Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. შენ რომელ მაღაზიიდანაც იყიდე, იქ მიდი და იმათმა გამოგიცვალონ. უთხარი გარანტიაზეა თქო და წესით ვალდებულნი არიან საიდანაც უნდა იქედან გამოგიცვალონ, შენ რატომ წვალობ
  2. usa2georgia-ში ჩემი ამანათი წინა კვირას პარასკევს დილით მიიტანეს. როგორც წესი იმავე დღეს აისახებოდა ხოლმე. დღეს მივწერე რომ ასახული არ არის თქო და საღამოს უკვე ასახეს
  3. არა ბაგები არ არისო მერე თქვა, თავიდან მეგონა რაღაც ჭირდაო, თუმცა ეგრე იმიტომ შვება რომ ოპერატიულების ტაიმინგებს აყენებს ავტომატურად რაც შეიძლება კარგ პარამეტრებზე რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი დადოსო. ყოველთვის ეგრე იზავსო როცა ბიოსის დაადეფაულტებ ან ელემენტს ამოიღებო. ყველაზე კარგი რაც თქვა ისაა რომ, ვინდოუსის გარემო იდეალურად აღიქმებაო, მგონი 17 ტაბი მქონდა გახსნილიო და ერთი დაწკაპება და უკვე გაიხსნილი იყოო, რაც ცოტა წინა თაობებში ასეთი კარგი აღქმნა არ მქონდაო. ჯერ კიდე არ არის ოფიციალურად ყველაფერი ნაჩვენები, ხვალიდან იქნება ოფიციალური გახსნა
  4. ვაა ეს ყველაფერი კარგია, ეხლა ვუყურე ZEN 4-ის ანონს, თუმცა 400$ სიღარიბის ზღვარზე მყოფი ქვეყნისთვის ცოტა არ იყოს ძვირია... სულ რომ ოქროს ჩამოსხმა იყოს უმრავლესობა ვერ იყიდის საქართველოს პირობებში...
  5. დღეს მაგარი რბოლა იყო, ვისიამოვნე რასაც ჰქვია, კმაყოფილებით ავივსე როგორც იქნა მაქსმა კიდევ ერთხელ გაიმყარა ლიდერის სტატუსი, აწი თუ რამე არ დაუზიანდება და არ დაიმტვრევა მაქსი, დიდი ალბათობით ჩემპიონობაში ვეღარავინ შეეცილება. ცოდოა ფერარი, მერამდენედ შეიძლება რომ არ გაუმართლონ, მერსებმა კი ძაან მაგარი რბოლა დადეს, ამ წელს ჯერ-ჯერობით ყველაზე საუკეთესო შედეგი დადეს. ვნახოთ აგვისტოს ბოლოდან განახლდება სეზონის მეორე ნახევარი. კარგი რბოლა იყო უნგრეთში ნამადვილად მომეწონა
  6. ჩინური კომპანია ყოფილა, შესაბამისად ჩინეთში გაიყიდება უპრობლემოდ. ალბათ იმპორტის გაკეთება არ უღირთ და თავად დაამზადეს შიდა ბაზრისთვის.
