Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. Ivy Bridge პროცესორების ოფიციალურ გამოსვლასთან დაკავშირებით, Intel განაგრძობს მოძველებული მოდელების წარმოებიდან ამოღებას. ამჯერად, საუბარია ექვს ცალ მობილურ გადაწყვეტილებაზე: Celeron P4600 (2,0 გჰზ), Core i3-370M (2,4 გჰზ), Core i3-390M (2,6 გჰზ), Pentium P6100 (2,0 გჰზ), Pentium P6200 (2,13 გჰზ) და Pentium P6300 (2,2 გჰზ). შეკვეთების მიღება ყველა მათგანზე ძალაში იქნება 16 ოქტომბრამდე, ხოლო ბოლო მიწოდება განხორციელდება ზუსტად ნახევარი წლის განმავლობაში, ანუ 16 აპრილამდე. IXBT
  2. Palit-მა ოფიციალურად გამოუშვა 4 გბ ვიდეომეხსიერებით აღჭურვილი GeForce GTX 680. ის გახდა JetStream სერიის მეორე წარმომადგენელი, რომელმაც მიიღო ეს სახელწოდება გაუმჯობესებული აეროდინამიკის მქონე, სამი ფენისგან შემდგარი ქულერის გამო. GDDR5-ის ამგვარი მოცულობა სავსებით შეესაბამება ფლაგმანი მოდელის წოდებას, თუმცა მისი და GPU-ს სიხშირე შემცირებულ იქნა სტანდარტულ ნიშნულებამდე. კვების სისტემა დამზადებულია '6+2' ფაზის მიხედვით, ხოლო ბეჭდური დაფის დიზაინი უმნიშვნელოდ შეიცვალა, კერძოდ კი, მეხსიერების მიკროსქემები განლაგებულია პროდუქტის მეორე მხარეზეც. უკვე Palit-იც სთავაზობს თავის ბარათების მფლობელებს აჩქარებისთვის განკუთვნილ საფირმო გადაწყვეტილება ThunderMaster-ს. რეკომენდებული ღირებულება 640$-ია. IXBT
  3. მაისის თვეში, წესით უნდა შედგეს ვიდეობარათ MSI R7870 Hawk-ის რელიზი, რომელიც ძირითადად გათვლილია აჩქარების ენთუზიასტებზე, თუმცა გულგრილს არც სხვა მომხმარებელს დატოვებს. ის დამზადებულია ჩიპ Pitcairn XT-ის ბაზაზე (1280 შეიდერი, 256-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი) და გამოირჩევა ალტერნატიული კვების სისტემის შემადგენლობით, მასიური Twin Frozr IV ქულერით, გრაფიკული პროცესორის კვების სტაბილიზაციის მოდულ GPU Reactor-ით და გაზრდილი ქარხნული სიხშირეებით. MSI-ს ინჟინრებმა გაითვალისწინეს სპეციალური გამაძლიერებელი ფირფიტაც, რომელიც აბრკოლებს ბეჭდური დაფის გაღუნვას და უზრუნველყოფს პროდუქტის უკანა ზედაპირის გაგრილებას. გარდა ამისა, ადგილზეა ორი ცალი 6-პინიანი, ერთი CrossFire და ოთხი გასასვლელი მონიტორის ან LCD-ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულების გამოტანისთვის - DVI, HDMI, 2x Mini DisplayPort. ორსლოტიანი ქულერი, თავის მხრივ, შედგება წყვილ 80 მმ-იან ფენისგან, სპილენძის ხუთ ნიკელირებულ სითბური მილაკისგან (ორი 8, სამი 6 მმ-იანი) და ალუმინის ფირფიტების მასივისგან. როგორც ჩანს, ხელმისაწვდომი იქნება ძაბვის საზომი კონტაქტები - Hawk სერიის სხვა დაფების მსგავსად. ბარათის ბირთვი აჩქარებული იქნება დაახლოებით 1050-1100 მჰზ ნიშნულამდე. TechPowerUP!, Overclockers.ua
  4. ფლაგმან სმარტფონ Samsung Galaxy S III-ის ოფიციალურ ანონსის მოახლოებასთან ერთად, რომელიც 3 მაისისთვის არის დაგეგმილი, ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ის გერმანულმა ვერსიამ განაცხადა მასზე შეკვეთების მიღების შესახებ. მოწყობილობის ღირებულება შეადგენს 599 ევროს, ამასთან, ადგილზე მიტანა სრულიად უფასოა. საქონლის აღწერილობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, Super AMOLED ტექნოლოგიაზე დაყრდნობით დამზადებული ეკრანის დიაგონალის ზომა 4,7 დუიმია, ხოლო ძირითადი კამერის გაფართოება კი - 12 მპ. გარდა ამისა, ის აგრეთვე აღჭურვილია 16 გბ ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერებით და 32 გბ-მდე მოცულობის microSD-ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტით. რაც შეეხება ოპერაციულ სისტემას, მის როლს ასრულებს Android 4.0 Ice Cream Sandwich. კომპლექტში შესული იქნება ელემენტი, დამუხტვისთვის და კომპიუტერთან დაკავშირებისთვის განკუთვნილი კაბელები და გარნიტურა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებენ მყიდველები აღნიშნული პროდუქტის მიღებას. IXBT
