Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. კომპანია MSI-ს ნოუთბუქების ასორტიმენტი შეივსო CX70 და CR70 მოდელებით. უმეტესწილად, ისინი ერთმანეთის იდენტურნი არიან და განსხვავება მათ შორის მხოლოდ ვიდეობარათშია: პირველი აღჭურვილია 2 გბ მეხსიერების, დისკრეტული GeForce GT 640M-ით, მეორე კი - პროცესორში ინტეგრირებული Intel HD გრაფიკით. LED-განათების მქონე ეკრანის დიაგონალის სიგრძე 17,3 დუიმია, გაფართოება - 1366x768 პიქსელი. მის ზემოთ კი, ადგილი ერგო HD ვებ-კამერასაც. გარდა ამისა, კომპლექტაციაში აგრეთვე შესულია III თაობის Core პროცესორი (Ivy Bridge, 22 ნმ), ოპერატიული მეხსიერება SO-DIMM DDR3, 2,5 ტიპ-ზომის, 500, 640 ან 750 გბ ტევადობის მყარი დისკი, ჩამწერი წამყვანი DVD Super Multi, Wi-Fi (802.11 b/g/n), Bluetooth 4.0 და 6 cell-იანი ელემენტი. უნდა აღინიშნოს HDMI და D-Sub, ორ-ორი USB 3.0/ USB 2.0 პორტი, XD/SDHC/SDXC/MMC/MS ქარდ-რიდერი, SRS Premium Sound სტერეოდინამიკები და მულტისენსორული ტაჩპადი. ქარხნული დატესტვის შედეგების მიხედვით, CX70-მა დააგროვა P7261 ქულა 3DMark Vantage ბენჩმარკში. Overclockers.ua
  2. პროფესიონალ კინემატოგრაფებისა და ტელეოპერატორების საჭიროებებზე ორიენტირებით, კომპანია Canon-მა შექმნა და წარმოადგინა თავის კლასში უნიკალური სრულკადროვანი ციფრული სარკიანი კამერა EOS-1D C, რომელსაც აქვს ვიდეოს ჩაწერის უნარი MPEG-4/H.264 ფორმატში - 4096 x 2160 პიქსელ გაფართოებით და 24 კადრ/წმ სიხშირით. მოდელი განეკუთვნება ახალ საფირმო სისტემა Cinema EOS System-ს და თავსებადია Canon EF Mount სამაგრიან ხსნად ობიექტივებთან. კორპუსი გაფორმებულია შავ ფერში, მისი გაბარიტები გახლავთ 158 x 164 x 83 მმ და დაცულია ნესტისა და მტვრის უსიამოვნო ზემოქმედებისგან. გარდა ამისა, ტექნიკური მახასიათებლები ამგვარია: ორი DIGIC 5+ პროცესორი გამოსახულების დამუშავებისთვის; 18,1 მპ-იანი CMOS-სენსორი 36 x 24 მმ ზომებით; მგრძნობელობა - 100-დან 51200 ISO-ერთეულამდე (შესაძლებელია დიაპაზონის საზღვრების გაფართოება მისი შემცირების ან გაზრდის გზით - 50 და 204800-მდე შესაბამისად); 1040000 წერტილ გაფართოების მქონე, 3,2 დუიმიანი LCD-დისპლეი Clear View II და Live View რეჟიმის მხარდაჭერა; ოპტიკური ვიდეომაძებარი - კადრის 100%-იან დაფარვისა და 0,76-მაგი გაზრდის მქონე პანტაპრიზმის საფუძველზე; ინტეგრირებული GPS-მიმღები (ოპციონალურად); RAW-ფოტოსურათების გადაღების ფუნქცია - მაქსიმუმ 5184 x 3456 პიქსელ გაფართოებით; თეთრი ფერის ბალანსის რეგულირების ფართო არჩევანი (ექვსი დაყენებული და ხუთი - სამომხმარებლო); სლოტი CompactFlash (Type I/II) სტანდარტ ტიპის ბარათებისთვის; Mini HDMI პორტი ლითიუმ-იონის აკუმულატორი LP-E4N; აშშ-ს ბაზრისთვის პროდუქტი შეფასებულია 15000$-ად, თუმცა მისი გაყიდვების დაწყების თარიღები ჯერჯერობით არ ზუსტდება. 3DNews
  3. AMD არ ჩქარობდა თავის 28 ნმ ვიდეობარათების გაიაფებას - NVIDIA-ს ახალი თაობის მოდელის გამოშვებისდა საპასუხოდ. შესაძლოა, ამის მიზეზი GeForce GTX 680-ის Radeon HD 7970-თან არასაკმარისად დამაჯერებელი უპირატესობა ანდა ამ ტექ-პროცესზე დამზადებულ პროდუქტების მიწოდებათა მოცულობა ჯერჯერობით ჩამორჩება მოთხოვნილების დონეს. ასეა თუ ისე, დროთა განმავლობაში, ფასების შემცირება მაინც აუცილებელი გახდება იმისთვის, რომ გამყარებულ იქნას პოზიციები - Kepler-ის მომდევნო გადაწყვეტილებების გამოსვლის წინ. ინფორმაციულ წყაროს მონაცემებით, AMD უკვე ამზადებს ამ ღონისძიებების პირველ ეტაპს - Radeon HD 7900 ხაზის ნაწარმებისთვის და როგორც იუწყებიან, ახალი რეკომენდებული ღირებულება Radeon HD 7970-ზე იქნება 489, Radeon HD 7950-ზე — 394$. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პირველი მათგანის ნიშნული დაეცემა 60, მეორის - 55$-ით. ეს შეეხება Radeon HD 7770-საც, თუმცა არც ისე მნიშვნელოვნად (15$-ით). ამ ცვილებების განხორციელების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. KitGuru, IXBT
  4. Seagate-ის და Western Digital-ის ძირითადი ფაბრიკები ტაილანდშია განთავსებული. ისე, ამ კვარტალში მყარი დისკების 3%-ით გაიაფებას ვარაუდობენ , მეორეში - 9%-ით, მაგრამ არა მგონია ასე მოკლე დროში მოხერხდეს წარმოების მოცულობების სტაბილიზაცია.
