მე არ მითქვამს რომ აუცილებლად ოვერქლოქით უნდა ვითამაშოთქო 24/7 გინდ 1080ზე და თან ქროსზე.. ვინაიდან ქროსში და ოვერქლოქში ახალი ვარ მინდა ვისწავლო და გავიგო პრინციპი, საჭირო ქმედებები, ნორმები და ყველაფერი რაც ოვერქლოქს და ქროსს ეხება. ერთ ვიდეოკარტაზეც მშვენივრად ვთამაშობ ნებისმიერს ულტრაზე თუ ეგრეა საუბარი მაგრამ როდესაც მომავალში 3 ცალ 2კ მონიტორს დავიდგამ დამიჯერეთ დამჭირდება ოვერქლოქიც და ქროსიც. ასე რომ ამიტომ მინდა უკვე ახლა ვისწავლო და გავიგო ამ ყველაფრის ასავალ-დასავალი როდესაც ეს სისტემა ჩემს ხელთაა. გმადლობთ დახმარებისთვის.