  5. ინფორმაციულ წყაროს ცნობით, ევროპაში დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება ვიდეობარათ KFA2 GeForce GTX 680 Hall of Fame (HOF)-ზე. კერძოდ კი, ის ხელმისაწვდომია ბრიტანულ საიტ Overclockers-ზე 530 ფუნტ-სტერლინგის ღირებულებით, რაც დაახლოებით 855$-ის ეკვივალენტია. ნაწარმი შესრულებულია ორიგინალურ, თეთრი ფერის ბეჭდურ დაფაზე და აღჭურვილია საფირმო გაგრილების სისტემით. კონფიგურაციაში შესულია ტაქტურ 1502 მჰზ-ზე მომუშავე (6008 ეფექტური) 2 გბ ვიდეომეხსიერება, 256-ბიტიანი ინტერფეისი, რეფერენსულ მოდელთან შედარებით, GPU-ს აჩქარებული (1202 მჰზ) სიხშირით, რომელიც ავტომატურად იზრდება 1267-მდე. ასეთ მაჩვენებლებზე სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს Galaxy GX31 კონტროლერზე დაფუძნებული, მრავალფაზიანი (8 + 2 + 2) კვების ქვესისტემა - Rectifier DirectFET ტრანზისტორებისა და ტანტალის კონდენსატორებით. ქულერის კონსტრუქცია მოიცავს 90 მმ-იან ფენების ტრიოს, დიდი ზომის ალუმინის რადიატორს და რამდენიმე სითბურ მილაკს. GeForce GTX 680-სთვის, ცოტა არატიპიურია გასასვლელების ნაკრები: ერთი DisplayPort და სამი mini-HDMI. მიწოდებების დაწყების თარიღი 11 მაისია. IXBT, TechPowerUP!
  6. AMD-მ განაცხადა მეორე თაობის A (Trinity), E და C სერიის (Brazos 2.0) პროცესორების ODM-პარტნიორებისთვის მიწოდებების დაწყების შესახებ. ისინი გამოშვებულ იქნებიან FM2 (uPGA) - დესქტოპ კომპიუტერებისთვის და FS1r2 (uPGA]/ FP2 (BGA) შესრულებით - ნოუთბუქებისთვის. კომპანიის უფროს PR-მენეჯერ ფილ ჰიუზის (Phil Hughes) აზრით, ახალი APU-ები პრაქტიკულად ყველა ასპექტში სჯობიან თავიანთ წინამორბედებს, ხოლო წარმადობის დონე თითოეულ ვატზე გაიზარდა ორჯერ. IXBT
  7. ვიდეობარათების მწარმოებლები, საკუთარ პროდუქტების მიმართ ყურადღების მიპყრობის მიზნით, არცთუ იშვიათად ამზადებენ უცნაურ და ზოგჯერ უსარგებლო მოდელებს. ამჯერად, ინტერესის ცენტრში მოხვდა გრაფიკულ პროცესორ GK104-ის მქონე GeForce GTX 680, რომელიც აღჭურვილია გაგრილების სისტემა WindForce 5X-ით - Gigabyte-ის შესრულებით. ქულერი იკავებს გაფართოების სამ სლოტს და მოიცავს ბეჭდური დაფის პარალელურად განთავსებულ, ხუთ ცალ 40 მმ-იან ფენს. კონსტრუქცია დახურულია ალუმინის საფარველით და გარდა ყველაფრისა, ეტალონურ ვერსიასთან შედარებით, ის უფრო გრძელი და ფართოა. ინჟინერული აზრის ეს საოცრება ატარებს სახელწოდება GeForce GTX 680 SuperOverclock-ს, რომელიც ერთგვარად გვარწმუნებს სერიოზული 'ქარხნული აჩქარების' არსებობისა და ხელმეორედ დამუშავებულ PCB-ს შესახებ. როგორც მოსალოდნელია, ოფიციალურად მისი რელიზი უახლოეს ხანში შედგება. Overclockers.ua
