Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3631
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by MaKaSaRa

  1. ძაან კარქი თუ ჩართვით მაინც ჩაირთვება თორე დენიკინის დროინდელ სისტემაზე რომ ვერ/არ იფრენს ეგ ისედაც ცხადია. ისე სასწაულად კარგი ოპტიმიზაცია აქვს ამ თამაშს მასშტაბიდან გამომდინარე. მეტი რა უნდა ქნას არ ვიცი.. ვისურვებდი cyberpunk-შიც ამასთან მიახლოებული ოპტიმიზაცია ქონოდათ
  2. სამწუხაროდ ჩემ სოფლის 11-12 წლის უკანდელ კომპიუტერზე (i7 2600k, 32GB, rx 580 GB) სადაც ამის თამაში განსაკუთრებით მისწორდება dx 12 რეჟიმში არ ირთვება. უფრო სწორად ჩატვირთვისას ითიშება. DX 11 მუშაობს ჩვეულებრივ. DX 11-ზე კიდე რა აზრი აქვს, უფრო დაბალი ფპს მაქვს და ვიზუალი თითქმის იგივეა რაც ორიგინალის. ასე რომ ამ განახლებას ამ მომენტში ჩემი გადმოსახედიდან უარყოფითად ვაფასებ. ორიგინალს ultra გრაფიკაზე(მხოლოდ დისტანციის ხედვა ბოლოს წინა პარამეტრზე) 60+ ფპს ვთამაშობდი 90% შემთხვევაში და ამან სახე გააძრო. მოკლედ დასახვეწია რა.. p.s. new game-ის დაწყბე არ მიცდია (არ მაწყობს) თორე შეიძლება თავიდან რომ დავიწყო და ძველი სეივები არ გამოვიყენო აღარ ჰქონდეს პრობლემა. ინტერნეტში ბევრი წერს იგივე პრობლემის შესახებ და სოლუშენი არ ჩანს
  3. უფრო ახლოს adashop-ში ქონდათ და მანდ ვიყიდე. თუ ვიპივე ჩავაგდებ თუნდაც https://adashop.ge/product/616e5d7d4faf1a090ae54839
  4. დღეს საღამოდან 19-ი რიცხვის ჩათვლით იქნება შესაძლებელი მულტიფლეიერის მოსინჯვა. მანდაც მოჟოშკეს და მხოლოდ 3 წარაკუა რუკა იქნება, მთლიან შესაძლებლობებს მაინც არ გაჩვენებენ. https://www.callofduty.com/blog/2022/12/call-of-duty-modern-warfare-II-season-01-free-access-modes-multiplayer-maps
  5. ეგ პატარა რუკები ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა ყოფილიყო და არც ფლანდერი მაგრამ მე ვინ მიჯერებს ეს ახალი არც ისე ცუდია. მოგებითაც მოვიგეთ რამდენჯერმე. ძველ სისტემაზე სული ძვრება. ი7 2600კ მირაზგონებული და rx 580 და 32გბ ოპერა არ მოსწონს. 60 ფპს აქვს საშუალოდ. მაგრამ კოშმარია
  6. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ shortcut-ების დაყენება შესაძლებელია ერთ ღილაკზე რომ იყოს. მე არ ვიყენებ მაგრამ იქნება უეჭველი. ხარისხს არ დავეძებხოლმე თუ რამე მჭირდება და პირდაპირ windows printscreen-ს ვიყენებ
  7. კავშირში იქნება წესით. წინა ნაწილშია მაილს მორალესი, დედის გვარზეა ოღონდ პოლიციელი რომ იყო იმისი შვილია თუ წინა გაქვს ნათამაშები. უი სპოილერი
  8. microsoft-ის არაა ჯერ. არ უყიდია. დაწყებულია პროცედურები და სადღაც შემდეგ ზაფხულს უნდა დასრულდეს მგონი. ასე რომ მაგათ ვერ დავაბრალებთ ფლანდერი არც უნდა იყოს მგონი. DMZ რეჟიმი აქვს და მაგდეს არ ჩატენიან. მე ისედაც არ მომწონს ეგ რეჟიმი. მოკლედ ბევრი ლაფსუსი აქვს ამ თამაშს და არ მომწონს. დიდად არ მწყდება გული მაინც არ მეთამაშება ბოლოდ დროს. მერე შაურმის ფასში რომ დააგდებენ მულტიფლეიერს ვიყიდი და იქნებ ცოტა მაგან გამართოს თუმცა ეგეც არ მომწონს. vangard ბევრად მირჩევნია მექანიკით.
