Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. აი ეს რაღაც ვნახე https://www.amazon.com/PowerBright-Transformer-Countries-Convert-220-240/dp/B000MX1QXA/ref=sr_1_4?crid=1NC4DKH9EYYIS&dchild=1&keywords=transformer+220v+to+110v&qid=1618348631&sprefix=transformer+2%2Caps%2C292&sr=8-4 500 ვატიანია და ყელამდე ეყოფა. ჩვეულებრივი ტრანსფორმატორია და თუ დასაშვებ დატვირთვას არ გადაცდება და არ გადაახურებ, გეყოფა ათეულობით წლები. აქაც იყიდებოდა სადღაც 200-300 ვატიანის ფარგლებში, ჩემი კომპის დინამიკებიც 110 ვოლტზეა და გადამყვანით ვიყენებ წლებია
  2. თუ იმიტომ ყიდი რომ 240 ვოლტზე ვერ ამუშავებ, შეგიძლია 240-დან 120 ვოლტზე გადამყვანით გამოიყენო. არამგონია მაღალ ვატიანი იყოს. რამდენ ვატიანია ეგ? ამაზონის ლინკზე რაღაც არ უწერია
  3. მგონი ჩინელებმა დაიწყეს ერთ-ერთი პირველი 3D სახლების მშენებლობა, ოღონდ იქ კედლებს ასხავდნენ და მერე სახლის აშანების ადგილზე ააწყობდნენ ხოლმე
  4. ეუფ პირველად გავიგე ეგეთი რამ... მადლობა გილოცავთ შობა ახალ წელს, მრავალს დაესწარით
  5. გამარჯობათ 2 დღის წინ ვიყიდე Xiaomi Redmi Note 9S, სამწუხაროდ არ მეცალა ღრმად რომ ჩავწვდომოდი ყველა ფუნქციას და მაქვს ასეთი პრობლემა, ეკრანზე ორჯერ დაჭერით ტელეფონი არ იღვიძებს და არ იძინებს. წინა ტელეფონზე (LG G5) ეკრანზე ორჯერ დაჭერით ტელეფონის ეკრანი იღვიძებდა და ორჯერ დაჭერით იძინებდა, რაც ძალიან მიადვილებდა ტელეფონთან მუშაობს. მეც დავგუგლე და სეტინგებიდან ვნახე გაღვიძება/დაძინების ფუნქცია Settings > Lock Screen > Double tap to wake up or turn off screen ეს ფუნქცია ჩავურთე. ტელეფონი იღვიძებს, მთხოვს პაროლს, შემყავს პაროლი და იხსნება ტელეფონი, მაგრამ თუ ეკრანის გათიშვა მინდა ორჯერ ეკრანზე ორჯერ დაჭერით აღარ იძინებს, მაინცადამაინც power ღილაკით უნდა ჩააქრო ეკრანი. ხომ არ იცით როგორ უნდა ეკრანის დაძინება/ბლოკირების რეჟიმში გადასვლა ეკრანზე ორჯერ დაჭერით?
  6. მოგებაშია კაცი, დაუფასდა ღამის თევა ამ სიცივეში
  7. მაგის გაგრძელება
  8. ZEN 2-ში მხოლოდ Ryzen 3 3300X-ია ის ერთადერთი გამონაკლისი პროცესორი რომელსაც ერთ CCX-ში ოთხი ბირთვი აქვს (მანამდე ყველას მხოლოდ 2 ბირთვი ჰქონდა). რეალურად ბირთვის სიმძლავრე იგივეა უბრალოდ ბირთვების კომუნიკაცია ერთ CCX-ში ხდება და საჭიროება აღარ ხდება მეორე CCX-ს დაუკავშირდეს. დაგვიანება და დალოდება აღარ ხდება რაც ავტომატურად აისახა წარმადობაში. ZEN 3-ში ეხლა ყველას მასე აქვს, ერთ CCX-ში 4 ბირთვია. ამავდროულად IPC 19%-ით მოუმატეს და ახლა როცა გამოვა Ryzen 3 4c/8t-ით კიდევ უფრო წარმადი იქნება Ryzen 3 3300X-თან შედარებით. ამიტომ ჯობია დაელოდო და წინა თაობებს კიდევ უფრო დაუვარდებათ ფასები AMD Ryzen 3 3300X CPU Review vs. 3100 Benchmarks: An R3 is Enough for Gaming & Clock-for-Clock