  8. კომპანია MSI-მ წარმოადგინა გაძლიერებული კვების ქვესისტემის მქონე, ერთდროულად სამი ვიდეობარათი - R7850 Power Edition 2GD5/OC (Radeon HD 7850), R7770 Power Edition 1GD5/OC (Radeon HD 7770) და R7750 Power Edition 1GD5/OC (Radeon HD 7750). Pitcairn Pro გრაფიკულ ბირთვზე დაფუძნებული უფროსი მოდელი აღჭურვილია Twin Frozr IV ქულერით, სპილენძის სამი სითბური მილაკით და წყვილ 80 მმ-იან ფენით. გარდა ამისა, მას გააჩნია GCN არქიტექტურის 1024 ნაკადური პროცესორი, 256-ბიტიანი ინტერფეისი, 2 გბ მეხსიერება, ხოლო ქარხნული სიხშირე გახლავთ 950/4800 მჰზ (860/4800 მჰზ - ჩვეულებრივი ვერსიისთვის). GPU დამზადებულია 6-არხიან სქემის მიხედვით, ხოლ ვიდეოგასასვლელების მხრივ, წარმოდგენილია DVI, HDMI და ორი Mini DisplayPort. MSI R7770 Power Edition OC საკმაოდ უჩვეულოა: მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთ, ასევე ორი 'პროპელერით'. საჭიროებისდა მიხედვით, უკანა პანელთან ახლოს განთავსებული იხსნება და მის ადგილს იკავებს უკვე დარჩენილი. ბარათი აჩქარებულია 1100/4500 მჰზ-მდე, მოიცავს 640 შეიდერს, 128-ბიტიან სალტეს და 1 გბ GDDR5-ს. პორტების ტრიოს ქმნის Dual-Link DVI, HDMI და DisplayPort. მოდელ MSI R7750 Power Edition OC-ში კონცეპცია TransThermal რეალიზებულია სხვაგვარად: ცისფერ კორპუსში ფენი თავსდება ძირითადის ზემოდან და ამგვარად, ქმნის მაღალი ინტენსივობის მქონე ჰაერის ნაკადს. მართალია, ამისთვის საჭირო გახდება სამი სლოტ სივრცის თავისუფალი ადგილის დათმობა. ის ფუნქციონირებს 900/4500 მჰზ-ზე და საკუთარ არსენალში გააჩნია 512 სტრიმ-პროცესორი, 128-ბიტიანი ინტერფეისი და 1 გბ მეხსიერება. Overclockers.ua
  9. კომპანია ASUS-მა ოფიციალურად წარმოადგინა NVIDIA GeForce GTX 680-ის ალტერნატიული ვერსია - ხელმეორედ დამუშავებულო დიზაინითა და საფირმო ქულერ DirectCU II-ით. ძაბვის რეგულატორის მოდული დამზადებულია 10-ფაზიანი სქემის მიხედვით და მისი მართვა ხორციელდება DIGI+ ციფრული კონტროლერის მეშვეობით. მწარმოებელი გვთავაზობს ვიდეობარათის ორ მოდიფიკაციას: 'OC' - ეს გახლავთ შედარებით მოკრძალებული ეგზემპლიარი, რომლის GPU-ც მუშაობს ბაზურ 1019 მჰზ სიხშირეზე (1084 მჰზ - Turbo რეჟიმში), ხოლო დასახელებაში სუფიქსი 'TOP' მეტყველებს 1137@1201 მჰზ-მდე აჩქარებულ ვერსიაზე. 2 გბ მოცულობის მეხსიერების ეს მაჩვენებელი კი შეადგენს 6008 მჰზ-ს (ორივე მოდელისთვის). პროდუქტი თავის დანიშნულებას ამჟღავნებს არამხოლოდ 'გამძლე' კვების ქვესისტემითა და ძაბვის საზომი წერტილებით. კერძოდ, ის აგრეთვე დაკოპლექტებულია უტილიტა GPU Tweak-ით, რომელიც იძლევა გრაფიკული ბირთვის ყველა ძირითადი პარამეტრის დეტალურად მომართვის, ვოლტაჟისა და ფენების ბრუნვის კონტროლის საშუალებას. გარდა ამისა, შესაძლებელია VGA Hotwire მოდულის დაკავშირებაც, რომელიც მომხმარებლებს გზას უხსნის კიდევ უფრო 'advanced' ოპციებისკენ. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ბარათის ღირებულებასა და გაყიდვის დაწყების თარიღებზე. Overclockers.ru
  10. Ivy Bridge არქიტექტურის მქონე პროცესორების პირველი ნაკადის გამოსვლასთან დაკავშირებით, კომპანია G.Skill-მა მოამზადა Trident X ხაზის ოპერატიული მეხსიერების კომპლექტები. პროდუქტებს გააჩნიათ Intel XMP 1.3 პროფილების მხარდაჭერა და ოპტიმიზირებულნი არიან მეშვიდე სერიის ჩიპსეტებისთვის. ბეჭდური დაფა აღჭურვილია შავი რადიატორით, რომელზეც დამატებით თავსდება შედარებით მცირე ზომის, მხოლოდ წითელი ფერის ეს დეტალი. მათ შორის შესაძლებელია ცარიელი სივრცის შემჩნევა, რომელიც როგორც ჩანს, განკუთვნილია სითბური მილაკისთვის. ქვედა ფოტოსურათზე გამოსახულია PC3-19200 მოდულები, რომლებიც მუშაობენ 2400 მჰზ სიხშირეზე, 10-12-12-31T ტაიმინგებით და 1,65 ვ ძაბვაზე. გარდა ამ ნაკრებისა, ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ვარიანტებიც: G.Skill F3-2400C10D-8GTX (2x 4 გბ): 13500 იენი (166$); G.Skill F3-2400C10Q-16GTX (4x 4 გბ): 27000 იენი (331$); G.Skill F3-2400C10D-16GTX (2x 8 გბ): 27000 იენი (331$); G.Skill F3-2400C10D-32GTX (4x 8 გბ): 52500 იენი (644$). Sandy Bridge-ის გადაწყვეტილებებთან თავსებადობას სრულად ვერ გვპირდებიან, რადგან ისინი, როგორც იცით, არ ითვალისწინებენ ზემოაღნიშნულ პროფილებს. რასაკვირველია, ახალ ნაწარმებზე მოქმედებს მწარმოებლის 'სამუდამო' გარანტიაც. OC Memory, IXBT
