Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3631
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by MaKaSaRa

  1. მე მიქსშოფს-ს ვიყენებ, სამსახურთან ახლოს მაქვს და კომფორტულია(მეტი ოფისი არც აქვთ მგონი). ფასები და წონის დათვლა ნორმალური. დანარჩენი რა ვთქვა.. მგონია რომ ვიღაც რომ ავტოფარეხში გახსნის ბიზნესს ეგრეა უკმაყოფილო არ ვარ მიუხედავად იმისა რომ ნოემბრიდან მოყოლებული ძაან მიქს დროები აქვთ ჩამოტანაზე. ძირითადად აგვიანებენ. ბოლო ამანათი დამავიწყდა როდის გამოვიწერე. კონტაქტი უპრობლემოდ მყარდება. გპასუხობენ და გაკვალიანებენ. მაგალითად ერთერთი ბოლო დაგვიანება ამერიკის ფოსტი ბრალი "აღმოჩნდა". იქაურმა გადამზიდმა მივიტანეო მოიწერა და ამათთან ორი კვირა არ გამოჩნდა თუ მეტი. მეთქი რა ხდება? მოიტყუა usps-იო. ასე ამბობენ მივიტანეთო და მერე ჩვენ გვიწევს ფოსტაში სირბილი და ამანათების მოგროვებაო. ეგრევე ჩამიგდეს ჩემი მოგროვებული ამანათის ფოტო აიო. ისე როგორ დავიჯერო ასეთი ხისტი კანონმდებლობის მქონე ქვეყანაში ვინმე ამბობს საქმე გავაკეთეო და არ გაუკეთებია. ხო დახურავენ საშვილიშვილოდ ჩვენნაირი ამტანი ერი კი არაა იმის მერე კიდე 2 კვირა და მეტი არ ჩამოსულა ნივთი მაგრამ ნიჩ. მთავარია იმედის დაკარგვის საშუალება არ მომცეს ^^
  2. არ გავს ვერსტეფანის თუ ვიღაც შაშაკოლას საქციელს? მე არ მახსოვს ეს რბოლა მაგრამ შუმახერმა ფინიშზე შეანელაო რომ თანაგუნდელს მოეგო რადგან თვითონ უკვე აღარაფერს უწყვეტდა.
  3. მომილოცავს. კი ძაან კარგად ჯდებოდა ხელში და კომფორტული იყო როგორც მახსოვს. მე dualsense ვუმიზნებ. ახალ წელს იყო მაღაზიებში 129 ლარად და ვერ მოვასწარი მეყიდა. ახლა 179 ღირს და დიდად არ მხიბლავს მაგ ფასად. ამ გახსენებაზე ბარემ დავწერ და მერე ფოტოებსაც დავდებ. xbox series x carbon black ვიყიდე. ძაან კარგი ხარისხია. დურასელის ელემენტები მოყვა. ყველანაირი უკაბელო კავშირი აქვს. ჩვეულებრივ ბლუთუს მიმღებზეც მუშაობს. სმარტფონებსაც უკავშირდება უპრობლემოდ მაგრამ მე მაინც კაბელით გამოვიყენებ(ჯერ ვერ მოვიცალე თამაშებისთვის). უკაბელო მიმღები არ მოყვება, არც კაბელი. მხოლოდ ელემენტები. ბევრი ვიფიქრე Power A ან PDP მეყიდა უფრო იაფად მაგრამ გადავიფიქრე და ისევ ორიგინალი ვარჩიე. თან ფასდაკლება იყო.
