Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5871
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. მიუხედავად იმისა, რომ Android-პლანშეტები დიდი ხანია იწარმოება, ბოლო პერიოდში Google-მა ინვესტიციები გაზარდა შესაბამის ბაზარზე. კერძოდ, მან წარადგინა ოპერაციული სისტემა Android 12L, რომელიც განკუთვნილია დიდი ეკრანის მქონე გაჯეტებისთვის, კომპანიის წარმომადგენელმა Rich Miner-მა კი, რომელსაც „Android-პლანშეტების ტექნიკური დირექტორი“ ეწოდება, ინდუსტრიის განვითარების შესახებ საკუთარი შეხედულებები გააზიარა. ფოტოს წყარო: kaboompics/pixabay.com Google-ის მიერ YouTube-ისთვის მომზადებულ მასალაში მაინერმა გაიხსენა Android-პლანშეტების გამოჩენა და ისაუბრა, თუ როგორ გახდა შესაძლებელი მედიაფლეიერების მსგავსი აპლიკაციების მასშტაბირება გამოყენების ახალ ვარიანტზე დიდი ინვესტიციების გარეშე. მიუხედავად ამისა, ბაზარზე სტაგნაცია დაიწყო და იგი COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე გაგრძელდა - ზრდა შეინიშნა მხოლოდ 2019 წელს. ზრდას დიდწილად ხელი შეუწყეს პერიფერიისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებმა და მომხმარებლები უზრუნველყვეს არა მხოლოდ კონტენტის მოხმარებით, არამედ მისი შექმნის შესაძლებლობებით. ბაზრის ზრდის კიდევ ერთ მიზეზად მაინერმა აღნიშნა ის, რომ პლანშეტები „გახდა მაღალი წარმადობის და უფრო იაფი, ვიდრე ლეპტოპები“. ამას ხელს უწყობს Google-ის მუშაობა Android 12L-ზე - ახალ ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც ოპტიმიზებულია სმარტფონზე დიდ მოწყობილობებზე, აგრეთვე ხელშემწყობი ფაქტორია დიდ ეკრანებზე აპლიკაციების ასახვის გაუმჯობესებული მეთოდები. Google-ის წარმომადგენელმა დეველოპერებს ურჩია ისარგებლონ კომპანიის ახალი ინსტრუმენტების უპირატესობებით, რათა განახორციელონ აპლიკაციების თავსებადობის ოპტიმიზაცია პლანშეტებზე და ასევე შექმნან პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უპირველეს ყოვლისა დიდი ეკრანის მქონე გაჯეტების ბაზარზე იქნება ორიენტირებული. მან გაიხსენა 2020 წლის სტატისტიკა, რომელშიც პლანშეტების გაყიდვის მოცულობა გაყიდული ლეპტოპების თანაბარი იყო და ივარაუდა, რომ „არც ისე შორეულ მომავალში“ ყოველწლიურად გაიყიდება მეტი პლანშეტი, ვიდრე ლეპტოპი. „ვფიქრობ, ამ პუნქტის გავლის შემდეგ უკან აღარასოდეს დაბრუნდებით, ”- განაცხადა მაინერმა. ზოგიერთი ასეთ განცხადებებს უკავშირებს იმას, რომ Google დიდი ალბათობით ამზადებს Pixel სერიის წინამორბედებთან შედარებით უფრო დიდი ზომის სმარტფონს, რომელსაც შესაძლოა დრეკადი დისპლეი ქონდეს. https://tinyurl.com/mry4rnsy
  2. ინტერნეტ-წყაროები აცხადებენ, რომ კომპანია Samsung მიმდინარე წელს წარადგენს მაღალი გამძლეობის ახალ სმარტფონს Xcover სერიაში. მოწყობილობის ანონსი ზაფხულშია მოსალოდნელი. ფოტოებზე: Galaxy XCover 5 / ფოტოს წყარო: Samsung როგორც რესურსი SamMobile აცხადებს, მოწყობილობის კოდური დასახელებაა SM-G736B. კომერციულ ბაზარზე იგი გამოვა სახელით - Galaxy Xcover Pro 2. ეს იქნება Xcover სერიის პირველი სმარტფონი 5G მხარდაჭერით. სმარტფონი დაცული იქნება წყლისა და მტვრისგან, მტკიცე კორპუსი კი დარტყმაგამძლე იქნება. ასევე საუბარია მოხსნადი ბატარეის არსებობაზე, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს სწრაფად შეცვალოს ელემენტი საველე პირობებში. გამოითქვა მოსაზრება, რომ მოწყობილობას საფუძვლად დაედება საფირმო პროცესორი Exynos 1280. არაოფიციალური მონაცემებით პროგრამულ უზრუნველყოფად გამოყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android 12. ფიზიკური გამძლეობის პარალელურად უზრუნველყოფილი იქნება ქმედითუნარიანობის ხანგრძლივი ვადა. სმარტფონს აქვს კონფიდენციალური კორპორატიული მონაცემების საიმედო დაცვა. და ბოლოს, რეალიზებული იქნება სპეციალური ფუნქციები, რომლებიც მფლობელებს სამუშაო პროცესში დაეხმარება. https://tinyurl.com/2ukysrkf
  3. მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მოახდენს ციფრული აქტივების რეგულირების რეგლამენტირებას. რა მოხდება კრიპტოვალუტის ფასებთან მიმართებაში, დამოკიდებულია რეგულაციის ბუნებაზე. კრიპტოვალუტების როლი სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველდღიურად უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ამ მხრივ თეთრ სახლს მოეთხოვება უფრო აქტიურად იყოს ჩართული ციფრული აქტივების რეგულირების წესების დადგენის საქმეში. ზეწოლას დაემატა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ისევე როგორც შეშფოთება, რომ რუსულმა ორგანიზაციებმა შეიძლება სანქციების გვერდის ასავლელად კრიპტოვალუტები გამოიყენონ. ბაიდენი, სავარაუდოდ, მოაწერს ხელს აღმასრულებელ ბრძანებას კრიპტო აქტივების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ხელისუფლების მიზნებს Bitcoin-ისა და სხვა ციფრული ვალუტების მიმართ. Bloomberg-ის თანახმად აღმასრულებელი ბრძანება მიმართავს ფედერალურ სააგენტოებს, შეაფასონ რისკები და საფრთხეები, რომლებსაც კრიპტოვალუტები უქმნიან შეერთებული შტატების ეკონომიკას. Barron's-ის ანგარიშის მიხედვით აშშ-ის ადმინისტრაცია თვლის, რომ კრიპტოვალუტებს აქვთ „ეკონომიკური გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე“. