Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. კომპანია Olympus Imaging Corporation-მა დაანონსა ახალი ობიექტივი M.ZUIKO DIGITAL ED 75mm f1.8, რომელიც გათვლილი იქნება პორტრეტულ, სპორტულ გადაღებისთვის შენობაში და Micro Four Thirds სტანდარტის მხარდაჭერის მქონე, ციფრულ კამერებთან გამოყენებისთვის. ნაწარმი გამოირჩევა 75 მმ-იანი ფიქსირებული ფოკუსური მანძილით, რომელიც კროპ-ფაქტორის გათვალისწინებით, გარდაიქმნება 150 მმ-ად (35 მმ ეკვივალენტი) - Olympus-ის აპარატებზე. კონსტრუქცია მოიცავს 9 ჯგუფში გაერთიანებულ, 10 ცალ ოპტიკურ ელემენტს, მათ შორის სამ ლინზას ზედაბალი დისპერსიის მაჩვენებლით (ED) - აბერაციის ოპტიმალური კორექციისთვის. კორპუსი დამზადებულია მეტალისგან, ხოლო გამოსახულების მაღალი ხარისხით, M.ZUIKO DIGITAL ED 75mm f1.8საკმაოდ კომპაქტურიცაა - მისი სიგრძე სულ რაღაც 69 მმ-ია. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ზრდის დიდი ზომის ფრონტალური მინა. ავტოფოკუსირებისთვის გამოიყენება ნაცადი მექანიზმი MSC (Movie & Still Compatible), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სწრაფ და ჩუმ მუშაობას. ტექნიკური მახასიათებლები ამგვარია: ფოკუსური მანძილი - 75 მმ (150 მმ - 35 მმ-იან ეკვივალენტში); ხედვის კუთხე - 16o; ფოკუსირების მინიმალური დისტანცია - 0,84 მმ; გამოსახულების მაქსიმალური გადიდება - 0,1x (0,2х - 35 მმ-იან ეკვივალენტში); დიაფრაგმის ფარფლების რაოდენობა - 9; მაქსიმალური და მინიმალური დიაფრაგმა - f/1.8 და f/22 შესაბამისად; ფილტრის დიამეტრი - 58 მმ; გაბარიტები (დიამეტრი x სიგრძე) -64 х 69 მმ; მასა - 305 გ. ევროპაში პროდუქტი გამოჩნდება ივლისში, 899$-ად. ამავდროულად, გაყიდვაში აგრეთვე გამოვა მისთვის განკუთვნილი აქსესუარებიც - მეტალის ბლენდები (LH-61F) და სახურავი (LC-61). 3DNews
  2. თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ იტალიელმა ენთუზიასტმა Rsannino-მ, თხევადი აზოტით აჩქარებულ სამ ცალ Radeon HD 7970-ისა და Core i7-3770K-ს საშუალებით, მოახერხა 50000 ბალიანი ზღვარის გადალახვა 3DMark 2006 ბენჩმარკში. ამჯერად, ექსტრემალური აჩქარების ავსტრალიელმა ოსტატმა, მეტსახელით Pro-მ წარმოგვიდგინა ახალი შედეგი. ამისთვის, მან იგივე პროცესორის სიხშირე გაზარდა 6496 მჰზ-მდე (BLCK - 108.3 მჰზ, მამრავლი - 60х, ძაბვა - 1.824 ვ და Hyper-Threading გამორთული), გამოიყენა ვიდეობარათი GeForce GTX 680 (1260/6800 მჰზ), სისტემური დაფა - Gigabyte GA-Z77X-UD3H და ოპერატიული მეხსიერების ნაკრები - G.Skill TridentX (DDR3-2584, 10-12-12-31-1T). საბოლოო შედეგმა შეადგინა 48338 ბალი, რაც ითვლება 3DMark 2006-ის რეკორდად არამხოლოდ GeForce GTX 680-ებისთვის, არამედ საერთოდ ყველა ერთპროცესორიან ვიდეობარათისთვის. Overclockers.ru
  3. ლომსა დიდი მადლობა, კარგი მიმოხილვაა.. წითელი ფერები და ბოლდი ცოტა ბევრი იყო და ჩავასწორე :)
