Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. როგორც გახსოვთ, Ivy Bridge პროცესორების გრაფიკული ქვესისტემის ერთ-ერთი გაუმჯობესება იქნება ერთდროულად სამ დისპლეითან მუშაობის შესაძლებელობა. თუმცა, VR-Zone-ში აღმოაჩინეს, რომ გამოსახულების გამოტანის ინტერფეისთა ორგანიზაციის ზოგიერთი ტექნიკური ნიუანსი არ იძლევა ამ ფუნქციის გამოყენების საშუალებას 'მესამე თაობის' Intel Core პროცესორით აღჭურვილ, ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერზე. Intel მოიხმარს სიხშირის ფაზური ავტომომართვის მხოლოდ ორ მოდულს, რაც DisplayPort-სთვის პრობლემას არ წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ PC-ს გააჩნია სამი შესაბამისი პორტი (ან ერთი eDP - ნოუთბუქებისთვის), მომხმარებელი მოახერხებს სამი მონიტორის ჩართვას, რომელთაგანაც ერთის მაქსიმალური გაფართოება შესაძლოა იყოს 2560 x 1600 პიქსელი, ხოლო დანარჩენი ორის კი - 1920 x 1200. ხოლო TMDS ინტერფეისებისთვის, მაგალითად DVI და HDMI-სთვის, ან ანალოგურ VGA-სთვის (რომელთა გამოყენებაც ყველაზე მეტად სავარაუდოა) ამგვარი კონფიგურაცია მიუღებელია, რადგან ეს ვიდეოგასასვლელები არცთუ ისე დადებით გავლენას ახდენს ზემოაღნიშნულ მოდულზე. ყოველი ასეთი პრობლემის გადაჭრა სისტემური დაფების მწარმოებლებზე გადადის, რიგით მომხმარებლებს კი მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ ან აირჩიონ ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებები, ან დაელოდონ უფრო სრულყოფილი მოდელების გამოჩენას. Overclockers.ru
  2. ვებ-გვერდ Akiba PC Hotline-ის ცნობით, სულ მცირე დროში, იაპონიის ტერიტორიაზე გამოჩნდება კომპანია Xigmatek-ის პროცესორის ქულერ Gaia SD1283-ის უჩვეულო მოდიფიცირებული ვერსია სახელწოდებით Dark Knight SD1283 Night Hawk Edition, რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი გაფორმებით. მისი შავი ფერის ზედაპირი დაფარულია კერამიკული ფენითა და ხაოიანი ფაქტურით, რამაც, მწარმოებელთა აზრით, უნდა გააუმჯობესოს რადიატორის თბოგამტარობა - გარემო სივრცის მიმართ. პროდუქტის ზომები შეადგენს 120 х 50 х 159 მმ-ს, ხოლო მასა - 460 გ-ს. ძირთან დაკავშირებულია სამი 8 მმ-იანი სითბური მილაკი, რომლებზეც ფორმირებულია ალუმინის ფირფიტებისგან შემდგარი მასივი. მასზე მაგრდება LongLife საკისრებით აღჭურვილი (50000 სთ მუშაობის ხანგრძლივობით) 120 მმ ზომის ფენი, რომელიც ასრულებს 1000-დან 2800 ბრ/წთ-ში და ამასთან, გამოყოფს არაუმეტეს 30.1 დბ ხმაურს. ამომავალი მზის ქვეყანაში, Dark Knight SD1283 Night Hawk Edition-ის ღირებულება იქნება 48.1$ (3980 იენი), მაგრამ თუ როდის გამოჩნდება ის გაყიდვაში სხვა ბაზრებზეც და რამდენად, ჯერჯერობით უცნობია. Overclockers.ru
  3. ჩავამატე Zotac GTX 680-ის მახასიათებლები და ვიდეოები.
  4. ხო, დამალულია და მაგიტომაც ჰქვია სერიას Phantom.
