Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8066
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Posts posted by gio_kiborg

  1. hotfix-ია მცირე რამეები გაასწორა,

    არ მითამაშია ჯერ, 

    1.20 განახლების მერე გავაგრძელე ერთი საღამო (point no return-ის წინა სეივზე ვარ) და კარგად გავერთე გვერდით და რენდომ მისიებით,

    ერთი ნაკლია, რაც ზოგადად გეიმფლეიში და მის დიზაინშია ადრეც მეწერა, სტელს სტილით თამაშისას არ ჯილდოვდები, ანუ არალეტალური იარაღით, ან trakedown-ების გამოყენებაზე რომ იწვალო, ნაკლები loot და ფული გექნება, ვიდრე ლეტალურზე, ნებისმიერ ბანდასთან დაპირისპირებისას უფრო სწრაფი და შედეგიანია რომ დახოცო ყველა უბრალოდ, მეტ XP-ს და ფულს იღებ, არადა ზოგზე ძებნა და ჯილდო ნალებად მძიმე დანაშაულზეა გამოცხადებული და თუ არ მოკალი, ვერ მიიღებ ვერც ჯილდოს, ასევე ნაკლები XP გაქვს

    აგრესიული თამაში კი ნამდვილად სახალისოა, მაგრამ ჯერ ერთი არარეალურია, რომ მაგალითად მანქანის ქურდობაზე გამოცხადდეს ვინმეზე ჯილდო რომელსაც მოკვლის მერე აძლევენ bounty hunter-ს, მეორეც, გაცილებით უფრო შრომატევადია სტელსი და უმეტესობა თამაშებშიც შესაბამისად გაჯილდოვებს მეტი XP-თი და უკეთესი შედეგებით ზოგადად ერთი რომ სახალისო გეიმფლეის ანებებ თავს რომ ჩუმად გაიარო მისია, მეორეც რომ არაეტალურად აკეთებ ამას, მესამეც საკმაოდ რთული და ზოგჯერ დამღლელიცაა იდეალური სტელსი, ამიტომ მეტი ჯილდო უნდა გქონდეს, განსაკუთრებით Dishonored დამამახსოვრდა ამ მხრივ, სადაც არალეტალური სტელსი ყველაზე კარგ საბოლოო შედეგს გაძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ლეტალური (სტელსი, თუ პირდაპირ ხელჩართული) ძალიან სახალისოა,

    აქ კიდევ, გაქვს მშვენიერი შესაძლებლობა და რომ გამოიყენებ ჯერ ერთი საბოლოოდ არანაირი გავლენა არ აქვს, მერე ნაკლები XP, ფული და ლუტია, ძაან უაზრობაა და საკმაოდ ადვილად შეიძლება ალბათ გამოსწორება

  2. On 4/16/2021 at 7:50 PM, user24 said:

    disco elisium ეს ქართულად გაასწორებს.... მაგ დონის უცხო ენები არ ვიცი რო ეგ ვითამაშო . 

    p.s. რამე კარგი 2 player იგრები ვინ იცის pc-ze? local ან splitscreen. ონლაინ არ მინდა

    portal 2

    უბრალოდ მოკლეა კოოპ რეჟიმი, მაგრამ PvP რეჟიმიც აქვს

    • Thanks 1
  3. 3 hours ago, user24 said:

    ეს ისევ საიბერბაგია? 

    წავითამაშე რამდენიმე საათი,

    მოტოცილკეტი ხშირად ეჭედება ისევ კედლებში და ტრასების ჯებირებზე, უნდა ჩამოხვიდე და მერე დაჯდე თავიდან რომ გამოიხსნას

    შიგადაშიგ წაიბორძიკებს ხოლმე (FPS ჩამოვარდება) სხვა გამაღიზიანებელი ბაგები არ შემიმჩნევია

  4. 12 hours ago, Harmony Lines said:

    მაგრად მუშაობენ, რა ქნან მეტი, ტვინი რომ არ შეეჭამათ ფანებს არც გამოუშვებდნენ ასე დაუსრულებლად, ფაქტიურად ჩვენი ბრალიცაა ყველასი რომ ასეთ მდგომარეობაში გამოუშვეს, ამხელა ჰაიპი რომ არ გამოეწვია, ალბათ ჩემი ვარაუდით ამ წლის ბოლოსთვის ვიხილავდით ამ თამაშს გამართულ მდგომარეობაში გამოსულს...

