Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3634
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by MaKaSaRa

  1. ამ შემთხვევაში უბრალოდ ლეველის მომატებას ვგულისხმობ როგორც ყველა ონლაინ შუთერშია რომ ახალი ეთეჩმენთები გაიხსნას და უფრო მოხოდილი გქონდეს. მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არაა. ბოლო MWII-ში ისე გააკეთეს რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული იარაღის მაქსიმალურ ლეველზე აყვანა არაა საკმარისი მასზე ყველა ეთეჩმენთის გასახსნელად. გიწევს სხვადასხვა იარაღების ალეველება მათ შორის სხვადასხვა კლასიდან. მაგალიტად ასაულტზე რომ რაღაც გაიხსნას შეიძლება შოთგანებიდან რომელიმეზე დაგჭირდეს რაიმეს გახსნა. MP ზოგადად ადვილია თუ რეფლექსები გაქვს. არ ჭირდება სალტოების კეთება. სულ რო ლაგატკა გეჭიროს თუ მაგარი მოთამაშე ხარ არ უნდა საუკუნეები სქილების გამომუშავებას. რაც ძალიან მომწონს COD-ში. ამიტომ იდეალურთან მიახლოებულია ჩემთვის. ანუ დროს არ გაკარგვინებს. ზოგადად ყველა COD-ში ყველა იარაღს მაქსიმალურ ლეველზე ავიყვანხოლმე. მუღამი მაქვს როგორღაც. ამასთან ერთად ბოლო 4 წელიწადში რაც გამოვიდა ყველა BR რეჟიმზეა მიბმული და თუ MP-ში გამაქსავ იარაღს BR-ში აღარ გიწევს მერე ოფლის ღვრა და დებილობა რეჟიმების თამაში იარაღების მოსახოდად. კიდევ ერთი ნიუანსია, ზოგიერთ COD-ში იარაღებს აქვს პრესტიჟები. ანუ როცა მაქსიმალურ ლეველზე აიყვან შეიძლება რომ დაარესეტო და თავიდან დაიწყო გამაქსვა. ასე დამატებითი XP გეძლევა და ლეველს იმატებ ზოგადად რაც ასევე მუღამია თამაშებში. ეგ ლეველი რეალურად არაფერს ცვლის გარდა იმისა რომ უფრო სოლიდურად გამოიყურება. მაგალითად BO3-4-ს წლები ვთამაშობდი და ორივეში მოვახერხე მაქსიმალური 1000lvl აღება, რაც ბევრს არ შეუძლია. თუნდაც დროის უქონლობის გამო ან დროის არასწორად გადანაწილების გამო ან უბრალოდ ბანძია ბოლო cod-ებში მაქსიმალური lvl მიღწევა პირობითი გახადეს. ყოველ 2 თვეში ახალი სეზონი (battle pass) გამოდის და ლეველი რესეტდება გარკვეულ დონემდე. მამენტ ამ ბოლო ნაწილში მგონი არ დარესეტებულა და იქედან გააგრძელა სადაც წინა სეზონი დამთავრდა მაგრამ MW 2019-ის და Vangard-ის დროს რესეტდებოდა 55ლვლ-ზე მგონი.
  2. ორჯერ თუ სამჯერ მაქვს დახურული. ნორმალურია. მაგრამ ჩემი აზრით თუ MP არ გაინტერესებს 75 ლარიც ძვირია. ვალენტინოს ფასდაკლებაზე ვიყიდე MWII და მაგასაც საკაიფო SP რეჟიმი აქვს. მულტიფლეიერსაც ხშირად ვთამაშობ. Vangard-ის MP მირჩევნია თუმცა იარაღების აწევის პროცესში ჯერ და იმის ფონზე რომ ფავორიტი იარაღებით არ ვთამაშობ მაინც ნორმ რა. (ნუ COD ისეთი თემაა ჩემთვის თუ პირველ ადგილზე არ გავდივარ ფავორიტი იარაღით ე.ი რაღაც ისე არაა ასე რომ პირველზე ვარ 90% შემთხვევაში )
  3. არამგონია. Modern Warfare II გამოსვლის დღიდან steam-ზეა და მაინც არ გაუტეხავთ.
  4. სწორადაა. წინა მხარესაც მიცდია დაყენება რადიატორის მაგრამ უარესი შედეგი მომცა. თუ წინა მხარეს გინდა დაყენება მაშინ რეკომენდირებულია რადიატორის ორივე მხარეს ეყენოს ფანები
  5. ეს თამაში მე ძაან მომეწონა. ოპტიმიზაციას რას ერჩოდნენ არ ვიცი ძველი კომენტარები რომ ვნახე. მთლად კალკულატორი ვერ ჩართავს მაგრამ გრაფიკის გათვალისწინებით ნორმალურია. არენაზე co op-შიც კარგა დრო მაქვს გატარებული. ახლაც კი თამაშებადი გრაფიკა აქვს.. @მიშკა Hellblade: Senua’s Sacrifice თუ არ გაქ ნათამაშები წესით გაგისწორდება
  6. თურქული სთიმი მაქვს და 16 ლირა ღირს მგონი.
