Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8066
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Everything posted by gio_kiborg

  1. თუ არ ყიდულობ ნახე დიდი დიდი რამდენიმე საათი დაკარგო სიმართლე გითხრა ეგ Fallout in space რეფერენსები არაა მთლიანად გამართლებული ჩემი აზრით, კი, სტუდია და ხალხი იგივეა, რეტრო-ფუტურისტული ატმოსფეროა და ირონიული იუმორი, მაგრამ გეიმფლეი სულ სხვანაირია, RPG ელემენტები უფრო გამარტივებულია, თუმცა დიალოგები როგორც fallout-ში შესანიშნავია, მაგრამ გეიმფლეი გაცილებით უკეთესია ვიდრე თუნდაც F4, ხოლო მთავარი სიუჟეტური ხაზი უფრო კონცენტრირებულია, უმეტესობა გვერდითი მისიებიც მთავარ მისიებთანაა დაკავშირებული, ასევე განსხვავებით Fallout-იდან ბაგები თითქმის არ არსებობს და არც იქრაშება (თანამედროვ თამაში არ დაქრაშულიყოს თითქმის არ მახსოვს )
  2. ითამაშე გიო, არ ინანებ მთავარი მინუსია რომ მალე მთავრდება, თორე გეიმფლეი, იუმორი, გრაფიკის სტილიც კი ძალიან კარგია 2 კვირაზე გავწელე 30+ სთ ვითამაშე, მაქსიმალურად ვასრულებდი გვერდით მისიებს, რომლებიც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის თამაშს, რამდენიმე გამომრჩენია კიდეც ბაგიც გაასწორეს პარვატის რომ მკვდრად თვლიდა და მისი მიის ნორმალურად დამთავრებაც შეიძლება ახლა ასე არ მისიამოვნია თამაშით დიდი ხანია, Gears 5, RDR2 და Fallen Order მაქვს ჩაწერილი და კვირა ისე გავა 1 საათსაც არ ვითამაშებ, ისე ვერცერთმა ვერ მიმიზიდა
  3. თვითონ ალუმინს ხომ გააგრილებს? ან კიდევ პროცესორის ქვემოთ რომ რადიატორია იმაზეც შეიზლებამ ჩიპსეტიდან მაქეთ heatpipe გამოდის და მაგის გაგრილებით ჩიპსეტსაც გააგრილებ, თან რადიატორის გაგრილება უფრო ეფექტური იქნება ვიდრე მეტალის ნაჭრის
  4. ჩემთანაც მასე იყო, ძველ ვიდეოკარტას მოვხსენი და ორმაგი წებოვანი ლენტით დავაწებე და 60 გრადუსს ქვემოთ ჩამოწია
  5. Widows 10 რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს საკმაოდ მიმზიდველი სისტემაა რეტრო თამაშებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო: 1. Steam, GOG Galaxy მხარდაჭერილია ფაქტიურად მხოლოდ ამ Windows-ზე (2020 წლის 14 იანვრიდან Windows 7 აღარ იღებს განახლებებს, შემდეგ ალბათ Steam-იც შეწყვეტს მხარდაჭერას) 2. გრაფიკული ბარათის დრაივერების Advanced ფუნქციები მხარდაჭერილია (Virtual Super Resolution, G-Sync, Free-Sync, HDR....) 3. მხარდაჭერილია თანამედროვე აპარატურა, რომლითაც შეიძლება რეტრო თამაშები ძალიან მაღალ რეზოლუციაზე გავუშვათ (მაგალითად 8K-ზე Virtual Super Resolution-ით) 4. რეტრო თამაშებს არ სჭირდებათ მაღალი სისტემური მონაცემები, თუმცა თუკი ძლიერი თანამედროვე კომპიუტერი გაქვთ, შეგიძლია გამოიყენოთ მისი უპირატესობებიც, ან შეგიძლიათ შედარებით ძველი (775 სისტემა) გამოიყენოთ 5. სისტემა იღებს უსაფრთხოების განახლებებს, ასე რომ ძირითად კომპიუტერადაც