Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5823
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    57

Everything posted by Power_VANO

  1. აი ძველი ჰიდერი: აიღეთ აქედან რაც გამოგადგებათ ან მოარგეთ ეს აქაურ ფერებს და 465 X 100 პიქსელს არაა აუცილებელი ანიმაციები.
  2. FC BARCELONA გადმოიტანე, რატომაც არა. შენი თემების ბატონ-პატრონი შენ ხარ. რასაც საჭიროდ ჩათვლი, გადმოიტანე ყველაფერი SainT პროსერვისში თანხას აღარ ვიხდით. როცა გათიშავენ ექაუნთს, გაითიშება ეგ ფორუმიც. ისე კიდევ, აღარც წყალს გვთხოვს და აღარც პურს. სადამდეც იქნება, იყოს :)
  3. მოკლედ, ესაა ძველი ფორუმის ლინკი: http://www.overclockers.ge/old/ ან http://212.58.116.74/~overclocke/overclockers.ge/forum/ ძველი ფორუმი არის მხოლოდ წაკითხვის რეჟიმში, ვერაფერს დაპოსტავთ. თუ რამე თემას ან საინტერესო ინფოს მიაგნებთ, გადმოიტანეთ აქეთ :)
  4. BB კოდი ხელმოწერებში აიკრძალა უსაფრთხოების გამო. იგივე უსაფრთხოების გამო ავკრძალე ავატარების გარე საიტებიდან ჩასმა. ყველა ავატარს ატვირთავთ ჩვენს სერვერზე. ამით თავიდან ვიცილებთ უსაფრთხოების უამრავ პრობლემას, უპირველესად სერჩ ენჯინების პრობლემას. ამ უაზრობის გამო აღარ დავიბლოკებით.
  5. + თხოვნა მაქვს ყველასთან: პროფაილ ფილდები ჩაატიეთ ერთ ხაზში. ანუ რაც მეორე ხაზზე გადმოდის, მოაკელით ზომა ისე რომ ერთ ხაზზე დაეტიოს. ზომებს შევზღუდავ მერე.
  6. ვისაც ქართული ნიკები გქონდათ, ან ნიკის გაქართულება გინდათ, ამ თემაში დამიწერეთ რა. არ მახსოვს ყველას ზუსტად რა სახელები გქონდათ :)
  7. მოკლედ, ვისაც ვორნ ლოგი გაქვთ გასანულებელი, დაპოსტეთ აქ და ჩამოვყრი. ახალ ფორუმზე გადმოსვლასთან დაკავშირებით გლობალური ამინისტია გვაქვს :)
  8. მოკლედ, ამ ტოპიკში დაპოსტეთ წასაშლელი თემების ლინკები, რაც თქვენი სახელით დადეთ და დუბლიკატი არსებობს უკვე ფორუმზე. ფლეიმის თემაში იკარგება ლინკები.
  9. ლომსა, პოსტი შეგისწორე. სურათს ნუ აბავ გვერდზე ტექსტებს, დააჭირე Enter-ს, რა იქნება :)
  10. ძალიან სექსუალურია! თან რა ტაიმინგია...
  11. Overclockers.ge Hall of Fame Editor By Davit Dvali დღეიდან ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ გაცილებით მარტივად დააფიქსირონ თავისი შედეგები ამა თუ იმ Ranking-ში HOF Editor-ის საშუალებით. HOF Editor-ი შექმნილია დავით დვალის მიერ (იგივე HANNIBAL) სპეციალურად Overclockers.ge-სთვის. აბსოლუტურად ყველა Ranking-ისთვის არის უნიკალური გენერატორი რომელიც დაამუშავებს თქვენს შედეგს. ამ სიახლის მეშვეობით ჩვენი Ranking-ები განახლდება უფრო ხშირად, შედეგების დაფიქსირება გამარტივდება, რანკინგში შეცდომები გამოირიცხება. Overclockers.ge-ს ადმინისტრაცია Rankings Supporting HOF Ed.: CPU Overclocking Database Random Access Memory Overclocking Database 3Dmark Ranking (FUTUREMARK) EVEREST - Bechmark Fritz Chess SuperPI & Wprime HD Tach
  12. http://www.myvideo.ge/index.php?user_id=49083 პირველ ქართულ ვიდეო პორტალ MyVideo.Ge-ზე გაიხსნა OverClockers.Ge-ს არხი. არხსე განთავსებულია ვიდეო-ბითები სხვადასხვა პროდუქციის მიმოხილვის შესახებ და რაღა თქმა უნდა OC ვიდეობი რომელიც სხვასასხვაა Team-ის მიერ არის ჩატარებული. თუ გსურთ რომ თქვენი ვიდეო განთავსდეს არხზე, მაშინ ბითი აქაჩეთ რომელიმე ქართულ სერვერზე, ხოლო შემდეგ ყოველგვარი საავტორო უფლების დაცვით განთავსდება ჩენელზეც. (ვიდეოს ლინკი დაწერეთ ფორუმზე, ან მომწერეთ PM) © Dav1d_G