  5. ინფორმაციულ წყაროს ცნობით, Ivy Bridge-ების პირველ ნაკადში არ იქნებიან შესული დესქტოპ Core i3 მოდელები. კერძოდ, ირწმუნებიან, რომ მათი რელიზი შედგება მიმდინარე წლის III კვარტალში. გამოსაშვებად დაგეგმილ პროცესორების სია კი, მოიცავს Core i3-3240-ს (ტაქტური სიხშირე - 3,4 გჰზ), Core i3-3240T (3,00 გჰზ), Core i3-3225 (3,30 გჰზ), Core i3-3220 (აგრეთვე 3,30 გჰზ, მაგრამ IGP-სიხშირე Core i3-3225-თან შედარებით, უფრო ნაკლებია) და Core i3-3220T (2,80 გჰზ). ყველა აღნიშნული CPU აღჭურვილია ორი ბირთვით, თუმცა, Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერის მეშვეობით, უნარი აქვთ ერთდროულად ოთხამდე ნაკადის შესრულებისა. III თაობის კეშ-მეხსიერების მოცულობა ყველა შემთხვევაში შეადგენს 3 მბ-ს. 'T' სუფიქსის მქონე ვერსიებს ექნებათ 35 ვ-იანი TDP, დანარჩენებს კი - 55. უფრო ადრე, მათ გამოსვლის თარიღად მიჩნეული იყო ივნისი. ხოლო გადატანის მიზეზად კი, რესურსს მოჰყავს ორი ვერსია: მიმდინარე თაობის პროცესორების მნიშვნელოვანი სასაწყობო მარაგები და წარმოების სიმძლავრეების უკმარისობა, რომლებიც შეუძლიათ 22 ნმ პროდუქციის გამოშვება. VR-Zone, IXBT
  6. გეიმერულ ნოუთბუქების სერია Toshiba Qosmio-ს შეემატა X875 და X875 3D ინდექსის მქონე, ორი ახალი მოდელი. მწარმოებელი ყურადღებას ამახვილებს 'Black Widow' სახელწოდების ტექსტუირებულ ალუმინის კორპუსსა და ლოგოტიპ/კლავიატურის წითელ განათებაზე. კომპლექტაციები საკმაოდ მძლავრია და მათში შედიან მესამე თაობის Intel Core (Ivy Bridge) პროცესორები, 3 გბ GDDR5-ით აღჭურვილი ვიდეობარათები NVIDIA GeForce GTX 670M და ტექნოლოგია NVIDIA Optimus. გარდა ამისა, Toshiba Qosmio X875 3D-ს ერგო 17,3 დუიმ-დიაგონალ სიგრძის დისპლეი 1920 х 1080 გაფართოებით და ტექნოლოგია NVIDIA 3D Vision 2 - LightBoost-ით. ხოლო მის თანამოძმემ მიიღო 1600 х 900 პიქსელიანი ეკრანი - სტერეოსკოპულ გამოსახულების მხარდაჭერის გარეშე. ხელმისაწვდომია მყარი დისკების ჰიბრიდული კონფიგურაციები, რომელთა საერთო მოცულობა შესაძლოა აღწევდეს 2 ტბ-ს. Harman Kardon წარმოების კვადროფონური დინამიკებს კი გააჩნიათ გაუმჯობესებული Slipstream აკუსტიკა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს HDMI გასასვლელი და Blu-ray-წამყვანიც. ხოლო Toshiba Sleep & Music ფუნქცია უზრუნველყოფს მუსიკის მოსმენას გამორთული ნოუთბუქის შემთხვევაშიც კი. ლეპტოპები გაყიდვაში ივნისის ბოლოს გამოჩნდებიან, ხოლო მათი ღირებულება იმერყევებს 1300-დან 2500$-მდე - კონფიგურაციისდა მიხედვით. Toshiba, IXBT
  7. სისტემურ დაფა MSI 890FXA-GD70-ის მიერ მხარდაჭერილ, AMD FX პროცესორების სიაში მოულოდნელად გამოჩნდა ამ სერიის ექვსი ახალი წარმომადგენელი, რომელთა ოფიციალური რელიზიც უახლოეს პერიოდში შედგება. FX-4130 და FX-6130-ის მახასიათებლები ჩვენთვის ასე თუ ისე უკვე ცნობილია, მაგრამ დანარჩენი ოთხი მოდელის - FX-4150, FX-4200, FX-6120 და FX-8140-ის შესახებ, აქამდე ძირითადად არაფერი ხმაურდებოდა. უფროსი 8-ბირთვიანი FX-8140 (მოდელის კოდი - FD8140WMW8KGU) მუშაობს ნომინალურ 3,2 გჰზ-ზე (4,1 გჰზ - ტურბო-რეჟიმში), აღჭურვილია 8 მბ მეორე და მესამე თაობის კეშ-მეხსიერებებით და საკმაოდ ზომიერ თერმოგამოყოფით - 95 ვ. ყველა ამ აღნიშნულ CPU-ს მსგავსად, ისიც განეკუთვნება ახლანდელ B2-სტეპინგს, ხოლო მის MSI 890FXA-GD70-ზე განსათავსებლად საჭირო იქნება UEFI-ს ბოლო Firmware, ვერსიით 1.14. 6 core-ის მქონე FX-6120-ის TDP-ს დონეც მოკრძალებულია და შეადგენს 95 ვ-ს. სიხშირე 3,5, ტურბო-რეჟიმში კი - 4,1 გჰზ-ის ტოლია. კრისტალი მოიცავს 6 - L2 და 8 მბ - L3 კეშს. CPU-World, Overclockers.ua