  9. კარგია რომ აღადგინე. მეც უკვე რამდენი წელია Tomato-ზე მაქვს გადაფლეშილი ჩემი Linksys E2000 და ჩემდა გასაკვირად მუშაობაში არანაირი ჩავარდნა არ ჰქონია არასდროს. ერთადერთი როცა ორი Wi-Fi-სიგნალი მინდა გავაკეთო როუტერიდან ანუ გამიჯნული რომ მქონდეს ერთმანეთისგან, მეორეს რატომღაც ვეღარ აკეთებს, რაღაც MAC მისამართის ბაგის გამო, თუმცა ამ ბაგზე ისედაც ეწერა გაფრთხილებაში, სტოკზე ჩვეულებრივ კეთდებოდა ხოლმე
  10. ტელევიზორები ისეთ ბიზნესია დაახლოებით აი როგორიც ველოსიპედების. ყველა იაფიან ველოსიპედს ერთნაირი ნაწილები აქვთ, უბრალოდ სხვადასხვა ბრენდისაა. თუ იაფიან და საშუალო ფასიან ტელევიზორს ყიდულობ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა ჩათვალე რომ გამორჩეულს ვერაფერს იყიდი. ერთი და იგივე "შიგნეულობა" აქვს ყველა ტელევიზორს, მარტო ბრენდის დასახელებაშა სხვაობა. რეალურად იაფიან და საშუალო დონის ტელევიზორებისთვის, თვითონ ტელევიზორის კომპანიები ეკრანებს არ აწარმოებენ. მხოლოდ და მხოლოდ ძვირი ტელევიზორებისთვის აწარმოებენ საკუთარ ეკრანებს. არის მსოფლიოში სპეციალური ეკრანების მწარმოებელი კომპანია რომელიც ამზადებს ეკრანებს სხვადასხვა ზომის და მახასიათებლებით და მერე ყიდიან. მაგალითად ჩემიც TCL-ია და ეკრანი დამზადებული აქვს ტაივანურ კომპანიას InnoLux Corporation-ს, რომელიც ასევე ეკრანებს უზმადებს Toshiba, Samsung, Philips, LG, Sony, Panasonic, Sharp, Lenovo, HP, Broteko. ასევე ტესლას მანქანაში რომ შუაში დიდი "პლანშეტი" უდგას ეგეც ინოლუქსის დამზადებულია. ასე რომ მეგობარო, სულ ერთია მაგ ბიუჯეტში რას იყიდი, ეკრანის ხარისხი მეტ-ნაკლებად ყველას ერთნაირი ექნება.
  11. ბიოსის განახლება დასჭირდება არსებულ დედაპლატებს. მხოლოდ 350 და 370 ჩიფსტებთან არ ექნება თავსებადობა. მე როგორც გამიგია ლიზას ბიძა არისო და ფაქტია რომ რაღაც ნათესაური კავშირი აქვთ
  12. 27 ოქტომბერს AMD და Xilinx ოფიციალურად შეთანხმდნენ AMD-ს მიერ Xilinx-ის შესყიდვასთან დაკავშირებით. Xilinx-ის შესყიდვის საფასური შეადგენ 35 მილიარდ ა.შ.შ $ დოალრს, რომლის დაფარცვაც უნდა მოხდეს 2021 წლის ბოლომდე. ოფიციალური ინფო თავად AMD-ს საიტზე: AMD to Acquire Xilinx, Creating the Industry’s High Performance Computing Leader Xilinx წარმოადგენს კომპანიას რომელმაც შეიმუშავა FPGA და Adaptive SoCs ტიპის ჩიპები. იგი აწარმოებს მოქნილ და ინდივიდუალურ გამომთვლელ პლატფორმებს cloud, edge და endpoint მიმართულებით. შესყიდვის შემდეგ, Dr. Lisa Su გახდება გაერთიანებული კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO) და მას უხელმძღვანელებს, ხოლოდ Xilinx-ის დირექტორი შეუერთდება AMD-ს დირექტორთა საბჭოს და გააგრძელებს Xilinx-ის ბიზნეს და სტრატეგიულ განვითარებას. ამით გაერთიანებული AMD (13000 ინჟინერით და წლიური 2.7 მილიარდი $ დოლარი გამოყოფილი კომპანიის კვლევა&განვითარებისთვის) საგრძნობლად გააფართოვებს კომპანიის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებებით როგორიცა data center, gaming, PCs, communications, automotive, industrial, aerospace და defense. ეს იყო მოკლე შინაარსი, უფრო დეტალურად თავად გადახედეთ