  5. კომპანია Gainward-მა ოფიციალურად წარმოადგინა ვიდეობარათი GeForce GTX 680 Phantom. ეს ამ საფირმო ქულერის მეორე თაობაა და მისი შექმნის დროს, მწარმოებელმა დიდი ყურადღება გაამახვილა რადიატორის სტრუქტურაზე, გააუმჯობესა გაგრილება, კონსტრუქციის სიმტკიცე და ამასთანავე, შეამცირა გამოყოფილი ხმაურის დონე. ამ ეფექტური სისტემის გამოყენებამ კი, თავის მხრივ, გავლენა იქონია საერთო ზომებზეც: მიუხედავად ორი სამაგრი ხვრელისა, პროდუქტი იკავებს 2,5 სლოტ სივრცეს. მომხმარებელი მიიღებს უკვე აჩქარებულ მოდელს: GPU-სიხშირე უტოლდება 1150 მჰზ-ს (ბაზური - 1084 მჰზ), მეხსიერება მუშაობს 6300-ზე, ხოლო მისი ოდენობა შეადგენს 2 გბ-ს. Gainward-ის სიტყვებით, ასეთი მაჩვენებლების საშუალებით, შესაძლებელი იქნება 12,6%-ით მეტი ქულის მიღება 3DMark 2011-ში, თამაშებში კი, ზრდის დონე მიაღწევს 10%-ს. DrMOS რეგულატორებით აღჭურვილი, კვების 6-ფაზიანი სისტემას საკუთარი წვლილი შეაქვს ბარათის ოვერქლოქინგის პოტენციალში. ამ საჭიროებისთვის, ადგილზეა საფირმო უტილიტა Expertool II-იც. გამოსახულების გამოტანა ხორციელდება ორი DVI, ერთი DisplayPort და HDMI გასასვლელის საშუალებით. ფასები და გამოსვლის თარიღები, ჯერჯერობით უცნობია. IXBT
  6. Intel-ის სისტემურ დაფებზე ტრადიციისამებრ პოპულარობით სარგებლობენ, მიუხედავად არცთუ შთამბეჭდავი აჩქარების პოტენციალისა. ამჯერად, კომპანიამ გამოსაშვებად მოამზადა LGA1155 სოკეტსა და Z77 სისტემურ ლოგიკაზე დაფუძნებული სამი ATX-მოდელი, რომელთაგანაც ორის - Intel DZ77GA-70K და DZ77BH-55K-ს დიზაინი ერთმანეთის მსგავსია. ისინი აღჭურვილნი არიან DDR3 ოპერატიული მეხსიერების ოთხი სლოტით, წყვილ PCI Express 3.0 x16-ით, ორ PCI-ით, 4-5 SATA 3 გბიტ/წმ პორტით. გარდა ამისა, ოთხი USB 3.0, HDMI-ით და POST-კოდების ინდიკატორით. ხოლო მათგან პირველ - DZ77GA-70K-ს კი, გარდა ჩამოთვლილისა, აგრეთვე გააჩნია PCI-E 2.0 x4 და SATA 6 გბიტ/წმ (4x) ინტერფეისები, ორი გიგაბიტ ქსელური კონტროლერი და გაძლიერებული (8+2)-არხიანი პროცესორის კვების ქვესისტემა. შედარებით მოკრძალებულ Intel DZ77SL-50K-ს ერგო ერთი 16-სიჩქარიანი სლოტი ვიდეობარათისთვის, სამი SATA2 და ორი SATA3, (4+2)-არხიანი CPU-კვება. დაფაზე განთავსებულია ორი ათეული ელექტროლითური კონდენსატორი, უკანა პანელზე კი, ადგილი დაიკავეს USB 3.0 გასასვლელის წყვილმა და HDMI-მ. ფასები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. Overclockers.ua
  7. კომპიუტერული მოწყობილობების ამერიკულმა მწარმოებელმა PNY-მ დააანონსა XLR8 (ac-cel-er-ate) ოპერატიული მეხსიერების 2 და 4-არხიანი კომპლექტების მიწოდებების დაწყების შესახებ. ახალი პროდუქტები ხელმისაწვდომნი არიან 4 გბ-იან ტევადობის მქონე კიტებისა და DDR3-1600, DDR3-1866, DDR3-2133 ვარიანტების სახით. ბოლო მათგანი დანარჩენებისგან განსხვავდება წითელ-შავი შეფერილობის, ალუმინისგან დამზადებულ, შედარებით მაღალი ჰითსინკით. აღნიშნული ნაწარმები მუშაობენ 1,65 ვ ძაბვაზე, ხოლო ტაიმინგების მნიშვნელობები იზრდება სიხშირის პროპორციულად: 9-9-9-24 - 'ეფექტურ' 1600, 9-12-9-27 - 1866 და 9-12-11-27 - 2133 მჰზ-სთვის. რეკომენდებული ფასები ამგვარია: DDR3-2133 4x 4 გბ - 180$; DDR3-2133 2x 4 გბ - 90$; DDR3-1866 4x 4 გბ - 125$; DDR3-1866 2x 4 გბ - 60$; DDR3-1600 4x 4 გბ - 90$. თითოეულ კომპლექტზე მოქმედებს ე.წ. 'სასიცოცხლო' გარანტია. TechPowerUP!, Overclockers.ua
