Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8072
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Posts posted by gio_kiborg

  1. მთავარი კვესტის გარდა ძირითადი ფრაქციების კვესტები გავიარე რომელსც საკმაოდ საინტერესო მისიები აქვს, ასევე 2 კომპანიონის საიდ კვესტი, US Sysdef კვესტი, უმეტესობა საინტერესო იყო და სახალისოც

    პლანეტებზე ხეტიალი და ფლორის და ფაუნის თვალიერება დიდად არ მიზიდავს, არც რესურსების მოპოვება და მენეჯმენტი, თორემ გაცილებით მეტი დრო დაიხარჯებოდა

    მისიების დაფის მისიებიც ძალიან ცოტა გავაკეთე, რადგან ეგენი მართლა უინტერესო რენდომ კვესტებია

    ასე რომ 100+ საათი საკმაოდ მრავალფეროვანი პირველ გასვლაზე

  2.  დავხურე პირველი გასვლა, მაგრამ შემდეგი გასვლები ცოტა განსხვავებულებია (ანუ როცა იგივე გმირით აგრძელებ) და ის დავიწყე ახლა უკვე

     

    100+ საათი დავაგროვე ამ თამაშში უკვე 

    Fallout 3/New Vegas და Mass Effect სერიების გარდა ამდენი დრო არსად დამიხარჯია :)

  3. 1 hour ago, მიშკა said:

    არა და კაი action-adventure იგრა გახსნილი კოსმოსით და პლანეტებით, მაგრად გაასწორებდა მაგ თემატიკაზე. არაფერი არაა მაგ ჟანრის ხარისხიანი და სერიოზული 

    No Man Sky

    Eve Online

    Elite Dangerous

    და რა თქმა უნდა Star Citizen თუ როდესმე გამოვიდა ალფა სტეიჯიდან

    ყველა ონლაინია ოღონდ (ნუ NMS შეგიძლია ოფლაინად ჩათვალო) 

    და Starfield არ მოგეწონა?

    • Thanks 1
  4. 65 საათამდე ვარ ასული ჯამსი და მთავარ კვესტლაინში (რაც როგორც წესი არც ისე საინტერესოა) სულ რამდენიმე მისია გავიარე, 30 ლეველზე ვარ უკვე, საიდკვესტები, განსაკუთრებით კი ფრაქციების კვესტები ძალიან საინტერესო და სახალისოა, თუ არ ჩავთვლით mission board-ის რანდომად დაგენერირებულ მისიებს, თუმცა ეგენიც განსაკუთრებით მომგებიანია XP და ლუტის კუთხით, დიდი შინაარსის გარეშე ოღონდ

    ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და მნიშვნელოვანი კვესტი Crimson Fleet vs UC SysDef მიუხედავად მრავალფეროვნებისა, რაღაც სარკისებული ორეულები იყო, პირატებიც და სამხედროებიც ერთმანეთის ასლი იყვნენ, დიალოგებიც მსგავსი ჰქონდათ გადამწყვეტ მისიებში, უბრალოდ ვიზუალურად განსხვავებული, ალბათ ცოტა უკეთ უნდა ყოფილიყო დაწერილი, მაგრამ იდეა ისაა, რომ ბოლო მისიაზე წყვიტავ ვის მიემხრო საბოლოოდ, რაც საკმაოდ აბსურდულია ჩემი აზრით

    ჯერ ჯერობით რაც ვერ დავამუღამე კოსმოსური კომბატია, საერთოდ არ მიყვარს ფრენები თამაშებში, მარამ აქ ცოტა ნერვევის მომშლელია ის, რომ უაზროდ ბევრი მოწინააღმდეგეა ხოლმე, შენს მხარეს ვინც იბრძვის (თუა ასეთი საერთოდ) ბევრს არაფერს აკეთებს 1-1-ზე თითქმის ნებისმიერი ლეველის მოწინააღმდეგეს ვუგებ, 3-1-ზეც დაბალი ლეველის თუ არიან ვერევი, მაგრამ ერთ მისიაში 10-ზე მეტია და ერთს რომ მიზანში ამოვიღებ და ვესვრი დანარჩენი 9 მანადგურებს

    აქამდე Tech სკილები არ მქონდა განცითარებული და ახლა ვანვითარებ, რაც მნიშვნელოვნად გეხმარება, 