  13. მაზერებზე არაფერი, ბიოს გადაფლეშავენ და დამთავრდება საკითხი ZEN 3-ში ფოკუსი გააკეთეს single core სიმძლავრეზე, გაუზარდეს სიხშირე, მოუმატეს IPC 19%-ით და შეამცირეს latency პროცესორში. სწორედ ეს მინუსები იყო რითაც ინტელი ჯობდა AMD-ს. ახლა ეს ყველა პრობლემა აღმოფხვრილია და ინტელს თუ რამე უპირატესობა აქვს, AMD-ს მხარეზე იმდენი უპირატესობა დაგროვდა ნეიტრალური მომხარებელი არამგონია ინტელზე გადავიდეს. საბოლოოდ ინტელს მოუწევს გადახედოს ფასებს უახლოეს მომავალში, ანუ ის დომინანტობა რაც ადრე ჰქონდა ინტელს რომ იყო მაგარი ყველაფერში, გეიმინგიში თუ რენდერინგი, დღეს ნამდვილად შეიცვალა სიტუაცია. 5 ნოემბერს გამოვა და დაიდება განხილვები
  14. ჰო მერე გამოუშვენ Ryzen 3 ვარიანტებსაც 4 ბირთვიანებს, ბიუჯეტური სეგმენტისთვის. ხალხი მაინც უფრო მეტად 6 ბირთვიანებს მიაწვება. XT ვარიანტები არის +100 ან +200 ჰერცით მეტი რომელსაც შეუძლია, ნარჩევ ჩიპებზე ანუ რასაც threadripper-ში უშვებენ. იმ ჩიპებს რომლებიც დაბალი წარმადობისაა ჩვეულებრივ non-X პროცესორებში უშვებენ, მაგიტომაცაა რომ მაქსიმალური სტაბილურობისთვის და იდეალურ შემთხვევაში მაქისმალური პერფორმანსი გამოაწურინო XT ვარიანტი გჭირდება, სხვა შემთხვევაში თუ დაბალ სიხშირეზე ამუშავებ, აზრი არააქვს რომელი ვარსია გექნება. პროცესორის მეხსიერების დაყოვენბაში მაინც მეეჭვება ინტელს აჯობონ, თუმცა სადღაც გაანახევრებენ ZEN 3-ში იმას რაც ZEN 2-ში იყო და მიუახლოვდებიან ინტელს მაგ კუთხით.
  15. ფულის გემო თუ პირველობის გემო? აი გამოსვლის ღირებულება რა ფასები ედო მაგას Ryzen 5 3600X July 7, 2019 US $249 (ეხლა 3600X კი ღირს 210$) Ryzen 5 3600 July 7, 2019 US $199 ზემოთ როგორც დავპოსტე, ZEN 3-ის ყველა პროცესორი რაც დაიდო არის X ვერსია ანუ ცოტა ძვირიანი. X-ის გარეშე რაც იქნება ანუ Ryzen 5600 სადღაც 50$ დოლარით იაფი ეღირება ანუ 250$.
  16. ჰო ცოტა ფასები მომატებული აქვს, მიჩვეულები რომ ვიყავით AMD-სგან სიიაფეს, ეხლა ცოტა ფასი დაედო. ეგეთ ფასები რაც დაიდო აქვს X ვერსიებს. non-X ვერსიები სადღაც -50$-ით იაფი ეღირება. აღარ არის "მაჩანჩალას" და "მდევრის" როლში AMD, ფინანსურადაც ნელ-ნელა ზრდიან შემოსავალს და ასეც უნდა ყოფილიყო. ადეკვატური ფასი ადევს, არ გაუზრდიათ ფასი დიდად. უბრალოდ საქართველოს მსოახლებისთვის მაინც ძვირია. +19 IPC-ის ზრდა წინა თაობასთან შედარებით, თითქმის ისეთივე ეფექტია როგორც nvidia-ს ამპერი მის წინა თაობასთან. მაგრამ AMD ყოველთვის აიაფებს პროცესორებს და ნელ-ნელა ფასს დააგდებს ისედაც. ჯერ ამოიყიდება თავიდანვე ბლომად, და მერე დაიკლებს ცოტა.