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ მარეგულირებელ სამუშაოებში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს გარდა სახელმწიფო დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ეკონომიკური საბჭო და ეკონომიკის მრჩეველთა საბჭო მიიღებს მონაწილეობას. მოახდენს თუ არა გავლენას კრიპტოვალუტების რეგულირება მათ ფასზე? ამჟამად კრიპტოვალუტების სამყაროში ფინანსური რეგულაცია თითქმის არ არსებობს და ეს აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა კრიპტოაქტივები ინდივიდუალური ინვესტორებისთვის. ზოგადად, ფინანსურმა რეგულაციამ უნდა უზრუნველყოს ინვესტორების უსაფრთხოება, აკრძალოს თაღლითური ქმედებები კრიპტო ეკოსისტემაში, შესთავაზოს მკაფიო მითითებები კრიპტოეკონომიკაში ბიზნესის განვითარებისთვის და გადაჭრას მაინინგთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხები. თუმცა ზოგიერთი შიშობს, რომ ასეთმა ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებული შეზღუდვები და ჩაახშოს ინოვაციები - შესაბამისად, რეგულირება უნდა იყოს ფრთხილად დაბალანსებული. ხოლო რა დაემართება კრიპტოვალუტის ფასებს, დამოკიდებულია რეგულაციის ბუნებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, თუ კანონმდებლობა მხარს დაუჭერს ინოვაციის სტიმულირებას, კრიპტოვალუტების ღირებულება შეიძლება გაიზარდოს. თუ ის შემზღუდავი იქნება, Bitcoin და სხვა კრიპტოვალუტები სავარაუდოდ დაკარგავენ ღირებულებას. გასული წლის ბოლოს შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა გაფრთხილება გამოთქვა ციფრული ბაზრიდან „საფრთხის მოზღვავების“, კერძოდ კი კრიპტო აქტივების ბოროტად გამოყენების შესახებ, მაგრამ ამავე დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლესი ფინანსური მოვლენები უდავოდ შეუწყობს ხელს კრიმინალისა და და უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლას. დრო გვიჩვენებს, რა მიდგომას გამოიყენებს აშშ-ის ხელისუფლება კრიპტოვალუტების მიმართ და როგორ იმოქმედებს ეს მთლიან ციფრულ ბაზარზე. მაგრამ ერთი რამ ცხადია, სხვა ქვეყნებთან, მაგალითად ჩინეთთან შედარებით აშშ ძალიან აგვიანებს საკუთარი პოზიციის განსაზღვრას. https://tinyurl.com/yc28mn69
  4. არაერთხელ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Google გეგმავს გამოუშვას სმარტფონი Pixel 6a და კომპანიის პირველი სმარტ-საათი Pixel Watch. თუმცა, როგორც ჩანს, მომხმარებლებს მოცდა კიდევ მოუწევთ. როგორც ჩანს, ამერიკული კომპანიის დაბალბიუჯეტური სმარტფონის გამოშვება მინიმუმ ივლისამდე გადაიდო. Pixel Watch-ის გამოსვლა კი საუკეთესო შემთხვევაში მაისშია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინსაიდერმა ჯონ პროსერმა განაცხადა, მისი აზრით, რეალურად, სმარტ-საათი უფრო გვიანაც შეიძლება გამოვიდეს. ამ დრომდე არსებული არაოფიციალური ცნობების თანახმად Google-ის პირველი სმარტ-საათის წარდგენა 26 მაისს უნდა მოხდეს. შესაძლოა, საათი სმარტფონთან ერთად დაანონსდეს. ინსაიდერის აზრით პროდუქტების შეფერხების ძირითადი მიზეზია დეფიციტი, რომელიც ბევრი კომპანიის ბევრ მოწყობილობას შეეხო. Pixel-ის ამჟამინდელი სმარტფონები საკუთარი წარმოების პროცესორ Google Tensor-ზე მუშაობს. სავარაუდოდ, Pixel 6a მოდელს ექნება იგივე პროცესორი Tensor GS101, რაც აქვს Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ს. ჯერჯერობით ეს ყველაფერი დაუზუსტებელი ინფორმაციაა. https://tinyurl.com/p3wnny3v
  5. 2016 წლის ივლისში 249 აშშ დოლარად გამოსული ვიდეო დაფა NVIDIA GeForce GTX 1060 მიმდინარე წლის თებერვლის შეჯამებით ყველაზე პოპულარულია Steam-ის მომხმარებლებს შორის. ბოლო თვეში მან რამდენიმე პოზიცია წაართვა სხვა, უფრო თანამედროვე მოდელებს. ფოტოს წყარო: nvidia.com GeForce GTX 1060 ყველაზე პოპულარული იყო 2018 წლის მარტში, იმ დროს მან Steam-ის მომხმარებლებს შორის 13.62% წილი დაიკავა. მისი პოზიციები კვლავ მტკიცეა, თუმცა დაშორება ცოტა შემცირდა - ამჟამად მისი წილი 7.99%-ია. აღსანიშნავია, რომ იანვართან შედარებით მისი მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა ეს შესაძლოა სტატისტიკურ ცდომილებას წარმოადგენდეს. NVIDIA GeForce GTX/RTX xx60 სერიის ამაჩქარებლები ტრადიციულად ლიდერობენ გეიმინგ პლატფორმის რეიტინგებში, რაც აშკარად ჩანს ქვემოთ მოცემულ ცხრილში. ფოტოს წყარო: tomshardware.com შეგახსენებთ, GeForce RTX 3060-ის რელიზი გასული წლის თებერვალში შედგა, ამიტომ აგვისტოში ვიდეო დაფა ბაზარზე უკვე ნახევარი წელია იმყოფებოდა. როგორც 2022 წლის იანვრისა და თებერვლის შედეგებიდან ჩანს, მოდელი RTX 3060 ნელა, მაგრამ დამაჯერებლად ზრდის წილს, ასეთივე ტენდენციას აფიქსირებს GeForce RTX 2060 და GTX 1060, თუმცა ამ შემთხვევებშიც შედეგები შესაძლოა სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მახასიათებლებთან იყოს დაკავშირებული - Valve ტრადიციულად არ აზიარებს შესაბამის დეტალებს. ფოტოს წყარო: store.steampowered.com GeForce GTX 1060-ის პოპულარობა შეიძლება გამოწვეული იყოს მთელი რიგი ფაქტორებით: მას ყიდულობენ გეიმინგ კლუბები, GPU-ების ბაზარზე არსებული ვითარების გამო კი ბევრი მომხმარებელი არ ჩქარობს კომპიუტერების კონფიგურაციის განახლებას. მოდელი ასევე პოპულარულია მეორად ბაზარზე: მისი ფასისა და ხარისხის შეფარდება საუკეთესოა - დაბალი ღირებულების ფონზე იგი ჯერ კიდევ აქტუალურად ითვლება. ასევე საინტერესოა მობილური ვერსიის GeForce RTX 3060 დაფის წილის ზრდის ტენდენცია: დასაშვებია ვარაუდი, რომ დესკტოპ ვიდეო დაფების დეფიციტის გამო ბევრმა გეიმერმა ლეპტოპებზე გადასვლა გადაწყვიტა. თებერვლის შეჯამებით Steam-ის 1.92-მა პროცენტმა აირჩია GeForce RTX 3060-ის დესკტოპ ვერსია, 2.35-მა პროცენტმა კი უპირატესობა მობილურ ვერსიას მიანიჭა. სხვა მახასიათებლებიდან უნდა აღინიშნოს, რომ ოპერატიული მეხსიერების ყველაზე პოპულარული მოცულობაა 16 გბ (50%), მეორე ადგილზეა კონფიგურაციები 8 გბ მეხსიერებით (25%). გარდა ამისა, სტაბილურ ზრდას აფიქსირებს Windows 11: ბოლო თვეში ახალმა ოპერაციულმა სისტემამ 2%-ზე მეტი მოიპოვა და მიაღწია 15.95%-ს, Windows 10-მა დაკარგა 2% და გაჩერდა 75.89%-იან ნიშნულზე. CPU-ს მხრივ კი ცვილებები არანაირია: Intel, ისევე როგორც ერთი თვით ადრე, იკავებს 68.9%-ს Steam-ის სტატისტიკაში, AMD-ის წილზე კი მოდის დანარჩენი 31.1%. https://tinyurl.com/5a9m924r
