Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8072
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Posts posted by gio_kiborg

  1. მაქვს ჩინური წარმოშობის R9 290 4 GB (elpida) ვიდეობარათი,

    როგორც გავიგე, ძველი -GPU-ებს დებდნენ ახალ პლატაში და ახალ ქულერს უყენებდნენ და ყიდნენ ახლად (3 ვენტილატორიანი საკმაოდ დიდი ქულერით)

    მე მაინც მეორადი ვიყიდე და ძალიან კარგად მუშაობს,

    ერთი პრობლემა რაც აქვს, არ აქვს UEFI BOOT მხარდაჭრა და ზოგ მაზეზე საერთ არ ირთვება,

    ვნახე, რომ არის UEFI ბიოსები ამ ბარათისთვის, მაგრამ სამწუხაროდ რაც ვნახე (იგივე memory და სიხშირეებით) არ იმუშავა, ანუ ჩატვირთვის UEFI რეჟჟიმში მუშაობდა, მაგრამ დრაივერის დაყენების მერე შავი ეკრანი იყო

    საბოლოოდ დავბრუნდი ორიგინალ ბიოსზე და UEFI გარეშე უპრობლემოდ მუშაობს და დრაივერიც ყენდება

     

    თუ გაქვთ ვინმეს გამოცდილება ამ ბარათებზე და თუ იცით მუშა vBIOS UEFI მხარდაჭერით? ორიგინალი ბიოსის სახელით რომ დავგუგლე, საფირის vBIOS ამომიგდო, თუმცა ზუსტად 1:1 არ იყო არც ის.

  2. გაუმარჯოს

     

    ebay-ზე შედარებით იაფად ვიყიდე Razer Core V2 thunderbolt 3 eGPU Enclosure "as parts", აღწერაში ეწერა რომ no power on

    ვიფიქრე თუ კვებაა დაზიანებული შევაკეთებიებ აქთქო

    პრობლემა გაცილებით მარტივი იყო,

    eGPU რომ არ ჩართოთ ხუფის გარეშე, ხუფზე არის მაგნიტი, რომელიც ააქტიურებს სენსორს კორპუსზე, როცა ხუფი სწორადაა მორგებული, რამდენიმე ვიდეო ვნახე, რომ ეს მაგნიტი დროთა განმავლობაში (რამდენიმე წელში) კარგავს მაგნიტურობას და სენსორი ვეღარ აღიქვამს ხუფი რომ დახურულია და უბრალოდ არ რთავს, 

    პრობლემა გადაიჭრა პატარ ნეოდიუმის მაგნიტის მიწეპებით სენსორთან, ეს ისედაც დამჭირდებოდა, რადგანაც ჩემი ROG STRIX RTX 2080 ისედაც არ ეტეოდა ხუფის ქვეში, ზემოთა პლასტმასის და ერთი ვენტილატორის მოხსნა დამჭირდა რომ ხუფის გარეშე ჩამჯდარიირო,

    მოკლედ Razer Core V2 მუშაა 100%, შევაერთე ჩემს ლეპტოპზე (Thinkpad P1 Gen 2, i7 9gen) და იმუშავა ყველაფერმა, ერთი პრობლემაა: როცა ლეპტოპი დაშათდაუნებულია და შეერთებული Razer Core-ზე, ამ მდგომარეობაში არ ირთვება, ანუ Windows ის ჩატვირთვამდეც ვერ მიდის, საწყისი Splash Screen და მერე ითიშება და Bootloop-შია, როცა Windows ჩართულია, მაშინ უპრობლემოდ ერთდება,

    BIOS-ში ვნახე რომ Thunderbolt დევაისები და External Thunderbolt GPU ნებადართულია ჩატვირთვისას, რომც არ იყოს, უბრალოდ გარე მონიტორზე არ იქნებოდა Boot screen, როგორც ეწერა,

    ჯერ მაინც Windows ის ბრალიათქო, ამიტომ Windows 11 დავაყენე (იდეაში უკეთესი მხარდაჭერა აქვს მულტი GPU-სი ვიდრე Windows 10) და აქაც იგივეა

     

    ხომ არ იცით სხვა რა შეიძლება ვნახო რომ ლეპტოპის ყოველ ჩართვაზე არ დამჭირდეს Thuindrbolt-ის გამოძრობა/შეერთება (იდეაში Hotplug არის და არ უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ მაინც)

  3. xp-გავუშვი 2K ზე როგორც იქნა, ოღონდ Display Port-ით და მხოლოდ 60 ჰერცზე, 100-საც ვერ ქაჩავს (მონიტორი 144 ჰერციანია)

    Desktop-xp.png

    ესეც ჩემი კოლექცია (მშობლების სახლში მაქვს) ყველა კომპიუტერი გამართულია (მეტნაკლებად)

    ტესტბენჩზე ყველაზე "თანამედროვე" სისტემაა: X58 პლატფორმა X5675 (6c/12t) Xeon-ით Dell ის ბრენდ დედადაფაზე, 6×4 GB DDR3 და RX 480 8 GB, ჯერ-ჯერობითაც კარგად უმკლავდება, God of War დავიწყე და 45-60 FPS ქონდა High ზე 1080p რეზოლუციაზე, Nimez დრაივერებიც მინდა ვსინჯო, თითქოს უკეთესი შედეგები აქვს განსაკუთრებით ახალ თამაშებში.