  13. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ და პირდაპირ გადავალ საქმეზე. ჩვენმა ფორუმელმა და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა(achibachi-მ) მომაწოდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა Folding@Home-ის ქართული გუნდი. ATi-ს დრაივერის დაყენებისას, უმეტესობას ალბათ შეგიმძნევიათ Folding@Home, თუმცა არ მიგიქცევიათ ყურადღება მისთვის... მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, არც კი დავინტერესებულვარ რა იყო ეს და არასოდეს არ "ვახარებდი", სულ ვშლიდი. ჩვენგან განსახვავებით აჩი დაინტერესდა, აქტიურად ჩაერთო პროექტში და მოგვაწოდა იდეა რომ შეგვექმნა ქართული Folding@Home-ის გუნდი. ლოგიკურია, რომ ყველას გაგიჩნდებათ კითხვა თუ რას არის Folding@Home? Folding@Home არის პროექტი, რომლის საშუალებითაც თითოეულ ჩვენგანს, სახლიდან გაუსვლელად, შეუძლია დაეხმაროს მეცნიერებს განუკურნებელი დაავადებების შესწავლასა და დამარცხებაში. Folding@Home-ში გაერთიანებულია მთელი მსოფლიო და ჩვენ, ერთად ჩვენი კომპიუტერის საშუალებით ვხდებით მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის ნაწილი, აქ ხომ მილიონობით სისტემაა გაერთიანებული... თუ დაინტერესდით პროექტით და თქვენმა "მემ" თუ გამოთქვა სურვილი იმის რომ კაცობრიობას დაეხმაროთ, მე პირადად დიდი იმედი მაქვს რომ ასეა, რადგან თითოეულ ადამიანს შინაგანად აქვს სურვილი რომ გახდეს გმირი და დამიჯერეთ ამ პროექტში ჩართული თითოეული ადამიანი გმირია, რადგან თქვენი დახმარებით ადრე თუ გვიან დავამარცხებთ დაავადებებს როგორიცაა Mad Cow (BSE), CJD, ALS, Huntington, Parkinson და ა.შ. ხოლო რამდენად სწრაფად მოხდება ეს, დამოკიდებულია თქვენზე - რაც მეტი ადამიანი შეუერთდება პროექტს, მით მალე ავისრულებთ სანუკვარ ოცნებას და დავამარცხებთ დაავადებებს, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზნი ხდებიან. მოდით ნუღარ დავაყოვნებთ, გადმოწერეთ ეს პროგრამა, დააინსტალირეთ თქვენს კომპიუტერში და თქვენთვის როგორც მოსახერხებელი იქნება ისე დააკონფიგეთ. აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენ შევქმენით Overclockers.GE-ს გუნდი, რომელშიც გავერთიანდებით ქართველები (იმედი მაქვს) ჩვენი გუნდის სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ ხოლო რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა შეუერთდეთ ჩვენს ჯგუფს, ახლავე მოგახსენებთ. ამ პროექტში მონაწილე ყველა გუნდს აქვს თავისი კოდი, ჩვენი გუნდის კოდია 184425, რომელიც თქვენს მიერ გადმოწერილ და დაინსტალირებულ პროგრამის მენიუში Team Number-ის გასწვრივ უნდა ჩაწეროთ: სახელი უნდა ჩაწეროთ User name-ის გასწვრივ, ჩვენი გუნდის ნომერი - 184425 Team number-ის გასწვრივ, ხოლო თუ თქვენ იმდენად ზარმაცი ხართ, რომ გეზარებათ ამ მარტივი პროცედურის გავლა, შეიყვანეთ უბრალოდ Team number-ში ჩვენი გუნდის კოდი 184425 და დაკლიკეთ OK. თუ თქვენი სურვილისამებრ გინდათ პროგრამის დაკონფიგება დააწკაპუნეთ სათაურზე Advanced. პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ გრაფაში ავტომატურადაა დაყენებული რეკომენდებული მონაცემები, თუ მაინც ეჭვი გეპარებათ მათ სისწორეში, გთხოვთ რომ დატოვოთ ისე, როგორც არის. ახლა მოკლედ გაგაცნობთ ამ გრაფაში არსებულ დეტალებს: * Core priority: თუ თქვენ ჩართული გაქვთ რამოდენიმე კლიენტი ან კიდევ სხვა პროგრამა რომელიც "დამალულ" რეჟიმში მუშაობს, შეიძლება დაგჭირდეთ პრიორიტეტის დარეგულირება, რადგან ეს კლიენტი თავისუფალი ციკლების მოლოდინში არ გაჩერდება, თუმცა ეს არ არის Windows პრიორიტეტის მსგავსი და გთხოვთ ნუ შეუცვლით Windows პრიორიტეტს fah კლიენტს. * CPU Usage Percent: თუ თქვენ არ გსურთ, რომ პროგრამამ გამოიყენოს თქვენი პროცესორის თავისუფალი ციკლების უმეტესობა, მაშინ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ გაუნაწილოთ ამ პროექტს პროცესორის სიმძლავრე. * Disable highly optimized assembly code: თუ შეგექმნათ პრობლემა პროგრამის გაშვებასთან დაკავშირებით თქვენი პროცესორის პროგრამასთან შეუწყობლობის გამო უბრალოდ ერთხელ დაკლიკეთ Disable-ს მარცხნივ მდებარე კვადრატში. ამის შემდეგ პრობლემა მოგვარდება, თუმცა პროგრამის ეფექტურობა შემცირდება. * Checkpointing frequency : ამის საშუალებით შეგიძლიათ აუწიოთ ან ჩაუწიოთ შესრულებული სამუშაოს დაფიქსირების სიხშირეს. * Do NOT lock cores to specific CPU: თუ თქვენ გაქვთ ორი ან მეტ ბირთვიანი პროცესორი, ამ თვისების ჩართვა საშუალებას მისცემს პროგრამას მთლიანად გამოიყენოს თავისუფალი ბირთვი, თუ დატოვებთ ისე როგორც არის, აღარ დაუფიქრდება არის თუ არა რომელიმე ბირთვი დაუტვირთავი. * Pause work while battery power is being used: ეს გამოადგება ლეპტოპების მფლობელებს, ამას თუ ჩართავთ, ლეპტოპის კვების წყაროდან გამორთვის შემთხვევაში პროგრამა შეწყვეტს მოქმედებას, ანუ დაგიზოგავთ ენერგიას. * Additional Client Parameters: ეს არის ადგილი სადაც შეგიძლიათ შეინახოთ გამოყენებული ალამი, მაგალითად: -verbosity 9 ად -advmethods. * Machine ID: ეს არის პროგრამის ID(An identity document - ინდივიდუალურობის ნომერი(დოკუმენტი)) რომელიც აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული თუ თქვენ იყენებთ ორ ან მეტ კლიენტს ერთსა და იმავე კომპიუტერში. ამით მორჩა პროცესორზე ოპტიმიზირებული ვერსიის დაკონფიგების შესახებ საუბარი. ახლა კი მოგახსენებთ იმის შესახებ თუ როგორ გაიგოთ თქვენი ან თქვენი გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედგები. მონიტორის მარცხენა კუთხეში, Taskbar-ში "ზის" Folding@Home-ის პროგრამის "ხატულა", რომელზეც მაუსის მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნების შემთხვევაში გამოვა ფანჯარა, ამ ფანჯარაში დავინახავთ "Status", მივიტანთ Status-თან თაგუნიას კურორს და გამოვა ახალი ფანჯარა რომელშიც უკვე ჩანს Team Statistic, User Statistic, My Folding და ა.შ. თითოეულზე დაწკაპუნებით მიიღებთ ინფორმაციას მის ქვეშ მოთავსებული ტექსტის შესაბამისად. თანამედროვე კომოპიუტერებისთვის კიდევ შექმნილია GPU კლიენტი, თუ გაქვთ კარგი კომპიუტერი - კარგი ვიდეო დაფით, მაშინ გადმოწერეთ Folding@Home-ის GPU-ზე ოპტიმიზირებული პროგრამა აქედან. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ეს მეორე პროგრამა გაცილებით მეტ სამუშაოს ასრულებს, ხოლო თუ რამდენჯერ მეტს - ეს უკვე თქვენ ვიდეო დაფაზეა დამოკიდებული ! სულ ეს არის ჩვენი Folding@Home-ის პროგრამა, ახლა კი გიპასუხებთ იმ კითხვაზე, რომელიც აუცილებლად გაგიჩნდებოდათ კითხვის დროს, თქვენ ალბათ გულში გაიფიქრეთ: კი, კარგია რომ ასე ერთობლივი ძალებით ვცდილობთ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ გამოდის რამე? მივაღწიეთ რამეს ამ პროგრამით? მინდა გითხრათ, რომ საკმაო წარმატებით მიიწევენ წინ მეცნიერები და რაც უფრო მეტი ხალხი გაერთიანდება ამ პროექტში, მით უფრო მალე მიაღწევენ მიზანს მეცნიერები და არამარტო მეცნიერები, ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერი ჩვენგანს გაუხარდება უკურნებელი დაავადებების საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნა, რომელიც 100 %-ით განკურნავს ავადმყოფს. დღევანდლამდე რაც კი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს მეცნიერებმა ამ პროექტის დახმარებით შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ ამით მორჩა ჩემი დღევანდელი მონოლოგი, მგონი ყველასთვის გასაგებად ავხსენი, თუ როგორ უნდა შევუართდეთ პროექტს. იმედი მაქვს გავერთიანდებით და ერთობლივი ძალებით შევუტევთ დაავადებებს. © Overclockers.GE, გიგა ჩოხელი
  14. დროებით აქ იყოს ჯიტეკის თემა და მერე იქნებ გადავიტანოთ სხვა უფრო შესაფერის ადგილას.
  15. Gitec LTD საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: თამარაშვილის ქუჩა 13ა 0162 თბილისი,საქართველო ტელეფონი/ფაქსი: (99532)913456 / 913457 / 913458 / 913459 E-mail: [email protected] ვებ-საიტი: http://www.gitec.ge _________________________________ _________________________________ ამ ფორუმზე gITec-ის წარმომადგენლებს ვთხოვ, დღეიდან, ამ თემაში პოსტონ მაღაზიის სიახლეების, ახალი პროდუქტებისა და ა.შ. შესახებ.