    ვერანაირად ვერ დაგეთანხმები მაგაში,

    1) ჩვენ არ დაგვითქვია გამოშვების დრო

    2) ჩვენ არ დაგვიჰაიპებია

    2) ჩვენ არ მოგვითხოვია გინდა თუ არა გამოუშვი ახლა როგორიცაათქო

    ეგ კი არა სხვა თამაშებისგან განსხვავებით გაცილებით რბილად ექცეოდნენ ფანები და ოღონდ კარგი გამოვიდეს და გადადონო 

    თავისივე პრეს რილიზებში ამბობდნენ რომ ვასალაშინებთ, რომ გამოსვლისთანავე საუკეთესო ტექნიკურ მდგომარეობაში იყოსო არაერთხელ თქვეს,

    ბოლო გადადებაზე იყო რომ ახალი თაობის კონსოლებს დაამთხვიეს და მაგაზე იყო საყვედურები თუ კონსოლისთვის მზად არ აქვთ PC-სთვის მაინც გამოუშვანო (ესეც მათივე ინფორმაციაზე დაყრდნობით)

    მოკლედ 100% CDPR ცუდი მენეჯმენტის ბრალია, რომ ვერ გათვალეს პროექტის მოცულობა და მის შესასრულებლად საჭირო დრო და ამ მდგომარეობაში გამოუშვეს

    და ზოგადადაც თუ რამე ცუდი გამოდის ყოველთვის გამოცემლის თუ დეველოპერის ბრალია (შიგა მიზეზები ბევრნაირი შეიძლება იყოს) და არა მომლოდინე ფანების, ჩვენ არანაირი სიტყვა არ გვეთქმის თამაშის (პროდუქტის) დეველოპმენმტსა და რილიზში თითქმის არასდროს,

    როცა გამოვა შეიძლება  მერე მოუსმინონ feedback-ს და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებენ და გააუმჯობესონ თამაში (უკეთეს შემთხვევაში), მაგალითად No Mans Sky, SW battlefront, ან კიდევ დაიკიდონ როგორც Anthem

    ერთი Star Citizen-ია რომლის დეველოპერებსაც ბევრი ურთიერთობა აქვთ ფანებთან, მაგრამ საბოლოო თამაში 10 წელია მგონი არ გამოსულა და არც ახლო მომავალში გამოვა :) 

    • Like 1
  5. On 3/29/2021 at 5:30 PM, kloud said:

    მაქვს ჩემი ძმის მყარი დისკი რომელზეც უყენია ვინდოუსი და მეორე ახალი მყარი დისკი რომელზეც უნდა გადავიტანო ეგ ვინდოუსი. თვითონ კომპიუტერი რომელშიც უენია ეგ მყარი დისკები არ მაქ თან. ჩემ კომპში რო ჩავსვა ეს დისკები და ჩემი SSD-დან ჩავტვირთო ვინდოუსი შესაძლებელი იქნება მისი ვინდოუსის მეორე მყარ დისკზე კოპირება? 

    მისი ვინდოუსით არ მინდა ჩატვირთვა მერე მანდ ჩემი სისტემის დრაივერებსაც დააყენებს სისტემა და არ მინდა რამე რო აირიოს.

    Macrium Reflect გაგიკეთებს მაგას მარტივად,

    შენს კომპშიც, ოღონდ Windows-ის დისკზე ყველა პარტიშენი მონიშნე (500 მეგაბაიტიანი UEFI პარტიშენი რომ ჩამტვირთავი იყოს)

  6. 10 hours ago, George said:

    მემგონი მაგ დიდ პაჩში ბანალურათ მელკი ბაგებია დაფიქსული და არაფერი გაუზრდიათ პერფორმანსის მხრივ, რასაც ვუყურებ შეიძლება პირიქით დაეცა კიდეც წარმადობა ცოტათი

    ხო, თუმცა კონსოლებზე ახლა შეიძლება ასე თუ ისე ნორმალური თამაშიო,

    წვრილ-წვრილ ბაგებს რაც შეეხება, ბლომადაა ისევ, T პოზაში ყოფნა მანქანის/მოტოციკლის მართვისას წელს ქვემოთ დაურენდერებელი ტანსაცმლით მაგალითად :D 

    თუმცა Game braking ბაგები გასწორებულია, ქვესტებს რომ ვერ აგრძელებდი მაგალითად და ბევრი Quality of Life ცვლილებებიცაა (ტარებაში, AI-ში და ა.შ) მაგრამ ჯერ მაინც Beta 0.9 შთაბეჭდილება აქვს ვიდრე დასრულებული პროდუქტის

  7. 1 hour ago, George said:

    Cyberpunk 2077 releases patch v1.2 (update: 500 changes + AMD raytracing) https://www.guru3d.com/news-story/cyberpunk-2077-postpones-biggest-patch-v1-2.html

