Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Posts posted by lasha1616

  1. 8 hours ago, gio_kiborg said:

    მაგთის მოდემი არის 192.168.100.0/24 ქსელზე,

    მაგთის მოდემიდან LAN პორტი შეერთებულია ლინკსისის WAN-ზე (IP ფიქსირებულია 192.168.100.12)

    და ლინკსისის შიგა ქსელი არის 192.168.2.0/24 მაგაზეა შეერთებული ფიქსირებულ ip-ზე სერვერი, რომელზეც არის vpn და სხვა სერვისები გაშვებული 

    ანუ გარე ინტერნერი ჯერ მაგთის როუტერში ხდვდება, იქედან გადადის ლინკსისში და ბოლოს მიდის სერვერზე

    მაგიტომ მაქვს მაგთიდან დაფორვარდებული ლინკისიზე და იქედან სერვერზე

    მაგთის როუტერი 192.168.2.X ქსელს საერთოდ ვერ ხედავს

    (იმედია გასაგებად ავღწერე)

    როგორც ვატყობ შენ გინდა შეინარჩუნო 192.168.2.0/24 ქსელი და ლინკსისზე არაფერი არ შეცვალო, თუმცა ჰუავეის ლან 192.168.100.0/24 ქსელი განსხვავებულია. ეს ორი განსხვავებული ქსელია და მათ შორის როუტინგია საჭირო, სხვანაირად ერთმანეთში კომუნიკაცია ვერ მოხდება. მაგრამ პორტ ფორვარდინგი ეხება ჰუავეის LAN ქსელს ანუ 192.168.100.0/24.

    შენ რომ ზედა ფოტო დადე, ჰუავეის პორტ ფორვარდინგში 192.168.100.12 ეგ ნიშნავს რომ გარე ქსელიდან გახსნი წვდომა ლინკსის wan ინტერფეისზე და სხვა არაფერი. ეგ ლინკსისი თავის მხრივ არაფერს არ აფორვარდებს თავის LAN-ში ანუ 192.168.2.0/24.

    თუ 192.168.100.12 ჩაწერ ბროუზერში გაგიხსნის ვებ პორტალს ისევე როგორც 192.168.2.1 ჩაწერისას? თუ ლინკსისის wan ინტერფეისზე რემოუთ წვდომა ჩართული გექნება, მაშინ გარე ქსელიდან რომ ჩაწერო შენი მაგთის გარე IP ბროუზერში, გაგიხსნის ლინკსისს ვებ პორტალს.

    შეგიძლია კაბელი პირდაპირ მიაერთო ლინკსისის LAN პორტში და ყველაფერი 192.168.2.0 დან 192.168.100.0 ქსელზე გადაიყვანო, ერთი ლან ქსელი გექნება მხოლოდ და პორტ ფორვარდინგს მხოლოდ ჰუავეიზე გააკეთებ

     

    2 minutes ago, lasha1616 said:

     

  2. 6 hours ago, gio_kiborg said:

    მაგთმა დამიყენა HG8245H5 როუტერი,

    ჩემი შიდა ქსელისთვის კი მაქვს Linksys AE6300 რომელზეც მიყენია DD-WRT Firmware (ბოლო ვერსიაზე განახელებული 2024 წლის 14 იანვრის) და იქ დაკონფიგურირებული მაქვს მთელი შიდა ქსელი (ჰოუმ სერვერი-NAS, 2 ცალი WiFi AP, დესკტოპები, კონსოლები, IP კამერების ჩამწერი)

    სერვერზე მიყენია OpenVPN (დოკერში) რომელსაც სჭირდება პორტების გადამისამართება,

    ადრე მეყენა ახალი ქსელების Iskratel Innbox F50 როუტერი, საიდანაც გარე ტრაფიკს ვაფორვარდები შიდა Linksys-ზე, და Linksys-დან კიდევ სერვერზე

    ახლა შეიცვალა Iskratel მაგთის HG8245H5-ით,შიდა Linksys-ზე არაფერი შემიცვლია:

    image.png

    მაგთის ჰუავეის როუტერში ლინკსისი სტატიკურია X.X.100.12-ზე და შესაბამისად Forward Rule-შიც გავაკეთე ამ IP-ზე გადამისამართება (IP და MAC სწორადაა ნამდვილად, რადგანაც თვითოინ როუტერიდანვე შეგიძლია მიუთითო ამ დევაისზე მინდა პორტის გადამისამართებაო)

    image.png

     

    საქმე იმაშია, რომ არ მუშაობს, საერთოდ ვერ ვუკავშირდები VPN კლიენტს (გარე ქსელიდან რა თქმა უნდა) და ვერც ჩემს Public IP-ს, ხომ არ იცით სხვა რამე სეთინგია საჭირო?

     

    და კიდევ, საერთოდ როგორ დავბრიჯო მაგთის მოდემი პირდაპირ ლინკსისზე? რომ შევდივარ WAN-ის კონიგურაციაში და Bridge LAN ვაძლევ, ამას მიწერს:

    image.png

     

    ლინკსის LAN-ის ქსელი 192.168.2.X ესაა? როგორც ვხედავ 192.168.2.1-ზე შედიხარ.

    მაგთის როუტერზე LAN ქსელი ემთხვევა 192.168.2.X? თუ შეგიძლია ფოტოც დადე

    რაკიღა ბრიჯს ვერ უკეთებ მაგ ჰუავეის, ესეიგი მთავარი როუტერიც ეგ გამოდის, შესაბამისად ნატირებასაც ეგ აკეთებს და სწორედ მაგ როუტერზე უნდა გააკეთო პორტ ფორვარდინგი. ლინკსისზე რაც გაქვს პორტ ფორვარდინგში ეგ სამივე ჩანაწერი გააკეთე მაგთის როუტერში და შემდეგ ლინკსისისან ამოშალე. წესით მერე იმუშავებს 

  3. 12 hours ago, G1ORG1 said:

    454ზე ადის ეს მაგრამ რად გინდა დდდ

    იზავდა კი არა შენს ლოცვაში გაატარებდა მთელ ცხოვრებას :gigi:

    მაგ ვიდეო ბარათებს ცოტა სხვანაირი მიდგომა უნდა, jay-z აჩვენებს როგორ უნდა ოვერქლოქით მეტი FPS

     

    ესე თუ იზავ, წესით მოემატება პერფორმანსი

    • Thanks 1
  4. On 12/28/2022 at 2:25 AM, Harmony Lines said:

    რამე დახმარება თუ დაგჭირდება კდიევ რემონტთან დაკავშირებით და ა.შ. ყველაფერში შემიძლია დაგემხარო, მომმართე, არასდროს მოგერიდოს ლააშ...

    გაიხარე ❤️ კარგი კაცი ხარ

    On 12/28/2022 at 2:25 AM, Harmony Lines said:

    ახლა რაც შეეხება ქსელებს, ეს რა ვნახე ლააშ...:დდ

    უჰ ჯერ wi-fi- 6-შესაძლებლობები არ ამოწურულა და უკვე wi-fi 7 გამოდის... wi-fi 3 იმდენი წელი იყო, აქამდე სად იყვნენ... ეხლა wi-fi 6, მერე wi-fi6E და ეხლა wi-fi 7 გამოდის რომელიც უფრო მეტად სტაბილური და კარგი დაკავშირება ექნებაო და ვნახოთ, სად წავა

    • Like 1
  5. 8 hours ago, Harmony Lines said:

    კი ასწორებს ახალი სახლი ახალი ცხოვრება ახალი ფურცლიდან, მაგრამ ჯერ კიდევ იმდენი რამეა დარჩენილი რომ შევავსო მთლიანი სახლი, რემონტს კი მოვრი, მაგრამ აი კეთილმოწყობა კიდე ცალკე ერთი რემონტისფასი ჯდება, მაგრამ ერთიანად ნამდვილად არ მაქვს რომ შევიძინო ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს შევმატებ და იმედია 1 წელიწადში სრულად ავღჭურვავ ისე როგორც მე მინდა, მერე სმარტ სისტემისთვისაც რაღაცეებში დამჭირდება გარკვევა და ა.შ. და თუ გესმის ეგეთი რაღაცეები მანდაც დამჭირდება მერე დახმარება ჰოდა რო დავასრულებ მესტურმე ერთი ძმაო, გავიცნოთ ერთმანეთი ცხოვრებაში და ჩავუსხდეთ გემრიელად... 🍔🍕🥂

