Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. shut down-ს აჭერ და რესტარტდება? როგორც ამ ვიდეოს კომენტარებში წერენ ხალხი კმაყოფილია, იმედია შენც გიშველის
  2. მაგ არხის მთელი ვიდეოები უნდა ნახო შენ მაგარი ვიდეოები აქვს
  3. დღეს AMD-მ გამოუშვა დიდხანს ნანატრი AMD Ryzen™ 9 3950X - 16 ბირთვიანი, 32 ნაკადიანი, სამომხმარებლო სეგმენტის პროცესორი. ფასი 750 USD ანუ თითო ბირთვი 47 დოლარად Base Clock - 3.5GHz Max Boost Clock - Up to 4.7GHz Total L1 Cache - 1MB Total L2 Cache - 8MB Total L3 Cache - 64MB Unlocked - Yes Package - AM4 PCI Express® Version - PCIe 4.0 x16 Default TDP / TDP - 105W რევიუები დაიდო
  4. Intel Finally Admits It Lost Market Share To AMD, Vows To Get More Aggressive ინტელი თუ ამას იტყოდა ოდესმე ვის წარმოედგინა არაუშავს, კონკურენციის გამო მოუწევთ ფასების დაცემა, სამაგიეროდ გაყიდვები მოემატებათ
  5. როგორც ილაპარაკეს, დღემდე არსებულ Supermicro ბრენდის სერვერებს შორის ეს დედაპლატა არის საუკეთესო. https://www.newegg.com/supermicro-mbd-h11ssl-i302p-ma015-o-single-amd-epyc-7000-series-processor/p/N82E16813183698 ეს 16 ბირთვიანი, კარგი რამეა, უახლესი ტექნოლოგიები და შესაძლებლობები
  6. ამერიკის მაღაზიებში, დილის 7 საათზე ასეთი რიგები დადგა აი კიდევ https://imgur.com/a/gRX2K1Q#ShH05Az ეს კიდევ რა ხდებოდა იაპონიაში და ამის მერე კიდევ სხვა მაღაზიებში რა რიგები იქნებოდა... ჯამურად კი საკმაოდ კარგი გაყიდვები ექნება პირველივე დღიდანვე. AMD-ს კარგი ფინანსური მაჩვენებელი ექნება ამიერიდან, რადგან ყველა ეს ხალხი ვინც ამ რიგებში იდგა, ფაქტიურად ინტელს კლიენტები იყვნენ, თუმცა როგორც კი კონკურენცია გაჩნდა, ხალხი იქითკენ წავიდა სადაც უფრო იაფი იყო, ანუ ამ შემთხვევაში AMD-სკენ. სანამ ინტელი არ მოახერხებს საპასუხო ნაბიჯების გადადგმას, მანამდე გაუჭირდება ინტელს პროცესორების სეგმენტში წინსვლა, რადგან როგორც ტესტებში გადავხედე ბირთვის IPC სიმძლავრე ერთნაირ სიხშირეზე გაუსწრია უკვე AMD-ს და კიდევ სანამ ინტელი მოახერხებს PCIe 4-ზე გადასვლას და ა.შ. მომხარებელი უკვე სხვა არჩევნის წინაშე დგება. ადრე თუ თითქმის ყველაფერში ინტელს ჰქონდა პლიუსი, დღეს უფრო მეტი პლიუსი უკვე AMD-ს აქვს და თანდათან ამას ხალხი უფრო დაინახავს, სანამ ინტელიც არ გადავა ახალ სტანდარტებზე.