  4. ვებ-რესურს WCCFtech-ის ინფორმაციით, Nvidia ახლოს არის იმასთან, რომ უკან გაიწვიოს თავისი ტოპ-ვიდეობარათები - Geforce GTX 680, Geforce GTX 670 და ორჩიპიანი Geforce GTX 690. მიზეზად სახელდება ის, რომ ხანგრძლივ დატვირთვის დროს, ამ თაობისპროცესორები განიცდიან დეგრადაციას - Intel 6 Series ჩიპსეტების ადრეულ რევიზიების მსგავსად. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე კვირის წინ, SemiAccurate-მა აღნიშნა Kepler-ების ლითოგრაფიული ფენების არასრულყოფილება, რის გამოც შეიქმნა GK104 ბირთვების დიდი დეფიციტი. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, მასიურად მოხდა არასტაბილურ EVGA GeForce GTX 670 Superclocked მოდელების შეცვლა - FTW-ვერსიებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პროდუქტების მფლობელებს მოცდა მოუწევთ, სანამ ეს ცნობა ოფიციალურად არ დადასტურდება. Overclockers.ua
  5. კომპანია PENTAX-მა წარმოადგინა მტვრისა და წ^ლისგან დაცული კამერა PENTAX K-30. მწარმოებლის სიტყვებით, 'ის იდეალურია ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც მისდევენ აქტიურ ცხოვრებას სუფთა ჰაერზე'. გარდა იმისა, რომ აპარატი თავს შესანიშნავად გრძნობს უამინდობის პირობებში, ის საკმაოდ მსუბუქიცაა, გააჩნია ავტოფოკუსირების ახალი სისტემა, ვიდეომაძებარი პენტაპრიზმის საფუძველზე - კადრის 100%-იანი დაფარვით და Full HD ფორმატში ვიდეოს გადაღების ფუნქციით. APS-C ფორმატიან CMOS სენსორის გაფართოება (23,7 x 15,7 მმ), რომელიც გამოიყენება კამერაში, შეადგენს 16,3 მპ-ს. გათვალისწინებულია გამოსახულების სტაბილიზაცია - ამ დეტალის მოძრაობის მეშვეობით. ფოტოსურათების დამუშავებას უზრუნველყოფს პროცესორი Prime M, ხოლო შუქმგრძნობელობის დიაპაზონი შეზღუდულია ISO 100 და 12800 მაჩვენებლებით (იზრდება ISO 25600-მდე). კამერაში რეალიზებულია ვიდეოგადაღების ფუნქცია - MPEG-4 ან H.264 ფორმატში შეკუმშვის ფუნქციით. შესაძლებელი გაფართოებები გახლავთ 1920 x 1080 (30, 25, 24 კ/წმ), 1280 x 720 (60, 50, 30, 25, 24 კ/წმ), 640 x 424 (30, 25, 24 კ/წმ). გარდა ამისა, მას შეუძლია წამში ექვსამდე კადრის გაკეთება, მინიმალური დაყოვნება კი შეადგენს 1/6000 წმ-ს. მწარმოებელი აღნიშნავს რეჟიმების, სიუჟეტური პროგრამებისა და აგრეთვე გამოსახულების დამუშავების ფუნქციების დიდ რაოდენობას. PENTAX K-30-მა მიიღო 11 წერტილის მქონე, ავტოფოკუსირების ახალი მოდული SAFOX IXi+, რომელთაგანაც 9 - ჯვრისებური ფორმისაა. კომპლექტაცია აგრეთვე მოიცავს 921 ათას პიქსელ რეზოლუციის 3-დუიმიან ეკრანს, ჩაშენებულ მაშუქს - წამყვანი რიცხვით 12 (ISO 100-ის დროს), SD, SDHC ან SDXC ფორმატის მეხსიერების ბარათებისთვის განკუთვნილ სლოტს. კამერა აღჭურვილია PENTAX KAF ბაიონეტით, რისი საშუალებითაც, ის ხდება სრულად ან ნაწილობრივ თავსებადი - PENTAX K-, KA-, KAF-, KAF2 და KAF3 ობიექტივებთან. მასა შეადგენს 650 გ-ს, ზომები კი - 130 x 97 x 71 მმ-ს. ის მუშაობს როგორც კომპლექტში შესულ (რომლის ერთი დამუხტვაც საკმარისია 410 სურათის გადასაღებად), აგრეთვე AA-ტიპის ოთხი ელემენტითაც (საჭირო გახდება ცალკეულად D-BH109 კონტეინერის შეძენა). პროდუქტის გაყიდვები ივლისის თვეში დაიწყება და მისი ღირებულება იქნება 850$. DA L 18-55mm ობიექტივიანი ნაკრები კი, შეფასებულია 900$-ად. IXBT