    კი, ძალიან სასიამოვნო პროცესია, სახლის შენება, შენ ჭკუაზე მოყვანა, სიამოვნება თავად პროცესი უფროა ვიდრე მიღებული შედეგით ტკბობა, თუმცა შედეგიც მნიშვნელოვანია, რისკენაც ისწრაფვი და ის გამოგდის რაც გსურს, ორმაგად სასიხარულოა. მადლობა მოწვევისათვის, ვნახოთ როგორ წავა ჩემი გეგმები და იმისდა მიხედვით, გაიხარე. სმარტ სისტემებთან შეხება მეც არ მქონია, თუმცა მაგ საკითხში თუ რამეზე წარმოდგენა მაქვს, იუთუბებიდან :D 

     

    ჰო ეს ახალი თაობის პროცესორები კი კარგია, თუმცა იაფი არ ჯდება გადასვლა. მე მინდოდა მინიმუმ 8 ბირთვიანი პროცესორი + ინტეგრირებული გრაფიკით და 32GB ოპერატიული მეხსიერებით. ამ მონაცემების ინტელის 13 თაობა ან AMD 7000 სერია შესაბამისი კარგი დედაბარათით და DDR5 ოპერატიულით ნამეტანი ცდება არამარტო საქართველოს საშუალო მოქალაქის ბიუჯეტს, არამედ ბევრი საზღვარგარეთის ხელფასებს, ამიტომ საბანი სადამდეც მწვდება იქამდე ვიფარებ :D

     

     

    8 hours ago, Harmony Lines said:

    ანუ ის კონვერტერი ფაქტიურად არც არის საჭირო აწი

    ჰო ადრე არ ჰქონდათ ისეთი როუტერი რომელშიც პირდაპირ შეიძლებოდა დააერთებინათ ამიტომ ცალ ცალკე უწევდათ მედია კონვერტერის დაყენება და მერე უბრალო როუტერის. ახლა კი შეიძინეს როგორც ჩანს ეგ Netis როუტერი რომელზედაც პირდაპირ ოპტიკის კაბელი შეგიძლია დააერთო, ოღონდ შესაბამისი თავი/პორტი აქვს მაგას. მგონი ჩინური ბრენდია ეგეც, ოღონდ ცუდი არ ჩანს რაღაც. მგონი ეყოფა თავისუფლად მასაც, ოღონდ ის პრობლემაა რომ, იმ TP-Link-ს არ აქვს ოპტიკის მისაერთებელი პორტი და ამიტომ ეტყობა ინამუსეს გამოცვალეს ეგ მედია კონვერტერი და ძველი როუტერი. შენ როუტერზე მხოლოდ ethernet rt-45 ტიპის პორტებია და თუ ოპტიკის დასმა გსურს, მაშინ მანდაა საჭირო ის მედია კონვერტერი, თუმცა ეხლა პატარებია, პლასტიკური ბარათის ზომის დაახლოებით, მაგი გადაიყვანს ოპტიკიდან სპილენძის ethernet rt-45-ზე, რომელსაც მერე დააერთებ ნებისმიერ შენნაირ როუტერზე. 

  6. 1 hour ago, Harmony Lines said:

    ფაინ, ახალი წლისთვის ახალ სახლში შევხვდები იმედია ისე მიდის საქმეები ჩემსკენ, ნელ-ნელა ვლაგდები მგონი...^^ დიუუდ ჯერ მოგილოცავ ახალ კომპს, 🤟უმაგრესია, ღირდა ლოდინად ნამდვილად, ეგ პროცი ჩემი ფავორიტია ჯერ კიდევ გამოსვლის დღიდან, ჯერ-ჯერობით საუკეთესო APU-ა დესკტოპ სეგმენტში,^^ იმედია RDNA2-ს APU დესკტოპზეც ნახავს მზის სხივს, ვიმედოვნებ AMD-ე მიხვდება რომ VEGA-დან 680M-ზე უნდა გადაიყვანოს დესკტოპიც, გადაგვაყოლეს ბოლო 4 წელი ამ ვეგას, სიახლე გვჭირდება... 😄 

    ახალი სახლს საახალწლოდ რა ჯობია, დიდი მიღწევაა, გილოცავ, ეს ერთი და სხვა მრავალი 

    ჰო საბოლოოდ ისევ ფასი/წარმადობა ვარჩიე ჩემი ბიუჯეტიდან გამომდინარე და 5700G-ზე შევჩერდი, რადგან DDR5 და intel 13 თაობა ან AMD 7000 სერიის პროცესორები, უკვე ძალიან ძვირი მიჯდებოდა და აზრი აღარ ჰქონდა აწყობას ...

     

    2 hours ago, Harmony Lines said:

    პირველი ორი როუტერი რატომ უყენია, წლების წინ როდესაც დაუყენეს იმათმა თავისი DSL როუტერი, ეგ კაბელი რაც დავაკვირდი ტელეფონის კაბელს გავს კი და გაჭრილია შუაზე და დასმულია მაგათ როუტერში არც გამგია რა როუტერია საერთოდ არც მინახავს არასდროს ეგეთი არაფერი...

    1671900910004.jpg

    ამ ფოტოზე რაც ჩანს, ეგ media converter-ია, ანუ ოპტიკის სიგნალებს გარდაქმნის ელექტრულ სიგნალებად სპილენძის UTP კაბელისთვის და პირიქით. ახალმა ქსელებმა პირდაპირ ოპტიკური კაბელი შეუყვანეს სახლში, მაგრამ როუტერზე რომ დაეერთებინათ მაგიტომ დაჭირდათ ეგ მედია კონვერტერი. მაგ ყვითელი კაბელით როგორც ჩანს მედია კონვერტერი იმ Tenda-ს უერთდება. ეგ ტენდას როუტერი თავისუფლად შეიძლება ამოაგდო და დააერთო უკეთესი ვაირელეს როუტერი, აი იმ სამიდან ერთ-ერთი რომელიც იპოვნე. შემდეგ იყიდოს მეორე tp-link როუტერი და რადგან უკვე მეშ სისტემა შეუძლიათ tp-link როუტერებს, ავტომატურად და შეთანხმებულად იმუშავებენ ერთმანეთში და ერთი დიდი wi-fi ექნებათ სახლში, ყოველგვარი წვალების გარეშე, როგორც ამას tp-link ამბობს.

     

    2 hours ago, Harmony Lines said:

    აი ესეთი სიტუაცია არის, პლიუს ამის გარდა ქალაქისტელეფონი ეყენათ ადრე და იმის კაბელებიც ცალკე იყო მანდ, ისინი მოვხსენი ამოვძირკვე, ჰოდა მინდა ეს ამდენი კაბელები და ა.შ. ყველაფერი მოვაშორო და ერთი ის ძლიერი რომელიც თქვი მესამე ის დააყენოს და პირდაპირ დასვას იმათ როუტერზე ანუ ჰომ გამოვა ეგეთი ამბავი? 

    კი როგორ არ გამოვა, ერთი ძლიერი დააყენოს მაშინ სადმე შუაში და აჯობებს ორ ცალი როუტერის ხარჯს და ინსტალაციის წვალებას.

    როცა სახლში ერთზე მეტი wi-fi როუტერის დადგმა გიწევს ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, იყიდო რამდეიმე wireless access point. ანუ ერთი წესიერი ახალი tp-link როუტერი და რამდენიმე tp-link-ის აქსეს პოინტი დახატავდა მთლიანად სახლს.

    როუტერის დანიშნულება ცოტა სხვა რამეა და თუ მაინცადამაინც მეორე როუტერის აქსეს პოინტად ხმარებაა საჭირო, თუ სწორად მახსოვს tp-link-ის როუტერში ოპციაა, სადაც შეგიძლია მონიშნო როუტერი და ამუშაო როგორც მხოლოდ აქსეს პოინტად. ეს ცოტა რესურსების არასწორად გამოყენებაა, ამუშაო მთლიანი wi-fi როუტერი როგორც მხოლოდ აქსეს პოინტად, როცა მაგ დანიშნულებისთვის ისედაც იყიდება მხოლოდ აქსეს პოინტები. ანუ Tp-link-ს აქვს კარგი და გასაგები სამართავი პანელი და არ იქნება ურიგო თუ ერთი ბრენდის იქნება ყველაფერი.

