმანური სმარტფონები Pixel 6 და Pixel 6 Pro. მათ პატენტთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ, რომელთა გამო საერთაშორისო სავაჭრო კომისია ცდილობს მათი გაყიდვის აკრძალვას. ამავე დროს კორპორაცია ახალი სმარტფონის პრეზენტაციისთვის ემზადება, მისი სახელწოდება იქნება Google Pixel 6a. სამომავლო სმარტფონი იქნება მეექვსე თაობის მესამე და ყველაზე მოკრძალებული წარმომადგენელი. მას უფროსი მოდელების მსგავსი დიზაინი ექნება, თუმცა ზომით იქნება უფრო კომპაქტური სტანდარტულ 6.4-დუიმიან სმარტფონებთან შედარებით. სმარტფონის ეკრანის დიაგონალი იქნება 6.2 დუიმი, ფორმატი შეესაბამება Full HD+-ს და არ აქვს გამოსახულების განახლების გაზრდილი სიხშირე. ძირითად კამერაში დაყენებული იქნება გამოსახულების სენსორი Sony IMX363. ეს არის 12-მეგაპიქსელიანი მთავარი მოდული 1.4 მკმ პიქსელით, იგი ოთხი წლის წინ გამოვიდა. ოპტიკური ფორმატია 1/2.55 დუიმი. Pixel 6a-ში აგრეთვე გამოყენებული იქნება ულტრაფართოკუთხიანი 12-მეგაპიქსელიანი მოდული სენსორ Sony IMX386-ის ბაზაზე. ფრონტალურ კამერას საფუძვლად დაედება 8-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორი Sony IMX355. სმარტფონს ექნება Google-ის მიერ შექმნილი ერთკრისტალიანი სისტემა Tensor. მობილური პროცესორი იმუშავებს 6/8 გბ ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. ფლეშ-მოდულის მოცულობა ყველა კომპლექტაციაში 128 გბ-ს შეადგენს. მომწყობილობის ავტონომიურ მუშაობაზე პასუხისმგებელია 4800 მა/სთ მოცულობის ბატარეა 30-ვატიანი სადენიანი დამუხტვის მხარდაჭერით. Google Pixel 6a-ს ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება. სმარტფონი გაიყიდება ოპერაციულ სისტემა Android 12-ით დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. შეგახსენებთ, მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერის მქონე Pixel 5a მოდელი ამერიკულმა კომპანიამ 450 აშშ დოლარად შეაფასა. https://tinyurl.com/ykdmbf25
  6. ჩინურმა კომპანია Lenovo-მ გამოაქვეყნა ახალი თიზერები, რომელთა მიხედვით ცნობილი ხდება ახალ პორტატულ კომპიუტერ Legion Y7000P 2022-ის გარკვეული მახასიათებლები. ამ ლეპტოპის ანონსი უახლოეს დროშია მოსალოდნელი. ფოტოს წყარო: Lenovo ადრე ითქვა, რომ მოწყობილობას ექნება Quad HD ფორმატის დისპლეი გვერდების შეფარდებით 16:9. კადრის განახლების სიხშირე 165 ჰერცს შეადგენს. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ლეპტოპის კორპუსის სისქე წინა თაობის მოდელთან შედარებით 11.6%-ით შემცირდება და შეადგენს 19.9 მმ-ს ყველაზე თხელ ნაწილში. წარმოდგენილ სქემატურ გამოსახულებაზე ჩანს ორი USB Type-C პორტი. აღჭურვილობაში შევა ჯერჯერობით უცნობი პროცესორი TDP-ის მაჩვენებლით 135 ვატი, ასევე გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 3050 Ti. მოცემულია გაგრილების სისტემა 10 მმ დიამეტრის მქონე სითბური მილებითა და ვენტილატორით. გეიმინგ ლეპტოპ Legion Y7000P 2022-ის პარალელურად კომპანია Lenovo ამზადებს სხვა ახალ პროდუქტებსაც Legion სერიაში. კერძოდ, გამოვა სმარტფონი Legion Y90, რომელსაც ამჟამად არსებული ცნობებით ექნება 6.9-დუიმიანი Full HD+ ფორმატის დისპლეი, პროცესორი Snapdragon 8 Gen 1, 16 გბ-მდე ოპერატიული და 512 გბ-მდე ფლეშ-მეხსიერება. https://tinyurl.com/h3xrstj7
  7. 2030 წლისთვის Bitcoin-ის ფასმა შესაძლოა მიაღწიოს 1.36 მლნ აშშ დოლარს, ხოლო Ethereum-ის კაპიტალიზაციამ - 22.5 ტრილიონ აშშ დოლარს. ასეთი გათვლები გააკეთეს საინვესტიციო კომპანია ARK Invest-ის ანალიტიკოსებმა. ციფრულ ოქროსთან მიმართებაში საკუთარი ორიენტირი ექსპერტებმა ახსნეს მოლოდინით, რომ ქვეყნების მიერ მოხდება კრიპტოვალუტის კანონიერ საგადახდო საშუალებად აღიარება, აგრეთვე იმ ფაქტით, რომ იზრდება გლობალური აქტივების კაპიტალიზაციის წილი. ანალიტიკოსები ეყრდნობიან Bitcoin-ის ბლოკჩეინის „ჯანსაღ“ ქსელის მეტრიკას. კერძოდ, მათ ახსენეს BTC-აკუმულირებული მისამართებისა და მათ კუთვნილებაში არსებული მონეტების რიცხვის ზრდა. მათი შეფასებით, 2021 წელს გადაცემული onchain-ღირებულების მოცულობა გაიზარდა 463%-ით 13.1 ტრილიონ აშშ დოლარამდე, რაც 20%-ით აღემატება Visa-ს გადახდების მოცულობას. ETP-ის წილის მიხედვით საჯარო და არასაჯარო კომპანიებზე ნოემბრის ბოლოს მოდიოდა 7.9% Bitcoin-ის ემისიებისგან. ARK Invest ელოდება მაჩვენებლის ზრდას. პირველი კრიპტოვალუტის მოპოვების საკითხში სპეციალისტები პროგნოზირებენ მაინერების ორიენტირის შეცვლას განახლებადი ენერგიის წყაროებზე. ექსპერტების აზრით მომდევნო ათწლეულში Bitcoin-ის კაპიტალიზაცია შეიძლება გაიზარდოს 25.9-ჯერ - 28.5 ტრილიონ აშშ დოლარამდე. შედარებისთვის, ნოემბერში იგივე მაჩვენებელი იყო 10 ტრლნ აშშ დოლარი ოქროზე, 106 ტრლნ აშშ დოლარი - გლობალურ აქციებზე, 124 ტრლნ აშშ დოლარი ობლიგაციებზე და 220 ტრლნ აშშ დოლარი - უძრავ ქონებაზე. ამგვარი სცენარის რეალიზების შემთხვევაში BTC შეფასებული იქნება 1.36 მლნ აშშ დოლარად. ეს ღირებულება შემდგარი იქნება შემდეგი კომპონენტებისგან: ფულადი გადარიცხვები (ბაზრის 50%); განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ვალუტა (ფულის მულტიპლიკატორ M2-ის 10% ტოპ 4 ქვეყნის გამოკლებით); ანგარიშსწორების საშუალება (აშშ-ის ბანკების მაჩვენებლის 25%); სახელმწიფო რეზერვები (მთლიანი მაჩვენებლის 1%); ექსპროპრიაციისგან თავისუფალი აქტივები (ყველაზე მეტად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ქონების 