შეიძლება გამოყენება რამდენიმე რეკომენდაცია: 1. თუკი მთავარ სისტემად არ იყენებთ, გირჩევთ დააყენოთ 32 ბიტიანი Windows, რადგანაც მეტია თავსებადობა ძველ თამაშებთან, თუმცა წინასწარ შეამოწმეთ თუ თანამედროვე აპარატურისთვის არის დრაივერები (შეიძლება Dual Boot-იც ერთსა და იმავე სისტემაზე) 2. ზოგი თამაშის სტაბილურობისთვის საჭიროა რომ პროცესორის მხოლოდ ერთ ბირთზე (ლოგიკური) ჰქინდეს აფინობა, ანუ მეტს არ იყენებდეს: https://thegeekpage.com/set-affinity-for-an-application-on-windows-10/ (არის ამის ავტომატიზაციის საშუალებაც) 3. EAX ამუშვაება შეიძლება Creative-ის აუდიობარათის და Alchemy-ს გამოყენებით, (თუმცა ყოველთვის არ მუშაობს.) და ბოლოს PhilsComputeLab-ის ვიდეო:
  6. როგორც ტექსტია ჩაკოპირებული გადავასწორე ციფრებად და ჯამი 4227.1-ია Book1.xlsx
  7. ვა, გასწორდა MPC-HC შიც, MadVR-ზე გადავიყვანე და HDR path-trough მოვითითე სეთინგებში, ანუ თვითონ ტელევიზორი უკეთებს ფერების კორექციას მეტადატას საფუძველზე, რაც ყველაზე ახლოსაა ალბათ ორიგინალთან
  8. HDR კონტენტისთვის საუკეთესო პლეერია, სერიალი მქონდა გადმოწერილი HDR 10 ბიტიანი ფერებით 4k რეზოლუციით, გავიტანჯე ყურებისას, ვერანაირად ვე ავაწყვე ნორმალურად Windows HDR ფერები და ტელევიზორის HDR რეჟიმი, საშინლად მუქად ჩანდა, მეორე ვიდეო კიდევ პირიქით, ძალიან გახუნებული ფერებით, Netflix-ის ლოგო სტაფილოსფერი იყო წითლის ნაცვლად, PowerDVD ზე კი იდეალურად გამოჩნდა ყველაფერი, True Theater ეფექტებიც კი მომწონს ერთი უმნიშვნელო რამე შევატყვე, ჩემი აუდიოკარტის (Sound Blaster-ის Z სეია) SDIF-ზე ხმა ფაქტიურად არ მუშაობდა (ხმაური ისმოდა მარტო), თუმცა სტანდარტულზე რომ გადავრთე იმუშავა, Windows და სხვა აპები უპობლემოდ მუშაობენ.
  9. Epic Store-ზე 10 დოლარიანი კუპონია საშობაოდ, 17% იანი ფასდაკლებაა ამ თამაშზე და 16 დოლარამდე ჯდება, კარგი ფასია, ვიყიდე
  10. ორივე გჭირდება რომ დაინსტალირებული იყოს~
  11. ბენჩმარკი იქრაშებოდა, დრაივერი დავააპდეითე (DDU-თი წავშალე ჯერ) და ვითამაშე ცოტა ხანი, არ დაქრაშულა, არც გაუჭედია, ერთია ხანდახან FPS ჩამოდის 40-ზე, თუმცა რაც მთავარია frametime სტაბილურია და არ ბორძიკობს როგორც მოთამაშე frametime-ისას, თუნდაც მაღალი FPS იყოს (Favor quality-ზე მიყენია მეორე გადასვლაზე, დეტალურ სეთინგებზე აღარ მიწვალია, მაგრამ Digital Foundry-ს აქვს კარგი რევიუ ოპტიმიზაციის) ონლაინს არ ვთამაშობ საერთოდ :) სტანდარტი, არ ვყიდულობ ხოლმე სფეშიალებს, in-game item-ები არ მაინტერსებს დიდად, თუ რამე დიდი dlc მოყვება კიდევ შეიძლება, მაგრამ უმეტეს შემთვევაში არ მოყვება არაფერი ღირებული ჩემთვის (არტბუქი და საუნდტრეკებიც არ მაინტერესებს)
  12. ვიყიდე (კიდევ 5 დოლარიანი ფასდაკლება დაემატა 5000 ტოკენიანი კუპონით) იქრაშება თამაში ოღონდ ახლა ბოლო დრაივერს დავაყენებ და ვნახავ რა ვერ გააკეთეს ამათმა