  7. ადრე რომ არ მუშაობდა DX 12 რეჟიმში და ითიშებოდა ახლა შევამოწმე და უკვე მუშაობს. medium-ზე ჩემი ძველი სისტემა 60ფპს ქაჩავს ჩვეულებრივ. DX 11 რეჟიმში კი ჰაიზე 60-90 ფპს აქვს. პარამეტრების რეგულირება არ მიცდია ხელით. პრესეტები გამოვიყენე. ნუ თმა გავთიშე თორე გული წაუვიდა სისტემას. პ.ს. FPS monitor ვიყიდე პროგრამა სთიმზე ფასდაკლება იყო და 2,60 ლ დაჯდა. ნორმალური პროსგრამა ჩანს. იდოს ოჯახში. მე დიდად არ ვაწარმოებ მონიტორინგს და თუ მაინც სოფელში AMD-ს სოფთვეარიც აკეთებს ამას.
  8. მოკლედ დავხურე ამ ახალი ნაწილის კამპანია. ძალიან კარგია ჩემი აზრით. სიუჟეტი, გრაფიკა და ზოგადად გეიმფლეი ძალიან საინტერესო და დინამიური იყო ჩემთვის. ჩემ ძველ კომპიუტერზე დავხურე სოფელში და დენიკინის დროინდელი კომპიუტერის კვალობაზე ნორმალურად მათამაშა. მულტიფლეირი დიდად არ მომწონს წინა COD: Vangard-ის MP თუ შევადარებ მაგრამ ნიჩივო. მოკლედ კამპანიას 8.5/10 და MP 7.5/10. ძაან შეზღუდეს თამაში და ეგ არ მომწონს. ბარემ BF მათამაშე მაშინ ასე მდორე თუ იქნება. სისწრაფე დამაკლდა
  9. ფასდაკლებაა და ვიყიდე უკვე. Modern Warfare სერია ისეთია რომ უნდა იდოს ოჯახში.
  10. ჯობიაც არაა. უფრო იაფია იგივე კალიბრის და მაინც ვერ ამოქაჩა ჯერ. ნუ ხელშეკრულებები კი გრძელვადიანებია და ასე უცებ ვერ გადავიდოდნენ ვისაც ინტელთან ქონდათ კონტრაქტი მაგრამ მაინც მაგათი მონოპოლისტი... იდეაში სანამ კონკურენციაა მანამ გვაწყობს თორე ამდ რომ გახდეს მონოპოლისტი მერე ეგ იქნება საგინებელი და ასე. ჩვენ რა როო?>
  11. ძალიან ცოცხალი კადრია და რეალისტური RT პარამეტრებზე. მიკვირსხოლმე ხალხი განსხვავებას რომ ვერ ხედავს..
  12. იდიოტობაა ეს ფასების ზრდა. მე მქონდა zotac gtx 560 და ახალი ვიყიდე მაღაზიაში 500 ლარად მგონი. 3060-ს არც შეგახედებენ ამ ფასად და მითუმეტეს 4060 რომ გამოვა. რა გაძვირდა ასეთი ტექნოპროცესი რომ ამხელაზე ავარდა ფასები. ახლაც ხო არაა მაინინგი. თუ გართულდა სქემები ტექონოლოგიაც ხო დაიხვეწა და რა უნდათ არ ვიცი. 999$ მეტი ტოპ კარტა არ უნდა ღირდეს ისიც რაიმე ტიტანის სერიიდან. სამომხმარებლო სეგმენტის ალბათ 899$.
  13. შევასრულე მთლიანი სეზონის თაიერები 100%-ზე. მეც არ მომწონს მაგრამ უკეთესი მაინც არაფერია.