  4. მოკლედ ext4 ფაილური სისტემიდან ჩვეულებრივ ეშვება თამაშები, პროტონითაც და ვაინითაც. საკმაოდ დახვეწილა გეიმინგი. ისეთი კომფორტული ვერაა ცხადია როგორც windows-ზე მაგრამ მოგვარებადია. witcher 3 next gen მაინტერესებდა და ხოშიანად მუსაობს. ისეთივე ფპს მაქვს სოფლის კომპზე როგორც ვინდოუსზე მქონდა. უფრო სწრაფად იტივირთება დამატებით. სხვას რაც შეეხება tomb raider-ის ბოლოს 3 ნაწილი ვცადე და ყველა ნორმალურად მუშაობს. მათ შორის ერთი epic games პლატფორმაზე მქონდა და ეგ რომ გაუშვა lutris უნდა დააყენო რომელსაც ავტომატურად wine მოყვება. მანდვე რომ გავუშვი და გავტესტე რა ფპს-იც მომცა მერე non steam game-ად დავამატე სტიმში და იქ გავუშვი უკვე პროტონის დახმარებით და სასუალოდ 5 ფპს-ით მეტი დაწერა. მოკლედ მორგება შეიძლება ნებისმიერი შემთხვევისას
  5. ბოლო დროს გადავწყვიტე ძირითად სისტემად ლინუქსი გამოვიყენო. ubuntu 22.04 LTS მიყენია. საქმისთვის რაც მჭირდება ძირითადად ყველაფერი მშვენივრად მუშაობს. ლამაზია და შუსტრი. swap არ დამიყენებია 24გბ ოპერატიულზე. მოკლედ პრობლემას წავაწყდი მაშინ როცა თამაშის გატესტვა ვცადე. სთიმი+პროტონი გადავტენე და ფაფუ. არ მუშაობს მაგალითად witcher 3. ხან რა ვცადე ხან რა და ვერაფრით ჩავრთე. არ ეშვება უბრალოდ.ერთი ისაა რომ ამ თამაშის გაშვებას ვცდილობ NTFS ფაილური სისტემიდან მაგრამ ამავე სისტემიდან ჩავრთე trine. ასე რომ ვერ ვხდები რა შეიძლება იყოს. გასართობი მიზნით ლინუქსი არასდროს გამომიყენებია. centos 6/7 ზე აგებულ სერვერზე ვმუშაობდი ბევრი წელი და აზრად არ გამჩენია თამაში გამეშვა ცხადია. ახლა რადგან სამომხმარებლო OS ად მინდა გამოვიყენო გრძელვადიან პერსპექტივაში ამ საკითხითაც დავინტერესდი. თუ ვინმე კომპეტენტური ხართ ამ საკითხში მითხარით აბა.
  6. კარქი პრაცესორი გამოსულა 5700x3d, 50$ იაფი და 2-5 ფპს მხოლოდ სვაობა 5800x3d-სთან. თან ეგეც იმიტომ ალბათ რომ 300მჰზ დაბალ სიხშირეზე მუშაობდა მაგ ვიდეოში რაც დევს. პ.ს. რა აზრი აქვს ასე ახლო ახლო წარმადობით ერთნაირი პროცესორების გამოშვებას ვერ ვხდები მაგრამ კაი ჰა იყოს
  7. ამათი პატრონი რომ მოვიკითხე რა. ბოლო განახლებით პროცესორზე დატვირთვა გაზარდეს, იდეაში ამან გამოასწორა მიკროსტატერინგები თამაშის დროს მძლავრ სისტემებზე მარამ ძველი პროცესორებისთვის კანტროლკა აღმოჩნდა. მაგალითად ჩემი 2600K სოფელში სულს ღაფავს როცა განახლებამდე პლავნად მიჰქონდა ლოუ გრაფიკაზე 80-120 ფპს ფარგლებში. ახლა შეუძლებელია თამაში. პროცესორი სულ 100%ზეა. 1155 სოკეტს ვინ დაედზებს, რაიზენის პირველ თაობებსაც პრობლემა აქვს 6 ბირთვიანებს.