  16. სრულად: Windows Phone 7 @ Compinfo.ge
  17. ფორუმის წესები ფორუმი: დააფასეთ ყველანაირი ნაშრომი; ასევე, პატივი ეცით სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას - დაიცავით საავტორო უფლებები; აკრძალულია დამცინავი/შეურაცხმყოფელი პოსტები; აკრძალულია ქართული პირატული ნაწარმის ფორუმზე გავრცელება; აკრძალულია პოლიტიკური თემების გარჩევა; აკრძალულია რელიგიური თემების გარჩევა; აკრძალულია პორნოგრაფიული და უცენზურო შინაარსის მქონე თემების გახსნა, პოსტების შემთხვევეაში შეეცადეთ ცენზურა დაადოთ, სპოილერში ჩასვათ და 18+ დააწეროთ; კომენტარის გაკეთება (პოსტი): სასტიკად იკრძალება გინება და ყოველგვარი უცენზურო გამონათქვამი/სურათი/ვიდეო. ამისათვის შეგიძლია გამოიყენოთ Skype, PM, FB ან სხვა ნებისმიერი, მაგრამ არა ფორუმი; უაზრო პოსტის გაკეთება არ შეიძლება, პოსტი უნდა შეიცავდეს დასრულებულ აზრს; აკრძალულია ზედიზედ პოსტვა (FLOOD); ნუ გამოიყენებთ ტექსტის დიდ ზომას და "ჭრელ" ფერებს; აკრძალულია რეკლამა; თემის გახსნა: ტოპიკი აუცილებლად უნდა გახსნათ სათანადო ადგილას, თუ მოგივათ შეცდომა მიწერეთ განყოფილების მოდერს და ის სათანადო მოქმედებებს განახორციელებს; არ უნდა შეიცავდეს რეკლამას; არ უნდა გახსნათ ისეთი ტოპიკი რომელიც უკვე არსებობს; თემის სათაური უნდა იყოს შინაარსიანი; არ გახსნათ თემა უაზრო და არაფრისმთქმელი სათაურით (მაგ: "დამეხმარეთ" და ა.შ.); კაბინეტი ავატარი/ხელმოწერა - აკრძალულია უცენზურო ავატარის/ხელმოწერის დაყენება ავატარში/ხელმოწერაში რეკლამა (რომელიმე ვებ-საიტის და ასე შ.) მოდერის/ადმინის ქმედება და წესების სტატუსი ზემოთ მოცემული წესები შეგიძლიათ ჩათვალოთ ზოგად ჩარჩოდ. კონკრეტულ შემთხვევებში მოდერებსა და ადმინებს აქვთ ინდივიდუალურად გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუ მათი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ფორუმის საერთო წესებს. თუ კი მაღლა მითითებული წესები არ შესრულდება რომელიმე წევრის მიერ, მის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები (გაფრთხილება (ვორნი), წვდომის შეზღუდვა (ბანი) და ა.შ.)
  18. კარგი რამეა ძალიან. მაგრამ ცოტა ძვირი კი ღირს. ერთ საიტზე ვნახე 89 ფუნტი ღირდა.
  19. www.vmware.com 1960-იანი წლებიდან მოყოლებული პრაქტიკაში ბევრი ვირტუალური პლატფორმა გამოიცადა - დაწყებული IBM System/370 და IBM M44/44X დამთავრებული Parallels Desktop for Mac-ით. დღეს დღეობით ერთ ერთი და მემგონი ყველაზე წარმატებული კომპანია არის vmware - რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ დაარსეს აშშ-ში, და დღეს მათი თანამშრომლების რაოდენობა უკვე 6000 კაცს აღემეტაბა - ხოლო წლიურ შემოსავალს 2 ბილიონ აშშ დოლარს ელოდებიან 2010-სთვის. vmware გვთავაზობს ავწიოთ ვირტუალური მანქანები როგორც დესკტოპზე ასევე სერვერებზე (Blade კლასტერზეც...) Desktop software VMware Workstation პროგრამის საშუალებით შეგიძლია გაუშვა რამდენიმე ინსტანცია x86 ან x86-64 თავსებად ოპერაციულ სისტემებზე ერთი ფიზიკური მანქანით (PC). VMware Fusion იგივეა რაც VMware Workstation მაგრამ MacIntel პლატფორმისთვის. VMware Player უფასო პროგრამაა რომ პირველი ორი ამუშაო – არ შეგიძლია შექმნა – მხოლოდ უკვე გააქტიურები მანქანების გაშვება. Server software VMware ESX იგივე "ESX Server" – უმაღლესის კლასის სოფტი – დამატებითი ედონიებით – VMotion (ვირტუალური ჰოსთის შეცვლა) - Sotrage VMotion (ვირტუალური მასივის შეცვლა) - DRS - Dynamic Resource Scheduler (იყენებს VMotions - დატვირთვის ბალანსის რეგულირებისთვის) - HA - High Availability (ავტომატურად დარესტარტებს სერვერს სხვა ჰოსტში კლასტერში, სერვერის დაცემის შემთხვევაში) VMware ESXi იგივე "VMware ESX 3i" - მოჭრილი ვერსიაა წინა მორბეიდის, Service Console შეცვლილია მარტივი BusyBox-ით და სერვერშიც მცირე სივცრეს იკავებს. ESXi შეგიძლია ფლეშ დისკიდან გაუშვა. VMware ESXi ჰოსტს არ შეუძლია მენეჯირება კონსოლიდან, ყველაფერი ხდება VirtualCenter Server-იდან. VMware Server იგივე "GSX Server" - უფასო პროგრამა, როგორც VMware Player, ოღონდ სერვერებისთვის, და ვ-მანქანის აწევა შეგიძლია.