  6. ჩინეთში პოპულარულ პლატფორმა Goofish-ზე გამოჩნდა custom ვიდეო დაფები, რომლებიც საშუალებას იძლევა მფლობელმა გვერდი აუაროს Nvidia-ს მაინინგ-შემზღუდველს მობილური პროცესორის ხარჯზე. მოწყობილობას საფუძვლად უდევს GeForce RTX 3060 Mobile-ის გრაფიკული პროცესორი GA106, რომელიც ლეპტოპებში გამოიყენება. იგი არ ექვემდებარება ჰეშრეითის დაბლოკვა Lite Hash Rate-ს (LHR), აქვს 30-ნაკადიანი მულტიპროცესორები და ავლენს დაახლოებით 50 MH/s წარმადობას Ethereum-ის მაინინგში. წყარო: cnBeta. ერთ-ერთ განცხადებაში გაყიდვაში გამოტანილია ცხრა ასეთი მოდელისგან აწყობილი ფერმა, რომლის ჯამური წარმადობაა 240 MH/s 910 ვატი ენერგომოხმარების პირობებში. წყარო: cnBeta. გაგრილების სისტემა შედგება სპილენძის ორი სითბური მილისა და ორი ვენტილატორისგან წარწერით - Nvidia. წყარო: cnBeta. ვინ და როგორ აწარმოებს ამ ვიდეო დაფებს, უცნობია, რადგანაც მოწყობილობებს მარკირება არ აქვს. მათი ფასი 545-დან 570 აშშ დოლარამდე მერყეობს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ custom GPU-ები პოტენციურად შესაძლებელია გეიმერებმაც გამოიყენონ - ვიდეო დაფებს აქვს HDMI პორტი, მობილური ჩიპი GA106 კი ფლობს უფრო მეტ CUDA ბირთვს, ვიდრე დესკტოპ ვარიანტი. თუმცა მათი წარმადობა გეიმინგში მაღალი არ არის მეხსიერების მცირე მოცულობისა (6 გბ GDDR6) და TDP-ის დაბალი დონის გამო. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში Nvidia-მ გამოუშვა RTX 3000 ვიდეო დაფების განახლებული LHR ხაზი, რომელთათვის გაანახევრა მოწყობილობების სიმძლავრე Ethereum-ის მაინინგის დროს. კომპანია ამრიგად გეგმავდა GPU-ების ორიენტირებას გეიმერების მოთხოვნებზე. თუმცა მოგვიანებით მაინერებმა შეძლეს ვიდეო დაფებისთვის 70%-მდე პირვანდელი წარმადობის დაბრუნება და ბლოკირებისთვის გვერდის ავლა ერთდროულად ორი ციფრული ვალუტის მოპოვების მეშვეობით. https://tinyurl.com/bdz59v5t
  7. საწყისი საფასო კატეგორიის სმარტფონი Samsung Galaxy A12 აღმოჩნდა ყველაზე მოთხოვნადი Android-მოდელი გასული წლის შეჯამებით. ამის შესახებ მეტყველებს კომპანია Counterpoint Research-ის გაყიდვების სტატისტიკა - აცხადებს Androidcentral. Galaxy A12 დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჩრდილო ამერიკაში, ლათინურ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში. იგი შესაძლოა არ იყოს Samsung-ის საუკეთესო დაბალბიუჯეტური Android-სმარტფონი, თუმცა მას აქვს დიდი მოცულობის ბატარეა და პროგრამული უზრუნველყოფის უფრო ხანგრძლივი მხარდაჭერა კონკურენტებთან შედარებით. Counterpoint Research-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მისი შემცვლელი Galaxy A13 5G არანაკლებ მოთხოვნადი იქნება. Galaxy A12-ზე მოდიოდა 2021 წელს მსოფლიოში ყველა გაყიდული სმარტფონის 2% წილი. iPhone-ების გათვალისწინებით მან მე-6 ადგილი დაიკავა. Apple-მა ტოპ 10-ში შვიდი ადგილი დაიკავა, ხოლო iPhone 12 ლიდერობს 2.9%-ით. iPhone 12-ზე, 12 Pro Max-სა და iPhone 13-ზე მოდიოდა Apple-ის ყველა გაყიდული სმარტფონის 41%-იანი წილი. https://tinyurl.com/mpm9h9hk
  8. კომპანია Apple-მა წარადგინა M1 სერიის ახალი პროცესორი - 20-ბირთვიანი M1 Ultra. პროცესორი გვთავაზობს სერიის მაქსიმალურ წარმადობას და განკუთვნილია სრულიად ახალ სამუშაო სადგურ Mac Studio-ში გამოყენებისთვის. M1 Ultra-ს მთავარი მახასიათებელია არქიტექტურა UltraFusion. მისი წყალობით Apple-მა გააერთიანა ორი M1 Max ჩიპი ერთ გიგანტურ პროცესორში. ეს შესაძლებელი გახდა M1 Max ჩიპში ადრევე გათვალისწინებული პროცესორთაშორისი დამაკავშირებლით, რომლის სიჩქარეა 2.5 ტბ/წმ. ჯამში M1 Ultra-ში გაორმაგებულია M1 Max-ის მახასიათებლები: ახალ პროცესორს აქვს 20 ბირთვი CPU (16 მაღალი წარმადობის და 4 ენერგოეფექტური), 64 GPU ბირთვი და 32-ბირთვიანი ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი. არქიტექტურა UltraFusion საშუალებას იძლევა დაკავშირდეს პროცესორის ორი კრისტალი ნახევრადგამტარი ფირფიტის მეშვეობით, რომელშიც 10 ათასზე მეტი კავშირი გადის. სწორედ ასეთმა მიდგომამ მისცა Apple-ს საშუალება მიეღო ერთიანი გიგანტური ჩიპი 114 მილიარდი ტრანზისტორით, რომელიც შემადგენლობის მიუხედავად ყველა პროგრამული უზრუნველყოფის მიერ აღიქმება, როგორც ერთიანი პროცესორი. Apple ამტიცებს, რომ M1 Ultra-ს წარმადობა სტანდარტული M1 ჩიპისას რვაჯერ აღემატება. უფრო მეტიც, პრეზენტაციის მსვლელობისას კომპანიამ მიუთითა, რომ M1 Ultra გვთავაზობს 90%-ით უკეთეს წარმადობას Core i9-12900K ჩიპთან შედარებით იდენტური ენერგომოხმარების პირობებში. M1 Ultra-ს მაქსიმალური ენერგომოხმარება კი Intel-ის პროცესორთან შედარებით 100 ვატით ნაკლებია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Apple M1 სერიის ყველა პროცესორს საფუძვლად უდევს ARM არქიტექტურა და იწარმოება TSMC N5 ტექნოპროცესით. რაც შეეხება M1 Ultra-ს ინტეგრირებულ გრაფიკას, Apple-ის თქმით მისი წარმადობა GeForce RTX 3090-ის მსგავსია 200 ვატით ნაკლები ენერგომოხმარების პირობებში. M1 Ultra-ს მეხსიერების სიჩქარეა 800 გბ/წმ - ეს მაჩვენებელი ორარხიან DDR5-4800-ს აღემატება. უნიფიცირებული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობაა 128 გბ, საიდანაც გრაფიკული ბირთვის პროცესორი საკუთარი საჭიროებისთვის მოიხმარს 48 გბ-მდე. M1 Ultra-ს დებიუტი შედგა ახალ დესკტოპ კომპიუტერ Mac Studio-ში, რომელიც წარმოადგენს კომპაქტური კორპუსის მქონე სამუშაო სადგურს. როგორც კომპანია მიუთითებს, ამგვარი კომპიუტერები განკუთვნილია დეველოპერებისთვის, მხატვრებისთვის და ვიდეოს სფეროს პროფესიონალებისთვის და მათ სთავაზობს მეტ წარმადობას, ვიდრე სტანდარტული 28-ბირთვიანი Mac Pro. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ M1 Ultra ასევე მოხვდება Mac Pro სერიის მომავალ კომპიუტერებში, თუმცა თავად Apple-ს ამგვარი გეგმები არ გაუჟღერებია. https://tinyurl.com/khbnjwvc