  6. Intel-ის ინიციატივა Thunderbolt ინტერფეისის ეკოსისტემის გაფართოების შესახებ, სულ უფრო პოპულარული ხდება. რასაკვირველია, ამას ხელს უწყობენ სისტემური დაფების მწარმოებლებიც, რომლებიც თავიანთ მაღალი კლასის პროდუქტებზე ანთავსებენ შესაბამის კონტროლერებს. ამჯერად, ASUS-მა წარმოადგინა LGA 1155 სოკეტით აღჭურვილი და აღნიშნული პორტის მქონე გადაწყვეტილებები. მოდელი P8Z77-V Premium გახლავთ კომპანიის ფლაგმანი - Intel Z77-ზე დაფუძნებულ ნაწარმებს შორის. მას გააჩნია ოთხი PCI Express x16, ორი PCI Express x1 სლოტი, რვა SATA, წყვილი LAN-გასასვლელი, Wi-Fi ადაპტერი და mSATA - 'კეშირებად' მყარი დისკის ჩასართავად (კომპლექტშია 32 გბ-იანი მოდელი). P8Z77-V PRO/Thunderbolt - P8Z77-V PRO-ს მოდიფიცირებული ვარიანტია - შეტანა-გამოტანის პანელზე განლაგებულ პორტების სხვაგვარი განლაგებით. ორივე მათგანისთვის დამახასიათებელია მხარდაჭერილი საფირმო ტექნოლოგიების ფართო ასორტიმენტი. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი პროდუქტების ღირებულებასა და გამოსვლის თარიღის შესახებ. Overclockers.ru
  7. Koolance-მა წარმოადგინა სრული დაფარვის მქონე წ^ლის ბლოკი GeForce GTX 690 ვიდეობარათისთვის, სახელწოდებით VID-NX690. ის ახდენს ორივე გრაფიკული პროცესორის, PLX PEX 8747 ხიდის, ძალური ელემენტებისა და მეხსიერების მიკროსქემების გაგრილებას. ნაწარმი დამზადებულია ნიკელირებული სპილენძისგან, ხოლო შავი ფერის დეტალები, როგორც ჩანს, აცეტალისგან. მილების შეერთებისთვის განკუთვნილი ორი ხვრელი სტანდარტული, G1/4 დიამეტრისაა. აგრეთვე განცხადებულია 0,5 მმ სისქის მიკროფირფიტების გამოყენებაც. ხოლო რაც შეეხება შიდა სტრუქტურას, ის ჯერჯერობით უცნობია. ბლოკის წონა შეადგენს 1 კგ-ს, ზომები კი - 254x127x19,1 მმ-ს. მწარმოებლის საიტზე მისი ღირებულება გახლავთ 145$, საბითუმო შეკვეთის შემთხვევაში (დაწყებული 10 ერთეულიდან), ის ხელმისაწვდომი ხდება უკვე 133$-ად. Overclockers.ua
  8. ექსტრემალური გაგრილების საშუალებები რომ დადებით გავლენის ახდენენ Bulldozer თაობის პროცესორებზე, ცნობილი ჯერ კიდევ მათ ოფიციალურ პრემიერამდე გახდა, როდესაც AMD-მ, გამოცდილ ოვერქლოქერებთან ერთად, მოახერხა გინესის წიგნში შესვლა - FX-8150-ის აჩქარებით. ეს მაჩვენებელი შემდეგ არაერთხელ გაუმჯობესდა, დღესდღეობით კი, რეიტინგს სათავეში უდგას ტაივანელი AndreYang, რომელმაც ამ მოდელით დააფიქსირა 8585 მჰზ. როგორც აღმოჩნდა, 'ყველაზე სწრაფ' CPU-ს უმცროს თანამოძმე FX-8120-საც აქვს უნარი შთამბეჭდავი შედეგების მიღწევისთვის. ენთუზიასტმა, მეტსახელით just_nuke_em შეძლო აღნიშნული გადაწყვეტილების სიხშირის 8373.8 მჰზ-მდე გაზრდა, რითაც მან დაიკავა მეორე პოზიცია ამ სიაში. პროცესორი განთავსებული იყო AMD 990FX ჩიპსეტზე დაფუძნებულ სისტემურ დაფა Crosshair V Formula-ში, ამასთან სისტემური სალტის სიხშირე მომატებულ იქნა 279.13 მჰზ-მდე, მამრავლი იმყოფებოდა 30х-ზე, კვების ძაბვა კი - 2.052 ვ-ზე, რასაც ადასტურებს უტილიტა CPU-Z-იც. 'მწყობრში' დარჩა მხოლოდ ერთი მოდული (2 ბირთვი), ხოლო თვითონ CPU გრილდებოდა თხევადი აზოტის მეშვეობით. Overclockers.ru