  8. GeForce GTX 680-ის პრემიერის დღეს, Zotac-ის ხელმძღვანელმა გვამცნო 2 გჰზ ბირთვის სიხშირის მქონე, ვიდეობარათის გამოშვების გეგმების შესახებ - თავისი კომპანიის ინჟინერული პოტენციალის გამოვლენის დემონსტრირების მიზნით. ვებ-რესურს EXPreview-მ მოახერხა ამ 'საოცრების' რამდენიმე ფოტოსურათის ხელში ჩაგდება. ამავე ინფორმაციის წყარომ გამოაქვეყნა ამ პროდუქტის მახასიათებლები, რომლის დასახელებაშიც ფიგურირებს 'Extreme Edition'. გრაფიკული პროცესორი მუშაობს 1.212 ვ-სა და 1.2 გჰზ სიხშირეზე, ამასთან, ეს მაჩვენებელი დამახასიათებელია როგორც ბაზურ, ასევე GPU Boost უტილიტით აჩქარებული 'მდგომარეობისთვის'. ვიდეომეხსიერების ნიშნული უცვლელი დარჩა და გახლავთ 6000 მჰზ. გულად ოვერქლოქერებს შეეძლებათ GPU-ძაბვის გაზრდა 1.5 ვ-მდე, ხოლო ექსტრემალური გაგრილებისა და იღბლის მეშვეობით კი, მოხდება ამ 2 გჰზ-ის დაპყრობა - როგორც ამტკიცებენ კომპანიაში. ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია GK104 გრაფიკული პროცესორი და Hynix-ის მეხსიერების მიკროსქემების ნაკრები, საერთო ჯამში 2 გბ ოდენობით. კვებას უზრუნველყოფს 12-ფაზიანი ძაბვის გარდამქნელი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტანტალის, FPCAP და International Rectifier GaNpowIR კონდენსატორები. ბარათზე ასევე ადგილი ერგო კონტაქტური ზედაპირების ჯგუფი - კონტროლ-საზომი მოწყობილებებიდან მონაცემების მიღებისთვის და აგრეთვე სპეციალური მოდული, რომელიც პარამეტრების საშუალებით, იძლევა მართვის შიდა ორგანოს ჩართვის შესაძლებლობას. გაგრილების სისტემა იკავებს გაფართოების ორ სლოტს, ხოლო სითბოს მოცილებაზე ზრუნავს ორი ფენი და სითბურ მილაკებზე დაფუძნებული რადიატორი. GeForce GTX 680-ის მეორე მოდელი დამზადებულია Palit-ის მიერ და განეკუთვნება JetStream სერიას. მისი გაგრილების სისტემა მოიცავს სამ ფენს (გვერდზე განთავსებულები - 80, ცენტრალური კი - 90 მმ), რომელთა სისწრაფეც მყარდება განივ-იმპულსური მოდულაციის მეთოდით. რადიატორის კონსტრუქციაში გამოყენებულია ოთხი სითბური მილაკი, რომლებიც უშუალო კონტაქტს ახდენენ გასაგრილებელ ზედაპირთან. პროდუქტის ბირთვის ბაზური სიხშირე გაზრდილია 1085 მჰზ-მდე, ხოლო GPU Boost რეჟიმში მისი აჩქარება შესაძლებელია 1150 მჰზ-მდე, ხოლო მეხსიერების ეფექტური მაჩვენებელი - 6300 მჰზ-ია. კვების უზრუნველყოფა ხდება 8 და 6-პინიანი პორტების საშუალებით. Overclockers.ru
  9. კომპანია AMD აპირებს Bulldozer არქიტექტურის მქონე, Zambezi პროცესორების ასორტიმენტის გაზრდას, რადგანაც მათ მომდევნო თაობების გამოსვლამდე ჯერ კიდევ საკმარისი დროა დარჩენილი, რაშიც დავრწმუნდით ცნობებით FX-6130 და FX-4130 მოდელების ახლო ანონსის შესახებ. მათგან მეორემ უნდა მიიღოს III თაობის 4 მბ კეშ-მეხსიერება, რაც ამ სერიის წარმომადგენლებისთვის უნიკალურ თავისებურებად უნდა ჩაითვალოს. 3DNews-მა სისტემურ დაფა Gigabyte GA-990XA-UD3-ის მიერ მხარდაჭერილ CPU-თა სიაში შეძლო FX-4200-ის აღმოჩენა, რომელიც იმუშავებს ნომინალურ 3.3 გჰზ-ზე, ხოლო TDP-ს დონე არ გადააჭარბებს 125 ვ-ს. მახასიათებლების ამგვარი თანაწყობა ცოტა არ იყოს, გასაკვირია, რამეთუ იგივე B2 სტეპინგზე და სიხშირეზე დაფუძნებული FX-6100 აღჭურვილია ექვსი ბირთვით და მისი თერმოპაკეტი შეადგენს არაუმეტეს 95 ვ-ს. კიდევ უფრო უცნაურია ფაქტი - FX-4200-ში II თაობის 8 მბ კეშის არსებობის შესახებ. ეს ნორმალურია 8-ბირთვიან Zambezi პროცესორისთვის, მაგრამ 4-იანს ეს მაჩვენებელი, წესით, ორჯერ ნაკლები უნდა ჰქონდეს. როგორც ჩანს, ეს ბეჭდვით შეცდომას უნდა დავაბრალოთ. Overclockers.ru
  10. Ivy Bridge პროცესორების გამოსვლამდე მცირე ხნით ადრე, კომპანია Intel-მა კვლავ გადაწყვიტა თავის ასორტიმენტში 'გენერალური დასუფთავების' მოწყობა. შემცირებაში პირველი მოყვა Core i3-2105 (Sandy Bridge), მას შეუერთდებიან Bloomfield ბირთვზე დაფუძნებული Core i7-960, Core i7-950, Core i7-930 (45 ნმ ტექ-პროცესი) და აგრეთვე Core i7-880, Core i7-875K და Core i7-870S (Lynnfield, 45 ნმ). გარდა ამისა, ამ სიას კიდევ დაემატება Core i5-ის ცხრა მოდელიც: Core i5-750S, Core i5-655K, Core i5-680, Core i5-670, Core i5-661, Core i5-660 და Core i5-650 (Westmere, 32 ნმ), ასევე Core i5-2300 და კიდევ ერთი Sandy Bridge, რომელიც ჯერჯერობით არ სახელდება. არანაკლებ ფართომასშტაბიანი 'წმენდითი სამუშაოები' განხორციელდება Core i3 სერიისა და დაწყებითი დონის გადაწყვეტილებებს შორის. კერძოდ კი, ეს შეეხება Core i3-560, Core i3-550, Core i3-530 (Westmere, 32 ნმ), Pentium G6960, Atom 510, Atom 525, Atom 410 და Atom 425-ს. ზემოჩამოთვლილ პროცესორების წარმოებიდან მოხსნის პროგრამა, დაყოფილია რამდენიმე ტრადიციულ ეტაპად: აღნიშნული მოდელები შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი იქნებიან ამ პუბლიკაციის გავრცელების მომენტიდან ნახევარი წლის განმავლობაში, შემდეგი ექვსი თვის მანძილზე, Intel განაგრძობს მათ მიწოდებებს OEM-არხების საშუალებით, ხოლო ბოქს-ვერსიებისას - საწყობებში მათ ამოწურვამდე. Overclockers.ru