  11. Asus-ის ინჟინრები მუშაობენ არამხოლოდ ახალ პროდუქტებზე, არამედ აუმჯობესებენ უკვე გამოსულებსაც. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მაინცდამაინც კმაყოფილნი არ დარჩნენ Asus HD7870-DC2T-2GD5 (Radeon HD 7870)-ზე განთავსებულ DirectCU II-ის გაგრილების სისტემით, მათ შეიმუშავეს მისი კიდევ უფრო ეფექტური ვერსია, რომლითაც აღჭურვილი იქნება ვიდეობარათი Asus Radeon HD 7870 DirectCU II V2. DirectCU II V2 ქვევით გაუმჯობესებული ვერსია კვლავინდებურად მოიცავს ორ ცალ 80 მმ-იან ფენს და დეკორატირულ პლასტიკის საფარველს, ხოლო რადიატორი მნიშვნელოვნად დაიხვეწა, ის თითქმის მთლიანად ფარავს ბეჭდურ დაფას და სიმაღლეში მას ესაჭიროება ორი სლოტი. სპილენძის სითბური მილაკების სისქე გაიზარდა და ამჯერად, მათი რაოდენობა სამია - წყვილი S და ერთიც U-ფორმისებური. უფრო დიდი ზომის გახდა 'გაფანტვის' ფართობიც. DirectCU II V2 ზევით ჰითპაიპები მნიშვნელოვნად სცდებიან ქულერს, რამაც შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ზოგიერთ Mini-Tower და Mini-ITX კორპუსის მფლობელს, თუმცა Asus Radeon HD 7870 DirectCU II-ის პოტენციურ მყიდველთათვის, ასეთები ნაკლებად მოიძებნებიან. DirectCU II V2 ზევით ფოტოსურათები განთავდა ფინურ 'ჰარდვეარ' საიტ Muropaketti-ზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ვიდეობარათის საცდელი ნიმუშები უკვე იმყოფებიან სხვადასხვა ტესტურ ლაბორატორიებში. ოფიციალური ინფორმაცია DirectCU II-ს ახალი ვერსიის შესახებ, ჯერჯერობით არ გავრცელებულა. Overclockers.ua
  12. ჩინელმა მომწოდებლებმა უკვე დაიწყეს Intel Core i7-3770K პროცესორების პირველი პარტიების მიღება და ბოქს-ვერსიების ფოტოსურათების გავრცელება დიდხანს აღარ გადადეს. გარდა ამისა, ეს პროდუქტი უკვე გამოჩნდა ონლაინ-მაღაზია Taobao-ზეც. ყუთის დიზაინი მეორე თაობის Core-გადაწყვეტილებებთან შედარებით, არ შეცვლილა, ისევე, როგორც ცენტრში განთავსებული კრისტალის გამოსახულებაც. ახალი CPU-ების გარჩევა შესაძლებელია მოდელის ნომრითა და LGA 1155 სოკეტით აღნიშნული ეტიკეტით, ქვედა დაბლითა კუთხეში. ხოლო TDP-ს მაჩვენებელი 77-ის მაგივრად, შეადგენს 95 ვ-ს, ანუ იმდენს, რამდენსაც Core i7-2700K. Core i7-3770K-ის ტაქტური სიხშირე გახლავთ 3,5 გჰზ (ტურბო-რეჟიმში 3,9 გჰზ-მდე აჩქარებით), კეშ-მეხსიერება - 8 მბ და GPU - Intel HD 4000, რომელიც მუშაობს 650-დან 1150 მჰზ-მდე. მოსალოდნელია, რომ Ivy Bridge არქიტექტურის მქონე ნაწარმების პირველი ტალღა, აღნიშნულ პროცესორთან ერთად, წარმოდგენილი იქნება 23 აპრილს. IXBT, NordicHardware ------------------------------------------------------------------------ როგორც აქამდე ვარაუდობდნენ, Chief River პლატფორმის და 'მეშვიდე სერიის' ჩიპსეტების რელიზი, რომელიც გულისხმობს Ivy Bridge თაობის მობილურ გადაწყვეტილებებს, დაგეგმილი იყო 3 ივნისისთვის, თუმცა კომპანია Lenovo-ს მიერ გავრცელებულ დოკუმენტის თანახმად, ამ თარიღად აღნიშნულია ამავე თვის 5 რიცხვი. Overclockers.ru
