Jump to content

ULTRAULTRA1996

წევრი
  • Posts

    125
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    14

Everything posted by ULTRAULTRA1996

  1. ეს fan controller-ია rheosmart 6 ქულერის ბრუნებს აკონტროლებ. უფრო ზუსტად თუ გაინტერესებს აგერ დეტალური განხილვა მაქ გაკეთებული
  2. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავწყვიტე კიდევ 1 საინტერესო პოსტი გაგაცნოთ. აქ თქვენ ისწავლით როგორ გავაჩუმოთ ქულერები ვიბრაციისგან. ალბათ ბევრს გაუგია რეზინის ანტივიბრაციული ბალიშების შესახებ (რაც საკმაოდ პრაქტიკულია) მაგრამ თუ არ გვაქვს იგი შეგვიძლია ასეთ მარტივ გზასაც მივმართოთ. მოვიძიოთ შემდეგი ნივთები: მოვიძიოთ ან ვიყიდოთ აი ასეთი რეზინის შაიბები (ზუსტი სახელი არ მახსოვს მაგრამ სანტექნიკაში ხმარობენ 5-10 თეთრი ღირს 1 ცალი მაქსიმუმ) ქულერის დასამაგრებელი ჭანჭიკები (შურუპები) ორმაგი სკოჩი (თუ არ გაქვთ არც ეგაა პრობლემა მაგრამ საწვალებელი გექნებათ შედარებით) სახრახნისი (ატვიორკა) შევუდგეთ საქმეს: ავიღოთ რეზინის შაიბები და ორმაგი სკოჩის ცალი მხარე დავაწებოთ შემდგომ დავჭრათ ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები შემდგომ მოვხსნათ ორმაგ სკოჩს მეორე მხარე და დავაწებოთ ქულერის მეორე მხარე (სასდაც ააქვს საბოლტეები მანდ დავამთხვიოთ შაიბების რგოლები) შემდგომ გავხვრითოთ ორმაგი სკოჩი (შაიბა რო შევიდეს შიგნით, ამ შემთხვევაში ატვიორკით გავხვრიტე მარტივად) შემდგომ დავუმიზნოთ ჭრილები ნახვრეტებს და დავავინტოთ ზედ. ამ მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ქეისის ზედა მხარეს აგრეთვე წინა და უკანა ქულერის ადგილებზეც(როცესორის გაგრილებაზეც) მოკლედ სულ ეს იყო მეგობრებო, სხვაობა მართლაც შესამჩნევია პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით, ეს ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ ორმაგი სკოჩის გარეშეც მაგრამ მიხვდებით ალბათ როგორი საჩალიჩო გექნებათ. გმადლობთ ყურადღებისათვის
  3. გაიხარე გიო მადლობა, იქნება კიდევ საინტერესო რაღაცეებიც
  4. მოგესალმებით თანა overclocker-ერებო დღეს მინდა გავაკეთო განხილვა და რამოდენიმე რჩევა მოგცეთ Fan controller-ებთან დაკავშირებით (ვინც ვერ ერკვევით ამ საკითხში). მოკლედ დღეს განვიხილავ ერთერთ საუკეთესო Fan controller-ს Rheosmart 6-ს. დავიწყებ ყუთიდან, ყუთი არის პატარა და კომპაქტური, ეს კარგია რადგან ტრანსპორტირების დროს არ გვექნება ბევრი თანხა გადასახდელი, კომპლექტაციაში შედის შემდეგი ატრიბუტები ► 3-Pin Fan მონიტორინგის კაბელი X2 ► 3-Pin dan 4 Pin-ზე გადამყვანი კაბელი X2 ► 3-Pin დასაგრძელებელი კაბელი X2 ► PWM კაბელი X1 ► ქეისზე დასამაგრებელი ჭანჭიკები X4 ► Sunbeamtech ლოგო X1 ► ინსტრუქციის სახელმძღვანელო ქონტროლერს გააჩნია შემდეგი მახასიათებლები ► PMW კონტროლი ► 6 საკონტროლო არხი ► 30W გამტარობა თითო არხზე ► ჭკვიანი გაგრილების სისტემა ► ავტო/მექანიკური კონტროლი კონტროლერი ჯდება 5.25 განყოფილებაში (DVD ROM-ის განყოფილებაში). კონტროლერი ვიზუალურად შესრულებულია უმაღლეს დონეზე, გარედან აკრავს შავი მეტალის ბადის (სეტკის) პანელი აგრეთვე თოთოეული ფანის საკონტროლო ბერკეტის ქვემოთ პატარა ღილაკები რომელიც გადასართავი ღილაკია Manual/Auto-ზე ან პირიქით და მის ზემოთ LED განათებები (მწვანე.