     

    2 hours ago, Harmony Lines said:

    ჰოდა რა მაინტერესებს იმ ახალი ქსელების როუტერი ჰომ არ დაალიმიტებს ამ ძლიერ TP-Link c80 როუტერს? ჰო იმუშავებს შეუფერხებლად? 

    არა ეგ მედია კონვერტერი არ დაალიმიტებს, ეგ მხოლოდ სიგნალის გარდამქმნელია და ზედვე აწერია პორტის სიჩქარეც. სავარაუდოდ 100 Mbit უნდა იყოს, ნახე აბა მაინც რამდენი აწერია. შენი მეგობარის ინტერნეტის მოწოდება რამდენია? 20? 30? 50 Mbit? მთავარია მოწოდება ნაკლები იყოს მაგ კონვერტერის სიჩქარეზე რომ დალიმიტება არ მოხდეს. 

     

    • Like 1
  7. 19 hours ago, Harmony Lines said:

    ჰოდა უყენია 2 ცალი 

    ჰელოუ, მან, აი ამ გუდ ბრო, ენდ იუ? :D

    ჰოო ორი ცალი რატომ ააქვს? ახალი ქსელები ეს რომელია ტელეფონის კაბელზე რომ აქვთ ინტერნეტი? DSL როუტერი აქვს ანუ და მერე ჩვეულებრივ wi-fi როუტერს აერთებს? 

    მეორე როუტერში კაბელი wan პორტზე აქვს დასმული? სავარაუდოდ მეორე როუტერს კონფიგურაცია უნდა. WAN პორტზე უნდა დაერთეს და იმავე ქსელი უნდა გაეწეროს რაც პირველ როუტერშია, wi-fi პარამეტრებიც ერთნაირი უნდა გაეწეროს და მერე წესით აღარ უნდა ჰქონდეს პრობლემა.

     

    ან როგორც თქვი ერთი როუტერი დაიდგას მაშინ. იმ ჩამონათვლიდან ბოლო ყველაზე კარგია და ეგ ჯობია აიღოს თუ თანხის პრობლემა არააქვს, თუმცა თუ ეკონომიაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, ალბათ ჯობია II აიღოს. დიდად რა სხვაობაა ესე არ ჩანს I-სა და II-ს შორის, გარდა იმისა რომ I-ს 4 ცალი ანტენა აქვს.

     

     

     

  8. On 12/14/2022 at 2:13 PM, Harmony Lines said:

    ჰოდა ჰო არსებობს მაგისთვის სპეციალური პლასმასები როა

    კი არის, სიგანის და სიმაღლის მიხედვით, კაბელ არხები ჰქვია, ბევრგან იყიდი მაგას

     

    On 12/14/2022 at 2:13 PM, Harmony Lines said:

    სად იყიდება ეგენი ჰომ არ იცი ლააშ?

    დავგუგლე და ეს ამომიგდო https://220.ge/product-category/კაბელ-კანალი/

    ეს რათქმაუნდა ერთადერთი არ იქნება, კიდევ სხვაგანაც იქნება, თუმცა მე არ ვიცი სად შეიძლება ესენი კიდევ იყიდო. მე არასოდეს დამჭირვებია. 

     

    • Thanks 1
  9. 5 hours ago, Harmony Lines said:

    დაავიწყდა მოდერატორს ამ თემის დახურვა და ბარემ გკითხავ, :დ ეგ ძაან კარგი რამე მითხარი თუ უკეთესია მაშინ დავაერთებ კაბელით ტელევიზორს, მაქვს ერთი კაბელი თან მაგისი ჰოდა რომ შევაერთებ თივიზე, ეგრევე ჩაირთვები ინტერნეტი? თუ რამე კონფიგურაცია დაჭირდება ტელევიზორიდან? არ შემიერთებია არასდროს კაბელით ტელევიზორი როუტერზე და არ ვიცი მაგ დროს რა ხდება... 

    ჰო არაფერი არ დაჭირდება, წესით IP მისამართს ავტომატურად აიღებს ტელევიზორი. DHCP სერვერი როუტერზე წესით ავტომატურად ჩართულია. უბრალოდ კაბელის მიერთება გინდა სხვა არაფერი. შეგიძლია შეხვიდე მაგ TP ლინკის მართვის პანელში და ნელ-ნელა დაამუღამო ფუნქციები და შესაძლებლობები

  10. On 12/10/2022 at 11:20 PM, Harmony Lines said:

    ააჰაა გავიგე უკვე ყველაფერში 5G არის ბევრად სწრაფი მოკლე რადიუსზე გათვლილი და ჩვეულებრივი არის ნელი ოღონდ შორ მანძილზე გათვლილი, უი ეგ კარგი მითხარი, სახლში როცა ვიქნები მაშინ 5G-ს გამოვიყენებ, აი რომ დავდგამ ტელევიზორს და ა.შ. დავტესტავ მერე,  დავქასთავ მობილურიდან ვიდეოს, ადრე მახსოვს თამაში დავქასთე მობილურიდან ტელევიზორში და ლაგავდა სიგნალი, ხან გამოსახულება ფუჭდებოდა და ხან წყდებოდა და აგვიანებდა, ეგ 5G მაგარი რამე გამოუგონიათ. თენქს ბრო. 

     

    მოდერატორს შეუძლია დახუროს თემა. 😊

    იდეალური იქნება თუ მაგ ტელევიზორს, ლან კაბელით დააერთებ როუტერზე, ზოგადად კაბელი მაინც ჯობია ვაირელესს, სტაბილურია და გარანტირებულია ყველაფერი, გიგაბიტიანი გამტარობა ექნება ყოველთვის.  wi-fi-ით კი მხოლოდ ტელეფონსა და როუტერს შორის გექნება კავშირი, თუმცა შეგიძლია wi-fi-ით დააკავშირო ტელევიზორი, არც ეგაა პრობლემა. მე რადგან მეორე ოთახში კაბელს ვერ გავჭიმავ, მხოლოდ wi-fi-ით მაქვს დაკავშირებული თუმცა მობილურიდან როცა ვიდეოს ვკასტავ, წყვეტები აქვს, სანამ ტელეფონიდან როუტერზე მივა, მერე როუტერიდან ტელევიზორზე, აღარ აქვს საკმარისი გამტარობა რომ წყვეტების გარეშე ვუყურო. მერე როცა რემონტს გავაკეთებ, კაბელს მივიყვან და კაბელეზე დავსვავ, გიგაბიტიანი გამტარობით

     

    On 12/10/2022 at 11:20 PM, Harmony Lines said:

    მოდერატორს შეუძლია დახუროს თემა. 😊

    happy end

    • Like 1
  11. 3 hours ago, Harmony Lines said:

    თენქს ბრაზა, ოღონდ ევროკავშირში მანახა ჩვენი ქვეყანა ან ნატოში და მერე ყველაფერს ეშველება... 😊

    ერთი რა უნდა გკითხო ლააშ ორნაირად მიჩვენებს დივაისები როუტერს, ერთზე ჩვეულებრივ TP-Link აწერია და მეორეზე TP-Link 5G-ი, ჰოდა რომელზე ჯობია ისე ვამუშაო? რაიმე სხვაობა არის ამათ შორის?

    ცოტა ძველი დივაისები მარტო 2,4Ghz-ზე მუშაობს და მხოლოდ ერთ ქსელს დაინახავს, ახალი დივაისები 5Ghz-საც იჭერს, ამიტომ ორივეს გაჩვენებს.

    5Ghz კარგია მაღალი გამტარობისთვის შიდა ქსელში. მაგალითად სმარტ ტვ-ზე მობილურიდან რომ დაკასტო სტრიმინგი, მაღალი გამტარობაა საჭირო წყვეტები რომ არ ჰქონდეს ვიდეოს. ამიტომ ტელევიზორიც თუ 5Ghz-ზე იმუშავებს იდეალური სტრიმინგი გექნება დივაისიდან დივაისებზე ერთმანეთში, თუმცა 5Ghz-ს მოკლე რადიო ტალღები აქვს და შორ მანძილებზე ნაკლებად მუშაობს, 2,4Ghz-ს ფარტო რადიო ტალღები აქვს და ამიტომაც შორ მანძილზე უფრო ადვილად მუშაობს მაგრამ გამტარობა აქვს ნაკლები.