  9. კომპანია Pentax-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა შეტყობინება SMC DA 50mm f/1.8 ობიექტივის გამოშვების შესახებ. ის განკუთვნილია ბაიონეტით აღჭურვილ კამერებთან ერთად სარგებლობისთვის (მაგალითად K-01-თან). ამგვარი ტიპის აპარატზე დაყენების შემთხვევაში, ეკვივალენტური ფოკუსური მანძილი აღწევს 76,5 მმ-ს, ხოლო მაქსიმალურ დიაფრაგმისა და მის მომრგვალებული ფორმის 'ფურცლების' კომბინაციით, მივიღებთ შესანიშნავ გადაწყვეტილებას პორტრეტული გადაღებისთვის. გარდა ამისა, f/1,8 კიდევ უფრო აფართოებს ამ პროცესს არასაკმარის განათების პირობების დროს. ნაწარმის წინა მხარეს გააჩნია საფირმო საფარველი SP (Super Protect), რომელიც მას იცავს მტვრის, წ^ლის, ცხიმის და სხვა სუბსტანციების მოხვედრისგან. ის შეფასებულია 250$-ად, მიწოდებები კი ივლისის თვეში დაიწყება. IXBT
  10. აპრილში გამოშვებული Intel Core i5/i7-3000 პროცესორების ფასები იმაზე უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ და ამიტომაც, პოტენციურ მყიდველთა გარკვეული ნაწილი დაინტერესდა შედარებით ხელმისაწვდომ, Core i3-3000 სერიის 2-ბირთვიანებით. თუმცა, მანამდე, კერძოდ კი, მიმდინარე წლის 3 ივნისს, შედგება ექვსი ახალი Core i5-ის რელიზიც. გამოშვებულ იქნება 'არაეკონომიური' Core i5-ის ორი მოდელი: 3,2 გჰზ ტაქტური სიხშირის მქონე i5-3470 (3,6 გჰზ - ტურბო-რეჟიმში) და 3,4/3,8 გჰზ-იანი i5-3570. თითოეული მათგანი აღჭურვილია ოთხი ბირთვით და ამდენივე ნაკადით (Hyper-Threading მხარდაჭერილი არ არის), III თაობის 6 მბ კეშ-მეხსიერებით, ინტეგრირებულ გრაფიკა Intel HD 2500-ით და 77 ვ-იანი თერმოპაკეტით. ფასებს შორის განსხვავება კი - 21 დოლარია. ხოლო III კვარტლისთვის იგეგმება რამდენიმე Core i3-ის გამოშვებაც. საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება Intel HD 4000-ის მქონე მოდელი i3-3225, 134$-ად. შედარებით მოკრძალებული ვერსია გახლავთ 3,3 გჰზ-იანი i3-3220 - Intel HD 2500-ით. მე-3 პოტენციური ახალბედა Core i3-3240 კი, ფუნქციონირებს 3,4 გჰზ-ზე და შეფასებულია 138$-ად. CPU-World, Overclockers.ua
  11. ინფორმაციულმა წყარომ გამოაქვეყნა ინფორმაცია მონობლოკურ კომპიუტერ Toshiba dynabook REGZA PC D732/T9-ის შესახებ. შუქდიოდური განათების მქონე, 23-დუიმიან Full HD დისპლეის გარდა, ის მოიცავს III თაობის Intel Core (Ivy Bridge) პროცესორებს. ბაზურ კომპლექტაციაში შესულია 2,30 გჰზ-ზე მომუშავე მოდელი Core i7-3610QM (Turbo Boost რეჟიმში - 3,30 გჰზ-მდე), 2-არხიანი 8 გბ DDR3 ოპერატიული მეხსიერება, 2 ტბ მოცულობის მყარი დისკი და ოპტიკური წამყვანი Blu-ray XL (BDXL) დისკების მხარდაჭერით. ნაწარმი აგრეთვე აღჭურვილია ხმოვან ქვესისტემა SRS Premium Sound 3D-თი, ციფრულ TV-ტუნერით, USB 3.0-ებით და ერთი HDMI-ით, SD-ფორმატის მეხსიერების ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტით. ქსელურ დაკავშირებას კი უზრუნველყოფენ Gigabit Ethernet და Wi-Fi 802.11 b/g/n ადაპტერები. პროდუქტის ღირებულება შეადგენს 2655$-ს და ის ხელმისაწვდომი იქნება სამი ფერის ვარიანტის სახით. IXBT