    ეგეც მაგ ბოლო პაჩის წარმადობის ტესტიროვკა აქტუალურ სისტემებზე:

    https://gamegpu.com/action-/-fps-/-tps/cyberpunk-2077-v-1-2-test-gpu-cpu

    1080p სათამაშოთ სეტინგებიას დაკლების გარეშე მინიმუმ 3060 კარტა ჭირდება ეგ რა თქმა უნდა RTX გარეშე, 2K კიდე ულტრაზე უნდა 3060Ti-2080ti სულ მცირე ალბათ, RTX უკვე მაქს თუ გათამაშა 3080 1080P-შიც და დაჟე 2K-შიც ქაჩავს მაგრამ მარტო DLSS უკვე, მაგის გარეშე ვეღარ 

    მასე იყო პატჩამდეც, მაგ მხრივ არაფერი შეცვლილა

  8. Dream on ქვესტი გავაგრძელე, მაგრამ მოტოციკლეტზე T პოზაში მაინც გავიჩითე წელს ქვემოთ შიშველი :D

    არადა გამოვასწორეთო....

    სულ 5 წუთიც არ მითამაშია, ამიტომ წარმადობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ბაგი ეგრევე გაიჩითა (მართალია წვრილი, მაგრამ მაინც ბაგი)

  9. 7 minutes ago, Gobro said:

    კი გამოვიდა უკვე. ჩემთან სტიმზე იწერს

    ხო, ჩემთანაც ხელით მივუთითე დაწყება, რაღაც უაზრო schedule აქვს Steam-ს, ჩართვისას არ იწყებს აპგრეიდს, დაგეგმავს გამთენიას (თითქოს ჩართული მქონდეს კომპი 24/7)

    28.8 გბ-ია ჩემთან

  10. 4 minutes ago, Gobro said:

    1.2 პაჩი გამოვიდა https://vgtimes.ru/news/75970-dlya-cyberpunk-2077-vyshel-patch-12-v-steam-on-vesit-33-gb.html 33GB ზომაში. ძაან ბევრი ბაგია დაფიქსული

    გამოვიდა თუ Coming-ო

    https://www.cyberpunk.net/en/news/37801/patch-1-2-list-of-changes

    ბლომად რამე დაუფიქსიათ (მე ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა Dream On ქვესტი გასწორდა)

    ასევე კონსოლებზე და სუსტი კონფოგურაციის PC-ზე წარმადობის მატება შესამჩნევი იქნებაო (ალბათ 10-15% უკეთესი, ან ნაკლები სტატერინგით)ვნახოთ რა იქნება

    ასევე ოფიციალურად დაამატეს მოდების მხარდაჭერა

     

     

  11. On 2/16/2021 at 11:04 PM, George said:

    METRO EXODUS PC Enhanced Edition Announced Gets DLSS and Advanced Ray Traced Reflections https://www.guru3d.com/news-story/metro-exodus-pc-enhanced-edition-announced-gets-dlss-and-advanced-ray-traced-reflections.html

    თან ვისაც ნაყიდი აქვს უფასო აპგრეიდი იქნებაო,

    მე 1080ti-ზე დავხურე და RT არ გამომიცდია, ეღირება კიდევ თამაში, თან DLC-ებიც არ დამიხურია ჯერ

  12. დავიწყე და საკმაოდ კარგი გამოდგა, (MMORPG არაა, 3rd person action RPG არის, საკმაოდ ღრმა RPG სისტემით)

    იდეაში ეს სტუდია სულ ამ სტილის თამაშებს უშვებს:

    არის 2-3 ფრაქცია, რომელსაც შეგიძლია მიემხრო,

    კარგი იარაღი/ჯავშანი/მაგია მხოლოდ ფრაქციაზე მიმხრობის მერე შეგიძლია იყიდო

    სანამ რომელიმეს შეუერთდები, შეგიძლია მისიები ასრულო ყველა ფრაქციისთვის, რაც ზოგადად აუცილებელია, რადგანაც თუ კარგი რეპუტაცია არ გაქვს, არ მიგიღებენ შინაურად

    სკილ პოინტის მოპოვების მერე (ახალ ლეველზე) უნდა მონახო შესაბამისი სკილების ჯგუფის ტრეინერი დაგადაუხადო სწავლებაში ფული

    იარაღს და მაგიას სჭირდება სხვადასხვა სტატისტიკური ქულები (მაგალითად ძალა, ინტელექტი, მოქნილობა და ა.შ) ყოველ ლეველზე 10 სტატისტიკის ქულა და 1 სკილ ქულა გეძლევა