    შენ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ სახლში გჭირდება და ამუშავე 5Ghz-ზე ყველაფერი თუკი ამის მხარდაჭერა აქვს მოწყობილობებს. თუ ეზოშიც გინდა დაიჭირო მაშინ 2,4Ghz-ზე სავარაუდოდ მაოხერხებ სიგნალის დაჭერას. 

    მე მაგალითად II სართულზე ვცხოვრობ და ეზოშიც იჭერს, 5Ghz პრინციპში არ მადგება რადგან ჩემ სმარტ ტვ-ს 5Ghz არააქვს, ამიტომ თეორიულ 2,4Ghz-ზე 300Mbit სიჩქარეს ვერ ცდება

    • Thanks 1
  12. 53 minutes ago, Harmony Lines said:

    ეეჰ ლააშ კი მაგრად მინდოდა მეც ეგრე ერთი დივაისი დამეყენებინა მხოლოდ, მაგრამ მაგ შემთხვევაში თვითონ მაგთის ინტერნეტის კაბელი გადაიჭიმებოდა მერე ტელევიზორის უკან,

    შეიძლება გაკეთდეს, თუ კომპრომისზე წახვალ ანუ საჭიროა rj45 coupler (ორი ჯეკის გადასაბმელი) და როცა მაგთი შემოიყვანს ინტერნეტის კაბელს, შემოსასვლელში მაგ კაპლერით გადააბი ცენტრალურის კაბელი და ტელევიზორის უკან დააყენებ მაგ ტპ ლინკს. კომპრომისი კი ისაა რომ იმ ორი ოთახის კაბელები დარჩება დროებით ჰაერში. სამაგიეროდ ერთ მოწყობილობას იყიდი და იქ დადგავ სადაც გინდოდა, არც რეინჯ ექსტენდერი დაგჭირდება და არაფერი, მერე კი შეგიძლია რამე როუტერი იყიდო და შემოსასვლელში დააყენო, ზედ დააერთებ იმ ორ ოთახს და მაგ ტპ ლინკის კაბელსაც.

     

    59 minutes ago, Harmony Lines said:

    მოკლედ ლააშ უდიდესი მადლობა მეგობარო, შენ რომ არა არ ვიცი რაა ისეთი არეულ დარეული ვიყავი, ტვინი ამიფეთქდა ზოგი რას მთავაზობდა ზოგი რას და შენ იყავი ის ადამიანი ვინც მიმიყვანე სწორ არჩევანზე, უკიდეგანო კოსმოსური მადლობა შენ... 💜

    არაფრის, პირიქით, რაც მეტ-ნაკლებად ვიცი, იმ ინფორმაციის გაზიარებას წინ არაფერი უდგას, ასე რომ თუ რამეში დაგაკვალიანე, ჩემთვისაც სასიამოვნოა ❤️

    • Thanks 1
  13. 3 hours ago, Harmony Lines said:

    ჰო აი ეგ არ ვიცი ზუსტად რომელი მოდელია ეგ ამაზონზე, ბევრი ვნახე მსგავსი დიზაინით ამაზონზე ნეთგეარის და კონკრეტულად ეგ რომელია არ ვიცი, იმიტომ რომ RAX10 ეგ მდოელი ზუსტად ვერვიპოვე, სხვა მოდელები ვნახე მაგრამ ვიზუალით იგივეა ზუსტად, მონაცემები ერთი შეხედვით რაც უწერია მძლავრი უნდა იყოს პროცესორის და მეხსიერების მხრივ, მაგრამ ის 4 ანტენა და ამას რომ 3 აქვს ეგ არ იცი რაა, თუ აქ იმუშავებს ჩვეულებრივად და არ დამჭირდება კიდე  ცალკე კვების გადამყვანი ამერიკულიდან ევროპულ სტანდარტზე დავფიქრდები მაშინ სერიოზულად მაგ ნეთგეარის ყიდვაზე... რახან შენ მირჩევ შენ კვალიფიციური ხარ ამ საკითხში და ეროდირებული ბევრად და გავითვალისწინებ შენს რჩევას... 💜 

    მაგრამ ისე ჯერ რომ ეს ვიყიდო და შემოსასვლელში დავაყენო სიტყვაზე თუ არ ეყო, მერე რომ გადავიტანო ცენტრში  სახლის და იქ გიგაბიტ პორტებიანი როუტერი რომ ვიყიდო ეგრე ჰომ შეიძლება თუ აჯობებს დავტოვო შემოსასვლელში და accses point-ბი ან wifi signal exender-ბი დავამატო მოგვიანებით, wifi exender ბევრად იაფები ღირს აქ რაც ვნახე, მაგრამ ამ ნეთგეართან რამდენად იმუშავებენ ეგ არ ვიცი... 

    ეხლა იყიდება ეგეთი 60 დოლარად

    https://www.amazon.com/NETGEAR-4-Stream-WiFi-Router-R6700AXS/dp/B09DFRGYNQ?ref_=Oct_DLandingS_D_9b6cb148_62&th=1

    მაგრამ მგონი ეს ცოტა სხვა მოდელია...

     

    ისე ის სამი კაბელი კედელთან რომ არა და ტელევიზორის უკან იყრიდეს თავს, მაშინ მხოლოდ ერთი ეგ wi-fi TP-Linki როუტერი დაგჭირდებოდა, მაგრამ რადგან კარებთანაა ჩამოშვებული და სხვაგან ვეღარ წაიღებ, მაგიტომ იძულებული ხარ მანდ დააყენო ერთი როუტერი და მერე ტელევიზორთან მეორე. ნუ ეს ისეთი დეტალური საკითხია, ყველაფერს ვერ გათვლი შენ გემოზე.

    3 hours ago, Harmony Lines said:

    მაგრამ ისე ჯერ რომ ეს ვიყიდო და შემოსასვლელში დავაყენო სიტყვაზე თუ არ ეყო, მერე რომ გადავიტანო ცენტრში  სახლის და იქ გიგაბიტ პორტებიანი როუტერი რომ ვიყიდო ეგრე ჰომ შეიძლება

    შეიძლება, არანაირი პრობლემა არ იქნება.

     

    3 hours ago, Harmony Lines said:

    თუ აჯობებს დავტოვო შემოსასვლელში და accses point-ბი ან wifi signal exender-ბი დავამატო მოგვიანებით,

    ესეც შეგიძლია რათქმაუნდა, თუმცა wifi signal exender-ბი რამდენად ეფექტური იქნება, ეგეც საინტერესოა. 

     

    3 hours ago, Harmony Lines said:

    მაგრამ ამ ნეთგეართან რამდენად იმუშავებენ ეგ არ ვიცი...

    ეს ნეთგეარი, ისევე როგორც ის Tp-Link შეგიძლია ამუშაო ძველ Wi-Fi სტანდარტზე, ანუ თავსებადობის პრობლემა ძველ სისტემებზე არ ექნება. შეხვალ და დააკონფიგებ ხელით რომ იმუშაოს მხოლოდ 802.11n-ზე 300Mbit სიჩქარით, რომელსაც ყველა Wi-Fi მოწყობილობა დღეს სტანდარტულად იყენებს. რაც შეეხება Wi-Fi AC და AX სიხშირეებს, ეს ცოტა ძველ მოწყობილობებს არააქვთ, შესაბამისად როუტერიც და wi-fi access point ვაირელეს სეტინგები ერთნაირად უნდა დააყენო რომ სახლში შეფერხება არ გქონდეს wifi-ის ერთი წყაროდან მეორეში გადასვლით. ცოტა ახლართული თემაა მაგრამ, wireless ძალიან დიდი თემაა და მეც არ ვიცი ბევრი რამ ბოლომდე, სამომხარებლო დონეზე შემიძლია თუმცა ამაზე იქით უკვე აღარ. ასე რომ შეგიძლია შენი გემოვნებით შეარჩიო რაიმე

     

    ნუ მაინც შენი გადასაწყვეტია როგორს იყიდი და რა ვარიანტს, რავი სჯობს ალბათ მაინც გარანტიით აიღო მაინც ის tplink