  7. არა მანდ ცოტა სხვა რაღაცაში იყო საქმე. როცა ხელით გინდა გაუწერო სიხშირე როგორც ბირთვზე, ასევე HBM მეხსიერებაზე, ბარათის შედეგი მცირდება და ეგაა გასაკვირი. აუწიეს სიხშირე ბირთვზე და მეხსიერებაზე, მაგრამ პირიქით, ცუდი რეზულტატი ანახა. მაგრამ როცა ავტო რეჟიმში დატესტეს მაშინ სიხშირე 2000-ზე ავიდა ანუ რეალურად ბირთვს შეუძლია 2000-ზე მაგრამ ამას ხელით ვერ გააკეთებ ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ავტომატურ რეჟიმშია შესაძლებელიო. ეს რათქმაუნდა ესე არ უნდა იყოს, მაგრამ AMD-ში იცოდნენ ამის შესახებ და ამიტომაც უთხრეს რომ ეგ დრაივერი, ეგრეც უნდა იყოსო (ანუ როცა თქვეს დრაივერის ბრალი არ არისო, გულისხმობდნენ სანამ სრულყოფილ ვერსიამდე მიიყვანენ, მანამდე ასე იქნებაო). თუ უყურეთ კიდევ სხვა რევიუებს, იქ თქვეს რომ ეს Vega II ბარათი არის AMD Radeon Instinct™ MI50 ტექნიკურ მონაცემებს თუ გადახედავთ ნახავთ რომ ყველაფერი 1:1-ში ემთხვევა. AMD-ს აღარ ჰყავს Raja Koduri რომელიც გრაფიკული ბარათების არქიტექტურას ქმნის. ახალი არქიტექტურის გეიმინგ Vega-ს პროექტი არ ჰქონდა AMD-ს. ამიტომ აიღეს და instinct mi 50 რომელიც სასერვერო, ღრუბელოვანი, სარენდერო და მაღალი გამოთვლების ვიდეო ბარათია და არა გეიმინგის, აიღეს და გაუშვეს გეიმინგ სეგმენტში, რათა დააკმაყოფილოს გეიმინგ სეგმენტში მომხმარებლები (კონკურენცია და გაყიდვები რომ შეინარჩუნოს AMD-მ, იგი ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო. სხვა ბარათიც არ ჰქონდათ, ამიტომ რაც ჰქონდათ ის გამოუშვეს, თორემ სულ არ დააპირებდა ასეთი ბარათის გეიმინგ სეგმენტში გადასროლას. 16GB HBM ტიპის მეხსიერება აბა როგორ შეიძლებოდა გეიმინგ ბარათი ყოფილიყო? მარტო 16GB HBM მეხსიერების ღირებულებაა 320 დოლარი). Vega II ბარათი საგეიმინგოდ არ შეუქმნიათ, ამიტომაც არ ჰქონდათ გეიმინგ დრაივერები. თუ გახსოვთ წინა თაობის ვეგას დრაივერიდან ჰქონდა გადასართველი. როცა თამაში გინიდოდა, დრაივერიდან გადართავდი გეიმინგ დრაივერზე. ამ შემთხვევაში Vega II-ს რაც მოასწრეს, ავტომატურ რეჟიმში ოღონდ თამაში ჩაერთო და არ დაქრაშულიყო, ესაა და ეს. ოვერქლოქის შესაძლებლობებს მერე დაამატებენ და პერფორმანსსაც კიდე გაუზრდის, უბრალოდ დროის ამბავია.
  8. ჯერ ჯერობით დრაივერის პრობლემაა, კარგად ვერ ამუშავებს ბარათს, ვერც სიხშირეს ვერ უმატებს. ალბათ კიდე რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდებათ რომ ძირითადი პრობლემები გამოასწორონ
  9. წელს მგონი Navi გამოდის. Gamers to get a leg up: AMD CEO Lisa Su announces multiple Navi GPUs როგორც ამ ნიუსში წერია Lisa Su-ს ციტატა: “Our gaming growth will be driven by new products. We would see that as we go through this year and with our Radeon 7 launch, as well as our Navi launches on the gaming side.” ანუ გეიმინგში ზრდა მოხდება ახალი პროდუქტებითო (სავარაუდოდ navi ვიდეო ბარათებით). წელს ვნახავთ Radeon 7-ის გამოშვებასო და ასევე Navi გამოშვებებს. Radeon Vega 7 რომელიც RTX 2080-ის ფარგლებში იქნება, Navi ჩაანაცვლებს Polaris არქიტექტურას და კონკურენციას გაუწევს ბიუჯეტურ RTX 2060-ს. Navi უნდა იყოს ფასი/პერფორმანსის მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო ბარათებიო. როგორც ჩანს დიდხანს დარჩება AMD navi-ზე გაყინული, თუმცა შეიძლება მასში ვიყილოთ ray tracing-ის მსგავსი ტექნოლოგიები.
  10. შეიძლება მტვერითაა ამოვსებული და კარგი ვენტილაცია არააქვს.
  11. რათქმაუნდა 1000 სერიის ბარათები დაბალ ფასად უფრო კარგი და მისაღებია მომხმარებლებისათვის ვიდრე RTX სერია ფასიდან გამომდინარე. RTX ბარათებს ფასი მომავალში დაედებათ როცა ამის მხარდაჭერა ექნება თამაშებს, და მაგას კიდევ 1-2 წელი მაინც დასჭირდება. მაგრამ ამ ეტაპზე Ray tracing-ის გარეშეც ანუ ანარეკლის და ჩრდილების გარეშეც თავისუფლად თამაშობს ხალხი თამაშებს, ისევე როგორც ფიზიკის გარეშე. ბევრ მომხმარებელს მაინც საშუალო კლასის ბარათები აქვს როგორიცაა 1070-1080 ვიდრე 1080ti და Titan ფასიდან გამომდინარე. იგივე არაიზენის შემთხვევაში 6 ბირთვიანებზე უფრო მეტი მოთხოვნაა ვიდრე 8 ბირთვიანი პროცესორებზე, ისევ და ისევ ფასი/პერფორმანსის შეფარდებით. თუ გამოვა 1000 სერია შედარებით იაფად ან 2000 სერიის GTX ვარიანტი იაფად ეგეც კარგი იქნება. რაც შეეხება ახალ ვეგას, მთავარი არქიტექტორი აღარ ჰყავთ და წელავენ ერთი და იგივე არქიტექტურას, ერთის მხრივ ასე უფრო იაფი უჯდებათ თუმცა მეორეს მხრივ კონკურენციას ვერ გაუწევს Nvidiaს hihg end სეგმენტში. ახლი ვეგა რათქმაუნდა დეფიციტში იქნება, ორი აზრი არაა თუმცა შეიძლება gddr6 ჩიპებზე გამოუშვან Rtx 2060 - 2070 დონის კონკურენტები.