  8. კომპანია Toshiba-მ მოახდინა Excite პლანშეტურო კომპიუტერების დემონსტრირება. მასში შესულნი არიან 7.7, 10.1 და 13.3 დუიმ-დიაგონალის მქონე მოდელები და მათ აერთიანებს ერთკრისტალიანი სისტემა NVIDIA Tegra 3, რომელიც მოიცავს 1.4 გჰზ სიხშირეზე მომუშავე ოთხ გამომთვლელ და ერთ დამხმარე ბირთვს, ასევე გრაფიკულ ქვესისტემა GeForce-ს. გარდა ამისა, ნაწარმები აღიჭურვებიან 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით, Wi-Fi და Bluetooth ადაპტერებით, ორი კამერით (უკანა - 5, წინა - 2 მპ), micro-USB პორტით და დამცავ საფარ Gorilla Glass-ით, ხოლო ოპერაციული სისტემის სახით კი, წარმოდგენილი იქნება Android 4.0 Ice Cream Sandwich. Excite 13 - სხვა ანალოგიურ მოწყობილობებისგან გამოირჩევა 1600 x 900 გაფართოების, 13-დუიმიანი ეკრანით და გარდა ჩამოთვლილისა, მას აგრეთვე გააჩნია micro-HDMI გასასვლელი და სრულზომიანი სლოტი SD-ბარათებისთვის. ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების ოდენობა, მოდიფიკაციისდა მიხედვით, შეიძლება იყოს 32 (650$) ან 64 გბ (750$). 10 მმ სისქით, მისი წონა 1 კგ-ია და მას უნარი აქვს 13 სთ-მდე მუშაობისა ავტონომიურ რეჟიმში. მოდელი Excite 10 ტიპიურად გამოიყურება: რეზოლუცია გახლავთ 1280 x 800 პიქსელი, ხოლო სენსორს შეუძლია 10-მდე შეხების ამოცნობა. ადგილზეა micro-HDMI და SD-ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტი. სისქე შეადგენს 9 მმ-ს, აკუმულატორი კი, უზრუნველყოფს პროდუქტის 10 სთ-მდე მოხმარებას. გამოშვებულ იქნება 16, 32 და 64 გბ-იან ფლეშ-მეხსიერებით დაკომპლექტებული ვერსიები - 450, 530 და 650$-ად შესაბამისად. Excite 7.7-ის ეკრანი დამზადებულია AMOLED-ტექნოლოგიის მიხედვით, თუმცა გაფართოება ჯერჯერობით არ ზუსტდება. მასა - 380 გ, სისქე კი - 7.5 მმ-ია და გაყიდვაში ის ზაფხულის დასაწყისში გამოჩნდება - 16 და 32 გბ მეხსიერების მქონე ვერსიების სახით, 500 და 580$-ად. Overclockers.ru
  9. ჯერჯერობით არაფერი :hmm:
  10. ბულგარულ ვებ-გვერდ Laptop.bg-ს ავტორებმა მოახერხეს Core i7-3610QM პროცესორით აღჭურვილი ნოუთბუქის ხელში ჩაგდება, რითაც ჩვენ საშუალება გვეძლევა, რომ მცირეოდენი წარმოდგენა შეგვექმნას Ivy Bridge-ის მობილურ გადაწყვეტილებების შესახებ. CPU მუშაობს 2.3 გჰზ სიხშირეზე, ხოლო Turbo-რეჟიმში, უნარი აქვს 3.3 გჰზ-მდე აჩქარებისა. ძირითადი სინთეზურ ბენჩმარკების სახით, გამოყენებულ იქნა Cinebench 10, Cinebench 11.5 და Fritz. რეალური ამოცანების იმიტაცია ხორციელდებოდა Adobe Photoshop CS5 აპლიკაციისა და მის ინტეგრირებულ ტესტის მეშვეობით სიჩქარეზე. Core i7-3610QM აქაც საუკეთესო შედეგებს გვიჩვენებს: Core i7-3610QM აღჭურვილია გრაფიკულ ქვესისტემა Intel HD Graphics 4000-ით, რომელიც შედარებულია რამდენიმე ვიდეობარათთან - სხვადასხვა წლის 3DMark-ში: მოსალოდნელია, რომ Ivy Bridge-ზე პროცესორებზე დაფუძნებულ ნოუთბუქების უმეტესობა წარმოდგენილი იქნება ივნისის დასაწყისში გამართულ Computex 2012 გამოფენაზე. Overclockers.ru