     

    ამაზონზე ესეთი range extender ვნახე, მგონი საშენოა ზუსტად

    https://www.amazon.com/TP-Link-Extender-RE700X-Beamforming-Compatible/dp/B09V455KZ2?ref=dlx_deals_gd_dcl_tlt_182_1115cb83_dt_sl15_25

    ის wifi tp link როუტერი შემოსასვლელ კართან დადგი და ეს range extender ტელევიზორის უკან. ამ TP-link-ს თავისი სოფტი აქვს რომელიც ავტომატურად ალაგებს სეტინგებს range extender-თან და seamless ქსელი გექნება სახლში, თუმცა ეს ვარიანტიც შენი გადასაწყვეტია

  14. 34 minutes ago, Harmony Lines said:

    ეს იმუშავებს ჩვენთან ცალკე ადაპტერის ყიდვა თუ არ დამჭირდება დენის და 220ვ-ზე მუშაობს მგონი ღირს ყიდვა ხომ? რაც მომწერა დაცვის სისტემები აქო, მშობლების კონტროლიო და კიდე თავისი აპლიკაცია აქვს როუტერსო გადმოწერ და მობილურით მართავო და 140 კვ ფარავსო, დააყენე ეს შემოსასვლელშიო და არ შეგექმნება პრობლემებიო და რა ვქნა ღირს ამ როუტერის ყიდვა? ჯობია იმ TP-Link ax10-ს?

    კარგი რამ ჩანს ეგ netgear, მგონი უკეთესიც კი არის TP-Link-თან შედარებით პერფორმანსში. 5 გიგაბიტი პორტი აქვს.

    ნუ იმას რადგან 4 ცალი ანტენა აქვს, შეიძლება რაღაც პლიუსი ჰქონდეს, მაგრამ საერთო ჯამში მე netgear-ს ვამჯობინებდი. შენ რომელიც მოგეწონება ის დააყენე, რევიუებს გადახედე აბა ამაზონზე, ვინ რომელს უფრო აქებს.

    დაყენებით კი დააყენებენ არაა პრობლემა. მთავარია RJ-45 პორტში დაგიერთონ.

  15. 4 hours ago, Harmony Lines said:

    ჰო ეგეთი რამე არ მაწყობს ნამდვილად ბრო, ამხელა თანხა გადავიხადო და კიდე დალიმიტდეს, იმ დანარჩენ ორზე ერთზე კომპიუტერი უნდა შეერთდეს და მეორეზე ტელევიზორი, ამიტომ გიგაბიტიანი პორტებით მირჩევნია ყველა ვარიანტში შემოსასვლელის როუტერი დავდგა.

    ჰოდა რომელია ეგეთი ვარიანტი?

    ისე ალტაში მითხრეს სვიჩი რომ იყიდო არ გირჩევნიაო შემოსასვლელისთვისო? იაფებიც არის და იმ 3 კაბელზე გადაანაწილებს ინტერნეტსო და ერთზე დასვი ეგ ვაიფაი ცენტრშიო და დანარჩენი ორზე რაც გინდაო ეგ შეიძლება? 

    https://pcshop.ge/product/tp-link-tl-sg105e-easy-smart-switch-managed-l2/

    https://pcshop.ge/product/tp-link-tl-sg105/

    https://pcshop.ge/product-category/connectivity/hub-switches/

    ნახე რამდენნაირი ყოფილა თან 50 ლარიქნსაც და 80 ლარიქნსაც ორივეს აწერია ეგ გიგაბიტ პორტები ჰოდა თან პატარებია ზომაში... თუ შეიძლება ეგეთი რამ ვიყიდი ამას...

    პრობლემა იმაშა რომ ინტერნეტ პროვაიდერმა ინტერნეტი რომ მოგცეს, როუტინგ პორტია საჭირო, ანუ L3 პორტი, რომელზეც IP მისამართის გაწერა ხდება. სვიჩ პორტზე, რომელიც L2 პორტია, მაგაზე IP მისამართს ვერ გაუწერ, ამიტომაც სვიჩს ვერ გამოიყენებ პროვაიდერის დასაერთებლად.

    ყველა ვარიანტში როუტერი გჭირდება, იქნება ეს Wifi-ით თუ Wifi-ის გარეშე რომელსაც დადგავ კარებთან და ინტერნეტი დაერთდება.

    შეგიძლია მხოლოდ ის TP ლინკი დააყენო შემოსასვლელ კართან, იქნებ დაიჭიროს ყველა ოთახში კარგად?

    4 hours ago, Harmony Lines said:

    ჰოდა რომელია ეგეთი ვარიანტი?

    აიღე ნებისმიერი როუტერი ან/და wifi როუტერი, რომელსაც გიგაბიტიანი პორტები აქვს და იაფი ეღირება. მერე იყიდე ის TP Link რომელსაც დადგავ ცენტრალურში და აღარ გექნება ლიმიტი.

    არჩევაში მოვიკოჭლებ, არ ვიცნობ ქართულ ბაზარს კარგად, მე ვეცდებოდი ყველაფერი ამაზონიდან გამომეწერა მაგალითად

  16. On 12/3/2022 at 9:51 PM, Harmony Lines said:

    ჰო ეგეთი რამ თუ შეიძლება მაწყობს მაშინ რომ გაითიშოს უბრალო როუტერის ვაიფაი და მხოლოდ როუტერად იმუშაოს და ცენტრალურმა აიღოს მთავარი დატვირთვა სიგნალის გაშლაზე სახლში, ესეიგი ეს გავიგე...^^ 

    ახლა ეს მაინტერესებს ის AX როუტერი რომელიც wi-fi 6-ზეა და მაღალი მონაცემები აქვს მაგას არ დაალიმიტებს ის უბრალო ვაიფაი როუტერი რომელიც შემოსასვლელში დგება? 

    კი შეიძლება დალიმიტდეს და არამხოლოდ ეგ, თუ იმ სამი წერილიდან ორზე კომპს დააერთებ, შიდა ლან სიჩქარე 100 Mbit ექნებათ, იმ შემთხვევაში თუ კარებთან დადგმული როუტერის Lan პორტები 100 Mbit იქნება. ყველა ვარიანტში გიგაბიტიანი პორტებით უნდა იყიდო რომ ორმაგი ხარჯი არ გამოგივიდეს შემდეგ, ანუ განა არ იმუშავებს და არ გეყოფა, მაგრამ დღეს უკვე ყველფერი გიგაბიტიანი პორტებით გამოდის და შენ რატომ უნდა გედგას 100 Mbit პორტებით.

  17. 27 minutes ago, Harmony Lines said:

    მოკლედ ლააშ დავრეკე ტელკოში და მითხრეს რომ ვაირლესე აქსეს ფოინთები არ ქონდათ შედარებით ბიუჯეტურ ფასად, ჰოდა როუტერზე კიდევ ის მიკროტიკის შემომთავაზეს და დანარჩენი ქსელის დაგეგმვა არ შედის ჩვენს მოვალეობაშიო, მე შემიძლია გირციოთ მხოლოდ მოწყობილობებიო, რომელი ჯობს აქსეს ფოინთები და როუტერი თუ ორი როუტერის დაყენება მაგას ვერ გეტყვითო, ასე რომ ზედაპირულად მითხრეს უბრალოდ მახასიათებლები მაგ მიკროტიკის და ეგ იყო და ეგ.

    გასაგებია, როგორც ჩანს ფართო ასორტიმენტი არააქვთ.

     

     

    27 minutes ago, Harmony Lines said:

    მერე პისი შოპში დავრეკე და იქ უკვე ტექნიკურთან გადამრთეს და სიღრმისეულად გამიწირს კონსულტაცია, მოკლედ ესეთი რამ შემთქვაზეს, შეგიძლიათ უბრალო ვაიფაი როუტერი იყიდოთო და შემდეგ დაამატოთ ცენტრში ერთი ცალი აქსეს ფოინთიო ან რამდენიც გინდაო... თუ ერთ ძლიერ ვაიფაი როუტერს დააყენებო ეგეც შეგიძლიაო მაგრა მეორეს ყიდვა მაინც დაგჭირდებაო, რომელიც მიაწვდის ინტერნეტს მაგ სამ წერტილსო რაზეც დასვამ მაგ ვაიფაი როუტერსო...