  13. Postal 2 giveaway https://www.gog.com/?utm_medium=email&utm_source=newsletter&utm_campaign=20191216_nl_Winter_Sale_GIVEAWAY_2_EN&utm_term=EN&track_click=1&link_id=GIVEAWAY_section_CTA
  14. ვიყიდე, სპლიტ სკრინ მულტიპლეერი მაინტერესებს ამ შაბათ კვირას დავიწყებ ალბათ
  15. დავხურე ჯამში მომეწონა, თუმცა არც ისე გრძელი მთავარი მისიები ქონდა, თუმცა გვერდითი მისიები ავსებდა კარგად, ჯამში 35 საათამდე მოვუნდი გავლას, შინაარსი საინტერესოა, თუმცა თითქოს ძალიან სწრაფად განვითარდა და დამთავრდა, თამაშის ბოლო სლაიდებიც ძალიან მოსალოდნელი ინფეორმაცია იყო და რამე განსაკუთრებით საინტერსო არ უთქვია, თუმცა იმედია რამე სახის გაგრძელება ექნება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სამყაროა და ძალიან კარგად რეალიზებული პატარა ე.წ "ტვისტი" ქონდა ბოლოში, რაზეც შეიძლება აეწყოს მთელი ახალი სერია ბოლო მისიები ისე გავიარე ფაქტიურად არ მისვრია, თუმცა ალბათ უფრო რთული ალბათ მთელ არმიასთან ბრძოლა იქნებოდა, რამდენიმე ასპექტი რაც შეიძლება გააუმჯობესონ გეიმფლეიში: სტელსი: რუდიმენტული სტელსი არის, ასევე ჰოლო პროექტორიც, რომელიც ადგილებში შეპარვის საშუალებას გაძლევს, თუკი ID გაქვს იქ მომუშავის, თუმცა არ არის silent takedwn მაგალითად, ანუ რომ მიეპარები მოწინააღმდეგეს, ბოლოში მაინც სროლა უნდა ატეხო, ანუ სტანდარტულად ებრძოლო, მაშნ მიპარვა აზრს კარგავს. სნაიპერული იარაღი: არის hunting rifle და კიდევ1 თუ ორი სნაიპერული შაშხანა, მაგრამ შედარებით სუსტებია, ყველაზე ძლიერ სნაიპერულზე მინიმუმ 2 ჯერ ძლიერი იარაღები მქონდა მთელ თამაში ერთხელ არ დაქრაშულა რაც მიღწევაა ჩვენს დროში ბაგებიც ბევრი არ ქონია, ერთი რაც დამამახსოვრდა, ერთ-ერთი კომპანიონი რატომღაც მკვდრად ჩათალა, არადა ცოცხალი იყო ბოლომდე. მოკლედ ველოდები შემდეგს
  16. წინა პოსტში გამომრჩა, მაგრამ ჩამატების ნაცვლად ახალ პოსტში დავწერ (ეკუთვნის) Digital Foundry-ს (https://www.youtube.com/user/DigitalFoundry) DF Retro სერია რეტრო თამაშების რევიუ (PC თუ კონსოლები), ასევე თუ როგორ ამუშაო თანამედროვე სისტემებზე https://www.digitalfoundry.net/browse/df-retro
  17. გაიხარე! მეც ვნახე ერთი ლინკი https://www.mediafire.com/file/dtfgm97y78rdlcp/FIFAXIXIMs_mod_+_GIGAmod_5.1new.rar/file
  18. ამ თემაში დავდოთ Youtube არხები (ან კონკრეტული ვიდეოები) რეტრო თამაშებზე/სისტემებზე მოკლე აღწერით დავიწყებ Good Old Gamer არხით https://www.youtube.com/channel/UCVqOg8VjkLno7ZQKHOmIrxA არ არის რეტრო ჰარდზე, უფრო გეიმინგ სიახლეების არხია, მაგრამ აქვს ახალი ვიდეოების სერია რეტრიო თამაშებზე: ძველი თამაშების ოპტიმიზაცია თანამედროვე სისტემებზე: (იმედია გააგრძელებს) PhilsComputerLab ძირითადად ეხება რეტრო აპარატურას, ასევე რეტრო თამაშების გაშვებას მეტ-ნაკლებად თანამედროვე იაფფასიან სისტემებზე:https://www.youtube.com/user/philscomputerlab/featured ერთ-ერთი ბოლო ბილდ ვიდეო Windows 98 PC-ზეა: Modern Vintage Gamer https://www.youtube.com/user/jimako123/videos ძირითადად კონსოლებზეა, ასევე ემულაციაზე (ძველი კონსოლების ემულაცია ახალი კონსოლებით, PC-ზე და ა.