  13. ვებ-გვერდ NordicHardware-ზე მოულოდნელად გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც ეხება მოსალოდნელი Ivy Bridge პროცესორების აჩქარების პოტენციალს - ჰაერის გაგრილების გამოყენებით. ცნობილია, Sandy Bridge თაობის მოდელებს უნარი აქვთ სტაბილურად მუშაობისა 5 გჰზ-მდე და როგორც ახლა ირკვევა, ახალ გადაწყვეტილებებს არ შეუძლიათ ასეთ მაღალ სიხშირეებზე მუშაობა, ხურდებიან 90O-მდე და შედიან ტროტლინგის რეჟიმში. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Intel-მა გაზარდა Core i7-3770K-ს TDP 95 ვ-მდე (ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი იქნებოდა 77 ვ-ს ტოლი). როგორც ეს ჩეხური ბლოგი აზუსტებს, 22 ნმ წარმოებასთან და 'სამგანზომილებიან' ტრანზისტორებთან არსებულ პრობლემების გამო, რომელიც შესაძლოა გადაჭრილ იქნას ტექ-პროცესის დახვეწასთან და ახალ სტეპინგზე გადასვლასთან ერთად, Ivy Bridge-ები ფუნქციონირებენ უფრო მაღალ ძაბვაზე, ვიდრე მათი წინამორბედები. overclockers.ru
  14. გუშინ, კომპანია Western Digital-მა წარმოადგინა Velociraptor სერიის მყარი დისკების განახლებული მოდელები - 250, 500 და 1 ტბ ვერსიების სახით. მან მოახერხა ტევადობების გაზრდა სერიის ძირითად თავისებურებების შენარჩუნებით: შპინდელი კვლავინდებურად ასრულებს 10 000 ბრ/წთ-ში, კეშ-მეხსიერების ზომა 64 მბ-ია, ხოლო კორპუსი შესრულებულია 2.5-დუიმ ტიპ-ზომის კორპუსში. რელიეფური კონსტრუქციის მასიური მეტალის ჩარჩო უზრუნველყოფს საუკეთესო გაგრილებას და იძლევა პროდუქტის განთავსების საშუალებას - 3.5-იან მოწყობილობებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში. გარდა ამისა, ასევე უნდა აღინიშნოს ტექნოლოგია Rotary Acceleration Feed Forward (RAFF), რომლის საშუალებითაც უმჯობესდება ვიბრაციისადმი გამძლეობის დონე და NoTouch - მისი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მაგნიტური თავაკი არცერთ გარემოებაში არ ეხება მყარი დისკის ზედაპირს, რაც ამცირებს ამ პროდუქტების ცვეთას და ზრდის მონაცემთა საიმედოობას ტრანსპორტირების დროს. აქტიურ მდგომარეობაში, მყარი დისკების ენერგომოხმარება შეადგენს 5,1, მომლოდინე რეჟიმში - 4,2 ვ-ს. ხოლო, 'ძილის' დროს, ეს მაჩვენებელი მცირდება 1,1 ვ-მდე. სიცოცხლისუნარიანობის საშუალო ხანგრძლივობად, მწარმოებელი ასახელებს 1,4 მლნ სთ-ს. ყველა HDD-ს გააჩნია SATA 6 გბიტ/წმ ინტერფეისის მხარდაჭერა და მონაცემთა გადაცემის უნარი - 200 მბ/წმ-ში. 250 გბ მოცულობის მოდიფიკაცია შეფასებულია 160-ად, 500-იანის - 210 და 1 ტბ-იანის - 320$-ად. თითოეულ მათგანზე მოქმედებს მწარმოებლის 5-წლიანი გარანტია. Overclockers.ru, IXBT
  15. AMD-მ გადაწყვიტა, რომ ოფიციალურად დაედასტურებინა ფაქტი Radeon HD 7000 სერიის ვიდეობარათების გაიაფების შესახებ. გარდა ამისა, ფლაგმანი Radeon HD 79xx მოდელების კომპლექტაციაში აგრეთვე შესული იქნება გასაღებები - Deus Ex: Human Revolution, Dirt: Showdown და Nexuiz თამაშების აქტივაციისთვის. Radeon HD 7970-ის ღირებულება პირდაპირ 70$-ით შემცირდა და შეადგენს 479$-ს, რაც შეესაბამება ადრე პროგნოზირებად მაჩვენებელს. Radeon HD 7950 ხელმისაწვდომი გახდა 399$-ად, ხოლო გრაფიკულ პროცესორ Cape Verde-თი აღჭურვილი Radeon HD 7770-ის ეს მაჩვენებელი დაეცა 139$-მდე (გაყიდვების დაწყების მომენტში - 159$-ის ნაცვლად). Radeon HD 78xx ხაზის პროდუქტებში ცვლილებები არ განხორციელებულა. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საცალო ბაზარი ვერ მოახერხებს მომენტალურად ამ ყველაფერზე რეაგირებას, რადგან მაღაზიებს ესაჭიროებათ გარკვეული დრო იმ გადაწყვეტილებების გასაყიდად, რომლებიც შეძენილ იყვნენ ძველი ფასებით. Overclockers.ru