  20. მასივთან შეერთებით ტიპები Network გავლით ყველაზე მარტივი გზა თუ როგორ შევაერთოთ ცენტრალური შემნახველი მასივი არის DAS არქიტექტურა, ეს შეიძლება იყოს SAS, eSata ან USB კაბელი. მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი კონკრეტული აპლიკაცია იქნება დამოკიდებული ერთ სტორაჯზე. Q: რა უნდა გავაკეთოთ თუ გვინდა რომ ჩვენი ბაზებზე წვდომა გვქონდეს ან სხვა შენობიდან? ან სხვა ქალაქიდან? ან სხვა ქვეყნიდან? A: ამისთვის ჩვენ აპლიკაციასა (Server OS) და "შემნახველ საკანს" შორის უნდა ჩავსვათ Network (Optical Fiber ან სპლიკენძის ქსელი). ბაზარზე იაფად შევხვდებით პატარა NAS სტორაჯებს (იწყება 1 მყარი დისკიდან, საშუალოდ 4 დისკამდე), ისინი როგორც წესი SATA ინტეფესით ბოლოვდება. თქვენ ქსელს ჩვეულებრივი კაბელით (RJ45)-ით უკავშირდებით, ანიჭებთ IP-ს და ყველაფერი 5-იანზეა. NETGEAR MS2110-100NAS Storage NAS ტიპის შეერთება უზრუნველოყოფს როგორც სტორაჯს ასევე ფაილ-სისტემას. NAS იდეალურია მცირე ოფისშა და სახლში სანამ თქვენ არ გაქვთ ცალკე მდგომი სასერვერო ოთახი და 19"-იანი რეკები. მაგრამ Enterprise დონეზე, როდესაც თქვენ შეფს (ან თქვენ ხართ შეფი) ამბიცია აქვს თავის კომპანიის სიდედასა და სადაც სამუშაო ფაილებს მით მეტი და მეტი ფასი ედება და ინფორმაციის გაჟონვა უდრის მთელი წლის კრიზსს სხვა დონეზე უნდა გადაიყვანო ბაზები. SAN ტიპის შეერთება უზრუნველოყოფს მხოლოდ block-based სტორაჯს, და ფაილ სისტემის კონცენტირება ხდება კლიენტის მხარეს. საერთოდ SAN შეერთებისას საჭიროა არის 1) SAN Switch (ოპტოკურ ბოჭჯოვანი მოდულებით - SFP) 2) და ოპტიკური კაბელები (LC-LC როგორც წესი) 3) თვითეულ სერვერში Host Bus Adapter - FC გამოსასვლელით. შესაბამისად ეს ინფრასტრუქტურა ძვირი სიამოვნებაა - მაგრამ - საიმედოობა ფული ღირს.... IBM TotalStorage DS4700 SAN Switch-იდან განაწილება კლასტერის აწევა SAN Storage (IBM DS4800) <div align='center'>ორი კონტროლერი სტორაჯში (2x2 პორტიანი) + თვითოეულ სერვერში 2 ცალი 1 პორტიანი HBA </div>
  21. ავტორი - მიშა დღესდღეობით Networking ერთ-ერთი ყველაზე მძინარა განყოფილებაა. ვეცდები ცოტა გამოვასწორო ეს სიტუაცია და ამისთვის გთავაზობთ ინტერნეტის ისტორიას, მოდერატორს კი ვთხოვ თემას გადახედოს და შეცდომები გაასწოროს... 1. რა იყო ინტერნეტამდე? ინტერნეტის "დაბადებამდე", 1950-იან წლებში საკომუნიკაციო ქსელების უმეტესობა მხოლოდ ერთი სადგურის რამდენიმე კომპიუტერის დამაკავშირებელი იყო, ანუ ახლებური ენით რომ ვთქვათ, Local Network. მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ერთ დიიიიიიდ კომპ. სადგურს ჰქონდა მთავარი კომპიუტერი, სახელწოდებით "mainframe" და პატარ-პატარა, მასზე დაქვემდებარებული კომპიუტერები. 2. სამი ტერმინალი კომპიუტერების რეალური სიმბიოზის პირველი მომხრე და სულისჩამდგმელი J.C.R. Licklider-ი აღმოჩნდა, რომელიც 1962 წელს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მოწინავე კვლევების საპროექტო სააგენტოს (Department of Defense's Advanced Research Projects Agency, შემოკლებით DARPA) თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ სააგენტოში ლიკლიდერმა კომპიუტერული კვლევების განყოფილება დააარსა სამი მუშა ტერმინალით, რომელთაგან ერთი სანტა მონიკაში, მეორე კალიფორნიის უნივერსიტეტში, ხოლო მესამე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში განთავსდა (MIT). სამი ტერმინალი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ფაქტობრივად ეს გახლდათ პირველი რეალურად ფართომასშტაბიანი ქსელი. ცხადია, როგორც თავდაცვის დეპარტამენტის პროექტს, "სამ ტერმინალს" სამხედრო დანიშნულება ჰქონდა - თუკი დაიწყებოდა ატომური ომი და რომელიმე ქალაქი აფეთქდებოდა, ინფორმაცია სწრაფად უნდა გადაცემულიყო დანარჩენ ტერმინალებში... 