Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Posts posted by X-treme user

  1. მაქედან მეორე ვარჯიშს მე მაგალითად ბოლოს ვაკეთებ ხოლმე, ოღონდ ფეხზე მდგარი პოზიციიდან, ბიცეპსის სიმაღლისთვის ძალიან მაგარი რამეა, პირველი წინამხრებსაც ამუშავებს და ეგეც საკმაოდ კარგია..   

     

     

     

     

    ბიჭებო, პირველ პოსტში ცოტაოდენი მასალა ხომ არ დაგვემატებინა (მაგალითად სხეულის აგებულების ტიპები) ?  თუ გინდათ, მოგეხმარებით და შეძლებისდაგავარად მოვამზადებ ხოლმე .. 

  2. ხო, აქ ყიდვა ჯობია ყველა ვარიანტში. შენი გადასაწყვეტია რომელს აირჩევ, ყველა ბრენდის ნოუთბუქი ფუჭდება ასე თუ ისე და ხარისხით მეტნაკლებად ყველა ერთნაირია, ეგრე ვერ იტყვი რომელი უფრო უკეთესია. რა ვიცი, არის კიდევ Dell-იც, მაგის პროდუქციასაც გადახედე თუ გინდა. ეგ ასუსის ლეპტოპი, ზემოთ რომ ლინკი დადე, საკმაოდ კარგი რამეა, ვინდოუს 8-ის წინააღმდეგი თუ არ ხარ და ეისერი არ გინდა, თუ გაგიფუჭდა, ვერაფერს უზავ გარანტიის გარეშე. :)

  3. არა, გადახურებამ ნაკლებად, უბრალოდ ეცადე ელემენტზე რაც შეიძლება ხშირად ამუშავო ნოუთბუქი, ბოლომდე დატენე და მერე გამოაერთე ხოლმე, დასვი, სულ დენში ჩართული ნუ გექნება. :)

  4. როგორც ჩანს, რესურსი ამოეწურა ელემენტს, ხდება ხოლმე, მაგრამ ჯობია მაინც ორიენტ-ლოჯიკში მიიტანო ან დაურეკო და იკითხო, ზუსტად ეგ მოდელი ჩამოაქვთ თუ არა, მაგათ აქვთ დელის ოფიციალური სერვისი და გეტყვიან ყველაფერს. შეგიძლია ამაზონიდანაც ჩამოტანა, მაგრამ არის შანსი, რომ არ გამოგადგეს და მაინც სარისკოა. მაინც იქ წაღება ჯობია ალბათ, თან ლეპტოპსაც დაატესტინებდი ბარემ, რომ სხვა დეტალი გამოირიცხოს (მაგის მცირე ალბათობაა, მაგრამ მაინც)..

  5. არ ღირს უცხოეთიდან მაგ ფასიანი ნივთის ჩამოტანა. გირჩევ აქ იყიდო რამე საერთაშორისო გარანტიით: Asus, Samsung, HP, Fujitsu და არანაირი პრობლემა არ შეგექმნება. საერთოდ, ამერიკული სტანდარტის ლეპტოპები (მაგალითად Sony Vaio) ცოტა ისეთი საკითხია, ხელს თითქმის არავინ კიდებს და ჯობია მაინც თავი შეიკავო. არც Acer-ია ცუდი ბრენდი, მაგრამ არასაგარანტიოზე მაგის სერვის-ცენტრსაც კი ვერ ჩამოაქვს დეტალები და რა ვიცი. მოკლედ რომლებიც ჩამოგითვალე, მაქედან შეარჩიე რომელიმე :)

  6. ვებ-რესურს Expreview-ის ცნობით, ვიდეობარათების მწარმოებელ Galaxy-მ ჩინური ბაზრისთვის დაამზადა Geforce GTX 670 GC Edition 4GB, რომელსაც გარდა GDDR5-ის გაორმაგებული მოცულობისა და მასიური გაგრილების სისტემისა, აგრეთვე გააჩნია GPU-ს ხუთი და მეხსიერების მიკროსქემების ორი კვების ფაზით აღჭურვილი არარეფერენსული დიზიანის ბეჭდური დაფა და არის ქარხნულად აჩქარებული (915(980)/6008-დან - 1006(1084)/6008 მჰზ-მდე).