    IMG-20230128-230043.jpg

    Cooler Master ის ალუმინის კეისში ROG Maximus Extreme (LGA 775) მაზერია QX9650 (თუ სწორად მახსოვს ეს მოდელია, QX როა ნამდვილად მახსოვს), 8 GB RAM და GTX 970, ამაზეც Windows 10 დავაყენე და ამ ზაფხულში ყველა Half Life დავხურე (CRT მონიტორზე) რომელიც ბოლომდე არ მქონდა დახურული :)

    IMG-20230128-230052.jpg

     

    3CRT და 2 LCD მონიტორი მაქვს (ერთი TN 1440x900 მეორე კი კი IPS 1920x1080) CRT ები კი საკმაოდ კარგი ხარისხის და რეზოლუციებისაა (ერთი 120 ჰერცამდეც ადის დაბალ რეზოლუციებზე)

    IMG-20230128-230017.jpg

    IMG-20230128-230035.jpg

    IMG-20230128-230233.jpg

     

    ეს Fujitsu Siemens-ის POS ტერმინალია, Pentium 2 (თუ 3 ზუსტად არ მახსოვს 250 მეგაჰერციანი Slot A) Nvidia Geforce 6200 PCI ვიდეობარათით და Windows 98 ით

    IMG-20230128-230335.jpg

     

    აქ კიდევ ბევრი ერთად, ძირითადად 775 ებია სხვადასხვა თაობის და კლასის (Celeron, Pentium 4, Core2Duo, Core2 Quad) სხვადასხვა AGP და PCI-e ბარათებზე (ძირითადად Nvidia), არის Socket 478-იც

    IMG-20230128-230100.jpg

    DeepCool-ის პატარა ქეისში Q6600 არის GT 8800-თან 4 GB DDR3 RAM, Windows Vista  (ახალ წლებზე დავასრულე და კარგად მახსოვს) Cooler Master ის ქეისში კი Core 2 Quad (მოდელი არ მახსოვს) 4 GB DDR2 RAM და GTX 960 4 GB ვიდეოთი, 32 ბიტიანი Windows 10 აყენია დანარჩენებზე კი Windows XP, 2000 და Windows 98

    Windows ME მინდა დავაყენო რომელიმეზე, ძალიან მაინტერესებს, ყველა აძაგებდა, მაგრამ Vista-სი არ იყოს ბევრი სიახლე ქონდა 98-ის მერე და ბოლოსკენ კარგი სტაბილურობაც ქონდაო.

    პერიოდ-კორქტული კლავიატურებიც მაქვს, მაგალითად:

    IMG-20230128-230322.jpg

    თუმცა მექანიკური არ არის (ძველები)

     

     

     

    • Upvote 2
  4. ისე, EA საზიზღარი კომპანიაა,

     

    რემასტერებს უშვებს მარტო ამ ბოლოს მგონი ნორმალურს (Jedi: Fallen order-ს გარდა) და ორიგინალი თამაშების მფლობელებს დისქაუნთსაც არ თავაზობს, თან ძველ ვერსიებს ხსნის ონლაინ მაღაზიებიდან Mass Effect-ზეც ასე ქნეს,

    არადა ყველა აქებს ამ რემეიქს, მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალიც ახლაც მშვენივრად გამოიყურება, აქ გეიმფლეიც დაატიუნეს ცოტა კიდევ და საიდ მისიებიც დაუმატებიათ გრაფიკის გაუმჯობესების გარდა, მაგრამ 60 უსდ გადამხდელი არ ვარ, თუ მომინდა ძველს დავაყენებ, მაქვს სტიმზე

  5. ეს რემასტერი გააკეთეს სმარტფონის პორტიდან, ანრეალ ენჯინის გამოყენებით, ბევრ ასეტს (ტექტურა, გრაფიკა) AI დახმარებით გაუკეთეს აფსკეილი და ზოგჯერ ძალიან ცუდი შედეგებით, განსაკუთრებით ბილბორდებზე და მსგავს ობიექტებზე

     

    მოკლედ ამ ვერსიის დაყენებას, ჯობია ორიგინალი ვერსიები დააყენოთ, რომლებიც საკაოდ კარგად მუშაობენ თანამედროვე სისტემებზე, მაგრამ თუ ყიდვა გინდათ, Rockstar მა ამოიღო ყველა ციფრული მაღაზიიდან, ან საეჭვო საიტებზე უნდა იყიდოთ Key-ები და გაააქტიუროთ, ან კიდევ ტორენტებიდან გადმოწეროთ 

     

    მე ადრე მაქვს სტიმზე ნაყიდი სამივე და საბედნიეროდ არ წაუშლიათ ჩემი თამაშებიდან, და სავარაუდოდ არც წაშლიან, მაგრამ რაღაც მოვუსმინე, თითქოს ზოგი მუსიკა ამოიღესო (ლიცენზიების ვადა გაუვიდათ და არ ახანგრძლივებენ) სტიმ რილიზიდანო, ამიტომ ორიგინალი დისკ ვერსიის პირატკაა მგონი საუკეთესო ვარიანტი