  16. არ ვიცი, ქრომზე ჩვეულებრივად მუშაობს ჩემთან
  17. ფორუმ IDF-ის დროს, კომპანია Intel-მა თავის ახალ ინტეგრირებულ გრაფიკა HD Graphics 4000-ის დემონსტრაცია, რომელიც გამოჩნდება Ivy Bridge პროცესორებში და მომხმარებლებს შესთავაზებს მნიშვნელოვან ზრდას წარმადობაში - Sandy Bridge-ის HD Graphics 3000-თან შედარებით. Netbook News-მა მოახერხეს ვიდეორგოლის გადაღება. სამ განსხვავებულ ეკრანზე, Intel-ის მობილური 4-ბირთვიანი HD Graphics 4000-ით, ახდენდა ვიდეონაკადის კოდირებას, მაღალი გაფართოების ფილმის ჩვენებას და ნორმალური FPS-ით გაშვებული ჰქონდა თამაში Portal 2 (როგორც ჩანს, დაბალ ან საშუალო ხარისხის პარამეტრებზე). უნდა აღინიშნოს, რომ CPU-ს გამოყენების დონე იმყოფებოდა 29%-იან ნიშნულზე, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყველა ამ დავალების შესრულებისას, პირველ რიგში მუშაობდა გრაფიკა. Intel-ის შიდა ტესტირების მონაცემებით, ახალი პროცესორი Core i7-3770 (3,4 გჰზ) - უფრო მაღალტემპიან ამსწრაფებლის გამო, ArcSoft Media Expresso-ში 56%-ით გააუმჯობესებს Core i7-2600 (3,4 გჰზ)-ის შედეგს და 192%-ით - 3DMark Vantage-ში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს, მისი შედარება ხდებოდა უფრო ნელ, HD Graphics 2000-თან. 3DNews
  18. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კომპანია EVGA აპირებს NVIDIA GeForce 680 ვიდეობარათების ფართო ასორტიმენტის წარმოდგენას. მათ შორის ყველაზე საინტერესოდ გამოიყურება SuperClocked Signature სერია, რომელშიც შევიდა GK104 პროცესორზე დაფუძნებული ორი მოდელი. გუშინ კი, ოფიციალურად შედგა ერთ-ერთის დებიუტი. გაგრილების სისტემა, კონსტრუქციით ეტალონური ვერსიის მსგავსია. უკანა პანელზე გამოტანილია ორი DVI და თითო-თითო HDMI და DisplayPort. გარდა ამისა, პროდუქტი აღჭურვილია ძაბვის 5-ფაზიანი გადამყვანით და საჭიროებს დამატებით კვებას - 6 და 8-პინიანი გასასვლელების დაკავშირებით. გრაფიკული პროცესორის სიხშირე გაზრდილია 1084 მჰზ-მდე, ხოლო Turbo-რეჟიმში, შესაძლებელია ამ მაჩვენებლის აჩქარება - 1150 მჰზ-მდე. 2 გბ ვიდეომეხსიერება მუშაობს 6208 მჰზ-ზე, რაც 256-ბიტიან სალტის პირობებში, შეესაბამება 198.66 გბ/წმ გამტარიანობის დონეს. ვიდეობარათი არსებობს ორი სახესხვაობით: სტანდარტული ვერსია GeForce GTX 680 SC Signature (530$) და ბექპლეიტის მქონე, GeForce GTX 680 SC Signature+ (550$). Overclockers.ru
  19. პოტენციურ კლიენტების კიდევ უფრო მეტად დაინტერესების მიზნით, Intel-მა ბოლო მომენტში გააიაფა სადებიუტო 4-ბირთვიანები - თითოეულზე 5-8$-ით. ახალი ნიშნულები აქტუალურია 1000 ერთეულიდან დაწყებული პარტიებისთვის. მაგალითისთვის, ტოპ Core i7-3770K ხელმისაწვდომი იქნება 320-ის ნაცვლად 313$-ად, ხოლო სხვა, გახსნილი მამრავლის მქონე მოდელი Core i5-3570K ეღირება 212$ (220$-ის ნაცვლად), შედარებით მოკრძალებული Core i5-3450 კი - 174$ (182$) კიდევ ერთი კარგი ამბავი გახლავთ ის, რომ AMD-საც, თავის მხრივ, მოუწევს მცირე დათმობაზე წასვლა და შეამცირებს ფასებს FX/Zambezi CPU-ებზე. Fudzilla, VR-Zone, Overclockers.ua
  20. აქამდე მიიჩნეოდა, რომ DDR4 ტიპის მეხსიერების მხარდაჭერის მქონე პროცესორები გახდებოდნენ Haswell სერიის სერვერული გადაწყვეტილებები და მისი დანერგვის დაწყების შესახებ საუბარი 2014 წლამდე არ მოგვიწევდა. თუმცა, Samsung და SK Hynix-ს ეს ნიმუშები უკვე გააჩნიათ და მათ შეუძლიათ Intel-ისა და სტანდარტიზაციის ორგანოების სტიმულირება - ამ სპეციფიკაციების დასამტკიცებლად. შექმნილ სიტუაციაში, DDR3-დან DDR4-ზე გადასვლა შესაძლოა მოხდეს უფრო მოკლე დროში, ვიდრე ეს იყო DDR2-დან DDR3-ის დროს, რაც გრძელდებოდა 3 წლის განმავლობაში. JEDEC აპირებს მახასიათებლების გამოქვეყნებას - 2012-ის შუა პერიოდში. ამ მეხსიერებამ უნდა უზრუნველყოს შედარებით დიდი სისწრაფე - ენერგომოხმარების უფრო დაბალი დონით. მისი მაღალი ღირებულება კი, კომპენსირებულ იქნება დადებითი თავისებურებებით - ზემოაღნიშნული სეგმენტის მომხმარებლებისათვის. Overclockers.ru
  21. იაპონიაში მოკლე დროში უკვე მეორედ დამყარდა რეკორდი Heaven DirectX 11-ში — 3757,69 ქულის სახით. შემთხვევა დიდად გამორჩეული არ არის, თუმცა ის დაკავშირებულია გარკვეულ საინტერესო ფაქტებთან, რომელიც ცნობილი გახდა მისივე ავტორის Hideo-ს მიერ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს აზოტის ბენჩ-სესიისთვის განკუთვნილი, ორიგინალური ვიდეობარათი VTX3D Radeon HD 7970 X Edition (PowerColor HD 7970 V2-ის ანალოგი) - ნომინალური 1050/5700 მჰზ სიხშირეებით, ბირთვზე და მეხსიერებაზე შესაბამისად. რეფერენსულ მოდელების მსგავსად, დაფა აღჭურვილია გრაფიკული ჩიპის 6 კვების ფაზით, მოიცავს DirectFET კორპუსში განთავსებულ ტრანზისტორებს და Cooper Bussmann დროსელებს. ოვერქლოქერმა შეძლო GPU-სა და მეხსიერების ძაბვის გაზრდა 1,63 /1,895 ვ-მდე, რის შემდეგაც, თანდათან ააჩქარა პროდუქტი - 1747/7884 მჰზ-მდე. მიუხედავად ეფექტური გაგრილებისა (-145°C დატვირთულზე), ეტალონურმა Radeon HD 7970-მა მაინც ვერ გაუძლო ასეთ აგრესიულ ოვერქლოქინგს. მას დაეწვა VRM და Tahiti XT ბირთვის დიდი ნაწილი. სისტემა კი შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისგან: პროცესორი - Core i7-2600K @5048 მჰზ, მეხსიერება - 2x2 გბ DDR3 @2098 მჰზ CL7, სისტემური დაფა - Asus Maximus IV Extreme (P67) კვების ბლოკი - 1200 ვ Overclockers.ua
  22. PowerColor-მა წარმოადგინა AMD Southern Islands სერიის, ქარხნულად აჩქარებული ორი ახალი ვიდეობარათი PowerColor PCS+ HD 7970 Vortex II და PCS+ HD 7870 Vortex II. პირველი მათგანი ფუნქციონირებს 1100/5700 მჰზ სიხშირეებზე (925/5500 მჰზ რეკომენდებული), აღჭურვილია ალუმინის რადიატორით, ოთხ 8 მმ-იანი სპილენძის სითბური მილაკითა და ორი დიდი ზომის ფენით. გრაფიკული ჩიპი Tahiti XT, რომელიც დამზადებულია 28 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით, მოიცავს 2048 შეიდერს, 384-ბიტიან მეხსიერების სალტეს და უკავშირდება 3 გბ GDDR5 მეხსიერებას. ინტერფეისთა ნაკრებში კი შესულია: Dual-Link DVI-I, Single-Link DVI-D, HDMI და 2x Mini DisplayPort. PowerColor PCS+ HD 7870 Vortex II-ის ქულერი და ვიდეოგასასვლელების კომპლექტი წინა მოდელის იდენტურია და მუშაობს 1150/4900 მჰზ-ზე. მას საფუძვლად უდევს პროცესორი Pitcairn XT (1280 შეიდერული ბლოკი, 256-ბიტიანი ინტერფეისი), ხოლო GDDR5-ის ოდენობა შეადგენს 2 გბ-ს. როგორც ჩანს, ახალი პროდუქტების ღირებულება სტანდარტულ ვერსიებთან შედარებით, ცოტათი უფრო მაღალი იქნება. Overclockesr.ua, Overclockers.ru