5%); ინსტიტუციონალების ინვესტიციები (აქტივების ბაზის 2.55%); კორპორაციის სარეზერვო აქტივი (იმ კომპანიების 5%, რომელთა აქციები აღირიცხებიან S&P 500 ინდექსში); ციფრული ოქრო (სრულად მოპოვებული ოქროს საბაზრო ღირებულების ნახევარი). წყარო: ARK Invest. Ethereum-ის კაპიტალიზაცია განხილულ პერიოდში შეიძლება გაიზარდოს 56-ჯერ - 22.5 ტრლნ აშშ დოლარამდე. ETH შეძლებს კონკურენციის გაწევას გლობალური ფულის სტატუსის მხრივ იმის ფონზე, რომ DeFi პროტოკოლები ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს ავიწროებენ. კიდევ ერთი მამოძრავებელი ძალა იქნება NFT-ებისა და Stablecoin-ების შემდგომი პოპულარიზაცია. წყარო: ARK Invest. შეგახსენებთ, Pantera Capital-ის ინვესტიციების თანადირექტორმა ჯოი კრუგმა ივარაუდა, რომ 10-20 წლის შემდეგ ტრანზაქციების ნახევარი Ethereum-ზე იქნება. Fidelity Digital Assets კი პროგნოზირებდა ქვეყნების მიერ Bitcoin-ის შესყიდვას. https://tinyurl.com/2p829mk7
  8. Intel-ის კვარტალურმა ანგარიშმა საინტერესო ტენდენცია გამოავლინა. საანგარიშგებო პერიოდში დესკტოპ კომპონენტების მიწოდება წლიური შედარების მიხედვით 7%-ით გაიზარდა, ჯამში კი - 15%-ით. ამასთან, მეოთხე კვარტალში მიწოდებული ლეპტოპების კომპონენტების რაოდენობა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით შემცირდა, თუმცა თანმიმდევრულად 4%-ით გაიზარდა. ფოტოს წყარო: Intel ზოგადად, დესკტოპისა და მობილური სისტემებისთვის განკუთვნილი მიწოდებული კომპონენტების რაოდენობა წელიწადში 8%-ით გაიზარდა, თუმცა საშუალო ფასები არათანაბრად შეიცვალა. მობილურის სეგმენტში მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა, დესკტოპ სეგმენტში კი გაიზარდა 3%-ით. როგორც ამჯერად აღინიშნა, წელიწადში ფასები საშუალოდ 11%-ით გაიზარდა დესკტოპ სეგმენტში და 14%-ით - მობილურ კომპონენტებში. ადრე ხშირად აღინიშნებოდა, რომ Intel-ის შემოსავალი სამომხმარებლო სეგმენტში გაიზარდა მხოლოდ ფასების საშუალო ზრდის გამო, ხოლო მიწოდების რაოდენობრივი მაჩვენებლები დაეცა. ამჯერად ვხედავთ, რომ ეს მაჩვენებლებიც იზრდება თანაც უფრო სწრაფად, ვიდრე ფასები. https://tinyurl.com/w8ytd4rn
  9. გასული წლის შეჯამების შედეგად ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი გახდა Tesla Model 3, რომელმაც შეძლო ზოგიერთი კონკურენტის უკან ჩამოტოვება და პოპულარობის საერთო რეიტინგში მე-17 ადგილზე გადაინაცვლა. ამასთან, ელექტრომობილების ბაზრის წილი 2021 წელს რეგიონში 19%-მდე გაიზარდა კორონავირუსისა და ნახევრადგამტარი პროდუქციის დიფიციტის გავლენის მიუხედავად. ფოტოს წყარო: Jasper Juinen / Bloomberg არსებული მონაცემების თანახმად Model 3-მა გაყიდვების მოცულობით პირველი ადგილი წაართვა Renault-ის ელექტრომობილ Zoe-ს, აგრეთვე უკან ჩამოიტოვა ევროპაში ტრადიციულად პოპულარული რამდენიმე მოდელი, მათ შორის Volkswagen Tiguan და Peugeot 3008. პოპულარობის საერთო რეიტინგში მსუბუქი ავტომობილების კუთხით Tesla Model 3 მე-40 ადგილიდან მე-17-ზე ავიდა გასულ წელს. Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვების სწრაფი ზრდა მოხდა წინა ფავორიტების ვადნის ფონზე, რომელთა შორის ყველაზე თვალშისაცემად შემცირდა Volkswagen Golf-ის პოპულარობა. 2020 წელს გამოსულმა ელექტრო Volkswagen ID.3-მა ვერ შეძლო Tesla-ს წარმატების გამეორება და პოპულარობის რეიტინგში 53-ე ადგილი დაიკავა. სააღრიცხვო პერიოდის განმავლობაში ბაზრის საერთო მოცულობა 11.8 მილიონ ავტომობილამდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1985 წლის შემდეგ. ფოტოს წყარო: Jato Dynamics „კრიზისს მოყოლილი კრიზისი ნეგატიურ გავლენას ახდენს საავტომობილო ბაზრის მოთხოვნის დონეზე. COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული მუდმივმა გაურკვევლობამ ნახევრადგამტარების ნაკლებობასთან ერთად იდეალური შტორმის ფორმირება გამოიწვია“ - თვლის კომპანია Jato Dynamics-ის ანალიტიკოსი Felipe Munoz. Jato-ში აღნიშნეს, რომ ისეთი მსხვილი მანქანათმშენებელი კომპანიები, როგორებიცაა Volkswagen და Stellantis, მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების შემუშავებასა და გამოშვებაზე, მომხმარებლები კი კარგად რეაგირებენ გულუხვ სუბსიდიებზე, რომლებიც მიეწოდება სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლის დაჩქარების მიზნით. Jato-ს სპეციალისტები თვლიან, რომ 2022 წელს ელექტრომობილები ევროპაში გაყიდვების მოცულობით გადააჭარბებენ შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს. აგრეთვე აღსანიშნავია ბაზარზე ახალი პრეტენდენტების გამოჩენა და ძველი მოთამაშეების გააქტიურება. მაგალითად, სამხრეთკორეულმა Hyundai-მ შვილობილ კომპანია Kia-სთან ერთად რეგიონში წილი გაზარდა ორი პუნქტით 8.6%-მდე გასულ წელს. ამ შედეგის მიღწევა კომპანიამ მოახერხა ყველგანმავლებისა და ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილების სერიის წყალობით. https://tinyurl.com/d4ejzfc6