    თამაშის დაწყებისას ძალიან სუსტი ხარ, და არა "სამყაროს მხსნელი", უბრალო ცხოველმა შეიძლება მოგკლას გარეთ, საკმაოდ ძნელია თავიდან, მაგრამ ბრძოლების დიდ ნაწილს შეგიძლია უბრალოდ გაექცე

    მთავარი და საიდ მისიების შესრულების ბევრი საშუალებაა,

    სამყარო ღიაა თავიდან ბოლომდე სადაც გინდა იქ წადი, არ არის ხელოვნური ბარიერები, ძლიერი მონსტრი ან მოწინააღმდეგე თუ შეგხვდა, უბრალოდ გაიქცევი :)

    სამყარო ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, არ გელოდება შენ, მაგალითად მონსტრები ერთმანეთს ებრძვიან, შეგიძლია მონსტრი გამოიტყუო და მოწინააქღმდეგეზე მიუშვა, შემდეგ დასუსტებულს ცოცხალ დარჩენილს ადვილად მოუღო ბოლო

    შეგიძლია პრატიკლად ყველა მოკლა (თუ მოერევბი :D) 

    შეიძლება მისიები დაფეილდეს, ზოგჯერ მოულოდნელადაც, ბევრი მთავარი და გვერდითი მისა ერთმანეთთან კავშირშია პირდაპირ ან არაპირდაპირ.

    შინაარსიც საინტერესოა საკმაოდ, პლანეტა მაგალანდზე ჩამოვარდა კომეტა, რომელმაც პრაქტიკულად გაანადგურა ეკოსისტემა და ცივილაცია, კომეტას მოყვა მინერალი (ელემენტს ამბობენ ხშირად შეცდომით ხოლმე) ელექსი, რომელიც სპეცია;ირ თვისებებს ფლობს. იწვევს მუტაციებს ადამიანებში და ცხოველებშიც, 

    არის სამი ძირითადი ფრაქცია:

    ბერსეკერები- ფრაქცია, რომელსაც პირველად შეხვდები, უარყოფენ ტექნოლოგიას (ჩვენებური შუა საუკუნეების ზევით), ელექსის გადამუშავებით იღებენ მანას, რომელსაც მაგიისთვის იყენებენ, ასევე ზრდიან სპეციალურ მცენარეებს. რომელიც მომწიფების მერე გადარგავენ უვარგის გარემოში, რომელსაც ეს მცენარე უბრუნებს სიცოცხლეს, იწოვს ელექსის ნარჩენებს და მიწა ნაყოფიერი ხდება, მოკლედ ბუნებასთან ჰარმონია უნდათ და ტექნოლოგია ხელს გვიშლისო

    კლერიკები-მაღალტექნოლოგიური რელიგიური ფანატიკოსები, რომლებიც ელექსს იყენებენ თავისი ტექნოლოგიების ენერგიის წყაროდ, უნდათ ძველი სამყაროს ცოდნის შეგროვება და განბრცობა, ოღონდ თავისი ღმერთის სადიდებლად :D

    უკანონოები (outlaws) Mad Max სტილის ბანდა, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ გარდა ფულის (რომლის მოვალეობასაც ელექსის კრისტალები ასრულებს) და გართობის გარდა, ელექსიდან ძლიერმოქმედ ნარკოტიკებს და სტიმულატორებს აკეთებენ

    ამ სამიდან ერთ ერთს უნდა შეუერთდე, 

    კიდევ ერთი ფრაქციაა-ალბები, რომლებიც პირდაპირ მოიხმარენ ელექსს, არიან რობოტებივით, სუფთა ლოგიკა და ემოციების გარეშე, უნდათ მთელი პლანეტის დაპყრობა და ყველა ადამიანის ალბებად გარდაქმნა,

    წინა სამივე ფრაქცია ალბების წინააღმდეგაა.

    თამაშის გმირი არის ალბების კომანდერი, რომელსაც ბერსეკერების ლიდერის მოკვლას დაავალებენ, მისაზე ვიღაც ჩამოაგდებს მის ხომალდს, იქე გაეჩითება თავისი მეთაური და მისსის ჩავარდნის გამო სიკვდილით დასჯის, თუმცა რა თქმა უნდა გადარჩება და ასევე ელექსიც გამოვა მისი ორგანიზმიდან, სანამ ცუდად იყო ვიღაც მის ჯავშანს და იარაღს მოიპარავს, ძირითადი მისია ჯერ ქურდის პოვნაა და მერე იმის ვინც ჩამოაგდო, მაგრამ ეხვევა უფრო დიდ პოლიტიკურ ინტრიგებში.