  7. მომილოცავს შენაძენი, ცხოველი სისტემა გაქვს რამდენი ოცნებობს ეგეთზე ვინ მოსთვლის რაც შეეხება შენს პრობლემას, შენს სისტემაზე (Ryzen 9 + 6900XT) რადგან ტოპ პროცესორი და ვიდეო ბარათიც ტოპ ვერსიაა, სრულ დატვირთვაზე კვებაც მეტი სჭირდება. შენ სისტემას დატვირთვაზე გაშვების დროს როგორც ჩანს აქვს power spike რაც ნორმალური მოვლენაა, ანუ მილიწამების განამვლობაში ითხოვს იმაზე მეტ დენს რაც შენ კვების ბლოკს შეუძლია მიაწოდოს სისტემას, ამიტომაც დატვირთვის დროს კომპს თიშავს სავარაუდოდ ვიდეო დაფა ან პროცესორი გააჩნია რომელს აკლდება კვება (უსაფრთხოების რეჟიმია ეგეთი ჩადებული, როცა ვოლტაჟის მიწოდების პრობლემებია, მილიწამების განამვლობაში პროცესორი ხვდება და თიშავს, რომ არ გამოიწვიოს ფიზიკური დაზიანება, ცეცხლის გაჩენა და ა.შ. ანუ რომ ითიშება კარგია). შესაბამისად კომპის გათიშვა დაკავშირებულია უფრო ტექნიკურ საკითხებთან როგორიცაა კვების, პროცესორის, ვიდეო ბარათის ან დედაპლატის ჯანმრთელობა და ა.შ. პროგრამული ბრალი როცაა, იქ უნდა გაიფრიზოს ან გაჭედოს, თუმცა გათიშვით არ უნდა თიშავდეს სისემას. აგერ ერთი მაგალითი როგორც ხედავ აქ ცხრილში 850 ვატიანი კვების ბლოკი ზუსტად საკმარისი იყო Ryzen 9 + 6800XT-სთვის მაგრამ 6900XT-ზე უკვე 1 კილოვატიანი კვებაა საჭირო. ანუ მოულოდნელი შათდაუნი რომ არ მოხდეს შენს სისტემაზე საჭიროა ძლიერი კვების ბლოკი, თუმცა არა იმიტომ რომ შენს სისტემას სამუშაოდ 1000 ვატს სჭირდება, არამედ დატვირთვაზე გაშვების დროს მილიწამების განამვლობაში კვებაზე მოთხოვნა ცდება 850 ვატს და ადის 900-950-ზე და მერე ისევ უბრუნდება ნორმალურ რეჟიმს, ასე რომ მაგ სისტემას სამუშაოდ სჭირდება 850 ვატზე დაბალი ენერგია, უბრალოდ ხანდახან მილიწამების განმავლობაში ითხოვს 850 ვატზე მეტს. 1000 ვატიანი კვება ან უფრო მეტიანი თუ მოგეპოვება დასატესტად მოსინჯე და ნახავ შედეგს აი კიდევ ერთი https://forums.tomshardware.com/threads/6900xt-stuttering.3695773/page-2 https://imgur.com/BrGtiyl მანდ როგორც ჩანს 20 მილიწამის განმავლობაში 6900 XT 600-620 ვატამდეც კი ადის, ხოლო 6800 XT 400 ვატამდე ადის. როცა უკვე ტვირთავ შენი კვებიდან თუ 600 ვატს მარტო ვიდეო დაფა წაიღებს სადღაც 250 ვატი რჩება ყველა დანარჩენისთვის და რაც არაა საკმარისი ცხადია.
  8. ჩეკოს რომ თავიდანვე გაესწრო ლუისასთვის, ჩეკო მეორეზე დაასრულებდა, ლუისა მესამეზე და მაქსსა და ლუისას შორის კიდევ უფრო გაიზრდებოდა სხვაობა. ბრაზილია ისეთი ტრეკია ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კონსტრუქტორებში მერსედესი მოიგებს ორი აზრი არაა, ჩეკო არაა ბოტასის დონის. რაც შეეხება მრობლელის ჩემპტიონატს, მაქს აქვს შანსები გაიმყაროს ჩემპიონობისკენ გზა. ბრაზილიაში გამოჩნდება ყველაფერი
  9. ალბათ ეგ არა სერვერის, არამედ თავად პროგრამიდან უნდა მოგვარდეს. თავად პროგრამას უნდა ჰქონდეს მრავალ მომხარებლიანი ერთდროულად მუშაობის ფუნქცია.
  10. მინდობილობის ვარიანტი თუ გაქვს ეგ შეგიძლია მაშინ, ან სცადე დავიწყებული პაროლის აღდგენა, დამხმარე კითხვებით რომელიც სავარაუდოდ რეგისტრაციის დროს შეავსე.
