Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8072
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Everything posted by gio_kiborg

  1. დიდი ხანი მინდოდა თამაში და ვერ გადამეწყვიტა, სტიმზე იყო რამდენიმე დოლარად და ვიყიდე და დავაყენე ტექნიკურად პატარ-პატარა ბაგები კიდევ აქვს, (1.9 ვერსია) და იშვიათად ლაგავს ხოლმე, თითქოს უმიზეზოდ, ზოგი key binding-იც ძაან ნერვებისმომშლელია (მაგალითად E ღილაკზეა მოქმედებაც და Take all ბრძანებაც, კონკრეტული ლუტი რომ აიღო ტაბით უნდა გახსნა და მერე G ღილაკს დააჭირო, როლიკით რომ გაეკეთებიათ პირდაპირ უკეთესი იქნებოდა, როგორც Fallout 4-ში.) ასევე ვფიქრობ მესამე პირის ხედიც მოუხდებოდა (მაგალითად ტანსაცმელს აქვს ხშირად მნიშვნელობა და რამდენჯერმე დამაიწყდა ხოლმე, რუქაზე კიდევ არ აწერია უბნების დასახელება, სულ რამდენიმეა, მაგრამ მაინც ჯობია დაეწერათ, მგონი რუქა პროცედურულად გენერირდება, მაგრამ მაინც შეიძლებოდა ამის მოხერხება, თან ა იხსნება მანამდე სანამ უშუალოდ არ მოივლი იმ ტერიტორიას მაინც. საინტეესოა ისე რომ არაა ცეცხლსასროლი იარაღებიც ისე ძალიან საინტერესო იყო პირველი აქტი გავიარე პირველი პერსონაჟით (სულ 4-ია), RPG ელემენტები ეხმარება, ბოლოს ისე გავძლიერდი აღარაფერს ვერიდებოდი, (არალეტალური იარაღებით) და მეორე პერსონაჟზე გადასვლაც ძალიან 180 ° იყო ისტორია არის ჰაქლის Brave New world (ახლა სერიალიც გამოდის ისე) და ორველის 1984 ნაზავი ორიგინალური გაფორმებით Brave New world-შია წამალი სომა, აქ იგივე ეფექტი და დანიშნულება აქვს ჯოის 1984-ში ხალხი რეპრესიებშია და თვალებს უხვევენ/იხვევენ აქაც იგივე, თან წარსულის რედაქტირებას ახდენენ We happy Few-ში წარსულის დავიწყებასაც ცდილობენ და გახსენება ბევრისთვის მტკივნეულია, მოკლედ ძალიან დამაინტრიგებელი სიუჟეტი აქვს მეორე აქტის დასაწყისში კი საინტერესო სიურპრიზი იყო სიუჟეტში, რამაც ძაან დამძაბა, მოკლედ ასეთი საინტერესო შინაარსიანი თამაშები თუ მოგწონთ გირჩევთ გეიმფლეის მიხედვით დიდი საინტერესო არაფერია, მაგრამ მთლიანი ისტორია და განსაკუთრებით გვერდითი მისიები ძალიან საინტერესოა
  2. X99 (2011-v3) მაზერი ხომ არ გაქვთ ვინმეს რომ CPU დავტესტო? თუ რამე ცალკე გავყიდი, მაგრამ 100% მინდა დარწმუებული ვიყო, რომ უპრობლემოა
  3. გაიხარე, მივწერ, იგივე RAM-ები მუშაობს ახლა უპრობემოდ იგივე სიხშირეზე giorgiisme-სთან მქონდა, თავისი რამი რომ ჩადო გაჭედა იქაც სიხშირეებიც დავუკელი, ბირთვიც გავუთიშე, ტემპერატურები (პროცესორისთის) ნორმაშა, მაგრამ VRM-ები ხურდება ძალიან avenger-ის საკონტაქტო ხომ არ გაქვთ ისე?
