Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. რა მალე დაამთავრე, კარგად გიმუშავია .. +1
  2. კომპანია HIS გამოსაშვებად ამზადებს ორ ახალ Radeon HD 6850 ვიდეოკარტას, მისივე IceQ X გაგრილების სისტემებით. HIS Radeon HD 6850 IceQ X Turbo ვერსიის GPU სიხშირე გაზრდილი იქნება 820 მჰზ-მდე და აღჭურვილი იქნება 1 გბ GDDR5 მეხსიერებით, რომელიც, თავის მხრივ, აჩქარებულია 4400 მჰზ-მდე და გააჩნია 256-ბიტიანი ინტერფეისი. ჩვეულებრივი მოდელი კი იმუშავებს 775-სა და 4000 მჰზ-ებზე. HIS-ის ინფორმაციით, ახალი IceQ X, რომელიც შედგება 92 მმ-იანი ფენისა და ოთხი სითბური მილაკისაგან, რეფერენსულ ბარათთან შედარებით, უზრუნველყოფს 13O ცელსიუსით უკეთეს გაგრილებასა და 7 დბ-ით ნაკლებ ხმაურის დონეს. ახალი პროდუქტების არსენალში კვლავაც იპოვით ორ DVI, HDMI და DisplayPort გასასვლელებს. სამწუხაროდ, მწარმოებელი ჯერჯერობით არ აქვეყნებს ინფორმაციას ვიდეოკარტების ფასებისა და გამოსვლის თარიღის შესახებ. Fudzilla
  3. როგორც უკვე ვიცით, ახალ GTX 560 Ti ვიდეოკარტებს შესანიშნავი პოტენციალი ექნებათ ოვერქლოქინგში და ის, რომ შესაძლებელია, რომ ჩვენ ვნახოთ შთამბეჭდავი ქარხნული აჩქარების მქონე ბევრი მოდელი. მათგან ორის - Gigabyte GTX 560 Ti OC-ისა და GTX 560 Ti SO-ის GPU სიხშირეები, ინფორმაციული წყაროს დაყრდნობით, გაზრდილია 900 და 1000 მჰზ-მდე. აზიური retail/e-tail მაღაზიის საშუალებით, ჩვენ უკვე მოგვეპოვება პირველი დეტალები GTX 560 Ti ბარათებზე და გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, Gigabyte-ი გამოუშვებს ზემოაღნიშნულ ორ'OC'ვერსიის პროდუქტს, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან მისივე წარმოების Windforce 2X dual-fan ქულერებით. ორივე ვიდეოკარტა დაფუძნებულია Nvidia GF114 GPU-ზე, გააჩნია 384 CUDA ბირთვი, 1 გბ GDDR5 მეხსიერება - 256-ბიტიან ინტერფეისთან ერთად და DirectX 11-ს, OpenGL 4.1-ის, Nvidia SLI-ის, CUDA-ს, PhysX-ს, Pure Video-სა და 3D Vision-ის მხარდაჭერა. მათგან პირველი, GV-N560OC-1GI, მუშაობს 900, 1800 და 4000 მჰზ-ებზე, ხოლო მეორე - GV-N560SO-1GI - 1000, 2000 და 4580 მჰზ-ებზე. ორივე ნაწარმს აგრეთვე ექნება ორი DVI და მინი HDMI გასასვლელები და დასჭირდებათ ორი 6-პინიანი PCI-Express კვების კონექტორები. საიტზე მათი ფასი შეადგენს 1899,00-სა და 2099,00 იუანს, რაც დაახლოვებით 290 და 320 $-ის ეკვივალენტია. Fudzilla
  4. ძალიან საინტერესო მიმოხილვა ჩანს, მოგვიანებით გადავიკითხავ აუცილებლად .. მადლობა სოსო
  5. ეს გახლავთ ერთგვარი შემაჯამებელი მიმოხილვა, რომელიც დაეთმობა 2010 წლის მეორე ნახევარში გამოსულ მყარ დისკებს. ჩვენ ვისაუბრებთ Hitachi-ის, Samsung-ისა და Western Digital-ის წარმოების 15 მოდელზე. ბოლო პერიოდში, HDD-ების შესახებ რატომღაც აღარაფერი გვითქვამს, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ყველამ უკვე SDD-ებზე გადავინაცვლეთ. საქმე იმაშია, რომ 7200 RPM-ის მქონე 2-ტერაბაიტიანი პროდუქტების გამოშვების შემდეგ, მწარმოებლებმა ტექნოლოგიურ რბოლაში შესვენება აიღეს (მხედველობაში გვაქვს აისბერგის ხილვადი ნაწილი, რადგანაც R&D განყოფილებები არასდროს არ თვლემენ) და ამის ნაცვლად, გადაერთვნენ ფასების ომში. ბრძოლის შედეგი ყველაზე მეტად საინტერესოა ჩვენთვის, ანუ საბოლოო მომხმარებლებისათვის. მაქსიმალური ტევადობის მქონე მყარი დისკების ღირებულებები, რომელიც ყოველთვის სხვებზე უფრო მაღალია, შემცირდა, რითაც მომხმარებლების ინტერესი მათ მიმართ კიდევ გაიზარდა. ახლა უკვე აღარ მოგიწევთ არჩევა - 1 (რომელიც შედარებით იაფია) და 2 ტბ-იან HDD-ს შორის (რომელიც დაიკავებს უფრო ნაკლებ ადგილს თქვენს კომპიუტერში)! ფასების ბატალეამ კი, თავის მხრივ, გამოიწვია ის, რომ გარკვეული მოდელები ბაზრებიდან საერთოდ გაუჩინარდნენ. ისინი პირდაპირ მიემართებიან მსხვილ კომპიუტერულ ფირმებისკენ, რომლებიც ყიდულობენ მათ დიდი ოდენობით. ამგვარად, ასეთი მყარი დისკები მაინც ხვდებიან საბოლოო მომხმარებელთან, თუმცა ამჯერად უკვე მზა კომპიუტერის ნაწილის სახით. არ იქნებოდა მართებული იმის თქმაც, რომ დღეს ბაზარზე ახალი საერთოდ არაფერია. მაგალითად, მწარმოებლები ცდიან ახალ, high-density პლატერებს და ნერგავენ მათ HDD მოდელებში. ეს platter-ები 667 გბ სიდიდისაა და შეუძლიათ 2 ტბ-იან მყარი დისკების ჩართვა - 3 პ-ითა და 3 ტბ-იანების - 5 პ-ით იმ შემთხვევაში, თუ ჩაწერის სიმჭიდროვე როგორღაც შემცირებულია - უფრო მეტი საიმედოობის მიზნით. ახლახანს გამოშვებული 3 ტერაბაიტიანი პროდუქტები რა თქმა უნდა, ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ, მოგვიანებით, სპეციალურ მიმოხილვას მოვამზადებთ. ხოლო დღეს კი, უნდა ვისაუბროთ უფრო ნაკლები ტევადობის მქონე HDD-ებზე. მწარმოებლები აგრეთვე უშვებენ მყარი დისკების ახალ ვერსიებსაც, რომლებსაც ჩვენ უკვე ვიცნობთ. Hitachi დაკავებულია თავისი firmware-ის განახლებით, მაშინ, როდესაც, Western Digital-ი რეგულარულად უშვებს პროდუქტებს - სახელწოდებებში ახალ-ახალი ინდექსებით. ყველა ეს ნაწარმი დიდ ინტერესს იმსახურებს, ასე, რომ დროა დავიწყოთ. ტესტირების მონაწილეები Hitachi Deskstar 7K1000.C: HDS721010CLA332 (1 TB) ეს პროდუქტი Deskstar 7K1000.C სერიაში შედის, რომელსაც უკვე კარგად ვიცნობთ. Hitachi-ი უბრალოდ განაგრძობს firmware-ის გაუმჯობესებას, ასე, რომ არ შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ ჩვენს მიერ დატესტილი ყველაზე პირველი მოდელი (39C ვერსიის firmware-ით) და უახლესი ვერსია (3MA-ით). დავამატებდით მხოლოდ იმას, რომ დღესდღეობით, ამ კომპანიის ასორტიმენტში ჯერჯერობით არ მოიპოვება რაიმე უფრო ახალი ნაწარმი. Samsung SpinPoint F4: HD322GJ (320 GB) ჩვენ ეს-ესაა წარმოვადგინეთ 1 ტბ-იანი მოდელი და კიდევ შევხვდებით მასზე ორჯერ დიდი ტევადობის მქონე პროდუქტებსაც, მაგრამ ახლა უნდა გადავინაცვლოთ 320 გბ-იან HDD-ზე. რა არის მასში ასეთი საინტერესო? საქმე იმაშია, რომ ის ეკუთვნის Samsung-ის ახალ SpinPoint F4 სერიას და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ხაზი დამზადებულია 640 გბ-იანი პლატერების ბაზაზე, ასე, რომ ამ კონკრეტულ მყარ დისკს გააჩნია მხოლოდ ერთ-ერთი platter-ი და read/write თავაკი. ეს პირველი შემთხვევაა, რაც გავეცანით ჩაწერის ასეთი ტიპის მქონე HDD-ს და ის უკვე 7200 RPM-იანია! სხვათა შორის, არც ისე რთულია, რომ გავყვეთ Samsung-ის მსჯელობის მიმართულებას. ამგვარი გამარტივებული მყარი დისკები საუკეთესოდ იყიდება, იმიტომ, რომ მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დიდი რაოდენობით აყენებენ ბიუჯეტურ კომპიუტერებში. ამდენი პლატერის რაოდენობა კი იძლევა იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს ასეთი ვინჩესტერების ტევადობა - მათი ღირებულების შეუცვლელადაც კი. კეშ-მეხსიერებაზე სათქმელი არაფერია, ამ მოდელს ის 16 მბ აქვს. Samsung EcoGreen F2: HD154UI (1.5 TB) შემდეგ მოდის ძველი და კარგად ნაცნობი EcoGreen F2 – 1.5 ტერაბაიტით. ეს გახლდათ პირველი HDD, რომელშიც გამოყენებული იყო 500 გბ-იანი პლატერები და Samsung-ის #1 ‘მწვანე’ პროდუქტი. თქვენ ახლაც შეგიძლიათ მისი შოვნა კომპიუტერულ მაღაზიებში, მაგრამ ჩვენ მიმოხილვაში ის უმეტესწილად მოხვდა იმის გამო, რომ ის უფრო ახალ პროდუქტებთან შეგვედარებინა. Samsung EcoGreen F3: HD153WI (1.5 TB) EcoGreen F3 სერია, წინა მოდელის გამოსვლიდან მცირე ხნის შემდეგ გამოჩნდა. მას ჰქონდა მსგავსი შპინდელის ბრუნვის სიჩქარე, არ იძლეოდა ჩაწერის უფრო მაღალ სიმკვრივესა და გააჩნდა 32 მბ კეში. რატომ მიიღო მან ახალი სერიული ნომერი? იმიტომ, რომ Samsung-მა შეცვალა HDD-ის შიდა დიზაინი. ამ კონკრეტულ მოდელში არ ჩანს რამე შესამჩნევი გაუმჯობესება აღნიშნული კუთხით... Samsung EcoGreen F3: HD203WI (2 TB) Samsung-ის წინა სერიის პროდუქტებს, რომლებსაც მხოლოდ 3 პლატერი ჰქონდათ, არ აძლევდნენ კომპანიას იმის საშუალებას, რომ ოპონენტებთან შეჯიბრებაში სათანადო შედეგი დაეფიქსირებინათ, რადგანაც ამ კომპონენტის რაოდენობა მათ არსენალში უკვე 4-ს და 5-საც კი აღწევდა. Samsung-ს უკვე შეუძლია 4 პ-იანი მყარი დისკების გამოშვებაც, მაგრამ ეს ისე მარტივი არ არის, როგორც ჟღერს. რაც მეტი მაგნიტური პლატერი აქვს HDD-ს, მით უფრო რთულია მათ დაბალანსებულ მდგომარეობაში შენარჩუნება. ასე, რომ კომპანიისთვის ეს დიდი ტექნიკური მიღწევაა ამ თვალსაზრისით. Samsung EcoGreen F4: HD204UI (2 TB) გარკვეული პერიოდის შემდეგ, Samsung-მა მოიპოვა 667 გბ-იანი პლატერები და დაიწყო მათი გამოყენება ფაქტიურად ყველაფერში. ჭკვიანურია მათი გამოყენება არამხოლოდ 7200 RPM-ის მქონე მყარ დისკებში, არამედ ენერგო-ეფექტურ სერიაშიც, სადაც ჩაწერის უფრო მაღალი სიხშირე საშუალებას იძლევა, რომ შემცირდეს პ-ების რაოდენობა სამამდე. 