    დასაწყისი ცოტა ნელია და ძნელი თან, მაგრამ ისტორია კარგად იშლება,

    რაც შეეხება ნაკლს, მთავარი ნაკლი ჩემთვის კომბატ სისტემაა: ხელჩართლი იარაღის 2-3 მოქნევის მერე სტამინა გეცლება და უნდა დაელოდო მის შევსებას, მაგრამ მტერი არ გელოდება :) ძალიან ზედმეტი შეზღუდვაა ჩემი აზრით, თუმცა შეიძლება სტამინას ხარჯის დაწევა სეთინგებიდან და საკმაოდ კარგი ხდება კომბატი. აღარ გინდა 2-3 მოქნევის მერე სულის მოთქმა

    გრაფიკა საკმაოდ მოძველებულია 2017 სტანდარტებითაც, თუმცა ჩემთვის ეს არ წარმოადგენს პრობლემას

    გახსნილი სამყარო ერთი მხრივ კარგია, მაგრამ ზოგჯერ შემთხვევით ქვესტებს ისე ასრულებ, აღებულიც არ გაქვს თუ ბევრ დახეტიალობ.

    რაც მომწონს, არის ჯეტპაკი, რომელიც ფრენის საშუალებას გაძლევს, ასევე ნებისმიერი სიმაღლიდან უსაფრთხოდ შეგიძლია გადმოხტე, ჯეტპაკის საწვავი შეძღუდულია, თუმცა ავტომატურად ივსება

    მოკლედ კარგი რამეა, ჯერ ფრაქციასაც არ შევერთებივარ და 20+ საათო მაქვს ნათამაშები

    • Upvote 2
  13. 22 hours ago, George said:

    CD Projekt releases Hotfix 1.12 for Cyberpunk 2077 that addresses Vulnerability https://www.guru3d.com/news-story/cd-projekt-releases-hotfix-1-12-for-cyberpunk-2077-that-addresses-vulnerability.html აპდეიტები მაგ თამაშზე ვატყობ კიდე კარგა ხანს არ დასრულდება, რახან დასაფიქსი მართლა ბევრი მელკი ბაგია და ნელ-ნელა რაღაცას დაამსგავსონ იქნება ოპტიმიზაციაც მაღალ სეტინგებზე

    ანუ პატჩის 2 ჰოთფიქსი გამოუშვეს, მაგარი დომხალი აქვთ ჯერ კიდევ, ალბათ ზაფხულამდე არ ეშველება ნორმალურად

  14. 11 minutes ago, david_888 said:

    @George  BETA 461.42 -ზე  nvidia inspector ხო არ დაგიტესტავს შემთხვევით ამაზე? წინა 2 დრაივერზე არ მუშაობს და ვინუჟდენი 460.89-ზე ვზივარ 

    ეხლა ვნახე და ჩემთან მოაქ ჩვეულებრივარ

    კი, ჩემთანაც დაუჩქარა და გადმოწერა დროზე,

    სხვაგანაც შევატყვე ასეთი რამე, ძალიან ნელა იწყებს გადმოწერას და 1-2 წთ წელავს ხოლმე აჩქარებას

  15. მე პირველის დააპდეითებული გეიმფლეის მუღამი მაქვს, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ კიდევ, ალბათ  კონტროლერით (xbox 360-ზე დავიწყე კონტროლერით თამაში და საკმაოდ კარგადაა, PC-ზე ოფიციალური მხარდაჭერა არ აქვს მგონი)

    გრაფიკას რაც შეეხება, UE4-ში თუ იქნება იმედია უკეთესიც იქნება, თუმცა ტექსტურების მოდები ბლომადაა ახლაც, შეიძლება განათება იყოს უკეთესი Ray Tracing თუ დაამატეს კიდევ უკეთესი

     

  16. მოკლედ, დავამთავრე კონფიგი, qBittorrent-იც დავაყენე და მუშაობს მშვენივრად,

    ფაქტიურად უხმაუროა, 

    15 დოლარად E3-1220L V2 ვიყიდე, თუ თავსებადია (ოფიციალურ დოკუმენტაციაში არ წერია, მაგრამ ბიოსი დავააპდეითე და იმედია გაქაჩავს) 2-ჯერ მეტი წარმადობა აქვს ლამის G540T-ზე 17W მაქსიმუმ TDP-თი 35-ის ნაცვლად

    ცოტა OMV კონფიგურაციამ გამაწვალა, რადგანაც ვებგვერდზე დოკუმენტაცია არ არის დააპდეითებული (5.X კი უწერია, მაგრამ როგორც ჩანს 5.0 არის და არა მიმდინარე 5.5-ის) და ამიტომ მომიწია ტუტორიალების ძებნა და ზოგის ჩემით მიხვედრა (Linux-ის გამოცდილება არ მაქვს დიდი და ცოტა ძნელია ჩემით მივხვდე იმას თუ როგორ უნდა გავაკეთო როცა დოკუმენტაციას არ მიყვება) თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მშვენირად ამუშავდა