  4. გაუმარჯოს პრობლემა მაქვს ჩემს სისტემაზე: Asrock X99M Extreme 4/i7 6800K ითიშება ხოლმე თავისით, ვერ ვგებულობ რატომ, ახლა სისტემაში სამსახურიდან დროებით წამოღებული მაზერი/პროცესორია რაც პროფილში მიწერია ანუ მაზერის და პროცესორის გარდა ყველაფერი ზუსტად იგივეა, (RAM/HDD/SSD/PSU) არანაირი პრობლემა არაა, ანუ ან მაზერი, ან პროცესორი ურევს forum.ge-ზე giorgiisme-სთან მქონდა დღეს მიტანილი და არ მაქვს არც x99 მაზერი არც პროცესორი რომ დავტესტო ცალ ცალკეო მოკლედ თუ იცით ვინმე კარგი ხელოსანი რომ მივუტანო? დიდი ალბათობით მაზერის ბრალია, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე? საბოლოოდ გაყიდვა მინდა და არ მინდა ბრაკი გავატანო ვინმეს
  5. აჰა, ალბათ მაგას ელოდება, მეორე კომპზე AMD ბარათი მაქვს, იქაც იგივე მესიჯია, დრაივერები იქაც არ გამოსულა ჯერ ახალი ცოტა გარკვევით დაწერონ თორე კი გასაგებია ეგ პირველი თაობის i3/GT210 ზე დავაყენე და იმუშავა უპრობლემოდ და ამაზე ვერ იმუშავებს?
  6. ჩემს გეიმინგ დესკტოპზეც აპდეითზე ამას მიწერს: The Windows 10 May 2020 Update is on its way. We’re offering this update to compatible devices, but your device isn’t quite ready for it. Once your device is ready, you’ll see the update available on this page. There’s nothing you need to do at this time. რას ნიშნავს ჩემი მოწყობილობა არაა მზად და როცა მზად იქნება მაშინ მივიღებ განახლებას? რამე აპარატურული უნდა შევცვალო? რა მაშინ კონკრეტულად? აბა ისე როგორ გახდება მზად? მარა ხომ არ დაწერდნენ ეს აპდეითი ჯერ არ არის საკმაოდ დატესტილი საკმარის რაოდენობა აპარატურულ კომბინაციაზე და ნელ-ნელა ვტესტავთო? დედაპლატას 64 ბიტიანი Windows 10-ის გარდა არც აქვს სხვა OS-ის ოფიციალური მხარდაჭერა (ნუ Linux არ ითვლება აქ ) BIOS-იც კი ბოლოა, ვიდეოსაც 100% Win 10 მხარდაჭერა აქვს, სხვა რა ხდება?
  7. არ გირჩევ მაგას, თუნდაც კომპი კარგად იყოს ფიზიკურად დაცული, თუკი ქსელში შედიხარ ექაუნთის პაროლის გარეშე დაუცველი ხარ ფაქტიურად აბსოლუტურად, ნუ თუ firewall გაქვს დაკონფიგურირებული ცალკე როუტერზე ხელით კიდევ ხო, მაგრამ მაინც არ გირჩევ თან თუნდაც მაგ შემთხვევაში Enter-ს ხომ უნდა დააჭირო? თუ პირდაპირ დესკტოიპზე შედის? ხო, არ აკონკრეტე, შეიტვირთოს მაგიტომ ზოგს აჩვენებენ მაგ მესიჯს....
  8. ჯობია დაელოდოთ 2-3 კვირა მაინც მე ერთ ახალ კომპზე დავაყენე, უპრობლემოდ, მაგრამ მთავარი ნაკლი რაც შევატყვე ერთი შეხედვით ის არის რომ აუტომატური LogIn ფუნქცია ფაქტიურად ამოიღეს (Run/Control userpassword2) და რეესტრში უნდა იძრომიალო რომ გააკეთო თუ გინა ეს იდეაში უსაფრთხოებისთვის კარგია, მაგრამ სახლის კომპზე, რომელსაც უცხო არავინ ეხება მოსახერხებელია, სხვა მხრივ საინტერესო სიახლეებია, მაგრამ ეს Feature Update არის და არა Major update, იდეაში ცოტა უკეთესი წარმადობა შეიძლება ქონდეს თამაშებში ახალი WDDM-ის გამო მოკლედ, თუ ახალ კომპზე იყენებთ, მაშინ დააყენეთ, მარა აპგრეიდზე გირჩევთ მოიცადოთ თან ზოგ კომპზე (ერთ ჩემსაზეც) წერს რომ შენი კომპი ჯერ არ არის მზადო (Ryzen 5 1600AF/B350 Chipset/RX 480/16 GB) მაგრამ დეტალებს არ ამბობს, ასე რომ არსად მეჩქარება ისე, Windows-ის ინსტალერის "დანასტროპიკება" თუ გინდათ, საკმაოდ ადვილია WinToolkit-ით, თუმცა შეიძლება ESD ფაილის WIM ფაილში გადაყვანა დაგჭირდეთ, Windows-ის საინსტალაციო უნდა ამოაარქივოთ სადმე და იმავე ფოლდერშ უნდა გახსნათ PoweShell ადმინის უფლებებით და ეს ორი ბრძანება შეიყვანოთ: install.esd-ს install.wim ად გადასაყვანად DISM /Get-WimInfo /wimfile:install.esd DISM /export-image /sourceimagefile:install.esd /sourceindex:1 /destinationimagefile:install.wim /compress:max /checkintegrity მაგრამ თუ უკვე WIM ფაილა (ზომის მიხედვით რომ დაალაგებთ Sources ფოლდერს, ყველაზე დიდი ფაილი იქნება ეს WIM ან ESD) მაშინ ეს ბრძანება არ დაგჭირდებათ Low spec gamer-ს აქვს კარგად ახსნილი (ინგლისურს თუ ვერ გებულობთ, ავტომატურად ნათარგმნი სუბტიტრები ჩაურთეთ, ქართულად ძალიან ცუდად თარგმნის ოღონდ) ბაგებზე აქ შეგიძლიათ ნახოთ მუდმივად განახლებული ინფორმაცია (წინა ვერსიებზეცაა ინფორმაცია): https://docs.microsoft.com/en-us/windows/release-information/status-windows-10-2004
  9. gog-ის ყველა თამაში DRM-Free არის, არცერთს არ უნდა კრეკი, მხოლოდ ონლაინ თამაშებისთის გჭირდება GOG Galaxy რომ აუტენტიფიკაცია გაუკეთოს ისე მაინტერესებს, მასე თუ იზამენ Cyberpunk-ზეც,
  10. Action-RPG შინაარსი ძალიან ნაჩქარევადაა გადმოცემული, თუმცა საკმაოდ ბევრი სალაპარაკოა, მაგრამ ძირითადი სიტუაციები ექშენით უნდა გადაწვიტო, ლაპარაკით ვერ მოაგვარებ, თუმცა თვითონ ექშენი გაცილებით უკეთესია ვიდრე წინებში, დაახლოებით Anthem-ის სტილში ნაკლები ფრენით უამრავი სკილი შეგიძლია გახსნა ჩვეულებრივ თამაშისას, მერე დააჯგუფო ერთად ეფექტური სკილ კომბოებისთვის (primer და finisher) ებისთვის და გქონდეს გამზადებული პროფილები, რომელსაც გადართავ საჭიროების მიხედვით, მარა როგორც ყველა მსგავს სიტუაციაში, აირჩევ ერთ საუკეთესო კომბინაციას და ის გექნება სავარაუდოდ თამაშის ბოლომდე, მე ისე დავხურე არ მახსოვს პროფილი გამომეყენებიოს, არადა ერთი შეხედვით საინტერესოა ჯამში, საბოლოოდ ექშენ ელემენტი სჯობნის rpg-ს ძალიან სუსტი შინაარსია (შეკვეცილი)
  11. Single Player-ისთვისო, თუ მულტის თამაში გინდა, მაშინ დაყენდება ისევ
  12. არ გინდა გადმოწერა, როგორც კი gta 5 დაამატებ, ეგრევე გაძლევს კუპონს ექაუნთის გაკეთებას კიდე რა უნდა 10 წუთის საქმეც არაა მაქსიმუმ მიუხედავად იმისა, რომ არც მე მომწონს 6 კლიენტი რომ მიყენია გეიმინგ კომპზე( Steam, Epic, Origin, Uplay, GOG, Rockstarერთდროულად მაქსიმუმ 2 მჭირდება: Steam+Uplay/Rockstar, ან Epic+Uplay/Origin ამიტომ დიდად არ მიშლის ხელს, სუსტ კომპებზე კი ბატონო, მოიხმარს საკმარის რესურსებს, მაგრამ Epic-ზე ყოველ კვირაში უფასო თააშებს არიგებენ და საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა მაქვს უკვე, მიუხედავად იმისა რომ სულ რამდენიმე მაქვს ნაყიდი (ისიც ღრმა ფასდაკლებაზე)