  11. კომპანია BenQ-მ წარმოადგინა VA მატრიცისა და შუქდიოდური განათების მქონე, მონიტორების ახალი სერია, რომელშიც შევიდნენ მოდელები 21,5, 24 და 27 დუიმ დიაგონალებით: GW2250M, GW2250HM, GW2450HM და GW2750HM. პირველი მათგანი აღჭურვილია მხოლოდ DVI და D-Sub გასასვლელებით, ხოლო დანარჩენებს აგრეთვე ერგოთ HDMI-იც. დისპლეების გაფართოება ოთხივეს შემთხვევაში 1920 х 1080 პიქსელია. პროდუქტები გამოირჩევიან სტატიკური კონტრასტულობის მაღალი დონით - 5000:1, სიკაშკაშით - 300 კდ/მ2 და 5 მ/წმ (GTG) გამოხმაურების დროით, ხედვის კუთხეები კი, ორივე სიბრტყეში უტოლდება 178°-ს. ამ ტიპის პანელებს, რომლებსაც ერთ არხზე გააჩნიათ 8 ბიტი ფერთა სიღრმე, უნარი აქვთ 16,7 მილიონამდე ერთეულის გადმოცემისა, თანაბარზომიერი გადასვლების უზრუნველყოფით. შუქდიოდების გამოყენებამ, თავის მხრივ, განაპირობა მათი ენერგომოხმარების შემცირება 25-30 ვ-მდე (ეკრანის ზომისდა მიხედვით). გარდა ამისა, ნაწარმებში ასევე ჩაშენებულია ორ-ორი, ამდენივე ვატ სიმძლავრის დინამიკი. სადგამი იძლევა დახრის კუთხის რეგულირების საშუალებას 5°-ით წინ და 15°-ით უკანა მხარეს. ადგილზეა VESA 100 მმ კრონშტეინისთვის განკუთვნილი სამაგრებიც. კომპანიიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ და გენერალურ დირექტორ, პიტერ ჩენის (Peter Chen) სიტყვებით, მოთხოვნილება VA-პანელების მიმართ, იზრდება მსოფლიოს მასშტაბით. წინასწარი პროგნოზებით, მათი წილი 2015 წლისთვის მიაღწევს 42,5%-ს, რითაც გადააჭარბებს IPS-სას და ტრადიციულ TN-მოდელებისას. ჯერჯერობით, მას არ გაუმხელია ინფორმაცია აღნიშნულ მონიტორების ფასებისა და გამოსვლის თარიღის შესახებ. IXBT
  12. ჯერ კიდევ Nvidia GeForce GTX 680-ის გამოსვლამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დისკრეტული გრაფიკის მწარმოებლებს შეეძლოთ საკუთარ შეხედულებების მიხედვით, GK104 აღეჭურვათ ოთხი გიგაბაიტი ოდენობის, GDDR5-ით. გუშინ, ეს დადასტურდა კიდეც: ასეთი მოდელის გამოშვებას გეგმავს კომპანია Galaxy (ევროპული ბრენდი KFA2). ის დაკომპლექტებული იქნება ორსლოტიანი გაგრილების სისტემით, წყვილი 90 მმ-იანი ფენით, ამდენივე 6 და 8-პინიანი PCI-E Power პორტით, (5+2)-არხიანი VRM-თი, 16 ვიდეომეხსიერების მიკროსქემით, ორი SLI, DVI (2), HDMI და DisplayPort გასასვლელით. ხოლო GPU-ს ტაქტური სიხშირე კი, გაზრდილია 1,1 გჰზ-მდე. არანაკლებ ინტერესსს იწვევს რძისფერ ბეჭდურ დაფაზე დამზადებული Galaxy GeForce GTX 680 Hall of Fame Edition-იც. მას გააჩნია ქულერი სამი პროპელერითა და ხუთი სითბური მილაკით, (8+2+2)-არხიანი კვების ქვესისტემით, ორი 8-პინიანი პორტით და 2 გბ მეხსიერებით. ბირთვი დიდი ალბათობით იქნება აჩქარებული 1,1-1,2 გჰზ-მდე. გარდა ამისა, პროდუქტზე აგრეთვე განთავსებულია Galaxy GX31 გარდამქმნელი - ძაბვის რეგულირების, მისი მნიშვნელობების და ენერგომოხმარების დონის თვალ-ყურის დევნით. ოვერქლოქერებს უდავოდ მოეწონებათ 'ორმაგი' VGA-BIOS-ისა და სპეციალურ გაჯეტ OC Panel-ის არსებობა - წარმადობის ძირითად პარამეტრებთან სწრაფი კავშირისთვის. Expreview, Overclockers.ua
  13. ულტრაბუქებშიც ასეთი ვიდეოების ჩადგმა ცოტა არ იყოს, გაუმართლებელი მგონია. :blink:
  14. ოთხბირთვიანი AMD FX-4170, რომელიც თებერვლის ბოლოს წარმოადგინეს, უკვე შეინიშნება ზოგიერთი მაღაზიის პრაის-ლისტში, ხოლო მისი დახასიათება კი, გარკვეული დაგვიანების შემდეგ, გამოჩნდა მწარმოებლის საიტზეც. იაპონურ ინფორმაციულმა წყარომ მოიპოვა ამ პროცესორის ეგზემპლიარი, რომელიც გაყიდვაშია. თუმცა, ინტრიგა მდგომარეობდა იმაში, რომ ის მუშაობდა ნომინალურ 4.2 გჰზ სიხშირეზე, რამაც ზოგიერთ მომხმარებელს გაუჩინა იმედი, რომ ეს მოდელი დაფუძნებული იქნებოდა ახალ სტეპინგზე, აჩქარების უფრო მაღალი პოტენციალით. მარკირება FD4170FRW4KGU, FX-4170-ს ანათესავებს წინამორბედთან და უკვე ეს გარემოება არ გვაძლევს შევცლილ სტეპინგზე საუბრის საშუალებას. მეტი დამაჯერებლობისთვის, შეგვიძლია შევხედოთ CPU-Z-ის სკრინშოტსაც, რომელზეც გარკვევით მოჩანს B2 რევიზია: უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემთა ბაზაში Turbo Core-ის სიხშირედ მოცემულია საკმაოდ უცნაურად - 4399 მჰზ. ყველა დანარჩენ შემთხვევებში, ფიგურირებს 4.3 გჰზ, რაც ნომინალზე სულ რაღაც 100 მჰზ-ით მეტია. როგორც ჩანს, მიზეზი ბეჭდვით შეცდომაშია. Overclockers.ru
  15. 680-ის SLI უკვე მართლაც რომ ნამეტანია.. Guru3D-ზე უშველებელ ცხრილებს აკეთებენ ხოლმე რატომღაც და შენახვისას ეგრე მცირდება ზომაში, მანდ ვერაფერს გააწყობ. zV1 +1
  16. ოვერქლოქინგის ცნობილმა ენთუზიასტმა kingpin (k|ngp|n)-მა დაამყარა ახალი რეკორდი ერთი გრაფიკულ პროცესორით აღჭურვილ სისტემისთვის - 3DMark 11 Performance ბენჩმარკში, 15327 ქულის მოპოვებით. ამისთვის კი, მან გამოიყენა C2-სტეპინგის მქონე, 1,62 ვ ძაბვის პირობებში 5600 მჰზ-მდე აჩქარებული CPU Core i7-3930K, რეფერენსული EVGA GeForce GTX 680 და სისტემური დაფა EVGA X79 Classified. პროცესორზე მან დაამაგრა KingpinCooling ბრენდის, 265$ ღირებულების ამაორთქლებელი თხევადი აზოტისთვის, ხოლო ვიდეობარათი გრილდებოდა Tek-9 FAT 6.0-ისა (245$) და გარკვეული რაოდენობის LN2-ის საშუალებით. გარდა ამისა, სისტემა აგრეთვე შეიცავდა PSU - EVGA Classified SR-2 1200W-ს და G.Skill Ripjaws DDR3 @2400 მჰზ ოპერატიული მეხსიერების 4-არხიანი კომპლექტს. EVGA GeForce GTX 680-ის კვების ქვესისტემა გაძლიერებული იყო დამხმარე VRM-დაფა EVGA EPower-ით. ხოლო მოკლე ჩართვის თავიდან ასაცილებლად, PCB-ს მთელ ზედაპირს ფარავდა გამჭვირვალე საიზოლაციო მასალა. საერთო ჯამში, ბირთვის აჩქარების დონემ შეადგინა 1900 მჰზ (ნომინალური - 1006 მჰზ), ხოლო RAM მუშაობდა ეფექტურ 7332 მჰზ-ზე (6008 მჰზ). Overclockers.ua
  17. კომპანია Colorful-მა, განაცხადა ანალოგიური შესრულების, აკრილის საღებავებისა და ფუნჯების მქონე მოდელ GTX 680 iGame Kudan-ის გამოშვების შესახებ. ის მიიღებს გაგრილების სისტემას სამი ფენით, რომელიც კომპიუტერის კორპუსში დაიკავებს ამდენივე გაფართოების სლოტს. ბეჭდურ დაფასთან ყველაზე ახლოს განლაგებულის დიამეტრი გახლავთ 80, დანარჩენი ორის კი - 70 მმ და ხასიათდებიან ხრახნების თავისებური ფორმით, რისი საშუალებითაც ხდება მათი ხმაურის დონის შემცირება. კონსტრუქტორებმა ბარათზე გაითვალისწინეს ორი BIOS-მიკროსქემა, მათგან ერთი შეიცავს პარამეტრებს, რომელიც ითვალისწინებს 1059/6008 ან 1110/6208 მჰზ სიხშირეებზე (ჩართული Power-Kit-ის მეშვეობით) მუშაობას. გადართვა კი ხორციელდება უკანა პანელზე განთავსებულ სპეციალურ ღილაკის მეშვეობით. მოდელი დამზადებულია ვერცხლისფერ ზედაპირიანი კონტაქტების მქონე დაფაზე და გააჩნია 8-ფაზიანი ძაბვის გარდამქმნელი, რომელიც შესაძლებელია გაძლიერებულ იქნას კიდევ 4-ით - დამატებითი Power-Kit მოდულის მეშვეობით. VRM-ის კონტროლს კი ახდენს uP6208AM მიკროსქემა. პროდუქტი მოთავსებულია უზარმაზარ, 820 х 165 х 140 მმ ზომის ყუთში და გარდა Power-Kit მოდულისა, მომხმარებელი აგრეთვე მიიღებს Air-Kit რადიატორებისა და Color-Kit საღებავების ნაკრებებს. ბარათმა უკვე მიიღო ოფიციალური სტატუსი და უახლოეს დროში გამოჩნდება აზიაში, ოდნავ გვიან კი - სხვა ქვეყნებშიც. ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. TechPowerUP!, IXBT
  18. ამ პროცესორს აქვს არის ოთხი ძირითადი ბირთვი, რომლებიც განკუთვნილია იმ დავალებებისთვის, სადაც აუცილებელია მაღალი წარმადობა და კიდევ ერთი დამატებითი (ე.წ.'ბირთვი-კომპანიონი), რომელიც გამოიყენება შედარებით ნაკლებად მომთხოვნი აპლიკაციებისთვის.