  8. AMD ს პროცესორებზე მაუსის დაწკაპუნებაზე 10 გრადუსი სხვაობა არაფერია. ჩვეული ამბავია. მაგას არ მიქციო ყურადღება
  9. https://lian-li.com/product/o11-dynamic-evo/ შეიძლება mid tower იც იყოს ეგეთი და Full tower-იც 3x 120mm ფანს გულისხმობდი ალბათ
  10. არ მეგონა ვინმე თუ იყო კიდე ვისაც ეს თამაში ნაყიდი არ ჰქონდა(შაურმის ფასად აგდიახოლმე ხშირად ფასდაკლებებზე) ეს ის ერთადერთი თამაშია რომელიც ჩემ ორ კომპიუტერზე მუდმივად აყენია. დახურულ/გადახურულ/გადმოხურული მაქვს უამრავჯერ და ყველაფერი გახსნილი თითქმის მაგრამ არ მბეზრდება.
  11. კარგად ხო ზის ფანის კონექტორი. თუ დაშალე გაწმინდე და ააწყე შეიძლება კარგად არ ჩაჯდა და მარეგულირებელი ფეხი რომელიცაა ეგ არ ზის. მე მქონდა ადრე შემთხვევა სულ მარალ აბაროტზე ბრუნავდა რომელირაც კარტა და მერე რომ ვნახე ამომძვრალი იყო. ჩავსვი და გასწორდა
  12. გილოცავთ ბიჭებო(არამხოლოდ)დამდეგ 2024 წელს. ჯან/ტანმრთელობა, სიკეთე და სიყვარული თქვენს გულებში და გარშემომყოფებში. მატერიალური კეთილდღეობა თავისთავად ბევრი დადებითი ემოცია ამ წელს. მე შარაფის მოტრფიალე არ ვარ მაგრამ ხასიათის დასაბუსტად არაფერი დაშავდება cheers
  13. მეც ეგ ქეისი მაქვს. არაფერის შეცვლა არ უნდა, დღეს არსებული დახურული გაგრილებები ნებისმიერი ჩაეტევა. 360მმ რადიატორით მე არ ავიღებდი, მაგას 120მმ იანი ფანები აქვს უბრალოდ 3. პოტენციურად უფრო მეტი ხმაურია. 280მმ ოპტიმალურია. corsair h115i (მოდიფიკაცია რომელიც გინდა) NZXT ის ფანებს ხმა აქვსო ამბობენ, მე არ მქონია და ვერაფერს ვიტყვი თორე ასე შორიდან ძალიან მომწონს. x63 მოდელია მგონი 280იანი
  14. 7800X3D საუკეთესო სათამაშო პროცესორია დღესდღეობით იმის ფონზე რომ 8/16ზეა მხოლოდ და არა ინტელივით 10+ ფიზიკური პირთვებით. მე ულაპარაკოდ განვათავსებდი ჩემ სისტემაში. დედადაფებიც ნორმალური სერიის ინტელის ნორმალურ სერიაზე უფრო იაფი ჯდება. შემდეგი თაობის პროცესორებიც წავა იგივე ჩიპსეტზე. სტანდარტულ პარამეტრებზე გინდაც ინტელი იყოს და გინდაც ამდ ხელის შევლება ორივეს უნდა ტემპერატურის მოსარჯულებლად. ასე რომ ჩააყენე იგუგუნე ბოლო თაობებში აღარ გვხდება პრაქტიკულად. წყალს რაც შეეხება გააჩნია. 280მმ რადიატორით (140მმ ფანი) რომლებიცაა ბევრს აქვს zero rpm ფუნქცია. ჩემთან მარტო პომპას ვამუშავებ ჩვეულებრივ პირობებეში და არც თამაშისას მიწევს ფანების ჩართვა. ასე რომ ხმაური პრაქტიკულად არ აქვს. 240მმ მქონდა და იმას არ ეთიშებოდა ფანები, მეტად ხმაურიანი იყო შესაბამისად. თან 120მმ-იან ფანებს იგივე ეფექტურობის მისაღწევად უფრო მაღალი ბრუნი ჭირდება ვიდრე 140მმ-იანებს. ასე რომ დიდი ფანები ნაკლები ხმაურია.