    109577-galaxy-760-gc-4gb-1.jpg

    109577-galaxy-760-gc-4gb-2.jpg

    ორსლოტიანი ქულერი თავის მხრივ, შედგება 6 მმ დიამეტრის სპილენძის ოთხი სითბური მილაკის, ალუმინის რადიატორისა და წყვილ 92 მმ-იან ფენისგან.

    109577-galaxy-760-gc-4gb-3.jpg

    109577-galaxy-760-gc-4gb-5.jpg

    პროდუქტი ითვალისწინებს SLI-ს სხვადასხვა კონფიგურაციებს, დაკომპლექტებულია მეხსიერების დამატებითი რვა ჩიპით და თანამოძმეებისგან გამოირჩევა PCI-E Power (6+8)-pin გასასვლელებით - ნაცვლად PCI-E Power (6+6)-pin-ებისა. უკანა პანელზე განთავსებულია DVI-I, DVI-D, HDMI და DisplayPort.

    მოდელის ღირებულება დაახლოებით 518$-ია.

    • Upvote 9
  7. კომპანია Inno3D-ს მიერ წარმოებული iChill სერიის და HerculeZ 3000 გაგრილებით აღჭურვილი ვიდეობარათები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ინფორმაციულ წყაროს ცნობით, სულ მცირე დროში იგეგმება 4 გბ-იანი GeForce GTX 680-ის მორიგი ვერსიის გამოშვებაც, რომელიც წინა მოდელისგან განსხვავებით (რომელიც დამზადებული იყო ეტალონური დიზაინის ბეჭდურ დაფაზე), მიიღებს ახლადდამუშავებულ '8+2' ფაზიან კვების ქვესისტემას - ძაბვის გარდამქნელით.

    inno3d_4.jpg

    inno3d_3.jpg

    inno3d_1.jpg

    პროდუქტის განთავსებისთვის, აუცილებელია გაფართოების სამი სლოტი და როგორც ჩანს, ის იმუშავებს შედარებით ნაკლები ვიდეობუფერის მქონე ბარათისთვის დამახასიათებელ სიხშირეებზე (1100/1155/6200 მჰზ).

    ღირებულება დაახლოებით 580$-ის ფარგლებში იმერყევებს.

    • Upvote 9
  8. პროცესორის ტაქტური სიხშირის აბსოლუტური რეკორდი რამდენიმე თვის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა, თუმცა ის ახლახანს გაუმჯობესდა პირდაპირ ორჯერ. მცირე დროით, ლიდერის პოზიციის დაკავება შეძლო ვიეტნამელმა phattai-მ, რომელმაც AMD FX-8150 ააჩქარა 8594.7 მჰზ ნიშნულამდე. ამისთვის კი, მან გამოიყენა სისტემური დაფა ASUS Sabertooth 990FX, ვიდეობარათი ASUS GeForce GTX 680 Direct CU II და ოპერატიული მეხსიერება Kingston HyperX Genesis. მამრავლი გაზრდილ იქნა 30.5х-მდე, სალტე - 281.79 მჰზ-მდე, კვების ძაბვა კი - 1.848 ვ-მდე. ხოლო 8 ბირთვიდან აქტიური რჩებოდა მხოლოდ ორი.

    phattai.png

    მხოლოდ ერთი საათის შემდეგ, ცნობილმა ოვერქლოქერმა AndreYang-მა გამოაქვეყნა შედეგი, რომელშიც მან დააფიქსირა 8709.1 მჰზ - 2.124 ვ ძაბვაზე (იგივე პროცესორით).