    დავხურავ თემას

     

    ვა, ახლა დავაკვირდი, ამ PC-ს 10/100 ქსელი ქონია მხოლოდ, მაქსიმალური სიჩქარე 12MB/s-ია, რეალურად 11.5 აქვს რომ შევამოწმე

    ნუ HD და 4K ფილმებისთის კი არის საკმარისი ყოველ შემთხვევაში

    • Like 1
  17. 1 hour ago, Power_VANO said:

    @gio_kiborg

    მანდ მთავარია ვიდეო როგორ უნდა გასტრიმო და სად. NAS კომპს პირდაპირ უნდა მიერთო მონიტორი/ტვ? თუ CIFS/NFS-ით უნდა დაუკავშირდე ტვ-დან ან შენი სხვა კომპიდან?

    თუ მეორე - იდეაში Core 2-იც საკმარისი იქნება რომ ქსელში 100 მბ/წმ ან თუნდაც 1 გბ/წმ სიჩქარით ფაილები მოგაწოდოს.

    თუ ტრანსკოდინგი/კონვერტაცია უნდა გააკეთოს კომპმა და FHD-ზე მეტს აპირებ, მაშინ 1366 სოკეტი ყველა ვარიანტში და 4კ-ს თუ აპირებ, H.265 / VP9 აქსელერაციის მქონე ვიდეო დაფა, თორემ ფრეიმ დროპები გექნება აუცილებლად.

    გაიხარე ვანო!

    მხოლოდ ფაილსერვერად მინდა, ტრანსკოდინგის მუღამი არ მაქვს, ტელევიზორზე კომპი მაქვს შეერთებული და ლეპტოპს და ტელეფონს კი აქვს საკმარისი სიმძლავრე 4K ვიდეოების დეკოდირება რომ მოახდინონ მთავარია ქსელმა არ შემზღუდოს , 1გბ როუტერი კი მაქვს 5Ghz WiFi-თი  და cat5e კაბელები, რომ გავტესტე 900 მბ/წმ-მდე იყო სიჩქარე ორ კომპიუტერს შორის LAN-ით.

    იმ HP კომპიუტერს ვყიდულობ, რომ დავთვალე ჩუმი კვება რომ ვიყიდო ჩემი დედაპლატებისთვის მინიმუმ 100 ლარი მინდა, + შესაბამისი ქესისი 60-80 ლარი, 1366-ზე ვიდეოც მინდა, ტრანსკოდინგისთის არა (პასიური), უბრალოდ ისე არ და POST-ავს მგონი თორე ინსტალაციის მერე მოვხსნიდი, თან ორივეს მინიმუმ 65 W სიმძლავრე აქვს და Standby-ზე მგონი უფრო მეტს მოიხმარს ვიდრე შედარებით ახალი ეს სისტემა.

    OMV-ს დავაყენებ ფლეშკაზე (ან SD-CARD-ზე) და 2 პორტი მექნება დისკისთვის რაც ჯერჯერობით მაკმაყოფილებს,

    თან ვნახე 1155-ზე 17-20 W-იანი Xeon-ებია 20 დოლარამდე ფასში თუ უფრო ენერგო ეფექტური რომ იყოს, ან 35 ვატიანი 2c/4t i5-ები სიმძლავრის ამბავში (თუმცა მეტი სიმძლავრე მეეჭვება დამჭირდეს)

     

    • Like 1
  18. გაუმარჯოს,

    სახლში მაქვს როუტერზე მიერთებული SSD NAS-ად, მაგრამ USB3.0 ინტერფეისის, თუ როუტერის ბრალია, არც ისე ჩქარია (ნუ FullHD ფილმებს კი ვუშვებ უპრობლემოდ, მაგრამ გადახვევაზე ბირძიკობს ხოლმე) თან ზოგ შემთხვევაში ტვირთავს როუტერს (Linksys EA6300 DD-WRT cfw-თი)

    ამიტომ გადავწვიტე უფრო "ძლიერი" NAS გავაკეთო, თუმცა მაქვს შემდეგი მოთხოვნები:

    • უნდა დაჯდეს რაც შეიძლება იაფი (არ ვგულისხმობ დისკებს, თვითონ სისტემა), სასურველია არსებული ნაწილებისგან (დეტალურად ქვევით)
    • უნდა ჰქონდეს დაბალი ენერგომოხმარება, მაქსიალურად ჩუმი ვენტილატორები, ან რაც შეიძლება ნაკლები ვენტილატორები
    • უნა ჰქონეს საკმარისი სიმძლავრე, რომ 2-3 მომხმარებელს ბორძიკის გარეშე მიაწოდოს ფაილები