  11. Radeon HD 7970-ის აჩქარების აბსოლუტურ რეკორდად აქამდე რჩება შედეგი 1700/8000 მჰზ-ით, თუმცა მიუხედავად ამისა, ენთუზიასტები მაინც ახერხებენ ახალი სიმაღლეების დაპყრობას სხვადასხვა ბენჩმარკებში, ბარათის გაცილებით ნაკლები სიხშირეებით. ასე მაგალითად, კრიოგენურ ოვერქლოქინგის იაპონელ გურუ Gyrock-მა, თხევადი აზოტის გამოყენებით, შეძლო 1670/7360 მჰზ-მდე დაფიქსირება - 5536 მჰზ სიხშირეზე მომუშავე Core i7-2600K პროცესორთან ერთად, ოთხი აქტიური ბირთვით. ამგვარად, დამყარდა ახალი მსოფლიო ნიშნული Unigine Heaven-ში - X3683,601 ბალი. ბირთვის ძაბვა გაზრდილ იქნა 1.631 ვ-მდე, ხოლო ტემპერატურა - მინუს 90O-მდე ცელსიუსით. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა MSI Radeon HD 7970 Lightning, რომელიც აღჭურვილია გაძლიერებული კვების ქვესისტემით და BIOS-ის სპეციალური ვერსიით, რომელიც ოპტიმიზირებულია ექსტრემალური აჩქარებისთვის. მართალია, მოდიფიცირება მაინც საჭირო გახდა, მაგრამ ამ ფაქტორის გარეშეც, ვიდეობარათის პოტენციალი ისედაც მაღალია. Overclockers.ru
  12. ალბათ ზედმეტია უკვე იმის შეხსენება, რომ ორ კვირაში კომპანია Intel ოფიციალურად წარადგენს Ivy Bridge პროცესორებს. ტრადიციისამებრ, გარკვეული დროის შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდება ამ სერიის სერვერული გადაწყვეტილებები, რომელთა დასახელებაშიც ფიგურირებს 'EP' და 'EX' სუფიქსები და როგორც ინფორმაციული წყარო VR-Zone იტყობინება, ეს მოხდება მომდევნო წელს. თავდაპირველად გამოჩნდებიან ახლანდელ ხაზ Xeon E5-ის (Sandy Bridge-EP) მომდევნო თაობები, ასევე ცნობილნი, როგორც Ivy Bridge-EP-ები. ეს მოდელები ხასიათდებიან 20%-ით გაზრდილი სიხშირეებით და 25 მბ-მდე III თაობის კეშ-მეხსიერებით, ხოლო 22 ნმ წარმოების ტექნოლოგიაზე გადასვლა შეამცირებს ენერგომოხმარებას და თბოგამოყოფას, რაც Intel-ს მისცემს 10-ბირთვიანი მოდელების გამოშვების საშუალებას LGA 2011 სოკეტზე და რომლებიც თავსებადნი იქნებიან X79 ჩიპსეტის სისტემურ დაფებთან. კომპანიამ უარი განაცხადა 'Sandy Bridge-EX' პროცესორებზე - დენის გამოყენების მაღალი დონის გამო, ხოლო უფრო 'დახვეწილ' პროცესზე გადასვლა კი, უზრუნველყოფს ამ პრობლემის გადაჭრას. ამგვარად, მომდევნო წელს, შედგება Xeon E7 სერიის CPU-ების რელიზიც, რომლებიც ჩაანაცვლებენ Westmere-EX-ებს და აღჭურვილნი იქნებიან 10 core-ით. ხოლო, Ivy Bridge-EX-ები მიიღებენ 16-მდე გამომთვლელ ბირთვს, ოთხ ცალ 2-არხიან DDR3-1600 მეხსიერების კონტროლერს (1.5 ტბ-მდე მეხსიერებას პროცესორზე), 32 PCI Express 3.0 ხაზს და სამ QPI-ს. მათთან ერთად კი, Intel წარმოადგენს უკვე ახალ პლატფორმასაც, მაგრამ დიდი განსხვავებები - Sandy Bridge-EP და Ivy Bridge-EP გადაწყვეტილებებს შორის, მოსალოდნელი არ არის. მაგალითისთვის, შენარჩუნდება შეტანა/გამოტანის კონცენტრატორი Patsburg. Overclockers.ru
  13. ამერიკულმა მწარმოებელმა EVGA-მ წარმოადგინა Ivy Bridge პროცესორებისთვის განკუთვნილი სისტემური დაფა Z77 FTW (For The Win). მის მთავარ თავისებურებათა რიცხვს მიეკუთვნება დამატებითი კვების ოთხი გასასვლელი (2x EPS12V, 2x PCI-E Power 6-pin) და ხუთი 8-სიჩქარიანი სლოტი ვიდეობარათებისთვის - 4-Way SLI და CrossFire(X) რეჟიმების მხარდაჭერით. გარდა ამისა, გათვალისწინებულია 32 გბ-მდე DDR3-2133+ ოპერატიული მეხსიერების და რვა, Serial ATA ინტერფეისის მქონე, მყარი დისკის განთავსების საშუალება, მათ შორის ოთხ 6 გბიტ/წმ-იანისა. უკანა პანელზე განლაგებულია Mini DisplayPort, ორ-ორი Gigabit Ethernet და eSATA 3, ოთხი USB 3.0 გასასვლელი (კიდევ ორის გამოტანა შესაძლებელია კორპუსის წინა მხარეს). აგრეთვე ხელმისაწვდომია DIP-გადამრთველებიც, რომლებიც არეგულირებენ კვების მიწოდებას PCI Express 3.0-ებთან, სამი UEFI-მიკროსქემა, ტანტალის კონდენსატორები POSCAP, ძაბვის საზომი სპეციალური კონტაქტები და CPU-ტემპერატურის ინდიკატორი. პროდუქტი შეფასებულია 330$-ად. Overclockers.ua