3. ARPA შემდგომში ინტერნეტის სახელი უკვე რობერტ ტეილორს დაუკავშირდა - DARPA-ს ინფორმაციის გადამუშავების განყოფილების უფროსს. მან და MIT-ს სპეციალუსტმა ლარი რობერტსმა შექმნეს "Packet Switching" ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი ქსელი - ARPANET, რომელიც 1969 წლის 29 ოქტომბერს აამოქმედეს. თავდაპირველად იგი მხოლოდ 2 კავშირის ობიექტს შეიცავდა, თუმცა შემდეგ კიდევ 2 დაემატა, 1981 წლისთვის კი ARPANET-ში უკვე 213 ობიექტი იყო გაერთიანებული. ARPANET-ის მთავარი ნაწილი IMP (Interface Message Processor) გახლდათ, რომელიც პასუხისმგებელი იყო Packet switching-ზე. სურათზე თქვენ ერთ-ერთ IMP-ს ხედავთ. 4. X.25 ARPA-ს კვლევებზე დაფუძნებით ინტერნაციონალური ტელეკომუნიკაციების გაერთიანებამ (ITU) შექმნა ქსელი "X.25". მისი სისტემური წრედები ჩვეულებრივი სატელეფონო ქსელის იდენტური იყო. 1974 წელს X.25-ის ბაზაზე შეიქმნა ბრიტანული "JANET". 1978 წლისთვის იგი გაიზარდა და კანადა, ჰონგ-კონგი და ავსტრალია მოიცვა. ARPANET-ისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ სამხედრო ქსელი იყო, X.25-ი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. თავდაპირველად მისი ერთადერთი ფუნქცია "Telemail" გახლდათ. 5. უნიფიკაცია ცხადია არ შეიძლებოდა ამდენი ქსელის ერთად არსებობა საერთო სტანდარტის გარეშე, ამიტომ ცხადია მცოდნე ხალხი ( ) ინტენსიურად მუშაობდა ამ საკითხზე და 1974 წელს შექმნეს კიდეც Specification of Internet Transmission Control Program - ქსელთაშორისი გადაცემის პროგრამის სპეციფიკაცია, ანუ TCP, აბრევიატურაში გამოყენებული სიტყვა "Internet" კი შემდგომში საზოგადო სახელი გახდა. ოდნავ მოგვიანებით TCP დაიხვეწა, მიემატა IP და 1982 წელს შეიქმნა TCP/IP პროტოკოლის ქვეშ გაერთიანებული ქსელი. ახალმა ქსელმა მოიცვა ARPANET-იც, ხოლო სამხედროებმა მიიღეს თავიანთი დამოუკიდებელი ქსელი - "MILNET". ქვედა სურათზე თქვენ ხედავთ 1982 წლისთვის არსებული ქსელის მიახლოებით სქემას: 1986 წლისთვის ქსელი კიდევ უფრო გაიზარდა, MILNET-ი და კიდევ რამდენიმე მცირე ქსელიც მოიცვა: 1990-იანების დასაწყისში როუტინგის EGP პროტოკოლი BGP პროტოკოლმა შეცვალა, 1992 წელს აშშ-ს კონგრესმა მოქალაქეებს ინტერნეტის კომერციული მიზნებით გამოყენების ნება დართო. 6. WWW ინტერნეტი გაიზარდა, გაზიბზიბდა და საჭირო გახდა მასში შემავალი ინფორმაციის მოწესრიგება. საამისოდ შექმნეს პროტოკოლები Gopher, WAIS და FTP Archive, მაგრამ მათ არ გაამართლეს, რადგან არ ჰქონდათ ყველა არსებული მონაცემთა ტიპების მხარდაჭერა. მათზე იღბლიანი აღმოჩნდა პროგრამა-ბროუზერი "MosaicWWW", რომელმაც შეძლო ყველანაირი ინფორმაციის გაერთიანება და მოიპოვა პოპულარობა (1993წ.). სურათზე ბროუზერის სქრინშოტს ხედავთ. სამწუხაროდ არც ის აღმოჩნდა დღეგრძელი, 1994-ში იგი Netscape Navigator-მა შეცვალა, მაგრამ ტერმინი "www" სამუდამოდ დარჩა გამოყენებაში. 7. საძიებო სისტემები რათქმაუნდა ფაილების სისტემების მოწესრიგების გარდა საჭიროების შემთხვევაში მათი მოძებნის აუცილებლობაც არსებობდა. საამისოდ საძიებო სისტემები შეიქმნა. პირველი მათგანი WebCrawler იყო (1994). მსურველებს შეგიძლიათ კვლავ ისარგებლოთ მისი მომსახურებით - webcrawler.com . ვებქრაულერს 1995 წელს მოყვა Altavista (altavista.com) და Yahoo. Google - გუგული დეიდა (© Blaster) კი შედარებით ახალია - 1998. აი ასე, თანდათანობით 1960-იანებიდან მოვედით დღემდე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი მონა-მორჩილი მიხეილ რ. :rolleyes:
  22. დღევანდელ დღეს ხშირია შეკითხვები თუ რამდენ ბირთვიანი პროცესორი გვინდა ამა თუ იმ თამაშისთვის და რა სიხშირის პროცესორი გვჭირდება, გვაინტერესებს თუ როგორი კონფიგია საჭირო იმისთვის რომ ,,გაქაჩოს'' ყველა ამა თუ იმ წლის თამაში, Intel და AMD გვთავაზობენ დიდ არჩევანს: ორბირთვიან,სამბირთვიან და ოთხბირთვიანი პროცესორები სიხშირით 2400 - 3330GHz.