  10. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ სალვადორს რეკომენდაცია მისცა პირველ კრიპტოვალუტას ჩამოართვას ქვეყანაში გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი. IMF-ის წარმომადგენლებმა დაუშვეს, რომ ელექტრონულ საფულე Chivo-ს შეუძლია აამაღლოს ფინანსური ხელმისაწვდომობა, თუმცა აღნიშნეს Bitcoin-ის მკაცრი რეგულირების აუცილებლობა. მათ ასევე გაიხსენეს ფინანსური სტაბილურობის რისკები, რომლებიც პირველი კრიპტოვალუტის გამოყენებას უკავშირდება. ორგანიზაციაში შეშფოთებას გამოხატავენ სალვადორის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ობლიგაციების გამოშვებას. სალვადორი მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის სესხის გამოყოფაზე, წერს Fortune. 2021 წლის 7 სექტემბერს სალვადორში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ციფრულ ოქროს აღიარებდა გადახდის ლეგალურ საშუალებად. ქვეყნის ხელისუფლებამ სახელმწიფო ფონდისთვის 550 BTC შეიძინა. მას შემდეგ სალვადორმა შეიძინა სულ 85.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1801 BTC. სახელმწიფო ფონდის ბოლო, 410 BTC-ით შევსების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ მიმდინარე წლის 22 იანვარს განაცხადა. 2021 წლის ივნისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სალვადორი გააფრთხილა იმ რისკებისა და მარეგულირებელი პრობლემების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს Bitcoin-ის ოფიციალურ გადახდის საშუალებად აღიარებას. ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააკრიტიკა პირველი კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია ქვეყანაში მისი თანამშრომლების ვიზიტის შემდეგ. ექსპერტებმა ქვეყანას რეკომენდაცია მისცეს დაეხურა სახელმწიფო Bitcoin-ტრასტი. 2022 წლის იანვარში ცნობილმა ეკონომისტმა და ციფრული ოქროს კრიტიკოსმა ნურიელ რუბინიმ სალვადორის ხელისუფლებას მოუწოდა პრეზიდენტ ბუკელეს გამოუცხადონ იმპიჩმენტი პირველ კრიპტოვალუტაში განხორციელებული ინვესტიციების გამო. https://tinyurl.com/23s6wfv9
  11. ჯერ კიდევ 2020 წელს NVIDIA-მ განაცხადა მიკროსქემების ბრიტანულ მწარმოებელ Arm-ის კოლოსალურ 40 მლრდ აშშ დოლარად შეძენის სურვილის შესახებ. იმ დროს Arm ეკუთვნოდა SoftBank-ს, რომელმაც კომპანია 2016 წელს შეიძინა 32 მლრდ აშშ დოლარზე მეტად. მოსალოდნელი იყო, რომ გარიგება 2021 წლის სექტემბერში დასრულდებოდა, მაგრამ ამ თარიღმა NVIDIA-ს მხრიდან განცხადების გაკეთების გარეშე ჩაიარა და ამჟამად, როგორც ჩანს, კომპანიამ უარი განაცხადა ჩიპსეტების მწარმოებელი კომპანიის შეძენის გეგმაზე. Nvidia-Arm-ის გარიგება უნდა გამხდარიყო ინდუსტრიაში უმსხვილესი შესყიდვა იმ დროს, როდესაც მის შესახებ გამოცხადდა. თუმცა მას შემდეგ კომპანიას მუდმივად სირთულეები ხვდებოდა წინ. 2021 წლის აპრილში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაიწყო გარიგების შესწავლა, რათა გამოეკვლია ქვეყნისთვის ასეთი შენაძენის გრძელვადიანი შედეგები და ანტიმონოპოლიური მოთხოვნები. შემდეგ აგვისტოში გაირკვა, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას შეეძლო შეეჩერებინა გარიგება ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო. ანალოგიურად, გასულ თვეში აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) შეიტანა სარჩელი, რათა ხელი შეეშალა გარიგების გაფორმებისთვის Nvidia-სთვის პოტენციური უსამართლო უპირატესობის მოტივით. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ამტკიცებს, რომ ჯგუფი, რომელიც შედგება Microsoft-ის, Google-ის, Qualcomm-ის, Intel-ისა და Amazon-ისგან, ასევე მუშაობს მარეგულირებელებთან გარიგების შეჩერების მიზნით. მათი სავარაუდო არგუმენტი არის ის, რომ შესყიდვა გაურთულებს Arm-ს - დარჩეს დამოუკიდებელი და განაგრძოს ყველასთვის მომსახურების მიწოდება ისე, როგორც არის, მით უმეტეს გასათვალისწინებელია, რომ Nvidia ასევე Arm-ის მომხმარებელია. ბუნებრივია, გარიგებამ გამოიწვია შიდა უთანხმოება როგორც NVIDIA-ში, ისე SoftBank-ში. ზოგი ამტკიცებს, რომ FTC-ის სარჩელი გამოყენებულ უნდა იქნას გარიგების ძლიერი მხარეების გამყარებისთვის. ამავე დროს სხვები თვლიან, რომ NVIDIA-მ უბრალოდ უკან უნდა დაიხიოს. იმავე SoftBank-შიც არიან მსურველები, რომლებსაც სურთ ითამაშონ გრძელვადიანი თამაში და ისინიც, ვისაც სურთ Arm IPO რაც შეიძლება მალე. საჯაროდ NVIDIA-მ და SoftBank-მაც განაცხადეს, რომ იმედოვნებენ, რომ ტრანზაქცია განხორციელდება, მაგრამ უახლესი ანგარიში აჩვენებს, რომ კომპანიაში სერიოზული შეშფოთებაა შესყიდვის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დაველოდოთ ამ სავაჭრო ომების შედეგს. https://tinyurl.com/2p88xjxd
  12. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ წარადგინა მოდელ Xiaomi CIVI-ს სპეციალური ვერსია. Winter Edition ორიგინალი სმარტფონის ასლს წარმოადგენს, თუმცა გამოირჩევა გაფართოებული ნაკრებით. თეთრი ფერის ყუთში თავად სმარტფონთან ერთად მოცემულია სამი აქსესუარი: ქეისი, ჩანთა და საკიდიანი ბურთულა. ყველა მათგანი თეთრია და ბეწვით დაფარული. Xiaomi CIVI-ს აქვს 6.55-დუიმიანი Full HD+ ფორმატის დისპლეი. მხარდაჭერილია Dolby Vision, HDR10+ და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე ისევე, როგორც ფლაგმანური მოდელების შემთხვევაში. OLED მატრიცა დაფარულია მეხუთე თაობის Gorilla Glass-ით. დისპლეიში ჩაშენებულია თითის ანაბეჭდის სკანირებისთვის განკუთვნილი ოპტიკური სენსორი. სმარტფონში წარმოდგენილია ძირითადი კამერა გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის გარეშე, ტელეობიექტივი ოპტიკური ზუმით, მხარდაჭერილია ვიდეოს გადაღება 4K UHD ფორმატში 60 FPS სიხშირით. 