  6. On 12/16/2022 at 10:01 PM, George said:

    ესეც High on Life ორი მიმოხილვა IGN-ზე და გეიმსპოტზე:

    https://www.ign.com/articles/high-on-life-review

    https://www.gamespot.com/reviews/high-on-life-review-talking-heads/1900-6418014/

    80 და 70% დაუწერეს შეფასება, ძალიან სტრანნი იგრაა ისე

    საშინელი ოპტიმიზაცია აქვს და იქრაშება Fallout3 ზე ხშირად

    ისე სახალისოა

  7. მიუხედავად იმისა, რომ კონსოლების ემულატორები ძალიან ფართოდაა ცნობილი და დახვეწილიც, კლასიკური PC ემულატორები არც ისე ცნობილია, ალბათ იმის გამო, რომ ბევრი "რეტრო" პროგრამა თუ თამაში ნორმალურად მუშაობს თანამედროვე Windows-ზე (თუ არ ჩავთვლით 16 ბიტიან აპლიკაციებს), ან შესაძლებელია ვირტუალიზაცია VirtualBox და VMWare საშუალებით, ან DosBox ემულატორით ანდა საერთოდ ScummVM-ით პირდაპირ გაშვება თამაშების,

    ამ მიდგომებს აქვთ თავისი უპირატესობები და ნაკლიც,

    მაგალითად ვირტუალიზაციის შემთხვევაში CPU წარმადობა ძალიან მაღალია, ზოგჯერ ზედმეტად მაღალიც კი, ვირტუალური სისტემა პირდაპირ იყენებს აპარატურულ რესურსებს, თუმცა 3D და Audio წარმადობა საკმაოდ დაბალია, ეს კარგი საშუალებაა რეტრო პროგრამების გაშვებისათვის, რომელიც არ ყენდება თანამედროვე ოპერაციულ სისტემებზე, x86 არქიტექტურა თითქმის მთლიანად უკუ-თავსებადია 8086 მიკროპროცესორის კოდთან, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ან ძალიან სწრაფია (ზოგი ძველი თამაში ან პროგრამა გაწერილი იყო პროცესორის კონკრეტულ სიხშირეზე, შესაბამისად დაბალ სიხშირეზე ნელა მუშაობდა, მაღალ სიხშირეზე კი ჩქარა, რაც მხოლოდ FPS მატებაში არ გამოისახებოდა, არამედ in-game დროც ჩქარდებოდა სიხშირის ზრდით) ან ძველი პროგრამა იყენებს თავის დროინდელი პროცესორების თავისებურებებს(ზოგჯერ ბაგებსაც), რაც თანამედროვე პროცესორებს არ აქვთ.

    DosBox ძალიან კარგია "სუფთა" DOS თამაშებისთვის, თუმცა ხმის და 3D ემულაცია ძალიან შეზღუდულია, ასევე შესაძლოა ყოველ თამაშზე დაგჭირდეს კონკრეტული პარამეტრების დაყენება, Windows 95/98 გაშვება მათზე ძალიან მოუხერხებელია, თუმცა ბევრი კლასიკური DOS თამაში ეშვება უპრობლემოდ (სწორად დაკონფიგურირების მერე), მაგალითად GOG-ზე ძველი თამაშების უმრავლესობა პირდაპირ DosBox-ში ეშვება

    ScummVM კი ფაქტიურად თამაშის EXE ფაილებს ანაცვლებს და ამით გვაძლევს თავსებადობას თანამედროვე Windows-თან, მაღალ რეზოლუციასთან და ა.შ, თუმცა თამაშების მხარდაჭერა ინდივიდუალურად უნდა დაემატოს და შესაბამისად მათი რიცხვი საკმაოდ შეზღუდულია.

    PCem და 86Box კი წარმოადგენენ გაცილებით უნივერსალურ ემულატორებს, (არა ვირტუალიზაცია, არამედ Low Level ემულაცია ხდება), რომლის საშუალებითაც შეიძლება არა მარტო პროცესორის, არამედ სხვა მაკომპლექტებელი ჰარდის: დედადაფის, ვიდეოკარტის, აუდიო ბარათის, ქსელის, ჯოისტიკის და ა.შ ემულაცია (პრინციპში ნებისმიერის, თუკი შესაბამისი ROM გაქვს). შესაბამისად, აკონფოგურირებთ აპარატურას და აყენებთ სასურველ ოპერაციულ სისტემას, დრაივერებს, პროგრამებს თამაშებს და ა.შ

    PCem არის საკმაოდ ძველი პროექტი (0.1 ვერსია მისმა ავტორმა სარა ვოლკერმა გამოაქვეყნა 2007 წელს), თუმცა გასული 2021 წლის ბოლოს ავტორმა შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, 

    ეს ემულატორი გამოირჩევა მაღალი თავსებადობით, აქცენტი არის ემულაციის სიზუსტეზე, ამიტომ წარმადობა არც ისე მაღალი აქვს, Pentium 3 სრული ემულაცია თანამედროვე პროცესორებისთვისაც ძალიან ძნელია, რადგანაც ემულაცია ძირითადად პროცესორის ერთ ბირთვს იყენებს, უფრო გამოსადეგია მაღალი სიხშირის და IPC მქონე პროცესორები, 

    პროცესორებიდან შეუძლია 8086-დან Pentium 3-მდე, არის ასევე შესაბამისი მოდელების დედაპლატები, 3D ადაპტერებიდან ლეგენდალური 3D FX, ასევე რამდენიმე ATI, Trident, S3 და ა.შ, ხმის ბარათებიდან კი რა თქმა უნდა Adlib, Game Blaster, Gravis Ultrasound, Sound Blaster და ა.შ მხარდაჭერილია, ასე რომ ადრეული 80-იანებიდან, გვანი 90-იანებამდე ბევრი სისტემის ემულაციაა შესაძლებელი:

    Homepagehttps://pcem-emulator.co.uk/index.html

    GitHub Releases (v17) https://github.com/BaRRaKudaRain/PCem-ROMs/releases/tag/v17.0