    უვრალოდ როგორც უკვე ავღნიშნე, იმდენი მექნაიკაა თამაშში, სანამ დაამუღამებ და გაერკვევი დიდი დრო გჭირდება და შეიძლება საერთოდაც აღარ მოგეწონოს და დაიკიდო ეს კონკრეტული ასპექტი,

    მე მაგალითად აუთპოსტების მშენებლობას არ ვეხები ჯერ, 1-2 დავდგი უბრალოდ საცდელად და ვნახავ სხვა კვესტებს რომ მოვრჩები რამდენად დამაინტერესებს

     

     

     

     

  5. სხვისი არ ვიცი და მე უკვე რაც გადმოვიწერე 24 საათზე მეტი დავაგროვე და რაც უფრო ვამუღამებ თამაშის მექანიკას მით უფრო მითრევს, შინაარსის იშლება და უფრო საინტერესო

    ტოდის კომენტარი ძალიან იდიოტური და out of touch იყო ოპტიმიზაციას FSR2 თუ უძახიან არ ვიცი, ისე ნაგავი ოპტიმიზაცია აქვს ნამდვილად და FSR (ან დამოდილი DLSS) სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის, კონსოლებზეც (აფსკეილის და VRR ჩართულზე) 30 FPS უმიზნებენ 4K ზე, გული შეიძლება ამერიოს 30 FPS შუტერზე და ფრენის სიმულატორზე ისეთი ლაგი აქვს 30 FPS-ს

     

     

     

  6. 16 hours ago, #Skinhead said:

    კი ეგაა, არ მივაქციე თავიდან ყურადღება შიფტის გარეშეც რომ მაკლდებოდა ჟანგბადი, მეგონა ჩაფხუტის ან პლანეტის ამბავი იყო, მერე ატლანტისშიც რომ იგივე პრობლემა გამეჩითა, ჩავხედე ინვენტარს და თურმე რა ხდება, არა და ნაგავი დიდად არ ამიღია :დ ეხლა შოპამდე ან ხომალდამდე მისვლა კაი დიდი დავალებაა, ვერ დავრბივარ საერთოდ :დ

    ხო, ეგ მექანიკა ძალიან შემზღუდველია (ორივე წონა და ჟანგბადი)

    როცა თამაშში გაქვს რესურსების მენეჯმენტი, აუტპოსტები, მშენებლობა და ა.შ რესურსებს არ უნდა მიქნოდეს საერთოდ წონა 

    საწყისი წონა 135 +135 (შენ და კომპანიონი) + ხომალდის 450-ია

    ახლა ხომალდი სავსე მაქვს რესურსებით და ვერ ვინახავ ვერაფერს (დააპგრეიდებულია თან 650-მდე კონტეინერი)

    ერთი გამოსავალია: ყველაფერი დაყარო ხომალდში, არ შეინახო ტვირთის საწყობში ეს წონაში არ ემატება, უბრალოდ ყრია რა და მერე როცა რა გჭირდება ხელით უნდა აიღო, თან ეს დაყრილი ნითები არ ჩანს არც Workbench-ებზე, არც გამყიდველებთან (ხომალდის ინვენტარი ჩანს)

    შეგიძლია გაზარდო წონა კონსოლიდან (Archievement-ებს გააუქმენს თუ ეს გააკეთე, თუ ოფიციალურს თამაშობ)

    ჩართე თამაში, გახსენი კონსოლი ტილდათი (ESC ღილაკის ქვეშ როა) და შეიყვანე კოდი 

    player.setav carryweight XXXX

    (შეცვალე XXXX რაიმე წონით მაგალითად 5000, დეფაულტი 135-ია

    ნუ ცოტა ჩიტინგია, მარა ისე ძაან დამღლელია სულ ინვენტარის მენეჯმენტში ვარ ახალ დაწყებულზე და მერე რა იქნება 

  7. 14 hours ago, #Skinhead said:

    წაიღო, გაასწორა, პროსტა რაღაც მომენტში გადავივსე  და ატლანტისზე გავიჭედე, ვერ დავრბივარ საერთოდ :დ

    ამ უხერხულ მომენტში მომიწია ქალაქიდან გასვლა და რომ დავბრუნდები, იმედია წაიღებს, კაი ხანია არაფერი მითხამაშია.