  14. MSI N680GTX Twin Frozr-ის შესახებ ცნობების გავრცელებიდან მცირე ხნის შემდეგ, ტაივანურმა მწარმოებელმა ეს პროდუქტი ოფიციალურად წარმოადგინა. ის დამზადებულია ეტალონურ ბეჭდურ დაფაზე, მაგრამ მისი ბირთვის სიხშირე 1006-დან გაზრდილია 1058 მჰზ-მდე (1124 მჰზ ტურბო-რეჟიმში) და აღჭურვილია მაღალეფექტურ ქულერ Twin Frozr III-ით. ხუთი სითბური მილაკისა და Propeller Blade ხრახნების მქონე, ორი 80 მმ-იანი ფენის საშუალებით, აღნიშნული გაგრილების სისტემა ქარხნულთან შედარებით, უზრუნველყოფს 22°-ით უკეთეს გაგრილებას და ამასთან, გამოსცემს სულ რაღაც 28 დბ ხმაურს. ბარათი რასაკვირველია დაფუძნებულია გრაფიკულ ჩიპ GK104-ზე, რომელიც მოიცავს 1536 CUDA-ბირთვს, 256-ბიტიან სალტეს და 6008 მჰზ-ზე მომუშავე, 2048 მბ ვიდეომეხსიერებას. გამოსახულების ინტერფეისების ნაკრები შედგება ორი DVI, ერთი HDMI და DisplayPort-ით. გარდა ამისა, მხარდაჭერილია 2-Way და 3-Way SLI კონფიგურაციები, PhysX, PureVideo HD და 3D Vision Surround ტექნოლოგიები. ევროპის ინტერნეტ-მაღაზიებში ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთის გაკეთება 527€-დან. CCL, Overclockers.ua
  15. როგორც აქამდე იყო ცნობილი, Ivy Bridge პროცესორების ოფიციალური რელიზი 29 აპრილს უნდა შემდგარიყო, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს შესაძლოა დაგეგმილზე ერთი კვირით უფრო ადრე მოხდეს. ახალ თარიღთან ერთად, ინფორმაციულ წყაროს აგრეთვე მოჰყავს იმ CPU-ების ღირებულებაც, რომლებიც მაშინვე ჩაეშვებიან გაყიდვაში. ყველაზე ძვირადღირებული მოდელი იქნება Core i7-3770K (3,5 გჰზ) — 320$, ხოლო Core i7-3770 (3,4 გჰზ) და Core i7-3770s (3,1 გჰზ) ხელმისაწვდომნი იქნებიან - 285$-ად. იგივე ეხება Core i5-3450 (3,1 გჰზ) და Core i5-3450s (2,8 გჰზ)-ს - 182$. ეს ფასები ჩინური ბაზრებისთვისაა, თუმცა დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ნიშნულები იდენტური იქნება სხვა რეგიონებისთვისაც. VR-Zone, IXBT
  16. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ NVIDIA აპირებდა GK104-ზე დაფუძნებულ ვიდეობარათ GeForce GTX 670 Ti-ის გამოშვებას, ჯერ კიდევ თებერვლის თვეში გამოჩნდა. ამ კვირას კი, ინფორმაციულმა წყარომ გამოაქვეყნა ზოგიერთი დეტალი ამ მოდელის შესახებ. გრაფიკული დამუშავების კლასტერების რაოდენობა (GPC) დარჩება ოთხი, თუმცა GeForce GTX 680-სგან განსხვავებით, რვიდან ერთი ნაკადური მულტიპროცესორი (SMX) იქნება დაბლოკილი და ამგვარად, CUDA-ბირთვების საერთო რიცხვი 1536-დან 1344-მდე შემცირდება და ასევე, 128 ტექსტურული ბლოკიდან უკვე მივიღებთ 112-ს. ეს ცვლილება არ შეეხება ROP-ებს (32 ცალი) და მეხსიერების სალტეს (256-ბიტი). როგორც იუწყებიან, ბირთვი და მეხსიერება იმუშავებს 'დაახლოებით 900 და 1250 მჰზ სიხშირეზე' შესაბამისად. სავარაუდოდ, ახალი ბარათი გაყიდვაში მაისში გამოჩნდება, 349-399$ ფასად. TechPowerUP!
