Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. საინტერესო მიმოხილვაა, დატესტილია ლინუქსის სხვადასხვა ვერსიებზე AMD Athlon 200GE: Benchmarking The $60 Zen+Vega Chip ფასი/პერფორმანსის მიხედვით პირველია მოცემულ ტესტებში. საერთო სისტემის ელექტრო ენერგიის მოხმარება 60 ვატს აღწევს მაქსიმალურ დატვირთვაზე, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა 50°C გრადუსი. საშუალო დატვირთვაზე მოიხმარს 45 ვატს, ხოლო დაუტვირთავზე 33 ვატს რა დროსაც მინიმალური ტემპერატურაა 30°C.
  2. https://amp.tomshardware.com/news/samsung-slows-memory-chip-production,37824.html სამსუნგი როგორც მსოფლიოს უდიდესი წამყვანი NAND-ის და DRAM-ის მწარმოებელი, ჩიპების წარმოების პროცესს ანელებს და ამით ხელოვნურად ქმნის დეფიციტს, რითაც ზრდის ბაზარზე მოთხოვნას და ფასების აწევას 2019 წელშიც ვარაუდობენ.
  3. ჩვეულებრივ დაბრუნდება თანხა 1 თვეში თუ კი მოხდება ჩამოჭრა
  4. https://www.pcworld.com/article/3300167/components-graphics/amd-freesync-on-nvidia-geforce-graphics.amp.html freesync მონიტორები GeForce ბარათებზე. ვისაც AMD ვიდეო ბარათი და freesync მონიტორი გაქვთ, შესაძლებელია GeForce, ვიდეობარათების მუშაობა
  5. პოლარობა არ აგერიოს თორემ გასკდება და ტყვიასავით ისვრის ასხლეტილი არაფერი მოგხვდეს
  6. სადღაც 3-4 დღეა windows 10 დავაყენე (ბოლო 1 წელზე მეტია win 7 მეყენა და ქრომის გარდა სხვა არაფერს არ ვხმარობდი) ვინდოუსის დაყენების დღიდან აურია ქრომმა, საიტებს ვერ ხსნის, თუმცა სხვა ბროუზერით იხსნება. 1-2 წუთის მერე ისევ ამუშავდება ქრომი. ანუ პერიოდულად ხან მუშაობს ხან არა. თან ძალიან ნელია, იმდენედად რომ გადავყწვიტე ისევ Firefox-ზე დავბრუნდე რომელსაც უწყვეტად დაახლოებით 10 წელი ვხმარობდი. ისეთი სწრაფია რომ მიჭირს დაჯერება, ბოლო 1 წელია ზოზინა ქრომზე ვზივარ (არანაირი extension-ები არ მაქ დამატებული) ეხლა ისეთი სისწრაფის შეგრძნება მაქვს როგორც SSD-სა და ვინჩესტერს შორის სისწრაფის სხვაობა. თქვენც მოსინჯეთ და ნახავთ ამ სხვაობას https://www.mozilla.org/en-US/firefox/
  7. ეს ყოველთვის ესე იყო, ჰარდი და სოფტი როცა მზადაა შედეგიც მაშინ ჩანს. თუმცა ვიდეო ბარათების ინდუსტრია ასეთია, ინჟინრები ფიქრობენ რომლებმაც უნდა გათვალონ რა ტექნოლოგია ჩადონ ვიდეო ბარათში, რათა მოამვალი 4-5 წელი აქტუალური იყოს, რას მოითხოვს გეიმინგ ტექნოლოგიები დღეს, რას შესთავაზებს დეველოეპრები, შესაბამისად ვიდეო ბარათების ტექნოლოგია, ყოველთვის წინ უსწრებს არსებულ სოფტს. ამიტომ როგორც წესი, ჯერ ჰარდის დონეზე ხდება რეალიზაცია და მერე სოფტი მოჰყვება. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, როგორც ჩანს ჰუანგის აზრით მოვიდა დრო რომ ჰარდის დონეზე რეალიზება მომხდარიყო ray tracing ტენქოლოგიის ვიდეო ბარათებში. მე არ მიმაჩნია მაინც რომ ამ ვიდეო ბარათების ყიდვა ჯერ ადრეა ან წყალში გადაყრილი ფულია, რომ მქონდეს შესაბამისი თანხა RTX 2080-ს სიამოვნებით შევიძენ.