ამ თემაში დავეხმარები იმათ ვისაც ვერ გადაუწყვეტია როგორი მონაცემების კომპიუტერი უნდა ააყწოს და როგორი პროცესორი უნდა ქონდეს ამ კომპიუტერს , სატესტო კონფიგურაცია: პროცესორი: Intel Core 2 Quad Q6600, 2.4 GHz, 1.3v, L2 2 x 4 MB, FSB: 1066 Mhz (Kensfield, G0); დედა-დაფა: GigaByte GA-X38-DS4; პროცესორის გაციების სისტემა : Zalman VF 9700 LED (~1000 ბრუნვა/წუთში); ოპრეატიული მახსოვრობა : 4 x 1024 MB DDR2 Hynix (Spec: 800 MHz / 5-5-5-15-2t / 1.9 V); მყარი დისკი: SATA-II 500 GB, WD 5000KS, 7200 ბრუნვა/წუთში, 16 MB; გამშვები: IDE DVD RAM & DVD±R/RW & CD±RW Pioneer DVR-109; ვიდეოდაფა: MSI GeForce GTX 275 896 MB (666/1476/2230 MHz); კორპუსი: ATX CoolerMaster Centurion 590 ; მონიტორინგი: Zalman ZM-MFC2; კვების ბლოკი: FSP Epsilon 700 W (120-მმ); მონიტორი: 24" BenQ V2400W (Wide LCD, 1920x1200 / 60 ); პროგრამული უზრუნველყოფა: RivaTuner 2.24; ოპერაციული სისტემა Windows Vista Ultimate Edition x86 SP2; ვიდეო დაფის დრავიერი ATI Catalyst 9.8 და NVIDIA Display Driver 190.62. კორპუსზე დამატებით მიმაგრებულია ც 120მმ იანი გამგრილებელი GlacialTech, 1000ბრუნვა წუთში, გვერძე + 2 გამაგრილებელი 1000ბრუნვა წუთში, ზევიდანაც კიდევ 2 გამაგრილებელი 1000ბრუნვა წუთში. ინსტრუმენტები და გატესტვის მეთოდი Call of Juarez, Crysis (gpu_test / cpu_test), Crysis Warhead (ambush / frost), Devil May Cry4 (scene1), Far Cry 2 (ranch small), Lost Planet: Colonies (area1), Tom Clancy's H.A.W.X. и World in Conflict: Soviet Assault - გაიტესტა თამაშის ბენჩმარკით. Call of Duty 4: Modern Warfare, Left 4 Dead и Stalker: Clear Sky გაიტესტა თამაშების დემოს ჩამწერით. Cryostasis, PT Boats: Knights of the sea и X3: Terrain Conflict გაიტესტა თამაშების დემოს ჩამწერით. Armed Assault 2, Assassins Creed, Battle station: Pacific, Brothers in Arms: Hell's Highway, Clive Barker's: Jericho, Colin McRae: Dirt, Dead Space, Demigod, Fallout 3: The Pitt, FEAR 2: Project Origin, Gears of War, Ghost Recon: Advanced War fighter 2, Gothic 3: Forsaken Gods, Grand Theft Auto 4, Kane & Lynch: Dead Men, Mass Effect, Mirrors Edge, Need for Speed: Pro Street, Oblivion: Shivering Isles, Prince of Persia, Race Driver: GRID, Sacred 2: Fallen Angel, Supreme Commander, The Chronicles of Riddick: Assault on Dark Athena, The Witcher, Tomb Raider: Underworld, Total War: Empire, Velvet Assassin, и Warhammer 40000: Dawn of War 2 გაიტესტა პროგრამით FRAPS v2.9.6 build 7637. ყველა თამაში დაფიქსირდა min и avg FPS. ბენჩმარკში და დემოებში , min fps დაფიქსრიდა FRAPS ის საშუალებით. თამაშები გაიტესტა 1680х1050 გაფართოებაზე . VSyncი ტესტის დროს იყო გამორთული. როგორც ვთქვით გასატესტად ჩვენ ავიღეთ Intel Core 2 Quad Q6600. 2 და 3 ბირთვის ემულაციისთვის ჩვენ დაგვჭირდა გაგვეთისა ბირთვი ოპერაციული სისტემიდან, არსებობს 4 ვარიანტი ბირთვის გათიშვის : 1.Task Manager_იდან , . 2. კონფიგურაცია (გამოძახებით msconfig), 3. პროგრამა CPU Control ის მხარდაჭერით. 4. bcdedit_ის მხარდაჭერით ( boot.iniს ანალოგი ფაილი Windows XP_ში), Windows Vista),გამოძახებით : bcdedit /set {current} numproc 2 (4). სისტემის გადატვირთვის შემდეგ იმუშავებს იმდენი ბირთვი რამდენსაც ჩვენ მივუთითებთ , ტესტის დროს Core 2 Quad Q6600ს გავუთიშეთ 2 ბირთვი. გატესტილი იქნა : Crysis (cpu_test), Crysis Warhead (cargo flythrough), Far Cry 2 (ranch small) და World in Conflict. ტესტი გაიარა 1280х1024 გაფართოებაზე. კონფიგურაცია N1: (Phoenix) პროცესორი: Intel Core 2 Quad Q6600 2400 @ 3200 MHz; დედა-დაფა: GigaByte GA-X38-DS4; ოპერატიული მახსოვრობა: 4 x 1024 MB DDR2 Hynix (Spec: 800 MHz / 5-5-5-15-2t / 1.9 V); ვიდეოდაფა: GigaByte Radeon HD 4870 512 MB 750/3600 @ 840/4000 MHz. კონფიგურაცია N2: (Rodyanin) პროცესორი: Intel Core 2 Duo E6420 2130 @ 3200 MHz; დედა-დაფა: ASUS COMMANDO; ოპერატიული მეხსიერება: 4 x 1024 MB DDR2 Hynix (Spec: 800 MHz / 5-5-5-15-2t / 1.9 V); ვიდეოდაფა: HIS Radeon HD 4870 512 MB 810/4000 @ 840/4000 MHz. Crysis (CPU-TesT) DirectX9, (AA)2, (AF)0, ყველა მონაცემი (Hightზე) Crysis Warhead (cargo flythrough) DirectX9 (AA)2 (AF)0, ყველა მონაცები (Hightზე) Far Cry 2 (ranch small) DirectX 9.0, (AA)2, ყველა მონაცემი: (Very Hight_ზე) World in Conflict: Soviet Assault DirectX 9.0 (AA)4,(AF)16, მონაცემები: Hight,VeryHight, 2400 MHz - FSB 300x8 - DDRII 900 MHz 2800 MHz - FSB 350x8 - DDRII 840 MHz 3200 MHz - FSB 400x8 - DDRII 800 МHz 3600 MHz - FSB 450x8 - DDRII 900 MHz 3DMark 06 1280х1024,DirectX 9.0, (AA)0, (AF) 0,VS Profile 3_0, PS Profile 3_0. 