4-იანი დიზაინი ცუდი არ არის, მაგრამ 3 ცალი უფრო ნაკლებ სითბოს გამოყოფს, მათი დაბალანსებაც უფრო ადვილია, არაფერი რომ არ ვთქვათ შედარებით დაბალ ფასზე. სწორედ ამ მიზეზით გამოუშვა აღნიშნულმა კომპანიამ თავისი ახალი სერია, რომლის 2 ტბ-იან მოდელზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. უნდა ითქვას, რომ Samsung-ის პროდუქტების თანმიმდევრობა ცოტა არაბუნებრივად გამოიყურება. ისინი თავიანთ დაბალსიჩქარიან მყარ დისკებს უწოდებენ - ‘მწვანე’-ს, მაგრამ ეს მოდელი SpinPoint სერიაშია შესული, EG ასოებსაც კი EcoGreen-ისკენ მივყავართ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავრჩენილიყავით შედარებით ძველ ნომენკლატურაზე და თქვენ კი შეგეძლებათ ამ HDD-ს ამოცნობა - HD204WI-ით. ყველაზე ინტრიგული კი გახლავთ მცირე წარწერა, რომელიც კომპანიის ვებ-გვერდზეა განთავსებული. მასში ნათქვამია, რომ ამ HDD-ს გააჩნია 4 კბ-იანი ფიზიკური სექტორები - 512 ბაიტიანი ლოგიკური სექტორების ემულაციის შესაძლებლობით. მსგავსი ტექნოლოგია Western Digital Advanced Format-ის სახითაც გვაქვს, მაგრამ Samsung-ი არ ცდილობს ამ თავისებურების პოპულარიზაციას და არაფერს ამბობს იმ საჭიროებაზე, რომ აუცილებელია დისკის გასწორება - ძველ ოპერაციული სისტემებში მათი გამოყენებისას. აღნიშნული კომპანიაში უნდა იცოდნენ, რომ ყველანი უკვე Windows 7-ზე არიან გადასულები. თუ რაღაც მიზეზების გამო, ეს არ გაგიკეთებიათ, უნდა შეგახსენოთ, რომ ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ მაშინ, როდესაც მყარ დისკებს დააფორმატებთ Windows XP-ში. სხვა შემთხვევაში, მათი ჩაწერის სისწრაფე მეტისმეტად დაბალი იქნება. WD-ის Align utility არ მუშაობს სხვა ბრენდების პროდუქტებთან, მაგრამ ამ შემთხვევისთვის ცალკეული პროგრამებიც ხომ არსებობს. სხვათა შორის, ზემოგანხილულ 320 გბ-იან დისკსაც ძალიან მსგავსი პლატერები აქვს, მაგრამ არ არის განცხადებული ის, რომ მასში 4 კბ-იანი სექტორებიც არსებობს. ამას მარტივად გავარკვევთ random write ტესტის ჩატარებისას. WD AV-GP: WD10EURS-630AB1 (1 TB) აი მივედით Western Digital-ის პროდუქტებამდეც. მათგან პირველია შედარებით იშვიათი, 1 ტბ-იანი AV-GP მოდელი. ეს არის მყარი დისკების სპეციალური სერია, რომელიც ოპტიმიზირებულია სახლის audio/video მასალებისთვის. როგორც ვხვდებით, ის არაფრით არ უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივ ენერგო-ეფექტურ HDD-ებისგან, თუმცა ყველაფერს მაინც ჩვენი ტესტებიდან შევიტყობთ. WD Caviar Blue: WD10EALS-00Z8A0 (1 TB) კომპანიის policy-დან გამომდინარე, ამ ‘Blue’ სერიაში შესულია რამდენადმე მოძველებული პროდუქტები, რომლებიც მართალია, წარმადობის დონით დიდად ჩამორჩებიან შედარებით ახალ მყარ დისკებს, მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება მათი წარმოება გარკვეული დროის მანძილზე. ამ 1 ტბ-იანი მოდელის კეშ-მეხსიერება 32 მბ-იანია და ჩვენ გვიკვირს, მისი პლატერების რაოდენობა და ის, თუ რამდენად განსხვავდება ის მის მაღალსიჩქარიან ‘Black’ კოლეგისგან. WD Caviar Black: WD1001FALS-00E3A0, WD1001FALS-00Y6A0 (1 TB) დაახლოვებით წლინახევრის წინ, ჩვენ შევადარეთ ამ ‘Black’ სერიის 1 ტბ-იანი მოდელები და გავარკვიეთ, რომ მათ 333-იდან - 500 გბ-იან პლატერებზე გადაინაცვლეს და ახლაც, ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ ცვლილებას ასოებში: ნაცნობ E3 ხაზს შეემატა Y6. WD Caviar Black: WD1501FASS-00W2B0 (1.5 TB) ამ მიმოხილვისთვის ასევე ავიღეთ 1.5 ტბ-იანი 'Black' მოდელიც. ის აქამდე არ გამოგვიცდია და ძალიან გვაინტერესებს, თუ რა შედეგს გვიჩვენებს, რადგანაც ადრინდელ ტესტებში, მისი 2 ტბ-იანი ბიძაშვილის წარმადობის დონე მართლაც, რომ შესანიშნავი იყო. WD RE4: WD1503FYYS-01T8B0 (1.5 TB) Western Digital-ის desktop მოდელს გვერდს უმშვენებს მისი კოლეგა, რომელიც სერვერებში მუშაობისთვისაა გათვლილი. ამჯერად კი, აქ გვაქვს 1.5 ტბ-იანი მოდელი RE4 სერიიდან. WD Caviar Green: WD20EARS-00S8B1, WD20EARS-00MVWB0 (2 TB) გადავიდეთ ბოლო მონაწილეებზეც, ესენი არიან Caviar Green სერიის 2 ტბ-იანი მოდელები. ისინი აღჭურვილნი არიან Advanced Format-ით, ანუ 4 კბ-იანი ფიზიკური სექტორებით. საინტერესო ფაქტია S8-იდან MVW ინდექსზე გადასვლა, ეს ცვლილება კი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გამოყენებულია 500-დან 667 გბ-იან პლატერებზე გადასვლისა და მათი რაოდენობის 4-დან 3-მდე შემცირების აღსანიშნავად. თქვენ შეგიძლიათ თვალი შეავლოთ დღევანდელ ტესტებში მონაწილე მყარი დისკების firmware ვერსიებს, ქვედა ფოტოსურათზე უნდა გახსოვდეთ, რომ HDD-ების წარმადობის დონე შესაძლოა იცვლებოდეს მათი firmware-ის მიხედვით. Testbed and Methods გამოყენებული უტილიტები: IOMark 0.30b14 IOMeter 2003.02.15 FC-Test 1.0 PCMark Vantage Windows 7 Disk Defragmenter WinRAR 3.91 კონფიგურაცია: ASUS P5WDG2 WS Pro mainboard Intel Pentium 4 620 processor IBM DTLA-307015 system disk, 15 GB Radeon X600 graphics card 1 GB DDR2-800 SDRAM Microsoft Windows 7 Ultimate მყარი დისკები ტესტირებულ იქნა ოპერაციული სისტემის დრაივერებით. ჩვენ დავაფორმატეთ ისინი NTFS-ში როგორც ერთი ფართიშენი - default კლასტერის ზომით (FC-Test-ისთვის შევქმენით 32 გბ-იანი ფ-ები), დავაკავშირეთ სისტემური პლატის პორტთან და ჩავრთეთ AHCI. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პირველად ვხვდებით Samsung-ის მყარ დისკს 4 კბ სექტორით, EcoGreen F4-ს დავტესტავთ ორ რეჟიმში: ‘aligned’ და ‘not aligned’-ში. მათგან მეორის შემთხვევაში, დავაფორმატებთ ამ HDD-ზე გაკეთებულ ფართიშენს - Windows XP-ში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეთოდი გულისხმობს Windows 7-ის გამოყენებას. ასევე შევხედავთ IOMeter-ის დატვირთვებს, რომლებიც არ არის განლაგებული 4 კბ-იან ს-თან. წარმადობის დონე IOMark-ში დაბალდონიან ტესტებისთვის ჩვენ გამოვიყენებთ IOMark-ის შიდა ინსტრუმენტს. მოდით დავიწყოთ sequential reading-ით. Hitachi Deskstar 7K1000.C, 1 TB, firmware 39C Hitachi Deskstar 7K1000.C, 1 TB, firmware 3MA Samsung EcoGreen F2, 1.5 TB Samsung EcoGreen F3, 1.5 TB Samsung EcoGreen F3, 2 TB Samsung EcoGreen F4EG, 2 TB Samsung SpinPoint F4, 320 GB Western Digital AV-GP, 1 TB Western Digital Caviar Blue, 1 TB Western Digital Caviar Black, 1 TB, E3 Western Digital Caviar Black, 1 TB, Y6 Western Digital Caviar Black, 1.5 TB Western Digital RE4, 1.5 TB Western Digital Caviar Green, 2 TB, S8 Western Digital Caviar Green, 2 TB, MVW ახლა კი შევადაროთ მყარი დისკები წაკითხვის დროის მიხედვით, მათზე სრული ტევადობის ფართიშენების შექმნის მომენტიდან - მის ბოლომდე. ეს ტესტი სულ უფრო არაადეკვატური ხდება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ის საერთოდ შევწყვიტოთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გააჩნია თუ არა კონკრეტულ HDD-ს სწრაფი head/surface წყვილი პირველ სექტორებში. დადგინდა, რომ შედარება bottom და top სიჩქარეების პირობებში, უკვე აღარ იძლევა ზუსტ შედეგებს. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ დიდ განსხვავებას 500 გბ-იან პლატერების მქონე მყარ დისკებში, მაშინ, როდესაც SpinPoint F4 მათზე უფრო სწრაფიცაა. რაც შეეხება ახალ WD Caviar Green-ს, მის ენერგო-ეფექტურ ოპონენტებთან შედარებით, ის სულაც არ არის მათზე ნელი. ცხრილებზე ყველაფერი გარკვევითაა მოცემული და მათ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ 1.5 ტბ-იანი მყარი დისკები არ წარმოადგენენ 2 ტბ-იანი მოდელების შემცირებულ ვარიანტს. ორივე შემთხვევაში, საქმე გვექნება 3-პლატერიან პროდუქტებთან. ახლა კი, გადავიდეთ კეშ-ბუფერინგის მუშაობის სისწრაფეზე: Hitachi Deskstar 7K1000.C, 1 TB, firmware 39C Hitachi Deskstar 7K1000.C, 1 TB, firmware 3MA Samsung EcoGreen F2, 1.5 TB Samsung EcoGreen F3, 1.5 TB Samsung EcoGreen F3, 2 TB Samsung EcoGreen F4EG, 2 TB Samsung SpinPoint F4, 320 GB Western Digital AV-GP, 1 TB Western Digital Caviar Blue, 1 TB Western Digital Caviar Black, 1 TB, E3 Western Digital Caviar Black, 1 TB, Y6 Western Digital Caviar Black, 1.5 TB Western Digital RE4, 1.5 TB Western Digital Caviar Green, 2 TB, S8 Western Digital Caviar Green, 2 TB, MVW წარმადობა Intel IOMeter-ში Sequential Read & Write Patterns IOMeter-ი გზავნის წაკითხვისა და ჩაწერის ბრძანებების ნაკადს - 4-იანი მოთხოვნის სიღრმით. ეს ტესტი გვიჩვენებს იმ მაქსიმალურ სიჩქარეს, რომლის მიღწევაც შეუძლია დისკს. ამ ილუსტრაციებით იმაზე გაცილებით მეტს ვგებულობთ, ვიდრე ეს IOMark-ის დროს მოვახერხეთ. უფრო ახალმა მყარმა დისკებმა, ჩაწერის გაზრდილი სიხშირის წყალობით, უპირატესობა მოიპოვეს: Samsung SpinPoint F4-მა მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა თავისი ოპონენტები და სულ ახლოს შეჩერდა 150MBps ნიშნულთან. მის ენერგო-ეფექტურ 2 ტბ-იან ბიძაშვილსაც, მაღალი სიჩქარის მხრივ, არანაირი პრობლემა არ გააჩნია. სამწუხაროდ და გასაკვირად, იგივეს თქმა არ შეგვიძლია ახალ Caviar Green-ზე. მონაცემთა მცირე ნაკრების დამუშავებას, Hitachi-ის პროდუქტები, სხვებთან შედარებით, უფრო მეტ დროს ანდომებენ, ნელი აღმოჩნდა ასევე Samsung EcoGreen F2-იც. ნათელია, რომ პლატფორმის ცვლილება, Samsung-ის ახალ პროდუქტებისათვის სასიკეთო აღმოჩნდა. sequential write-ის შედეგები, მთლიანობაში read-ის მსგავსია. აქ ადვილად შეგვიძლია 4 კბ-იანი სექტორების მქონე დისკების ამოცნობა: 2 კბ-იანი და უფრო მცირე ზომის მონაცემთა ჩაწერის დროს, მათი წარმადობის დონე უფრო ნაკლებია, ვიდრე ძველი სტილის HDD-ებისა. დისკის გამოხმაურების დრო მონაცემთა ჯამი, რომელიც მუშავდება ყოველი HDD-ის მიერ, გაცილებით მეტია მის კეშზე, ამიტომ ჩვენ მივიღეთ უწყვეტი გამოხმაურების დრო, რომელიც, თავის მხრივ, არ ახდენს გავლენას მყარი დისკის ბუფერის ზომაზე. ჩვეულებისამებრ, WD Caviar Black სერიას (ასევე მათ სერვერულ ბიძაშვილებს), ამ ტესტში არანაირი დაბრკოლება არ ჰქონიათ, რადგანაც მათი read/write თავაკები დღესდღეობით ყველაზე სწრაფია. რასაკვირველია, ამ დეტალების მოძრაობისას, ისინი გამოსცემენ მეტ ხმაურს, მაგრამ ის უკვე ძალიან შორსაა იმ აუტანელი ხმისგან, რომელიც მოვისმინეთ რამდენიმე წლის წინ. მათი გამოხმაურების დრო ისეთივე კარგია, როგორის მიღებაც თეორიულად შესაძლებელია 7200 RPM-ის მქონე მყარი დისკებით. საინტერესოა, რომ 1.5 ტბ-იანი მოდელები, თავიანთ მცირე ტევადობის ბიძაშვილებთან შედარებით, უფრო სწრაფები არიან. WD Caviar Blue რატომღაც უფრო ნელია, თუმცა ის Hitachi-ის პროდუქტებზე უკეთესია, რომლებიც თავის მხრივ, სჯობიან Samsung-ია 7200RPM-იანებს. შპინდელის დაბალსიჩქარიან მყარ დისკებს რაც შეეხება, 1.5 ტბ-იანი Samsung EcoGreen F3 აქ ლიდერია. ძველი WD Caviar Green-ი და Samsung EcoGreen F2 კი, კარგი შედეგებით ნამდვილად ვერ გვასიამოვნებენ. Western Digital-ის ორ 1.5 ტბ-იან მოდელს, ჩაწერის თვალსაზრისით, ბადალი არ ჰყავთ. თავიანთ 64 მბ-იან მეხსიერებას ისინი მაქსიმალურად ეფექტურად იყენებენ. საინტერესოა 4 კბ-იანი სექტორების მქონე HDD-ების შედარება: Samsung-მა, როგორც ჩანს, 512 ბაიტიან მონაცემთა ნაკრების ჩაწერისთვის, შეიმუშავა უკეთესი ალგორითმი, რადგანაც მის პროდუქტებს - Western Digital-ის Advanced Format-იანებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი გამოხმაურება გააჩნიათ. Random Read & Write Patterns ახლა ჩვენ ვნახავთ, თუ რამდენად ახდენს გავლენას random read/write რეჟიმებზე - მოთხოვნილ მონაცემთა ნაკრების ზომა. random-address-ის მონაცემთა ნაკრების წაკითხვის დროს, მყარი დისკების სიჩქარე განისაზღვრება მათი გამოხმაურების დროის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ 64 კბ-იან და უფრო დიდი ზომის data block-ების შემთხვევაში მოხდა მნიშვნელოვანი დაკლება OPS (operations per second)-ში. როგორც ხვდებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ მათი წაკითხვისთვის დახარჯული დრო უკვე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. თუ მათი მოცულობა უფრო მცირეა, მაშინ წარმადობის დონე დამოკიდებულია მოთხოვნილ block-ის მოძებნისთვის განკუთვნილ პერიოდზე, თვითონ წაკითხვის ოპერაციას რაც შეეხება, მას ძალიან მცირე დრო სჭირდება. 64 მბ-იანი კეშის მქონე მყარ დისკებს აქ უზარმაზარი უპირატესობა აქვთ. დიდი მოცულობის ბუფერი აუმჯობესებს წაკითხვას, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს random-address-ის ჩაწერის ოპერაციებზე. მეორეც, ჩვენ ვამჩნევთ, რომ 4 კბ-იანი სექტორების მქონე პროდუქტები - მცირე ზომის მონაცემთა ნაკრების კითხვისას, გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ. ამ დროს, ისინი ახორციელებენ დამატებით სამუშაოს და ცვლიან თავიანთ 4 კბ-იან ს-ებს და ამგვარად, მათი წარმადობის დონეც ნახევრდება. საინტერესოა, ასეთი HDD-ებზე დაკვირვება unaligned load-ზე, რომელიც unaligned disk-ზე ჩაწერის ექვივალენტურია: მყარ დისკს უჭირს მუშაობა დიდი ზომის მონაცემთა ნაკრებებთან, იმიტომ, რომ მას უკვე უწევს მისი მცირე ნაწილის ჩაწერა - small-data-block რეჟიმში, ანუ თავდაპირველად data block-ის წაკითხვა. რის თქმა შეგვიძლია WD Caviar Green S8-ზე? ეს მოდელი სულაც არ ავლენს თავს ისე, როგორც ადრე, რადგანაც აქ მას deferred writing-ში მას პრობლემები ექმნება. არც თუ ურიგო იქნება იმის გაგება, თუ რა გავლენას მოახდენს ამ ტექნოლოგიის დანაკლისი - დისკის წარმადობაზე. Database Patterns აქ, წაკითხვიდან ჩაწერის მოთხოვნათა ratio იცვლება 0-დან 100%-მდე, მთელი ტესტის განმავლობაში, მაშინ, როდესაც request queue depth-ი მერყეობს 1-დან 256-მდე. ჩვენ შევქმნით აღნიშნულ დიაგრამებს - 1, 16 და 256-იანი სიღრმეებით. პირველ შემთხვევაში, ეს ტესტი, როგორც წესი, მოსაწყენია, მაგრამ ახლა, უამრავი საინტერესო ფაქტი დავაფიქსირეთ. Caviar Green S8-ს აშკარად არ ჰყოფნის deferred writing-ის დონე და მისი წარმადობის დონე, სხვებთან შედარებით, არც თუ ისეთი მაღალია. unaligned load-ზე, ყველაზე ცუდად Samsung F4EG გამოიყურება. პერფომანსი შეზღუდულია თავისივე წაკითხვის სიჩქარით, ასე, რომ ჩაწერის მაღალი პროცენტულობის დროს, მისი შედეგები დაბალია. Samsung F2-ისა და ჩვენდა გასაკვირად, F4-ის სიჩქარეებიც ასევე მცირეა. WD-ის დისკებმა კი თავი სხვადასხვანაირად წარმოაჩინეს. შერეული დატვირთვების დროს, სერვერებზე გათვლილი ვერსია, უკეთესია მის 1.5 ტბ-იან დესქტოპ ბიძაშვილზე, ხოლო ახალი Caviar Black Y6 კი ჩამორჩება მის წინამორბედს. როდესაც მოთხოვნათა რიგი იზრდება, WD-ის 1.5 ტბ-იანი მყარი დისკები წინა პოზიციებს იკავებენ. სერვერული აპლიკაციებისათვის, ისინი უბრალოდ შეუდარებელნი არიან. ხოლო განსხვავება მათ შორის (ასევე Caviar Black Y6-სა და E3-ისა) უმნიშვნელოა. Hitachi-ის პროდუქტები ნაწილობრივ სჯობიან Samsung-ისას, მაგრამ ახალი firmware-ით, ისინი რაიმე შესამჩნევ სარგებელს არ იღებენ. Samsung-ის ბანაკში, SpinPoint F4 საუკეთესოა, მაგრამ მისი უპირატესობა დაბალსიჩქარიან მოდელებზე, ძალიან მცირეა. კიდევ ერთხელ, უნდა ავღნიშნოთ ორი HDD, წარმადობის სუსტი მაჩვენებლით, ესენია: Caviar Green S8 და Samsung F4EG. ტესტების ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ, მოვიყვანთ დიაგრამებს, რომლებშიც ნაჩვენები იქნება თვითოეული მყარი დისკის წარმადობის დონე - ხუთ სხვადასხვა request queue depth-ით. ეს ცხრილები, ჩვეულებრივ, ძალიან მგრძნობიარენი არიან firmware ალგორითმების ნებისმიერ ცვლილების მხრივ, მაგრამ აქ ვხედავთ, რომ ორი ხაზი თითქმის იდენტურია. კარგი ამბავია ის, რომ აღარ ჩანს ისეთი პრობლემები, როგორიც Hitachi-ის