  13. ერთი სისულელე ამ ახალ ვერსიაში Improved search in open tabs გააკეთეს, სადაც ეს მენიუ, რომელიც გიჩვენებს დახურულ ტაბებს და სხვა დევაისებზე გაღებულ ტაბებს პიორდაპირ, შეცვალეს search in open tab ფუნქციით, სადაც ეს ყველაფერი ერთ სერჩბარშია გაერთიანებული გახსნილი ტაბები, ისტორიაც და სხვა დევაისზე გახსნილი ტაბები და არანაირი ინდიკაცია არაა. თუ რომელ დევაისზეა გახსნილი, ღიაა თუ დახურული, თან უნდა აკრიბო მოკლედ, თუ გინდათ დაიბრუნოთ ძველი მენიუ, opera:flags და გათიშეთ Improved Search In open tabs არ ვიცი დაბნებულობას რატომ უძახიან გაუმჯობესებას, რას უწუნებდნენ არსებულ მენიუს? როგორც წესი 20+ ტაბი მაქვს ხოლმე გახსნილი და ზოგჯერ კი, ძნელია ნავიგაცია, მაგრამ ბოლოს დახურული ტაბების აღდგენის ფუნქციას უფრო ხშირად ვიყენებ, რადგან როცა ბევრი ტაბი გაქვს შემთხვევით გეჭირება ხოლმე ხელი დახურვაზე გადართვის ნაცვლად ამ ფუნქცციის გამო და ტექსტ რომ მონიშნავ ავტომატურად pop-up მენიუ რომ გამოდის კოპირების და ძებნის ფუნქციის გამო ვიყენებ ჯერ კიდევ ოპერას, თორემ Vivaldi-ზე ან Firefox-ზე გადავიდოდი ძირითადად, ეს საიდბარებიც ახალი მოდა შემოიღეს, ოპერაც და ვივალდიც გვატენიან ძაან თან სხვადასხვა მესინჯერების და სოციალური ქსელების ინტეგრაციით და ყველა ძირითად აპდეითზე ხელით უნდა გაუთიშო, რატომ გონიათ მოსახერხებელი ბრაუზერის ფანჯრის დაპატარავება? ან თუ მაინცდამაინც მოგვცენ საშუალება რომ საიდბარი სადაც გვინდა იქ წავიღოთ, მაქსიმუმ მარჯვენა, ან მარცხენა მხარეს, ზემოთ და ქვემოთ რომ იყოს რა უჭირს? ნაკლებად თვალში მოსახვედრი იქნება და ვებგვერდი არ იქნება ეკრანის ერთ მხარეზე გაწეული არასიმეტრიულად, თან თუ დაგჭირდება, იქვეა
  14. steam-ზე კი მაქვს, მაგრამ კუპონის გამო აქაც ავიღე ისე GTA5 სინგლიც არ დამიხურია ისე, ვერ ვამუღამებ რაღაც, ძალიან დიდი თამაშია, ძალიან ბევრი რამის კეთება შეგიძლია, მაგრამ არცერთი არაა ძალიან მაღალ დონეზე (არც მანქანის ტარება, არც სროლა....) The Sinking City ვიყიდე, RDR2 და Jedi Fallen order მაქვს, Borderlands 3 და Control იყო კიდევ საინრტერესოპებს შორისმ, მაგრამ ბორდერლანდ ვერ ვამურამებ და კონტროლი უფრო raytracing-ის დემო მგონია ვიდრე საინტერესო თამაში
  15. მე მოწყენოლობისგან Xbox 360 ზე დავიწყე ტრილოგია იმედია ყველა DLC შეიყვანენ და ვისაც უკვე ნაყიდი გვაქვს უფასოდ თუ არა დიდი ფასდაკლებით მოგვცემენ და ლიფტებს მოაშორებენ UE3 რაც არ უნდა დატვიკო მაინც მოძვეკლებულად გამოიყურება (თუმცა მკვეთრად კი უმჯობესდება ისე გრაფიკა)
  16. ASHES OF THE SINGULARITY: ESCALATION არის უფასოდ Humble bundle-ზე დროებით https://www.humblebundle.com/store/ashes-of-the-singularity-escalation-free-game?linkID=&mcID=102:5eb30251523cf1063b762965:ot:59c47eeb1c7d4cd39aada4cc:1&utm_source=Humble+Bundle+Newsletter&utm_medium=email&utm_campaign=2020_05_07_2020_05_07_SpringSale&utm_content=Banner არ ვიცი თუ ვინმე თამაშობს მართლა, CPU ბენჩმარკად იყენებენ ხოლმე :D
  17. გეყოფა Native PS2 რეზოლუციაზე 100% თუმცა ცოტა მაღალიც გაქაჩოს შეიძლება ვიდეოკარტის ხარჯზე
  18. ამ ვიდეოში აქვს დაწვრილებით ახსნილი დეტალები და აუდიოზეც აქვს, ერთი სეთინგის შეცვლი შეიძლება გასწორდეს წყეტები, მაგრამ ხარისხი დაბალი ექნებაო ხ