  19. Nvidia-ს პარტნიორებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს GeForce GTX 680 ვიდეობარათის საკუთარი ვერსიების წარმოდგენა. თუმცა, პირველი ტალღის მოდელები გამოირჩევიან მხოლოდ გარე საფარველზე განთავსებული ეტიკეტებით და კომპლექტის შემადგენლობით. MSI N680GTX-ის აღჭურვილობაში შევიდა 1536 ნაკადური პროცესორი, 256-ბიტიანი ინტერფეისი და 2 გბ GDDR5. მას გააჩნია გამოსახულების ერთდროულად ოთხ მონიტორზე გამოტანისა და 3-Way SLI-ის მხარდაჭერა. დატვირთვის ქვეშ, ბირთვის სიხშირე შესაძლებელია გაიზარდოს 1006-დან 1058 მჰზ-მდე, ხოლო მეხსიერების მაჩვენებელი იმყოფება 6008 მჰზ ნიშნულზე. ამ ვერსიას თან მოყვება 2x Molex 4-pin — PCI-E 6-pin კვების გადამყვანი და DVI — D-Sub ადაპტერი. KFA2 GeForce GTX 680-შიც, თავის მხრივ, გათვალისწინებულია GPU Boost ბირთვის დინამიური აჩქარება 1058 მჰზ-მდე და SLI-ს სხვადასხვა რეჟიმები. ვიდეოგასასვლელების ნაკრები სტანდარტულია - DVI-I, DVI-D, HDMI, DisplayPort. Kepler-ის პირველი წარმომადგენლის ფასი, როგორც უკვე იცით, 500$-ია. MSI, KFA2, Overclockers.ua
  20. '4+1 ბირთვის' მქონე, NVIDIA Tegra 3-ზე დაფუძნებულ პლანშეტურ კომპიუტერების სია თანდათანობით იზრდება. სხვა მწარმოებლებს შეუერთდა კომპანია Acer-იც, რომელმაც წარმოადგინა მოწყობილობა Iconia Tab A510. ის აღჭურვილია 10.1-დუიმიანი სენსორული ეკრანით, 1280 х 800 პიქსელ გაფართოებით, 85 გრადუსიანი ხედვის კუთხით და ერთდროულად ათი შეხების აღქმის შესაძლებლობით. აღნიშნული პროცესორი მუშაობს 1 გბ ოპერატიულ და 32 გბ მყარ მეხსიერებასთან კომბინაციაში. microHDMI პორტის გარდა, პროდუქტს აგრეთვე გააჩნია D-Sub (VGA) გადამყვანიც. გარდა ამისა, აპლიკაცია Acer Print გვთავაზობს უკაბელო კავშირს - ბაზარზე არსებულ პრინტერთა მოდელების 87%-თან, Polaris Office 3.5 პაკეტი იძლევა Microsoft Office დოკუმენტებთან მუშაობის საშუალებას, ხოლო ოპერაციულ სისტემად გამოყენებულია Google Android 4.0. მონაცემების გაცვლისა და დატენვის მიზნით, კომპლექტაციაში შესულია microUSB 2.0 გასასვლელიც. მყარი დისკის ტევადობის გაზრდა კი ხდება 32 გბ-მდე ზომის microSD-ბარათებით. ვიდეოს ჩვენების რეჟიმში, ქარხნული ელემენტი უზრუნველყოფს 12 სთ-ის განმავლობაში ნაწარმის უწყვეტ მოხმარებას. პლანშეტს ასევე ერგო Wi-Fi 802.11 a/b/g/n და Bluetooth 2.1 + EDR ადაპტერებიც. ფრონტალური კამერის გაფართოება არის ერთი, ხოლო უკანა მხარეს განთავსებულისა - ხუთი მეგაპიქსელი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩაწერა და ამავდროულად სურათების გადაღება. გათვალისწინებულია ავტოფოკუსის ფუნქციაც. 259 х 175 х 10,9 მმ ზომებით, მისი წონა შეადგენს 680 გ-ს. ყველაზე სასიამოვნო თავისებურება კი, გახლავთ ღირებულება: აშშ-სა და კანადაში ის ხელმისაწვდომი იქნება 450$-ად. Overclockers.ru