  8. მგონი საერთოდ 4K--ით გაზომო ბარათის სიმძლავრე, არც ისე მართებულია ამ შემთხვევაში. Nvidia უფრო მეტად ახალ ტექნოლოგიებს მიაწვა, ჯერ მარტო NVLink რად ღირს, იგივე ray tracing ეფექტები და ა.შ. ეს უფრო ლამაზს გახდის ვიზუალურად ვიდრე მარტო FPS-ების თვლა. აქამდე დიდი არაფერი განახლება არ იყო ბარათებში, გარდა სიმძლავრის მატებისა. ამ ბარათში უფრო მეტად ტექნოლოგიური სიახლეა დასაფასაბელი ვიდრე სიმძლავრე. ვინც პროფესიონალი გეიმერია და FPS_ებს ითვლის, მაგათთვის ახალი Titan გამოვა, თუმცა სამომხარებლო სეგმენტში ბესტ სელერი იქნება RTX 2060-2080 ჩემი აზრით.
  9. რამდენ გახსნა დაკეცვას უძლებს საინტერესოა
  10. სულ რაღაც 10 წლის წინათ (desktop სეგმენტში) 4 ბირთვიანი პროცესორები იყო ოცნების და ფუფუნების საგანი, ჩვეულებრივ მოკვდავებს მაშინ 1-2 ბირთვიანი პროცესორები ჰქონდათ და იმ დროინდელი წარმოდგენით 4 ბირთვიანი პროცესორის შემდეგ, აღარაფრის წარმოდგენა აღარ შეგვეძლო. იმ დროს ვის წარმოედგინა რომ 10 წლის შემდეგ მაღაზიებში გაიყიდებოდა 32 ბირთვიანი პროცესორები და იმდენედად განვითარდებოდა კომპიუტერული ინდუსტრია რომ 4 ბირთვიანი პროცესორები რომლებიც high-end კლასში გადიოდა, დღეს უკვე ბიუჯეტურ low-end კლასში გადის, როგორც Celeron თავის დროზე. მართლაც რამხელა ნახტომია ბოლო 10 წლის განმავლობაში, რამხელა ტექნოლოგიური განვითარებაა. ეს ერთის მხრივ არა როგორც მორიგი განახლებული პროცესორი, არამედ როგორც ტექნოლოგიური განვითარების ახალი საფეხურის დასაბამია. მომავალი 2-3 წელი, არამგონია დესკტოპ სეგმენტში 32 ბირთვზე მეტი პროცესორი ვიხილოთ. ალბათ 5 წლის მერე შემოვა 64 ბირთვიანი დესკტოპ სეგმენტის პროცესორები, მაგრამ ჩემი ვარაუდით 2020 წლამდე 32 ბირთვიანზე მეტ პროცესორს ვერ ვიხილავთ დესკტოპ სეგმენტში. +8500 ქულა 32 ბირთვით, დაიყარა რეკორდები http://hwbot.org/submission/3916636_sampson_cinebench___r15_ryzen_threadripper_2990wx_8532_cb
  11. აბა კიდევ რეკორდი გერმანელი პროფესიონალი ოვერქლოქერისგან მოკლე შინაარსი ასეთია, ორ სოკეტიანი სერვერია, შესაბამისად ეს სერვერი არ არის ოვერქლოქისთვის გამიზნული ამიტომ BIOS-ში სჭირდებათ გარკვეული მოდიფიკაცია რომ გაყინონ და კიდევ უფრო მეტი ქულა დადონ. 1-2 კვირაში მოდიფიცერბული BIOS გვექნებაო და შევძლებთ გაყინვასო. სამწუხაროდ AMD-მ Epyc პროცესორებში მეხსიერების კონტროლერზე სიჩქარის მომატების ფუნქცია ჩაკეტა ისევე როგორც ინტელის შემთხვევაში, შესაბამისად ოპერატიულები 2666MHz-ზე ჩქარა არ მუშაობენ რაც საგრძნობლად აქვეითებს მის წარმადობას, განსხვავებით ინტელისგან რომელზეც მეხსიერების სიჩქარე შედარებით ნაკლებად ახდენს გავლენას მის საერთო წარმადოაბზე. http://hwbot.org/benchmark/cinebench_-_r15/ აქვე მთავარი მომენტია ის რომ, ინტელის სერვერი რომელზეც 4 ცალი Intel® Xeon® Platinum 8160 პროცესორია CINEBENCH R15-ში დებს სადღაც 10 000 - 11 000 ქულასო, მისი ფასი კი 16 