    ROM Set (v17) https://github.com/BaRRaKudaRain/PCem-ROMs/releases/tag/v17.0

    უამრავი ტუტორიალი: https://he-1000-1975.com/pcem-emulator-tutorial/

    86Box კი არის წარმოადგენს PCem კოდზე დაფუძნებული ემულატორი, თუმა ავტორის (Miran Grča) თქმით, ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ განსხვავდება PCem-ისგან, ამ ემულატორში ყურადღება გამახვილებულია წარმადობაზე არა მაინცდამაინც ძალიან მაღალ თავსებადობაზე, თან რაც მთავარია პროექტზე აქტიურად მუშაობს ავტორი, ბოლო რილიზი ამ პოსტის დაწერიდან რამდენიმე დღით ადრე იყო, 

    მუშაობის პრინციპი PCem-ის მსგავსია, ანუ ნებისმიერი აპარატურის ემულაციისთვის საჭიროა შესაბამისი ROM-ები, ცოტა უფრო მეტი აპარატურაა მხარდაჭერილი

    Homepagehttps://86box.net

    GitHub Releases (3.11 მიმდინარე 2022 წლის 29 ნოემბრისთვის): https://github.com/86Box/86Box/releases

    GitHub 86Box Rom Repositoryhttps://github.com/86Box/roms/releases

    86Box YouTube არხი: https://www.youtube.com/c/86Box

    P.S: ROM-ები რომ რილიზთან ერთად არ ვრცელდება, როგორც ვხვდები ლეგალური მიზეზებით, თუმცა იგივე ROM-ები GitHub-ზევეა :)

    ერთი საინტერესო ვიდეო ვნახე (თუ მოვძებნე ჩავამატებ ლინკს) თუ როგორ შეიძლება რომ თითოეული თამაშისთვის გააკეთო ცალკე ინსტანცია ემულატორის და Autoexec.bat-ში დაამატო თამაშის გამშვები, ასე რომ როგორც კი შესაბამის ემულატორს გახსნი, პირდაპირ თამაშის ჩატვირთვის ეკრანში მოხვდები.

    • Upvote 1
  8.  

    https://www.moddb.com/tutorials/splinter-cell-ultimate-graphics-settings-includes-indirect-fixes

    ამ გაიდის მიხედვით Widescreen-იც ამუშავდა, დინამიური ჩრდილებიც და დრაივერიდან FXAA-AA 16x და AF-იც ჩავრთე და ძალიან კარგად გამოიყურება 20 წლის! თამაშის კვალობაზე

    1) Widescreen Fix: https://github.com/ThirteenAG/WidescreenFixesPack/releases/tag/sc (უბრალოდ ჩააკოპირეთ ფაილები, მეტი არაფერი უნდა

    2) PS3 HD Texture pack https://mega.nz/file/JkhgXbiI#Y0Syn7B74qXhg1UJt7cKxYHtdnmqp_9bYtbaoWBZbrc

    3) DGVodoo2 კონფიგურატორი: http://dege.freeweb.hu/dgVoodoo2/dgVoodoo2/ (თამაშის System ფოლდერი უნდა მიუთითოთ და DirectX-ში Gegorce 4 Ti 4800 ვიდეოკარტა 256 მბ Vram-ით ჩრდილები რომ სწორად დარენდერდეს, დეტალები ზევით გაიდშია)

    4) FXAA და AF კი ჩართეთ დრაივერიდან

    ისე მახსოვს ამ თამაშს ძმაკაცის Celeron ინტეგრირებული ვიდეოთი ძლივს უშვებდა და სასწაულ გრაფიკად მიგვაჩნდა მაშინ, თან თამაშში ქართული წარწერები (მართალია უმეტესობა უაზრო, მარა მაინც)..

    თან ქართველები ცუდი ტიპები არიან (არც მახსოვდა, მე პრეზიდენტი მახსოვდა მარტო რო ვერ იყო :) )

    სკრინები (1440p) (სპოილერი ვერ ვნახე რატომღაც)

    Splinter-Cell-2022-11-20-11-59-46-491.jp

    Splinter-Cell-2022-11-20-11-59-51-471.jp

    Splinter-Cell-2022-11-20-12-00-23-958.jp

    Splinter-Cell-2022-11-20-12-03-07-013.jp

    Splinter-Cell-2022-11-20-12-03-51-023.jp

    Splinter-Cell-2022-11-20-12-08-53-940.jp

    Splinter-Cell-2022-11-20-12-12-39-251.jp

    Splinter-Cell-2022-11-20-12-14-17-554.jp

    Splinter-Cell-2022-11-20-12-14-54-227.jp

    Splinter-Cell-2022-11-20-12-16-13-892.jp

    Splinter-Cell-2022-11-20-12-31-18-510.jp

    Splinter-Cell-2022-11-20-12-44-33-333.jp

    დროშა ვერ დაკიდეს :D

    Splinter-Cell-2022-11-20-12-58-11-793.jp

    Splinter-Cell-2022-11-20-13-06-29-242.jp

     

     

    • Upvote 1
  9. https://www.mymarket.ge/ka/pr/21580597/teqnika/kompiuterebi-aqsesuarebi/kompiuteris-nawilebi/dedabaraTebi/ASRock-X79-Extreme-9-i7-3930k?OfferType=Basic

    ამ კომბოში ვფიქრობ დედაპლატა/პროცესორის გადაცვლას, 250 ლარი უნდა დავუმატო და რამდენად ღირს თქვენი აზრიც მაინტერესებს