4K-თი შესაძლებელია ვიდეოს ჩაწერა მხოლოდ 30 FPS სიხშირით, 60 FPS და 120 FPS სიხშირისთვის კი საჭიროა გაფართოების შემცირება Full HD-მდე, 960 FPS სიხშირის მისაღებად კი - HD-მდე. ძირითად კამერაში წარმოდგენილია მოდულები 64 მპ, 8 მპ და 2 მპ გაფართოებით, სელფი კამერა აგებულია 32-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორის ბაზაზე. Xiaomi CIVI-ში მოცემულია 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 778G. ჩიპსეტში მხარდაჭერილია 5G, აქვს გრაფიკა Adreno 642L, CPU-ის მაქსიმალური სიხშირე კი 2.4 გჰც-ს შეადგენს. ბატარეის მოცულობაა 4500 მა/სთ, აქვს 55-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა და 45 წუთში ნულიდან 100%-მდე იმუხტება. აგრეთვე აღსანიშნავია NFC მოდული, სტერეოდინამიკები და MIUI 12.5 ოპერაციულ სისტემა Android 11-თან ერთად. Xiaomi CIVI Winter Edition-ის ფასი 400 აშშ დოლარია. ამ ფასად მომხმარებელი მიიღებს თეთრ სმარტფონს 8 გბ ოპერატიული და 128 გბ შიდა მეხსიერებით. ამ მოდიფიკაციის ორიგინალი მოდელი გაყიდვების დაწყებისას 15$-ით ნაკლები ღირდა. https://tinyurl.com/2vzzshu9
  13. სალვადორის პრეზიდენტ Nayib Bukele-ს განცხადებით ქვეყნის ხელისუფლებამ ისარგებლა კრიპტოვალუტის ფასის ვარდნით და შეიძინა 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 410 Bitcoin. „სალვადორმა ახლახანს შეიძინა 410 Bitcoin სულ რაღაც 15 მილიონ აშშ დოლარად“ - დაწერა ბუკელემ გასულ პარასკევს. მან განაცხადა, რომ „ზოგიერთი Bitcoin-ს ძალიან იაფად ყიდის“. ნაიბ ბუკელე. ფოტოს წყარო: Marvin Recinos/AFP via Getty Images სალვადორი გასულ წელს გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც Bitcoin მიიღო გადახდის კანონიერ საშუალებად. ქვეყნის პრეზიდენტმა ახსენა კრიპტოვალუტის კურსის მკვეთრი შემცირება, რომელმაც იანვარში მძლავრად დაარტყა ფიცრული ვალუტების ბაზარს და განაცხადა, რომ ასეთ მომენტს ხელიდან არ გაუშვებდა. შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის კურსი ბოლო თვეში 32%-ით შემცირდა. დღეისათვის კრიპტოვალუტის ფასი ორჯერზე მეტად შემცირდა გასული წლის ნოემბერში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმ 69 ათას აშშ დოლართან შედარებით. Bitcoin-მა გაიაფება დაიწყო ინვესტორების მხრიდან სარისკო აქტივებისადმი ინტერესის შემცირების ფონზე. კრიპტოვალუტამ კურსის კლება განაგრძო ბუკელეს განცხადების შემდეგ და ამჟამად მისი ფასი დაახლოებით 34 ათასი აშშ დოლარია. ფოტოს წყარო: Google CoinDesk-ის მონაცემებით, 410 Bitcoin-ის შესყიდვის შემდეგ სალვადორი ფლობს 1500 Bitcoin-ზე მეტს. მიმდინარე წელს ქვეყანა გეგმავს გამოუშვას 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ათწლიანი Bitcoin-ობლიგაციები. ქვეყნის პრეზიდენტი კრიპტოვალუტების ცნობილი ენთუზიასტია და ზემოთხსენებული შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც იგი კრიპტოვალუტას ყიდულობს კურსის ვარდნისას. 2021 წლის ნოემბერში მან იყიდა 100 Bitcoin იმ დროს, როდესაც აქტივის კურსი 7.7%-ით შემცირდა. https://tinyurl.com/yckuzupn
  14. კომპანია Xiaomi, რომელიც მხოლოდ Samsung-ს ჩამორჩება, მსოფლიოში მეორეა სმარტფონების მიწოდების მოცულობის კუთხით. იგი აწარმოებს მრავალფეროვან მოდელებს, განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ სუბბრენდების, Redmi-სა და POCO-ს არსებობას. ინსაიდერ Digital Chat Station-მა გამოაქვეყნა სმარტფონების ჩამონათვალი, რომელთა წარდგენას Xiaomi მიმდინარე წელს აპირებს. ამ ჩამონათვალში მითითებულია სამომავლო მოწყობილობების კოდური სახელწოდებები. სია შედგება 12 დასახელებისგან. Munch, rubens, matisse და fog სავარაუდოდ Redmi K50 სერიის მოწყობილობებს აღნიშნავს. მათი გამოსვლა მოსალოდნელია თებერვალში და ესენი იქნება მოდელები Redmi K50, K50 Pro, K50 Pro Plus და K50 Gaming. ყველაზე დაბალბიუჯეტური Redmi K50 მოდელები იმუშავებენ Snapdragon 8 და Dimensity 8000/9000 პროცესორებზე. დანარჩენ ორ მოდელში წარმოდგენილი იქნება Snapdragon 8 Gen 1. Thor და loki სავარაუდოდ აღნიშნავს პრემიალურ მოწყობილობებს, რომლებშიც აქცენტი კამერის ხარისხზე იქნება გაკეთებული. ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა 200-მეგაპიქსელიანი კამერა ჰქონდეს. შემდეგ მოდის კოდური დასახელებები light და thunder. ესენი სავარაუდოდ იქნება დრეკადი სმარტფონები Xiaomi Mi MIX Flip და Xiaomi Fold 2. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდ Mi-ზე უკვე უარი ითქვა. ჩამონათვალის ბოლოში განთავსებულია სახელწოდებები zizhan, zijin, taoyao და opal. ესენი შესაძლოა იყოს Redmi Note 12 სერიის წარმომადგენლები. მათი გამოსვლა წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. მოწყობილობებიდან ერთ-ერთში შესაძლოა მოცემული იყოს საშუალო დონის პროცესორი Snapdragon 7 Gen 1. https://tinyurl.com/4hn2ewjv