    andre.png

    • Upvote 6
  9. კომპანია Intel-მა გამოაქვეყნა მორიგი ცნობა, რომელშიც საუბარია Core i7 თაობის ოთხი მობილური პროცესორის წარმოებიდან მოხსნის შესახებ, ესენია: ოთხბირთვიანი Core i7-2920XM Extreme Edition (2,5-3,5 გჰზ), Core i7-2820QM (2,3-3,4 გჰზ), Core i7-2720QM (2,2-3,2 გჰზ) და 2-იანი i7-2620M (2,7-3,4 გჰზ). შეგახსენებთ, რომ ისინი ბაზარზე გამოჩნდნენ 2011 წლის პირველ კვარტალში. აღნიშნულ მოდელებზე შეკვეთების მიღება გაგრძელდება 2012-ის 19 დეკემბრამდე, ხოლო ბოლო მიწოდება განხორციელდება 2013-ის 19 ივნისს.

    intel.jpg

    • Upvote 2
  10. წყაროს ცნობით, კომპანია ZOTAC-მა დაიწყო ვიდეობარათ 670 Extreme Edition-ის გაყიდვები, რომლის შესახებ ცნობები მაისის დასაწყისში გავრცელდა. უფროს მოდელ GTX 680 Extreme Edition-ისგან მან მიიღო ბეჭდური დაფა, 13-ფაზიანი რეგულატორის მქონე კვების ქვესისტემა და ქულერი.

    220a.jpg

    ბირთვის ბაზური ტაქტური სიხშირე შეადგენს 1111 მჰზ-ს, ხოლო GPU Boost-ის მეშვეობით, შესაძლებელია მისი გაზრდა 1202 მჰზ-მდე, ხოლო მეხსიერება კი ფუნქციონირებს 1652 მჰზ-ზე (6600 ეფექტური). შეგახსენებთ, რომ რეფერენსული ვერსიისთვის ეს მახასიათებლები გახლავთ 915, 980 და 6000 მჰზ შესაბამისად.

    220c.jpg

    პროდუქტი ორიენტირებულია ოვერქლოქინგის მოყვარულებისთვის, რაზეც მეტყველებს ძაბვის კონტროლის წერტილები, მისი და ტემპერატურისა რეგულატორების შუქდიოდური ინდიკატორები და აგრეთვე მოდული OC+, რომელიც თავის მხრივ, გათვლილია 3,5 დუიმ ზომის განყოფილებაში მოთავსებისთვის. ის ახდენს თვალ-ყურს ადევნებს სენსორების მონაცემებს, იძლევა ტაქტური სიხშირეებისა და კვების ვოლტაჟის შეცვლის საშუალებას.

    220d.jpg

    ბარათი იკავებს გაფართოების ორ სლოტს, რადგანაც მისი კომპონენტების გაგრილებაზე ზრუნავს საკმაოდ მასიური, 92 მმ-იანი ფენების აღჭურვილი ქულერი. მათგან მომავალი ჰაერის ნაკადი კი, მიმართულია ხუთ 8 მმ დიამეტრის სითბური მილაკის მქონე ალუმინის რადიატორისკენ.

    220e.jpg

    ინფორმაციულმა წყარომ მოახერხა ბირთვის სიხშირის გაზრდა 1403, ხოლო მეხსიერებისა კი - 1850 მჰზ-მდე - 1,25 ვ ძაბვის პირობებში და ამგვარად, 3DMark 11 (Performance) ტესტში დაფიქსირდა შედეგი - P9247.

    ZOTAC GTX 670 Extreme Edition-ის მიწოდებები უკვე დაწყებულია აზიის ზოგიერთ ბაზრებზე, თუმცა მისი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

    • Upvote 7
  11. როგორც ცნობილია, AMD აპირებს ვიდეობარათ Radeon HD 7970 GHz Edition-ის გამოშვებას, თუმცა პირველად ვრცელდება ვარაუდი მისთვის განკუთვნილ ჩიპ Tahiti XT2-ის შესახებ. 28 ნმ ტექ-პროცესის დახვეწის გზით, შესაძლებელი გახდა იმავე ფუნქციონალური ბლოკებით აღჭურვილი პროდუქტის შექმნა, როგორიც გააჩნია Tahiti XT-ს და ამასთან, შედარებით უკეთესი სიხშირული პოტენციალით და ნაკლები ნომინალური ძაბვით (წინასწარი ინფორმაციით, 1100 მჰზ - 1,02 ვ-ს პირობებში). შეგახსენებთ, რომ ჩვეულებრივი ვერსიის ეს მაჩვენებლები შეადგენს 925 და 1,174 ვ-ს შესაბამისად.