  15. მოკლედ ზაფხულის მერე ვიყენებ razer deathader essential-ს თეთრი ფერისას. ეს იმიტომ გადავწყვიტე რომ ფორმა ზომა იდეალურია ჩემთვის და თეთრი გლორიუსის კლავიატურა მაქვს და მეთქი მოუხდება. სულ რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა თამაშისას თითქოს რაღაც ისე არ იყო. კონკრეტულად რა არ ვიცი. warzone -ს ვთამაშობხოლმე მეგობართან ერთად და თითქოს გლუვად არ გადადის, რაღაც წერტილებს მიტოვებს. შესაბამისად ჩემი შედეგებიც გაუარესდა. სუფთან ექსპერიმეტისთვის გადმოვიღე ჩემი ძველი Deathader elite და გავტესტე. ჰოი საოცრებავ, ის უცნაური შეგრძნება მომენტალურად გაქრა. თამაშზედაც დამეტყო. ბევრად სასიამოვნოა ვიდრე ესენშალით იყო. რას ვიზავდი, დავიკიდე თეთრი გლორიუსის კლავიატურა და გადმოვიღე ისევ ძველი corsair k70 (ფერები რომ არ მქონოდა სხვადასხვა). მორალი: ნუ დაჰკარგავ ძველსა გზასა ნურცა ძველსა მეგობარსა. არ ვიცი ფსიქოლოგიური მომენტია თუ სხვა რამ მაგრამ ფაქტია მიუხედავად ერთანირი ზომა/ფორმისა როგორც ჩანს სენსორებშია სხვაობა ისეთი რაც ჩემთვის შესამჩნევი გახდა. ანუ ტყუილად არ ღირს ორჯერ ძვირი deathader elite ვფიქრობ გამოვწერო ახალი ვერსია.
  16. 1.3 v -ზე 4.4 ცხადია ძაალიან გამართლებაა. ყოჩაღ!!! ჩემი 4.15 - 1.36 ითხოვს.
  17. დავხურე. რატომღაც მეგონა რომ ძველი ვერსიების ქრონოლოგია იქნებოდა მაგრამ არა, საერთოდ სხვა სიუჟეტური ხაზია. მოკლედ მიუხედავად იმისა რომ მალე დავხურე მშვენივრად გავერთე. თან უაზროდ არაა, იარაღები გეხსნება მულტიფლეიერში. მოკლედ სტაბილურად 8/10 დავუწერ.მინიმუმ 2ჯერ დიდი უნდა ყოფილიყო მაგრამ ესეც ნორმალურია
  18. დავიწყე კამპანიის დახურვა გუშინ, დღეს კი მივამთავრებ. იმენნა საქართველოს სიტუაციაა რა. რუსეთს რომ არ ვეთმობით. მგონია რომ მართლა ჩვენი და რუსეთი ურთიერთობაა ამ თამაშის სიუჟეტურ ხაზში. რუკაზედაც კი ჩვენ სადაც ვართ იქაა რა ეს ურზიკსტანი
  19. რადგანაც ლოკალური ექაუნთია მაგას მანდედან არაა აუცილებელი პაროლი დაადო. ბევრი გზა არსებობს. მაგალითად computer managment > local users and groups> users (აქ ნახავ შენი მომხმარებლის სახელს) მერე მარჯვენა კლიკი და set password. ან კიდევ ადმინით გაუშვი command promt და აკრეიფე net user <იუზერის სახელი რომელსაც პაროლს ადებ> * ენთერ, მერე გამოგიტანს ახალი პაროლის შეყვანის ველს და დადასტურების ველს და ეგაა.
  20. ვიყიდე MWIII და ვნახოთ აბა. ძველი დროის ვაიბი ყველაზე მეტად ამ თამაშს აქვს. 2009 წლის MW2-ის რუკებია სულ მულტიფლეიერში. საუკეთესო COD-ის ჩემი აღქმით (და არამხოლოდ ჩემი). ფასდაკლებებს ველოდებოდი რომელიც ტრადიციულად თებერვლის შუაში უწევსხოლმე 35%-იანი და დღეს დამხვდა ბანერი სპეციალურად შენთვისო 30%-იანი ფასდაკლება დავიკერე და ვიყიდე. ჩემ მეგობარსაც ეგრე მოუვიდა. ნეტა ყველასთან ეგრეა თუ მართლა რარაც ლოგიკით აგვარჩიეს (ჩვენ ერთნაირად ვთამაშობთ, ერთი დრო გვაქვს დახარჯული).