  21. სოსო დიდი მადლობა, მაგრამ რატომ წუხდებოდი ?! აქვე ვამატებ მცირე ცნობას: წყაროს ინფორმაციით, Intel X79 Express ჩიპსეტებისა და Sandy Bridge-E პროცესორების მფლობელები ჯერჯერობით ვერ შეძლებენ ამ ბარათის გამოყენებას PCI Express 3.0 x16 რეჟიმში, რადგან ის გათიშული იქნება დრაივერების მიმდინარე ვერსიაში. NVIDIA-ს საიტზე კი, პროდუქტის დახასიათებაში ვკითხულობთ შემდეგს: 'GeForce GTX 680-ს გააჩნია PCI Express 3.0-ის მხარდაჭერა. Intel X79/SNB-E PCI Express 2.0 პლატფორმა ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ 5GT/s (PCIE 2.0) სალტის სიჩქარეებამდე, თუმცა სისტემური დაფების გარკვეულმა მწარმოებლებმა თავიანთ ნაწარმებზე ჩართეს 8 GT/s-იც'. იგივე რესურსი ასევე აღნიშნავს, რომ ეს შეზღუდვა შეტანილ იქნა უკანასკნელ მომენტში. იმ დრაივერებში, რომლებიც გამოჩნდნენ ბარათის ოფიციალურ რელიზამდე, მათ შორის ისინიც, რომლებიც გაეგზავნათ მიმომხილველებს GTX 680-ის სატესტო ნიმუშებთან ერთად, გათვალისწინებულია PCI Express 3.0 ინტერფეისი - X79/SNB-E-ის ზოგიერთ სისტემაზე. მათ აგრეთვე მიმართეს NVIDIA-ს და მიიღეს ამომწურავი კომენტარი, რომლის მთავარი აზრიც მდგომარეობს იმაში, რომ X79/SNB-E-ისთვის, PCI Express 3.0-ის მხარდაჭერა არ წარმოადგენს 'მშობლიურს', ასე, რომ ჯერჯერობით ადგილზეა მხოლოდ PCI Express 2.0. ამასთან ერთად, კომპანიაში მუშაობენ X79/SNB-E-ის თავსებადობაზე - გაზრდილ სიჩქარეებთან. ხოლო იმ პლატფორმებზე, რომლებიც თავიდავე ითვალისწინებენ PCI Express 3.0-ს (როგორც Ivy Bridge), ბარათები მაქსიმალური სისწრაფით მუშაობას უკვე დრაივერების მიმდინარე ვერსიით.
  22. კომპანია I-O Data-ის ასორტიმენტს შეემატა კიდევ სამი მონიტორი: LCD-MF234XPBR, LCD-MF234XBR და LCD-MF224XBR, რომლებიც თებერვლის თვეში გამოშვებულ მოდელ LCD-MF234XPGBR-ის მსგავსნი არიან, თუმცა მისგან განსხვავდებიან მქრქალი ანტიამრეკლავი ეკრანებით. გარდა ამისა, ყველა მათგანს გააჩნია HDMI (ორი ცალი), DVI და D-Sub და აგრეთვე 3 ვ სიმძლავრის, ინტეგრირებული სტერეოფონური სპიკერები. მათი მახასიათებლები შემდეგნაირია: LCD-MF234XPBR დიაგონალის სიგრძე - 23 დუიმი; გაფართოება - 1920 x 1080 პიქსელი. პანელის ტიპი - IPS; რეაგირების დრო - 8 მ/წმ; სტატიკური კონტრასტულობა - 1000:1, დინამიური - 80 000:1; მაქსიმალური სიკაშკაშის დონე - 250 კდ/მ2 ხედვის კუთხეები - 178° ორივე სიბრტყეში; ზომები - 546 x 174 x 409 მმ; ღირებულება - ~260 $ LCD-MF234XBR დიაგონალის სიგრძე - 23 დუიმი; გაფართოება - 1920 x 1080 პიქსელი. პანელის ტიპი - TN; რეაგირების დრო - 2 მ/წმ; სტატიკური კონტრასტულობა - 1000:1, დინამიური - 80 000:1; მაქსიმალური სიკაშკაშის დონე - 250 კდ/მ2 ხედვის კუთხეები - 170° და 160°; ზომები - 546 x 174 x 409 მმ; ღირებულება - ~235 $ LCD-MF224XBR დიაგონალის სიგრძე - 21,5 დუიმი; გაფართოება - 1920 x 1080 პიქსელი. პანელის ტიპი - TN; რეაგირების დრო - 2 მ/წმ; სტატიკური კონტრასტულობა - 1000:1, დინამიური - 80 000:1; მაქსიმალური სიკაშკაშის დონე - 250 კდ/მ2 ხედვის კუთხეები - 170° და 160°; ზომები - 511 x 164 x 371 მმ; ღირებულება - ~210 $ IXBT