000 ევროაო (ან დოლარი) რაც შეეხება AMD-ს სერვერს აქ გამოყენებულია ორი ცალი AMD EPYC™ 7601 პროცესორი. ამ სერვერის ფასი კი 12 000 ევროაო (ან დოლარი) რომელმაც CINEBENCH R15-ში დადო 10 500 ქულა. აქვე ამბობს რომ, რომ არა მეხსიერების კონტროლერის ლიმიტი 2666MHz-ზეო, სავარაუდოდ გაუსწრებდა ან გაუთანაბრდებოდა 4 სოკეტიან ინტელის სერვერს. რაც შეეხება ჩემს ზემოთა პოსტში დაწერილ ინფოს, სრული ინფორმაცია აქ არის, Intel vs AMD, როგორც მეხსიერების NUMA მოდელზე, მონოლითურ vs მრავალ მოდულიანი დიზაინი, სერვერებზე, მეხსიერების წარმადობა, ზოკეტებს შორის გამტარობაზე და ა.შ. მოკლედ ძალიან საინტერესო და მნიშნელოვანი ინფორმაციაა მათთვის განსაკუთრებით ვისაც თანამედროვე სერვერულ სისტემებში სჭირდება გაიგოს რა ხდება და ვის რა უპირატესობა აქვს. https://www.amd.com/system/files/2018-03/AMD-Optimizes-EPYC-Memory-With-NUMA.pdf დღეს დაიყრება მხოლოდ unboxing ვიდეოები https://www.guru3d.com/articles-pages/preview-unboxing-threadripper-2950x-2990wx,1.html მოკლედ განახლებულ მეორე თაობის ZEN-ს ოდნავ უკეთესი წარმადობა უნდა ჰქონდეს IPC-ის გაუმჯებესით, თუმცა დიდი უპირატესობა ისაა რომ უკვე 32 ბირთვამდე გაიზარდა რაოდენობა და მემგონი ფასიც მისაღებია 1800 დოლარი ეღირება. intel i9 7980XE ზუსტად 2000 ღირს და წესით როგორც უკვე ბევრისთვის ნათელია Threadripper შეჭამს თითქმის ყვლაფერში ფასი/წარმადობით საუკეთესო პროცესორი გამოდის საერთო ჯამში. 14 ბირთვით მეტია და თან 200 დოლარით იაფი ღირს... ოფიციალურად გაყიდვაში გამოვა 13 აგვისტოს და მანდ დამთავრადება 7980XE პროცესორის უკანასნკელი "დიადი" გაყიდვები https://www.amd.com/en/products/cpu/amd-ryzen-threadripper-2990wx 32 cores and 64 threads for lightning-fast creative workloads. An unprecedented 64 PCIe® Gen3 lanes to meet large GPU and NVMe needs. 80MB of combined cache for rapid access to large data sets. Quad channel DDR4 with available ECC support for reliable throughput.
  12. რაღაც ძალიან გაექცათ AMD პროცესორების ამოყიდვაში და როგორც ჩანს მიხვდნენ რომ მარტო 6 ბირთვიანებით ფონს ვერ გავიდოდნენ. მაგათ უფრო მეტად ბაზრის წილის დაკარგვა ადარდებთ ვიდრე პროცესორების ამოყიდვა, ინტელის მოგება მარტო სამომხარებლო პროცესორების წარმოებაში არაა, ამიტომ იძულებულნი გახდნენ შეცვალონ ტრადიციული მიდგომები რაც უკონკუირენტობის ჟამს ჰქონდათ მომხარებლებზე თავს მოხვეული. 8 ბირთვიანის გამოშვება ცხადია ძალიან არ უნდოდათ , რადგან უკვე LGA 2066 სოკეტის საშუალო დონეს გაუთანაბრდნენ, რომელიც პირდაპირ Core i7-7820X (450 $)-ს ურტყავს . Z390 მაზერი პრაქტიკულად Z370-ზე ოდნავ ძვირი ეღირება. ყველაზე ბომბა მაზერი Z370-ზე 350$ ღირს, თუმცა high-end თუ გინდა 250-300$-ის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად Z390-ის high-end მაზერებიც 250-350$-ის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება i9-9900K 8c/16t მაგის ფასი 450$ იქნება, დიდი მარჩიელობა ამას არ სჭირდება. გამოდის რომ 450 $ პროცესორი + 300 $ მაზერი = 750 $ რატომ უნდა ავიღო ერთი და იგივე ფასად Z390 მაზერი რომელიც 1-2 წელში ისევ შეიცვლება, რომელსაც უკეთესი პროცესორის განახლების პერსპექტივაც არ ექნება და თან X299 კლასზე დაბალია? თან LGA 2066 კიდევ დიდხანს იქნება წარმოებაში რომელიც სულ ახალი სოკეტია. ასევე როგორც ვიცით 8 ბირთვიანი პროცესორები მხოლოდ Z390 ჩიპსეტზე მიდის ანუ ფულის დაზოგვა არ გამოვა იაფიან ჩიფსეტებზე არ წავა... და რა გამოდის? 700-750$-ში მოდის "დაბალი" კლასის კომპი. ამავე ფასად ხომ ისედაც მოვა Core i7-7820X პროცესორი და X299 მაზერი ? უბრალოდ ამით იმის თქმა მინდა რომ, თუ ვიხდი +700$ მარტო პროცესორში და მაზერში, ეს უკვე იმხელა თანხაზე ადის რომ X299 მაზერი მოვა თავის 8 ბირთვიანი პროცესორით. AMD-ს შემთხვევაში ცოტა განსხვავებული სურათია. ყველაზე იაფიანი X399 მაზერი 300$ ღირს, ყველაზე იაფიანი 8 ბირთვიანი Threadripper პროცესორი 365 $. ჯამში გამოდის 665 $. ზუსტად ამავე დონის პერფორმანსის მისაღებად Ryzen-ზე შეიძლება გაცილებით იაფად. Ryzen 7 1800X 240$ + B 350 100$ მაზერი = 340$. ანუ AMD-ს შემთხვევაში ნახევარ ფასად (340$) შესაძლებელია მიიღო ზუსტად იგივე პერფორმანსი რაც მაღალი კლასის სისტემაში (665$). ხოლო ინტელის შემთხვევაში ასეთი რამ, ფაქტია რომ შეუძლებელია, ინტლი ჯიუტად ფეხს არ უცვლის ფასებს. ეს რანაირი წინ გადადგმული ნაბიჯია არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ, ინტელს ასე ჭიდილი გაუჭირდება AMD-სთან. ყველაზე კარგი პროდუქტის ინდიკატორია ფასი-პერფორმანსის შეფარდება და ეს ფაქტორი დიდი ხანია AMD-ს მხარეზეა. გასაკვირი არაა რომ პირველად, ბოლო შვიდი წლის მანძილზე AMD-ს ჰქონდა საუკეთესო კვარტალი.
  13. https://noctua.at/en/nh-u14s-tr4-sp3 http://thermalright.com/product/silver-arrow-tr4/ http://www.gamerstorm.com/product/CPUAIRCOOLER/2018-04/1287_7921.shtml https://wccftech.com/exclusive-amds-threadripper-2990x-4-ghz-on-air-new-wraith-coolers/ ჯერ-ჯერობით ეს 4 ქულერია ჰაერის, თუმცა ნელ-ნელა კიდევ დაემატება სხვა ბრენდებისგან. 7nm-ზე როცა გამოვა Zen 2 მაშინ უკვე 64 ბირთვიანი ვარიანტი ექნებათ. კრისტალი ზომაში დაახლოებით ორჯერ დაპატარვდება და პროცესორის ფართობი იგივე დარჩება, სადაც თავისუფალდ მოათავსებენ უფრო მეტ კრისტალებს, ასე რომ 64 ბირთვი სრულიად რეალურია. სერვერების სეგმენტში აგერ უკვე Epyc-ის სახით, სერიოზული წინსვლა განიცადა ბაზარმა, 2 სოკეტიანი სერვერების ბიზნესი პრაქტიკულად ჩაიძირა რადგან 1 სოკეტიან Epyc-მა გამოიწვია ნაკლები დანახარჯები, უფრო მეტად ეფექტურია და პრაქტიკულად იგივე წარმადობა აქვს რაც 2 სოკეტიან სერვერებს. Zen 2 დიდი ალბათობით 64 ბირთვიანი იქნება და მომავალ ამ დროს უკვე გამოსული იქნება. რათქმაუნდა ინტელიც ეცდება