    Windows XP-ს დრაივერები აქვს და ასევე აქვს Asrock Xtreme Tuning Utility რომელიც მომცემს საშუალებას RAMDisk გავაკეთო და ასევე 4 არხიანი მეხსიერება გამოვიყენო,

    მაგრამ i7 3930K-ს PCI-e 2.0 მხარდაჭერა ქონია (Intel-ის მიხედვით) 32 ნმ-იან ლითოგრაფიაზე

    3.0-ისთვის კი უფრო ახალი პროცესორი უნდა -Ivy Bridge არქიტექტურაზე, ძვირები არ არის, მაგრამ მაინც დამატებითი ხარჯია, თან ჩემი i5 Ivy Bridge-ია უკვე ისედაც

     

    როგორც აღვნიშნე 4-ზე მეტი ბირთვი 32 ბიტიან OS-ებში არფერში მჭირდება, გარდა სინთეტიკური ტესტებისა, თანამედროვე 64 ბიტიან OS-ს რომ ვაყენებდე, კიდევ ხომ,

    მგონი საწინააღმდეგო უფრო მეტი ჩამოვთვალე :) 

    თუ რამე i7 3770k შემიძლია უფრო იაფად ვიყიდო...

    აგრე მთლიანი კომბოა 300 ლარად: https://www.mymarket.ge/ka/pr/26897213/teqnika/kompiuterebi-aqsesuarebi/kompiuteris-nawilebi/procesorebi/i7-3770k-motherboard--8-ram-Combo?OfferType=Basic

    მოკლედ თქვენი აზრიც მაინტერესებს

  10. 12 hours ago, George said:

    opera://settings/content/sound მონიშნულია მანდ Sites can play sound, თუ კი ალბათ პროფილები გაფუჭდა, მაგის გარეშე მუშაობს აბა შეამოწმე განულებული პროფილით

     არ უშველა,

    Windows გადავაყენე საბოლოოდ მაინც სხვა პრობლემებიც ქონდა (რესტარტს და შათდაუნს დიდხანს ანდომებდა)

  11. უცნაური პრობლემა მაქვს Opera-ზე 

    Home Theatre PC დავააპგრეიდე (მქონდა მე-6 თაობის მიკრო PC და მე-8 თაობის მინი PC შევცვალე GT 1030 ვიდეოთი) და Windows გადაყენება შემეზარა, პირდაპირ გადავიტანე SSD ახალ კომპში,

    დრაივერების დაყენების და დააპდეითების მერე ყველაფერი კარგად მუშაობს, კომპი შეერთებულია ტელევიზორთან და HDMI თი და ტელევიზორი კი ARC-ით საუნდ ბართან, ხმაც HDMI გადადის,

    Opera-ს ასეთი რამე ჭირს: რომ გავხსნი ტაბს, რომელიც გახნილია იქ ხმა მუშაობს, სხვა ტაბებში კი არა, (სხვადასხვა ვებგვერდებიც ვსნინჯე, მხოლოდ პირველი ხმიანი ტაბი მუშაობს, სხვები აღარ)

    და mute-ებული არ მაქვს ნამდვილად და ხმა სხვა ბრაუზერებში უპრობლემოდ მუშაობს, ოპერას რეინსტალი ვცადე (ლოკალური ფაილების წაუშლელად) და არ უშველა, Windows-ის გადაყენება მაგრად მეზარება მაგის გამო, 

    ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა კონკრეტულად Opera-ში?

  12. 13 hours ago, ottko said:

    კვების თემაა იყო აშკარად პიკზე არ ყოფნიდა და ეკიდებოდა 

    კი, დიდი ალბათობით მაგ ამბავია

    თამაშიც ვცადე Unreal Engine 4 ძრავზე, ვიდეო მეხსიერება დატვირთა 3.8 გბ ზევით, ტემპერაურა 75 გრდუსს არ ასცდენია და არ გაუჭედია

    მოკლედ მგონი სრულიად საღი ვიდეო დამრჩა

     

    მადლობა, ვხურავ

  13. ჯერ ჯერობით ყველა სტრეს ტესტი გაიარა რაც ვცადე

     

    დავაყენებ თამაშებს და გავტესტავ მაშინ, თუმცა რისთვისაც მინდა მეეჭვება ისე დაიტვირთოს როგორც ამ სტრეს ტესტებით

  14. გაუმარჯოს,

    "პრობლემური" GTX 970 ვიყიდე იაფად 

    ზოგ თამაშზე გამოსახულება ეთიშებაო, მაგრამ სიხშირეების დაწევა GPU Core/memory შველისო

    რომ მივედი საყიდლად, არ გათიშულა რომ მაჩვენა, კვება მაქვს 550-იანიო და ვკითხე სხვაზე თუ გატესტეთქო, თვითონაც არაა გამორიცხული მაგის ბრალი იყოსო, თუ უპრობლემოდ იმუშავებს კარგ ფასში დაგრჩება ნაყიდიო, მე მაინც უნდა დავააპგრეიდოო

    გუშინს მერეა ვტესტავ 1000W კვების ბლოკზე, 3D Mark Time Spy Extreme მქონდა გაშვებული ლუპზე 4K რეზოლუციით, FPS კი ძალიან დაბალი იყო, მაგრამ 100% დატვირთული იყო GPU და მეხსიერებასაც 3.3 გბ მდე იყენებდა

    ახლაც  furmark მაქვს გაშვებული 4k სტრესი და ტემპერატურაც 70 გრადუსამდეა. ერთხელაც არ გათიშულა,

    NVENC ტრანსკოდინგიც ვცადე H264 დან HEVC ში უპრობლემოდ გადაიყვანა

    სხვას ვერ ვფიქრობ რითი გავტესტო

    ვისგანაც ვიყიდე, God of War-ზე დაემართაო, არ მაქვს ეს თამაში თან გასატესტად 70 gb გადმოწერა მეზარება :) სატესტო SSD-ზეც არ არის ადგილი მაგხელა

    სხვა რამე უფრო მძლავრ ტესტს ხომ არ მირჩევდით რომ დავრწმუნდე, რომ კარტას პრობლემა არ აქვს?