ადრინდელ firmware-ს ჰქონდა. ყველაფერი მეტნაკლებად ნორმალურია, თუმცა request reordering-ი შედარებით უფრო ეფექტური უნდა ყოფილიყო. ამ ტესტში გარკვევით ვხედავთ Samsung-ის შეცვლილ პლატფორმას. მკვეთრად განსხვავდება მხოლოდ EcoGreen F2. თუმცა, ახალი პროდუქტები მთლად ისეთ შედეგებს არ აჩვენებენ, როგორიც გვსურს. მაღალ დატვირთვებს, ისინი უკეთესად უნდა უმკლავდებოდნენ, საკმაოდ გრძელ request queue depth-ის დროს კარგავენ წარმადობის დონეს. კომპანიამ ვერ შეძლო სერვერებზე ოპტიმიზირებული firmware-ის შემუშავება. საინტერესოა, რომ SpinPoint F4 რამდენადმე განსხვავდება თავის ‘მწვანე’ სერიის მეგობრისგან. ეს უპირატესობა არ არის, რადგანაც შერეული დატვირთვების დროს, ის უფრო სუსტ შედეგს აჩვენებს. Western Digital-ის გუნდში ახალს ვერაფერს ვხედავთ. ამ მწარმოებლის მყარი დისკები ერთმანეთის მსგავსად მუშაობენ. მათი გრაფიკული შკალა იზრდება იმისდა მიხედვით, თუ როგორი სწრაფები არიან ამა თუ იმ მოდელის read/write თავაკები და რა მოცულობის კეშ-მეხსიერება გააჩნიათ. მათგან პირველი გავლენას ახდენს ცხრილების სიმაღლეზე, ხოლო მეორე კი - მათ კლაკნილობაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია HDD-ების deferred writing-ი და request reordering-ის ალგორითმები. Western Digital-ში როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ მათ უკვე მიაღწიეს სრულყოფილებას და არ სურთ არაფრის შეცვლა. ჩვენი სიტყვები, რასაკვირველია არ ვრცელდება მყარ დისკზე, რომელსაც არ გააჩნია deferred writing-ი. სხვებთან შედარებით, ის ძალზედ სუსტია. Web-Server, File-Server Patterns read-only მოდელის შედეგები ცოტათი მოსაწყენია. მიუხედავად იმისა, რომ WD-ის 1.5 ტბ-იანი პროდუქტები აქ უკონკურენტონი არიან, უნდა ავღნიშნოთ, შეცვლილმა firmware-მა ცოტათი გააუმჯობესა Hitachi-ის დისკის წარმადობის დონე, ასევე ისიც, რომ Caviar Black Y6 რამდენადმე სჯობს მის წინამორბედს და ახალი Caviar Green-იც უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ამავე სერიის შედარებით ძველი მოდელები (ეს გასაკვირი არ არის, თუ გავითვალიწინებთ მათ შედეგებს წაკითხვის გამოხმაურების დროის ტესტის მიხედვით). შედეგები უფრო საინტერესო ხდება, რადგანაც ეს მოდელი შეიცავს წაკითხვათა ოპერაციების ნაწილსაც. ახალ პლატფორმაზე დაფუძნებული Samsung-ის მყარ დისკებში შეინიშნება firmware-ის გარკვეული პრობლემები, რადგანაც მოთხოვნათა რიგის გაზრდის დროს, ყველა მათგანის სიჩქარე ვარდება. Hitachi-ის ახალი firmware იძლევა მცირე, მაგრამ შესამჩნევ გაუმჯობესებას წარმადობაში - გრძელ queue depth-ების დროს. WD Caviar Blue ისეთი კარგი არ არის, როგორიც მისი Black ბიძაშვილები. ბოლოს კი, კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ არ მოგვწონს WD Caviar Green S8-ის მუშაობა, რადგანაც ის განიცდის deferred writing-ის საჭიროებას. Multithreaded Read & Write Patterns ეს ტესტი ახდენს ისეთი სიტუაციის სიმულირებას, როდესაც მყარ დისკთან დაკავშირებას ერთდროულად ცდილობს 1-დან 4 მომხმარებელი, რომელთა მისამართების ზონებიც განსხვავებულია. ჩვენ განვიხილავთ დიაგრამებს 1-იანი მოთხოვნის რიგით, რომლებიც ინფორმაციის თვალსაზრისით, ყველაზე მდიდარია. ხოლო იმ დროს, როდესაც აღნიშნული მწკრივი იზრდება 2-მდე და უფრო მეტით, სიჩქარე დიდად აღარ არის დამოკიდებული ერთ პერიოდში გაშვებული აპლიკაციებისაგან. ტესტირების ახალი მეთოდიდან გამომდინარე, data thread-ებს შორის მანძილი გაიზარდა და იმისათვის, რომ ერთი მათგანიდან მეორეზე გადაადგილდნენ, მყარი დისკების თავაკებს უფრო მეტი მოძრაობა უწევთ. Western Digital-ის პროდუქტების უმრავლესობას და Samsung EcoGreen F2-ს უვარდებათ სიჩქარე, როგორც კი წასაკითხად მეორე thread-ი ჩნდება. ამ მხრივ, ორი HDD ინარჩუნებს ამ მაჩვენებლის მისაღებ დონეს. ესენია: ახალი Caviar Green MVW და audio/video-ოპტიმიზირებული AV-GP. შესაძლებელია, მეორე მათგანს გაუმჯობესებული reading ალგორითმები აქვს, მაგრამ გაუგებარია, თუ რატომ არის 2 ტბ-იანი დისკი აქ ასეთი სწრაფი. EcoGreen F2-ის გარდა, Samsung-ის ყველა მყარ დისკს სისწრაფე ნახევრამდე უვარდება. Hitachi-ის პროდუქტების შემთხვევაშიც იგივეს ვხედავთ, ახალი firmware-ს ძველზე ცუდი შედეგი აქვს. საინტერესო შედეგები ფიქსირდება data thread-ების კიდევ უფრო მეტად გაზრდასთან ერთად. Hitachi-ის პროდუქტები უერთდებიან ლიდერთა სიას და აჩვენებენ წაკითხვის საერთო სიჩქარეს - 100 MBps-ს. ამჯერად, ახალი firmware-ი ძველთან შედარებით, უკეთესად გამოიყურება. Samsung-ის მყარი დისკები ორ ჯგუფად იყოფიან: F4 სერიის პროდუქტები F3-ებთან შედარებით, ორჯერ უფრო მეტად სწრაფები არიან. ამ ორი აღნიშნული მოდელის გარდა, Western Digital-ის დისკებმა წარმადობის დაბალი დონე გამოამჟღავნეს. მათი თავაკები ყველა thread-ს ერთი-მეორის მიყოლებით კითხულობენ და არ იყენებენ არანაირ წინასწარ reading ალგორითმებს და ეს, როგორც ჩანს, ძალიან ნელი სტრატეგიაა. Multithreaded writing-ი შედარებით მარტივია და ჩვენ ვერ ვხედავთ HDD-ებს შორის ისეთ განსხვავებას, როგორსაც multithreaded reading-ში. ლიდერთა ჯგუფი შედგება Samsung EcoGreen F4EG-ისაგან, WD-ის 1.5 ტბ-იანი Caviar Black-ისა და RE4-ისაგან. ასევე გვყავს აუტსაიდერთა ნაკრებიც, რომელშიც შევიდნენ Hitachi-ის მყარი დისკები, Samsung EcoGreen F2 და WD AV-GP. დიდი კეშ-მეხსიერება და პლატერები, ამ ტესტში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. წარმადობის დონე FC-Test-ში ამ ტესტისათვის, დისკზე კეთდება ორი 32 გბ-იანი ფართიშენი და ფორმატდება NTFS-ში. ამის შემდეგ, იქმნება ფაილთა-ნაკრები, რომლებიც ჯერ უნდა წაკითხულ იქნას, მერე კი, მოხდეს მისი კოპირება იმავე და სხვა განყოფილებაში. ამ ოპერაციების შესრულებისთვის დახარჯული დრო იზომება და გამოითვლება HDD-ის სიჩქარეც. ამ გზით ასევე ვიგებთ იმასაც, თუ როგორ მუშაობს პროდუქტი კომპლექსური დატვირთვების დროს. ეს ტესტი გვაწვდის უამრავ მონაცემს, ასე, რომ ჩვენ მხოლოდ განვიხილავთ Install-ში, ISO-ში და Programs file-set-ებში მიღებულ შედეგებს. ფაილების შემქნის დროს, Samsung SpinPoint F4 პირველობას არავის უთმობს, რადგანაც მისი ახალი, მაღალსიხშირიანი პლატერების საშუალებით, გაიზარდა სიჩქარეც. ასეთივე დეტალები გააჩნია უფრო ნელ, მაგრამ შედარებით მაღალი ტევადობის მქონე EcoGreen F4EG-საც, რომელიც ასევე მშვენიერ შედეგებს გვთავაზობს და უსწრებს კიდევაც მის წინამორბედებს ISO მოდელში, მაგრამ Advanced Format-იან WD-ის დისკების მსგავსად, კარგია მხოლოდ დიდი ზომის ფაილებთან სამუშაოდ, ხოლო მცირეებთან კი კარგავს სისწრაფეს. Hitachi-ის ახალი firmware-ი, ძველზე რამდენადმე უკეთესია. Western Digital-ის შემთხვევაში კი, 1.5 ტბ-იანი მოდელები, შედარებით ნაკლები ტევადობის მქონე ბიძაშვილებთან მიმართებაში, კვლავინდებურად საუკეთესონი არიან. ამ ტესტში არანაირი სიურპრიზები არ გვქონია. ფაილების კითხვისას, ჩამწერი სიხშირე და პლატერთა ბრუნვის სიჩქარე გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ერთადერთი გამონაკლისია Samsung EcoGreen F4EG, რომელმაც დანარჩენი მონაწილეები დიდი მანძილით ჩამოიტოვა. მცირე ზომის ფაილების წაკითხვისას, Western Digital-ის მყარ დისკებს ლიდერთა პოზიციები უკავიათ, რადგანაც სხვებთან შედარებით, მათ გააჩნიათ კარგი sequential read სიჩქარე და შესანიშნავი read გამოხმაურების დრო. Western Digital-ი იმარჯვებს ამ ტესტის დროს, 1.5 ტბ-იანი მოდელებს ბადალი არ ჰყავთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ WD Caviar Green MVW, მის წინამორბედზე სწრაფია, ხოლო Hitachi-ის დისკები პირველობას არ თმობენ - დიდი ზომის ფაილების კოპირებისას, განურჩევლად მათი firmware-ისა. წარმადობა PCMark Vantage-ში ყველა ტესტი გაშვებულ იქნა ათჯერ და ამ შედეგებს შორის, აღებულ იქნა საშუალო მაჩვენებელი. სახლის კომპიუტერებისთვის, Western Digital-ის მაღალტევადობიანი მყარი დისკები უკონკურენტონი არიან, ეს კი, თავის მხრივ, მიღწეულ იქნა პლატერების, სწრაფი read/write თავაკებისა, კეშის დიდი ზომისა და ჭკვიანური ალგორითმების საშუალებით. საინტერესოა WD Caviar Blue-ს დანახვა ტოპ-სამეულში. ის ცოტათი უკეთესია იგივე ტევადობის მქონე Black სერიის HDD-ებზე (სხვათა შორის, აღნიშნულ ხაზში ძველმა მოდელმა აჯობა ახლებს). როგორც ჩანს, Western Digital-ს მცირე პრობლემები აქვს საშუალო კლასის პროდუქტების განლაგებაში. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოსდა Blue დისკი - Black-ისაგან მხოლოდ იარლიყის ფერით განსხვავდება! რაც შეეხება განახლებულ Green მოდელს, ის ჩვენდა გასაკვირად, თავის წინამორბედზე ნელი აღმოჩნდა. Hitachi-ის ახალი firmware-ი ძველ ვერსიასთან შედარებით, უკეთესია. 4 კბ-იან სექტორებს, როგორც ჩანს, Samsung-ის მყარ დისკებზე უარყოფითი ეფექტი აქვს: Samsung EcoGreen F4EG ოდნავ სწრაფია მის წინამორბედზე, თუმცა მის მაღალსიხშირიან პლატერებისაგან, ჩვენ უკეთეს შედეგებს მოველოდით. მისი ‘nonaligned’ ვერსია კიდევ უფრო ცუდ დროს აჩვენებს, რასაკვირველია, ის არ არის იმდენად ზანტი, როგორიც WD AV-GP-ია. გასაკვირს არაფერს მოველოდით იმ მყარი დისკისაგან, რომელიც audio/video აღჭურვილობაზეა ოპტიმიზირებული. მისი დანიშნულება ხომ ჩუმად მუშაობა და multithreaded დატვირთვებთან უპრობლემო გამკლავებაა და WD AV-GP-იც, ზუსტად რომ იგივეს აკეთებს. დეფრაგმენტაცია ჩვენ, 32 გბ-იან ფართიშენზე შევქმენით ძალზედ დეფრაგმენტირებული ფაილ-სისტემა და დავტვირთეთ ის მუსიკით, ვიდეოთი, თამაშებითა და აპლიკაციებით. შემდეგ, დავიმახსოვრეთ თვითოეული სექტორის ასლი და დავაკოპირეთ ის იმ დისკში, რომლის გატესტვაც გვსურდა. გავუშვით სკრიპტი, რომელიც ინიშნავს აღნიშნული პროცესის დაწყებასა და დამთავრებას. ლიდერთა განსხვავებით, ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით პოზიციების ასეთ განლაგებას. ბევრ სხვა ტესტის მსგავსად, ესენია Western Digital-ის 1.5 ტბ-იანი Caviar Black და RE4 სერიის დისკები. მათ კვალში მოჰყვებიან Hitachi-ის ორი პროდუქტი და Samsung SpinPoint F4, რომლისთვისაც ეს შესანიშნავი შედეგია, რამეთუ ის მხოლოდ ერთი პლატერითაა აღჭურვილი: ტესტირების ზონა მისთვის ფართოა, ამიტომ მის read/write თავაკებსაც, მოძრაობა უფრო დიდ სივრცეში უწევთ. ყველაზე დიდი სიურპრიზი კი არის ის, რომ დაბალსიჩქარიან Samsung EcoGreen დისკებმა, გარდა 4 კბ-იანი სექტორებისა და unaligned ფართიშენის მქონე მოდელმა, აჩვენეს უკეთესი შედეგი, ვიდრე 1 ტბ-იანმა WD Caviar Black-მა და როგორც ჩანს, ამ HDD-ებმა მოიგეს პლატერების რაოდენობის ხარჯზე. 667 გბ-იანი პ-ების მქონე 2 ტბ-იანმა Samsung-მა აჯობა ანალოგიურ პროდუქტს WD-ისაგან. გაითვალისწინეთ, რომ მეორე მათგანი, მის წინამორბედზე სამჯერ სწრაფია: ეს გახლავთ deferred writing-ის ეფექტი, რომელიც ალბათ შერწყმულია firmware-ის კიდევ სხვა ოპტიმიზაციებთან. წარმადობის დონე WinRAR-ში ახლა კი, გადავდივართ უფრო საინტერესო ტესტზე, რომელშიც გამოვიყენეთ WinRAR-ის 3.91 ვერსია იმისათვის, რომ მოვახდინოთ 1.13 გბ-იანი ფოლდერის შეკუმშვა და დეკომპრესინგი, რომელიც შედგება 8118 ფაილისა და 671 ქვესაქაღალდისაგან. ეს გახლავთ განსხვავებული ფორმატის დოკუმენტები და ფოტოსურათები. ეს ტესტი დიდად არის დამოკიდებული პროცესორის წარმადობაზე, მაგრამ შემნახველი მოწყობილობა გავლენას ახდენს მის სიჩქარეზე. აქ ცოტა გაუგებარი შედეგები მივიღეთ. გასაგებია WD RE4-ის პირველზე და unaligned Samsung EcoGreen F4EG -ის ბოლო ადგილზე მოხვედრა, მაგრამ ვერ ვხვდებით, თუ რატომ განთავსდნენ 1.5 ტბ-იანი Caviar Black და 1 ტბ-იანი Caviar Blue ცხრილის შუაში, იმ მყარი დისკების ქვემოთ, რომელთა შპინდელის სიჩქარეებიც უფრო ნაკლებია. გადმოაარქივების დროს, ყველაფერი გასაგებია. იქონიე რაც შეიძლება მეტი მაღალსიხშირიანი პლატერი, ამუშავე ისინი დიდ სისწრაფეზე და აქ გაიმარჯვებთ. თუმცა, თუ აღჭურვილობაში 4 კბ-იანი სექტორები გაქვთ, მაშინ თქვენ თავს ცხრილის ბოლოში იპოვით. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ WD-იმ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა. მათ გააუმჯობესეს თავიანთ Advanced Format-ის პროდუქტების firmware, ასე, რომ ახალი მოდელი ძველზე უკეთესად გამოიყურება. რასაკვირველია, ჩვენ შევადარეთ ახალი Caviar Green-ი და AV-GP, იმიტომ, რომ პირველ მათგანს არ გააჩნია deferred writing-ი და ამ ტესტში გარკვეულ პრობლემებს განიცდის. Samsung-მა კი თავისი პროდუქტები გააუმჯობესა - 4 კბ სექტორის მქონე პროდუქტებით. EcoGreen F4EG უკეთესია, ვიდრე Caviar Green MVW. კვების მოხმარების დონე აღნიშნული ტესტი გავატარეთ შემდეგ რეჟიმებში: Start (ენერგია, რომელსაც მოიხმარს დისკი ჩართვის დროს) Idle (დისკთან არ ხდება არანაირი შეხება, მაგრამ ის ჩართულია და მზადაა სამუშაოდ) Random Read and Write Sequential Read and Write განვიხილოთ თვითოეული მათგანი: ახალი Samsung EcoGreen F4EG ერთადერთია, რომელიც განსხვავდება სხვა მონაწილეებისგან, ჩართვის დროს 5V ტიპის მოხმარების მხრივ, ხოლო AV-GP არის ყველაზე ეკონომიური მოდელი 12V-ზე. Samsung-ის ყველა მყარი დისკიც ენერგიას ასევე ზომიერად მოიხმარს. Hitachi-ის ნაწარმი კი, მას უფრო დიდი რაოდენობით ითხოვს, მაშინ, როდესაც WD-ის პროდუქტებს ამ რეჟიმში ყველაზე მეტი კვება სჭირდებათ, რადგანაც ისინი სწრაფად ცდილობენ მუშაობის მზადყოფნაში მოსვლას. ავღნიშნავთ იმასაც, რომ 1.5 ტბ-იანი Caviar Black-ი, თავის მცირე ტევადობის მქონე ბიძაშვილებთან შედარებით, უფრო ეკონომიურია, ისევე როგორც RE4-ზე. ამ თვალსაზრისით, WD Caviar Blue ძალიან წააგავს Black სერიას. Idle რეჟიმში საუკეთესონი არიან მყარი დისკები, შპინდელის დაბალი ბრუნვის სიხშირით, თუმცა მათი უპირატესობა არც ისეთი დიდია. ერთპლატერიანი მაღალი სიჩქარის მქონე Samsung SpinPoint F4 და Hitachi (განსაკუთრებით ახალი firmware-ით) თითქმის ისეთივე ეკონომიურები არიან, როგორიც ლიდერები. საინტერესოა, მაგრამ AV-GP-ის, Caviar Black E3-ისა და Caviar Green S8-ის ელექტრონიკა არ გადაერთო ენერგიის დაზოგვის რეჟიმში, რამაც მათი შედეგები უფრო გააფუჭა. მიუხედავად იმისა, რომ წარმადობის კუთხით, WD-ის 1.5 ტბ-იანი დისკები ამ მიმოხილვაში უდავო ლიდერები არიან, ამ ტესტში ისინი ყველაზე ნაკლებ-ეკონომიურები გამოდგნენ. როგორც ჩანს, ისინი ტოვებენ თავიან read/write თავაკებს ბოლო მოთხოვნილ კვალზე და მზად არიან მუშაობისთვის. მყარი დისკის ელექტრონიკა ისვენებს random reading-ის დროს, მაგრამ მის მექანიკას დაძაბული მუშაობა უწევს, როდესაც ტვირთავს 12V ხაზს. აღმოჩნდა, რომ ერთი პლატერის მქონე Samsung SpinPoint F4 ყველაზე ეკონომიურია, შემდეგ კი, მას მოჰყვებიან ენერგო-ეფექტური პროდუქტები. WD-ის 1 ტბ-იანი HDD-ები - Hitachi-ისთან შედარებით, უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ეს კი არც ისეთი კარგი ამბავია მეორე მათგანისათვის, რადგანაც მის მყარ დისკებს უფრო ნელი თავაკები აქვთ. თუ ასეა, მაშინ რაში მოიხმარენ ისინი კვების ასეთ რაოდენობას? WD-ის 1.5 ტბ-იან მოდელებს ყველაზე მეტი, 12 ვ-მდე ენერგია ესაჭიროებათ. random writing-ის დროს, 12V ხაზი ნაკლებად იტვირთება. ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე შესამჩნევ ცვლილებას პოზიციებში, გარდა იმისა, რომ Hitachi-ი ახალი firmware-ით უფრო უკეთესად გამოიყურება და უერთდება WD-ის 1 ტბ-იან პროდუქტებს. Samsung SpinPoint F4-მა დაკარგა თავისი ტოპ-ადგილი, მაგრამ მაინც რჩება ყველაზე ეკონომიურ დისკებს შორის. sequential reading-ის დროს, ახალი firmware-ის მქონე Hitachi ძალიან კარგად გამოიყურება. Samsung EcoGreen F2-ს სჭირდება მეტი ენერგია 5V ხაზიდან, მაგრამ უფრო ნაკლები 12V-დან. WD-ის 1.5 ტბ-იანი მყარი დისკების head მამოძრავებლები კი კვლავაც მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობენ. Hitachi-ის დისკები sequential writing-ის დროს, თმობენ პოზიციებს, თუმცა მაინც ინარჩუნებენ ენერგო-ეფექტურ პროდუქტების მსგავს დონეს. WD-ის ორი ღორმუცელა და მაღალი წარმადობის მქონე მყარი დისკებისა და ასევე Caviar Green S8-ის გარდა, ყველა HDD-ს სჭირდება 7 ვ-ზე ნაკლები ენერგია. შედარებით ახალი MVW, 1 ვ-ით უკეთესია, რაც არ შეიძლება, აიხსნას იმით, რომ განსხვავება ერთ პლატერსა და თავაკების წყვილშია. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ეს გარკვეული ოპტიმიზაციების შედეგი, თუ deferred writing-ის ნაკლებობა ახდენს S8-ის წარმადობაზე ასეთ უარყოფით გავლენას. დასკვნა ჩვენ გვინდა, რომ პირველ რიგში, ვთქვათ რამდენიმე სიტყვა Samsung SpinPoint F4-ზე. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ წარმოედგინა ახალი პლატერები მცირე ტევადობის მქონე პროდუქტებში და ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მართებული აღმოჩნდა. აღნიშნული HDD სწრაფია, არაძვირადღირებული და ძალიან შთამბეჭდავი - წარმადობისა და კვების მოხმარების კუთხით. ის შესანიშნავად გამოდგება, იმ კომპიუტერების სისტემურ დისკად, რომლებსაც არ სჭირდებათ დიდი მოცულობის სივრცე. Samsung EcoGreen F4EG-იც საკმაოდ კარგი პროდუქტია. ახალი 2 ტბ-იანი მოდელი ხაზოვან ოპერაციებში გახდა უფრო სწრაფი, რაც უფრო მაღალი სიხშირის პლატერებზე გადასვლამ განაპირობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Western Digital-მა 4 კბ-იან სექტორებზე გადაინაცვლა მომხმარებლისათვის გასაგები გზით. მათ დააანონსეს აღნიშნული ტექნოლოგია და დახარჯეს გარკვეული ძალისხმევაც, რომ განემარტათ მისი მნიშვნელობა. Samsung-ის ახალი მყარი დისკები კი, შესაძლოა იქცეს უსიამოვნო სიურპრიზად - ძველი ოპერაციული სისტემის მფლობელთათვის, რომლებსაც მოუწევთ სპეციალური უტილიტების მოძიება იმისათვის, რომ მათთან მოახდინონ ფართიშენების განლაგება. ახალი Western Digital Caviar Green-ი 667 გბ-იანი პლატერებით, როგორც მოსალოდნელი იყო, თავის წინამორბედზე უკეთესი აღმოჩნდა. მწარმოებელმა გააუმჯობესა firmware-ი და მცირე ფაილებთან მუშაობისას, შეამცირა 4 კბ-იანი სექტორებით გამოწვეული, წარმადობის ვარდნის დონე. სხვა მხრივ, Samsung-ის ასეთი მყარი დისკი უფრო სწრაფიცაა. უნდა ითქვას ისიც, რომ WD Caviar Green-მა deferred writing-ის გარეშე, დაამტკიცა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს ტექნოლოგია დღევანდელ HDD-ებში და სწორედ ამით გახდა დღეს ეს პროდუქტი სრულიად უკონკურენტო. WD-ის მაღალსიჩქარიანმა Caviar Black-მა და RE4-მა, დატვირთვების უმრავლეს შემთხვევების დროს, წარმადობის შესანიშნავი დონე გამოავლინეს. მათი ერთადერთი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ისინი დიდი ოდენობით ენერგიას მოიხმარენ. ახალმა 1 ტბ-იანმა Caviar Black-მა Y6 ინდექსით, არაფერი შეცვალა და მისი წინამორბედის მსგავსია. Caviar Blue-ც, ასევე ჰგავს მათ ყველა პარამეტრით. გადავიდეთ Hitachi-ის Deskstar 7K1000.C-ზეც. ორიგინალური firmware-ით, ამ დისკმა ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოახდინა, მაგრამ ახლა, მისი რეკომენდირება შეგვიძლია, როგორც ისეთი პროდუქტისა, რომელშიც კარგად არის დაბალანსებული წარმადობისა და კვების მოხმარების დონე. XbitLabs
  6. ზუსტად ახლა ვამზადებ დიდი ტევადობის მქონე HDD-ების მიმოხილვას, ცოტა ხანს თუ მოიცდით, მათზე ყველაფერს შეიტყობთ .. :)
  7. ვიცოდი რაც იგულისხმებოდა, მაგრამ რატომღაც ვერ გავიხსენე ეგ სიტყვა.. 10X სოსო :)
  8. კომპანია AMD-ემ ოფიციალურად წარადგინა 'აჩქარებული პროცესორების' (Accelerated Processing Unit, APU) პროდუქციის ახალი კატეგორია, რომელიც კომპანიის თქმით, 'გააერთიანებს უფრო მეტ გამომთვლელ შესაძლებლობებს, ვიდრე ნებისმიერი CPU - აღნიშნული ტექნიკის ისტორიაში'. APU AMD Fusion ოჯახში შევიდნენ ის ნაწარმები, რომელთა ერთ კრისტალშიც განთავსებულია მრავალბირთვიანი, x86-თან შესაფერისი CPU, სამაგიდო დონის GPU, რომელსაც აქვს DirectX 11-ისა და პარალელური დამუშავების მხარდაჭერა, მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ასწრაფების გამოყოფილი ბლოკი (UVD3) და მაღალსიჩქარიანი ინტერფეისი, სხვადასხვა ტიპის ბირთვების დამაკავშირებელი. კომპიუტერების მწარმოებლებმა, მათ შორის Acer-მა, ASUS-მა, Dell-მა, Fujitsu-მ, HP-მ, Lenovo-მ, MSI-მ, Samsung-მა, Sony-მ და Toshiba-მ უკვე აირჩიეს APU AMD Fusion-ი - ახალი თაობის desktop სისტემებისთვის, ნოუთბუქებისა და ნეტბუქებისათვის - HD ხარისხის ვიდეოს მხარდაჭერით. APU AMD Fusion-ის ბაზაზე გამოშვებული პლანშეტები გაყიდვაში მოგვიანებით, მიმდინარე კვარტალში გამოვლენ. AMD-ეს შეფასებით, AMD Fusion-ი უზრუნველყოფს კომპიუტერების 10 სთ-იან და უფრო ხანგრძლივ მუშაობას ავტონომიურ რეჟიმში. წარმოდგენილ იქნა APU-ს სამი სერია: E, C და A. მათგან პირველი ორი უკვე ხელმისაწვდომია. E ხაზში (კოდური დასახელება Zacate) შედიან E-350 (ორი ბირთვი, 1,6 გჰზ, TDP 18 ვ) და E-240 მოდელები (ერთი ბირთვი, 1,5 გჰზ, 18 ვ). C-ში (Ontario) ასევე ორი პროდუქტია: C-50 (ორი ბირთვი, 1,0 გჰზ, 9 ვ) და C-30 (ერთი ბირთვი, 1,2 გჰზ, 9 ვ). მიმდინარე წლის ნახევარში აგრეთვე გამოვა 32-ნანომეტრული A სერიის APU Fusion-ი (Llano), რომლებსაც ექნებათ ოთხამდე x86-თან შესაფერისი ბირთვი და GPU - DirectX 11-ის მხარდაჭერით. ამ ბაზაზე დამზადებული პროდუქტების გამოჩენა მოსალოდნელია 2011-ის ნახევრიდან.
  9. AMD Radeon HD 6900 სერიის 3D-ბარათების გამოსვლა, როგორც ცნობილია, მცირე დაგვიანებით განხორციელდა. ამის მიზეზად კი Texas Instruments (TI)-ის წარმოების DrMOS მიკროსქემების დეფიციტი დაასახელეს, რომლებიც გამოიყენება რეფერენსული მოდელის კვების ქვესისტემაში. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილ იქნა, რომ უარი ეთქვათ აღნიშნულ რეგულატორებზე და მათ ნაცვლად გამოეყენებინათ Volterra-ს წარმოების ეს დეტალები. იუწყებიან, რომ TI კომპონენტების მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები უკვე მოგვარებულია და AMD გეგმავს ზემოხსენებული ვიდეოკარტების ახალი ვარიანტების გამოშვებას. ამის დასამტკიცებლად, გავრცელდა Swiftech-ის ახალი გაგრილების სისტემის ფოტოსურათები, რომელიც განკუთვნილია Radeon HD 6900-ებისათვის. Swiftech-ის თქმით, ეს განახლება იმით არის განპირობებული, რომ AMD-ემ შეცვალა ბარათების რეფერენსული მოდელები. როგორც ილუსტრაციიდან ჩანს, იმ ადგილების მოცულობა, რომელიც განკუთვნილია ძაბვის რეგულატორებთან კონტაქტზე, გაზრდილია და გვიჩვენებს განსხვავებას მიკროსქემების კორპუსების ზომაში. გაგრილების სისტემის საწყისი ვარიანტი მოცემულია მარცხნივ, ხოლო ახლის კი მარჯვნივ, არეები კი გამოყოფილია წითელი ფერით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ TI-ის რეგულატორები Volterra-ზე იაფია, მაგრამ ეფექტურობაში მათ არ ჩამოუვარდებიან. მნიშვნელოვანია სხვა რამ: Radeon HD 6950-ის შეცვლით, მწარმოებელს შეეძლო, რომ გამოეყენებინა შემთხვევა და დაებლოკა პროგრამული 'მოდერნიზაციის' შესაძლებლობა, რომელიც შემჩნეულ იქნა გასული წლის ბოლოს. უნდა ითქვას შემდეგიც: ენთუზიაზისტებმა გაარკვიეს, რომ მსგავსება Radeon HD 6950-სა და Radeon HD 6970-ს შორის, იძლევა იმის საშუალებას, რომ უმცროსი მოდელი 'გადავაქციოთ' უფროსად - BIOS-ის უბრალო განახლებით.
  10. თურქული ინფორმაციული წყაროს ცნობებით, ამ წელს AMD-მ შესაძლოა, რომ კვლავ განაახლოს FX სერიის პროცესორების გამოშვება, რომელშიც შესული იქნება Bulldozer ბირთვზე დაფუძნებული, სამაგიდო სისტემებისთვის განკუთვნილი მოდელები. როგორც უკვე ვიცით, AMD-ემ არ გამოიყენა FX დასახელება - Phenom და Phenom II პროცესორებისათვის, რადგანაც ამას შესაძლოა მოჰყოლოდა იმ სერიის იმიჯის დევალვაცია, რომელსაც განზრახული აქვს ყველაზე მაღალ სეგმენტში ლიდერობისთვის ბრძოლა. ამის ნაცვლად, გახსნილი BClk-მამრავლის მქონე CPU-ების აღნიშვნისათვის, გამოყენებულ იქნა სიტყვათა კომბინაცია Black Edition-ი. რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტებს, რომლებსაც მოუწევთ FX მარკის განახლება, ჯერჯერობით ვრცელდება ინფორმაცია მხოლოდ ორი მათგანის შესახებ. ეს გახლავთ უკომპრომისო 8-ბირთვიანი Zambezi, რომელიც მიიღებს AMD Vision Black FX დასახელებასა და უფრო ხელმისაწვდომი პროცესორები - AMD Ultimate Vision FX. ამ ორ ნაწარმს, რომელთა გამოსვლაც მოსალოდნელია ამა წლის გაზაფხულზე, მოუწევთ მომხმარებლების გულის მოსაგებად დაუპირისპირდნენ Intel-ის მაღალ სეგმენტში არსებულ პროცესორებს, Intel Core i7 Extreme Edition-ის ჩათვლით. DonanimHaber
  11. არა, ფასი ჯერჯერობით უცნობია..