თავისას და ისიც შემოგვთავაზებს მრავალ ბირთვიან სასერვერო პროცესორებს, თუმცა ინტელს, AMD-სგან განსხვავებით, პროცესორებში მრავალბირთვიანი ერთი მოზრდილი კრისტალი აქვს (მონოკრისტალი) რაც უფრო ეფექტურია ვიდრე AMD-ს შემთხვევაში 4 პატარა კრისტალის ერთმანეთთან "მიწეპება" infinity fabric-ის მეშვეობით რაც ამცირებს ეფექტურობას. სამაგიეროდ ინტელს მონოკრისტალის არქიტექტურული დაპროექტება და თავად მონოკრისტალის წარმოება საბოლოო პროდუქტის სახით ძვირი უჯდება და წამგებიან პოზიციაში აყენებს ინტელს, რადგან ინტელის შემთხვევაში ერთი სილიკონის ფირფიტისგან უფრო ნაკლები პროცესორის მონოკრისტალები იჭრება ვიდრე AMD-ს შემთხვევაში, შესაბამისად AMD უფრო იაფად, უფრო მეტ პროცესორებს უშვებს იმავე სიდიდს სილიკონის ფირფიტისგან. ინტელს მონოკრისტალის სახით უფრო ურთულდება მრავალბირთვიანი პროცესორების დიზაინი (იგი იყენებს Ring Bus ტიპის არქიტექტურას) და მისი წარმოებაც ძვირია, რაც ავტომატურად ძალიან აძვირებს საერთო პროდუქტის ფასს. სამაგიეროთ ასეთი პროცესორი უფრო ეფექტურია (ბირთვებს შორის დაყოვნება და ა.შ ყველაფერი შედარებით ნაკლებ დროში ხდება). რაც შეეხება AMD-ს, მათ შექმნეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ცალი 4 ბირთვიანი კომპლექსი (CCX) და infinity fabric. მისი არქიტექტურული დაპროექტება გაცილებით ადვილია და ზომაშიც პატარაა, შესაბამისად მისი წარმოება უფრო მეტ მოგებას ტოვებს, რაც საბოლოო პროდუქტის ფასს აიაფებს. AMD-ს ასეთი არქიტექტურით, ძალიან მინიმალური დანახარჯებით და მაქსიმალური ეფექტურობით შეუძლია მრავაბირთვიანი პროცესორების წარმოება უფრო იაფად და მარტივად. 8 ბირთვიანი პროცესორისთვის 2 ცალი CCX-ს გადააბეს infinity fabric-ით და პროცესორიც მზადაა. 16 ბირთვიანს 4 ცალი CCX აქვს. 24 ბირთვიანს 6 ცალი CCX და 32 ბირთვიანს 8 CCX. 64 ბირთვიანს 16 ცალი CCX ექნება და ა.შ. არამგონია მაგაზე შორს წავიდნენ მომავალი 5 წელი მაინც. მართალია ბირთვებს შორის კომუნიკაციისათვის ცოტა მეტი დრო ეხარჯება პროცესორს რაც ეფექტურობას ამცირებს ინტელთან შედარებით, მაგრამ ასეთი არქიტექტურის უპირატესობა ისაა რომ ყველაფერი ორმაგდება, ოთხმაგდება და ა.შ. მაგიტომაც აქვს ამდენი PCI lane-ები და მეხსიერების არხები. მოკლედ ჯობია ისევ Zen 2-ს დაელოდოს კაცმა, Threadripper-ის უპირატესობა უბრალოდ ისაა რომ, მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო ნარჩევი კრისტალებით აწყობენ ამ პროცესორებს და OC-ის მაქსიმალური შესაძლებლობა გაქვს, Ryzen-თან შედარებით. როგორც AMD-ს წარმომადგენელმა თქვა საუკეთესო კრისტალები რომლებიც +90% ეფექტურიანობით გამოირჩევიანო, Threadripper-ში ვუშვებთო. შესაბამისად Ryzen-ში 90%-ზე ნაკლები ეფექტურობის მქონე კრისტალებით აწყობენ პროცესორებს, რაც OC-ში გარკვეულწილად თავს იჩენს ხოლმე. OC-ის თვალსაზრისით ჯობია 8 ბირთვიანი Threadripper ააწყო ვიდრე Ryzen იმავე რაოდენობის ბირთვებით.