    109429-radeon-7970-ghz.jpg

    აღნიშნული GPU გამოყენებული იქნება Radeon HD 7970 X2-ის ექსკლუზიური მოდელების, ეტალონურ Radeon HD 7990 და FirePro W9000-ისა და განახლებულ Radeon HD 7950-ის წარმოებისთვის. Nvidia-მ კი, თავის მხრივ, შესაძლოა გამოუშვას GK104 ბირთვებზე დაფუძნებული GeForce GTX 680 ან GTX 685-ის რელიზი.

    • Upvote 8
  12. EVGA-ს თანამშრომელმა, ნიჭიერმა ინჟინერმა და ოვერქლოქერმა - ილია ცემენკომ (TiN), ფორუმ KingpinCooling-ზე ახლახანს გამოაქვეყნა ინფორმაცია საკუთარი მიღწევების შესახებ, კერძოდ კი, ოთხ ცალ GeForce GTX 690 ვიდეობარათის აჩქარების შესახებ.

    ?evga_01.jpg

    თითოეულ პროდუქტზე დაყენებულ იყო სპილენძის ძირის მქონე, თხევადი აზოტისთვის განკუთვნილი, KingpinCooling-ის წარმოების ჭიქა. ბირთვზე ძაბვის 1.385 ვ-მდე გაზრდით და ტემპერატურის მინუს 40-დან 50 გრადუსამდე დაყენებით, შესაძლებელი გახდა სიხშირის 1450-1500 მჰზ-მდე შენარჩუნება, ხოლო 1.45 ვ-სა და -70o ცელსიუსზე, ამ მაჩვენებელმა შეადგინა 1600 მჰზ, თუმცა, ამ რეჟიმში ვერ მოხერხდა სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა. აქვე უნდა ითქვას, რომ კვების ქვესისტემას სერიოზული მოდიფიკაციები არ განუხორციელდა.

    evga_02.jpg

    evga_03.jpg

    საბოლოოდ, ერთი ვიდეობარათი, აჩქარებულ იქნა 1547 მჰზ-მდე ბირთვზე, ხოლო 4.5 გჰზ სიხშირეზე მყოფ პროცესორ Core i7-3960X-თან ერთად, დაფიქსირდა P20962 ბალი - 3DMark'11-ში. ორი GeForce GTX 690-სგან და 4.9 გჰზ-ზე მომუშავე CPU-თი შემდგარი კონფიგურაციით კი, დაფიქსირდა 1458 მჰზ და P28812.

    • Upvote 7
  13. ფორუმ mobile01-ზე გამოჩნდა ვიდეობარათ GeForce GTX 660-ის ფოტოსურათი - MSI-ს შესრულებით. გაგრილების სისტემა GeForce GTX 670-ის მსგავსია, მაგრამ თვითონ ის შედარებით მოკლე ზომისაა. ხოლო, კვების დამატებითი პორტი კი, მოცემულ ადგილას ნაკლებსავარაუდოდ იქნება განლაგებული და წესით ის უკანა პანელზე უნდა იყოს. ყუთზე აგრეთვე ჩანს წარწერა 'DispalyPort'-იც, თუმცა როგორც მის, აგრეთვე მახასიათებლების შესახებ, დანამდვილებით რაიმეს მტკიცება მაინც რთულია.

    msi_01.jpg

    • Upvote 4
  14. ვიდეობარათზე ორიგინალური სურათი არცთუ ისე ხშირად გვხვდება. დიზაინერული გადაწყვეტილების ერთ-ერთი ასეთი მაგალითი გახლავთ GeForce GTX 670 - KFA2-ს შესრულებით. ახლა კი, ჩინურ კომპანია Axigon-მა, თავის მხრივ, საკუთარი წარმოების ამ პროდუქტზე გადაწყვიტა ველოცირაპტორის მტაცებელი თვალის გამოსახვა.