  15. კომპანია Wisk Aero-მ, რომელიც ელექტრო მფრინავი ტაქსების შემუშავებით არის დაკავებული, მოიზიდა 450 მლნ აშშ დოლარი აეროკოსმოსურ კომპანია Boeing-ისგან დაფინანსების მორიგი რაუნდის ფარგლებში. სტარტაპმა განაცხადა, რომ ახალი ინვესტიციების შედეგად Wisk  ხდება „ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაფინანსებული“ კომპანია ამ სფეროში. ფოტოს წყარო: The Verge Wisk Aero დაფუძნდა 2019 წელს და იგი წარმოადგენს Boeing-ისა და Google-ის დამფუძნებელ ლარი პეიჯის კუთვნილებაში არსებულ კომპანია Kitty Hawk-ის ერთობლივ საწარმოს. სტარტაპი მუშაობს ვერტიკალური აფრენისა და დაშვების უნარის მქონე ელექტრო ტაქსის შექმნაზე. საფრენი ტრანსპორტი უპილოტო იქნება. არსებული მონაცემებით, Wisk გეგმავს მოზიდული ინვესტიციები გამოიყენოს ზრდის ტემპის დაჩქარების მიზნით, პერსონალის გაფართოებისთვის, რომელიც ამჟამად დაახლოებით 350 ადამიანისგან შედგება. კომპანია ასევე გეგმავს საწარმოო პროცესის დაწყებას, რაც განაპირობებს სრულმასშტაბიანი კომერციული მფრინავი ტაქსების სერვისის ამოქმედებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. კომერციული შეთავაზების ამოქმედების შემდეგ კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 14 მილიონი ფრენის განხორციელებას მოელის მსოფლიოს 20 მსხვილ ბაზარზე. დიდი გზაა გასავლელი, სანამ Wisk და სხვა მსგავსი სტარტაპები კომერციული მფრინავი ტაქსების სერვისების ამოქმედებას შეძლებენ. მფრინავი ტრანსპორტის შექმნისა და ტესტების სერიის ჩატარების შემდეგ კომპანიებმა უნდა მიიღონ სერტიფიკატი აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოებისგან. ამჟამად აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს არ აქვს სერტიფიცირებული არც ერთი eVTOL მფრინავი აპარატი მგზავრების კომერციულ გადაყვანაში გამოყენებისთვის. https://tinyurl.com/552v3tz6
  16. ორშაბათს, 24 იანვარს Bitcoin-ის ფასმა განაგრძო კურსის ვარდნა და მიაღწია 33 ათას აშშ დოლარის სიახლოვეს. CoinGecko-ს მონაცემებით ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტივი გაიაფდა 5.7%-ით, კვირის მანძილზე კი - 21,8%-ით. ამჟამად პირველი კრიპტოვალუტა დაახლოებით 33470 აშშ დოლარად იყიდება. ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 1.6 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. გასული კვირა Bitcoin-ისთვის ყველაზე ცუდი აღმოჩნდა ბოლო რვა თვის განმავლობაში. 21 იანვარს პირველი კრიპტოვალუტის კოტირებები გარკვეულ მომენტში 37 700 აშშ დოლარს ქვემოთ ჩავიდა, შაბათს კი - 34 ათას აშშ დოლარამდე. ნოემბრის მაქსიმალურ 69 ათას აშშ დოლარიან დონესთან მიმართებაში კურსი 50%-ით შემცირდა. წმინდა რეალიზებულმა ზარალმა ინვესტორებში გასულ პარასკევს 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ფლაგმანის კვალად პოზიცია დაკარგა Ethereum-მა - ბოლო 24 საათის განმავლობაში იგი 10.1%-ით გაიაფდა. სტატიის წერის მომენტში მისი კურსი დაახლოებით 2230 აშშ დოლარია. ETH/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. წითელ ზონაში აღმოჩნდა კაპიტალიზაციის სიდიდით ტოპ-10-ვე აქტივი. ყველა მეტად ვარდნა განიცადა Solana-მ - 17.9%. Coinglass-ის თანახმად ბოლო 24 საათის მანძილზე ფიუჩერსების ბაზარზე ლიკვიდაციების მოცულობამ 384 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. წყარო: CoinGecko. ფინანსური სამყარო 26 იანვრისთვის დაგეგმილ ფედერალური რეზერვების სისტემის სხდომას ელოდება. ღია ბაზრის კომიტეტის წევრები მარტში გამართულ შეხვედრაზე სავარაუდოდ რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამასთან ერთად საბაზისო განაკვეთის 25 პუნქტით გაზრდის მზადყოფნის სიგნალს გამოთქვამენ. ამ ფონზე საფონდო ინდექსების მკვეთრი კლება შეინიშნება. ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის Stoxx 600 ინდექსი ამ დროისთვის 2.1%-ით დაეცა. S&P 500-ზე მოქმედმა ფიუჩერსებმა 0.4% დაკარგეს. მზარდი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე აღმოსავლეთ ევროპის საფონდო ინდექსები დიდ ზარალს განიცდიან. დოლარში ნომინირებული RTS ინდექსი, რომელიც იკვლევს 43 რუსული კომპანიის დინამიკას, 8.4%-ით დაეცა. RTS ინდექსი, წყარო: TradingView Bloomberg Intelligence-ის უფროსმა სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა ადრე განაცხადა, რომ საფონდო ბირჟა შესაძლოა 10%-20%-ით დაკორექტირდეს. მისი თქმით, ციფრული აქტივების ბაზარი ანალოგიურად მოიქცევა, თუმცა Bitcoin-ს აქვს შანსი, რომ წელს 100 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდოს. საინვესტიციო კომპანია Invesco ვარაუდობს მიმდინარე წელს Bitcoin-ის კურსის 30 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოსვლას. https://tinyurl.com/2tudub8c
  17. მილიარდერ ანტრეპრენერ ილონ მასკის კომპანია Neuralink მზადაა დაიწყოს ადამიანის ტვინში ჩიპების ჩანერგვის ტესტირება - ამჟამად გამოცხადებულია ვაკანსია კლინიკური კვლევების დირექტორის პოზიციაზე. ვაკანსიის აღწერაში ნათქვამია, რომ ხელმძღვანელი გააკონტროლებს შესაბამისი ტექნოლოგიების ტესტირებას ადამიანებზე. Neuralink-ის ჩიპების გამოყენება იგეგმება სხვადასხვა დაავადებისა და თავის ტვინის ტრავმების მკურნალობისთვის. სპეციალისტების ჩანაფიქრის თანახმად ჩიპები ისეთ ადამიანებს მისცემენ კიდურების ამოძრავების საშუალებას, ვინც, მაგალითად, ინსულტის, ქალა-ტვინის ტრავმის ან ნევროლოგიური დაავადებების შედეგად ნაწილობრივ ან სრულიად დაკარგეს მოძრაობის უნარი. პარალელურად, ჩიპები შესაძლოა ასევე სასარგებლო აღმოჩნდეს დეპრესიული ან სხვა აფექტური აშლილობის მკურნალობისას. ამჟამად Neuralink-ის მოწყობილობები ფორმით და ზომით პატარა მონეტას მოგვაგონებს. აკუმულატორი მუშაობს დაახლოებით 24 საათის განმავლობაში, გათვალისწინებულია ძილის დროს მაგნიტური დამუხტვა. კომპანიის ინჟინრების წინაშე მდგომი მთავარი ამოცანაა სამომავლოდ შემცირდეს ჩიპის ფიზიკური ზომა, აგრეთვე მოხდეს დამუხტვის დამატებითი მეთოდების ძიება, რაც მაქსიმალურად ნაკლებად დაამძიმებს მომხმარებელს. https://tinyurl.com/2p8f3z9c