  12. ნეტბუქებისა და ულტრაპორტატულ ნოუთბუქების მწარმოებლები საკმაოდ ხშირად იყენებენ Celeron Ultra low voltage (CULV)კლასის პროცესორებს, რადგან მათ გააჩნიათ არცთუ ურიგო წარმადობა და დაბალი ღირებულება. ასე მაგალითად, Acer Aspire One 753 პროდუქტები აღჭურვილნი იყვნენ Nehalem არქიტექტურისა და Arrandale ბირთვის მქონე, Celeron U3000 სერიის გადაწყვეტილებებით. ცნობილი ხდება, რომ კომპანია Intel აპირებს წარმოებიდან მოხსნას მოდელი Celeron U3600. შეგახსენებთ, რომ ის წარმოდგენილი იყო 2011 წლის I კვარტალში, მაგრამ ეფუძნებოდა არა Sandy Bridge მიკროარქიტექტურას, არამედ Nehalem-ს. მას გააჩნია Hyper-Threading მხარდაჭერის არმქონე, 1,2 გჰზ-ზე მომუშავე ორი გამომთვლელი ბირთვი, კეშის მოცულობა კი, შეადგენს 2 მბ-ს. გარდა ამისა, ინტეგრირებული გრაფიკა HD Graphics ითვალისწინებს DirectX 10-ს, ხოლო მისი საჭიროებისთვის, ოპერატიული მეხსიერებიდან გამოიყოფა მხოლოდ 128 მბ. ენერგო-მოხმარების დონე არ აჭარბებს 18 ვ-ს. tray-ვერსიის ბოლო მიწოდება შედგება მომავალი წლის 17 მაისს. 3DNews
  13. იტალიელმა ოვერქლოქერმა Rsannino-მ 3DMark 2006 ბენჩმარკში დააფიქსირა 50 000 ბალზე მაღალი შედეგი. ამისთვის მან გამოიყენა სისტემური დაფა ASRock Z77 Extreme6, 6,4 მჰზ-მდე აჩქარებული პროცესორი Intel Core i7-3770K (BLCK -სიხშირე - 105 მჰზ, მამრავლი - 61х, 1,92 ვ ძაბვა), GeIL Evo Corsa ოპერატიულ მეხსიერების ორი მოდული (2520 მჰზ ეფექტური, 10-12-10-30-1T ტაიმინგებით) და აგრეთვე 1350/7600 მჰზ-ზე მომუშავე სამი Radeon HD 7970. ამ ყველაფრის გაგრილებას კი უზრუნველყოფდა თხევადი აზოტი. ამ მიღწევით, მან მეორე პოზიციაზე ჩამოიყვანა ტაივანელი ენთუზიასტი AndreYang, რომელიც ასევე ამ ვიდეობარათების ტრიოთი სარგებლობდა, თუმცა შედარებით ნაკლები სიხშირეებით, ხოლო CPU-ს მოვალეობას კი ასრულებდა Core i7-990X. Overclockers.ru
  14. კომპანია AOC-მ, თავის იაპონურ წარმომადგენლების მეშვეობით, განაცხადა შუქდიოდური განათების მქონე, E2357FH მონიტორის გამოშვების შესახებ. ნაწარმის დამზადების დროს, დიდი ყურადღება ეთმობოდა მის გარეგნულ მხარეს და გასაკვირი არ არის, რომ ამ თვალსაზრისით, ის საკმაოდ მომხიბლავია. ინტერესს იწვევს ორი თავისებურება: პირველი - ეს არის თხელი ჩარჩო ეკრანის გარშემო, რომლის სისქეც 5,8 მმ-ია და მეორე - ორი ნაწილისგან შემდგარი ხსნადი სადგამი, რომელიც სხვა მოდელების ამ დეტალებისგან არაფრით გამოირჩევა, მაგრამ თუ დავტოვებთ მხოლოდ ზედა მხარეს, მაშინ შეგეძლებათ უბრალოდ მაგიდაზე დისპლეის დადგმა, აღნიშნული აქსესუარის გამოყენების გარეშე. დიაგონალის სიგრძე 23 დუიმია, გაფართოება კი - 1920 х 1080-ზე. პიქსელის გამოხმაურების დრო 2 მ/წმ-ია, დინამიური კონტრასტულობა - 20 000 000:1, სიკაშკაშე - 250 კდ/მ2. პროდუქტი აღჭურვილია ერთი D-Sub და ორი HDMI ვიდეოგასასვლელით. მისი ზომებია 533,3 × 120 × 399,3 მმ, მასა კი - 3 კგ. იაპონიაში გაყიდვები უკვე ხვალიდან იწყება, რეკომენდებული ღირებულება დაახლოებით 225$-ია. IXBT
  15. იაპონიაში შედარებით მაღალი ფასებია ხოლმე, პროდუქტის რელიზის დროს განსაკუთრებით.. გასაკვირი არაფერია
  16. ხო, ჯობია IPS-ზე შეარჩიო რამე მოდელი. ესეც არ იქნება ცუდი ვარიანტი მაგალითად: http://www.pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=2882&category_id=44&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en