  14. Epyc სერვერის პროცესორს 4.0 Ghz-ზე 32 ბირთვს ზუსტად 500 ვატი სჭირდება და ეს ახალი Threadripper სავარაუდოდ 450-500 ვატის ფარგლებში იქნება მიახლოებით. ისეთ დატვირთვაზე სადაც რენდერია და საათობით უწევს პროცესორს 100% დატვირთვაზე მუშაობა, იქ სერიოზული მაზერებია საჭირო თავისი VRM გაგრილებებით თორემ გადახურების სერიოზული პრობლემა ექნება. მაგას რომ 2 ცალი ტოპ ვიდეო ბარათი მიუდგა უკვე 1200-1500 ვატიანი 80 Plus Titanium გინდა როგორც მინიმუმ. მე უფრო მაინტერესებს Zen 2 რომელიც 7nm-ზე გამოვა მომავალ წელს, თუმცა პირველ რიგში სერვერის Epyc-ს გამოუშვებენ და მერე გამოვა Desktop სეგმენტის Threadripper და Ryzen. როგორც წინასწარ ამბობენ მორჩნენ პროექტს და მზადებაში არიან, 10-15% IPC მატება უნდა ჰქონდესო
  15. ინტელის კიდევ ერთი AMD-ს ვეტერანი შეემატა https://www.eteknix.com/former-amd-marketing-director-chris-hook-now-intel/amp/ ეგ ტიპი ჯერ კიდევ ATi-დან მოყოლებული მუშაობდა. როგორც ჩანს ინტელი ემზადება GPU მარკეტზე შესასვლელად.
  16. Zen architecture lead Jim Keller heads to Intel Jim Keller მას შემდეგ რაც Zen არქიტექტურა შექმნა ინტელში, მერე Tesla-ში გადავიდა, ეხლა Intel-ს შეუერთდა. ეს კაცი ცნობილია მისი სხვადასხვა გიგანტ კორპორაციებში თანამშრომლობით. Apple-შიც იყო ერთ დროს, ისევე როგორც Raja Koduri. ეხლა ორივე ინტელშია. საინტერესოა ინტელს რაში დასჭირდა, წესით Jim Keller-ის გარეშეც კარგად ართმევდნენ თავს, თუმცა ვნახოთ რას ჩაუდგება სათავეში.
  17. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი როცა სიმძლავრეზეა საუბარი. AMD-ს GPU Architecture roadmap სლაიდზე უწერიათ perf/watt ანუ ფერმორმანსის შეფარდება დენის მოხმარებაზე. Navi როგორც ჩანს ცოტა მძლავრი იქნება ვეგასთან შედარებით მაგრამ, როცა გამოვა ვიდეო ბარათი საბოლოო სახით, მისი სიმძლავრე ორი მხრიდან შეიძლება დაინახო: perf/watt-ით ან raw GPU სიმძლავრით. მე დიდი ალბათობით დარწმუნებული ვარ რომ Navi-ის იგივე სიმძლავრე ექნება რაც Vega-ს ერთნაირ GPU სიხშირეებზე, (როგორც აქ Vega 64 vs Fury X) ოღონდ Navi შედარებით ნაკლებ დენს დახარჯავს (როგორც Vega 64 vs Fury X ერთნაირ სიხშირეებზე გეიმინგში Vega 64 მოიხმარს 260-290 ვატს, ხოლო fury X 350-400 ვატს, აქ იგულისხმება კომპის მთლიანი სისტემის ჩათვლით). აი ეს არის perf/watt-ის მიხედვით შედარება და თუ ამის მიხედვით განვიხილავთ, შეიძლება ვთქვათ რომ Vega ნამდვილად ჯობია Fury-ის, არქიტექტურის ხარჯზე საკმაოდ ენერგოეფექტური გამოვიდა (თუმცა კონკურენტს ვერ ჯობნის), მაგრამ raw GPU სიმძლავრე იგივე დარჩა ერთნაირ სიხშირეზე. უბრალოდ რადგან Vega უფრო მაღალ სიხშირეზე მუშაობს, ამიტომაც გამოვიდა Fury X-ზე ძლიერი და Fury X-ზე მეტ დენსაც ამიტომ მოიხმარს. თუ მომხარებელი