  23. საიდუმლოს არავისთვის არ არის წარმოადგენს ის, რომ Ivy Bridge-ების ბოქს-ვერსიების მიწოდებები უკვე დაწყებულია, თუმცა ბევრი ენთუზიასტის აზრით, მათი აჩქარების დონე არ იქნება ისეთი მაღალი, როგორც Sandy Bridge-ზე. VR-Zone-ის ჩინური ვერსია აზუსტებს ამ პროდუქტების ანონსის სქემას. მაშ ასე, 23 აპრილს მოიხსნება აკრძალვა მიმოხილვების პუბლიკაციებზე და შესაბამისად, შედგება თვითონ რელიზიც. ხოლო 29-დან კი, მესამე თაობის Core i7 და Core i5 პროცესორების ოფიციალურად შეძენა უკვე შესაძლებელი გახდება მაღაზიებშიც. 3DNews
  24. როგორც ცნობილია, თვეზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ, შედგება 32 ნმ AMD Trinity ჰიბრიდულ პროცესორების რელიზი, რომლებიც შეცვლიან ამავე ტექ-პროცესზე დაფუძნებულ Llano-ებს. შეგახსნებთ, რომ ისინი აღჭურვილნი იქნებიან Piledriver ბირთვებით, უფრო სწრაფი VLIW4 არქიტექტურით (გამოიყენებოდა Radeon HD 6900-ში) და იმუშავებენ 3,8 გჰზ სიხშირემდე. ამის გამო, მნიშვნელოვნად გაიზრდება წარმადობა, რასაც აგრეთვე დაემატება მეხსიერებისა და კეშის კონტროლერის ოპტიმიზაცია (Bulldozer-ის სუსტი წერტილები). გარდა ამისა, CPU და GPU-პერფორმანსის დონე თამაშებში, Llano-სთან შედარებით, 1,5-ჯერ უკეთესია, რაც საკმაოდ კარგი შედეგია იგივე 32 ნმ-სთვის. ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს საწყისი დონის კომპიუტერებში დისკრეტული ვიდეობარათების კიდევ უფრო ნაკლებ საჭიროებას. საერთო ჯამში, კომპანიამ გააუმჯობესა კვების მართვა, რითაც ენერგო-მოხმარება არ მოიმატებს - მიუხედავად შედარებით მაღალი წარმადობისა და CPU/ GPU-ს მნიშვნელოვნად გაზრდილ ვიდეოქვესისტემისა და შიდა კავშირებისა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ AMD აპირებს ულტრათხელი ნოუთბუქებისთვის განკუთვნილ, 17 ვ-იანი Trinity-ს წარმოდგენასაც, რომელიც მიიღებს 4 ბირთვს და Llano-ს 35 ვ-იან მობილურ ჩიპების დონის არცთუ ისე ურიგო გრაფიკას. 3DNews
  25. პეკინში მიმდინარე IDF 2012 ღონისძიებაზე, კომპანია Intel შეეხო თემას Ivy Bridge-ების აჩქარების შესაძლებლობების შესახებ და ისაუბრა Sandy Bridge თაობის გადაწყვეტილებების დროიდან მათში განხორციელებულ სიახლეებზე და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტურაში ისინი გლობალურ სახეს არ ატარებენ, ეს ინოვაციები უფრო ევოლუციური ტიპისაა. პირველ რიგში, CPU-ების მაქსიმალური ხელმისაწვდომი მამრავლი გაზრდილ იქნა 63х (59x - Sandy Bridge-ში), ხოლო გრაფიკული ქვესისტემისთვის კი - 60x-მდე. გარკვეული ცვლილებები შეეხო DDR3 მეხსიერების კონტროლერსაც, რითაც პროცესორს უნარი ეძლევა მაღალი სიხშირის მქონე მოდულებთან მუშაობისა. სინქრონიზაციის ეტაპები უცვლელი დარჩა და CPU-ს ძირითად კომპონენტების ფუნქციონირება უშუალოდ დამოკიდებულია BLCK-ნიშნულზე. ამგვარად, ბაზური გენერატორის ოვერქლოქინგი შეზღუდულია 5-7%-ით (+5-7 მჰზ). ანალოგიური ლიმიტი იყო დაწესებული Sandy Bridge-სათვისაც. სპეციალური აპლიკაციების მეშვეობით, შესაძლებელი გახდება აჩქარება 'რეალურ დროში' - კომპიუტერის გადატვირთვის გარეშე. კერძოდ კი, ენთუზიასტები სურვილისამებრ შეცვლიან პროცესორის/ გრაფიკული ბირთვის მამრავლს, BLCK-სიხშირეს და ელექტროკვების ზოგიერთ პარამეტრს. თუმცა, თავისუფლება დამახასიათებელი იქნება მხოლოდ გახსნილი მამრავლის მქონე მოდელებისთვის, სახელწოდებაში 'K' სუფიქსით. ექსპერიმენტების ჩატარება 'უბრალო' ვერსიებზე შესაძლებელია მხოლოდ Turbo Boost ტექნოლოგიის გამოყენებით და ბაზური გენერატორის აჩქარებით (სამართლიანია მობილური გადაწყვეტილებებისთვისაც). Overclockers.ru, ComputerBase.de
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.