    რაც შეეხება სოფტს, გადავწვიტე OMV, რადგანაც FreeNAS და TrueNASCore-ს 8 გბ მეხსიერებეა უნდა და ფუნქციები რაც OpenMediaVault აქვს სავსებით მაკმაყოფილებს

    აპარატურას რაც შეეხება, მაქვს 2 დედაპლატა (თავისი პროცესორებით, მეხსიერებით) 1366 და 776 პლატფორმაზე, 1366 ვიდეოც უნდა, თუმცა რამე პასიურად გაგრილებულ კარტას გამოსახულების გამოსატანად მოვახეხებ, მაგრამ მენანება 1366 მაზერის გაცდენა NAS-ისთვის, 775-ზე კი 4 SATA პორტია, რაც ახლა კი მეყოფა, მაგრამ რომ გადავწყვიტო დისკების დამატება სამომავლოდ, მაშინ ალბათ რაიმე PCI-e ადაპტერის ყიდვა მომიწევს,

    მოკლედ ამ ორს შორის ალბათ 775 ავარჩევ, Core2Duo საკმარისი სიმძლავრე თუ ექნება

    თუმცა ორივეს ნაკლია ის, რომ ესაჭიროებათ კვება, რომელსაც ვენტილატორი სულ ჩართული ექნება, + CPU ქულერი

    მეორე ვარიანტია ეს: https://forum.ge/?f=12&showtopic=35184244

    HP საოფისე კომპიუტერი ლეპტოპის სტილის კვების ბლოკით, თუმა ამის ნაკლია ის რომ მხოლოდ 2 SATA პორტი აქვს და სხვა არანაირი საშუალება არ აქვს SATA ან უფრო სწრაფი დრაივი რომ შევაერთო, ანუ დასაწყისისთვის კი მეყოფა, თან OMV შეიძლება დაყენდეს ფლეშკაზე და ორივე პორტი დისკებისთვის გამოვიყენო, მაგრამ სამომავლოდ დისკებს ვეღარ დავამატებ (მხოლოდ თუ შევცვლი უფრო დიდი მოცულობით)

    მოკლედ თქვენი აზრიც მაინტერესებს, თუ გაქვთ სახლში/სამსახურში NAS-ები და როგორი კონფიგურაციის? რას მირჩევთ?

  19. 4 hours ago, მიშკა said:

    ეგ რომელია? ტაქსის მანქანებს რომ ეძებ დელამეის? მაგას ვერც მე ვასრულებდი, ოფისში კარი არ იღებოდა

    არა, ეგ არ დაბაგულა ჩემთან, ძალიან მომეწონა :D

    ეს მერობის კანდიდატი და მისი ცოლი რომ გამოძიებას გავალებენ, (სახლში რომ შეუვარდებიან) თავიდან წინ გავუსწაი მოვლენებს და ერთ ადგილას გავიჭედე ახლა :(

  20. 7 hours ago, Gobro said:

    ახალი  1.1 აბდეიტი გამოუშვა პროჯექტებმა ამ თამაშისთვის. 10GB არის ლამის ეს ახალი განახლება  https://www.playground.ru/cyberpunk_2077/news/vyshlo_obnovlenie_1_1_dlya_cyberpunk_2077-1086795

     

    Dream On ქვესტი არ გაუსწორებიათ :( მაგ საიდმისიას ვერ ვაგრძელებ

  21. overhype აფუჭებს საქმეს როგორც ყოველთვის,

    თამაში ცალკე რომ აიღო წინასწარი სარეკლამო ინფორმაციის ცოდნის გარეშე, შესანიშნავია, მიუხედავად ბაგებისა და წარმადობის პრობლემებისა

    ტექნიკურადაც ძალიან მაღალ დონეზეა გაკეთებული, თუმცა რა თქმა უნდა უნაკლო არაა, საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს ზემოთ ნახსენების გარდა, 

    ეკონომისტის განხილვას მოვუსმინე რატომ იყო ასეთი ცუდი რეაქციები ამ თამაშზეო და ძალიან სწორადაც იმსჯელა: როცა დიდ პროექტს აკეთებ, დიდი გუნდით, ოქროს წესია, რომ ან სრული მასშტაბები არ უნდა დაა-PR-ო, ან დასრულების ზუსტი თარიღი არ უნდა დათქვაო, ან ერთსი, ან მეორეს უნდა მიაწვე და მერე არ მოგიწევს პროდუქტის დაუმთავრებელი გამოშვებაო, ამ შემთხვევაშ მაშტაბები ძალიან დიდი ჰქონდათ თავიდან და გამოსვლის ზუსტი თარიღიც დათქვეს, რაც რამდენჯერმე შეცვალეს (COVID-მდეც, მარტო პანდემიას ვერ დააბრალებენ)