  14. რამდენი ფაქტორია ალბათ. არ მიფიქრია კონკრეტულად რა არ მომეონს ასე რომ შეიძლება ვერ ჩამოვაყალიბო მთლად სწორად. ნუ რაც მახსენდება ისაა რომ rpgების განცნობა მე რომ დავიწყე იყოს სულ ზოგადი, ვიღაც ტიპი რომელსაც მოთამაშე ქმნიდა და გარკვეულ როლს აკისრებდა. არ მომწონს მე ეგრე, მირჩევნია სიუჟეტი აგებული იყოს ერთ კონკრეტულ ტიპზე ან ტიპთა ჯგუფზე და მის გარშემო ვითარდებოდეს მოვლენები. ანუ კონკრეტული სახელი რომ ქვია უფრო ვგრძნობ ემოციურ კავშირს. თუ არ ვუთანაგრძნობ პერსონაჟს ისე არ მაინტერესებს რას იზავს. შესაბამისად ვერ განვეწყობი ინტერესით. კიდევ ის რომ კლასიკურ რპჯ-ებში რატომღაც მგონია რომ დაუხვეწავი და მოუქნელი ანიმაციებია. იქნია ხმალი მარკვნივ და მარცხნივ და 20 წლის უკანდელი ანიმაცია დიდად არ მხიბლავს. სკაირიმიც ეგრე იყო, გაშეშებული რომ დადიოდა პერსონაჟი. მოკლედ რეალიზმი მაკლია რა თამაშში. ძირითადად უზარმაზარი სამყაროები რომაა გარემოს დეტალიზაცია რაღაც ადგილებში მიფუჩეჩებულია. მხოლოდ ბოსფაითები კიდე არ მყოფნის.. იტერაციული თამაშები კაკრას ძაან მომწონს, სუპერრელისტური გრაფიკით როა მაგალითად დეტროიტი და მისი მსგავსები. ნუ ფლეისთეიშენის ექსკლუზივები რაც იყო მაგალითად ბიონიდ თუ სოულსი, ჰევი რეინი და ა.შ მაგათ გრაფიკა არაფერი მაგრამ უფრო მეტად ჩამთრევი აღმოჩნდა ჩემთვის ვიდრე ზედა პოსტში რაებიც ჩამოვთვალე rpgები. ელდენ რინგ გადმოვწერე და აი არც გავცელილვარ მენიუს. მივხდი რომ მეზარებოდა ნუ ვნახოთ ოდესმე თუ უფრო მეტი დრო მექნება გამოყოფილი გეიმინგისთვის შეიძლება არ დამეზაროს და მოვსინჯო მაგრამ ისეთი რეჟიმი მაქვს და რაც ასაკი მემატება კიდევ უფრო ვიტვირთები ან უფრო მეტად ვიღლები არამგონია დიდად სავარაუდო იყოს ბევრ საათიანი ოფლაინ გეიმინგი ჩემთვის. უფრო ონლაინ შუთერებში ვერთობი მეგობრებთან ერთად ვიდრე რთული და გონების დასაძაბი მექანიკების შესწავლით. კიდევ შემოგაშველებთ საკამათო საკითხებს ახლა ცაიტნოტის რეჟიმში ვარ და არ მახსენდება უცებ რაღაცეები
  15. მე მაინტერესებს ჩემ psu-ზე ეს 4070ti ვითომ ვერ იმუშავებს? 700 ვატი უწერია რეკომენდირებულში.. მართალია ჯერ სხვა საზრუნავები მაქვს და ვერ შევცვლი კარტას მაგრამ ამაზე დაბალი წარმადობის უკვე აღარ მენდომება სავარაუდოდ შეცვლის მომენტში
  16. კამათს ნამდვილად არ ვაპირებ მაგრამ ეს თამაში ნამდვილადაა ერთერთი ისეთი რომელსაც 99% არასდროს ვითამაშებ. 0 მაქვს ინტერესი მსგავსი უისტორიო თამაშების მიმართ. რასაც ნაკლებში თვლი ეგ ჩემთვის დადებითია და პირიქით. არც არსებობს შანსი რომ სიმპათია გამიჩნდეს ამ სტილის თამაშების მიმართ. ერთადერთი რასაც ვაფასებ და ვაღიარებ არის არტი. ძალიან მაღალი დონის შესრულებაა პერსონაჟების. როგორც ადამიანს რომელსაც ცოტა რაღაც გაუგია კომპიუტერულ გრაფიკაში და ზოგადად ციფრულ მხატვრობაში ამ კუთხით თამაშის სიდიადეს ვაღიარებ. დანარჩენი კაპიკია ჩემთვის ამის ფასი, ისევე როგორც დარქ სოულის, ა.შ. კლასიკური რპჯ ჟანრი არ მომწონს. შესაბამისად არც skyrim, oblivion-ი, მოროვინდი და ა.შ. ნახევარი საათი მაქსიმუმია. მიუხედავად ჩემი ანტიპატიისა საერთოდ არ ვფიქრობ რომ სხვაც ჩემსავით უნდა ფიქრობდეს. ასე რომ არ შევდივარ არავისთან პოლემიკაში. ვისაც მოსწონს ითამაშოს მაგრამ მე რატომ არ მომწონს მაგაზე მოდევება არ ღირს
  17. ეჰ, მაგრა გამიტყდა.. ყველა ადამიანის სიცოცხლე დასანანია. ბავშვობიდან ვიცოდი მისი სახელი და თუ რამე პროფესიონალიზმთან უნდა დაგვეკავშირებინა ავტორბოლებში კენ ბლოკს ვახსენებდითხოლმე. ნათელში იყოს
  18. გილოცავთ 2023-ს. ყველაფერი ცუდი და დამთრგუნველი წინა წელს გაჰყოლოდეს. ახალი, პოზიტიური განწყობა და შთაბეჭდილებები მოეტანოს დამდეგს. ჯანმრთელობა და ღვთის წყალობა თითოეული ჩვენთაგანის ოჯახში.