  12. tensor cores + ray tracing რომელიც ჯერ კიდევ ახალი ხილია და სანამ ფართოდ მოიდგამს ფეხს გეიმინგში, გაუჭირდება RTX 2080 Ti +1200 $ გაყიდვა. შესაბამისად ეგ მომხარებელზეც ავტომატურად აისახა. რაღაც მგონი არავინ ისეთი მოთხოვნა არაა როგორც წინა სერიაში ჰქონდა Nvidia-ს. ფაქტიურად Nvidia-ს ხარჯზე მოხდება ray tracing ტექნოლოგიის განვითარება გეიმინგ ინდუსტრიაში, რადგან გეიმ დეველოპერებს სხვა ჰარდი არააქვთ, შესაბამისად Nvidia-ს წყალობით დაიწყება და დაჩქარდება ray tracing-ის ეკოსისტემის განვითარება. აი მაგ დროისათვის უკვე გამზადებულ "ნიადაგზე" AMD მოახერხებს ray tracing-ის ინტეგრირებას მის ჩიპებზე, ასევე არაა გამორიცხული Intel-იც შემოუერთდეს ორთაბრძოლას. გამოდის რომ Nvidia-მ სულ ტყუილად იწვალა და დახარჯა ამდენი ფული და რესურსი, რადგან AMD და Intel -ს ჯერ ამისთვის არ სცხელათ. AMD ამ შემთხვევაძი Vega VII-ის გამოსვლით, ძალიან იაფად, მინიმალური დანახარჯით და ეკონომიით, გამოძვრა სიტუაციიდან, აიღეს ვეგა და დააპატარავეს 7nm-ზე და მორჩა, როცა Nvidia-მ მილიონები დახარჯა tensor core + ray tracing ტექნოლოგიის ჩადებაზე და პროდუქცია მაინცადამაინც სახარბიელოდ არ იყიდება, როგორც წინა სერიაში ჰქონდა. აქვე სათქმელია ისიც რომ, Nvidia-მ თანდათანობით გაზარდა მოგების მარჟა და სწორედ touring-ზე გაიჭედა, ეგონა აქაც გაუვიდოდა. რაცარუნდა ოქროს ბარათი იყოს, მაინც ვიდეო ბარათი ჰქვია ჰქვია და 1200 დოლარს ერთეულები თუ გადაიხდიან. ცნობისთვის Radeon R9 290X როცა გამოვიდა, მისი საბაზრო ფასი იყო 550 $ USD. ასევე Radeon R9 Fury X ღირდა 650 $ USD. Radeon RX Vega 64 ღირდა 500 $ USD. Radeon RX Vega 64 Liquid 700 $ USD. ანუ AMD თაობიდან თაობაში, ტოპ ვიდეო ბარათი 700 დოლარს არ გასცილებია. ეხლა ვნახო Nvidia GeForce GTX 780 ღირდა 650 $ USD. GeForce GTX 780 Ti - 700 $ USD. GeForce GTX Titan - 1000 $ USD. RTX 2080 - 800 $ USD. RTX 2080 Ti - 1200 $ USD. NVIDIA TITAN RTX - 2500 $ USD. საგრძნობლად მოუმატა ფასებს, მიუხედავად იმისა რომ ახალი ტექნოლოგიები აქვს, არ უნდა დაედო მაინც ამხელა ფასები, როცა იცოდა რომ ray tracing სისტემა ჯერ არ იყო ათვისებული. თუმცა ყველაზე სასაცილო ისაა რომ Vega VII-ის გამოსვლამ პატარა ბავშვივით გააღიზიანა. ამ ვიდეოს თუ მოუსმენთ ინგლისურად და გაიგებთ, ნახავთ ჰუანგის შეფასებას რაც დაიმსახურა ადამიანების მხრიდან ?