    ჰო ორი გჭირდება, ერთი კართან, მეორე ცენტრში, ოღონდ რა მოდელი და რანაირი, ეგ დარჩა მხოლოდ

     

    27 minutes ago, Harmony Lines said:

    მაგალითად როუტერად ეს რომ აიღოთ რასაც შემოსასვლელში დადგამთო.

    https://pcshop.ge/product/tp-link-archer-c64-867-mbps-400-mbps/

    https://pcshop.ge/product/tp-link-archer-c6u-wi-fi-5/

    ნუ შემოსასვლელში თუ Wi-Fi არ გჭირდება, მაშინ აზრი არააქვს მანდ wifi როუტერის დადგმას.

    მაგრამ რადგან სხვას ვერაფერს ვერ გავაზობენ ანუ არააქვთ უბრალო გიგაბიტ პორტებიანი როუტერი, მაგიტომ იძულებული ხარ იყიდო wifi როუტერი.

     

    27 minutes ago, Harmony Lines said:

    და აქსეს ფოინთად ამათგონ რომელიმე დაამატო ცენტრშიო:

    https://pcshop.ge/product/tp-link-tl-wa890ea-5ghz-2-4ghz-300mbps/

    https://pcshop.ge/product-category/connectivity/wireless-access-points/

    აქ უკვე კიდევ ერთ გასათვალისწინებელ საკითხს აწყდები. შემოსასვლელში რაც გირჩიეს, ის wifi როუტერები PoE არაა, შესაბამისად იმ სამ კაბელზე დენს არ მიაწვდის და აქსეს პოინტი დენზე უნდა ჩართო. მეორე პრობლემა ისაა რომ, შემოსასვლელის wifi იმავე სტანდარტზე, იმავე სიხშირეზე, იმავე პარამეტრებით უნდა ამუშაო როგორც ცენტრალურში, ერთნაირი უნდა იყოს ყველაფერში, თორემ სახლში ორი სხვადასხვა wi-fi სიგნალი გექნება და მოწყობილობას seamless გადართვა არ ექნება. ანუ რომ დადიხარ ოთახიდან ოთახში, მოწყობილობა ავტომატურად უნდა გადადიოდეს ერთ wifi წყაროდან მეორეზე. ამიტომ შეგიძლია შემოსავლელი wifi როუტერის wifi უბრალოდ გათიშო და მხოლოდ როგორც როუტერი ისე ამუშაო და ცენტრალურში დადგა ის AX wifi 6 როუტერი როგორც გეგმავდი.

     

     

    რადგან არჩევანის დიდი საშუალება არაა საქართველოში, მე ავიღებდი ყველაზე იაფიან wifi როუტერს, რომელსაც გიგაბიტიანი LAN პორტები ექნებოდა, გავუთიშავდი WiFi-ს და როგორც მხოლოდ როუტერი ისე ვამუშავებდი. ხოლო ცენტრალურში დავდგამდი იმ TP Link AX WiFi როუტერს, დენზე შევაერთებდი და ტელევიზორის უკან დავმალავდი. ყველაზე იაფი ამ ეტაპზე ესე გამოდის... ბევრი არჩევანი რომ იყოს, უფრო კარგი გამოსავალიც შეიძლებოდა თუმცა ამასაც არაუშავს

    • Like 1
  18. 21 hours ago, Harmony Lines said:

    მე მსურს ლააშ ესთეტიურად ლამაზად იყოს ზედმეტი კაბელების გაჭიმვების გარეშე, Wifi-ს სიხშირე იყოს სტაბილური და სწრაფი ყველგან 105 კვადრატის რადიუსში და არ გავიწეწო ძალიან...

    აქ ფართო არჩევანი არაა და ვერ ააწყობ შენ გემოზე ამიტომაც სჯობს როგორც აპირებდი ისე გააკეთო, მაგთი მოვიდეს, დაგიყენოს რაღაც თავისი როუტერი და შენ ის ტპ ლინკის WiFi როუტერი დადგი ტელევიზორის უკან.

    რადგან ცენტრში იქნება, ყველგან მიწვდება და არამგონია რამე პრობლემა შეგექმნას. ყველაზე იაფად ამ ეტაპზე ესეა. თუ არ გეყოფა და რამე ჩავარდნებს შეამჩნევ, მერე შეგიძლია იყიდო PoE როუტერი, PoE Wireless acccess point და დადგა სახლის კიდეებში რათა ყველგან დაიჭიროს.

     

      

    21 hours ago, Harmony Lines said:

    https://pcshop.ge/product/tp-link-eap115-wall-300mbps/ აი ეს ვნახე მგონი ყველაზე იაფად, სიტყვაზე  270 + 142 = 412 ლარზე ავდივარ, შარში ვარ მოკლედ...:დ 

    ჰო ეს კარგი რაღაც ყოფილა, მაგრამ არ ღირს მგონი, ისევ ისე სჯობს, უფრო იაფად გამოხვალ, ცენტრში დადგი როუტერი

     

    ტელკოს რაც შეეხება, ჰო შეიარე იქნებ რამე საინტერესო ჰქონდეთ და გირჩიონ

  19. აქ ერთადერთი ტელკო ვიცი რომელიც ქსელურ აპარატურას ჰყიდის და მაგას აქვს მიკროტიკი https://telco.ge/ka/network-equipment/routers/soho-routers/mikrotik-rb750r2/

    მაგრამ ეს მგონი ზუსტად ის არაა რაც ამაზონზე იყო... შეგიძლია მაინც დარეკო მანდ და იკითხო ან ეწვიო მაგ მაღაზიას და ადგილზე დაათვალიერო, კონსულტაციასაც გაგიწევენ.

    სამწუხაროდ სხვა არ ვიცი.

    9 hours ago, Harmony Lines said:

    ანუ სხვაობა ვერ მივხვდი რა არის wifi როუტერსა და wifi access point-ს შორის...

    wifi როუტერს რამდენიმე დანიშნულება აქვს, ანუ იგი გამოიყენება ინტერნეტზე დასაერთებლად და ერთგვარი ფილტრია ლანსა და ინტერნეტს შორის, შეგიძლია VPN ან რამე ფუნქციები გამოიყენო, ასევე აქვს ლან პორტები შიდა ქსელისთვის და თან wifi ფუნქციაც აქვს, შესაბამისად ძვირია.

    wifi access point კიდე მხოლოდ ერთი დანიშნულებისაა, ჩამოკიდო კედელზე, ჭერში ან სადმე და გაავრცელოს wi-fi. PoE-ზეც თუ მუშაობს მთლად კარგი, მხოლოდ ინტერნეტის კაბელია საჭირო. შეგიძლია სახლში ორი access point დადაგა, ერთი - ერთ ოთახში, ხოლო მეორე - მეორე ოთახში.

    access point-ები ცოტა ლამაზად გამოიყურება როუტერთან შედარებით და სახლის ან ოფისის პირობებში იდეალური გამოსავალია.

    ეგ TP Link-ის wifi როუტერიც შეგიძლია გამოიყენო რათქმაუნდა, განა რამე პრობლემაა, უბრალოდ ტყუილად კარგავ ფულს და მის რესურსს, ანუ ტელევიზორის უკან თუ დადებ, მის 4 ლან პორტს ვეღარ გამოიყენებ ხომ ასეა? ან თუ ჭერში დაამაგრებ იქაც "ობობასავით" იქნება ანეტები გამოშვერილი და ცოტა ულამაზოა, თან ჭერიდან კაბელებს ვერ წამოიყვან, უშნო იქნება... access point კი სწორედ ამიტომაა რომ მხოლოდ wifi გააზიაროს და იყოს მოსახერხებელი მისი დაყენება. შედარებით იაფია.

    ნუ შენ როგორც მოისურვებ, მაინც გამოვა ყველანაირად, ისეც და ასეც, უბრალოდ ოპტიმალური როგორიცაა და მისაღები შენთვის, ისე დააყენე ეგ wifi ქსელი

    9 hours ago, Harmony Lines said:

    აქ თუ მინახავ რამეს ნორმალურს და მაგ WiFi აქსეს ფოინთსაც მაინტერესებს აქვს იგივე მონაცემები რაც ჩვეულებრივ wifi 6 როუტერსთუნდაც ax10-ს?