  18. მოწყობილობას აქვს 6.67-დუიმიანი AMOLED დისპლეი კადრის განახლების სიხშირით 144 ჰერცი, რისი წყალობით გამოსახულება უწყვეტია დინამიურ შუთერებშიც კი. 720-ჰერციანი რეაქციის დროის შედეგად სენსორი მომენტალურად რეაგირებს შეხებაზე. ეკრანს აქვს HDR10+ სტანდარტისა და MEMC (Motion Estimation, Motion Compensation) ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს გამოტოვებული კადრების ფორმირებას და აგვარებს გამოსახულების ხარვეზებს. კორპუსზე მოცემულია სპეციალური მექანიკური ტრიგერები, რომლებიც სპეციალური სლაიდერების მეშვეობით გამოდის და მომხმარებელს ხელს არ უშლის სმარტფონის სტანდარტული სახით გამოყენებისას. მათი გამოყენება შესაძლებელია პირდაპირი დანიშნულებით, ასევე შესაძლებელია დაპროგრამება საჭირო ფუნქციებზე სწრაფი წვდომის მისაღებად. გეიმინგ სმარტფონის ინტერფეისების ნაკრებში შედის Wi-Fi 6, Bluetooth 5.0 და NFC მოდულები, ასევე კლასიკური 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი სადენიანი ყურსასმენისთვის. რვაბირთვიანი Snapdragon 888 ჩიპის სიმძლავრე კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება საკმარისი კომფორტული გეიმინგისთვის. კიდევ დიდხანს არ ჩაითვლება მოძველებულად სწრაფი ოპერატიული მეხსიერება LPDDR5, გაგრილების ორკომპონენტიანი სისტემა კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს არ იღელვოს გაჯეტის გადახურებაზე. ფლეშ-მეხსიერების სახით გამოყენებულია UFS 3.1-ისა და SSD-ის ჰიბრიდი - შედეგად უზრუნველყოფილია ყველაზე მაღალი მოთხოვნილების მქონე თამაშების სწრაფი დაინსტალირება და ჩატვირთვა. სმარტფონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. მწარმოებელი კომპანიის განცხადებით მოწყობილობა ნულიდან 50%-მდე მხოლოდ 5 წუთში იმუხტება, 100%-ზე კი - 25 წუთში. გაჯეტს გააჩნია მძლავრი სტერეოდინამიკები და 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, დამატებითი 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი სენსორი და მაკროობიექტივი. https://tinyurl.com/3b6d9dp8
  19. ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელ MicroStrategy-ის კოტირებები წლიურ მინიმუმამდე შემცირდა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ გამოქვეყნებული წერილისა და პირველი კრიპტოვალუტის ფასის დაცემის ფონზე. 21 იანვარს MicroStrategy-ის ფასიანმა ქაღალდებმა (MSTR) სავაჭრო სესია 376 აშშ დოლარიან ნიშნულზე დახურა. ფასის ვარდნამ დღე-ღამის განმავლობაში 17.8% შეადგინა. MSTR აქციების გრაფიკი ბირჟა Nasdaq-ზე. წყარო: TradingView. 2021 წლის 3 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც გამოქვეყნდა 2022 წლის 20 იანვარს, SEC-მა შენიშვნა გააკეთა MicroStrategy-სთან მიმართებაში კვარტალური პერიოდისთვის განკუთვნილ ფორმა 10-Q-სთან დაკავშირებით, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დასრულდა. Bloomberg Tax-ის თანახმად, ზოგადად მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებს (GAAP) აშშ-ში არ აქვთ შემოთავაზებული წესები ციფრული აქტივების ღირებულების ანგარიშგების შესახებ. ამერიკის CPA ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებულ იქნა კრიპტოვალუტის კლასიფიკაცია არამატერიალურ აქტივად. რეკომენდაციის თანახმად კომპანიამ უნდა დააკორექტიროს Bitcoin-ის ღირებულება საკუთარ ბალანსზე, როდესაც მისი ფასი იკლებს, მაგრამ არ განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები აქტივის კოტირებების გაზრდისას. MicroStrategy-მა ინვესტორებს აჩვენა, თუ როგორი იქნებოდა კომპანიის მოგება, თუ მას არ მოუწევდა კორექტირების გაკეთება GAAP-ის შესაბამისად - ეს იყო 18.6 მლნ აშშ დოლარი 36.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წმინდა ზარალის წინააღმდეგ. ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა განუცხადა SEC-ს, რომ იგი ასეთ ზომებს იყენებს ინვესტორებისთვის ფინანსების შესახებ სრული სურათის წარმოდგენის მიზნით. აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიამ გააპროტესტა კორექტირება და დაავალა კომპანიას ამოეღო იგი მომავალი დოკუმენტებიდან. 16 დეკემბრით დათარიღებულ წერილში MicroStrategy პირობა დადო, რომ მოთხოვნას შეასრულებდა. Bitcoin Treasuries-ის თანახმად ამჟამად კომპანია ფლობს 124,391 BTC-ს რომელთა ღირებულებაა დაახლოებით 4.45 მლრდ აშშ დოლარი, შესყიდვის ფასის მიხედვით კი დაახლოებით 3.75 მილიარდი აშშ დოლარია. MicroStrategy პირველი საჯარო კომპანიაა, რომელმაც საკუთარი კაპიტალის ნაწილის ციფრულ ოქროში ინვესტირება მოახდინა. 2020 წლის აგვისტოში ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა შეიძინა 21,454 BTC (~ 250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აქტივები ტრანზაქციის დროს არსებული გაცვლითი კურსით). 22 იანვარს Bitcoin-ის ფასი გარკვეულ მომენტში 34 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა. BTC/USDT-ის გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. სტატიის წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტა 35700 აშშ დოლარად იყიდება. CoinGecko-ს მიხედვით აქტივის კაპიტალიზაცია 678 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. MicroStrategy-ის ხელმძღვანელი მაიკლ სეილორი პირადად ფლობს დაახლოებით 17,732 BTC-ს (დაახლოებით 635 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას ამჟამინდელი კურსით). მიმდინარე თვეში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება Bitcoin-ის ყიდვისა და შენახვის სტრატეგიისადმი, მიუხედავად ისტორიული მაქსიმუმიდან მისი ფასის 40%-იანი ვარდნისა. https://tinyurl.com/yx8t84b6