  12. GeForce GTX 580 V-Go-ს შემდეგ, კომპანია Sparkle-მა გამოუშვა ამ სერიის მეორე მოდელი - GeForce GTX 570 V-Go. შეგახსენებთ, რომ GeForce GTX 580 V-Go გახდა პირველი ბარათი GTX 580-ებს შორის, რომელიც გამოცემულ იქნა დამოუკიდებელი მწარმოებლის მიერ - რეფერენსული მოდელის მიხედვით (სხვა დანარჩენი კომპანიები, რომლებიც უშვებენ ამ ვიდეოკარტას, მას იღებენ კონტრაქტით გათვალისწინებული ბრენდისგან უკვე გამზადებული სახით, ასე, რომ ინდივიდუალურობა შეიმჩნევა მხოლოდ ეტიკეტებსა და შეფუთულობაში). ვვიმედოვნებთ, რომ დამზადების ასეთი ხერხი გამოდგება ორიგინალური მოდელის შექმნის დროს, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც გამოჩნდება Sparkle-ის ასორტიმენტში. უნდა ითქვას, რომ ეს გზა მანევრირების ძალიან მცირე ადგილს ტოვებს, რაც კარგად ჩანს ზემოაღნიშნული პროდუქტის მაგალითზე. ამავდროულად წარდგენილ იქნა ახალი პროდუქტის ორი მოდიფიკაცია: SXX5701280D5NM და SXX5701280D5SNM. პირველი მათგანის კომპონენტების სიხშირეები რეფერენსულის მსგავსია და შეადგენს - 732 მჰზ — GPU ბირთვი, 1464 მჰზ — შეიდერების ბლოკი, 3800 მჰზ - მეხსიერება. ხოლო რაც შეეხება მეორეს, ის აჩქარებულია - 752, 1504 და 3996 მჰზ-მდე შესაბამისად. ბარათის დანარჩენი მახასიათებლები კი ემთხვევა და შემდეგნაირად გამოიყურება - 1280 მბ GDDR5, 320-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი, 480 CUDA ბირთვი, ორი Dual-Link DVI და ერთი mini-HDMI პორტი. DVI გასასვლელების ფერი, ისევე როგორც გარეგანი გაფორმების სხვა ელემენტებიც - GeForce GTX 580 V-Go-ის მსგავსია. TechPowerUP!
  13. კომპანია ASUS-ი აპირებს, რომ Sandy Bridge პროცესორებით აღჭურვოს გეიმერული ნოუთბუქები G53SW და G73SW, ხოლო ახლახანს ინფორმაციულმა წყარომ გამოაქვეყნა ცნობები, რომ მათ რიცხვს შეემატებიან N53SV და N73SV ლეპტოპებიც. უფრო დაწვრილებით რომ ვისაუბროთ, N53SV და N73SV დამზადდებიან Intel Core i7-2630QM CPU-ების ბაზაზე, რომლებიც იმუშავებენ 2 გჰზ-ზე (Turbo Boost რეჟიმში კი ეს მაჩვენებელი შესაძლებელია გაიზარდოს 2.9 გჰზ-მდეც) და Intel HM65 ჩიპსეტზე. ნოუთბუქები მიიღებენ 1 გბ მეხსიერების მქონე NVIDIA GeForce GTX 460M ბარათებსა და დისპლეებს 15,6 (N53SV) ან 17,3 დუიმის ზომის დიაგონალით (N73SV, რომელიც ნაჩვენებია ილუსტრაციებზე). მოდიფიკაციის გათვალისწინებით, ეკრანის გაფართოვება იქნება 1920 x 1080 ან 1366 x 768 პიქსელზე. ოპერატიული მეხსიერების ოდენობა 4, 6 ან 8 გბ-ს მიაღწევს, ხოლო მყარი დისკის კი - 500 ან 640 გბ-ს (უფროს მოდელში სურვილისამებრ ყენდება ორი HDD-იც). კონფიგურაციაში შედის DVD ROM-იც, რომელიც შეგიძლიათ შეცვალოთ Blu-ray-თი. კომპლექტაციაში აგრეთვე შედის კაბელიანი და უკაბელო ქსელური ადაპტერები, USB 2.0 და USB 3.0 პორტები, მონიტორებთან დაკავშირების გასასვლელები VGA და HDMI. ცნობილია, რომ ნოუთბუქები მიიღებენ 6-უჯრედიან ელემენტებს - 4400 mAh ტევადობით, მაგრამ არ ვრცელდება ინფორმაცია პროდუქტების ავტონომიური მუშაობის დროებსა და მასებზე. ბაზური კონფიგურაციის მქონე N53S-ის ფასი იქნება 1197$, ხოლო N73SV-ისა კი — 1699$. Notebook Italia
  14. ინფორმაციულ წყაროს თუ დავეყრდნობით, კომპანია Intel-ი გეგმავს LGA775 სოკეტის პროცესორების გაგრილების სისტემის განახლებას. მოდერნიზებული სისტემა მიიღებს რადიატორის ოდნავ განსხვავებულ ფორმას. ამ ცვლილების აზრი კარგად არის მოცემული ფოტოსურათზე. ძველი ვარიანტი განლაგებულია მარცხნივ, ხოლო ახალი - მარჯვნივ. მიუხედავად იმისა, რომ პროცესორის სახურავთან კონტაქტი (რადიატორები ნაჩვენებია ქვედა მხრიდან), როგორც ჩანს, შემცირდა, მწარმოებელი ირწმუნება, რომ გაგრილების სისტემის ეფექტურობა ამით არ გაუარესებულა. არ შეცვლილა ფენისა და მისი სამაგრის სახეც, რაც მეორე ილუსტრაციით მტკიცდება. ახალი გაგრილების მქონე Pentium, Celeron, Core 2 Duo და Core 2 Quad პროცესორების მიწოდება 13 იანვრიდან დაიწყება. TechConnect Magazine
  15. არც ისე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა პირველი ცნობები AMD-ეს გრაფიკულ პროცესორ Radeon HD 7000-ებზე, რომლებიც ცნობილნი არიან Southern Islands სახელწოდებით. ინფორმაციულმა წყარომ ამჯერად საშუალება მოგვცა, რომ მათ შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრა. Mobility Radeon HD 7000 პროდუქტები გამოიშვებიან 28 ნმ ნორმების გათვალისწინებით და შესრულებულნი იქნებიან MXM 3.0 მოდულების სახის მიხედვით. როგორც იუწყებიან, AMD გეგმავს მთლიანი ხაზის წარმოებას - პირველიდან ბოლო დონემდე. ჯგუფის სათავეში მოექცევა მოდელი Wimbledon სახელწოდებით, რომელიც შექმნილია TDP 65 ვ-ზე. 256-ბიტიანი 'შინით' აღნიშნული GPU დაკავშირებული იქნება 2-4 გბ GDDR5 ტიპის მეხსიერებასთან. წარმადობით ის 25%-ით გადააჭარბებს Blackcomb-ს - Mobility Radeon HD 6000 სერიიდან, ხოლო მისი გამოჩენა მოსალოდნელია მომდევნო წლის მეორე კვარტალში. მეორე საფეხურს დაიკავებს პროდუქტი Heathrow.მოდიფიკაციის შესაბამისად, მას ექნება 192 ან 128-ბიტიანი ინტერფეისი და 1-დან 3 გბ-მდე GDDR5. TDP-ს მნიშვნელობა კი დასახელებულია 45 ვ. ქვევით მოთავსდა GPU Chelsea - 128-იანი GDDR5-ით, 1-2 გბ მეხსიერებით, 20-30 ვ-იანი TDP-თი. წარმადობით ის უფრო უკეთესი იქნება Mobility Radeon HD 6000 სერიის Whistler-ზე - 30%-ით. აღნიშნულ ხაზს ასრულებს Thames - TDP 15-20 ვ, რომელიც ასევე აღჭურვილია 128-ბიტიანი ინტერფეისითა და დაკომპლექტებული იქნება 1 გბ GDDR5 ან GDDR3 მეხსიერებით. თავის წინამორბედ Seymour-ს - Mobility Radeon HD 6000 სერიიდან, ის 100%-ით სჯობნის. Heathrow-ის, Chelsea-სა და Thames-ის გამოსვლა კი ამ წლის მეოთხე კვარტალშია დაგეგმილი. TechPowerUP!
  16. Gigabyte Technology-იმ გამოაქვეყნა 3DMark 05-ისა და 3DMark 06-ის შედეგები, რომლებშიც GTX 460 SOC edition ვიდეოკარტა ცხრილის სათავეში მოექცა. ეს კი ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ კომპანიის ბარათები ოვერქლოქინგის თავისუფალ შეჯიბრში რეკორდს აყარებენ. მეორე საუკეთესო მოდელების მიერ მიღწეული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან პირველ ადგილზე გასულს, რომელმაც დააფიქსირა - 50231 და 36380 ქულები შესაბამისად. Overclock3D
  17. Intel-ის Desktop Board განყოფილება გამოსაშვებად ამზადებს ორ ახალ სისტემურ პლატას high-end სოკეტ LGA1366-ზე, რომლებიც მოხვდებიან Extreme სერიის ხაზში. კომპანიის ასეთი ტიპის პროდუქტი - DX58SO 'SmackOver'-ი ჯერ კიდევ 2008 წლის ნოემბრის თვეში ვიხილეთ, როდესაც მაღაზიების დახლებზე პირველად გამოჩნდა Core i7 პროცესორები. თავისებურებათა თვალსაზრისით, ახალი დედაპლატები განახლებული სახის არიან და იყენებენ Rev. 13 X58-ის უახლეს ჩრდილოეთ ხიდს, მყარ კონდენსატორებს, აქვთ LGA1366-ის CPU-ების, USB 3.0-ისა და SATA 6-ის მხარდაჭერა. ეს ორი ნაწარმი წარმოდგენილია DX58SO2 'SmackOver II'-ისა და მისი 'lite' ვარიანტ - DX58OG-ის სახით. DX58SO2 იყენებს ციფრულ PWM CPU კვების წრედს, northbridge-ის თავზე განლაგებულ სპორტულ ლურჯი ფერის ჰითსინკ კლასტერს, VRM ადგილს და სამხრეთ ხიდს - northbridge-ისა და VRM-ის შორის სითბოს გამოყოფით. მას გააჩნია ექვსი შიდა SATA 3 გბიტ/წმ, ორ SATA 6 გბიტ/წმ და ორ eSATA 3 გბიტ/წმ პორტებს, ასევე ორ ორ USB 3.0 გამოსასვლელს, 8-არხიან HD აუდიოსა და გაფართოვების სლოტებს, რომელიც შედგება სამი PCI-Express 2.0 x16 (x16/x16/NC ან x16/x8/x8), ორი PCI-E x1 და ერთი PCI-ისაგან. DX58OG იყენებს იმავე PCB-ს, როგორსაც DX58SO, იმისგან განსხვავებით, რომ ბევრი თავისებურების ოდენობა შემცირებულია. CPU VRM-ს აქვს უფრო ცოტა ფაზები, მიუხედავად იმისა, რომ USB 3.0 და SATA 6 გბიტ/წმ პორტები ხელშეუხებელი დარჩა, გაქრა eSATA გასასვლელები და 8-იანი HD აუდიო CODEC-ის ნაცვლად, ვხედავთ 6-იანს, გარდა ამისა, მესამე PCI-Express x16 სლოტი დაყვანილია x1-მდე. ორივე პროდუქტი შედგება ახალი თავისებურებებისგან, რომლებსაც Intel-ი წარმოადგენს უახლეს Extreme სერიის პლატებთან ერთად, მაგალითად BIOS Vault ტექნოლოგია, რომელიც გვეხმარება BIOS-ის აღდგენაში, Back-to-BIOS ღილაკი და უფრო ეფექტური ინტერ-ფაზური დატვირთვის დასაბალანსებელ მექანიზმი. ახალი Desktop დაფები წესით სულ მალე უნდა გამოჩნდეს, დიდი ალბათობით ეს იანვრის დასაწყისში მოხდება. TechPowerUP!