  17. გუშინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია Zotac არ შემოიფარგლება მხოლოდ GeForce GTX 670 AMP! Edition-ის გამოშვებით და აგრეთვე მომხმარებლებს შესთავაზებს Geforce GTX 670 Extreme-საც, ისეთ ტრადიციულ, საინტერესო ბონუსებით, როგორებიცაა: გაძლიერებული კვების ქვესისტემა, მასიური ზომის ქულერი, გაზრდილი სიხშირეები და სამომავლო აჩქარების გასამარტივებელი სხვადასხვა მოწყობილობები. ბარათი აღჭურვილი იქნება 2 გბ ვიდეომეხსიერებით, DVI (2), HDMI და DisplayPort-ით, წყვილ SLI-გასასვლელით, PCI-E Power (6+8)-pin კონექტორებით და 3-5 სპილენძის ნიკელირებულ სითბური მილაკით, ორ ~92 მმ ფენით და რამდენიმე ათეულ ალუმინის ფირფიტით. დამატებითი გამაგრილებელი საშუალება განთავსებულია კვების ელემენტებსა და GDDR5-ჩიპებზე. GPU-ს ნომინალური სიხშირე შეადგენს 1100 მჰზ-ს (+20%), მეხსიერების - 6600-ს (+10%). Turbo Boost რეჟიმში კი, ის ავტომატურად ჩქარდება 1200 მჰზ-მდე. გარდა ამისა, პროდუქტს გააჩნია (8+3) კვების ფაზა, ხოლო ბეჭდურ დაფაზე აგრეთვე თავმოყრილია DrMOS-ელემენტები, CHiL CHL8318 კონტროლერი, ტანტალისა და პოლიმერული კონდენსატორები. უკანა მხარეს ადგილი ერგო 'OC+' ნიშნულის მქონე mini-USB პორტს, რომელთანაც, სურვილისამებრ შესაძლებელია კომპაქტური გაჯეტის მიერთება, რომელიც მოახდენს ძაბვის, ბირთვისა და მეხსიერების აჩქარების რეგულირებას. Geforce GTX 670 Extreme-ის ღირებულება ახლოს იქნება GeForce GTX 680-ის რეფერენსულ მოდელთან. http://overclockers.ua
  18. Palit Microsystems-მა წარმოადგინა ვიდეობარათი არარეფერნსული დიზაინის მქონე ვიდეობარათი Geforce GTX 670 JetStream. წყვილი TurboFan Blade ფენით აღჭურვილი ორსლოტიანი ქულერი უზრუნველყოფს 7° C-ით უკეთეს გაგრილებას - ეტალონურ მოდელთან შედარებით. ამასთან, კომპანიის მარკეტოლოგების თქმით, ხმაურის დონე მაინც 3 დბ-ით ნაკლებია. პროდუქტი ქარხნულად აჩქარებულია 915-დან 1006 მჰზ-მდე (1084 მჰზ - ტურბო), ხოლო 2 გბ მეხსიერება მუშაობს 6108 მჰზ სიხშირეზე. TDP-ს დონე შეადგენს 185 ვ-ს. მეორე მოდელი, Gainward Geforce GTX 670 Phantomდაკომპლექტებულია უკვე ჩვეული 3-სლოტიანი ქულერით, ხრახნები მოთავსებულნი არიან რადიატორის ქვეშ, რომელიც თავის მხრივ, გაძლიერებულია სამი სითბური მილაკით. სიხშირეები ზემოაღნიშნული ბარათის იდენტურია. დაახლოებით ემთხვევა გაგრილების ეფექტურობაც 6 °C და 4 დბ - სტანდარტულ ვერსიის ამ კომპონენტთან შედარებით. http://overclockers.ua
  19. Sapphire-მა წარმოადგინა ახალი ვიდეობარათი - Radeon HD 7950 950 Mhz Edition. ასეთი გრძელისახელწოდება განპირობებულია იმ მიზეზით, რომ მწარმოებლის პროდუქტებისასორტიმენტში უკვე არის აჩქარებული ვერსია,თუმცა მას ასეთი სისწრაფე არ გააჩნიადა გარდა ამისა,აღჭურვილია შედარებით მოკრძალებული გაგრილების სისტემით. აღნიშნული ნაწარმი დამზადებულია შავი ფერის ტექსტოლიტზე, ხოლო ბეჭდური დაფის კომპონენტებს კი ფარავს ხუთი სითბური მილაკის მქონე, ორსლოტიანი ქულერი და წყვილი მასიური ფენი. ვიდეოგასასვლელების ნაკრები სტანდარტულია: Dual-Link DVI, HDMI 1.4a - სტერეოსკოპული გამოსახულების გამოტანის მხარდაჭერით და ორი Mini DisplayPort. ქარხნული სიხშირეები გახლავთ 950/5000 მჰზ, ბირთვის აჩქარების დონე კი