AMD-ს სლაიდს შეხედავს, შეიძლება დაიბნეს და ეგონოს რომ თუ Navi უფრო მაღლა დგას Vega-ზე, ესეიგი უფრო ძლიერ ვიდეო ბარათიაო, რაც ცალსახად არ არის მართალი, რადგან ეს ორი პარამეტრი საერთოდ არ განსაზღვრავს raw GPU სიმძლავრეს. აქ მხოლოდ ვიედო ბარათის დენის მოხმარებაა აღნიშნული და არა კომპის მთლიანი სისტემა. AMD-ს თუ დავაკვირდებით გვაქვს შემდეგი სტატისტიკა R9 290X - 286 watt R9 Fury X - 294 watt (+8) RX Vega 64 - 334 watt (+40) თაობიდან თაობაში მომხარებლითვის ცოტათი გაიზარდა დენის მოხმარება. AMD-ს ვიდეო ბარათიების ყოველი შემდეგი თაობა, ენერგო ეფექტურია წინა თაობასთან შედარებით და raw GPU სიმძლავრეც გაზრდილია (აქ უკვე ვგულისხმობ ქარხნულ რეფერანს ვიდეო ბარათს სტოკ სიხშირეებით) nvidia-ს თუ დავაკვირდებით ვნახავთ შემდეგს GTX 780 Ti - 262 watt GTX 980 Ti - 250 watt (-15) GTX 1080 Ti - 279 watt (+29) ანუ თაობიდან თაობაში, ელექტრო ენერგიის მოხმარება თითმის იგივე დარჩა ანუ მიზერულად გაიზარდა მომხმარებლისთვის. Nvidia-ში მისი ყოველი შემდეგი თაობის ვიდეო ბარათი, უფრო მეტად ენერგო ეფექტურია ვიდრე AMD-ში თაობიდან თაობამდე. ასევე მნიშვნელოვანია რომ თაობიდან თაობაში, განსხვავებით AMD-სგან, Nvidia-მ გაცილებით გაზარდა raw GPU სიმძლავრე (აქ უკვე ვგულისხმობ ქარხნულ რეფერანს ვიდეო ბარათს სტოკ სიხშირეებით) AMD-მ ვერც ენერგო ეფექტურობაში ივარგა და ვერც raw GPU სიმძლავრეში, ერთადერთი რაც AMD-ს დარჩა, ეგ იყო ფასი, რითაც შეიძლებოდა ბაზარზე კონკურენციის დაჭერა საშუალო სიმძლავრის ბარათებში მაგრამ, ფასი არაადეკვატური ადევს. ისევ მაინგიგმა ამოუყიდა ბარათები თორემ გეიმინგში კოდურიმ ვერ აჯობა ჰუანგს. AMD-სთვის ეს ფაქტიურად GPU ბაზრის კრახია, რაზეც პასუხისმგებელი კოდური იყო, რადგან კონკურენტუნარიანი პროდუქტი ვერ შექმნა, შესაბამისად მისი პასუხისმგებლობა მისი პოსტიდან მოხსნით დამთავრდა. ლინუსამაც იგივე თქვა მის ერთ-ერთ WAN შოუში როცა კოდურიმ თავისი პოსტიდან წასვლამდე დიდი შვებულება აიღო. ჩემი სუბიექტური ვარაუდით ეგ შვებულება გამომშვიდობებისა იყო და AMD-მ დაასვენა სამუდამოდ Navi-ც დიდი არაფერი არ იქნება ვოლტასთან შედარებით. ამას ალბათ დიდი გამოცნობა არ ჭირდება. 1080Ti-ის სიმძლავრის თუ გამოვიდა ეგეც საეჭვოა. ასევე Navi-ს მერე რა მოდის, არავინ არაფერი არ იცის, რაც იმას ნიშნავს რომ ჯერ ვერ დაულაგებიათ GPU-ს შიდა სამზარეულო. მოკლედ AMD-ს სანამ ვინმე ახალი GPU არქიტექტორი არ ეყოლება ან კოლექტივი, ვინც შექმნის უფრო ახალს, უკეთესს, ისე AMD-ს ვიდეო ბარათებს ძალიან გაუჭირდებათ Nvidia-ს ფლაგმანებთან ჭიდილი ან დიდი ალბათობით საშუალო დონის ბარათები ექნებათ და ფასით თუ დაარეგულირებენ მარკეტს. როგორც შარშან 1 წლის წინ ავღნიშნე, თუ Vega-მ არ გაამართლა რისი იმედი აქვთ თქო? დღეს პასუხი მაინინგია მაგრამ, მაინერობა არც Nvidia-ს და არც AMD-ს პროფილი არაა, მათი პროფილი ვიდეო ბარათების გამოშვებაა და მათი კონკურენცია ხალხისთვის სასარგებლოა. მემგონი AMD-ს პროცესორები ისევ უბრუნდება ერთ დროს თავიანთ ძველ დიდებას (Jim Keller-ის წყალობით), GPU მარკეტში კი პირიქით, სულ უკან მიდის (raja koduri-ის წყალობით)