  18. TUL Corporation-ის აზრით, მან პირველმა შესძლო წყლის რადიატორით აღჭურვილი HD6970-ის წარმოდგენა. შესაბამისი მოდელი გამოვიდა PowerColor Liquid Cooling Solution (LCS) HD6970 სახელწოდებით. აღნიშნული კომპონენტი შეიმუშავეს EK Water Blocks-ის სპეციალისტებმა. ის სპილენძისგანაა დამზადებული და მჭიდრო კონტაქტშია ვიდეოკარტის ყველა ცხელ წერტილთან. კომპანიის შეფასებით, GPU ტემპერატურა არ სცილდება 50°C-ის ზღვარს - მაქსიმალური დატვირთვის დროსაც კი. PowerColor LCS HD6970-ის გრაფიკული პროცესორის ტაქტური სიხშირე შეადგენს 925 მჰზ-ს, მეხსიერების - 1425 გჰზ (რეფერენსული მნიშვნელობა - 880 და 1375 მჰზ). წყლის გაგრილების სისტემის უფრო დიდმა ეფექტურობამ საშუალება მოგვცა, რომ არამხოლოდ გავზარდოთ კომპონენტების მჰზ-ების დონე ქარხნულ პირობებში, ასევე გამოვყოთ ადგილი ექსპერიმეტებისთვისაც. კომპლექტში შესულია 3/8 და 1/2 დიუმიანი ფიტინგები თავისი შემჭიდროვებლებით. PowerColor
  19. ბექა, თუ ნებას მომცემ, მეტი სისრულისთვის დავამატებდი შემდეგს: Viper Xtreme Division 2 Edition-ი ორიენტირებულია ენთუზიაზისტებისათვის, ხოლო მახასიათებლები კი შემდეგნაირია: PXD38G1600LLK — 2 х 4 გბ, 1600 მჰზ, 8-9-8-24; PXD34G1600LLK — 2 х 2 გბ, 1600 მჰზ, 8-9-8-24; PXD38G1866ELK — 2 х 4 გბ, 1866 მჰზ, 9-11-9-27; PXD34G1866ELK — 2 х 2 გბ, 1866 მჰზ, 9-11-9-27; PXD34G2133ELK — 2 х 2 გბ, 2133 მჰზ, 9-11-9-27 ; ამ კომპლექტებთან ერთად, ასევე დაანონსდა G2 სერიის კიტებიც, რომლებიც გათვლილია კომპიუტერული თამაშების მოყვარულებზე, რომლებსაც სურთ მიიღონ ოპტიმალური ვარიანტი ფასი-წარმადობის თვალსაზრისით. PGD38G1333ELK — 2 х 4 გბ, 1333 მჰზ, 9-9-9-24; PGD34G1333ELK — 2 х 2 გბ, 1333 მჰზ, 9-9-9-24; PGD38G1600ELK — 2 х 4 გბ, 1600 მჰზ, 9-9-9-24; PGD34G1600ELK — 2 х 2 გბ, ტაიმინგებზე ცნობები არ ვრცელდება. ამ მოდულების განსხვავებული თავისებურება კი დაბალპროფილიანი რადიატორებია.
  20. მაშ ასე, წარმოგიდგენთ MSI-ის კიდევ ერთ ტოპ-ლაინ სისტემურ პლატას 'Sandy Bridge'-ის ბაზაზე - Big Bang Marshal-ს. როგორც უკვე ვიცით, P67 ჩიპსეტს ექნება Intel-ის ახალი თაობის პროცესორების მხარდაჭერა, მაგრამ ამ პროდუქტს ამაზე გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია. XL-ATX ტიპის ფორმ-ფაქტორის მეშვეობით, კომპანიაში მოახერხეს და Marshal-ზე განათავსეს რვა PCIe x16 სლოტი, რომლებიც სურვილისამებრ შეგვიძლია ვამუშავოთ როგორც ოთხ x16 ან რვა x8 კონფიგურაციის პირობებში. ეს ყველაფერი კი Lucid-ის HydraLogix ჩიპის დამსახურებაა, რომელიც ასევე იძლევა multi-GPU-ების განთავსების საშუალებასაც - როგორც AMD-ს, ასევე NVIDIA-ს ვიდეოკარტებისათვის. სიურპრიზები ამით არ მთავრდება. პლატას თან მოჰყვება სამი განსხვავებული BIOS ჩიპი, რვა USB 3.0 პორტების მთელი ნაკრები, ორი 8-პინიანი და ერთი 6-იანი P4 კვების კონექტორი - PCIe სლოტების დამატებითი ენერგიის უზრუნველსაყოფად. ენთუზიაზისტებისთვისაც მოიძებნება შესაფერისი თავისებურებები, კერძოდ კი - SATA 6 გბიტ/წმ, dual gigabit Ethernet-ი, on-board power, reset და ოვერქლოქინგის ღილაკები, ასევე LED error დისპლეი. როგორც ჩანს, Big Bang Marshal-ი ჯერ კიდევ დამზადების პროცესშია, ამიტომ გამოსვლის თარიღამდე, რომელიც მოსალოდნელია 2011 წლის პირველ კვარტალში, მახასიათებლების მცირედი ცვლილება არაა გამორიცხული. თუმცა, დიზაინს ასე თუ ისე, ალბათ უკვე საბოლოო სახე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მონსტრის გამოჩენას სულ ახლო მომავალში უნდა ველოდოთ, ხოლო თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მომავალი კვირის CES-ის გამოფენაზე მას უფრო ახლო რაკურსით ვიხილავთ. დასამატებელია მხოლოდ ის, რომ MSI-მ აგრეთვე გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ CES-ზე ის აჩვენებს BigFoot Networks-თან თანამშრომლობით მიღწეულ სიახლეებსაც, მათგან ერთ-ერთის შესახებ ბექამ უკვე მოგაწოდათ ცნობები ამ თემაში. Hexus
  21. Foxconn-ი მზადაა გამოუშვას თავისი პირველი დედაპლატა 'high-end' სოკეტ LGA1155-ზე, რომელიც ბაზირებული იქნება Intel P67 Express ჩიპსეტზე და ექნება'Sandy Bridge' პროცესორების მხარდაჭერა. Quantum Force P67 აღჭურვილია უახლესი კომპონენტებით, როგორიცაა ციფრული PWM, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია CPU-ვოლტაჟის ზუსტი მართვა, ასევე მულტი-ფაზიანი VRM - DDR3 მეხსიერების ოთხი სლოტისათვის და დაკავშირების მდიდარი ოპციებით. აღნიშნული სოკეტი იკვებება 14-ფაზიანი digital PWM წრედით, რომელიც იყენებს CPL-ის დამზადებულ ერთფაზიან PWM ინდუქტორებს, ხოლო მეხსიერებას კი ესაჭიროება 2-phase VRM. გაფართოვების სლოტები წარმოდგენილია ორი PCI-Express 2.0 x16-ით, სამი PCI-E x1-ითა და ერთი PCI-ით. რასაკვირველია არის ATI CrossFireX-ისა და NVIDIA SLI-ის მხარდაჭერაც. გარდა ამისა, პროდუქტს გააჩნია შემდეგი სახის კონექტორები: ორი ცალი შიდა SATA 6 გბ/წმ და ოთხი SATA 3 გბ/წმ, ორი eSATA 3 გბ/წმ და ერთი ATA - 2 IDE მოწყობილობის ჩართვის შესაძლებლობით. გადავინაცვლოთ გარე დაკავშირების საშუალებებზეც. მასში შესულია 8+2 არხიანი HD აუდიო - ოპტიკური და კოაქსიალური SPDIF კონექტორებით, ორი USB 3.0 პორტი, მთელი რიგი USB 2.0 გასასვლელები, FireWire და ორი gigabit Ethernet-ი. Quantum Force P67-ში თავმოყრილია მრავალი თავისებურებებიც, რომლებიც ოვერქლოქერებს უდავოდ დააინტერესებს. ესენია: დიაგნოსტიკური LED დისპლეი, უკანა პანელის CMOS reset ღილაკი, BIOS-ი - განსხვავებულ EEPROM ჩიპებში და მაღალი სიზუსტის მქონე ვოლტაჟ-კონტროლი - Volterra PWM IC-ის მეშვეობით. Quantum Force P67 შესაძლოა მოხვდეს იმ პირველი დედაპლატების ნაკადში, რომლებიც გამოშვებულ იქნებიან Intel LGA1155 სოკეტის პროცესორებთან ერთად - 2011 წლის დასაწყისში. TechPowerUP!
  22. მადლობა ინფოსთვის, დავამატებდი მხოლოდ შემდეგს: ვიდეოკარტების განთავსებისათვის კეისში მოგიწევთ გაფართოვების ორი სლოტის გამოყოფა. N580GTX Lightning მოდელმა მიიღო ორი ცალი DVI, ერთ-ერთი HDMI და DisplayPort-ი, R6970 Lightning-საც ერგო მსგავსი ტექნოლოგიები, განსხვავება მხოლოდ ორ mini-DisplayPort-შია.
  23. როგორც ცნობილია, იანვრის CES-ის გამოფენაზე, უნდა შედგეს ASUS-ის პლანშეტური კომპიუტერების ანონსიც და იმისათვის, რომ ფანებისა და დაინტერესებული პირებისთვის ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ ეს 10-დღიანი მოლოდინი, კომპანიამ გამოაქვექნა აღნიშნული პროდუქტების რამოდენიმე ფოტოსურათი. პირველი ნაწარმი დაფუძნებულია Intel პლატფორმაზე (არ არის გამორიცხული, რომ Oak Trail-ზე), მუშაობს Windows-ის ეგიდის ქვეშ და აღჭურვილია USB 3.0 ინტერფეისის პორტით. მეორე მოდელი კი ემყარება ერთკრისტალიან Tegra 2 სისტემასა და Android-ს (შესაძლოა Android 3.0-ზე). სავარაუდოდ, ისინი მიიღებენ QWERTY-კლავიატურებს, ყოველ შემთხვევაში, სურათებზე ორივე მათგანი სწორედ ასე ფიგურირებს. ორივე მოწყობილობა აღჭურვილია 10-დიუმიანი სენსორული დისპლეით, ხოლო მაღაზიების დახლებზე მათი გამოჩენა მოსალოდნელია 2011 წლის პირველი კვარტლისათვის. Notebook Italia
  24. ნოემბრის თვის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ კომპანია Gigabyte-ი აპირებს, რომ გამოუშვას სისტემური პლატები გეიმერულ სისტემებისთვის. გამოქვეყნდა მხოლოდ მწირი ინფორმაცია ამ სადებიუტო პროდუქტის შესახებ, კერძოდ კი, მისი სახელწოდება - G1-Killer, სოკეტის ტიპი - LGA 1366 და ფასი - 299$. ამჯერად, კი ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ შევხედოთ სარეკლამო პოსტერებსაც, რომელთა საშუალებითაც უკვე ბუნდოვანი წარმოდგენა გვექმნება იმის შესახებ, თუ დაახლოვებით რა ტიპის კერძს უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ მისი გამოსვლა მოსალოდნელია იანვრის დასაწყისში, გამოფენა CES 2011-ზე. დედაპლატა G1-Killer დაფუძნებული იქნება Intel X58 სისტემურ ლოგიკაზე და მიიღებს ხიდს NVIDIA nForce 200-სა და PCI-Express x16 ტიპის სამ სლოტს. DDR3 მეხსიერების მოდულებისათვის კი გამოყოფილია 6 ცალი შესაბამისი განყოფილება. ახალი ნაწარმი ალბათ ასევე მიიღებს ექვს SATA 3 გბიტ/წმ და ორ SATA 6 გბიტ/წმ სახის პორტებსაც. გარეგნული თვალსაზრისით, პროდუქტის ყველაზე თვალსაჩინო დეტალად, რასაკვირველია, უნდა ჩაითვალოს ჩიპსეტის რადიატორი, რომელსაც ვაზნებით სავსე ავტომატის მჭიდის ფორმაშია შესრულებული. TechConnect Magazine
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.