  17. თუ კომპანიამ შეგიცვალა კომპანიას დაურეკე, ან დაარესეტე როუტერი და მერე default იუზერნეიმი და პაროლი ექნება, თუმცა რესეტი გამოიწვევს პარამეტრების დარესეტებას რასაც ინტერნეტის გათიშვა მოჰყვება დიდი ალბათობით, სანამ არ დააყენებენ ისევ საჭირო პარამეტრებზე ამიტომ ჯობია პაროლი გითხრან ისევ.
  18. შევიძინე სკამი Selle Royal Rio და საერთოდ დავივიწყე დისკომფორტი. შვებით ამოვისუნთქე ესეც აეროპორტი, კვირას
  19. RTX 3080 დაიტესტა სხვადასხვა პროცესორებზე.
  20. ეტყობა ესეც იქნება მინიმუმ 300 ვატის ფარგლებში. ენერგოეფექტურობის მხრივ გაუმჯობესება არამგონია მოხდეს, პირიქით თუ არ გაუზარდეს ამპერის სიმძლავრის შემხედვარე რავი როგორც ამბობენ მოდიფიცრებული GCN არქიტექტურა აღარ ექნებაო როგორც RDNA1-ში და საბოლოოდ ახალი არქიტექტურა იქნებაო. არამგონია HBM ჩადონ, მაგას თუ გამოიყენებენ ისიც მხოლოდ ფლაგმანისთვის და HBM-ის წარმოებას დრო უნდა + ძვირია და საერთო ფასის გაზრდა არამგონია აწყობდეთ. ისევ სტანდარტულ GDDR60ზე გამოვლენ ყველა კარტა ასე მგონია. მე თუ მკითხავ გამტარობა ჰქონდეს ისეთი რომ არ დაალიმიტოს არაფერშუ და სულ არააქვს მნიშვნელობა რა მეხსიეერბა აქვს
  21. ჰო მერსედესი ყველაფერში ჯობია ყველას. ერთადერთი თუ პირველზე და მეორე ადგილზე ვერ გავიდა, ეგ იქნდება ავარიის, ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, სხვა ყველა ვარიანტში ჰამილტონი ისევ გახდება მსოფლიო ჩემპიონი, დაბერდა უკვე 35 წლისაა
  22. RTX 2000 სერია მაინც პირველი ნაბიჯი იყო, პირველი ვიდეო ბარათები რეიტრეისინგ სისტემაზე გადასასვლელად, რეიტრეისინგ ეკოსისტემის შესაქმნელად საჭირო იყო რეიტრესინგის მხარდაჭერის მქონე hardware ვიდეობარათები, რაც Nvidia-ს მოუწია ამ ტვირთის აღება. ამჯერად feedback უკვე დაამუშავეს დიდი ხნის განმავლობაში და სწორი ანალიზის შედეგად ნახეს რომ უკვე სიმძლავრე უნდა გაეზარდათ და RTX 3000 სერიაში ყოველგვარი ლიმიტის მოსახსნელად სწორედ სიმძლავრის გაზრდაზე იზრუნეს. რაც სწორი ნაბიჯია და კიდევ უფრო კარგი ისაა რომ mid end სიმძლავრის ბარათები ხელმისაწვდომია და +1000 არ ღირს. ეს ნამდვილად იყო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაშიც მართლები არიან
  23. ოო ეს ნამდვილად ყველაზე დიდი ნახტომი იყო რაც კი Nvidia-ს გამოუშვია თაობიდან თაობაში წარმადობის მხრივ, შესაბამისად ამხელა წარმადობაში ვერ იტყვი რომ ძვირია. მე რატომღაც კიდევ უფრო ძვირ ფასებს მოველოდი მაგრამ ჩემდა გასაკვირად RTX 3070 - 500 დოლარად რომელიც RTX 3080Ti-ზე ოდნავ მძლავრია, ნამდვილად საოცარი ფასია. მომხარებლების უმრავლესობა 8K კიარა ისევ 1080P-ზე არიან და RTX 3070 გახდება ბესტსელერი ჩემი აზრით.
  24. 5 წუთში დაიწყება, ძაან განსხვავებული რამ უნდა შემოგვთავაზოს ბოლო 20 წლის განმვალობაში რაც არ ყოფილა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.