შ) X-Box -ის ემულაციაზე აქვს საინტერესო ვიდეო The 8-Bit Guy https://www.youtube.com/user/adric22/featured არხი ძირითადად ძველ (70-90-იანების) კომპიუტერულ სისტემებზე და კონსოლებზეა, ასევე ძველ Mac-ებზე, ძველი სისტემების მოდებზე და შეკეთებაზე და ფერის დაბრუნებაზე (retrobright) ამ ბოლოს გამოუშვა თამაში Comodore 64-ისთვის და შემდეგ დააპორტირა DOS-ისთვის (Planet X3) LGR (Lazy Game Reviews) https://www.youtube.com/user/phreakindee/featured რეტრო თამაშების, პროგრამების და მოწყობილობების რევიუები, საინტერესო ისტორიები გამქრალ ფირმებზე და პროდუქტებზე, DOS კომპიუტერების მიმოხილვები, ასევე რეტრო სისტემების ბილდ გაიდები RetroManCave https://www.youtube.com/user/RetroManCave/featured ვიდეოები ძირითადად ძველ კონსოლებზე და არკად სისტემებზეა, მათ შეკეთებაზე და ზოგი ახალი რეტროო აქსესუარის მიმოხიულვებიც აქვს: Nostalgia Nerd https://www.youtube.com/user/nostalgianerdvideos/featured ბრიტანული რეტრო არხია და აქ განხილული სისტემები უფრო ნაცნობია ჩვენთვის, ვიდრე მაგალიტად ამერიკული რეტრო არხების, მრავალფეროვანი ვიდეოები აქვს ძველი თამაშების, სისტემების რევიუებით, ასევე საინტერესო ისტორიებიც
  19. ვინმეს ხომ არ გაქვთ FIFA 19-ის პატჩი ბოლო ტრანსფერებით? რა საიტებიც ვნახე რეკლამების და ტროიანების ბუდე იყო და არ მაქვს სურვილი იქედან გადმოწერის....
  20. ძალიან კარგი თამაში ჩანს, განსაკუთრებით RPG ვარიანტი ხშირად გადაწყვეტილებები არ არის თეთრი და შავი როგორც უმეტესობა RPG-ში, ზოგჯერ მარადიორებს და outlaw-ებსაც აქვთ ისეთი აზრები, რომ ეთანხმები, ანუ "კეთილად" და "ბოროტად" ვერ დაყოფ ყველას მაგალითად, გასაგებია რომ კორპორაციები ანდა ბანდიტები არაა კარგი, მაგრამ კორპორაციების ქვეშ უბრალო ხალხია, რომლებსაც ცხოვრება უნდა, ან კიდევ ბანდიტი რომელიც კორპორაციის მეცნიერებს ხოცავს ცივსისხლიანად, გეუბნება, რომ მათი კვლევა კორპორაციის სიკეთეს და ხალხის კონტროლს ემსახურება, თუმცა თვითონ მოპარული ინფორმაციის გაყიდვა უნდა ძვირად მოკლედ გირჩევთ ითამაშოთ და ყურადღება საიდკვესტებზე გადაიტანეთ ძირითადად
  21. ვერ მოვითმინე და ვიყიდე, წუხელ 4 საათი ვითამაშე დაახლოებით და ჯერ კიდევ პირველ პლანეტაზე ვარ, ჩემდა გასაკვირად გრაფიკა მომეწონა, თუმცა რევოლუციური არაფერი აქვს, არც გეიმფლეია რამეთი განსაკუთრებული, მაგრამ ყველაფერი კარგად მუშაობს რაც მთავარია (ისე ყველაფერი iსე რომ მუშაობს როგორც უნდა მუშაობდეს პლიუსია თანამედროვე თამაშებში ) სერიუზული გლიჩები არ შემიმჩნევია, ერთი-ორჯერ გავეჭედე რამდენიმე წამით გარემოში, ისიც