  17. ბრენდ Alpenfoehn-ის მფლობელმა, კომპანია EKL-მა ოფიციალურად წარმოადგინა პროცესორის ქულერი Gotthard. ნაწარმი შედგება 140 მმ-იანი ფენისგან, ალუმინის ფირფიტების სამ ავტონომიურ სექციისგან, ექვს C-ფორმისებურ, 6 მმ დიამეტრის, სპილენძის სითბური მილაკისგან და ამავე მეტალის, მხოლოდ ნიკელირებულ ძირისგან. ის დაპროექტებულია იმგვარად, რომ გარდა პროცესორის გაგრილებისა, ჰაერის ნაკადი აგრეთვე მიეწოდებოდეს სოკეტის მიდამოებში განლაგებულ კვების ელემენტებსაც. ხოლო, კონსტრუქციის სიმაღლე საკმარისია იმისთვის, რომ თავისუფლად მოხდეს მაღალი ჰითპაიპების მქონე მეხსიერების მოდულების განთავსება. 140x140x25 მმ ზომის Wing Boost პროპელერი დაფუძნებულია ჰიდროდინამიურ საკისარზე და სავარაუდოდ, ასრულებს 1100 ბრ/წთ-მდე. ჩვეულებრისამებრ, EKL-ს არ მოჰყავს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, თუმცა სხვა წყაროებიდან ცნობილია, რომ პროდუქტის ღირებულება დაფიქსირდება დაახლოებით 58 ევროს ფარგლებში და მას ექნება Intel LGA775/1155/1156/1366/2011/ AMD AM2(+)/AM3(+)/FM1 სამაგიდო პლატფორმების მხარდაჭერა. გაყიდვები კი, დაიწყება აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში. TechPowerUP!, Overclockers.ua
  18. კომპანია Gigabyte-მა წარმოადგინა ვიდეობარათ GeForce GTX 680-ის ალტერნატიული ვერსია. უმეტეს ეტალონურ დიზაინის მქონე გადაწყვეტილებებთან შედარებით, GV-N680OC-2GD-ში გამოიყენება კვების ხუთი ფაზა - ოთხის ნაცვლად, ხოლო 2-იარუსიანი PCI-E Power (6+6)-pin კონექტორის ადგილი დაიკავეს ერთი-მეორის გვერდზე განლაგებულმა, ძალურმა ელემენტებმა 6 და 8-კონტაქტზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოდელი აგრეთვე აღჭურვილ იქნა მეორე DVI ვიდეოგასასვლელითაც, მას ერთ სლოტზე მეტი სივრცე ესაჭიროება. გაგრილების სისტემა WindForce 3X შედგება ალუმინის ფირფიტების მასივისგან, სამ 80 მმ-იან ფენისგან და ამდენივე 8 მმ-იან სითბური მილაკისგან, რომლებიც გაშლილნი არიან დაფის ზედაპირის მთელ სიგრძეზე (285 მმ). Gigabyte GV-N680OC-2GD-ის ბირთვის სიხშირე, 1006-დან გაზრდილია 1071 მჰზ-მდე, ხოლო ტურბორეჟიმის დროს, აღწევს 1137 მჰზ-მდე. მეხსიერების ეს მაჩვენებელი კი, რეკომენდებულ ნიშნულზე, ანუ 6008 მჰზ-ზე იმყოფება. დანარჩენი მახასიათებლები უცვლელი დარჩა. Guru3D, Overclockers.ua
  19. პირველად მიმდინარე წლის იანვრის თვეში წარმოდგენილი, თხევადი აზოტისთვის და მშრალი ყინულისთვის განკუთვნილი ამაორთქლებელი Reeven RECC-01, რომლის სრული სახელწოდება გახლავთ Reeven RECC-01 Extreme Cooling Cup, უკვე რამდენიმე ქვეყანაში გამოჩნდა გაყიდვაში და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც Intel-ის, ასევე AMD-ს პროცესორების გაგრილების მიზნით. იაპონიაში ის აღნიშნულია Scythe-ს ლოგოტიპით, თუმცა ამ ცნობილ ბრენდს აღნიშნულ პროდუქტთან მხოლოდ ირიბი დამოკიდებულება აკავშირებს. ნაწარმის ზომები შეადგენს 70x70x160 მმ-ს, წონა კი - 900 გ-ს. მისი ძირითადი ნაწილი დამზადებულია ალუმინისგან, ხოლო ქვედა კი - ნიკელირებული სპილენძისგან. საკონტაქტო ზედაპირზე დატანებულია 18 ხვრელი - სითბოს უფრო ეფექტური მოცილებისთვის. Reeven RECC-01 დაკომპლექტებულია პოლიმერულ საიზოლაციო მასალა Aeroflex-ით და Intel LGA 2011/1366/1156/1155/775/ AMD FM1/AM3(+)/AM2(+) სოკეტებზე განთავსებისთვის საჭირო სამონტაჟო ნაკრებებით. ღირებულება აშკარად განპირობებულია მისი 'ექსტემალურობით': იაპონიაში ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია 19980 იენად, ანუ 243 აშშ დოლარად. TechPowerUP!, Overclockers.ua