  9. ძალიან ძვირია. აი ძალიან. პროცესორი ძველია. მაგაზე ბევრად იაფად უკვე 5800x-ები იყიდება რომელსაც კი ნაკლები ბირთვი აქვს მაგაზე მაგრამ წარმადობით საგრძნობლად ჯობია. მაზერიც ნამეტანი ძვირია. ოპერატიულიც მინიმუმ 150 ლარით ძვირია იმასთან რა ფასშიც შესაძლებელია ყიდვა ხელზე. HDD SSD ძვირია. ვინც ყიდის ვალი აქვს და ამით უნდა გასტუმრება ალბათ. მოკლედ არ ღირს მაგაში მაგხელა თანხის მიცემა. ჰო კვების ბლოკიც რაღაც გაურკვეველია. ვიდეოც არაა ადეკვატური.
  10. რამდენი რაღაცაა სქრინზე. რაღა ჩანს?! hud-ის ელემენტები არ დანანებიათ
  11. მაინინგის ეფექტში ვიგულისხმე მაგ პერიოდში რომ აიწია არაადეკვატურად ფასებმა ხალხი მიეჩვია რომ ეგეთი რეალობა იდგა. არარაა მაინინგი მაგრამ ახლა ფასები მაინც მაინინგამდე პერიოდზე მაღალია და პროტესტის გრძნობა არ აქვთ ალბათ ვინც ყიდულობს. მხოლოდ მაინინგის პერიოდი ახსოვთ და არა მანამდე რაც იყო. 100+ ფპს ახალ cod-ში თუ დაიჭირა ხელშევლებულ პარამეტრებზე ჩემმა კარტამ(რაც მეტად სავარაუდოა) კიდე კარგა ხანს არ/ვერ გამოვცვლი თუ ასეთი ფასები დარჩა ახალ სერიაზე. ცხადია ყველაფრის ფასმა მოიმატა ზოგადად და ეგეც იქონიებს გავლენას მაგრამ ნვიდია მეტისმეტად ****-ია
  12. რომ არ ეყიდებოდეს ხო ვერ დაადებდა ეგეთ ფასს?! ანუ მომხმარებლების ბრალია ეგენი რომ ერთ ადგილს ათამაშებენ. 999$ მაქსიმუმია რაც ადეკვატურობის ზონაში დატოვებდა. უნდა დაბრუნდეს ისე როგორც ადრე მაგრამ პანდემიის დროს მაინინგის ეფექტმა დაღი დაასვა ადამიანების რეალობის აღქმას.