შეადგენს 150 მჰზ-ს, ანუ დაახლოებით 19%-ს. დანარჩენ მახასიათებლებში გასაკვირი არაფერია: გრაფიკული პროცესორი AMD Tahiti Pro, რომელიც მოიცავს 1792 შეიდერულ ბლოკსა და 384-ბიტიან ინტერფეისს, რომელიც თავის მხრივ, უკავშირდება 3 გბ ვიდეომეხსიერებას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია API DirectX 11.1, AMD Eyefinity 2.0, HD3D და ოვერქლოქინგი საფირმო უტილიტა TriXX-ის მეშვეობით. ვიდეობარათის ღირებულება 410$-ია. http://overclockers.ua
  20. ინფორმაცია Socket AM3+ -ზე დაფუძნებულ FX-4200 პროცესორის შესახებ, გამოჩნდა მარტის ბოლოს, Gigabyte-ის საიტზე და უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, ის შენიშნულ იქნა ECS-ზეც, მხარდაჭერილ მოდელების ჩამონათვალში, სადაც მის სპეციფიკაციაში აღნიშნული იყო მეორე თაობის 8 მბ კეშ-მეხსიერება და არაუმეტეს 125 ვ-იანი TDP. სიხშირის შესახებ არც დავობენ, ის შეადგენს 3.3 გჰზ-ს. ახლა კი, CPU World-მა აღნიშნული პროდუქტი აღმოაჩინდა უფრო საინტერესო ადგილას, კერძოდ კი - ერთ-ერთ ინტერნეტ-მაღაზიის პრაის-ლისტში, 154,81$ ფასად. აღწერილობის მიხედვით, ნაწარმს გააჩნია 4 ბირთვი, 8 მბ კეში (თუ ზუსტად რომელი დონის, უცნობია), ხოლო თერმოპაკეტის დონე, არ აჭარბებს 125 ვ-ს. overclockers.ru
  21. მადლობა, თემას +1.. რაღაც უმნიშვნელო ცვლილებები შევიტანე, მაგრამ პირველ ჯერზე მართლაც საკმაოდ კარგი მიმოხილვაა, მხოლოდ ცოტა მეტი ტექსტი და გაფორმება, დანარჩენი დროის საკითხია. :)
  22. გამოჩნდა Radeon HD 7950 ვიდეობარათის უჩვეულო ვერსია A795 Fire Hurricane, რომელიც VGA-BIOS-ის არცთუ ისე რთული მანიპულაციების საშუალებით, იქცევა სრულფასოვან Radeon HD 7970-ად. მისი დონის მისაღწევად კი, აღნიშნულ პროდუქტს არ ჰყოფნის ოთხი გამორთული GCN Compute Unit (256 შეიდერი, 16 TMU) და რამდენიმე ათეული მეგაჰერცი. თუმცა, მისთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ Cooper Bussmann დროსელებსა და DirectFET კორპუსში მოთავსებულ ტრანზისტორების მქონე, (5+1)-არხიანი კვების ქვესისტემის არსებობას. ზემოაღნიშნული პროცედურის განხორციელება, როგორც მოგახსენეთ, მარტივია. სურვილის შემთხვევაში, ისედაც აჩქარებულ A795 Fire Hurricane-ისთვის პრობლემას არ წარმოადგენს მიაღწიოს უფროსი თანამოძმის დონეს, რისთვისაც საკმარისია მხოლოდ 880/5000-ის შეცვლა 925/5500მჰზ-ად - ბირთვსა და მეხსიერებისთვის შესაბამისად. Windows-ში, 3D-ტესტებში, შესაძლებელია 1125/6300 მჰზ და უფრო მაღალი მაჩვენებლების 'გამოწურვა', რაც საკმაოდ ღირსეუულად გამოიყურება. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ასეთი ბარათები მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის არის ხელმისაწვდომი. თუ Nvidia მაინც მოახერხებს GeForce GTX 680 და GTX 670-ების მასიური წარმოების მოგვარებას, მაშინ არ არის გამორიცხული, AMD დაუბრუნდეს დროით გამოცდილ, მარკეტინგულ სვლას - განბლოკვის შესახებ. http://overclockers.ua