  15. On 8/9/2022 at 7:42 PM, MaKaSaRa said:

    cyberpunk-ის დონეზე კი არა მისი ნახევრის ნახევრაზეც კი არაა deus ex დღეს რაცაა ეს. მომავალში რას გამოუშვებენ ეგ ვნახოთ. მე მგონია ისეთივე მაიმუნობა იქნება როგორიც ძველი იყო. გაძლებაზე ვიყავი როცა ვხურავდი. საერთოდ არ აღმოჩნდა საინტერესო ჩემთვის Deus ex

    ორივე თამაში მაქვს დახურული და ორივე ძალიან მომწონს,

    ვერ დაგეთანხმები რომ Cyberpunk-ის მეოთხედიც არაა,

    მიუხედავად გაცილებით პატარა სამყაროსი, ძალიან დეტალურია ყველაფერი DX-HR-ში, მაგალითად Cyberpunk-ში შენობებში შესვლა ძალიან შეზღუდულია, აქ კი ფაქტიურად ნებისმიერში შეგიძლია შეხვიდე, გეიმფლეი Cyberpunk-ის ბევრად უფრო მეტი ექშენია ვიდრე აქ, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავია სტელსი DX-ში, განსხვავებით Cyberpunk-გან, სადაც სტელსს არანაირი არც ტაქტიკური, შინაარსობრივი, არც ფინანსური , არც სხვა RPG უპირატესობა არ ქონდა (მიწერია კიდეც მაგაზე: რადგანაც მომწონს სტელსის სტილით თამაში, ლოკაციას გავასუფთავებდი ჩუმად და მერე ჩამოვუვლიდი და ჰედშოთებით  ყველას XP და ლუტი რომ ამეგროვებია :) )

    DX-ში ე.წ "environmental storytelling" ძალიან კარგადაა, ბევრი რაღაც შეიძლება პირდაპირ არ გითხრან, მაგრამ ან დოკუმენტი ნახო, ან სურათი ვინმეს ბინაში და იქედან მიიღო კონტექტსი,

    არჩევანის სიმძაფრეც ვფიქრობ DX-HR-ში უფროა, თუმცა თამაშის ისტორია ფაქტიურად არ დამთავრებულა რომ ბოლომდე გაიგო

    იმედია ჭორები გამართლდება და გააგრძელებენ ისტორიას

     

    • Upvote 1
  16. 14 minutes ago, Gogla1990 said:

    კერემიკის კონდენსატორი ექნება მოტეხილი სლოტის გასწვრივ, აბა შეამოწმე

    თუ ეგაა მაგის ბრალია და უნდა მიაპაიკო

    კი, ეგ იყო

    გავტესტავ იმ სისტემბზე ამ დღეებში

  17. 38 minutes ago, Gogla1990 said:

    სხვა სისტემაზე PCIe X16 რეჟიმში მუშაობს? 2.0-3.0?

    ახლა Linux მიყენია და PCI-e 2.0 x16 მიჩვენებს Nvidia Driver (დედაპლატა 2.0-ია)

    Windows-ზეც ვნახავ

  18. გაუმარჯოს,

     

    Gigabyte-ს GTX 960 4GB მაქვს (ერთ ფანიანი)

    მუშაობს მშვენივრად, მაგრამ არ იმუშავა 775 დედა დაფებზე,

    2 რეტრო სისტემა მაქვს, ორივე ტოპ პლატაა (P5 E Deluxe არის ერთი, მეორე P5Q Deluxe თუ არ მეშლება)

    არც ერთზე არ დაპოსტა, ბიოსის ბიპ კოდეები No VGA იყო ორივეზე

    კარგად რომ დავათვალიერე, PCB-ზე ერთი პატარა კონდენსატორია მომძვრალი, მაგრამ სხვა სისტემებზე მუშაობს უპრობლემოდ, ყველა ტესტს გადის მშვენივრად, ხელოსანმაც (ქუთაისში) მითხრა, რომ ამის ბრალი არ იქნებაო

    რამე რჩევა ხომ არ გექნებათ? ერთ ერთში მინდოდა ჩამედგა 

     

  19. On 6/20/2022 at 9:27 PM, MaKaSaRa said:

    კარგი პროექტია და შენით რომ გაქვს ნაფიქრი კომპონენტების შერჩევაზე რატომ და რისთვის ძალიან დასაფასებელია. მადლობა რომ გაგვიზიარე. 

    უბრალოდ ერთს ვიტყვი, რეტრო კომპიუტერი კი არა ასეთი ბევრს თანამედროვე სისტემაც არ აქვს :D კიდე 5+ წელიწადში გახდება რეტრო მაგრამ დღეს ვფიქრობ რომ ასეთ სტატუსს 775 სოკეტი უფრო მეტად შეესაბამება ან amd-ს შესაბამისი თაობა.

    windows xp-ის გამოყენება დღეს როგორი ნოსტალგიურიც არ უნდა იყოს უკვე საერთოდ აღარაა მოსახერხებელი. ელემენტარულად ბრაუზინგსაც ვერ შეძლებ ინტერნეტში. 