4ბირთვი 3ბირთვი 2ბირთვი როგორც ცნობილია 3DMark 06_ის ტესტები 100% ტვირთავს ყველანაირი ბრითვის მქონე პროცესორებს, ეს არის 2 ბირთვი 3 და 4, როგორც დიაგრამაში ჩანს 4ბირთვის დატვირთვამ შეადგიან 75%,3 ბირთვის დატვირთვამ შეადგინა 85,1%, 2 ბირთვის დატვირთვამ შეადგინა 92,9%, ამ ტესტებში ჩანს რომ 4 ბირთვიანი პროცესორი 25% სწრაფია ვიდრე 3ბირთვიანი, 3 ბირთვიანი პროცესორი 75% სწრაფია 2 ბირთვიანზე, 4 ბირთვიანმა პროცესორმა სიხშირით (2400MHz) აჩვენა 12% ით მეტი სიჩქარე ვიდრე 2 ბირთვიანმა სიხშირით 3000MHz, ხოლო 3 ბირთვიანმა პროცესორმა მინიმალური სიხშირის მუშაობაზე 5%, აჯობა ორბირთვიან პროცესორს (სიხშირე თავისი). 3DMark Vantage 1280х1024,DirectX 10.0, (AA)1, (AF)1, All Perfomance, 1:2 4ბირთვი 3ბირთვი 2ბირთვი 3DMark Vantage მ მეტად ძლიერად დატვირთა პროცესორის ბირთვები ვიდრე 3DMark 06 ტესტებმა, საშუალო დატვირთვა 4 ბირთვიანის იყო 83,2%, სამბირთვიანის 89,8%,ორბირთვიანის კი 92,6%, 4ბირთვიანმა პროცესორმა (სიხშირით 2400MHz) 39% ით აჯობა ორბირთვიან პროცესორს (მუშაობის სიხშირე 3600) და ასევე 5,5% სწრაფი აღმოჩდა 3 ბირთვიან პროცესორზე (სიხშირე 3200MHz). Armed Assault 2 DirectX 9.0,(AA) 4,(AF) 16, მონაცემები:Max,Hight,Norm, 4ბირთვი 3ბირთვი 2ბირთვი 4ბირთვიანის დატვირთვა:43,7% 3ბირთვიანის დატვირთვა:56,1% 2ბირთვიანის დატვირთვა:77,2% 2ბირთვიან პროცესორს არ გაუჭირდება ამ თამაშის გაშვება : ) Assassins Creed DirectX 10.0, (AA)2,ჩრდილები 3,ეფექტები 3, გრაფიკის ხარისხი 3, დეტალიზაცია 3. 4ბირთვიანი 3ბირთვიანი 2ბირთვიანი დატვირთვა 4 ბირთვი:46,5% დატვირთვა 3 ბირთვი:54,6% დატვირთვა 2ბირთვი:74,3% თუ თქვენ გადაწყვეტთ რომ იყიდოთ ორ ბირთვიანი პროცესორი მოგიწევთ OC 3600MHz მდე, 3 ბირთვიანი პროცესორისთვის საკმარისია 2800MHz 4 ბირთვიანი პროცესორისთვის საკმარისია 2400MHz Battle station: Pacific DirectX 9.0,(AA)4, მონაცემები:Hight, 4ბირთვი 3ბირთვი 2ბირთვი თამაში Battle station: Pacific ოპტიმიზირებულია 4 ბირთვიან პორცესორზე, მაგრამ როგორც ვხედავთ არც 2 ბირთვიანი პროცესორი იღებს ცუდ შედეგს, 4 ბირთვის დატვირთვა:33,1% 3 ბირთვის დატვირთვა:46,4% 2 ბირთვის დატვირთვა:67,4% ამ თამაშის სათამაშოდ შეგვიძლია ვიყიდოთ 2 ბირთვიანი პროცესორი. Brothers in Arms: Hell's Highway DirectX 9.0,(AA) 0 მონაცემები:All Very Hight 4ბირთვი 3ბირთვი 2ბირთვი Brothers in Arms: Hell's Highway შესანიშნავია 4 ბირთვიან პროცესორისთვის 4ბირთვიანი პროცესორის დატვირთვა:51,8% 3ბირთვიანი პროცესორის დატვირთვა:67,2% 2ბირთვიანი პროცესორის დატვირთვა:88,7% მიზანშეწონილია 4ბირთვიანი პროცესორი, მაგრამ 2 ბირთვიანზეც ვითამაშებთ. Call of Duty 4: Modern Warfare DirectX 9.0,(AA) 4,(AF)16, მონაცემები:all option ON, Hight,Max, 4ბირთვი 3ბირთვი 2ბირთვი როგორც ვეხავთ Call of Duty 4: Modern Warfare ოპტიმიზირებულია 4ბირთვიან პროცესორებზე, 4 ბირთვიანი პროცესორის დატვირთვა:45,9% 3 ბირთვიანი პროცესორის დატვირთვა:61,4% 2 ბირთვიანი პროცესორის დატვირთვა:83,8% Chibo
  23. ეგენი არ ითვლება :P
  24. წაიკითხეთ ჩემი პოსტები კაცო, უბრალოდ ყველა თემას ორიგინალი ავტორი მიაწერეთ ბოლოში, რასაც გადმოიტანთ. და მერე მე დავუვლი და დავცვლი ავტორებს :)
  25. ორიგინალი ავტორი მიაწერეტ ხოლმე თემას რომ მერე დავიარო და დავცვალო ავტორები.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.