  18. ვეგამ არ გაამართლა და ეგაა. ჯერ გაწელეს გამოშვება, არც ენერგო ეფექუტი აღმოჩნდა, ვერც ნვდიას ფლაგმანებს ვერ გაუწია კონკურენცია და ფასითაც ძვირი დაადეს (იგივე ფასიანი ნვიდია ჯობნის). მეტი რაღა დარჩა? თუმცა ალბათ დღევანდელი შედეგი რომ ასე იქნებოდა თავიდანვე განჭვრიტეს და რაჯაც გადავიდა ინტელში (ან ტექნიკურად გაუშვეს რადგან კონკურენტუნარიანი პროდუქტი ვერ შექმნა) კიდევ საინტერესო პოსტი რომელიც ზუსტად 1 წლის წინ დავპოსტე მანდ როგორც დავწერე, ისეა. ფაქტი სახეზეა. არაფერი არ დარჩა რითიც ნვიდიას ჯობია. (მაინინგი ეს სხვა თემაა და გეიმინგთან კავშირი არააქვს) ეხლა ცოტა არ იყოს სასაცილოდ მეჩვენება როცა Navi-ზე 2018 წელი უწერია. ვეგაზე იმდენი რამე იწერებოდა, ენერგო ეფექტური იქნება ვიდრე ნვიდიაო, სულ სხვა დონის ბარათი უნდა იყოსო და ა.შ. რომ არა ერთეული ენთუზიასტები და მაინერები ვეგა პრაქტიკულად საერთოდ არ გაიყიდებოდა.
  19. ZEN+ 2800X თუ იქნება საინტერესოა და კიდევ იმ გრძელ ყუთში რაარის
  20. შენს ვიდეო ბარათს 170 ვატი უწერია. პროცესორი 95 ვატი. რეალურად შენი ვიდეო ბარათი და პროცესორი + ვინჩესტერი, მთლიანი სისტემა ჯამში უხეშად 300~400 ვატის ფარგლებში იქნება სრულ დატვირთვაზე. ასე რომ რეალური მინიმუმ 450-500 ვატიანი კვება თავზე გადაუვა (თუ ყველაფერს არ დაარაზგონებ რათქმაუნდა). მაგალითად GT 710-ს მინიმუმ 300 ვატიანი კვება უწერია მაგრამ რეალურად 19 ვატიანი ბარათია. ასე რომ შეგიძლია 450-500 ვატიანი კვებაც თავისუფლად გამოიყენო მაგრამ არამგონია კარგი ბრენდი იაფად ნახო
  21. ეს მარტო კომპის ჩართვის დროს ხდება ესე თუ რამე სხვა მიზეზია? გამორიცხული არაფერია მაგრამ ჩემი ვარაუდით არამგონია რამე მოსვლოდა რა ვიდეო ბარათს ამუშავებ? ან იაფიანი რატომ არ ეყოფა?
  22. ყოველ წელს რომ არ იხუმრონ ისე როგორ შეიძლება https://wccftech.com/amd-project-canis-flagship-intel-joint-venture/
  23. ზეთში როცა ჩადებ მოტეხილი ფრთებით აღარ ექნება წინაღობა, შესაბამისად ჩქარა იტრიალებს როგორც ჰაერში. თუ ეგეთი კაპრიზულია, მაშინ ფრთები ისე მოატეხე (დიაგონალურად) ან ისე დააპატარავე ყველა სათითაოდ, რომ ზეთში ბრუნვათა რიცხვი გაუტოლდეს ჰაერში ყოფნის დროს ბრუნვათა რიცხვს. ან ეს შეგიძლია გადაიკითხო https://hardforum.com/threads/generate-fan-rpm-signal-w-o-fan.1606397/
  24. ფენის კაბელები რომ დააგრძელო არ გამოდის?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.