    109320-axigon-680-1.jpg

    Axigon GTX 670 Raptor - Nvidia-ს სტანდარტულ დაფებზე საინტერესოდ გამოიყურება: ის დამზადებულია GeForce GTX 680-ის PCB-ზე და აჩქარებულია მის სიხშირეებამდე (1006(1058)/6008 მჰზ). GK104 ბირთვის ნაკადური პროცესორების რაოდენობა კი, სხვა ვერსიების მსგავსად, შეადგენს 1344 ცალს. მეხსიერების სალტის ზომა და 2 გბ GDDR5, რეკომენდებული მაჩვენებლების შესაბამისია.

    109320-axigon-680-2.jpg

    ნაწარმის მიმდინარე ღირებულება გახლავთ 3000 იუანი, რაც 473 აშშ დოლარის ეკვივალენტია.

    • Upvote 4
  15. კომპანია Thermaltake-მა განაცხადა ახალ კვების ბლოკ Toughpower XT Platinum 1275W Snow Edition-ის გამოშვების შესახებ. მოდელი პირველად დემონსტრირებულ იქნა CES 2012 გამოფენაზე და მხოლოდ სულ ორი დღის წინ მიიღო ოფიციალური სტატუსი.

    109321-tt-1275w-snow-1.jpg

    ეს ქათქათა პროდუქტი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს ATX12V v2.3 და EPS12V v2.92-ს და აგრეთვე სერტიფიცირებულია 80 Plus Platinum ნორმის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს მქკ-ს დონე 89—94% დიაპაზონში - 20-დან 100%-მდე დატვირთვის პირობებში. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში გამოყენებულია იაპონური წარმოების თერმომდგრადი (105°C) კონდენსატორები, DC-DC გარდამქმნელის მქონე, Full Bridge & LLC ტოპოგრაფია და სიმძლავრის კოეფიციენტის კორექციის მექანიზმი Interleaved PFC. სამი შუქდიოდური ინდიკატორი კი, მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას მოწყობილობის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ.

    109321-tt-1275w-snow-2.jpg

    კვების ბლოკი აღჭურვილია წყვილი +12 ხაზით, რომლებიც გამოსცემენ 45 და 65 А-მდეენერგიას. PCI-E Power კაბელების რაოდენობა რვა ცალია: ექვსი (6+2) და ორი 8-pin-ზე. როგორც ფოტოსურათებზეც ჩანს, მათი ნაწილი დაკავშირებულია მოდულური პრინციპის მიხედვით.

    109321-tt-1275w-snow-3.jpg

    140 მმ-იანი ფენი მუშაობს 1900 ბრ/წთ-მდე სიჩქარეზე და ის დაფუძნებულია რხევის ორმაგ საკისარზე. მასში აგრეთვე გამოყენებულია დამცავი - გადატვირთვის, სიმძლავრის გადაჭარბების, ძაბვის მერყეობისა და მოკლე ჩართვის წინააღმდეგ.

    109321-tt-1275w-snow-4.jpg

    უნდა აღინიშნოს, რომ Tt Toughpower XT Platinum 1275W S. E სტანდარტულ კვების ბლოკებზე გრძელია (200 მმ), ამიტომაც შეძენის წინ, მომხმარებელი აუცილებლად უნდა დარწმუნდეს კეისში საკმარისი თავისუფალი სივრცის არსებობაში.

    პროდუქტის საორიენტაციო ფასი 340—350$-ია.