    კი რათქმაუნდა wifi access point იგივენაირად მუშაობს როგორც wif router, დაჟე access point იმავე ფასის რომ აიღო გაცილებიდ ძლიერი მოგივა.

    აი ეს მაგალითად, TP Link https://www.amazon.com/TP-Link-EAP650-Ultra-Slim-Wireless-Controller/dp/B0B12R9CYH/ref=sr_1_5?crid=3TT1I2US68CB3&keywords=linksys+access+point&qid=1669926979&sprefix=linksys+access+point%2Caps%2C211&sr=8-5&ufe=app_do%3Aamzn1.fos.f5122f16-c3e8-4386-bf32-63e904010ad0

    ეს ცოტა იაფიანი ტპ ლინკი https://www.amazon.com/TP-Link-EAP225-V3-Wireless-Supports/dp/B0781YXFBT/ref=sr_1_10?crid=3TT1I2US68CB3&keywords=linksys%2Baccess%2Bpoint&qid=1669926979&sprefix=linksys%2Baccess%2Bpoint%2Caps%2C211&sr=8-10&ufe=app_do%3Aamzn1.fos.006c50ae-5d4c-4777-9bc0-4513d670b6bc&th=1

    სჯობს ორი ცალი ეს აქსეს პოინტი დადგა ვიდრე ის ერთი ცალი შუაში. ცალკე მართვა შეგიძლია კიდე სოფტიდან.

    ნეტგეარსაც აქვს https://www.amazon.com/NETGEAR-Wireless-Access-Point-WAX214/dp/B08PQ3CRWK/ref=sxin_16_ac_d_rm?ac_md=3-2-d2lyZWxlc3MgYWNjZXNzIHBvaW50cw%3D%3D-ac_d_rm_rm_rm&content-id=amzn1.sym.568df61d-e115-4cb1-a96a-ba070b8f0935%3Aamzn1.sym.568df61d-e115-4cb1-a96a-ba070b8f0935&crid=1N6K6SQTEPNNZ&cv_ct_cx=ubiquiti+access+point&keywords=ubiquiti+access+point&pd_rd_i=B08PQ3CRWK&pd_rd_r=cb6245c5-66f9-42b8-afdc-96a772856bf8&pd_rd_w=SwMeP&pd_rd_wg=QpfJR&pf_rd_p=568df61d-e115-4cb1-a96a-ba070b8f0935&pf_rd_r=21PC7VY0XAT0BR6QS4P3&psc=1&qid=1669926939&sprefix=ubiquiti+access+point%2Caps%2C245&sr=1-3-7d9bfb42-6e38-4445-b604-42cab39e191b&ufe=app_do%3Aamzn1.fos.006c50ae-5d4c-4777-9bc0-4513d670b6bc

    აქაც შეიძლება იყოს აქსეს პოინტები, ისე მაინც სჯობს კვალიფიციურ სპეციალისტს შეეკითხო, სჯობს ერთი ცენტრალურში როგორც დაგეგმილი გაქვს თუ ორი აქსე სპოინტი PoE კვებით

  20. აჰა ძალიან კარგი, თუ ტელევიზორის უკან დამალავ, საერთოდ ლამაზი გამოვა.

     

    მაგალითად ეს მიკროტიკი https://www.amazon.com/Mikrotik-RouterBoard-RB750UPr2-Output-Capable/dp/B07HHF2C48/ref=sr_1_6?crid=6KHJMCRJ5RB6&keywords=small+poe+router&qid=1669843579&sprefix=small+poe+rou%2Caps%2C328&sr=8-6&ufe=app_do%3Aamzn1.fos.006c50ae-5d4c-4777-9bc0-4513d670b6bc

    არის ეგეთი როუტერი, 1 როუტინგ პორტი (ინტერნეტის კაბელისთვის), 4 სვიჩ PoE პორტი შიდა ქსელისთვის. თემა ისაა რომ, ამ როუტერს უნდა მიაწოდო დენი, ამისთვის მოყვება თავისი კვების ბლოკი. შემდეგ კი ეს როუტერი მასზე დაერთებულ ყველა მოწყობილობას დენს მიაწვდის. მაგალითად თუ wireless access point-ს იყიდი, დენზე დაერთება საერთოდ არ დაგჭირდება, ანუ დენის როზეტსაც დაზოგავ. მაგალითად ასევე შეგეძლება IP PoE კამერაა დააერთო კვების ბლოკის გარეშე...

    თუ მაგთი მოგაწვდის თავის ინტერნეტის კაბელში დენს, კი ბატონო ჩართავ მაგ როუტერს, მაგრამ მეეჭვება ძალიან.

    რაც შეეხება შენ მეგობარს, სწორად გითხრა ყველაფერი ეგრეა.

     

     

    1 hour ago, Harmony Lines said:

    სხვაობა როგორც მივხვდი მხოლოდ ესაა, ax 23 

    მაგ ორი როუტერიდან AX23 ცოტა ახალი ყოფილა ოდნავ მეტი სიჩქარით, თუმცა 2 ბირთვიანი პროცესორი ჰქონია, როცა ძველს 3 ბირთვიანი. ანტენები ერთნაირი აქვს და რავიცი რავიცი, ძალიან ჰგვანან, მგონი სხვაობას ვერ იგრძნობ დიდად

     

    1 hour ago, Harmony Lines said:
    • 1800 Mb/s Total
    • 5 GHz: 1201 Mbps (802.11ax)
    • 2.4 GHz: 574 Mbps (802.11ax) 

    ax10 

    • 1500 Mb/s Total
    • 2.4 GHz: 300 Mb/s 
    • 5 GHz: 1201 Mb/s 

    ჰო მანდ ასოების სიდიდეს უნდა მიაქციო უბრალოდ ყურადღება, რათა გაარჩიო თორემ ყველას ეშლება, მათ შორიც მეც :D 

    Mbps სიჩქარის საზომია. MBps მოცულობის.

    ანუ 100 Mbps = 12MBps, შესაბამისად გიგაბიტიანი პორტი ანუ 1Gbps = 1000 Mbps = 125 MBps

    1500 Mbps გამოვა 187.5 MB წამში

    1800 Mbps არის 225 MB წამში.

    ნუ ესეც თეორიული სიჩქარეა, პრაქტიკულად 2-3 კედლის იქეთ ეცემა სიჩქარე მაინც, რაცარუნდა იყოს ყველა როუტერზე ეგრეა

    • Thanks 1
  21. 19 hours ago, Harmony Lines said:

    კიდევ 2 კაბელი რომ დაერთდეს დანარჩენი ოთახების.

    აი ეს რომ დაწერე, წარმოვიდგინე რომ იმ 3 კაბელის გარდა კიდევ ორი კაბელის დამატებას გეგმავდი, გასაგებია ეხლა.

    სამწუხაროდ დენის როზეტი დაგჭირდება, მაგათ PoE მოწყობილობები არააქვთ გათვალისწინებული და მოგიწევს მანდ როგორმე დენში ჩართვა.

    როცა მაგთი მოვა და დააყენებინებ როუტერს, მერე იმ სამ კაბელსაც დააერთებ და იქიდან ერთ-ერთზე wifi როუტერს.

    იმ wifi როუტერს ცენტრალურ ადგილას რომ აყენებ, მაგას დენის როზეტზე დააერთებ?

  22. 9 hours ago, Harmony Lines said:

    კი ზუსტად მიხვდი იმ 3-დან ერთ-ერთ კაბელზე ვფიქრობ ვაიფაი როუტერის დაყენებას ზუსტად რომელიც ცენტრში გამოდის იმაზე... 

    ანუ ამ შემთხვევაში რა ხდება?

    კი შეგიძლია ეგრე გააკეთო და უფრო ლამაზიც გამოვა,  რადგან ცალკე კაბელის გაყვანა არ მოგიწევს და ეგ wifi როუტერიც მშვენივრად იმუშავებს.

     

    ეხლა გექნება შემდეგი საკითხი გადასაყვეტი, 3 კაბელი უკვე გაქვს შემოსასვლელ კარებთან, რომელსაც 2 უნდა დაუმატო. გამოგდის 5 კაბელი. 