  19. კარტის ბრალი ნაკლებად მგონია. სხვა თამაშებში პრობლემა არ აქვს არსად. თან კონტროლ პანელიდანაც სულში ვაფათურებ ხელებს და ინდივიდუალურად ვანასტროიკებხოლმე თითოეული თამაშისთვის. ზოგადად ძველი სისტემის ბრალი კი შეიძლება მართლა იყოს. სჩვევიათ სხვა დეველოპერებს შეზღუდვები. მამენტ 775 სოკეტის ტოპ პროცესორზედაც 45 ფპს ვერ ავაცილე მახსოვს რა პარამეტრებზეც არ უნდა დამეყენებინა მაგრამ გათიშვით ნამდვილად არ ითიშებოდა. ჰოდა მაგას ვამბობ რატო გაართულეს ამ თავხედებმა?! შეიძლება თქვან dx11 ხო მუშაობს და მაგ ჩართეო მაგრამ მინიმუმ 20ფპს დაბალი ფპს მაქვს ორიგინალ ვერსიასთან შედარებით. ამათი.. ეჰჰ. 38-39 სიცხეებით ჩამოვედი. ოთახიდან ვერ გავდივარ.
  20. 14 ლარზე ცოტა მეტი ღირს თურქული რეგიონის steam-ზე. ზედმეტად იაფია მგონი ამ დონის თამაშისთვის. ერთხელ არ შეჭამს ადამიანი შაურმას თავისი კოკაკოლით და ეგაა. რომ არ მქონდეს ვიყიდდი აუცილებლად. 40 ლარამდე მივეცი მე როცა ვიყიდე. მეგონა დიდად არ მომწონდა ეს თამაში მაგრამ სიამოვნებით ვთამაშობდი რამდენიმე თვე.
  21. არაა RT-ის ბრალი. ამ კარტაზე ისედაც გათიშულია ეგ პარამეტრები.
  22. მე დავხურე სოფლის კომპიუტერზე (i7 2600k @4.5 ghz, 32 gb, rx 580 8gb) და high პარამეტრებზე 40+ ფპს მქონდა. 1-2 პარამეტრს ჩამოაგდებ და 50+ თავისუფლად გექნება. მე ოღონდ ლიცენზირებული ვითამაშე მაშინდელი ბოლო განახლებებით და პირატული არ ვიცი რას იზავს. ასე რომ ეგ სისტემა ჯერ კიდევ ხოდზეა.
  23. არ მიმექცევია მაგაზე ყურადღება. უბრალოდ პრესეტებს ვიყენებდი შესაცვლელად და შეიძლება რაიმე რჩება ჩართული. ხვალ მივდივარ სოფლად და აუცილებლად ვცდი თორე გასკდა გული..
  24. rx 580-ზე მაქვს ეს პრობლემა. ინტერნეტში რასაც ვნახულობ ბევრი რთავს ჩვეულებრივ ბევრიც ვერ. შემთხვევითობის პრინციპით არჩევს ალბათ სად ჩაირთოს და სად არა ნუ კონკრეტულად რაღაც კონფიგურაცია არ მოსწონს რა. ძველი სისტემა კია 1155 სოკეტზე სადაც მინდა ჩავრთო მაგრამ მერე რა? ორიგინალი დაფრინავდა და არც გრაფიკას ვუჩიოდი. რას ერჩოდნენ ნეტა? დრაივერის შეცვლაც ვცადე, თამაშის თავიდან დაწყებაც, game mode-ის ჩართვა გამორთვა. ერთიდაიგივე ხდება. სპეციალურად თუ არ ამოაგდეს ლისტიდან i7 2600k რაიმე ინსტრუქციის გამო მაშინ არ ვიცი. 32გბ 2133-ი ოპერატიულები მაქვს.
  25. ჩატვირთვას იწყებს და რომ უნდა ჩაირთოს ეგრევე დესკტოპზე ვარ. ანუ არც ირთვება. მენიუში კი დავქრივარ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.