  11. მარტივად შეგიძლია, მიდი შენი მობილური ოპერატორის ოფისში და მოითხოვე იმ ნომერის ახლიდან აღდგენა, პირადობას მოგთხოვენ და ეგაა. მერე აღიდგენ მაგ ნომრით მეილის პაროლს.
  12. მეც მაგრად მაინტერესებს რაარის. მეც მაქვს დალატკავებული ორჯერ მაგრამ ჯერ მსგავსი პრობლემა არ შემქმნია. P.S. საბურავების გამოცვლა მეც დამჭირდება მერე და გავითვალისწინებ აბა შენს გამოცდილებას
  13. მდაა, ეს მოვლენა ნამდვილად ამოუხსნელ ფენომენთა ნუსხაშია შესატანი წარმოდგენა არ მაქვს რისი ბრალია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება... მაგრამ უცნაური ისაა რომ კამერა გამსკდარი არაა ხო? ლოგიკა იქამდე მიდის რომ, ესეიგი როგორც ივარაუდე პიპკის ბრალია.. შეიძლება მართლა პიპკის ბრალია, ან მაღალ წნევას ვერ უძლებს დროთა განამვლობაში ვითომ? რა მაფიაა ვერ ვხვდები
  14. შენ პირადად რაში გჭირდება UEFI იქნება თუ Legacy? დააფორმატე ვინჩესტერი ვინდოუსის ინსტალაციის დროს და ჩვეულებრივად ჩაიწერს ვინდოუსს
  15. ოჰ მაი გაააად DARKNESS IS COMING! EVGA "წითელ გუნდს" უერთდება შოკის მომგვრელი ნიუსია. რა საზარელი მელოდიაა როგორც ჩანს რაიზენის ლოგო აქვს და AMD-ს მაზარების წარმოებას დაიწყებს. რადგან ერთ-ერთი პრესტიჟული ბრენდია, სავარაუდოდ ძვირიან სეგმენტზე იქნება გათვლილი, ალბთ თრიდრიპერის მაზერები და X570 იქნება
  16. @Harmony Lines ვაა იყიდე მაინც? ვერ გაუძელი ცდუნებას? გილოცავ, კარგი შენაძენია, PRO ვერსიას სწორედ ისაა რაც ბიზნეს აუცილებლად სჭირდება, საიმედოობა + უსაფრთხოება 24/7-ზე მაგ მხრივ უკეთესს ვერც ნახავ. მომავალში განახლება თუ დაგჭირდება პროცესორს შეიცვლი და ეგაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ სანამ უბრალოდ არ მოგბეზრდება ეგ APU მანამდე სხვას არ შეიცვლი ადრე მეც რომ მქონდა 290X შენსავით ამოღებული მედო, არაფერში არ მჭირდებოდა მაგხელა GPU, ნაკლები ხმაური, ნაკლები დენის ხარჯი, ნაკლები სიცხე, APU ამ ყველაფერს გაძლევს. თუ დაგჭირდება ძლიერი GPU მერე მიადგავ, რა პრობლემაა, ხელს არ შეუშლის ერთმანეთს. სხვათაშორის, მომწონს კომპაქტიური ქეისები, ჩემი აზრით APU-სთვის საუკეთესოა micro ATX მაზერები, შესაბამისი ქეისით. ეს mid tower ქეისები უნდა დადო და ელოლიავო, სულ მეზარება მტვრისგან გაწმენდა, დაშალე, მოხსენი კაბელები, გაწმინდე, მერე ისევ შედგი მაგდიაში, მიაერთე ყველა კაბელი უკან.. თან როცა პატარაა, ადვილად წაიღებ. გუშინ რაღაც პრაიმ დღე რომ ამაზონზე, კინაღამ გამოვკარი ხელი რაღაცას, ლამის შემომეყიდა მაგრამ ბოლოს მაინც გადავიფიქრე... ჯერ ცოტა სხვა გეგმები მაქვს, ვნახოთ როგორ წავა ჩემი საქმე და მეც შევიცვლი სისტემას აუცილებლად, ვიდეო ბარათის მყიდველი არ ვარ ამ ფასებიდან გამომდინარე და რეალურად არც არაფერში გამომადგება. ინტელის ყიდვაც შეიძლება მაგრამ, ინტელს ყიდულობენ პროცესორის გამო, ვისაც პროცესორი და გრაფიკა ერთად უნდა აიღებს APU-ს. და თუ ვიღაცას კიდევ უფრო ძლიერი GPU ჭირდება იყიდის შესაბამის დისკრეტულ ვიდეო დაფას. დღევანდელი APU-ები ინტელთან შედარებაში დაახლოებით რომ ვთქვათ პროცესორის სიმძლავრე მეტ ნაკლებად თანაბრია, გრაფიკა საშუალოდ ორჯერ ძლიერი აქვს AMD-ს. შესაბამისად მომხარებლისთვის ეს უფრო მომგებიანია საერთო ჯამში.