  9. Bitcoin-ბირჟა Binance-მა გამოაცხადა კომპანია Bifinity-ს ამოქმედება, რომელიც გვევლინება, როგორც ფიატურ და ციფრულ ვალუტებში გადახდების ოფიციალური პროვაიდერი. „Bifinity-ს მოწინავე საგადახდო ინფრასტრუქტურა აერთიანებს კომპანიებს, გამყიდველებსა და მომხმარებლებს კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სამყაროდან“ - ნათქვამია კომპანიის ბლოგში. ახალ პლატფორმაზე მხარდაჭერილია: 50-ზე მეტი კრიპტოაქტივი; პოპულარული გადახდის მეთოდები და სისტემები, როგორიცაა VISA და Mastercard; „მარტივი, ინტუიციურად გასაგები და უწყვეტი API ინტეგრაცია ტრეიდერებისთვის; გადახდების დამუშავება დაბალი საკომისიოთი. Bifinity-მ პარტნიორობის შეთანხმება დადო პლატფორმებთან Safepal, Zilliqa, EQONEX და Checkout.com.  სხვა საკითხებთან ერთად Binance-მა გამოაცხადა ევროსა და ბრიტანულ ფუნტში გადახდების სრული განახლება SEPA და Faster Payments სისტემების მეშვეობით. https://tinyurl.com/479jmhky
  10. ევროპელ მომხმარებლებს, რომლებსაც ახალი ვიდეო დაფების ყიდვა სურთ, სიხარულის მიზეზი აქვთ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ დაფებზე ფასები ამჟამად მინიმალურია ერთი წლის წინანანდელ მდგომარეობასთან შედარებით. 3DCenter-ის ანგარიში აჩვენებს, რომ RTX 3000 და Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფები 41%-ით და 35%-ით აღემატება სარეკომენდაციო საცალო ფასებს გერმანიის საცალო მაღაზიებში, შესაბამისად. როგორც ხედავთ, სარეკომენდაციოსგან ფასები ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ ეს არის მინიმალური ღირებულება გასული წლის იანვრიდან მოყოლებული. იმ დროს განსხვავება იყო 42% AMD-ს და 34% Nvidia-ს შემთხვევაში. ორივე კომპანიის ვიდეო დაფებზე ფასები 12 დეკემბრის შემდეგ მცირდება. იმ დროს მათი ფასები სარეკომენდაციოს 80%-ით აღემატებოდა. გასული წლის მაისში, როდესაც კრიპტოვალუტების კურსი მაქსიმალური იყო, NVIDIA-ს ვიდეო დაფები სარეკომენდაციო ფასზე 218%-ით მაღალი იყო, AMD-ს კი - 116%-ით. გერმანულ საცალო ვაჭრობაში ხელმისაწვდომობა უმჯობესდება და მაქსიმალურია მას შემდეგ, რაც 3D Center-მა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება დაიწყო. ეს ყველაფერი ხდება Ethereum-ის კურსის ვარდნის ფონზე და დიდი ალბათობით დამთხვევას არ წარმოადგენს, წერს Techspot. გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ ვიდეო დაფების მიწოდება 2021 წლის ბოლო კვარტალში გაიზარდა. 29 მარტს მოსალოდნელია ფლაგმანური RTX 3090 Ti-ს გამოსვლა. NVIDIA-მ ასევე შესაძლოა გამოუშვას GeForce RTX 3050-ის ორი ახალი ვერსია. მიმდინარე წელს მოსალოდნელია ახალი თაობის ვიდეო დაფების გამოსვლა Nvidia-ს, AMD-სა და Intel-ისგან. https://tinyurl.com/bddj7m9e
  11. გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია Volkswagen ააშენებს 2 მლრდ ევროს ღირებულების ქარხანას მთავარ საწარმოსთან ახლოს ვოლფსბურგში. ახალი პლატფორმა გამოყენებული იქნება სამომავლო ფლაგმანურ ელექტრომობილ Trinity-ს წარმოებისთვის. ქარხნის მშენებლობა დაიწყება 2023 წელს, პირველი ელექტრომობილები კი კონვეირზე 2026 წლისთვის გავა. ფოტოს წყარო: Electrek არსებული ცნობების თანახმად Volkswagen-ის ფლაგმანური ელექტრომობილის შემუშავების პროექტი პროგრამა Audi Artemis-ის ანალოგიურია, რომლის ფარგლებში იგეგმება მაღალეფექტური ავტომობილების სერიის შექმნა ელექტრო ძრავზე. Trinity-ს შესახებ ამჟამად ცოტა რამ არის ცნობილი. Volkswagen-მა განაცხადა მხოლოდ ის, რომ ფლაგმანური ელექტრომობილი გამორჩეული იქნება „დამუხტვის გაცილებით მცირე დროით და 700 კმ-ზე მეტი გავლის მარაგით“. ამჯერად კი ავტომწარმოებელმა აღნიშნა, რომ Trinity გამოვა ახალი ქარხნიდან, რომლის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. „Volkswagen-მა მიაღწია კიდევ ერთ ეტაპს ტრანსფორმაციის გზაზე: ახალი კომპლექსი ელექტრომობილ Trinity-ს წარმოებისთვის, რომლის ინვესტიცია 2 მლრდ ევროს შეადგენს და აშენდება მთავარ ქარხანასთან ახლოს ვოლფსბურგში. კონცერნის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ახალი ქარხანა გადამწყვეტი კომპონენტია Volkswagen-ის მთავარი საწარმოს მოდერნიზაციის უდიდეს პროგრამაში“ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში. გერმანულმა ავტომწარმოებელმა აგრეთვე განაცხადა, რომ გეგმავს გაზარდოს წარმოების სიჩქარე და ეფექტურობა. კომპანიის მიზანია ერთი ელექტრომობილის აწყობა 10 საათზე ნაკლებ დროში განხორციელდეს. ამჟამად კომპანიის ერთი ელექტრომობილის წარმოებას დაახლოებით 30 საათი სჭირდება. https://tinyurl.com/yc7u74b7
  12. კრიპტო ბირჟა FTX-მა დაამატა Terra-ს ეკოსისტემის ალგორითმულ Stablecoin UST-ის მხარდაჭერა. ადრე ბირჟაზე გამოჩნდა UST/USDT და UST/USD წყვილები სპოტ ვაჭრობისა და უვადო კონტრაქტებით ტრეიდინგისთვის. CoinGecko-ს მიხედვით საბაზრო კაპიტალიზაციის რეიტინგში აქტივი TerraUSD (UST) მე-14 ადგილს იკავებს 13.6 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით და უსწრებს Maker-ის დეცენტრალიზებულ Stablecoin DAI-ს (9.46 მლრდ აშშ დოლარი). წყარო: CoinGecko. Terra-ს ეკოსისტემის ტოკენ LUNA-ს კაპიტალიზაცია შეადგენს 29.4 მლრდ აშშ დოლარს და უკავია რეიტინგის მეშვიდე ადგილი. Stablecoin-ების სეგმენტის ზრდისა და Terra-ს DeFi-ეკოსისტემების პოპულარობის ფონზე UST-ის ბაზრის კაპიტალიზაცია წლის დასაწყისიდან 36%-ით გაიზარდა და 13.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. წყარო: CoinGecko შეგახსენებთ, LUNA-ს ღირებულებამ სტეიკინგში 30 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. https://tinyurl.com/58tzvnj2
  13. როგორც რესურსი VideoCardz აცხადებს, კომპანია AMD-მ გააზიარა Threadripper PRO 5000 სერიის პროცესორების მახასიათებლები. PRO პრეფიქსის არმქონე ჩიპებს ჯერჯერობით საუბარი არ ეხება და, როგორც ჩანს, მათ პირველ რიგში ვიხილავთ მაღალი წარმადობის კომპიუტერებში - სერიის დებიუტი შედგება Lenovo ThinkStation P620 დესკტოპებში. ფოტოს წყარო: amd.com კომპანიამ დაადასტურა, რომ Threadripper PRO 5000 სერიაში შევა ხუთი მოდელი, რომელთაგან ყველაზე მძლავრი იქნება 64-ბირთვიანი (128-ნაკადიანი) 5995WX საბაზისო სიხშირით 2.7 გჰც. აღსანიშნავია, რომ სერიის ყველა ჩიპს ექნება ერთი და იგივე მაქსიმალური სიხშირე 4.5 გჰც, ხოლო საბაზისო მაჩვენებლები განსხვავებული იქნება. სერიაში არ შევა 48-ბირთვიანი მოდელები - სიდიდით მეორე იქნება 32-ბირთვიანი ჩიპი 5975WX სიხშირით 3.6 გჰც. ამრიგად, საბაზისო რეჟიმში იგი 100 მჰც-ით, მაქსიმალურ სიხშირეზე კი 300 მჰც-ით სწრაფი იქნება წინამორბედთან შედარებით. ფოტოს წყარო: videocardz.com AMD Ryzen Threadripper 5965WX მოდელს ექნება 24-ბირთვი და 48 ნაკადი, საბაზისო სიხშირე - 3.8 გჰც, მაქსიმალური კი - 4.5 გჰც. სერიაში ასევე შედის 16- და 12-ბირთვიანი მოდელები 5955WX (4.0 გჰც) და 5945WX (4.1 გჰც). ყოველი ჩიპის შემთხვევაში TDP-ის დონე იქნება 280 ვატი, რაც შეესაბამება Threadripper 3000 სერიის მახასიათებლებს. მხარდაჭერილი დედა დაფების შესახებ AMD-ს არაფერი უთქვამს, თუმცა დიდი ალბათობით ესენი იქნება მოდელები აქტუალურ WRX80 ჩიპსეტზე განახლებული BIOS-ით. https://tinyurl.com/32umtjya
  14. ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გამოქვეყნდა სმარტფონ Xiaomi 12 Ultra-ს რენდერები (სავარაუდოდ ოფიციალური), რომელიც high-end კლასს მიეკუთვნება. იგი შესაძლოა გახდეს პირველი სერიული მოწყობილობა პლატფორმაზე - Snapdragon 8 Gen 1 Plus. ფოტოს წყარო: weibo.cn სმარტფონ Xiaomi 12 Ultra-ს ახალი ფოტოები ადრე გამოქვეყნებული რენდერების მსგავსია - მოწყობილობის გარეგნული განმასხვავებელი ნიშანი იქნება უკანა პანელზე დიდ, მრგვალ მოდულში განთავსებული კამერების ბლოკის არასტანდარტული გაფორმება. დამატებითი დისპლეი უკანა პანელზე ახალ მოდელს არ ექნება - შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ კომპანიამ Xiaomi 11 Ultra-ში განხორციელებული ექსპერიმენტალური გადაწყვეტილება არასაკმარისად ეფექტურად ჩათვალა. როგორც ცნობილია, ფლაგმანურ სმარტფონს ექნება პერისკოპული ტელეობიექტივი ხუთმაგი ზუმით. გადაღების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს უნიკალური გადაწყვეტილება - თავად Xiaomi-ს მიერ შექმნილი გამოსახულების დამუშავების ახალი პროცესორი და Leica-ს ტექნოლოგიები, რომელმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა. Xiaomi 12 Ultra, რომლის ანონსი უახლოეს დროშია მოსალოდნელი, შესაძლოა იყოს პირველი მოწყობილობა ბაზარზე გაუმჯობესებულ ფლაგმანურ პროცესორ Snapdragon 8 Gen 1 Plus-ით, რომელსაც უფრო მაღალი წარმადობა ექნება საბაზისო ვერსია Snapdragon 8 Gen 1-თან შედარებით. https://tinyurl.com/2p9etj5v
  15. მორიგი გადაანგარიშების შედეგად Bitcoin-ის მაინინგის სირთულე პირველად შემცირდა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ. მაჩვენებელმა 27.55 მილიონი (T) შეადგინა. პროცენტულ შეფარდებაში შემცირება წინა მოვლენის ანალოგიური - 1.49% აღმოჩნდა. წყარო: BTC.com. დაახლოებით ორკვირიან პერიოდში, რომელიც ყოფს მაჩვენებლის გადაანგარიშებებს, საშუალო ჰეშრეითმა შეადგინა დაახლოებით 197 EH/s - წინა დროის მონაკვეთში ეს მაჩვენებელი 200 EH/s იყო. იმ დროს სირთულის მხრივ დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი - 29.97 Т.  Glassnode-ის თანახმად Bitcoin-ის ქსელის გამომთვლელი სიმძლავრის ცვლადმა შვიდდღიანმა საშუალო მაჩვენებელმა მიაღწია 17 თებერვლის მაქსიმუმს, 214.7 EH/s-ს, შემდეგ კი კლებისკენ გადავიდა. წყარო: Glassnode. 2021 წელს ჰეშრეითმა მაისში დაიწყო კლება სიჩუანში მაინერების ელექტრომომარაგების პრობლემების გამო. შემცირება გაგრძელდა აკრძალვის გამო ინდუსტრიის მოთამაშეების ჩინეთიდან გასვლის შედეგად. ასევე შემცირდა გამომთვლელ სიმძლავრესთან კორელირებადი სირთულე. ერთ-ერთი გადაანგარიშების შეჯამებით ივლისში ვარდნამ რეკორდული 27.94% შეადგინა. ორივე მაჩვენებელმა აღდგენა აგვისტოსკენ დაიწყო. იმ დროს Bitcoin-ის ჰეშრეითის წილის ლიდერი პირველად გახდა აშშ. შეგახსენებთ, თებერვალში პირველი კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავალი 13%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით და ოდნავ გადააჭარბა 1 მლრდ აშშ დოლარს. https://tinyurl.com/2j4pe4ya
  16. მიმდინარე თვიდან AMD, Intel და NVIDIA იწყებენ ახალი და განახლებული ვიდეო დაფების გამოშვებას. დესკტოპ მოდელების გამოსვლის თარიღებისა და მოსალოდნელი მახასიათებლების შესახებ ძირითადი ინფორმაცია შეაგროვა რესურს 3DCenter-მა. Intel-ის შემთხვევაში გამოშვების დრო ოფიციალურად გაჟღერდა, პროდუქტების ბაზარზე გამოსვლა დაიწყება პირველი კვარტლის ბოლოს. ჯერ გამოვა მობილური ვიდეო დაფები, მეორე კვარტალში - დესკტოპ მოდელები, წლის ბოლოს კი - პროფესიონალური ვიდეო დაფები. პროდუქტების დეტალური მახასიათებლები კომპანიას არ გაუხმაურებია. NVIDIA-მ ასევე ოფიციალურად გამოაცხადა GeForce RTX 3090 Ti-ს გამოშვება, მაგრამ ვიდეო დაფა ჯერ არ გამოჩენილა გაყიდვაში და კომპანია არ განმარტავს ამის მიზეზებს. არაოფიციალური ცნობების თანახმად ამაჩქარებელი მარტის ბოლოს გამოჩნდება. AMD არ საუბრობს ახალ მოდელებზე, ინფორმაცია მთლიანად ეფუძნება ინსაიდერების მოსაზრებებს. როგორც ამბობენ, Radeon RX 6000 სერიები განახლდება სამი მოდელით - 6950XT, 6750XT და 6650XT, ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს 18Gbps GDDR6 მეხსიერება. ასევე მოსალოდნელია RX 6500-ის გამოჩენაც. ვარაუდობენ, რომ მახასიათებლებით იგი 6400-ის მსგავსი იქნება, მაგრამ მისგან განსხვავებით საცალო ვაჭრობაში გამოვა. https://tinyurl.com/yc69ba94