  20. Acer-მა წარმოადგინა LED-განათებისა და 1920x1080 გაფართოების მქონე, 27-დუიმიანი მონიტორი V273HL. მოდელი განკუთვნილია 'პროფესიონალებისთვის, დიზაინერებისათვის, მკვლევარებისთვის და ყველასთვის, ვისაც ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციასთან მუშაობს'. კომპანიის მარკეტოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ამ პროდუქტს გააჩნია უფრო დიდი ზომის პიქსელები, ვიდრე 23 ან 24-იან დისპლეებს და ამგვარად, გამოსახულების დეტალების დანახვაც გაცილებით მარტივი იქნება. ნაწარმი შესრულებულია შავ (მუქ ნაცრისფერ) ტონალობაში, ხოლო ეკრანის ჩარჩო დაფარულია მქრქალი საღებავით. გამოყენებული მატრიცის ტიპი გახლავთ TN+film, ხედვის კუთხეები - 170°/160° და რეაგირების დრო - 5 მ/წმ. სიკაშკაშის მაქსიმალური დონე შეადგენს 300 კდ/მ2-ს (სხვა მონაცემებით - 250 კდ/მ2-ს), დინამიური კონტრასტულობისა კი - 100 მლნ-ს - 1-თან. მუშაობის დროს, Acer V273HL მოიხმარს სულ რაღაც 17 ვ ელექტრო-ენერგიას, მომლოდინე რეჟიმში კი - 0,5-ს. გარდა ამისა, მონიტორი აღჭურვილია 1 ვ-იანი სტერეოდინამიკებით, D-Sub (VGA), HDMI და DVI გასასვლელებით. რეკომენდებული ღირებულება - 300 €-ა. TechPowerUP!, Tom's Hardware, Overclockers.ua
  21. გამომდინარე იქიდან, რომ Ivy Bridge პროცესორებს 'კარგი ურთიერთობა' აქვთ ოპერატიულ მეხსიერებასთან, ენთუზიასტებმა მოახერხეს 1500 მჰზ (DDR3-3000) მიკროსქემების სიხშირის დაპყრობა - Intel Core i7-3770K, Gigabyte Z77X-UD5H სისტემური დაფისა და G.Skill-ის ოთხი მოდულის გამოყენებით. სულ ორი კვირის წინ, ანალოგიური მაკომპლექტებელი ნაწილებით, ჩინელმა Coolaler-მა შეძლო ამ შედეგის გაუმჯობესება. როგორც ვიდეორგოლიდან ჩანს, სისტემის გაგრილებისთვის 'ექსტრემალური საშუალებები' არ გახდა საჭირო, ხოლო ყველა პარამეტრის დაყენება ხორციელდებოდა საფირმო უტილიტა EasyTune-ის საშუალებით. საბოლოო მაჩვენებელი კი დაფიქსირდა 1531 მჰზ (DDR3-3062) - 1.75 ვ ძაბვის პირობებში. Overclockers.ru
  22. ჩავამატე ახალი ცნობები
  23. კომპანია PowerColor-მა წარმოადგინა Radeon HD 7850-ის აჩქარებული ვერსია, გაუმჯობესებული PCS+ გაგრილების სისტემით. მისი სიხშირეები აჭარბებს Radeon HD 7870-ის ეტალონური მოდელისას (1000/4900 - 1000/4800 მჰზ-ის წინააღმდეგ) და მხოლოდ მცირედით ჩამორჩება ადრე გამოშვებულ PowerColor PCS+ HD 7870-ის პარამეტრებს. უფროსი ვიდეობარათის სასარგებლოდ მეტყველებს ნაკადური პროცესორებისა და ტექსტურული ბლოკების რაოდენობა (1280 და 64 ცალი შესაბამისად). ქულერი იკავებს გაფართოების ორ სლოტს და შედგება ალუმინის რადიატორისგან, წყვილ S-ფორმისებურ სპილენძის სითბურ მილაკებს, 92 მმ-იან ფენსა და პლასტიკის საფარველს. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ეს ნაკრები რეფერენსზე 15-15%-ით ეფექტური და ჩუმია. 