  13. თავიდანვე მივხვდი რომ კუთხეში დატოვებული სივრცე 12-16 ბირთვიანი ვარიანტებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. როგორც ჩანს AMD უფრო მეტ ბირთვებს შემოგვთავაზებს კონკრენტ ინტელის ფასად. IPC გაზრდილია cinebench-ის მიხედვით ჩანს, რაც იმაზე მეტყველებს რომ ინტელის 8 ბირთვიანის სიმძლავრეს (180 ვატი) Zen 2 არქიტექტურა იმდენივე რაოდენობის ბირთვებით (133 ვატი) საგრძნობლად დაბალი ენერგო მოხმარებით აღწევს. ეს კი იმას ნიშნავს რომ Zen 2-ს კიდევ დიდი headroom დარჩა ასათვისებლად. ეს ყველაფერი 7nm-ის წყალობაა, სანამ კონკურენტები გადავლენ, მანამდე AMD მოასწრებს სარგებლის ნახვას. ისე კი 7nm-ზე პროცესორის არქიტექტურის დიზაინი თუ არ ვცდები 9-ჯერ ძვირი ჯდება ვიდრე 14-16nm-ზე, ასე რომ 7nm-ზე ძალიან დიდხანს გაიყინება ჩიპების წარმოება, რადგან 7nm-ზე პატარა ტექნოლოგიით დამზადებას, სულ სხვა ტექნოლოგია სჭირდება, რაც ძალიან ძვირი და რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. ამიტომ, ვინც პირველი მოასწრებს 7nm-ზე გადასვლას, ის კომპანია უფრო იხეირებს ფინანსურად.
  14. უცნაური შემთხვევაა. შენს მონიტორს მარტო HDMI და VGA პორტი აქვს? თუ კაბელი და მონიტორი გამორიცხულია მაშინ ვიდეო ბარათი რჩება ლოგიკურად, მაგრამ ეგეც რომ გამორიცხო სხვა კომპზე დააერთე.
  15. დღეს საღამოს 9 საათზე იქნება პირდაპირი Las Vegas-დან
  16. ჯერ არ გამოსულა და დეტალებში არაფერი არ წერია, თუმცა ის თუ რა ევალება, ზოგადად უკვე შეგვიძლია ვთქვათ. https://www.anandtech.com/show/13560/amd-unveils-chiplet-design-approach-7nm-zen-2-cores-meets-14-nm-io-die პროცესორში I/O კრისტალი დაკავშირებული იქნება ყველა CCX მოდულთან და ასევე 8 მეხსიერების ინტერფეისებთან AMD-ს მაღალ გამტარული ინტერფეისით, ინფინიტი ფაბრიკით (ანალოგიურია ნვიდიას NVLink). რადგან მეხსიერების კონტროლერი არ იქნება I/O კრისტალში, CCX მოდულებს თანაბარი საერთო დაყოვნება ექნებათ განსხვავებით დღევანდელი თაობის პროცესორებისაგან. ასევე PCIe ხაზები არ იქნება I/O კრისტალში, არამედ იგი ექნება თითოეულ CCX მოდულებს. ჯერ ჯერობით ესაა და ისიც მხოლოდ სასერვერო პროცესორებში. ვნახოთ Ryzen Desktop სეგმენტშიც თუ გამოიყენებენ
  17. Ryzen 3 3300 - 6/12 - 3.2/4.0GHz - 50w - $99 Ryzen 3 3300X - 6/12 - 3.5/4.3GHz - 65w - $129 Ryzen 3 3300G - 6/12 - 3.0/3.8GHz - 65w - $129 Ryzen 5 3600 - 8/16 - 3.6/4.4GHz - 55w - $178 Ryzen 5 3600X - 8/16 - 4.0/4.8GHz - 95w - $229 Ryzen 5 3600G - 8/16 - 3.2/4.0GHz - 95w - $199 Ryzen 7 3700 - 12/24 - 3.8/4.6GHz - 95w - $299 Ryzen 7 3700X - 12/24 - 4.2/5.0GHz - 105w - $329 Ryzen 9 3800X - 16/32 - 3.9/4.7GHz - 125w - $449 Ryzen 9 3850X - 16/32 - 4.3/5.1GHz - 135w - $499 Read more: https://www.tweaktown.com/news/64104/amd-ryzen-9-3850x-zen-2-16c-32t-5-1ghz-499/index.html Zenდან Zen+მდე ერთი და იგივე არქიტექტურით ანუ მხოლოდ 14nm-დან 12nm-მდე დაპატარავებამ 0.1Ghz-ით გაიზარდა სიხშირე და IPC გაიზარდა 3%-ით. ამავე პრინციპს თუ გავყვებით 7nm-ს წყალობით იგივე არქიტექტურით(Zen) 4.5Ghz-ზე თავისუფლად ავიდოდნენ მინიმუმ, მაგრამ რადგან უკვე ახალი არქიტექტურაა Zen 2, მაშინ უკვე ბუნებრივია გათვალისწინებული ექნებათ უფრო მეტი წარმადობის გაზრდა მაღალი სიხშირის გამოყენებით, ამიტომაც 4.5Ghz როგორც მინიმუმი უნდა ჰქონდეთ. პოტენციურად 4.8-5.0Ghz-ის რესურსიც უნდა ჰქონდეს, ალბათ უკვე გაგრილების მიხედვით, IPC საშუალოდ 10-15%-ით გაიზრდება. თუ ეს ჭორი მართალი აღმოჩნდება და 12-16 ბირთვიანი ვარიანტები გამოვა, გამორიცხული არაა რომ პირველად მოხდეს i/o კრისტალის დამატება CCX Chiplet კრისტალებს შორის 12 და 16 ბირთვიანი ვარიანტების შემთხვევაში ისევე როგორც EPYC "ROME"-ში, რაც შეამცირებს სწორედ მეხსიერების დაყოვნებას რომელიც Zen და Zen+ არქიტექტურაში 12-32 ბირთვიანი პროცესორებზე არსებობს.