  13. @ottko შენ პროცესორი ძალიან გიშლის ხელს. ოპერატიულთანაც ცუდად მუსაობს ეგ თაობა. თამაშებში ჩემი 3600-იც საგრძნობლად სჯობია მაგ 8 ბირთვიანს. 5800x რომ მოაგდო დახატავს შენ სისტემას. მეგობარს აქვს ეგ და gtx 1080ti და ამ თამაშში 120-140 ფპს აქვს ხელშევლებულ პარამეტრებზე. თამაში ვფიქრობ უფრო მომეწონება ვიდრე ველოდი. გათანაბრებული სიტუაციაა მეტნაკლებად. პროსტა ჯერჯერობით ძალიან დიდი სამუშაო აქვთ გასაწევი. სერვერებმა გუშინ ტვინი შეჭამა. სადაც შევედით 150 იყი 80% შემთხვევაში პინგი. შეუძლებელია ეგრე თამაში ცხადია
  14. მოკლედ როგორც აღმოჩნდა კლავიატურის აპლიკაცია ურევდა. გავთიშე სტარტაფში რაც მქონდა ყველაფერი და გამოსწორდა ფპს. ულტრაზე ტესელაციის გარეშე 70-100 ფპს აქვს. ტესელაციიით 55-75. ხვალ დავაყენებ ოპტიმალური პარამეტრებს 100+ რომ დაიჭიროს. ბევრი რამე არ მომწონს და გართულებულია მაგრამ თამაშებადია რა
  15. მე ვერ ვითამაშე. ძაან დაბალი ფპს მაქვს. 30-45. პროსტა გადაწყვიტა რომ უნდა ჭედავდეს. ვერ დავფიქსე ჯერ. დრაივერი, ვინდოუსი რავი ყველაფერი დავააფდეითე
  16. გაეშევა. 17გბ + 22გბ გადმოწერა საერთო ჯამში
  17. გული გულობდეს და არჩევანი დიდია. შანსი არაა რამე ვერ მოიწონო. TKL კლავიატურა აქამდე არ მქონია და ერთი ამ სივრცის ნაკლებობა მაფიქრებს. არადა სწორედ მაგის გამო ვიყიდე. hyper x საინტერესოა ნაღდად პროსტა არ მინდა ამდენი პერიფერია
  18. @Gamer-4ever მადლობა ნეტა გამაგებინა ხმის აწევ დაწევა როგორ უნდა და არ მინდა არაფერი @nseries430 ეგ როკატი მაგარ ვიდზეა. ხმის აწევაც ნორმალურად აქვს
  19. ჯერ რაც ვაწკაპუნე ხარისხი მაართლა კარქია. პროსტა ამ შორთქათებს ვერ მივაგენი. ხმის აწევა რომელია და დაწევა რომელი. რეჟიმების შეცვლა. საერთოდ არაფერი მანიშნებელი არაა ზედ.
  20. ჩამოვიდა ჩემი ახალი კლავიატურა. საკმაოდ კარგი ხარისხი ჩანს. რბილი კლავიშებია. რაც მაქვს k70 იმასაც ყავისფერი სვიჩები აქვს მაგრამ ეს როგორღაც სხვანაირი მეჩვენება. საკმაოდ კომპაქტურია და მე არც ისე პატარა ხელი მაქვს და ვნახოთ როგორ მივეჩვევი.
  21. ჩემი აზრით როგორსაც ახლა უშვებენ უკვე ფარჩაკობაა. გაუმჯობესებით შეიძლება გაუმჯობესდეს. აბა ამაზე ცუდი რა უნდა იყოს არ ვიცი?! პ.ს გადმოწერა უკვე შეიძლება
  22. ახალი warzone 2.0 ეშვება 16-ში. ძველ კალდერას და მასთან მიბმულ ყველა რუკას თიშავენს. ფორთუნ სქიფი და რაღაც რომ იყო. მე არ ვთამაშობ მაგეებს და არ ვიცი. და 28-ში დააბრუნებენ ძველს მაგრამ პატარა რუკებს უკვე აღარ. მხოლოდ caldera დარჩება,
  23. ubuntu-ს ისნტალაციისას something else უნდა მონიშნო და მერე გამოჩნდება ყველა დისკი. ასევე ჯერ ვინდოუსი უნდა გეყენოს და მერე ლინუქსი თორე ისე ბუთს გაგიფუჭებს ლინუქსისას. პრინციპში აღდგენა შესაძლებელია grub-ის მაგრამ ნუ მე რაც დავაკვირდი უმჯობესია ოპერაციული სისტემები სხვადასხვა ფიზიკურ მოწყობილობაზე დააყენო(ორი სსდ გქონდეს ან სსდ+hdd) და კომპის ჩართვისას უბრალოდ დაბუთო იმ მოწყობილობიდან
  24. native-თან შედარებით FSR-იც და DLSS-იც ჩემი აღქმით ძალიან ცუდია. DLSS ბოლო სერიაზე არ ვიცი როგორია მაგრამ 2000 სერიაზე მინახავს და საგრძნობია სხვაობა. მირჩევნია low-ზე დავაყენო და native რეზოლუცია ქონდეს. რატო უხარია ხალხს მაგით გაორმაგებული ფპს არ მესმის.. ოდნავადაც კი
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.