230 მმ სიგრძის, ბეჭდური დაფის სტრუქტურაც აგრეთვე ალტერნატიული სახისაა და მასში გამოიყენება DrMOS-ელემენტები და ციფრული PWM-კონტროლერი. PowerColor PCS+ HD 7850-ის მამოძრავებელი ძალა კი, რასაკვირველია გახლავთ Pitcairn Pro ბირთვი, რომელშიც შესულია 64 ტექსტურული და 32 რასტერიზაციის ბლოკი, 256-ბიტიანი ინტერფეისი, ხოლო გრაფიკული მეხსიერების ოდენობა შეადგენს 2 გბ-ს. ბარათი ითვალისწინებს CrossFire-კომბინაციებს და გააჩნია Dual-Link DVI-I, Single-Link DVI-D, HDMI 1.4a და 2x Mini DisplayPort 1.2-ს. აღნიშნული მოდელის ღირებულება სტანდარტულთან შედარებით, 10-20$-ით მეტია. Overclockers.ua
  24. კომპანია Hitachi Global Storage Technologies-მა, რომელიც როგორც თქვენთვის ცნობილია, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, შეიძინა Western Digital-მა, განაცხადა 'კორპორატიული კლას' Ultrastar 7K4000-ის მყარი დისკების გამოშვების შესახებ. მწარმოებელი განსაკუთრებით ამაყობს იმ ფაქტით, რომ მასში შედის ამ დონის პირველი HDD მსოფლიოში, ასეთი ტევადობით. განცხადებული უწყვეტი მუშაობის ხანგრძლივობა აღწევს ორ მილიონ სთ-ს. შპინდელის სტანდარტული სისწრაფე შეადგენს 7200 ბრ/წთ-ში, მაგრამ შესაძლებელია მისი შემცირებაც, რაც თავის მხრივ, იძლევა 59%-მდე ენერგიის ეკონომიის საშუალებას, ხოლო 'ძილის' რეჟიმში, ეს მაჩვენებელი 1 ვ-ზე ნაკლებია. გარდა ამისა, ხაზი აგრეთვე მოიცავს 2 და 3 ტბ მოცულობის მოდელებს. ყველა მოწყობილობა აღჭურვილია SATA 6 გბიტ/წმ ინტერფეისით და 64 მბ ზომის კეშ-მეხსიერებით. ტექნოლოგია Advanced Format-ით კი, ხდება 4 კბ-იანი სექტორების გამოყენებაც. ისეთი საშუალებებით, როგორიცაა Dual Stage Actuator (DSA) და Enhanced Rotational Vibration Safeguard (RVS), იზრდება მყარი დისკების საიმედოობის დონე - სერვერულ სისტემაში მათ მჭიდრო კონტაქტის პირობებში. მიწოდებები კომპანიის პარტნიორებისთვის უკვე დაწყებულია, პროდუქტების შეზღუდული რაოდენობით. TechPowerUP!, IXBT
  25. NVIDIA GeForce GTX 680-ის პრემიერის დროს, კომპანია Inno3D-მ წარმოადგინა არამხოლოდ ეტალონური დიზაინის მქონე მოდელი, არამედ აგრეთვე მიგვანიშნა იმ გადაწყვეტილების გამოშვების სურვილის შესახებაც, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა ჰიბრიდულ გაგრილების სისტემა Arctic Accelero Hybrid-ით. ამასთან, სულ ახლახანს, ჰონგ-კონგში ჩატარებულ ღონისძიებაზე, მან მოახდინა ამ ვიდეობარათის კიდევ ერთი ვერსიის დემონსტრირება. პროდუქტი თავს იწონებს საკუთარი წარმოების TwinFan ქულერით, ხოლო რადიატორი, მოიცავს სითბური მილაკებისა ალუმინის ფირფიტების ტრადიციულ კომბინაციას, რომელიც გრილდება ორი ფენით (სურვილისამებრ, შესაძლებელია მათი მოხსნაც - ჭანჭიკების მოშვების გზით) და დახურულია ფორთოხლისფერი საფარველით. ხრახნების ბრუნვის სისწრაფე დაბალია და შესაბამისად, რეფერენსულ ვარიანტის გაგრილების სისტემასთან შედარებით, ხმაურის დონეც ნაკლებია. ბეჭდურ დაფაზე განთავსებული NVIDIA-ს ლოგოტიპი იმის აღმნიშვნელია, რომ შიდა სტრუქტურით, ნაწარმი არ განსხვავდება ბაზური GeForce GTX 680-სგან, მაგრამ Inno3D-ში მაინც გამოიყენეს 'ქარხნული აჩქარება', რომლის დეტალებიც ჯერჯერობით არ ხმაურდება. Overclockers.ru
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.