  17. @Harmony Lines მე მაინც ვვარაუდობდი Zen 3-ში RDNA გრაფიკას ჩადებდნენ მაგრამ ისევ Vega აიღეს და გადმოიტანეს ალბათ იმიტომ რომ ფონს ეგრეც ადვილად გადიან... თუმცა როგორც ვარაუდობენ Zen 4-ში APU-ებში პირდაპირ RDNA 2-ზე გადავლენო. ხოლო ჩვეულებრივ პროცესორებს უკვე Navi 2 ინტეგრირებული ექნებათ, სავარაუდოდ გრაფიკის გარეშე რომ არ დარჩეს მომხარებელი მაგ ვარიანტში. Zen3+ ამოვარდა ანუ რეფრეში ვარიანტი, თუმცა თუ კი Zen 4 მაინც 2022 წლის ბოლოს გამოდის, მანამდე გამოუშვან Zen3+ კარგი იქნება ძალიან. რაც შეეხება ჩემ ბებერ პალტფორმას, თავიდანვე ეგ იყო ჩემი მიზანი რომ მინდოდა ცოტა ძლიერი ინტეგირებული გრაფიკა ჰქონოდა, შესაბამისად APU იყო იდეალური ვარიანტი 2014 წელს აპრილში ვიყიდე 160 დოლარად . თანაც R9 290X-ის ჩიპი აქვს ზუსტად ანუ ზუსტად იგივე არქიტექტურაა, უბრალოდ 512 შეიდერით. შეგიძლია სადღაც 30%-ით მეტი სიხშირეც მისცე. მაშინ იმ დროს ქაუნთერს, GTA-ს, NFS, ფეხბურთს და რავი ეგეთ უბრალო თამაშებს ვთამაშობდი გასართობად და საკმარისი იყო. თავად პროცესორი მე 95% ბროზუინგი და საოფისე პროგრამებს ვხმარობ, ჩვეულებრივ მუშაობს, გაჭედვით არ ჭედავს. ამისთვის ასევე AMD-ს ოეპრატიული ვიყიდე (dataram-დან, რადგან ეგაა მწარმოებელი) და RAMdisk პროგრამაში უფასო ვერსიში თუ კი 1GB აქვს მომხარებელს, AMD RAM-ზე 2GB-ია უფასოდ, მცირე შეღავათი 35 დოლარიანი oem windows 10 ლიცენზია + 2016 ოფისი მაქვს ნაყიდი და საერთოდ არაფერი მადარდებს, დავაინსტალირებ ვინდოუს და თვითონვე აქტიურდება, არანაირი კრეკი და მაიმუნობა. თუმცა ეგ ვინდოუსის ლიცენზია მაზერს ებმევა სამუდამოდ და თუ მაზერი გაფუჭდა ან გაყიდე ის ვინდოუსის ლიცენზიაც მიყვება, მაგიტომაც არის ვინდოუსის retail ვერსია, მოხსნი და რომელ კომპზეც გინდა იმაზე გექნება. მოკლედ რომ შევაჯამოდ ჩემმა სისტემამ კარგად მემსახურა ეს ბოლო 8 წელი. უკმაყოფილო არ ვარ, შესაბამისად შემდეგი სისტემაც APU მინდა მქონდეს, მაინც ინტეგრირებული გრაფიკა რომ არის, ერთგვარი დაზღვევაა, უცებ ვიდეო ბარათს რომ რამე დაუზიანდეს ან გაყიდო ან კვება დაიწვას, ინტეგრირებული მაგ დროს გამოსავალია, არც დამატებით კვების კაბელები ჭირდება, არც არაფერი. საბოლოოდ მე Zen 2-იც ყელამდე მეყოფა, დაველოდები შემთხვევებს და ვნახავ, პარალელურად სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული და სახლში კომპთან ვერ ვატარებ დიდ დროს, ამიტომ Zen 2-ს გადავხედავ კიდევ ერთხელ. ცოტა ლარის მდგომარეობა ვითომ უკეთესდება და იმედის მომცენად გამოიყურება...