  19. RPC3 ფოლდერი გადაწერე პირდაპირ ssd-ზე, თამაშიც და მიუთითე თამაშის ფოლდერის ახალი ლოკაცია, წესით გადაიტანს ჩემთანაც ქონდა დასაწყისში წყვეტები აუდიოს (NVME SSD-ზე მაქვს) მაგრამ თამაშში გასწორდა თავიდან შეიძლება ურევდეს, შეიდერების კეშირებას როცა აკეთებს
  20. საღოლ, ძაან წინ წასულა PS3 ემულაცია 60 FPS-ზე უბერავს Dante's Inferno 60 fps-ზე უბერავს 1080p-ზე Ryzen 1600AF/RX 480-ზე მე უფრო რაც მინდა ჯერ არ არის Playable ჯერ სამწუხაროდ: Last of us Uncharted სერია Killzone სერია Resistance სერია ამ ბოლოს ბლომად ემულატორი დავაყენე (PS1/2/Dreamcast Nintendo 64) და ძველ კლასიკებს ვსინჯავ რაც არ მითამაშია
  21. იმედია ვისაც ოფიციალური ვერსია აქვს ნაყიდი უფასოდ მისცემენ, ან დიდი ფასდაკლებით მაინც ისე, მიუხედავად იმისა, რომ 10+ წლის თამაშია და კარგად გამოიყურება დღესაც, მაინც აშკარად ეტყობა რომ მოძველებული გრაფიკაა, განსაკუთრებით ტექსტურებია დაბალი რეზოლუციის ხშირად ორიგინალ კრიზისში, გრაფიკულ აპგრეიდი ნამდვილად მოუხდება და თუ Path tracing იც ექნა ისეთი როგორც დემოშია მთლად უკეთესი, RTX სერია არ დაგჭირდება რომ გაუშვა
  22. Origin თქვენთანაც ვერ შედის ონლაინში? არც ვებიდან არც აპლიკაციიდან არ შედის დღეს გასწორდა
  23. გავაჩერე მე-5 თამაში, პირველი გადმოვწერე და კოოპში ვთამაშობ, პარალელურად xbox-ზე ვითამაშე მე-2 და მე-3-ს ვხურავ ახლა კოოპში კარგია, გაყოფილ ეკრანსაც მივეჩვიე, მე-5 შეიძლება საერთოდ Steam-ზე Remote play together-ით ეთამაშო Steam-ზე მეგობარს, რომც არ ქონდეს ნაყიდი (გაყოფილ ეკრანზე)
  24. "Error 43" არის ძალიან ფართოდ გავრცელებული პრობლემა Nvidia-ს ბარათებისთვის, რაც ხშირ შემთხვევაში არ არის აპარატურული და დაკავშირებულია პროგრამულ მიზნებთან , უფრო ზუსტად Nvidia-ს შეზღუდვებთან, რომ არ ამუშაოს ვიდეობარათები ვირტუალურ სისტემებზე (Pass-through რეჟიმში) ან კიდევ External GPU რეჟიმში როდესაც კუსტარული ადაპტერებით თითქმის ნებისმიერ ლეპტოპზე შეიძლება გარეთა ვიდეოს შეერთება. მსგავსი პრობლემა შემექმნა Thinkpad T60p-ზე რომლის Advanced Docking Station Type 2503-ს აქვს PCI-E სლოტი და შეიძლება ვიდეოკარტის შეერთება. ამ კონფიგურაციაზე GT 730 მუშაობდა უპროლემოდ, მერე GT 1030 დავაყენე და Error 43 მომცა GT 1030 მუშაობდა უპრობლემოდ სტანდარტულ დესკტოპებზე, ინტერნეტში ბევრი არც ისე სასარგებლო რჩევის მერე (Windows-ის განახლება, დრაივერის განახლება, ვიდეოკარტის ამოღება და ჩასმა და ა.შ) მივაგენი ამ თემას: https://egpu.io/forums/expresscard-mpcie-m-2-adapters/script-nvidia-error43-fixer/ მოცემულმა სკრიპტმა გაასწორე Error 43 და ვიდეოკარტა მუშაობს უპრობლემოდ ვფიქრობ სხვასაც შეიძლება გამოადგეს თუკი ამ ტიპის პროგრამული პრობლემაა და არა აპარატურული
  25. ახლა ზოგადად ყველგან ჭედავს, ყველა სახლშია და საქმე ბერვრი არააქვთ ისე შეგიძლია ნახო stats for nerds (მარჯვენა კლიკი ვიდეოზე და იქ აირჩიე) და ნახავ კავშირის დეტალებს თან ყველა ვიდეო რასაც უყურებ შეიძლება არ იყოს ქეშირებული ახლომდებარე (ან სწრაფ) სერვერზე და ამიტომ ზოგ ვიდეოზე შეიძლება ჭედავდეს, ზოგზე არა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.