  23. ტოკიოში გამართულ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა ახალი დეტალები - კომპანია Gigabyte-ის ინჟინრების დაუცხრომელი ფანტაზიის ნაყოფ GeForce GTX 680 Super Overclock WindForce 5X ვიდეობარათის შესახებ, რომლის ოფიციალური პრემიერაც შეგახსენებთ, რომ ივლისის თვეშია დაგეგმილი. პირველ რიგში, გაოცებას იწვევს აღნიშნული მოდელის განცხადებული ღირებულება - 70 ათასი იაპონური იენი, რაც დაახლოებით 878,5$-ის ეკვივალენტია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პროდუქტს წარმატების გაცილებით მეტი შანსი ექნება, თუ ეს ნიშნული სხვა ქვეყნებში 650—700$-ის ფარგლებში იმერყევებს. 5-სლოტიანი Gigabyte GTX 680 SOC-ის ნომინალური სიხშირეები გაუტოლდება 1137(1202)/6400 მჰზ-ს, ხოლო ვიდეომეხსიერების ოდენობა 2 გბ-ია. კომპანიის წარმომადგენლებმა შეძლეს ბარათის აჩქარება ჩიპზე 1241 მჰზ-მდე, ამასთან, ბირთვის ტემპერატურა ამ რეჟიმში არ აჭარბებდა 55-60°C-ს, 40 მმ-იანი ხუთი ფენი კი, მუშაობდა 4000 ბრ/წთ-ზე მაღალ სიჩქარეებზე. ოვერქლოქინგის საუკეთესო შედეგების მიღწევისთვის, ადგილზეა 8-არხიანი კვების ქვესისტემა და პოლიმერული კონდენსატორები NEC-Tokin. გარდა ამისა, ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია ღილაკი X, რომელიც სავარაუდოდ ამ მიზნისთვის არის განკუთვნილი. ქულერი მასიურია როგორც ზომაში, ასევე წონაშიც. მომდევნო ფოტოსურათზე გარკვევით ჩანს, თუ რაოდენ ძლიერ არის დახრილი PCB მარჯვენა მხარეს, ასე, რომ კარგი საყრდენი აქ ზედმეტი ნამდვილად არ იქნება. http://overclockers.ua
  24. თუ ვირუსია, შეიძლება რეესტრიდანაც მოგვარდეს ეგ პრობლემა: შეაერთებ ფლეშკას, შემდეგ Start > Run > ჩაწერე regedit და Enter. იპოვე ეს განყოფილება: HKEY_LOCAL_MACHINESYSTEMCurrentControlSetControlStorageDevicePolicies მარჯვენა ფანჯარაში უნდა იყოს ფაილი WriteProtect, შეხვალ ორჯერ დაკლიკვით და Value Data-ში ჩასვავ 0-ს. შემდეგ OK და გამოხვალ რეესტრიდან. დაარესტარტე კომპიუტერი, ფლეშკა ხელმეორედ შეაერთე და მერე სცადე აბა..
  25. ენთუზიასტებისთვის დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საცალო ბაზრისთვის განკუთვნილი Core i7-3770K პროცესორების ვერსიებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა რჩეულ, სანიმუშო ტიპის, იმავე მოდელებთან. 7 გჰზ-იანი ბარიერის გადალახვა ამ დროისთვის ვერ ხერხდება, თუმცა ამ სანუკვარ ნიშნულამდე უკვე საკმაოდ მცირე მანძილიღა რჩება, რადგანაც იაპონელმა ოვერქლოქერ NKDFactory-მ შეძლო თავისი CPU-ს სიხშირის გაზრდა 6931 მჰზ-მდე (62x111,8 მჰზ). სკრინშოტი საფუძვლიანად ასახავს აზიელი ბენჩერის ძალისხმევას: Core i7-3770K-სგან მან 'გამოწურა' (პრაქტიკულად) ყველაფერი - სამი ბირთვისა და ტექნოლოგია Hyper-Threading-ის გამორთვის, Vcore-ძაბვის 1,93 ვ-მდე მომატების და დისკრეტულ ვიდეობარათ GeForce 210-ის გამოყენების საშუალებით. გარდა ამისა, სისტემა აგრეთვე მოიცავდა სისტემურ დაფა Asus Maximus V Gene-ს (Z77, microATX), G.Skill Pi Black DDR3 @1789 მჰზ მეხსიერების კიტი და მძლავრი კვების ბლოკი - Antec TruePower Quattro 1200 OC. მთავარი გმირი კი, რასაკვირველია გრილდებოდა თხევადი აზოტით. პარალელურად, NKDFactory-მა დააფიქსირა 5 წმ/297 მ/წმ - SuperPi 1M ტესტში, რაც HWBot-ის მონაცემების მიხედვით, მე-4 შედეგია. Overclockers.ua
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.