    • Upvote 5
  16. NEC-მა განაცხადა SpectraView 241 პროფესიონალურ მონიტორის ევროპაში გაყიდვების დაწყების შესახებ. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება უკვე ივნისში, დაახლოებით 1500 ევროს ფასად. საინტერესოა, რომ კომპანიის ამ რეგიონის ქვეგანყოფილების ასორტიმენტში აღნიშნული მოდელი ჯერჯერობით არ შეინიშნება, თუმცა, არის მსგავსი მახასიათებლების მქონე გადაწყვეტილება - SpectraView Reference 241 (1693 ევრო).

    1s_002.jpg

    ახალ დისპლეის საფუძვლად უდევს P-IPS ტიპის (Professional In-Panel Switching) 10-ბიტიანი თხევად-კრისტალური პანელი, 24 დუიმ დიაგონალითა და 1920 х 1200 პიქსელ გაფართოებით. განცხადებული სტატიკური კონტრასტულობის დონე შეადგენს 1000:1, დაყოვნების დრო კი - 16 მ/წმ-ს.

    გარდა ამისა, ნაწარმი აგრეთვე აღჭურვილია ფერთა კორექციის 12-ბიტიანი შიდა ცხრილით (Look-Up-Tabelle, LUT) და გააჩნია ICC-პროფილების გამოყენების მხარდაჭერა, რომლებიც იქმნება საფირმო პროგრამა SpecraView Profiler 5-ის საშუალებით.

    2s_002.jpg

    მონიტორმა მიიღო D-Sub, DisplayPort, ორი DVI და USB-პორტების კონცენტრატორი. აღინიშნება ტექნოლოგია Picture-in-Picture-იც. კომპლექტში შემავალი სადგამი კი, იძლევა შეტრიალების, დახრის და სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობას 15 სმ-ს ფარგლებში.

    SpectraView 241-ზე მოქმედებს მწარმოებლის 3-წლიანი გარანტია.

    • Upvote 5
  17. ინფორმაციულ წყაროს ცნობით, ზაფხულისთვის დაგეგმილია ციფრულ სარკიან კამერა Nikon D600-ის გამოშვება, რომელიც წინასწარი მონაცემებით, ეღირება დაახლოებით 1500$ და ჩაანაცვლებს მოდელ Nikon D700-ს (ქვედა ფოტოსურათი). ნაწარმი აღჭურვილი იქნება ავტომატური ფოკუსირების ჩაშენებული წამყვანით ('სახრახნისით'), რითაც ის შეინარჩუნებს სრულ თავსებადობას აღნიშნული დეტალის არმქონე ობიექტივებთან.

    25444_D700_34l.jpg

    ეს გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინაც კი, კომპანიის ასორტიმენტის დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ და მასში ახლაც შეინიშნებიან. ამ ტიპის კომპონენტების მქონე ლინზებს, სხვა მწარმოებლებიც უშვებენ და ასე, რომ სიახლე უდავოდ სასიამოვნო სახისაა.

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კამერას არ ექნება ინტეგრირებული GPS-მიმღები, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას ყველა ფოტოგრაფი არ იყენებს, ხოლო მის არსებობას, არ არის გამორიცხული, რომ გამოეწვია პროდუქტის გაძვირება, ეს ამბავიც, სურვილისამებრ, შეგვიძლია დადებით კატეგორიას მივაკუთვნოთ.

    მაშ ასე, აპარატი აგრეთვე მიიღებს 24,7 მპ გაფართოების FX-ფორმატის სენსორს, მისი მასა კი იქნება 760 გ (850 გ - ელემენტისა და მეხსიერების ბარათთან ერთად). გარდა ამისა, მის კომპლექტაციაში შევა 921 ათას წერტილ გაფართოების მქონე 3,2-დუიმიანი დისპლეი, ვიდეომაძებარი - კადრის 100% დაფარვით და HDMI-გასასვლელი. ხოლო შუქმგრძნობელობის დიაპაზონად სახელდება ISO 100-6400 (იზრდება ISO 50-25600-მდე). ავტოფოკუსირების სისტემას გააჩნია 39 პიქსელი, რომელთაგანაც 9 - ჯვრისებური ფორმისაა. დიდად სავარაუდოა, რომ კვებისთვის გამოიყენონ ლითიუმ-იონური ელემენტი EN-EL15 - Nikon D7000, D800, D800E და Nikon 1 V1-ების მსგავსად.