წითელი) მწვანე განათება აღნიშნავს Manual კონტროლს ანუ ფანების ბრუნი ჩვენზეა დამოკიდებული თავიდან ბოლომდე, ხოლო წითელი ფერის ლედ განათება AUTO, პროცესორის ტემპერატურასთან ერთად ფანების ბრუნის ზრდას აღნიშნავს, კონტროლერი იდეალურად არის შესრულებული და მაქსიმალურად არის დაცული დაზიანებისგან რადგან თითოეული არხის კონტროლზე ააქვს ინდივიდუალური რადიატორული გაგრილება დაყენებული, კვების კაბელის და ქულერების შეერთება მარტივად არის შესაძლებელი, ხოლო ქვევიდან დაწებებული ააქვს ე.წ ბუბკა რათა მოკლე ჩართვა არ მოახდინოს. რაც შეეხება კონტროლერის ძალას, გამოიმუშავებს თუ არა იგი სრულად 30W და ხომ არ არის ეს უბრალოდ მარკეტინგული მინაწერი ? კონტროლერმა მარტივად გადალახა ეს ზღვარი და თითო არხზე 30W გამოიმუშავა 6 ქულერის შეერთებისას, ხოლო 1 ქულერის შეერთებისას არხი 40W-მდეც კი ავიდა, ეს იმას ნიშნავს რომ ამ კონტროლერის თითო არხზე ჩენ შეგვიძლია თავისუფლად დავსვათ 2 ქულერი რადგან 1 ქულერს 7-15W კი კისრამდე ყოფნის ამ კონტროლერს კი თოთო არხზე 30W ააქვს, ამიტომ შეგვიძლია 12 ცალი ქულერის დაერთება 6X2. ეხლა კი რამოდენიმე რჩევა მინდა მოგცეთ Fan controller-ებზე, პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ იმას თუ რამდენ ვატს გამოიმუშავებს იგი თითოეულ არხზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიაქციეთ ყურადღება ვიზუალს, აგრეთვე წაიკითხეთ განხილვები და დაადგინეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აგრეთვე განსაზღვრეთ მისი ყიდვის საჭიროება რადგან თუ ქეისში 2-3 ცალი ქულერი გაქვთ კონტროლერის ყიდვას ჯობს Fan Dual Spliter იყიდოთ და დედაპლატაზე დასვათ, ასევე ყურადღება მიაქციეთ მის ფასს და განსაზღვრეთ ხარისხიდან გამომდინარე ღირს თუ არა ნივთი ის ფასი რაც ააქვს. მოკლედ სულ ეს იყო, იმედია მოგეწონებათ ჩემი მიმოხილვა Rheosmart 6-ზე.
  5. Memory Read ULTRAULTRA1996 | G.Skill Ripjaws X 2400MHz @ 2400MHz 11.13.13.31 | FSB 100MHz | 33886 MB/s Photo Memory Total (Write/Copy) ULTRAULTRA1996 | G.Skill Ripjaws X 2400MHz @ 2400MHz 11.13.13.31 | FSB 100MHz | 34934/ 29437 MB/s Photo L1 Cache Total (Read / Write / Copy) ULTRAULTRA1996 | G.Skill Ripjaws X 2400MHz @ 2400MHz 11.13.13.31 | FSB 100MHz | 920.60 / 461.44/ 809.31 GB/s Photo L2 Cache Total (Read / Write / Copy) ULTRAULTRA1996 | G.Skill Ripjaws X 2400MHz @ 2400MHz 11.13.13.31 | FSB 100MHz | 354.76 / 148.73/ 223.45 GB/s Photo L3 Cache Total (Read / Write / Copy) ULTRAULTRA1996 | G.Skill Ripjaws X 2400MHz @ 2400MHz 11.13.13.31 | FSB 100MHz | 190.19 / 138.10/ 151.24 GB/s Photo
  6. Memory Read ULTRAULTRA1996 | G.Skill Ripjaws X 2400MHz @ 2400MHz 11.13.13.31 | FSB 100MHz | 33886 MB/s Photo Memory Total (Write/Copy) ULTRAULTRA1996 | G.Skill Ripjaws X 2400MHz @ 2400MHz 11.13.13.31 | FSB 100MHz | 34934/ 29437 MB/s Photo
  7. შენს ადგილას მაგ კაბელებს ჩამოვიტანდი და მაგიდას როაქვს გამოწეული იმას ამოვატნევდი უფრო კარგად გამოჩნდებოდა.