    თან შეცდომა იყო რომ წინა თაობის კონსოლებისთვისაც გამოუშვეს, უზარმაზარი რესურსები და დრო დახარჯეს და ფაქტიურად ვერ ითამაშებ წინა თაობის კონსოლებზე, ახლაც დიდ რესურსებს ხარჯავენ რომ გახადონ მეტ-ნაკლებად მისაღები, თუმცა ძალიან მეეჭვება რომ რადიკალურად გაუმჯობესდეს სიტუაცია, გრაფიკას თავი რომ დაანებო, CPU სიმძლავრე არ ეყოფა ამხელა ქალაქის გენერირებას და NPC-ს AI-ს, მაშინ უნდა შეაცირო ზომებში და ხალხის რაოდენობაც ქუჩაში (რაც ისედაც მცირეა კონსოლებზე) და თამაში გახდება Vampire the masquerade Bloodlines სტილის, თითქმის ცარიელი ქუჩებით :D (პ.ს: ეს თამაშიც დაფეილდა რილიზისას, თუმცა დღეს საკულტო კლასიკაა)

    რაც წინა თაობის კონსოლებზე დახარჯეს ის რომ PC და ახალ თაობაზე გადმოეტანათ, ოპტიმიზაციაც უკეთესი იქნებოდა და რაც მთავარია უამრავი წვრილი და მსხვილი ბაგის მოშორებასაც შეძლებდნენ, თან დარეკლამებული მასშტაბებსაც მიუახლოვდებოდნენ (მაგალითად, მეტროს დაამატებდნენ სრულფასოვანს)

  22. დავხურე,

    ჰოლივუდური დასასრული არ აქვს როგორც ვხვდები, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ვარიაციაა თამაშის სტილის მიხედვით

    secret ending მომეწონა და შეიძლება ვცადო, მაგრამ ერთ ერთ დიალოგში სხვა არჩევანი გავაკეთე და თავიდან თუ დავიწყებ მერე ვცდი

    კიდევ რამდენიმე პატჩი იქნება საჭირო ალბათ ბაგები რომ გამოასწორონ (რამდენიმე კვესტს ვერ ვამთავრებ ბაგების გამო)

  23. რაც უფრო მეტს ვთამაშობს, მით უფრო მომწონს, კრაფტინგი და აპგრეიდები დავამუღამე, თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა საკმაოდ ძლიერი საშუალებაა რომ შენს გემოზე მოაწყო იარაღი და ტანსაცმელი.

    ზოგიერთი საიდკვესტიც ძალიან საინტერესო და მძიმე იყო (Sinnerman/They want Go when I Go/The Hunt)

    ზოგადად სტელს და არა-ლეტალურ სტილში მომწონს თამაში, თუმცა აქ არა-ლეტალურს არანაირი უპირატესობა არ აქვს, პირიქით ნაკლია, Street Credit და Experience გაკლდება თუკი არ მოკალი, ამიტომ ბოლოს ჩამოვუვლი და ყველას ვკლავ ხოლმე :D

     

    სამწუხაროდ ბაგებსაც მეტს ვპოულობ,  ზოგჯერ იდეაში დაუმთავრებელ ასეტებსაც, მაგალითად აპგრეიდის დროს ერთ იარაღს უწერია რომ საჭიროა {value} ლეველიო, ანუ ციფრის ნაცვლად კოდის ნაწილი ჩანს:facepalm:

    კიდევ ზოგ შემთხვევაში Safe Zone-ში შესვლის მერე იარაღების ამოღება აღარ შემეძლო (Aldecaldos ბანაკში მემართებოდა ხშირად), მაგრამ საბედნიეროდ რომელიმე NPC-ხთან დიალოგში შესვლის მერე რესეტდება

    ზოგჯერ ქვესტს ვერ ვაგრძელებდი, მაგალითად ერთ ქვესტში BrainDance ვიკვლევდი და მიწერს შემდეგ სეგმენტზე გადადიო და არსად ეწერა რომელი ღილაკით უნდა გადავსულიყავი თუ თქვენც შეგექმნათ ეს პრობლემა, X ღილაკით (გამოსვლის ღილაკი) გადადის, ზოგჯერ უბრალოდ არ აწერია ეგ ღილაკი

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.