    28 მაისს, ქალაქ კასაბლანკაში დაგეგმილია Nikon-ის შეხვედრა - გაყიდვების ევროპული ქსელის წარმომადგენლებთან და შესაძლებელია, სწორედ იქ გახდეს ცნობილი ახალი ინფორმაცია D600-ის შესახებ.

    • Upvote 6
  18. თურქულ ვებ-რესურს DonanimHaber-ის ცნობით, Intel მუშაობს Ivy Bridge-ზე დაფუძნებულ, მაგრამ გრაფიკული ქვესისტემის არქმონე პროცესორ Core i5-3350P-ზე. ის აღჭურვილი იქნება 3.1 გჰზ (3.3 გჰზ - Turbo რეჟიმში) სიხშირეზე მომუშავე ოთხი ბირთვით, III დონის 6 მბ კეშ-მეხსიერებით და 69 ვ-იანი TDP-თი.

    მისი რელიზი შედგება მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში. მსგავსი გადაწყვეტილებები გვხვდება Sandy Bridge თაობის ასორტიმენტშიც, ესენია: Core i5-2380P და Core i5-2450P, რომლებსაც აგრეთვე არ გააჩნიათ ფუნქიონალური ინტეგრირებული ვიდეობირთვები.

  19. AMD-ს პროცესორების შემუშავების ახალი ციკლი გულისხმობს APU-ების გამოშვებას იმ მიკროარქიტექტურის საფუძველზე, რომელსაც გააჩნია ფუნქციონალური შესაძლებელობების 'ადრინდელი' ნაკრები, რომელიც, თავის მხრივ, წინ უძღვის ინოვაციების 'სრული' სიის მქონე დესქტოპ-CPU-ების გამოჩენას. Piledriver-ის შემთხვევაში, ჯერ შედგა მობილურ და ინტეგრირებად სისტემებისთვის განკუთვნილ APU Trinity-ების რელიზი, აგვისტოს თვეში კი, მათ შეუერთდებიან სამაგიდო ტიპის ჰიბრიდები.

    თურქული ვებ-რესურსი DonanimHaber-ის ცნობით, მე-3 კვარტალში დაიწყება კოდურ სახელწოდება 'Vishera'-თი ცნობილი მოდელების წარმოება. AMD FX სერიიდან, Piledriverარქიტექტურას პირველად მიიღებენ FX-8350 (4 მოდული /8 ბირთვი), FX-6300 (3 მოდული /6 ბირთვი) და FX-4320 (2 მოდული / 4 ბირთვი).

    პროცესორები შეინარჩუნებენ კონსტრუქციულ გაფორმება AM3+-ს, რაც შესაძლებელს გახდის მათ დაყენებას უკვე არსებულ სისტემურ დაფებში - შესაბამისი სოკეტით. ისინი მიიღებენ მეხსიერების კონტროლერს, რომელსაც 'ოფიციალურად' ექნება ეფექტურ 1866 მჰზ-მდე სიხშირის მქონე მოდულების მხარდაჭერა და ტექნოლოგია Turbo Core 2.0. გარდა ამისა, გაიზრდება თანაფარდობა - წარმადობისა და ტაქტურ მაჩვენებელს შორის, რაც საინტერესოს ხდის მისი გენერაციის ახალ მეთოდ - 'სინქრონიზაციის რეზონანსული ქსელს', რომელიც იძლევა CPU-ების მუშაობის საშუალებას - 4 გჰზ-ზე მაღალ დონეზე - ზომიერი ენერგომოხმარებით.

    • Upvote 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.