დავხტოდი და ისეთ ადგილებზე ვცდილობდი შეძრომას სადაც არ იყო გზა წარმადობას რაც შეეხება, ამ ერთ პლანეტაზე იცვლება 45-120 FPS-მდე ჩემს სისტემაზე 2K რეზოლუციასა და Ultra-ზე, ვფიქრობ Very High-ზე რომ ჩამოვიდე, ან რამდენიმე პარამეტრი ჩამოვწიო აღარ ექნება ჩავარდნები, როგორც შევატყვე MSI Afterbuner-ით, სულ GPU არის დატვირთული, CPU მაქსიმუმ 50%-ზე ავიდა (ცალკე thread-ები არ ჩამირთვია, მაგრამ სავარაუდოდ ძალიან კარგად იყენებს მულტითრედინგს, ამიტომ 12 ნაკადიან პროცესორზე არ აქვს მაღალი დატვრთვა რაც მომეწონა, ეს არის თამაშის იუმორისტული ტონი (ხშირად დისტოპიური) და პერსონაჟებთან დიალოგები, ის კია რა NPC-ებს ერთმანეთთან აქვთ დიალოგები როცა შენ ელაპარაკები ერთვებიან და ა.შ. სახის ანიმაციებიც საკმაოდ კარგადაა,რომ პირის მოძრაობა ემთხვევა ბგერებს. ძალიან ჩამთრევია, საღამოს 12-ისჯენ დაამთავრა გადმოწერა და 4 საათამდე ვერ მოვშორდი, თან სიუჟეტი ფაქტიურად არ წამიწევია წინ, გვერდითი მისებიც საინტერესოა და სხვადასხვანაირად შეიძლება მიუდგე
  22. გრაფიკა (art direction) არ მომწონს მეც, ძალიან ფერადი და ზედმეტად სტილიზებულია ჩემთვის, ზოგს შეიძლება ძალიან მოეწონოს მაგრამ მე ნამდვილად არ მიზიდავს თუმცა ამ ტიპის გრაფიკას ის აქვს კარგი რომ ფაქტიურად არ ბერდება 10 წლის მერეც ისევე ეფექტი ექნება როგორც ახლა, სტილია უნიკალური....
  23. ჩემს სისტემაზე 70-80 FPS მექნება ალბათ 2K Ultra-ზე, მოდები იქნება კი ალბათ, მაგრამ მეეჭვება ისეთები იყოს როგორც F3 და FNV-სთვისაა (თუნდაც F4-ისთვის) მთავარია Gamebrio ენჯინი არაა და Unreal 4-ზეა გაკეთებული, ამიტომ საკმაოდ კარგი სტაბილურობაც ქონია მოკლედ დავამატებ Must Play სიაში და პირველივე ფასდაკლებაზე ვიყიდი (ჯერ მაინც არ მაქვს დრო)
  24. პირველადი რევიუები საკმაოდ პოზიტიურია დაველოდები საშობაო ფასდაკლებებზე ვიყიდი მანამდე პატარ პატარა პრობლემებიც (რაც გასაკვირად ცოტა ქონია) იქნებ მოაგვარონ PC ვერსიის წარმადობები არ დევს ჯერ რაღაც
  25. დიდი მადლობა ვანოს განყოფილების გახსნისთვის, შეიძლება დიდ ინტერესს არ იწვევს ეს თემატიკა ბევრისთვის, მაგრამ ვინც ამ საკითხით დაინტერესდება გვქონდეს რესურსები, პირველ რიგში, გარდა ფორუმის ზოგადი წესებისა ალბათ საჭიროა რომ შემოვიღოთ კრიტრტიუმები Retro-სთვის რას ნიშნავს Retro თამაში და Retro Hardware მაგალითად? ნუ გასაგებია წინა საუკუნის ჰარდი და სოფტი რეტროდ ჩაითვლება, თუმცა ისეთი პლათფორმები რომლებიც უკვე მოძველებულია აბსოლუტურად? ვთქვათ 1 ბირთვიანი Pentium 4 775 სოკეტზე რეტროდ ჩავთვალოთ? თეორიულად შეიძლება გამოყენება Windows 10-იც კი დაყენდება, მაგრამ რეალურად დღეს ერთბირთიანი კომპის გამოყენება ტანჯვა უფროა, თუმცა რეტრო სისტემაში (თუნდაც Windows 98 მანქანისთვის) მშვენიერია: ჯერ კიდევ იშოვება, შეიძლება უფასოდაც და თავსებადია (მეტნაკლებად) სიმძლავრე კი საჭიროზე ბევრად მეტია