  17. ტაივანური კომპანია TSMC ირწმუნებოდა, რომ პირველი 3-ნანომეტრიანი პროდუქციის სერიულ წარმოებას 2022 წლის მეორე ნახევარში აითვისებდა, თუმცა მალევე დაიწყო ტექნოპროცესის მეორე თაობაზე მუშაობა, რომლის სახელწოდებაა N3E. მისი სერიული წარმოება 2023 წლის მესამე კვარტალში უნდა დაწყებულიყო და შემოეთავაზებინა წლიური პროდუქციის უფრო მეტი მოცულობის გამოშვება. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ტექნოპროცესი N3E დაგეგმილზე ერთი კვარტლით ადრე გახდება ხელმისაწვდომი. ფოტოს წყარო: TSMC ამ სიახლეზე საუბრის საფუძველს იძლევა Morgan Stanley-ს ანალიტიკურ ჩანაწერებში ერთ-ერთი ცნობილი ტაივანელი ტექნობლოგერის მიერ გამოქვეყნებული ცნობები. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ წლიური პროდუქციის გამოსვლა N3E ტექნოპროცესის მეშვეობით გაუმჯობესდება და მისი მასიურ წარმოებაში დანერგვა 2023 წლის მეორე კვარტალში იქნება შესაძლებელი. თავდაპირველად N3E ტექნოპროცესი ითვალისწინებდა EUV ლითოგრაფიის გამოყენებით წარმოებული ფენების რაოდენობის ოთხი ერთეულით შემცირებას N3B ტექნოპროცესთან შედარებით, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება. ასეთი ნაბიჯი გაამარტივებს კომპონენტების წარმოებას, თუმცა აიძულებს TSMC-ის დამკვეთებს, შეწირონ შესაბამისი პროდუქტების ზოგიერთი მახასიათებელი. წყარო იუწყება, რომ ტრანზისტორების სიმკვრივე N3E ტექნოპროცესში მცირდება მხოლოდ 8%-ით N3B-სთან შედარებით. 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით ის მაინც 60%-ით მაღალია და ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა სამომხმარებლო თვალსაზრისით. არაოფიციალური წყაროები ამ დრომდე TSMC-ის პირველი თაობის 3-ნანომეტრიანი პროდუქციის პოტენციურ მომხმარებლებად მოიხსენიებდნენ ძირითადად Apple-ს, Qualcomm-სა და Intel-ს, ზოგჯერ კი - AMD-ს, NVIDIA-ს და MediaTek-ს. არ არის გამორიცხული, რომ ბოლო სამი კომპანია უპირატესობას მიანიჭებს დაელოდოს N3E ტექნოპროცესის ათვისებას. კვარტალურ კონფერენციაზე TSMC-ის წარმომადგენლებმა ერთხელ განაცხადეს, რომ კომპანია პირველი 3-ნანომეტრიანი პროდუქციის დამკვეთებისთვის მიწოდების შედეგად შემოსავლის მიღებას მხოლოდ 2023 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს. რეალურად, N3B და N3E ტექნოპროცესები დროში არ გაიწელება ისე, როგორც თავდაპირველად იყო მოსალოდნელი. ახალი ვერსიის ტექნოლოგიის უპირატესობებით სარგებლობას სავარაუდოდ TSMC-ის ბევრი მომხმარებელი მოისურვებს. https://tinyurl.com/2p98kze3
  18. 2022 წლის თებერვალში Bitcoin-ის მაინერებმა გამოიმუშავეს 13%-ით ნაკლები წინა თვესთან შედარებით. ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა 1.06 მლრდ აშშ დოლარი. წყარო: ForkLog. შემოსავლებში საკომისიოს წილი სულ 1.24% - 12.9 მლნ აშშ დოლარი იყო. პირველი კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავალი უკვე მეოთხე თვეა კლებულობს მას შემდეგ, რაც 2021 წლის ოქტომბერში 1.72 მლრდ დოლარიან ნიშნულს მიაღწია. შემდეგ ეს მაჩვენებელი მიუახლოვდა მაქსიმუმს, რომელიც დაფიქსირდა მარტში - 1.74 მლრდ აშშ დოლარი. ანალოგიურ ტენდენციას აფიქსირებს Ethereum მაინერების შემოსავალი, რომელმაც კლება დაიწყო ნოემბრის შემდეგ. იმ დროს მან 3.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, თებერვლისთვის კი 1.8 მილიარდ დოლარამდე დაეცა, წინა თვესთან შედარებით კლება დაახლოებით 35% იყო. წყარო: ForkLog. საკომისიო ტრადიციულად შეადგენს კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე უდიდესი კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავლის მნიშვნელოვან წილს, თებერვალში იგი 66%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია გასული წლის სექტემბრის შემდეგ. მაინერების შემოსავლები მცირდება ქსელის მაჩვენებლების ზრდის ფონზე: Bitcoin-ის ჰეშრეითმა თებერვალში დააფიქსირა ახალი მაქსიმუმი ისევე, როგორც მაინინგის სირთულემ. Ethereum-ის გამომთვლელმა სიმძლავრემაც რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. Glassnode-ის თანახმად 18 თებერვალს მოძრავმა შვიდდღიანმა საშუალომ 960.4 TH/s შეადგინა. წყარო: Glassnode. უძველესმა Bitcoin-მაინინგის პულმა Slush Pool-მა ჰეშრეითის ნაწილი უკრაინის მხარდასაჭერად მიმართა და 10 BTC შესწირა ფონდს „Повернись живим“. FlexPool-მა, Ethereum-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მაინინგ პულმა,შეწყვიტა რუსეთის IP მისამართების მომსახურება უკრაინაში შეჭრის გამო. https://tinyurl.com/yck8tshn
  19. ხმები Apple-ის განზრახვის შესახებ - მარტში გამართოს ახალი პროდუქტების წლევანდელი პირველი პრეზენტაცია, ბოლო რამდენიმე კვირაა ვრცელდება. შედგა ამ ღონისძიების ანონსი, რომელიც გაიმართება ონლაინ ფორმატში და გადაიცემა როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე, ასევე YouTube პლატფორმაზე. პრეზენტაციის სლოგანია „მაქსიმალური წარმადობა“ (Peek performance). სამომავლო მოწყობილობებს რაც შეეხება, მიიჩნევა, რომ Apple დააანონსებს ახალ iPhone SE-ს 5G მხარდაჭერით, აგრეთვე პლანშეტ iPad Air-ს და რამდენიმე კომპიუტერს, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა იყოს ლეპტოპი MacBook Pro ახალი საფირმო M2 ჩიპით. როგორც მოსალოდნელი იყო, Apple-ს არ გაუზიარებია წინასწარი ინფორმაცია, თუ რა ელოდებათ მომხმარებლებს პრეზენტაციაზე. ყველაზე მეტად მოსალოდნელია მესამე თაობის iPhone SE-ის ანონსი, რომელსაც ექნება 5G ქსელის მხარდაჭერა. არაოფიციალური ცნობების თანახმად მოწყობილობა მემკვიდრეობით მიიღებს 2020 წლის მოდელის (უფრო სწორად, iPhone 8-ის კიდევ უფრო ძველი დიზაინის) იერსახეს, მაგრამ განსხვავებული იქნება უფრო მძლავრი აპარატურით, რომელიც აგებულია საფირმო A15 Bionic პროცესორზე (გამოიყენება iPhone 13-ში). კიდევ ერთი სიახლე იქნება პლანშეტი iPad Air, რომელსაც ასევე ექნება 5G. წარმადობის მხრივ პლანშეტი დიდწილად მოგვაგონებს აქტუალურ iPad mini-ს: მასაც ექნება პროცესორი A15 Bionic, 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართოკუთხიანი ფრონტალური კამერა და ფლეშ-განათება ოთხი შუქდიოდით. დიზაინს რაც შეეხება, დიდი ალბათობით, იგი ნასესხები იქნება წინა აქტუალურ მოდელ iPad Air-ისგან, რომელიც 2020 წელს გამოვიდა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სიახლე მომავალ ღონისძიებაზე შეიძლება იყოს ახალი Mac კომპიუტერი, მაგრამ ამის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ასევე შესაძლებელია ახალი MacBook Pro-ს გამოჩენა, რომელიც აგებულია საფირმო Arm-პროცესორ M2-ის ბაზაზე. რეალურად რას უმზადებს Apple მომხმარებლებს, შეგიძლიათ გაიგოთ ონლაინ-ტრანსლაციის დროს რამდენიმე დღეში. https://tinyurl.com/2p8ty9p5