  20. Wedbush Securities-ის ანალიტიკოსების აზრით დასრულდა იმ კომპანიების აქციების ფასის ხელსაყრელი დინამიკის პერიოდი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია დისტანციური მუშაობის ორგანიზებასთან. მეორე მხრივ, ახალი წელი ხელსაყრელი პერიოდი იქნება ქლაუდ-ინფრასტრუქტურასთან, კიბერუსაფრთხოებასა და ნახევრადგამტარი კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის. ფოტოს წყარო: NVIDIA ბოლოს ნახსენებ შემთხვევაში Wedbush-ის სპეციალისტები გამოარჩევენ NVIDIA-სა და Marvell-ის აქციებს. უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA-მ მოახერხა ბიზნესის საკმარისად დივერსიფიცირება, რათა ისარგებლოს ბაზრის პოზიტიური დინამიკით სერვერების სეგმენტში. ამავე მიზეზით მისი აქციები კარგ მდგომარეობაში იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გეიმინგ კომპონენტებზე მოთხოვნა მიმდინარე წელს ოდნავ შემცირდება. თუმცა Wedbush-ის პროგნოზში ასეთი სცენარი ნახსენები არ არის. მოსალოდნელია, რომ Microsoft-ისა და Amazon-ის აქციების ფასი კიდევ გაიზრდება ქლაუდ-ინფრასტრუქტურაზე არსებული სტაბილური მოთხოვნის ფონზე - თვლიან ანალიტიკური ჩანაწერის ავტორები. https://tinyurl.com/24jmuc7d
  21. გამოჩნდა პირველადი ინფორმაცია Ethereum-ის მაინინგში GeForce RTX 3050 ვიდეო დაფის წარმადობის შესახებ. ინფორმაცია პორტალ VideoCardz-ს მიაწოდა ერთ-ერთმა ჩინურმა წყარომ. როგორც აღმოჩნდა, ვიდეო დაფას გააჩნია ალგორითმი Lite Hash Rate, რომელიც ამაჩქარებლის ჰეშრეითს თითქმის ნახევრამდე ამცირებს. ფოტოს წყარო: NVIDIA წყარო მიუთითებს, რომ კრიპტოვალუტის მოპოვების პროცესის დაწყებისას ვიდეო დაფა GeForce RTX 3050 აფიქსირებს დაახლოებით 20 მჰეშ/წმ-ს, თუმცა რამდენიმე წამში იგი 12.5 მჰეშ/წამამდე მცირდება. ამასთან, ამაჩქარებელი 73 ვატ ენერგიას მოიხმარს. ანალოგიური შედეგები წარადგინა ინსაიდერ @wxnod-მა. მის შემთხვევაში ენერგომოხმარებისა და მეხსიერების სიხშირის ოპტიმიზაციის შემდეგ ვიდეო დაფამ დააფიქსირა 13 მჰეშ/წმ 57-ვატიანი TDP-ის პირობებში. ფოტოს წყარო: @wnxod ვიდეო დაფა სარეკომენდაციო ფასით 250 აშშ დოლარი ჰეშრეითის ხსენებული დონის პირობებში საკუთარ ფასს დაახლოებით 500 დღეში ამოიღებს. თუმცა ვიდეო დაფის რეალური ფასი დიდი ალბათობით უფრო მაღალი იქნება და მაგალითად 350 აშშ დოლარის ღირებულების შემთხვევაში საკუთარი ფასის გამოსყიდვისთვის მას 700 დღე დასჭირდება. Ethereum-ის მოპოვების ნაკლებად ენერგოინტენსიურ მოდელ Proof-of-Stake-ზე მოსალოდნელი გადასვლის გათვალისწინებით მაინერებისთვის აზრი არ ექნება GeForce RTX 3050-ში ინვესტირებას, ასე რომ გეიმერებს შეუძლიათ ახალი დაფისთვის მოემზადონ. https://tinyurl.com/mrk38azd
  22. Meta მუშაობს პროდუქტებზე, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შექმნან, გაყიდონ და მოახდინონ NFT-ების დემონსტრირება. სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის გუნდები ამზადებენ ფუნქციას, რომლის მეშვეობით მომხმარებლები თავიანთ გვერდებზე გამოაქვეყნებენ საკუთარ NFT-ებს. ფოტოს წყარო: FT montage/Getty Images ამ საკითხში გაცნობიერებული პირები აგრეთვე აცხადებენ, რომ Meta შეიმუშავებს ინსტრუმენტებს NFT-ების შესაქმნელად. გავრცელებული ინფორმაციით კომპანია ასევე გეგმავს გახსნას საკუთარი NFT-ები ბაზარი, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ შეიძინონ ან გაყიდონ ციფრული ხელოვნების და კოლექციონირების საგნები. NFT-ის სფეროში Meta-ს ყველანაირი ძალისხმევა ადრეულ სტადიაშია და კომპანიის გეგმები ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს. თუმცა კომპანიის NFT-ისადმი ინტერესი გასაკვირი არ არის, რადგან მისი პოპულარობა გასულ წელს მკვეთრად გაიზარდა, რამაც დაახლოებით 40 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ბაზრის ფორმირება განაპირობა. ამ მიმართულებით დომინანტმა პლატფორმა OpenSea-მ, რომელიც NFT ტრანზაქციებიდან 2.5%-ს იღებს, მიმდინარე თვეში გამოიმუშავა 300 მლნ აშშ დოლარი, თავად პლატფორმა კი 13 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული. ექვსი თვის წინ ბაზარი 100 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარად ფასდებოდა. კრიპტო ბირჟა Coinbase იწყებს საკუთარი NFT ბაზრის ამოქმედებას. Twitter ტესტავს არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების დემონსტრირების შესაძლებლობას, ხოლო Reddit-მა NFT ავატარების საკუთარი კოლექცია გამოაქვეყნა. Meta-ს ინტერესი NFT-ის სფეროში მოყვა კომპანიის ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგის შარშანდელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ NFT ერთ დღესაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას მათ მიერ შექმნილ მეტასამყაროში ციფრული პროდუქტების მხარდასაჭერად. Meta-ს გეგმები ციფრულ მხატვრებსაც დაეხმარება თავიანთი პროდუქციის მონეტიზაციაში. Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ დეკემბერში განაცხადა, რომ იგი აქტიურად შეისწავლის NFT-ს, თუმცა კონკრეტული დეტალები არ გაუსაჯაროვებია. თუმცა ინფორმირებული პირები აცხადებენ, რომ Instagram ამჟამად ატარებს NFT-ის დემონსტრირების შიდა ტესტირებას. ცნობილია, რომ Instagram-ის NFT-პროექტს ამჟამად ხელმძღვანელობს Stephane Kasriel, იგი Meta-ს საგადახდო სერვისებისა და კრიპტოვალუტების განყოფილების ხელმძღვანელია. როგორც ამბობენ, კრიპტო საფულე Meta Novi, რომელიც გასული წლის ოქტომბერში საპილოტე პროექტის სახით გამოვიდა, დიდ როლს შეასრულებს კომპანიის NFT-ებთან დაკავშირებულ გეგმებში. Meta ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს NFT სფეროში მუშაობასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/2p98uven
  23. Xiaomi მზად არის მსოფლიო ბაზარზე გამოუშვას Redmi Note 11 Pro სერიის მოწყობილობები. სმარტფონების ხაზი სამი მოწყობილობისგან შედგება, ესენია Redmi Note 11, Note 11 Pro და Note 11 Pro 5G. გლობალური ვერსია ნომრით 2201116SC შენიშნულ იქნა სერტიფიკაციების ვებ-გვერდ TENAA-ზე, ჩინეთში. რადგანაც Redmi Note 11 Pro 5G პროცესორით MediaTek Dimensity 920 და ნომრით 21091116 ჩინეთში უკვე გამოსულია, ეს სმარტფონი ჩინურ ბაზარზე შესაძლოა სხვა ბრენდის სახელით გამოვიდეს. მასთან დაკავშირებით პოპულარულმა ჩინელმა ინფორმატორმა Weibo-ზე გააზიარა მოწყობილობის მახასიათებლები. Redmi Note 11 Pro 5G სმარტფონის გლობალურ ვარიანტს ექნება 6.6-დუიმიანი Full HD+ AMOLED დისპლეი. მოწყობილობაში მოცემული იქნება პროცესორი Qualcomm Snapdragon 690 და წარმოდგენილი იქნება 6 და 8 გბ LPDDR4X ოპერატიული მეხსიერების კონფიგურაციები. ყველა მოდელს ექნება 128 გბ UFS 2.2 მეხსიერების სანახი სივრცე. ბატარეის მოცულობაა 5000 მა/სთ 67-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ფოტოგადაღების შესაძლებლობებს რაც შეეხება, Redmi Note 11 Pro-ს ექნება 108-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორი, აგრეთვე 8- და 2-მეგაპიქსელიანი მოდულები. სავარაუდოდ, 8-მეგაპიქსელიანი სენსორი იმუშავებს, როგორც სუპერფართოკუთხიანი ობიექტივი. სელფი კამერა 16-მეგაპიქსელიანი იქნება. სმარტფონი იმუშავებს Android 11-ზე საფირმო MIUI 13-თან ერთად. https://tinyurl.com/37jx5ww7
  24. ჰიუსტონში (ტახასში) დაფუძნებული კომპანია Axiom Space, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ პირველ კერძო ექსპედიცია Ax-1-ის გაშვებას 21 თებერვალს აპირებდა, იძულებულია ფრენა ერთი თვით გადადოს. წყარო: NASA NASA-მ განაცხადა: „Axiom Mission 1, პირველი კერძო ექსპედიცია საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ ამჯერად 31 მარტს უნდა გაემართოს კოსმოსური ხომალდის დამატებითი მომზადებისა და კოსმოსური სადგურისკენ არსებული ტრაფიკის გათვალისწინებით“. მანამდე Ax-1 მისია 21 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, ხოლო გასული წლის დეკემბერში NASA-მ დაამტკიცა კიდევ ერთი ექსპედიცია Ax-2, რომელიც უნდა განხორციელდეს 2022 წლის შემოდგომიდან 2023 წლის გაზაფხულამდე პერიოდში. ორივე შემთხვევაში ექსპედიციის მეთაურები იქნებიან გამოცდილი ასტრონავტები, რომლებიც ადრე NASA-ში მუშაობდნენ. გეგმის თანახმად ეკიპაჟი შემდგარი იქნება ოთხი ადამიანისგან, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რვა დღეს გაატარებენ, იმუშავებენ ასტრონავტებთან ერთად, რომელთაც მუდმივი კავშირი ექნებათ სადგურთან. სადგურზე რვადღიანი ყოფნის ღირებულება 55 მლნ აშშ დოლარადაა შეფასებული. ეკიპაჟის წევრები იქნებიან NASA-ს ყოფილი ასტრონავტი მაიკლ ლოპეს-ალეგრია, მასთან ერთად გაემგზავრება ამერიკელი ანტრეპრენერი ლარი კონორი, კანადელი ინვესტორი და ფილანთროპი მარკ პატი და ბიზნესმენი ისრაელიდან - ეითან სტიბე. https://tinyurl.com/4axcxcy9
  25. კომპანია Opera-მ წარადგინა Crypto Browser Web3-ის ბეტა-ვერსია ისეთი ფუნქციონალური შესაძლებლობებით, როგორებიცაა ინტეგრირებული კრიპტო საფულე, მარტივი წვდომა კრიპტო ბირჟებსა და NFT-სთან, დეცენტრალიზებული აპლიკაციების მხარდაჭერა და სხვა. კომპანიის მიზანია გამარტივდეს Web3-ის გამოყენება. ბრაუზერის მთავარი ღირსებაა საფულე, რომელსაც აქვს Ethereum-ის, Bitcoin-ის, Celo-სა და Nervos-ის ბლოკჩეინების მხარდაჭერა. გამოცხადებულია პარტნიორიობა Polygon-სა და სხვა ქსელებთან. კრიპტოვალუტაზე წვდომა მიიღწევა გაფართოებისა და გარე საფულეების გამოყენების გარეშე. შესაძლებელია კრიპტოვალუტის შეძენა ფიატით, კრიპტოვალუტის გაცვლა პირდაპირ საფულეში, მისი გაგზავნა და მიღება კუთვნილ ბალანსზე. ხელმისაწვდომია გაცვლის უსაფრთხო ბუფერი, რომლიდანაც სხვა პროგრამები არ იღებენ მონაცემებს. Web3-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა დეცენტრალიზებული ინტერნეტის მხარდაჭერა ბლოკჩეინზე. ბლოკჩეინის დაშიფვრის ხარჯზე დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა იგი წვდომას იძლევა GameFi-ზე, „სადაც შესაძლებელია შემოსავლის გამომუშავება მეტასამყაროში“. „Crypto Corner“ მომხმარებლებს უზრუნველყოფს ბლოკჩეინის შესახებ სიახლეებით. ცოტა ხნის წინ Mozilla-მ გამოაცხადა შემოწირულობების მიღება კრიპტოვალუტაში. მომხმარებლებს ეს არ გაუხარდათ ბლოკჩეინის გარემოზე გავლენის გამო. Opera-მ განაცხადა, რომ მუშაობს უფრო ენერგოეფექტურ Etherium Layer 2 სტანდარტზე. სხვა კომპანიები, მაგალითად Ubisoft, ასევე გააკრიტიკეს ბლოკჩეინითა და NFT-ებით სარგებლობის გამო. Opera მომხმარებლებს აძლევს რამდენიმე ბრაუზერის არჩევანს, მათ შორისაა სტანდარტული და გეიმერული ვერსია. Crypto Browser ხელმისაწვდომი Android-ზე, Windows-ა და Mac-ზე და მალე ხელმისაწვდომი გახდება iOS-ზე. https://tinyurl.com/msew6cfp
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.