კონსოლები/handheld-ები Nintendo Game Cube (2001) და Sony PSP (2004) ვფიქრობ რეტროა, პლატფორმები დიდი ხანია აღარაა მხარდაჭერილი მწარმოებლების მიერ, მაგრამ Nintendo DS ანდა PS Vita მკვდარია თითქმის მხარდაჭერის და სიახლეების მხრივ თამაშებში კიდევ Crysis და Mass Effect პირველი ნაწილები 10 წელს გადაცდა, თუმცა თანამედროვე სისტემებზე მშვენივრად მუშაობს და ტექნიკურადაც ახალი თაობის თამაშებია (გრაფიკის თუ სთორითელინგის მიხედვით) მოკლედ ასეთ კრიტერიუმებს ვფიქრობ: 1. XX საუკუნე- რეტრო XI საუკუნე: 2. თუ , თამაში არ არის მხარდაჭრილი მწარმოებლის მიერ და თანამედროვე სისტემებზე არ ვერ ყენდება, ან აზრი არ აქვს დაყენებას, რეტროდ ჩაითვალოს მაგალითად KOTOR შეიძლება აამუშავო თანამედროვე სისტემაზე, მაგრამ წვალება უნდა და დიდ ვერაფერ შედეგს მოგცემს, ME კი მიუხედავად იმისა რომ DX 9 თამაშია, უპრობლემოდ ყენდება და მუშაობს, 60 FPS შეზღუდვას თუ მოუხსნი და გრაფიკას დატვიკავ, გაცილებით კარგად გამოიყურება. ქვეპუნქტი იქნება თითქმის ყველა DX9 Only თამაში აქ მოდები ართულებს საქმეს, ზოგ ძველ თამაშზე (Fallout 3, Oblivion, Skyrim ორიგინალი თუნდაც) ჯერაც კიდევ გამოდის მოდები და ახალ ახალ რამეებს მატებს თამაშს, განსაკუთრებით Fallout 3-ზე, ამას წინად მუღამის გულისთვის გავუშცვი XP-ზე და კვდებოდა რამდენიმე მოდის დაყენების მიერ, ზუსტად იგივე კონფიგზე, WIn10-ზე ამოისუნთქა, მართალია ქრაშებს არ მოუკლიათ, მაგრამ FPS-მა მოიმატა მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არაა მხარდაჭერილი WIn7 და შემგომ და განსაკუთრებით 64 ბიტიან ოპერატიულზე 3. OS: თუ აღარ აქვს მწარმოებლის მხარდაჭერა და არც ყენდება ბევრი მნიშვნელოვანი თანამედროვე პროგრამა, რეტროა (მაგალითად XP, განახლებულ ბრაუზერსც ვერ დააყენებ, ბოლო 5 წელია დაახლოებით დრაივერები აღარ გამოდის ახალი ჰარდისთვის და ძველებისთვისაც აპდეითები რამდენიმე წელია აღარაა) 4. კონსოლი/ჰენდჰელდი: თუ აღარაა მხარდაჭერილი მწარმოებლისგან და არ გამოდის ახალი ოფიციალური თამაშები მასზე, არც Software Update ები, რეტროა ამ ლოგიკით Xbox 360 და PS3 არ არის რეტრო, რადგან ჯერ კიდევ აქვთ სოფტის განახლებები და თამაშებიც გამოდის მაგათზე 5. PC Hardware: თუკი 64 ბიტის მხარდამჭერი არაა, რეტროა, ერთბირთიანი სისტემები რეტრია (ზემოთ მიწერია რატომღაც) აქ მაგალითად ნაწილი 775 პლათფორმის (CPU/Motherboard) გავა რეტროში ძირითადად DDR1/DDR2 ები, თუმცა ბევრი მაზერი DDR2 მხარდაჭერით ორ და მეტბირთვიანებსაც უჭერს მხარს, (ისე 775 სისტემა DDR1/2/3 უჭერდა მხარს ) ვფიქრობ რაიმე თარიღის დაწესებას ასე ჯობია, დრო რომ გავა ამ წესების მიხედვით თავისთ გადავა სისტემა/თამაში რეტროში და თარიღის შეცვლა არ იქნება საჭირო აბა რას ფიქრობთ, ეთანხმებით ამ კრიტერიუმებს თუ რამის შეცვლას ან დამატებას შემოგვთავაზებთ?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.