  18. ეგეთი რაღაცეების წაშლა ძალიან რთულია, რომც მოძებნო ამოშალო, მაინც დაყენდება საიდანღაც. თუ "პატიოსანი" პროგრამისტების დაწერილია და unistall პროგრამაში მოყვება, მაშინ ამიშლება, თუარადა წვალება მოგიწევს, უკიდურეს შემთხვევაში ვინდოუსის ახლიდან დაყენება
  19. დაუჯერე მხოლოდ იმ დოკუმენტაციას რომელიც შენს HP-ის ვორქსთეიშენს უწერია. C602 ჩიპსეტზე ბევრი ბრენდია, ყველას თავისი კონკრეტიული ბიოსით, რომელზეც კონკრეტული ბრენდის ოეპრატიული მეხსიერება მიდის. ამიტომ რაც უწერია შენს Z420-ს დოკუმენტაციაში მხოლოდ ის ოპერატიული იყიდე.
  20. ჩემი მაზერისთვის გამოუშვეს ?
  21. @George Nvidia-საც ჰქონდა მიქარვა GTX 970-ზე, თუმცა NvidIa-მ თქვა მსგავსი რამ აღარ მოხდეობაო და გარკვეულწილად ბოდიში მოიხადა , თუმცა არ უღიარებია რომ ეს განზრახ გააკეთა, გადააბრალეს ერთმანეთს და თქვეს ვითომ ტექნიკურ და მარკეტინგის დეპარტამენტებს შორის გაუგებრობა მოხდაო. ნუ კარგი დავუშვათ ვითომ მართლაც ესეთი გაუგებრობა მოხდა, მერე ამასობაში ჰუანგი სად იყო? სანამ არ გასკდა ეს ამბავი Nvidia ჩუმათ იყო. ამიტომ იმის ძახილი რომ სადაა ახლა Nvidia, მის წარსულს არ ცვლის. ნათქვამია სახელის გატეხვას, თავის გატეხვა ჯობიაო. გატეხილის გამთელებას კი ისეთი ეფექტი აღარააქვს რაც გატეხვამდე იყო, ასე რომ არც Nvidia-ა ანგელოზი. რაც შეეხება ინტელს, მაქვს ლეგიტიმური კითხვა რაში აწყობდა ინტელს ისეტი ტესტის "გაპრავება" სადაც მისი კონკურენტი 4 ბირთვზე იმუშავებდა და თავისი 8 ბირთვიანი 5.0-ზე გახეული იქნებოდა? როცა Ryzen 2700X-ს game mode-ზე ტესტავ ანუ 4 ბირთვს ადარებ 8 ბირთვს, ეს ხომ უკვე არასწორი შედარებაა და რა შუაშია ასეთ დროს იმის ძახილი ინტელი სადაა ან ვის მონიტორზე რა ვიდეო ბარათი აქვს და რამდენი FPS უჭირავს? ინტელი i9-9900k გამოსვლით ისედაც გამარჯვებულია, იმ ვიდეოებს თუ უსმინე, ამას ამბობს game nexus-დან ტიპი, რაში სჭირდება ინტელს ასეთი გაყალბებული, არასწორი ტესტები როდესაც ისედაც გამარჯვებულია? არსებობს მორალი და კომპანიები რომლებსაც ელემენტარული თავმოყვარეობა გააჩნიათ მომხმარებლის წინაშე, უნდა ჰქონდეთ ჯანსაღი კონკურენცია. აი კიდევ ერთი ინტელის შავი ლაქა, თუ როგორც ცდილობდა ბაზრის მონოპოლიზებას ხელოვნურად: That Intel paid rebates to manufacturers on the condition that they would buy all (Dell) or nearly all of their CPUs from Intel. That it paid retail stores rebates to only stock x86 parts. That it paid computer manufacturers to halt or delay the launch of AMD hardware, including Dell, Acer, Lenovo, and NEC. That it restricted sales of AMD CPUs based on business segment and market. OEMs were given permission to sell higher percentages of AMD desktop chips, but were required to buy up to 95% of business processors from Intel. At least one manufacturer was forbidden to sell AMD notebook chips at all. 500 გვერდიანი დოკუმენტი სადაც ევროპის კომისიამ 1,5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა ინტელი ასე რომ, მე როგორც მომხარებელი, რომელსაც მაქვს