    მაგთის შეუძლია თავისი რაღაც როუტერი მოიტანოს და დაგიყენოს, თუმცა 5 კაბელს რამდენად დააერთებ ეგ გასარკვევია. ეგეც მგონი შეთანხმებაზეა, თუ მაგთი თავის როუტერს დაგიყენებს, მგონი რაღაც თანხა უნდა გადაიხადო, და მაგას სჯობს ისევ შენი იყიდო და მაგთი დაგიერთებს უპრობლემოდ. ანუ რადგან ერთი wifi როუტერი ცენტრში გაქვს, მეორე როუტერიც გჭირდება, რომელსაც ან მაგთი დაგიყენებს ან შენ იყიდი, რომელზეც მერე იმ 5 კაბელს დააერთებ.

    მე მაგალითად ჩემი ძველი Linksys E2000 მაქვს რომელზეც მაგთის კაბელია პირდაპირ დაერთებული. 4 პორტი ყველა გამოყენებული მაქვს ამიტომ მეტ კაბელს ვეღარ დავაერთებ სვიჩის ყიდვის გარეშე.

    სჯობს დაურეკო მაგთის და ჰკითხო, თქვენი როუტერის დაყენების შემთხვევაში რა ფასი ექნება და რამდენ პორტიანია თქო. რამდენად გიღირს ეგ შენი გადასაწყვეტია უბრალოდ, შეგიძლია ჰკთხო ასევე შენი როუტერი რომ იყიდო და მერე დაგიერთონ, რამე პრობლემა ხომ არ იქნება თქო (წესით არანაირი პრობლემა არ იქნება)

     

     

    • Thanks 1
  23. 19 hours ago, Harmony Lines said:

    ჰელოუ ლააშ, ჰაუ არ იუ მაი ფრენდ?

    ვერი გუდ, ბრო, თენქს

    ესეიგი შემოსასვლელში კართან 3 კაბელი იყრის თავს და მაქედან ნაწილდება სხვადასხვა ოთახებში? გამოდის მანდ უნდა დაიდგას რაღაც არა ვაირელესს როუტერი გიგაბიტიანი პორტებით, რომელზეც დაერთდება სამივე კაბელი.

    რაც შეეხება ვაირელეს როუტერს, რომელიც როგორც თქვი ცენტრში უნდა დადგა, როგორ გეგმავ დაერთებას? იმ სამი კაბელიდან ერთ-ერთზე უნდა დააერთო თუ კარებთან დაყენებული როუტერიდან გამოჭიმავ მეოთხე კაბელს? ამ შემთხვევაში ვაირელეს როუტერი არ დაგჭირდება საერთოდ. შეგიძლია საერთოდ wireless access point იყიდო ამ შემთხვევაში. კარებთან დააყენებ უბრალო როუტერს (არა wifi როუტერს) რომელზეც დააერთებ access point-ს. 

    დამავიწყდა მეთქვა რომ ერთ-ერთი სერიოზული ბრენდია Ubiquiti ვაირელესს სისტემებში https://store.ui.com/collections/unifi-network-wireless

     

    მემგონი სჯობს ასე გაკეთდეს, იყიდო როუტერი 4 გიგაბიტიანი პორტით (ძალიან სასურველია თუ PoE პორტებით იქნება, ანუ მოწყობილობას დენს კაბელშივე მიაწვდის, თუმცა ესეთი როუტერის ფასი მეტი იქნება) რომელზეც დააერთებ იმ 3 კაბელს და იყიდო ასევე access point რომელსაც დააერთებ მეოთხე პორტზე ან იმ სამი კაბელიდან ერთ-ერთზე, შენი გემოვნებით.

    მგონი უფრო იაფიც დაგიჯდება და უფრო ლამაზიც გამოვა და ლოგიკური.

     

    რაც შეეხება ტექნოლოგიებს, მაგალითად შეგიძლია გადახედო Linksys-ის ვაირელეს როუტერის ტექნიკურ მონაცემებს: https://www.linksys.com/mr7500---tri-band-axe6600-mesh-wifi-6e-router/MR7500.html

    Coverage - 1,500 – 3,000 sq. ft.
    Connected Devices - 50 - 100
    MU-MIMO არის დაკავშირების ისეთი ტიპი როდესაც წყვეტა საერთოდ არააქვს, ანუ ისეა ვაირელესზე დაერთებული თითქოს კაბელით იყოს მიერთებულიო.
    OFDMA კი გამტარობას უფრო ეფექტურად იყენებს რამდენიმე მომხარებელზე. ანუ ძველ თაობებზე ეს არ იყო, მაგრამ wifi 6-ზე უკვე საჭიროა დიდი გამტარობა და  რამდენიმე მომხარებელთან ერთდროული მუშაობისთვის ამ გამტარობის ეფექტური გამოყენებისთვისა ეს ტექნოლოგია საჭირო.
    მოკლედ ეს ორი რამ Must have უნდა იყოს ხარისხიანი და სტაბილური კავშირისთვის. მერე იუთუბზეც ნახე, დეტალურად იქნება ახსნილი.
     

    TP ლინკი ცუდი არაა, თუმცა ვაირელეს კლასში Ubiquiti ლიდერია, მაღალ ხარისხიანი ბრენდია საკმაოდ. მერე Linksys როგორც Cisco-ს შვილობილი და Netgear-იც არაა ცუდი, ეგეც უშვებს ხარისხიან პროდუქციას. TP ლინკი უფრო იაფ სეგმენტზე ორიენტირებულია და სამომხარებლო დონეზე საკმაოდ ძლიერად უჭირავს თავი, მგონი ფასი წარმადობით საუკეთესოა და ეს იწვევს რეალურად დიდ სიმპატიებს რასაც TP ლინკს ვერ დავუკარგავთ. იაფია და სხვა კონკურენტულ ბრენდებთან დიდად არ ჩამორჩება. ამიტომაც ცუდი ნამდვილად არაა.

    რავი ალბათ მაინც სჯობს ფასი/წარმადობის მიხედვით იყიდო TP Link

     

     

     

     

    • Thanks 1
    • Upvote 1
  24. On 11/27/2022 at 10:35 PM, Harmony Lines said:

    ჰაი, კედლებში ჩასმულია უკვე ინტერნეტის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები ყველა ოთახში როზეტებდან გამოდის კაბელის თავები და დღეს შეკვეთა გავაკეთე მაგთის ინტერნეტის და მითხრეს რომ შენ უნდა იყიდო Wifi როუტერიო და ჩვენ დაგიყენებთო, ჰოდა დღეს ბაზარზე რომელია შედარებით ნორმალური/კარგი ხარისხის როუტერი?

    რეკომენდაციას რომელი ფირმისას გაუწევდით ან რომელ მოდელს? რა კრიტერიუმებით უნდა ავარჩიო? რას უნდა მივაქციო ყურადღება და ა.შ. მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს...

    მადლობა წინასწარ...^^

    ჰელოუ

    რამდენი როზეტი გაქვს? ანუ რამდენი კაბელი უნდა დაერთდეს როუტერზე გასათვალისწინებელია. თუ ოთხია მაშინ თითქმის უმრავლესობას ვაირელეს როუტერს 4+1 პორტი აქვს ანუ 4 მოწყობილობებისთვის, ერთი ინტერნეტისთვის. თუ 4 კაბელზე მეტი უნდა დააერთო მაშინ სვიჩის ყიდვა დაგჭირდება.

     

    რაც შეეხება დაჭერას რომ იყოს future proof შეგიძლია Wi-Fi 6E იყიდო ან 6 მაინც. ესე 20-25 ვაირელეს დივაისის მხარდაჭერა რომ ჰქონდეს. ასევე ტრენდულია მეშ ტიპის ვაირელეს სისტემა, რომელიც უფრო კერძო ორ სახლებში იქნება ოპტიმალური, ყველა კუთხე კუნჭულის დასაფარად.

    MU-MIMO და OFDMA ტექნოლოგიების მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს და ბრენდებიდან Linksys, Netgear უფრო "სოლიდური და პრესტიჟულია" თუმცა პრაქტიკულად TP-Link  ფასი/წარმადობით შეიძლება ჯობდეს კიდეც, თუ არ დატესტე ესე ჰაერზე რთულია მაინც თქმა.

     

     

     

     

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.