     775- ზე რამდენიმე სისტემა მაქვს, ტოპ პროცესორებით C2D/C2Q/Pentium 4 სერიებიდან, უფრო ძველებიც,  socket 478, slot a AGPდა PCI ვიდეოები  და ა.შ, (Win 98/2k/xp) უბრალოდ ჩემთან არ მეტევა ბინაში და მშობლების სახლში მაქვს სადაც ვაპირებ ივლისში ჩასვლას და დავდებ მათაც,   Windows ME ბილდი მინდა ავაწყო და მაქვს მისთვის ნაწილებიც

    ეს ბილდი მინდოდა XP-ს შესაძლებლობების მაქსიმუმი ყოფილიყო

    XP-ზე ბრაუზინგს რაც შეეხება, MyPal 68 ბრაუზერი მშვენივრად მუშაობს (https://github.com/Feodor2/Mypal68), ახლანდელი extention-ების მხარდაჭერაც აქვს და ყველა ვებგვერდი მუშაობს, თუმცა რა თქმა უნდა არ არის რეკომენდირებული ბრაუზინგი და მეილებზე და სოც-ექაუნთებზე შესვლა XP-დან, უბრალოდ 32 ბიტიანი სისტემის RAM ლიმიტაციაა შეზღუდვა, არადა Office 2010-იც მუშაობს (ჩემი ფავორიტი ვერსიაა Microsoft Office-სი) და Office 2021 ფაილებსაც ხსნის

     

    • Upvote 1
  20. რამდენიმე წელია გეგმაში მაქვს "balls to the walls" რეტრო კომპიუტერის აწყობა,  ერთი წელია შედარებით აქტიურად ვმუშაობ (დედადაფების არჩევნის თემა) როგორც იქნა ფაქტიურად დავამთავრე

    უფრო კონკრეტულად რას ვგულისხმობ: მინდოდა თავსებადი ყოფილიყო XP/Vista/7 32 ბიტიან OS-ებთან, თან უნდა ყოფილიყო პრაქტიკულად მაქსიმალური კონფიგურაცია რაც კი შეიძლება

    არჩევანი Intel-ის პლატფორმაზე გავაკეთე, რადგანაც Core 2-დან მოყოლებული სანამ AMD-მ Ryzen არ გამოუშვა Intel უკონკურენტო იყო,

    XP-სთან თავსებადობის გამო მე-2/მე-3 თაობის Core i პლატფორმა შევარჩიე,

    შეიძლება მე-4 თაობის რამე დედაპლატა მომეძებნა XP-სთან თავსებადი, მაგრამ მეეჭვება Top ჩიპსეტი ყოფილიყო, და დიდ სხვაობასაც არ მომცემდა (ნახავთ ქვევით)

    ფორუმელების @david_888 და @MaKaSaRa  რჩევით გადავწყვიტე დედაპლატა Asrock Z77 Extreme 3

    რაც შეეხება CPU-ს, ვფიქრობდი i7-3770K-ს, მაგრამ რადგანაც ძირითადად სულ  GPU ლიმიტირებული ვიქნებოდი, ავირჩიე i5-3570K მერე Xeon E3-1275 v2 ვიშოვე შედარებით იაფად, რომელიც 3770-ს ანალოგია და როგორც ვვარაუდობდი არ მომცა სხვაობა, ამიტომ ძმაკაცს ვაჩუქე და დავბრუნდი i5-ზე

    ქულერად Cooler Master V8 მიყენია, ძალდაუტანებლად უმკლავდება თავის საქმეს,

    ოპერატიული მეხსიერების რაოდენობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, აქცენტი სისწრაფე იყო, მაგრამ Mushkin Enhanced Stealth 8GB (2 x 4GB) DDR3 2133 ვიყიდე კარგ ფასად, 32 ბიტიანი OS ვერ ხედავს 3.5 GB-ზე მეტს, მაგრამ დანარჩენი RAMDisk-ად გავაკეთე (არის სხვადასხვა პროგრამები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა დედაპლატას აქვს თავისი ASROCK Extreme Tuning Utility, რომელიც OC-სთან ერთად RamDisk-ის შექმნის საშუალებას იძლევა

    ვინჩესტერად Intel 730 სერიის 1 Tb SSD მაქვს, 4 პარტიშენით, (3 OS-ის ინსტალაცია, ერთი 700 გბ-მდე თამაშებისთვის). ძველი Windows-ები არც ისე მეგობრულად არიან SSD-სთან, სწრაფები კია, მაგრამ აუცილებლად უნდა გაუთიშო ავტომატური დეფრაგმენტაცია და Trim გაუკეთო ხელით დროდადრო (არის პატარა უტილიტა ForceTrim, ან მე მაგალითად Intel SSD Toolbox ვიყენებ). 