  20. კომპანია LG-მ წარადგინა 48-დუიმიანი გეიმინგ მონიტორი UltraGear 48GQ900. მასში გამოყენებულია OLED მატრიცა და აქვს HDMI 2.1 სტანდარტის მხარდაჭერა. კომპანია აცხადებს, რომ მონიტორი UltraGear 48GQ900 სრულად თავსებადია Xbox Series X და PlayStation 5 კონსოლებთან და მხარდაჭერილია კადრის ცვლადი განახლების ტექნოლოგია Variable Refresh Rate (VRR) 120 ჰერცამდე სიხშირით. ფოტოს წყარო: LG კომპანიას ყველა დეტალი არ გაუსაჯაროვებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მონიტორ LG UltraGear 48GQ900-ს გააჩნია 4K გაფართოების მხარდაჭერა, აგებულია არეკვლის საწინააღმდეგო საფარის მქონე 10-ბიტიან მატრიცაზე და აქვს DisplayHDR სტანდარტის სერტიფიკაცია. HDMI 2.1 კონექტორის გარდა ხელმისაწვდომია DisplayPort. კომპანიის თქმით UltraGear 48GQ900 გაყიდვაში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გამოვა. კომპანიას მონიტორის ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია. მისი ზომისა და OLED მატრიცის გამოყენების გათვალისწინებით მოწყობილობა ნამდვილად არ იქნება ხელმისაწვდომი. LG UltraGear 24GQ50F-B 48-დუიმიანი UltraGear 48GQ900 მოდელის გარდა კომპანიამ ასევე წარადგინა უფრო კომპაქტური მოდელები UltraGear 27GQ50F-B (27 დუიმი) და UltraGear 24GQ50F-B (24 დუიმი). მათი გაფართოებაა Full HD და კადრის განახლების სიხშირე 165 ჰერცამდე. ახალ მონიტორებში მხარდაჭერილია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium. ორივე მოდელში გამოყენებულია VA მატრიცა, კონტრასტულობის დონეა 3000:1, სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი - 250 კდ/მ2. LG UltraGear 24GQ50F-B ორივე მონიტორს აქვს ორი HDMI კონექტორი, ერთი DisplayPort და ერთი 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. LG UltraGear 27GQ50F-B და UltraGear 24GQ50F-B მოდელები გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა. მათი ფასიც ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/4t23x95r
  21. ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟა (CME) გამოუშვებს ოფციონურ კონტრაქტებს, რომელთა ძირითადი აქტივები იქნება Bitcoin-ისა და Ethereum-ის მიკროფიუჩერები. ინსტრუმენტებით ვაჭრობა დაიწყება 2022 წლის 28 მარტს მარეგულირებლების მიერ დამტკიცების შემდეგ. „ოპციონური კონტრაქტები ტრეიდერებს საშუალებას მისცემს ეფექტურად მოახდინონ ბაზრის მოვლენების ჰეჯირება უფრო დიდი სიზუსტით და მოქნილობით, რაც ნებისმიერი ზომის ტრეიდერს მისცემს ციფრულ აქტივებზე წვდომის შესაძლებლობას“, - ნათქვამია ბირჟის განცხადებაში. CME-მ გამოუშვა Micro Bitcoin (MBT) მაისში, Micro Ethereum (MET) - 2021 წლის დეკემბერში. ორივე შემთხვევაში ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითადი აქტივის მეათედს და არის საანგარიშსწორებო. პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ბაზარზე ინსტრუმენტების მიმოქცევის დროს მათი საერთო ვაჭრობის მოცულობამ 5.2 მილიონ კონტრაქტს გადააჭარბა. ფიუჩერსებისგან განსხვავებით ოფციონი აძლევს მფლობელს უფლებას, მაგრამ არა ვალდებულებას - იყიდოს ან გაყიდოს ძირითადი აქტივი წინასწარ განსაზღვრულ ფასად ხელშეკრულების პერიოდის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბერში სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაციამ დაიწყო ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების გლობალური სტანდარტების შემუშავება. https://tinyurl.com/yckshdmm
  22. კომპანია GIGABYTE უშვებს AERO 16 სერიის 16-დუიმიანი ლეპტოპების ოთხ მოდელს დეველოპერებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის მე-12 თაობის Core პროცესორებით. AERO 16 - ეს არის 16-დუიმიანი ლეპტოპი Core i9-12900HK ან Core i7-12700H პროცესორით. მისი კორპუსი დამზადებულია ალუმინის შენადნობით და აქვს წვრილი ჩარჩო ოთხივე მხრიდან, რის შედეგად უზრუნველყოფილია ეკრანის ისეთივე ფართობი, როგორც წინა AERO 15 სერიის 16-დუიმიან პანელებში. ყველა მოდელს აქვს 16-დუიმიანი OLED-პანელი 3840 x 2400 პიქსელი გაფართოებით, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამითა და DisplayHDR 500 TRUE BLACK-თან თავსებადობით. AERO 16 YE5-94JP948HP მოდელს აქვს პროცესორი Core i9-12900HK, 32GB DDR5 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3080 Ti Laptop, 1ტბ+1ტბ SSD (PCIe 4.0) და Windows 11 Pro. იგი გაყიდვაში გამოვა მარტის დასაწყისში და, როგორც მოსალოდნელია, გაიყიდება დაახლოებით 5300 აშშ დოლარად. AERO 16 XE5-73JP938HP მოდელს აქვს Core i7-12700H პროცესორი, 16 გბ DDR5 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3070 Ti Laptop, 1ტბ+1ტბ SSD (PCIe 4.0) და Windows 11 Pro. იგი გაიყიდება მარტის ბოლოდან დაახლოებით 3600 აშშ დოლარად. AERO 16 XE4-73JP914HH მოდელი აღჭურვილია Core i7-12700H პროცესორით, აქვს 16 გბ DDR4 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3070 Ti, 1 ტბ SSD (PCIe 4.0 ინტერფეისით) და ოპერაციული სისტემა Windows 11 Home. მისი საცალო ფასი დაახლოებით 3300 აშშ დოლარს შეადგენს. AERO 16 KE4-72JP914HP მოდელს აქვს Core i7-12700H პროცესორი, 16 გბ DDR4 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3060 Laptop, 1 ტბ SSD (PCIe 4.0), Windows 11 Pro. იგი მარტის ბოლოს გამოვა და საცალო ფასი იქნება დაახლოებით 286 000 იენი. ყველა ლეპტოპის ზომაა 356 x 248.5 x 22.4 მმ, წონა - 2.3 კ, ბატარეის მოცულობა - 99 ვტ/სთ. https://tinyurl.com/yckryn9p