მორალის გრძნობა, და ვიცი ინტელი ამას რატომ აკეთებს, იმიტომ რომ ოდნავ მეტი პერფორმანსის გამო ორჯერ ძვირად შეტენოს, არ ვაპირებ მისი პოლიტიკის თავს მოხვევას. სხვათაშორის ryzen 1700 ორჯერ ნაკლები ღირს და 2700X როგორც best valuable პროცესორი, ინტელი დიდი ხანი ვერ დაიკავებს ამ სტატუსს. ნუ ვისაც უნდა იყიდოს, ეს მათი ნებაა, ისევე როგორც JayZtwocent-მა დაპოსტა 2016-ში როცა Thermaltake-ს ბოიკოტი გამოუცხადა. ის თუ რატომ გამოუცხადა ბოიკოტი, მიზეზი იყო Thermaltake-ს ბინძური თამაშის წესებით თამაში. ესეც ვიდეო, თუ როგორ ყრის დაბლა Thermaltake-ს პროდუქციას 2:20 წუთიდან ასე რომ რაცარუნდა მაგარი იყოს Thermaltake-ს პროდუქცია, JayZtwocent-ისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება Thermaltake-ს ნაწარმი, არა იმიტომ რომ ნაწარმი არ უვარგა, არამედ იმიტომ რომ ფირმამ სახელი გაიტეხა.
  22. არა მანდ სხვა საუბარია. მანდ არავის უთქვამს რომ ინტელი სუსტია, ან ჩამორჩება, პირიქით, ყველა მოელოდა და ასეც იქნება რომ i9 კიდევ უფრო ჩქარი იქნება, ამაზე არავინ არ საუბრობს. ინტელი ისედაც გამარჯვებულია წინასწარი ტესტების გარეშე. არავის არააქ პრეტენზია ინტელის წარმადობაზე. მანდ საუბარია არასწორ შედარებაზე თავად ინტელის დაკვეთით რომელიც Principled Technologies-ს გააკეთებინა. თავად Principled Technologies-ის მიერ გამოქვეყნდა თუ როგორ და რა პარამეტრებით ჩაატარეს ტესტი. გადახედეთ მანდ წერია რომ i9-9900K დატესტილია 3.6 - 5.0 Ghz-ზე, როცა 2700X 3.7 - 4.3 Ghz-ზე. Ryzen 2700X-სთვის გამოიყენეს სტოქ ქულერი, ხოლო ინტელისთვის NH-U14S ანუ ინტელს რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი დაედო დაუყენეს ნოქტუა რათა ტროტლინგი არ ყოფილიყო და მაქსიმალურ სიხშირეებზე ემუშავა, რათა მაქსიმალური პერფორმანსი გამეწურათ, ხოლო AMD-ზე პირიქით გააკეთეს, იმისათვის რომ მაქსიმალურად შეეზღუდად თერმული ლიმიტი დატოვეს სტოკ Wraith Prism ქულერზე. ეს ეხლა სამართლიანია და ობიექტური? ასევე ოპერატიული მეხსიერების ტაიმინგები იყო შეცვლილი, რაც AMD-ს memory კონტროლერისთვის არ იყო საუკეთესო, სიხშირეც არ იყო მაღალი, ეს ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ რაც შეიძლება დაბალი შედეგი ეჩვენებინა AMD-ს. ხოლო ინტელზე გაუწერეს ისეთი ტაიმინგები რაც ინტელის memory კონტროლერისთვის იყო ზედგამოჭრილი. აი ეს კი მათ ბენჩმარკის შედეგები PC gaming processor study: Intel Core i9-9900K  processor vs. competitors   (Updated October 12, 2018) აქ ნახავთ რომ ზოგიერთ თამაშში 8%-ია სხვაობა, ისიც ასეთი არაობიექტური პარამეტრებით.. და ამაზე ინტელი არაფერს არ ამბობს, პირიქით ოფიციალურად მოუხადა მადლობა Principled Technologies-ს. აი ამაზეა საუბარი როცა ინტელი ამას ნორმალურ, ჯანსაღ კონკურენციას ეძახის და ამან გამოიწვია იუთუბერების მხრიდან გარკვეული უკამყოფილება