  23. ჩეხურ ბლოგ OBR-Hardware-მა, Ivy Bridge პროცესორების გამოსვლა დაახასიათა როგორც 'ისტორიაში ყველაზე სახალისო'. ასეთი განსაზღვრება გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მიუხედავად ამ პროდუქტების ინფორმაციის პუბლიკაციის აკრძალვისა (რომელიც ძალაში იქნება აპრილის ბოლომდე), ქსელში მაინც უხვად ვრცელდება 'წინასწარი' მიმოხილვები და თვითონ CPU-ები უკვე ხელმისაწვდომნი არიან როგორც მოსკოვში, ასევე ჩინეთშიც. უფრო მეტიც, ზოგიერთმა ენთუზიასტმა უკვე მოასწრო მათი აჩქარების პოტენციალის შესწავლა. როგორც ჩანს, Intel-ის ინჟინრებმა გარკვეული ცვლილებები შეიტანეს ახალი ნაწარმების მეხსიერების კონტროლერში, რაც უდავოდ ესიამოვნებათ ოვერქლოქინგის მოყვარულებს. ფორუმ HWBot.org-ის ერთ-ერთმა წევრმა, მეტსახელად sin0822-მა, მოახერხა RAM-ის სიხშირის გაზრდა 1501.5 მჰზ-მდე (DDR3-3003) - სისტემურ დაფა Gigabyte Z77X-UD5H-ზე DIMM-ის ოთხივე სლოტის გამოყენებით: CPU-Z-ის მიხედვით, პროცესორის სიხშირე შეადგენს 1638 მჰზ-ს (კვების ძაბვა 0.888 ვ), ხოლო სისტემის სალტის მახასიათებელი აყვანილ იქნა 102.37 მჰზ-მდე. G.Skill მეხსიერების მოდულები გათვლილნი არიან DDR3-2666 რეჟიმზე სამუშაოდ, მათი ტაიმინგები კი დაყენებული იყო 11-13-13-36-ზე. გარდა ამისა, ენთუზიასტმა აგრეთვე გამოიყენა გამყოფი 29.33, რომელიც Sandy Bridge-ებისთვის მიუწვდომელია. სწორედ მისი საშუალებით მოხერხდა ასეთი ზღვარის მიღწევა. sin0822-ის თქმით, DIMM-სლოტების უფრო ნაკლები რაოდენობის უტილიზებით, შესაძლებელია კიდევ უფრო მაღალი ნიშნულების დაპყრობა. გამორიცხული არ არის, რომ მოკლე დროში Intel-ის CPU-ები გააუმჯობესებენ AMD Llano პლატფორმის რეკორდებს. Overclockers.ru
  24. კომპანია NVIDIA-მ სულ ახლახანს წარმოადგინა Kepler არქიტექტურაზე დაფუძნებული თავისი პირველი ვიდეობარათი, რომელიც მწარმოებლის თქმით, არის ყველაზე სწრაფი ერთპროცესორიანი გადაწყვეტილება ბაზარზე. როგორც უკვე იცით, მას საფუძვლად უდევს GPU GK104 და დამზადებულია 28 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით. 294 მმ2 ფართობის მქონე კრისტალზე სპეციალისტებმა განათავსეს 3,54 მლრდ ტრანზისტორი, რაც წინა თაობის ფლაგმან მოდელზე ოდნავ მეტია. GK104-ის თავისებურებაში შედის ნაკადური პროცესორების მასივის მქონე უნიფიცირებული არქიტექტურა და DirectX 11-ის მხარდაჭერა, Shader Model 5.0-ის ჩათვლით. გარდა ამისა, ის აგრეთვე აღჭურვილია 256-ბიტიანი GDDR5 ინტერფეისით. ტექსტურული და რასტერული სამუშაოების ბლოკების რაოდენობა კი შეადგენს 128 და 4-ს შესაბამისად. ბირთვის ბაზური სიხშირე გახლავთ 1006 მჰზ, მაგრამ ის შესაძლებელია ავტომატურად გაზრდილ იქნას 1058 მჰზ-მდე, მეხსიერების - 1502 მჰზ (6008 მჰზ ეფექტური), ხოლო მეხსიერება კი წარმოდგენილია 2 გბ-ს სახით. ბარათი აღჭურვილია ორი Dual Link DVI-ით, ასევე HDMI, DisplayPort გასასვლელით (შესაძლებელია ერთდროულად ოთხი მონიტორის დაკავშირება) და წყვილი SLI-ით. ადგილზეა PCI Express 3.0-ის მხარდაჭერაც. ახალი GPU-ს პროექტირებისას, დიდი ყურადღება დაეთმო მის ენერგო-ეფექტურობის გაზრდას და გასაკვირი არ არის, რომ ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 195 ვ-ია. დამატებითი კვების მიწოდება ხორციელდება ორი 6-პინიანი პორტის მეშვეობით. გაგრილების სისტემის ზომები კი იმგვარია, რომ კომპიუტერის კორპუსში პროდუქტი იკავებს გაფართოების ორ სლოტს. როგორც მოსალოდნელი იყო, რეკომენდებული ღირებულება 499 $-ია. IXBT P.S. ჯერჯერობით მხოლოდ ამ მცირე ინფორმაციით შემოვიფარგლოთ. შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, რა თქმა უნდა, შემოგთავაზებთ ვრცელ მიმოხილვასაც.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.