    წონის ლიმიტს გადააჭარბე ალბათ, ინვენტარში ნახე წერია ქვემოთ მარცხნივ, (135 ია საწყისი მგონი) ან Tab მენიუში მარჯვენა ქვედა კუთხეში

     

    გაყიდე ზედმეტი ლუტი (საწყის ეტაპზე უმეტესობა გაყიდო ჯობია და 500 ზე ნაკლები რაც ღურს (გარდა კრაფტინგის და რესურსისა) არ აიღო საერთოდ, მე მე-10 ლეველზე ვარ და ახლა 3000 ზე ნაკლები რაც ღირს, არ ვეკარები :)

    რესურსები და კრაფტინგ მასალები შეგიძლია დატოვო ხომალდის საწყობში (პილოტის კაბინაშია Cargo Hold პანელი) ან გადაუნაწილე კომპანიონებს

  8. 1 hour ago, G1ORG1 said:

    ჰადამიყოლა ამ სერიალებმა, ვეღარ ვთამაშობ ვერაფერს, ჩავრთავ წავითამაშებ 10 წუთი და დევს მერე ესე, მერე მავიწყდება რა რა არის და ვშლი :gigi:

    ბევრმა არჩევანმა იცის ეგ

    არჩევაში უფრო მეტ დროს კარგავ ვიდრე თამაშში :) ამიტომ თუ რამემ ჩამითრია არ ვეშვები ხოლმე

  9. 6 minutes ago, david_888 said:

    შენ მოგეწონება, ზოგადად მოყვარული ხარ რეტრო თამაშების და მე მაგალითად არ შემიძლია ვითამაშო თუნდაც ის ძველი თამაშები რომლებიც თავის დროზე ძაან მომწონდა იმიტო რო ვეზიარე ახალ ძრავებს ახალ შესაძლებლობებს ახალ მექანიკებს და მოძველებული რაღაცები არ მსიმოვნებს, ძაან პრიმიტიულია ჩემთვის, ეს თამაში ამ გრაფიკით და ამ მექანიკებით მომეწონებოდა 10 წლის წინ, ახალა უკვე ჩავლილია ამის მატარებელი

    ნუ გემოვნების საკითხია ხო

    გრაფიკას აღარ ვანიჭებ უპირატესობას გრაფიკის სტილი, შინაარსი და გეიმფლეი უფრო მნიშვნელოვანია, და უფრო მეტად შინაარსი, იმიტომ რომ ამ თამასის გრაფიკა დიდი არაფერია და ზოგიერთი მექანიკა კიდევ საკმაოდ მოუქნელი, Mass Effect 2007-ში გამოვიდა და რესურსების/კომპანიონების მართვის ძალიან დეტალური მექანიკა ქონდა და ძალიან მარტივი, აქ კდევ სროლა ცალკე მექანიკაა, სკანერი ცალკე, ფრენა ცალკე, აპგრეიდები/კრაფტინგი ცალკე და ყველგან უნდა დაიმახსოვრო რა როგორ გააკეთო, მაგრამ შინაარსი როცა კარგია და გრაფიკა თვალებს არ დაგთხრის (მაგალითად Horizon Zero Down-ის ფერებს ვერ ვიტან მიუხედავად "ლამაზი და თანამედროვე" გრაფიკისა) გამოდგება

  10. მე ჯერ ჯერობით მომწონს,

    ათასობით პლანეტაზე ხეტიალს ისედაც არ ვაპირებ ტყუილად,

    დადებითი რევიუებიც ბერვია (ACG, Gmanlives, ModernVintageGamer)

    100 საათი რომ ამ თამაშის მეტს არაფერს გააკეთენ რა თქმა უნდა ყველა ნაკლს გაცილებით მძაფრად შეიგრძნობ, რევიუერებს კი ადრე დაურიგენდნენ კოდებს, მაგრამ არა მგონია მთელი თვე ქონოდათ და "სამუშაო" კვირა 40 საათიანია საშუალოდ, ანუ თუ დღეში 8 საათზე მეტს არ თამაშობ 2 კვირაზე მეტი გინდა რომ მარტო ეს ითამაშო და სხვა არაფერი აკეთო ფაქტიურად რა თქმა უნდა ყელში ამოგივა :D

    ჩატვირთვებს რაც შეეხება, მე NVME SSD-ზე მაქვს ჩაწერილი (მე-3 თაობის) და საერთოდ არ მიშლის ხელს, კი არ უნდა იყოს ერთია, მაგრამ რაც არის, მისაღებია ამისთვის ძირის მოსათხრელი არაა , სავარაუდოდ სტანდარტულ SATA SSD-ზეც საკმაოდ სწრაფი იქნება