  8. კი აქ ნამდვილად ახალი იუზერივარ უფრო forum.ge-ზე ვარ და მიცნობს იქ ბევრი ის საზოგადოებაც არის აქ და სწორედ მაგიტომ დავრეგისტრირდი.
  9. მოგესალმებით თანაფორუმელებო, გამომიჩნდა თავისუფალი დრო და გადავწყვიტე რაიმე სასარგებლო გამეკეთებინა მოკლედ აქ თქვენ ისწავლით როგორ გავაკეთოთ მაგიდაზე Cable Managment-ი სახლში არსებული ნივთების მეშვეობით. ალბათ ბევრს აწუხებს კომპიუტერის კაბელები მაუსის იქნება ეს დინამიკების თუ თუნდაც კვების კაბელები. აგრეთვე ალბათ ბევრმა ისიც იცის რომ მაგიდის Managment-ისთვის საჭირო აქსესუარები საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომ მოიძიეთ სახლში შემდეგი ნივთები სანტექნიკური მილი (პლასტმასი). რკინის საჭრელი ხერხი (ნაჟოვკა). პატარა ჭანჭიკები (შურუპები). სახრახნისი (ატვიორკა) როგორი პირიც ექნება ჭანჭიკებს იმის მიხედვით (ფიგურნი ან პრასტოი). საჭრელი ხერხით მოვჭრათ სანტექნიკური მილი დაახლოებით 4-5 სანტიმეტრის სიგანით რამდენი ცალიც დაგჭირდებათ (მაგიდის ზომიდან გამომდინარე). შემდეგ გავხერხოთ ცალი მხარეც ამ შემთხვევაში მარტივად უბრალოდ გადავხერხავთ ლურჯ ზოლს. შემდგომ გავხვრიტოთ გადახერხილის მოპირდაპირე მხარე არა ჰორიზონტალურად არამეტ ცოტა ზემოთ. შემდგომ პატარა ჭანჭიკებით (შურუპებით) მოვუჭიროთ. შემდეგ მიუდექით მაგიდას უკანა მხრიდან და მიავინტეთ ზედ. ამის შემდეგ გააღებინეთ გადაჭრილი პირი და ჩადეთ კაბელები შიგნით. საბოლოო სახე გამოვა ასეთი P.s რათქმაუნდა იდეალური არარის მაგრამ სახლის პირობებში დამერწმუნეთ ამაზე კარგს ვერაფერს იზავთ, კაბელები შეგიძლიათ ატაროთ იქით აქეთ და დამერწმუნეთ ძირს დაყრილ აბლაბურდას 1000 ჯერ ჯობს. გმადლობთ ყურადღებისთვის
  10. მოკლედ მქონდა შემდეგი კვებები, FSP Si Series 600 ვატიანი 88% ეფექტურობით, Corsar hx620m სემი მოდულარი ჩვეულებრივი 80+ ეფექტურობით , EVGA Supernova NEX750b 80+ Bronze სერთიფიკატით (რომელიც გადამეწვა და ამ კვებას არ გაეკაროთ არასოდეს რჩევა იქნება) ეხლა კი მაქ Seasonic X850 80+ Gold ეფექტურობით. არცერთ კვებას გული არ დაუწყვიტავს არაფერში EVGA-ს თუ არ ჩავთვლით. ეხლანდელი კვება კიდე ჩემს სისტემას ყველანაირად ყოფნის და არა მარტო ჩემს არამეტ ნებისმიერ სისტემას დაქოქავს თავისი რაზგონით r9 295x2-ებზე და მადაფაქა ედიშენებზე არ მაქ საუბარი. თუმცა ამ კარტასაც ყელში ამოუვა. რაც შეეხება ამ კვებით OC-ს. პროცესორი დავარაზგონე 4.8 GHZ-ზე აგრეთვე GTX 770-იც დამირაზგონებია და რავი მე კმაყოფილი ვარ ამ კვებით. ტესტები იხილეთ ქვემოთ. ეს 4.8GHZ პროცესორის რაზგონი ეს GTX 770 SC-ის რაზგონი +70 MHZ და პროცესორი 4.2 GHZ ეს EVGA GTX 960 FTW 2GB რაზგონი +50 MHZ ეს კიდევ ჩემი ეხლანდელი კარტის Gigabyte GTX 960 G1 Gaming 2GB + 100MHZ ეს კი ჩემი Seasonic X850 80+ Gld Fully Modular-ის სურათები
  11. The Crew-მა საჩუქარი გამიკეთა და Lamborghini Huracan მაჩუქა 4k Screenshot
  12. კი კარგი შედეგია მაგრამ ამ სიხშირეზე ვერ დასტაბილურებ. Cinebench-ში ვერ გავატარე არ ეყო ვოლტი 1,45 და წყალიც არ მაქ თორე შესაძლოა დამესტაბილურებინა კიდეც. ეს რათქმაუნდა არმაქ რაზგონზე არმიყვარს წვალება მაგრამ ხანდახან წავურაზგონებ ხოლმე
  13. I5 4590K Devil's Canyon 4.8 GHZ OC 1.42V-ით
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.