  23. როგორც აღმოჩნდა Intel-ის და Principal Technologies ერთობლივი მუშაობის შედეგად, რომელის მიზანი იყო მომხმარებლისათვის წინასწარ ეჩვენებინათ i9-9900K-ის გეიმ ბენჩმარკების შედეგები, გარკვეულ კითხვის ნიშნები გააჩინა. როდესაც პირველი ტესტების შედეგები გავრცელდა, i9-9900K-ის სიმძლავრე Ryzen 2700X-თან მიმართებაში ზოგიერთ თამაშში 50% პროცენტსაც კი აღწევდა. ამხელა სხვაობა რათქმაუნდა ცოტა უცნური აღმოჩნდა იმ ცნობილი იუთუბერებისთვის, რომლებიც ვიდეო მიმოხილვებს აკეთებენ მომხმარებლებისათვის. იმის ფონზე რომ ორივე პროცესორი 8 ბირთვიანია და კიდევ უფრო უკეთესი შედეგი უნდა დაედო ინტელს, ამას ყველა მოელოდა თუმცა 50 პროცენტით ძლიერ პროცესორს არავინ მოელოდა. შესაბამისად ამ კითხვის ნიშნების გაჩენის შემდეგ როდესაც Principal Technologies-ს მოსთხოვეს უფრო დეტალური ტექნიკური მოთხოვნილების გაევრცელებინა თუ რა პარამეტრებით იყო ბენჩი გატარებული, Principal Technologies იძულებული გახდა, გამოეცა მეორე ბენჩმარკის შედეგები, სადაც უკვე მითითებული იყო ზუსტი პარამეტრები თუ რა პარამეტრებზე დაყრდნობით გაკეთდა ტესტირება. როგორც აღმოჩნდა Principal Technologies-მ პირველ ტესტში განზრახ დამალა დეტალური ინფორმაცია, რათა მხოლოდ ციფრებით მოეხდინა მომხმარებელზე მანიპულირება იმისა რომ i9-9900K საუკეთესო გეიმინგ პროცესორია. რათქმაუნდა i9-9900K ისედაც იქნებოდა ყველა ვარიანტში უკეთესი პროცესორი, მაგრამ ამჯერად მათ გადაწყვიტეს ეს ბენჩებში დაემტკიცებინათ რომ 50 პროცენტით ძლიერი იყო. საქმე ისაა რომ, AMD-ს აქვს Game Mode და Creation Mode თავისი პროცესორებისათვის. Game Mode-ს დროს პროცესორი მხოლოდ ნახევარი რაოდენობის ბირთვებს იყენებს, რათა თამაშში უკეთესი შედეგი ანახოს, ვიდრე Creation Mode-ს დროს როცა სრული რაოდენობის ბირთვები, არავითარ მატებეას არ ახდენს თამაშებში, პირიქით შეიძლება უარესი შედეგიც ანახოს. Threadripper პროცესორებს რომლებსაც 16, 24 და 32 ბირთვი აქვთ, ყველა ბირთვს თამაშში ვერ იყენებს, ამიტომაც Game Mode ამ პროცესორებისთვისაა ეფექტური. Ryzen 2700X-ს რომელსაც ისედაც 8 ბირთვი აქვს, საერთოდ არ ჭირდება თამაშებისთვის Game Mode-ს ჩართვა, რადგან ამ დროს იგი მხოლოდ 4 ბირთვს გამოიყენებს, რაც Principal Technologies-მ სწორედ ეს გააკეთა თუმცა დამალა. შესაბამისად Principal Technologies-მა გააკეთა ისე რომ i9-9900K პროცესორი 8 ბირთვით, მეტი სიხშირით და მეტი IPC-ით, რომელიც რათქმაუნდა და ისედაც ნათელი იქნებოდა რომ აჯობებდა Ryzen 2700X-ს, გაატარა ბენჩი ისე რომ Ryzen 2700X პროცესორი იყო Game Mode-ზე ანუ 4 ბირთვით. რათქმაუნდა ასეთ შემთხვევაში ზოგიერთ თამაშში გამოჩნდებოდა i9-9900K 50 პროცენტით ჩქარი. Principal Technologies-მა მოთხოვნის საფუძველზე გამოაქვეყნა მეორე ტესტის შედეგები სადაც უკვე დაფიქსირებული იყო Ryzen 2700X პროცესორი როგორც Game Mode ასევე Creation Mode რეჟიმში. აქ თვალნათლივ გამოჩნდა რომ Ryzen 2700X პროცესორი Creation Mode რეჟიმში სრული 8 ბირთვით გაცილებით ძლიერი იყო ვიდრე Game Mode რეჟიმში 4 ბირთვით. შესაბამისად i9-9900K-ის 50 პროცენტიანი უპირატესობა კვლავ განახევრდა რასაც უკვე ლოგიკური შედეგი შეგვიძლია ვუწოდოთ. ამის შემდეგ ინტელის მხრიდან გაკეთდა კომენტარი სადაც ინტელი მადლობას უხდის Principal Technologies, თუმცა არაფერი ახსენა იმის შესახებ სადაც ინტელის 8 ბირთვიანი პროცესორი, შეადარეს AMD-ს 4 ბირთვიან პროცესორს. შეიძლება Principal Technologies-ში არ ესმით რა არის game mode მაგრამ ინტელმა იცის, მაგრამ ამ "უსამართლოაბზე" არაფერი ითქვა. ეს ყველაფერი ნათელი და მარტივია, რადგან ინტელმა დაუკვეთა და შესაბამისად თანხაც გადაიხადა Principal Technologies-სთვის რათა ეს ტესტი გაესაჯაროებინა, ამის უფლება მხოლოთ მას მისცა ,რადგან სხვა იუთუბერებს ჯერ უფლება არ აქვთ რევიუები გააკეთონ კონკრეტულ თარიღამდე. მეორე ტესტების გამოქვეყნების შემდეგ, ცხადი გახდა რომ ის უპირატესობა რაც პირველ ტესტებით გავრცელდა, აღარ აქვს ინტელს, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა მარტივად იშიფრება რომ ეს იყო მიზანმიმართული ბინძური PR კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა მომხმარებელბისათვის "თავგზა" აბნევას და პროცესორებზე დამატებით შეკვეთების მიღებას მის ოფიციალურ გამოსვლამდე, რომელმაც ალბათ ნაწილობრივ იმუშავა. იუთუბრები რომლებიც აცხადებენ რომ, i9-9900K ტექნიკურად უკეთესი პროცესორია და best gaming პროცესორი როგორც ინტელი ამბობს, ეს ასეა მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრით, თუმცა სიტყვა best gaming პროცესორი და best valuable პროცესორი სხვადსხვა ცნებაა და მიუხედავად ინტელის საუკეთესო გეიმინგ პროცესორისა, იგი მაინც არ არის best valuable პროცესორი რადგან რაც ღირს, ის წარმადობა არ მოაქვს. Core i9-9900K costs 66% more, 12% faster than Ryzen 7 2700X აქედან მარტივად აიხსნება ის "ხრიკი" რაც Principal Technologies-მა მიმართა, იმისათვის რომ ინტელის მაღალი ფასი "გაეპრავებინა" აუცილებელი იყო მომხარებლებისათვის როგორმე დაენახებინათ 50%-იანი წარმადობა, რაც რათქმაუნდა ინტელმა იცოდა, მაგრამ არაფერი თქვა. რადგან ოდნავ მეტი წარმადობა და ორჯერ მეტი ფასი, ეს მისი ცნობილი პოლიტიკაა, რასაც დღემდე ვერ შეელია. ასე რომ, მორიგი ბინძური PR კამპანია ინტელისგან, ამხელა კომპანია, პლანეტის მასშტაბის მქონე ინდუსტრია, რომელიც ასე ბინძურად ატყუებს მომხმარებლებს ისე რომ ამას არ აღიარებს, ღირსი არაა პატივისცემისა. რამდენჯერ მითქვია, აი კიდევ ერთი მორიგი პოსტი ჩემგან ინტელის მისამართით - გაუამაძღარი, უმაგალითო კოპორაცია!
  24. გადმოვწერე Microsoft საიტიდან 2012 R2 Evaluation ვერსია და დაყენდა. როგორც ჩანს რუტრეკერიდან გადმოწერილი windows server 2012 R2 და 2016 მოდიფიცირებული ISO იმიჯები იყო რომლებიც არ იყო სტაბილური.
  25. მინდოდა დამეყენებინა ვინდოუს სერვერი მაგრამ Error Code : 0x8007025D მიწერს. სერვერზე ვცადე ფლეშკით, ასევე ვცადე ვირტუალურად პირდაპირ iso იმიჯიდან, მაგრამ სულ მსგავსი ერორი ამოაგდო. ვცადე ჩემს კომპიუტერშიც ვირტუალურად, ისევ იგივე პრობლემაა. ვინდოუსის ვერსიები ვცადე Windows Server 2012 R2 და Windows Server 2016, ერთი და იგივე პრობლემაა. მარტო უპრობლემოდ ყენდებაWindows Server 2008 R2 ინტერნეტში მსგავსი ერორი აქვს ბევრს, ზოგს win 10-ზეც უგდებს ამ ერორს. რისი ბრალია? ან როგორ მოვაგვარო?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.