  18. კი ორივე 7nm არის, PRO ვარიანტი ძალიან კარგია, ენტერპრაიზ სისტემებისთვისაა ზუსტად შექმნილი, სადაც ძალიან მნიშნველოვანი ინფორმაციის დამუშავება მიმდინარეობს, კრიტიკულად საჭირო უსაფრთხოება ვისაც უნდა მაგალითად, სპეციალურ სამსახურებში, მაგათთვისა საუკეთესო არჩევანი. როგორც წერია PRO ვარიანტებს ცალკე დაცვის ჩიპი უყენიათო პროცესორის კრისტალზეო. ადრე როგორც ვნახე ტესტი გააკეთეს ამაზე, მთელ ოპერატიულ მეხსიერებას შიფრავს და რომც მოახერხონ ოპერატიულ მეხსიერებიდან ინფორმაციის წაღება, ინფორმაციას მაინც ვერ აღადგენენ თურმე, ხოლო ჩვეულებრივ პროცესორზე ინფორმაციას აღადგნენ. ნუ კარგი ფუნქციები აქვს უსაფრთხოების მხრივ. რაც შეეხება თავად არქიტექტურას, Zen3-ის უპირატესობა ისაა რომ გარდა არქიტექტურის გაუმჯობესებისა, ბირთვებს შორის ერთმანეთში "საუბრის" დროა შემცირებული და ქეშ მეხსიერების დაყოვნება მინიმუამდეა შემცირებული. ანუ Zen 2-ში თუ კი 4 ბირთვიან პროცესორში 2 ბირთვი ცალკეა (პირველ CCX-ში) და დანარჩენი 2 ბირთვი ცალკე (მეორე CCX-ში), Zen 3-ში უკვე ოთხივე ბირთვი ერთადაა გაერთიანებული (ანუ ოთხივე ბირთვი ერთ CCX-შია). მაგალითად, პირველ და მეორე ბირთვს რომ დასჭირდეს მესამე და მეოთხე ბირთვთან კომუნიკაცია, პირველი CCX-დან უნდა გადავიდეს მეორე CCX-ში და უკან დაბრუნდეს. ეს გადასვლა-გადმოსვლები რათქმაუნდა აისახება დაყოვენბაზე. Zen 3-ში ოთხივე ბირთვი ერთადაა და ერთმაენთში კომუნიკაციისთვის დრო პრაქტიკულად არ იხარჯება. ასევე Zen 2-ში L3 ქეშ მეხსიერება გაყოფილი იყო, ანუ თითო CCX-ს თავისი L3 ქეში აქვს ცალ-ცალკე. Zen 3-ში კი მთელ 8 ბირთვს (ანუ ერთ კრისტალს იგივე CCD-ს) პირდაპირი წვდომა აქვთ ერთ გაერთიანებულ L3 ქეშზე, ანუ ნებისმიერ 8 ბირთვს პირდაპირი კავშირი აქვს L3 ქეშთან, და აღარაა დაყოფილი ცალ-ცალკე როგორც Zen 2-ში. აი მაგაზე მაგალითი: Ryzen 3 3100 VS AMD Ryzen 3 3300X Review - The Magic of One CCX მთელს Zen 2 პროცესორებში ერთადერთი პროცესორია Ryzen 3 3300X რომელსაც Zen 3-ის მსგავსად 4 ბირთვი ერთ CCX-ში აქვს. თან 120$ ღირდა ამიტომაც ერთი თავით მაღლა დგას Ryzen 3 3100-თან შედარებით. გადახედე აბა კიდევ ერთხელ, მახსოვს აღტაცებული იყავი მაგ პროცესორით. რეალურადაც პაწაწინა გლადიატორია, რომ შეხედავ ვითომ არაფერი მაგრამ იმხელა