  21. მშვენიერი თამაშია, ჩვენ რომ არ მოგვწონს არ ნიშნავს რომ ცუდია. არამგონია რადიკალურად რაიმე შეიცვალოს მაგრამ სიახლე მაინც კარქია. სიამოვნებით ვითამაშებ. MP-ს ნამეტანი ძვირად აფასებენ და ჯერ ვერ/არ ვყიდულობ თორე Call Of Duty-ზე მაგარი, დინამიური, სწრაფი და რეფლექსებზე ორიენტირებული ონლაინ შუთერი ჩემთვის არ არსებობს. პერფექტო. ფლანდერშმანდელი და ეგეთი უაზრობები ნამდვილად არ უხდება ამას. თუ არ იქნება და მის ნაცვლად ყველა რაოდენობაზე გათვლილი სერვერები იქნება ძაან კარგს იზავენ. ანუ solo, duo, trio, quad-ი. MWII ს ყოველდღე ვთამაშობ ლამის მეგობართან ერთად 2vs2 რეჟიმს. იდეალური გასართობია.
  22. 2 დღეში იქნება ახალი BR რუკა. ვნახოთ რა იქნება. ახლა მულტიფლეიერის პრერილიზ განახლებაა 27 GB და ეს ახალი რუკა 60GB+ მაინც იქნება ჩემ აზრით. მთავარია ნორმალური იყოს და არა ალ მაზრასავით არაფისმომცემი.
  23. ფასი მოთხლიშეს იმხელა რომ პრეორდერზე არც მიფიქრია. ტეხავს რომ ასე შეამცირეს ქემფეინის დრო, მართლა უნდამუსობაა. ის ტეხავს კიდე რომ პრაქტიკულად ახალი არაფერია თამაშში. მექანიკა წინა ნაწილის აქვს და რუკები და ლოკაციები 10-13 წლის უკანდელის რომელსაც განახლება დასჭირდებოა მხოლოდ ახალი ვიზუალისთვის. ანუ რა რესურსი დაეხარჯათ ასეთი რომ ყოველ წელიწადს უმატებენ თანხას არ ვიცი. მოკლედ მინიმუმ 35% მაინც თუ არ გაიაფდა არ ვიყიდი. მიუხედავად იმისა რომ მე მომწონს ეს ნაწილიც, მულტიფლეიერი ჯეელობის პერიოდს მახსენებს
  24. ამაზე საზიზღარი ოპტიმიზაცია რომ არცერთ თამაშს არ ქონია რაც აქამდე გამოვიდა არაუშავს? და არ ვიმჩნევთ? ძველი სერიის კარტებზ როგორი ტოპიც არ უნდა იყოს თავისი დროის სლაიდ შოუა. 2-3 თაობის წინანდელევს ვგულისხმობ და არა პრეისტორიულს. თან სასაცილოა რომ გვეუბნებია 1080p 30 ფპს. ვინ თამაშობს 30 ფპს-ით pc-ზე? გაიკეთონ ერთ ადგილზე. თვითონ მიხვდებიან სადაც
  25. cod-ის სერია თუ არაა საუკეთესო პირველი პირის შუთერებში (სთორის ვგულისხმობ და არა MP-ს თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით აქაც საუკეთესოა) მაშინ რომელი შუთერია ასეთი მაგარი? ყოველ წელს გამოდიოდეს და სტაბილურად ნორმალურზე მაღალ დონეს ინარჩუნებდეს. პროსტა უკენკურენტო შუთერია ჩემი აზრით. ამ კონკრეტულზე ვერაფერს ვიტყვი, მხოლოდ მულტიფლეიერი ვიცი და მანდ ყველაზე კარგი cod-ების 3-შიც არაა ჩემთვის ბოლო 10 წლის
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.