    კვება Newegg-ზე ფასდაკლებაზე ვიყიდე ARESGAME 750W (AGW750) 80+ Bronze, არ არის ცნობილი ბრენდი, მაგრამ საკმაოდ კარგი რევიუები ქონდა და არ შეურცხვენია თავი აქამდე

    Creative Sound Blaster X-FI Xtreme Fidelity ხმის ბარათი აუცილებელი იყო კლასიკური თამაშებისთვის EAX-ის მხარდაჭერით

    მივედით ვიდეომდე, რომელსაც ყველაზე მეტი დააგვიანდა ფასის გამო... თავიდან მქონდა მომაკვდავი  EVGA GTX 780 SC, რომელიც დიზაინითაც მომწონდა და წარმადობითაც, მაგრამ მგონი შეუსრულდა 300 წელი, თავის დროზეც 50 ლარად ვიყიდე დაზიანებული, BIOS-ის გადაფლეშვამ უშველა და იმუშავა კარგა ხანი (სანამ ამ კომპში ჩავდებდი), მერე რომ აურია ფენით გავაცხელე და იმუშავა, ჩავდე აქ და აურია კიდევ (დრაივერი არ ყენდება), გაცხელებამ შეიძლება უშველოს კიდევ ცოტა ხნით, მაგრამ აღარ მინდოდა წვალება, თან მინდა სტაბილური იყოს

    შემდეგ ATI Radeon HD 5970 მქონდა ცოტა ხნით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდა ვიდეობარათია, ჯერ ერთი ვერ ავამუშავე  AMD Crossfire და მეორეც არ აქვს ისეთი წარმადობა როგორიც მინდა, Crossfire ზე ვნახე, რომ ძველი ვერსიის დრაივერი უნდა, მაგრამ წარმადობას ვერ ვუშველიდი, ამიტომ სხვა რეტრო ბილდში მივუჩინე ბინა

    ამას წინათ ჩამივარდა GTX 960 4 GB ვერსია ძალიან კარგ ფასად, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ არ იყო TOP Level წარმადობა, იდეაში Windows XP-ზე მაგაზე ახალი (უფრო მაღალ მოდელის)  ვიდეოს დრაივერი არაა, უფრო ძლიერების კი არის (GTX 780, 780 ti, ორიგინალი Titan) მაგრამ ჯერ ერთი ძვირია, მერე როდის მოკვდება არ იცი...

    არის ერთი გამოსავალი, თუმცა ძვირიანი :) დრაივერის INF ფაილების მოდიფიცირებით შესაძლებელია XP-სთვის დავამატოთ მაქსველის მთლიანი სერიის მხარდაჭერა, რადგანაც დრაივერების არქიტექტურა იგივეა, უბრალოდ Nvidia-მ აღარ შეიწუხა თავი (ალბათ გამართლებულადაც) XP-ს მხარდაჭერით ტოპ ბარათებზე, თუმცა შესაბამისი სტრიქონების დამატებით nv4_dispi.inf ფაილში, XP-ზე შეიძლება GTX 980 TI დრაივერების დაყენება...

    მოკლედ, კიდევ რომ არ გავაგრძელო, ამ ბარათს "ვდარაჯობ" წელიწადია თითქმის და მხოლოდ ახლა ჯერ კიდევ მაღალი ფასების გათვალისწინებით ძალიან კარგ ფასად ვიყიდე Gigabyte Xtreme Gaming GTX 980 TI (GV-N98TXTREME-6GD)

    დრაივერების მოდიფიკაციამ წარმატებით ჩაიარა XP-სთვის, Vista და Win7-ისთვის კი "მშობლიური" დრაივერებია, 

    ეს ყველაფერი აწყობილია Deepcool-ის სადა შავ ქეისში, ნაწრთობი მინის გვერდითა პანელით, ასევე DVD RW Drive-იც დავამატე, როგორც იქნა დავასრულე ბილდი, (სოფტის და ჰარდის მიხედვით), დამრჩა ტიუნინგი, OC და ა.შ.

    ბევრი რამეც აღმოვაჩინე: მაგალითად XP-ს არ აქვს მხარდაჭერა HD-ზე მაღალი გაფართოების (ადრეც ვეჭვობდი, მაგრამ საბოლოოდ დადასტურდა), არადა Full HD მონიტორი არ მაქვს სახლში :) მაქვს 2k@144; 4K@120 (ტელევიზორი), ჩემი ორიგინალი SyncMaster 961BW (1440×900@75Hz), ასევე Forum.ge-ზე მაჩუქა ერთმა CRT  NEC MultiSync FE 770, სიხშირეები ძალიან მაღალი არ აქვს, მაგრამ ძალიან ნათელი და მკაფიო ფერები აქვს, ასეთი CRT არ მინახავს, თან 900 სერიას ჯერ კიდევ აქვს ანალოგ აუთი (მარტივი DVI-VGA ადაპტერი უნდა), მოკლედ მონიტორებში პრობლემა არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის სრულ პოტენციალს ვერ გამოვიყენებ XP-ზე.

    ასევე როგორც აღმოჩნდა, 3-ზე მეტი Windows არ ყენდება ერთ დისკზე და თუ არ ვცდები 4-ზე მეტი პარტიშენიც არ კეთდება (ყოველ შემთხვევაში სტანდარტულად), Windows 10 მინდა რეფერენსად და Linux ამ ბილდზე სამომავლოდ, მაგრამ სხვა SSD-ზე მომიწევს დაყენება

    ასევე პრობლემატურია ძველი OS-ების აპდეითები (ახალზე არ ვამბობ, უბრალოდ რაც გამოსულია რომ ის გადმოწეროს),

    აღმოვაჩინე, რომ Windows Vista საკმაოდ კარგი გამხდარა ბოლოში და სტაბილურიც,

    ესეც ფოტო (RGB ფანების მოყვარული არ ვარ მაგრამ კეისს მოყვა და აღარ მოვხსენი)

    01.jpg

    02.jpg


     

    შემდეგ პოსტში დავდებ ბენჩმარკებს და სხვა ინფოსაც

    • Upvote 4
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.