პოტენციალს ანახებს ფასთან მიმართებაში, მეღიმება, ალბათ საუკეთესო პერფორმანსი/ფასის შეფარდება აქვს. ეხლა AMD მაგიტომ არ უშვებს Zen 3-ზე 4 ბირთვიანს თორემ ხო ჩაუწვა მთელი Zen 2 პარტია, მერე ვინღა იყიდის რენდერში სხვაობა არააქვს ისე ამ ქეშ მეხსიერების დაყოვნებებს, ბენჩებში ერთნაირად არენდერებენ, უბრალოდ თამაშებში და მეხსიერების დაყოვენბასთან დაკავშირებულ პრგორამებში Zen 3 ჯობია, თუმცა ვიმეორებ ვის როგორ უღირს. შეიძლება მე სულაც არ მაინტერესებდეს ნანოწამებით ჩქარი სისტემა, Zen 2 ახლაც აქტუალური და მისაღებია, მაგრამ ცოტა სამომავლო სისტემა რომ იყოს, თან ცოტა მძლავრი მაგიტო მინდა Zen 3 და 6 ბირთვი, თუ განახლებაა ბარემ განახლება იყოს და დიდ ნახტომს გავაკეთებ. ეხალც შემიძლია Zen 2 ვნახო და მერე განვაახლო Zen 3-ზე, ცოტა ფასის დარეგულირებას ველოდები, ნუ Zen 4 რაღაც სხვა კლასი იქნება მაგრამ თუ Zen 3 მექნება მერე Zen 5-ზე ან Zen-6 ზე ვისკუპებ. ვისაც Zen 2 აქვს უკვე მათთვის ეღირება Zen 4-ზე გადასვლა
  19. კორონამ შეაფერხა და ძალიან გაწელა ჩიპების წარმოება ყველანაირი მიმართულებით. თუ ცოტა გამოსწორდება მაგ მხრივ სიტუაცია, შეიძლება 2022 წლის შუალედშიც გამოვიდეს, თუმცა როგორც ამბობენ 22-ის ბოლოსკენ გამოვაო. LGA-ზე გადადისო, კვადრატული ფორმის იქნება, თუმცა მე უფრო ტექნოლოგია მაინტერესებს, სამმაგი მოცულობის 3D ქეშ მეხსიერება ექნება, გემინგში სადღაც +15%-ით მეტ შედეგს დებს, ამას დაუმატე zen 4-ის არქიტექტურული გაუმჯობესება +10% მაინც, სადღაც 20-25%-ით მეტ FPS-ს დადებს, თუმცა მე საერთოდ არ ვარ გეიმერი და საერთოდ არააქვს მნიშვნელობა რაღაც თამაშს 120 FPS-ით ვითამაშებ თუ 60-ით ინტელიც ემზადება 3D ქეშ მეხსიერებისთვის, pcie 5 ექნება და ddr5, თითქმის იგივე მატება ექნება რასაც AMD-ში, ვნახოთ აბა მშვენიერი კონკურენცია წავა, ფასები კარგად დაიწევს. Zen 3 ვიყიდ როცა გაიაფდება და კარგა ხანი მექნება
  20. ჰოო თვალებზე ალერგია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შემთხვევაა, სიწითლე და ჩაწითლებული კაპილარები, ქავილი 24/7-ზე, ცრემლდენა, გამონადენი და ყოველ გაზაფხულზე მეწყება, ზაფხულში პიკზე ადის, შემოდგომის ჩათვლით მაქვს, მხოლოდ ზამთარში გაივლის, სანამ ისევ გაზაფხული არ მოვა... ამას არაფერი არ შველის, გარდა ანტიჰისტამინური წამლების მიღებსა და თვალის წვეთებისა, რაც ცხოვრებისეული რუტინაა ჩემთვის, თუმცა მადლობელი ვარ რომ ამაზე უარესი დაავადება არ მარგუნა ღმერთმა... მე რამდენადაც ვიცი მუსიკის პროგრამები საკმოდ მომთხოვნია პროცესორის მიმართ ამიტომ CPU power რაც მეტი გექნება მით უკეთესი. ხო ჩემი 290X მივაყიდე კარგა ხნის წინ. თამაშები რომ გადმოვწერე, თვალები მეღლებოდა, მერე კომპის სათვალე ვითომ მშველოდა მაგრამ არ გამოვიდა მაინც არაფერი და მივაყიდე, ტყუილად მედო ქეისში. ჰო გაგიმართლა რომ ისევ დაგიბრუნდა ეგ სისტემა კარგი მეგობარი გყოლია რა გინდა, მაგრამ ახალ სისტემაზე გადასვლით დიდად წაიწევი წინ Zen 3-ის APU-ები წლის მეორე ნახევარში გამოვაო. ჯერ OEM-ებზე მუშაობენ, ალბათ ეგრე აწყობთ, მაგრამ როგორც ლინუსამ თქვა ვიდეოში, წლის ბოლოსკენ იქნებაო გაყიდვაშიო, შეიძლება შავ პარასკევს იყოს უკვე გამოსული. მეც მინდა დავამუღამო უკეთ ვიდეო რედაქტირება, თან ცოტა გავერთო, ახალი სისტემის ყიდვას კი ვაპირებ მაგრამ ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი მაინც რომელი ავიღო... კარგი audio output მინდა, მუსიკის მოსმენა და ზოგადად კარგი აუდიო სისტემა must have-ა ჩემთვის სადღაც 1-2 თვის წინ ჩემი ბებერი Creative Sound Blaster X-Fi Titanium HD მოკვდა, არ ვიცი რა დაემართა. არ მქონდა იმის თავი რომ მიზეზები მეკვლია რა მოუვიდა და პირდაპირ მაზერზე დავაერთე ლოჯიტექის Z623 დინამიკები. სხვაობა დედაპლატასა და ხმის ბარათს შორის default პარამეტრებზე მიზერულია ჩემდა გასაკვირად, თითქოს ვერც ვამჩნევ სხვაობას. თუმცა ამ ხმის ბარათზე opamp-ების გამოცვლა შეიძლება და ძალიან მაგარი ხმის მიღება Breathing new life into an "old" soundcard. Creative X-Fi Titanium HD აი როგორც ამბობს ისეთი სხვაობააო როგორც დღე და ღამეო, მაგრამ ჩემზე უკეთ გეცოდინება, კარგი ხმა რაც ღირს სამწუხაროდ ახალი ხმის ბარათის მყიდველი არ ვარ ამ ეტაპზე, მომიწევს რამე B550 ჩიპსეტზე mid-range დედაპლატის არჩევა, Realtek ALC1220 ამ ჩიპებს 120dB SNR შეუძლიათო და ასეთი დედაპლატები 160-170 დოლარის ფარგლებშია. მოკლედ უხეში მოანხაზი ესეთია B550 ჩიპსეტზე ATX ან mini ATX დედაპლატა, Realtek ALC1220 აუდიო ჩიპით. Wi-Fi მოდულით. - სადღაც 170 დოლარი საშუალოდ. მინიმუმ ZEN 2 - 6 ბირთვიანი პროცესორი ან ZEN 3-ის 4-6 ბირთვიანი APU წლის ბოლოსკენ, ესეც უხეშად 250 დოლარის ფარგლებში. ვნახოთ კიდე მოვიფიქრებ იქამდე... რაც შეეხება მაგ შემოთავაზებას დაიტოვე შენი კომპი და ჯობია მაინც უპრობლემო პროცესორი აიღო.