  23. კომპანია Oppo-მ გამოფენა MWC 2022-ზე დააანონსა სწრაფი დამუხტვა SuperVOOC სიმძლავრით 150 ვატი, რომელიც საშუალებას იძლევა 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 50%-მდე დაიმუხტოს 5 წუთში, 100%-მდე კი - 15 წუთში. მასთან ერთად გამოიყენება ბატარეის აღდგენის ტექნოლოგია „Battery Health Engine“ (BHE), რომლის წყალობით თითქმის ორმაგდება ბატარეის ქმედითუნარიანობის ხანგრძლივობა. OPPO-ს განცხადებით, ტექნოლოგია BHE გარანტიას იძლევა, რომ სმარტფონის ბატარეა შეინარჩუნებს თავდაპირველი მოცულობის 80%-ს დამუხტვის 1600 ციკლის შემდეგ, რაც ორჯერ აღემატება საწარმოო სტანდარტს. ტექნოლოგია გულისხმობს ძაბვის სიმძლავრის რეგულირებას უარყოფითი მუხტის მქონე ელექტროდების მუშაობაზე დამოკიდებულების შესაბამისად. 150-ვატიანი დამტენი SuperVOOC მუშაობს 20 ვოლტ ძაბვასა და 7.5 ამპერ სიმძლავრეზე. OPPO-მ განაცხადა, რომ ტექნოლოგია შემოწმდა გაგრილებასა და უსაფრთხოებაზე. აღსანიშნავია, რომ დამუხტვის ზემოთ მითითებული სიჩქარეები მიღწეულ იქნა სმარტფონებში, რომლებიც მუშაობდნენ თვითმფრინავის რეჟიმზე გამორთული ეკრანებით. ფოტოს წყარო: androidheadlines.com დავამატებთ, რომ კომპანია Realme-მაც დააანონსა სწრაფი 150-ვატიანი დამუხტვის ტექნოლოგია UltraDart. Realme ეკუთვნის BBK Electronics-ს, რომელიც კომპანია Oppo-ს (და OnePlus-ის) მშობელი კომპანიაა. 150-ვატიანი დამუხტვა UltraDart მახასიათებლებით SuperVOOC-ის მსგავსია, თუმცა Oppo-სგან განსხვავებით კომპანია Realme-მ დაასახელა პირველი მოწყობილობა ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერით - ეს იქნება სმარტფონი GT Neo 3. ფოტოს წყარო: xda-developers.com SuperVOOC დამუხტვის მქონე OnePlus სმარტფონები ბაზარზე მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოვა. პარალელურად წარმოდგენილ იქნა SuperVOOC-ის უფრო მძლავრი, 240-ვატიანი ვერსიის მუშაობა. ეს ტექნოლოგია ჯერჯერობით შემუშავების ეტაპზეა. ამ შემთხვევაში შემოთავაზებულია 24 ვოლტი ძაბვა და 10 ამპერი სიმძლავრე. შედეგად შესაძლებელი იქნება 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეის 9 წუთში 100%-ით დამუხტვა. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია უსაფრთხო იქნება. კერძოდ, 13 სენსორი მონიტორინგს გაუწევს სხვადასხვა ელემენტის ტემპერატურას. https://tinyurl.com/mrxbwwb6
  24. კერძო და საბირჟო საფულეებს შორის კრიპტოვალუტების გადაადგილების დინამიკა მიუთითებს ინვესტორების გარკვეულობის ნაკლებობაზე ციფრული აქტივების ბაზარზე მოვლენების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს CoinDesk Bank of America-ს (BofA) ანგარიშზე დაყრდნობით. ანალიტიკოსების აზრით ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური ფაქტორების გამკაცრება შეზღუდავს კრიპტოვალუტების ზრდას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. თუმცა, BofA-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ახალი „კრიპტოზამთრის“ დასაწყისი, რადგან მომხმარებლების მიერ ციფრული აქტივების მიღების დონე და დეველოპერების აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ბირჟებიდან Bitcoin-ების დაფიქსირებული გადინება გამყიდველების იმპულსის ამოწურვაზე მიუთითებს. ამავდროულად, Ethereum-ის შემოდინება ამ პლატფორმების მისამართებზე შეიძლება მიუთითებდეს პოტენციურ ზეწოლაზე კაპიტალიზაციის მხრივ მეორე უდიდესი კრიპტოვალუტის ფასზე - განაცხადა BofA-მ. მოხსენების თანახმად ბირჟებზე Stablecoin-ების შემოდინება ზედიზედ მეორე კვირაა სუსტდება. გასული კვირის შედეგებით წინა შვიდდღიან პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 99%-ით შემცირდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ინვესტორები არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას არსებულ გარემოში. ბანკმა დაამატა, რომ ციფრული აქტივების ბაზრისთვის გაძნელდება მიმდინარე ფასების დიაპაზონიდან გასვლა, სანამ შესაძლო რეცესიის შიშები არ შემცირდება Glassnode-ის მონაცემებით გასული კვირის განმავლობაში Bitcoin-ის საბირჟო ბალანსები გაიზარდა 83.9 მილიონი აშშ დოლარით, Ethereum-ისა – 362.5, USDT-ს კი - 261.2 მლნ აშშ დოლარით. Grayscale Investments-ის ანალიტიკოსებმა შეაფასეს კრიპტობაზრის პერსპექტივები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. სპეციალისტების თქმით ტრეიდერებს შორის ჭარბობს დათვური განწყობა, თუმცა გრძელვადიანი ინვესტორებისთვის წარმოქმნილი არასტაბილურობა შესაძლოა შესყიდვისთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენდეს. შეგახსენებთ, რომ FTX კრიპტოვალუტის ბირჟის ხელმძღვანელმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით ციფრულ ოქროზე მოთხოვნა გაიზრდება აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ომსა და ეროვნული ვალუტების გაუფასურებასთან. https://tinyurl.com/3c5tdxa7
  25. როგორც რესურსი VideoCardz განმარტავს, კომპანია NVIDIA-ს სერვერებზე ჰაკერების თავდასხმის შედეგად შემუშავებაში არსებული დრაივერების შესახებ ინფორმაცია ენთუზიასტების ხელში მოხვდა. მათ შეისწავლეს NVIDIA-ს სპეციალისტების მიერ გათვალისწინებული სამომავლო გრაფიკული პროცესორებისა და გამომთვლელი არქიტექტურის პირობითი დასახელებები. ფოტოს წყარო: ილინოისის უნივერსიტეტი Hopper და Ada Lovelace არქიტექტურების შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა - პირველი მათგანი მოერგება გამომთვლების აჩქარების სეგმენტს, მეორე კი - გეიმინგს. არქიტექტურა Blackwell-ის შემთხვევაში დასაშვებია ვარაუდი, რომ ამგვარ სახელწოდებას Hopper-ის მემკვიდრე მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, დევიდ ბლექველის ბიოგრაფიის საფუძველზე, რომელიც სპეციალიზირებული იყო სტატისტიკაში და გახლდათ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ასოციაცია გათვალისწინებული იყოს გეიმინგ არქიტექტურისთვის. პარალელურად, VideoCardz-მა ჩამოთვალა დრაივერებში აღმოჩენილი Ada Lovelace სერიის გეიმინგ გრაფიკული პროცესორების დასახელებები: AD102, AD103, AD104, AD106, AD107 და AD10B (ბოლო მათგანის შემთხვევაში 8-ის ნაცვლად რატომღაც “B“ აღმოჩნდა). Hopper არქიტექტურისთვის გათვალისწინებულია GH100 და GH202 სერიები, Blackwell თაობა კი წარმოდგენილია ჩიპებით GB100 და GB102. https://tinyurl.com/y2fk5dse
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.