    რაც შეეხება ქვესტებს ჯერ ჯერობით საკმაოდ საინტერესოდ მიდის გვერდითი ქვესტებიც კი, რა თქმა უნდა ბევრია "წადი აქ და აიღე ის" სტილის, მაგრამ ბევრია ასევე საკმაოდ საინტერესო და სასაცილოც კი (მე-2 დღეა ვთამაშობ, ალბათ 10 სთ მაქსიმუმ)

    თამაშის გრაფიკა კიდევ წარმადობასთან შედარებით ცუდია კი, მაგრამ ჯამში საკმაოდ კარგია, ქალაქები ქალაქებს გავს, ხალხითაა სავსე და მეტ-ნაკლებად რეალისტური, 

    ერთი ამ სტილის "ყველა ჟანრის" თამაშებს პრობლემა რაც აქვთ არის რომ ძალან ბევრი გეიმფლეი მექანიკაა, რომელიც უნდა ისწავლო კარგად

    უამრავი მენიუ და მენიუს შიგნი მენიუა და მაინც მოუქნელია, თან ერთუ მენიუს შიგნიდან მეორე (ზედა ლეველის) მენიუში შეიძლება გადახვიდე და ვიბნევი ხოლმე

    რუქა საშინელია, TAB უნდა აჭირო სულ რომ სისტემის, გალაქტიკის პლანეტის რუკეზე გადაერთი (ერთი მიმართულებით) ადგილობრივ რუკაზე კი (რომელიც ისედაც გამოუყენებელია ფაქტიურად) G უნდა დააჭირო რატომღაც, პლანეტაზე როცა ვარ და რუკას ვხსნი რატომღაც დეფაულტად ადგილობრივ რუკას არ ხსნის

    მაგალითად თანამგზავრებზე იარაღის/აღჭურვილობის მიცემა ფაქტიურად მხოლოდ მათ ჩანთაში გადატანით გამოიხატება და მხოლოდ იარაღს იყენებენ მიცემულს როგორც აქამდე შევატყვე, კომპანიონების არჩევის მენიუ ჩახლართულია, მგონი ერთი კომპანიონის ლიმიტი არის სულ

    ასევე დიდ ქალაქებში ხშირად ლიფტებს არ აწერია სად მიდის, უნდა გუმანით მიხვდე და მიწისქვეში რომ ხარ რა იცი სად ამოყოფ თავს :)

    მიუხედავად ბევრი ნაკლია, მე მაინც მისწორდება თამაში და ჯერ ჯერობით (პირველი მთავარი მისია არ დამიმთავრებია) ძალიან საინტერესოც ჩანს

     

  11. 4 hours ago, G1ORG1 said:

    ჯერ ჯერობით ვთამაშობ, მაგრამ მგონია მალე მივაშლი :gigi:

    გადახტომას ვერ ვაკეთებ და რას დავაჭირო

     

    Starfield_2023_09_03_18_54_27_711.jpg

    GR-ზე უნდა მისცე ენერგია (რომელიმე სისტემას მოაკლო)

    Alt დააჭირე და AD-ით ირჩევ სისტემას, WS-ით ენერგიის მომატება/მოკლებას

    ერთი ბარიც ყოფნის, უბრალოდ დიდხანს უნდება მომზადებას (თუ არ გესვრიან, არაუშავს რამდენიმე წამს)

     

    შევდივარ მუღამში თანდათან, მთელი დღე ვთამაშობდი

    • Thanks 1
  12. დილის მერეა ვთამაშობ,

    დიდად ბაგები არ შემიმჩნევია, ერთი vsync თუ გავთიშავ იქრაშება, მაგრამ.ეს შეიძლება dlss მოდის ბრალიც იყოს

    სხვა მხრივ სერიოზული ბაგები არ შემხვედრია,

    გრაფიკა კარგია, მაგრამ არა გადასარევი, ბევრი სხვა თამაშია უკეთესი გრაფიკით და გაცილებით უკეთესი წარმადობით. 60% იანი სკალირებით (dlss) საშუალოდ 60 fps ზე ძლივს ავედი ჩემს სისტემაზე (4K/High), მარა სტატერს არ შეუწუხებივარ, FPS დაბლაც რომ ჩამოდის, სტაბილურადაა არ დახტუნავს

    გეიმფლეის თავიდან უნდა მიეჩვიო რომ დაამუღამო კონტროლი და ორიენტაცია ზოგადად, მერე საინტერესო ხდება.