  21. ჰოო მაშინ არ გინდა საერთოდ ეგეთის ყიდვა. მეც მაგ პირობით მინდა ყიდვა რომ შემდეგ უკეთეს პროცესორზე აფგრეიდი გავაკეთო, ასე რომ ჯობია უპრობლემო იყოს, გასაყიდად გაგიადვილდება. ასევე შენსავით მეც გეგმაში მაქვს მინიმუმ 6 ბირთვიანი 12 ნაკადით ვიყიდო ან იმასაც ვფიქრობ APU ავიღო. მე თვალებზე ალერგია მჭირს და არ შემიძლია ინტენსიურად თვალების დაძაბვა, შესაბამისად გეიმინგი ჩემგან გამორიცხულია, 10-15 წუთზე მეტს ვერ ვქაჩავ, ამიტომ მივაყიდე ჩემი ბარათი წინა მაინინგი ბუმის დროს და ვარ ინტეგრირებულზე, ამიტომაც ვფიქრობ APU-ს ყიდვას, რათ მინდა ვიდეო კარტა, მე მაინც ვერ ვიყენებ... ისე კი ჯობია ცოტა კიდე მოიცადო, ეგ სისტემა კიდე გაგიქაჩავს და ამასობაში ნელ-ნელა შემოიყრება ჩიპებიც, უფრო იაფად იყიდი, მეც ჯერ ფეხს ვითრევ, არ მომწონს დღევანდელი ფასები
  22. გაგიმარჯოს, თავად როგორ ხარ? მაგ ლინკზე ბოლო პასუხია საინტერესო, მგონი კონტაქტები გაასწორეო ამბობს... შეიძლება პინები დაღუნულია და მაგის გამო არ აქვს ხმა? თუმცა თუ HDMI და USB-ზე მოაქვს ხმა, ესეიგი დედაპლატის ინტეგრირებული ხმის პროცესორი მუშაობს, უბრალოდ 3,5 მმ output-შია პრობლემა, შეიძლება მართლა სეტინგებიდან უნდა რაღაცის გადართვა რომ 3,5 მმ ჯეკებზე მიმართოს ხმა. ადრე ინტელის პროცესორზე მქონდა თითქოს მაგდაგვარი პრობლემა, სანამ 3,5 მმ ჯეკზე დინამიკი არ მივაერთე, მედია ფლეიერი მუსიკას არ უკრავდა, იუთუბში ხმა არ ისმოდა... ნუ რაღაც უცნაურადაა მართლა, შეიძლება პროგრამული bug-ია. უბუნტუზეც უნდა დაიტესტოს, პროგრამული ბაგები რომ გამოვრიცხოთ.
  23. მგონი პროცესორი არ უნდა იყოს მაგასთან კავშირში. უფრო დედაპლატის ბრალი უნდა იყოს. დასატესტია მაინც ეგ პროცესორი სხვა დედაპლატაზე...
  24. ვიღაცა ოლგირაქის ან ბიზნესმენის შვილი იქნება, ხუთი მაგდენის ღირებულების მანქანა ეყოლება
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.