    ერთი რჩევა: caps lock-ით სირბილი ჩართეთ, თორე სიარული საშინლად ნელია და სპრინტი (shift) 100 მეტრში ცლის ჟანგბადს.

    ჟანგბადი/ნახშირორჟანგის მექანიკა არ მომეწონა, უფრო სწორად ძალიან შემზღუდავია, 100 მეტრზე მეტი უნდა ირბინოს ადამიანმა სუთქვის შეკვრის გარეშე და ნახირორჟანგი საიდან გროვდება? (მითუმეტეს სკაფანდრი თუ არ გახურავს) იდეაში პირიქითაა... ჰიპერვენტილაცია ხდება როცა სწრაფად სუნთქავ..

     

    • Upvote 1
  13. დიდი ხანია თამაშებს ვყიდულობ, მაგრამ ამას გადმოვწერ და ვნახავ არის

    თუ მომეწონა, მერე ვიყიდი, თან საკმაოდ ბევრი რამეა დასაფიქსი როგორც ჩანს, ისე ჯამში კარგი თამაშიაო

  14. გაუმარჯოს,

    სახლითვის ვიყიდე Hikvision ERI-Q104-P4  (4 PoE + 1 LAN პორტიანი NVR) და სამი ცალი MarQuis IPC-YT40 (ფიქსირებული 1440P PoE IP კამერა ინფრაწითელი ხედვით და ხმის ჩაწერით) კამერებს უწერიათ რომ არიან Hikvision-თან თავსებადი

    გეგმაში მქონდა, რომ შემეერთებინა კამერები პირდაპირ NVR-ზე, რომელსაც დაცულ/დამალულ ადგილას მოვათავსებდი NVR-ის PoE პორტებზე (ერთი თავისუფალი რჩებოდა სამომავლოდ) და NVR კი ქსელზე დამეერთებინა LAN პორტით, ამ გზით შემეძლო მათი იზოლაცია ქსელიდან (ცალკე VLAN) და ქსელიც არ დაიტვირთებოდა ვიდეო სტრიმებით

    პრობლემა არის ის, რომ NVR-ის POE პორტებზე კამერები არ მუშაობს, საერთოდ არ აქვთ რეაგირება (კამერის ქსელის კონექტორზე led-ია რომელიც ინთება როცა ჩართულია და როცა ვაერთებ NVR-ზე მაშინ არ ანათებს, ხოლო PoE სვიჩში კი ანათებს და მუშაობენ უპრობლემოდ

    ვნახე ინსტრუქციები სადაც ამბობენ, რომ უნდა დავაერთო სვიჩის გავლით (ანუ კამერები და NVR უნდა იყოს ერთ PoE სვიჩზე, ხოლო NVR LAN პორტით უდნა იყოს შეერთებული, ანუ მისი 4 PoE პორტი გამოუყენებელი ხდება და დატვირთვა გადადის სვიჩზე, თან ვიდეო სტრიმი მთავარ ქსელშია და მეტი საჩალიჩოა რომ კამერების იზოლაცია გავაკეთო,

    ამ სვიჩს ცალკე vlan-ში ვერ ვსვამ, რადგანაც მასზე 2 ცალი WiFi AP უნდა დავაერთო (8 პორტიანი სვიჩიდან 4 წავა კამერები+NVR-ზე, 2 WiFiზე, 1 აფსტრიმი (როუტერთან) და 1 პორტი რჩება თავისუფალი

    იდეაში ასეც იმუშავებს, მაგრამ ამ როუტერზე სხვა რამეების დაერთება მირჩევნია

    ხომ არ გაქვთ ვინმეს გამოცდილება რომ Hikvision-ის NVR-ის PoE პორტები გამოვიყენო ჯენერიკ IP კამერასთან?

  15. რასაც რევიუებს ვუყურე საკმაოდ კარგი გრაფიკა აქვს, სტილიზებული, 

    დაინსტალირებული თამაში 10 გბ ამდეა, (ზოგი პატჩია თანამედროვე თამაშების უფრო დიდი)

    მე ვიყიდე სტიმზე და system shock 2 რო გამოვა ეგეც მექნება ამ ფასში, ჯერ ვერ დავიწყე ოღონდ Warhammer 40K Boltgun ვთამაშობ, მაგრად ვერთობი :)

    ძველ თამაშს ვერ ჩავუჯექი, ძაან არქაული გრაფიკა და გეიმფლეი აქვს

    ამის დემო ვითამაშე და მომეწონა ადრე, ძაან ატმოსფერულია

  16. 6 minutes ago, ALTAIRI said:

    მაგაზე ვამბობ ხელით დაყენებაზე მაგრამ იპ მისამართს რასაც ვუთითებ არცერთზე უკავშირდება no connection წერს.

    ip გარდა პორტი, პროტოკოლი,  username/password უნდა ალბათ და ამათაც უთითებ? 

    უბრალოდ კომპიდან ცადე პირდაპირ მაგ ip-ს გაპინგვა თუ მუშაობს საერთოდ

    ჩემთან (Android 13) ასე გამოაქვს VPN ხელის პარამეტრები

    Screenshot-20230505-112002-Settings.png

    მანდ IP ს გარდა ბევრი სხვა პარამეტრის შეყვანაა საჭირო

     

    გარდა მაგისა მაქვს Private Internet Access და OpenVPN აპლიკაციები და VPN პარამეტრებიდან ორივეზე შეიძლება მიეთითოს Always on vpn

    Screenshot-20230505-112147-Settings.png


    Screenshot-20230505-112153-Settings.png

    ასე რო თუ ხელით ვერ გაუწერ, შესაბამისი აპი დააყენე და აქ ჩაურთე Always-On VPN

     

  17. 12 hours ago, ALTAIRI said:

    VPN მინდა რომ დავაყენო ანდროიდზე ოღონდ აპლიკაცია არა თვითონ ტელეფონს აქვს თავისი VPN და შემყევს ყვაფერი მაგრამ IP adress რომ შემყავს არცერთს არ უკავშირდება და რა უნდა? tutorals იუთუბზე ვნახე მაგრამ ჩემზე არ იმოქმედა.

    ყველა vpn პროვაიდერს აქვს ხელით დაყენების პარამეტრები წესით, თუ რამე ნახე XXXXX Manual configuration for android როგორ უნდა, მე არასდროს მისინჯია, მაგრამ უნდა იმუშაოს კარგ (ოღონდ ფასიან) პროვაიდერზე

  18. PS3-ზე მაქვს დახურული არც ისე დიდი ხნის წინ, მიუხედავად იმისა რო კარგი გრაფიკა ქონდა (ნუ, ლამაზი) დაბალი რეზოლუციის ტექსტურები და დაბალი რეზოლუცია ეტყობოდა ალაგ-ალაგ (საშინელი aliasing ქონდა მაგალითად), თუმცა შინაარსი და გეიმფლეი მომწონდა

    სერიალიც ძალიან კარგი იყო

    მინდა 4K-ზე ვითამაშო, Xbox ჯოისტიკით, ან კლავიატურა+მაუსით მაგრამ ისეთი ოპტიმიზაცია ქონიაჯობს დაველოდო და თან ალბათ ზაფხულის სეილზე იაფადაც ვიყიდი

    მოკლედ ბოლო 5 წელია თუ მეტი ახალ გამოსულ თამაშს ვერ ითამაშებ ნორმალურად თუ არ დაელოდე პატჩებს და ჰოთფიქსებს, თან ესეც ხო პორტია და არა თავიდან დაწერილი....

  19. ---------------------------------

    ---------------------------------

     

    მოკლედ ბევრი ვეწვალე, ჯერ AMD VBios Flash (v3.31)მა ცოცხალი თავით არ გადაფლეშა ზოგიერთი ვერსია, SSID არ ემთხვევაო, არც -f, -fp, -fa სვიჩმა არ იმუშავა CMD-დან, SSID შეცვლაც ვცადე, მაგრამ არ მოეწონა, მეორე ვიდეოკარტის ჩასმა დამჭირდა ზედა სლოტში რომ ყოველ გაჭედვაზე დრაივერების წაშლა არ დამჭირვებოდა Safe Mode-დამ DDU-თი

    კარტის BIOS როგორც ვხვდები არაოფიციალურადაა აწყობილი,

    V 2.93 კიდევ კი პრობლემა აქვს Windows 11-თან, ჯერ Core Isolation უნდა გამორთო, მერე Properties ში უნდა Win 7Compatibility მიუთითო და Run as administrator ჩაურთო, ერორებს ყრის მაინც, მაგრამ რეალურად ფლეშავს (ზოგ პარამეტრს ვერც აღიქვამს სწორად, მაგრამ საბედნიეროდ სწორად ფლეშავს მაინც):

    02.png

    DevID და Vendor ID მიხედვით რომ დავგუგლე, ეს Unverified ბიოსი ამომიგდო: https://www.techpowerup.com/vgabios/239826/239826

    და UEFI მხარდაჭერაც ქონია, მაგრამ რომ გადავფლეშე არ ჩაირთო, ეგ კი არა სულ გაჭედა კომპი მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვიდეოკარტა არ იყო, Safe Mode-დან გადავფლეშე

     

    ერთი ვერსია ვნახე, მსგავსი პარამეტრებით, გადავფლეშე, მაგრამ თურმე Elpida-ს მეხსიერების მოდულები არ ქონია იმ ვერსიას გაწერილი, არ ჩაირთო, თუმცა როცა მეორე სლოტში გადავსვი მაშინ დაინახა, როგორც წინას არ გაუჭედია,

     

    მოკლედ თუ ვინმე კარგა არ ერკვევა BIOS-ის მოდინგში, მგონი აჯობებს შევეშვა და დავტოვო Non-UEFI :(

     

     

  20. 11 hours ago, George said:

    ესეთი არ მიდის ბევრმა დააყენა და მუშაობდაო სხვადასხვა 4გბ მოდელებზე მაგ კარტის https://www.techpowerup.com/vgabios/150240/sapphire-r9290x-4096-131121-1 ეგ კონკრეტული საფირის ბიოსია, ჩინურ ფორუმებზე სადმე რამე შეიძლება გამოაძვრინო მაგ კარტისთვის, თუმცა რთული იქნება რახან ძველი მოდელია და ჩინურის ცოდნის გარეშე ვერც მიაგდნებ ლინკს ალბათ, მინიმუმ ჩინელები დაწერდენ რომელი კარტის ბიოსი მიდის მაგაზე, თუ ძალიან რედკი მოდელი არ იყო ჩინეთშიც კი, ხანდახან სხვა ჩინური ბრენდის ბიოსიც მიუდგეს შეიძლება არაა აუცილებელი მაინდამაინც მაგ კარტისთვის იყოს გამოშვებული, GPU-Z დასკრინე აბა რა წერია, მერე მაქსიმალურათ ახლოს უნდა იყოს მაგ მონაცემებთან და შეიძლება ამუშავდეს უკვე ეგრე, ეგრე მართლა რთულია ზუსტათ პოვნა მაგ ჩინური ბრენდისთვის მუშა ბიოსის, ისეთის რომელზეც დრაივერი დაყენდება უკვე

    აი ესეც UEFI support არის და ელპიდას VRAM მიდის https://www.techpowerup.com/vgabios/166698/xfx-r9290-4096-140604 ზუსტათ ეგ რევიზია თუა ელპიდას შეიძლება მოსინჯვა, არ ვიცი რამდენიმე რევიზიაა ელპიდაზე მაგ მოდელზე თუ ერთი მარტო, მაგრამ ელპიდას 4გბ ვერსიაზე კი დგება ეგ ბიოსი და UEFI საპორტიც აქვს, შეიძლება რამე შეცვლილიც ქონდეთ და მაგის გამო სხვა ვერსიები არც მოერგოს დიდათ

    პირველს არ აქვს UEFI მხარდაჭერა, მეორე კიდევ R9 290 არის

     

    ახლა მაჩვენებს (დრაივერის ინსტალის მერე) რომ R9 290X-ია (აქამდე აშკარად R9 290 იყო შევამოწმე)

    01.gif

    02.gif

     

    ახლა 290X ბიოსებს ვცდი და იქნებ გამოვიდეს

  21. 5 hours ago, Gogla1990 said:

    იგივე მეხსიერების მქონე სხვა ბარათის ბიოსი უნდა ჩაწერო, რომელი მოერგება და რომელი არა მაგას უკვე ცდა უნდა

    რამდენიმე ვერსია ვცადე უკვე მასეთი და არ იმუშავა, ამიტომ იქნებ ვინმეს ქონიათ მსგავსი და იცისთქო მაგიტომ დავწერე, ყველა vBIOS-ის გატესტვის ნერვები არ მაქვს :)

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.