Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5823
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    57

Everything posted by Power_VANO

  1. ზოგ ახალ როუტერზე, დიდი ზომისები რომაა საკმაოდ, შავი ფერის, იუზერი არის admin და პაროლი აწერია ქვემოდან, სერიული ნომერია მგონი 8 სიმბოლო.
  2. HWBOT-ზე Intel Open Overclocking Championship-ი მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობა და მოგებაც ყველას შეუძლია! თამაშდება ფულადი პრიზები და 12900K პროცესორები. იქსტრიმ ლიგა გამოთიშულია თან.
  3. @STI-228 დეკლარირება წინასწარვე შეგიძლია გააკეთო, თუმცა რომ ჩავა მერეც შეგიძლია. მთავარია მალევე გააკეთო დეკლარაცია გამოგზავნიდან, რომ არ შეფერხდეს აქ მერე საბაჟოზე. დეკლარაციაში უთითებ მხოლოდ ნივთის თანხას, შიპინგის გარეშე. როცა არცერთი კატეგორია არ მიესადაგება, "სხვადასხვა მზა ნაწარმი" შეგიძლია აირჩიო. თანხის გადახდა როგორც გაგიხარდება - ინტერნეტ ბანკი, ონლაინ გადახდა მაგათივე საიტიდან ბარათით და ა.შ. ყველა შემთხვევაში ცოტა საკომისიო მიაქვს ბანკის ოღონდ. საკომისიოს გარეშე თუ გინდა შევსება, Space-ით შეავსე.
  4. ასევე კარგი იქნება თუ დაგვიწერ კონკრეტულად რა პარამეტრებს ცვლი. ზოგადად, როცა სიხშირეს უმატებ, საჭიროა ძაბვის გაზრდაც, სტაბილურობისთვის. ერთი შეხედვით - 5.0 გჰც-ზე შენი პროცესორი არასტაბილურია და რომ გავიგოთ რატომ, მეტი ინფორმაცია გვჭირდება.
  5. iPhone_ს ერთი რამ, რაც ძალიან კარგი აქვს, არის აფდეითები. პირველ SE-ს და 6s-საც კი აძლევენ iOS 15-ს. 2017 წლიდან მაქვს iPhone 8 და კმაყოფილი ვარ ნამდვილად. იქსფირიენსი 8-ზეც და 12-ზეც და 13-ზეც ფუნდემენტურად იგივეა, თუმცა, გასაგებია, რომ ახლებს აქვთ ბევრი პლიუსი უკვე - იქ კამერა, AR, სიჩქარე, უკეთესი ეკრანი, ბატარეა... ანდროიდზე მსგავსი იქსფირიენსის მისაღებად ალბათ მხოლოდ გუგლის დევაისებზე უნდა შეჯდე და იქაც არ ვიცი, ამდენწლიანი საფორთი აქვთ დევაისებს?
  6. და ამ დროს iPhone 13-ის პრეზენტაციის დემო ვიდეოში პირდაპირ მოტოციკლზე ამაგრებს ტიპი ტელეფონს
  7. Tapatalk-ს პრობლემა აქვს ფორუმის ახალ ვერსიაზე ჯერჯერობით. იმედია მოგვარდება. მობილური აპლიკაციების ლინკები განვაახლე აქ: Overclockers GE-ს მობილური აპლიკაცია - Overclockers GE - Because Speed Matters თუმცა, მწარმოებელი Invision ამბობს, რომ დეველოპმენტი დააპაუზეს დროებით მობაილ აპპებზე, რადგან ახალი ვერსია, 4.6 mobile-first იდეოლოგიით გააკეთეს და ბრაუზერებშიც კარგად მუშაობს.
  8. @KetiSilagava არ იფიქროთ, რომ ვერ ვამჩნევთ თითქმის ყველა პოსტში სხვა კომპანიის პროდუქტების ბმულებს პოსტავთ. მესმის, რომ Overclockers GE-ს კარგი ფეიჯრანკი აქვს და ღირებულია ჩვენგან დალინკვა, მაგრამ უფასო რეკლამა აქ აკრძალულია. უსაფრთხოების სისტემების ტოპიკში დაგილინკეთ რეკლამის პირობები.
  9. @KetiSilagava რეკლამას ჩვენთან თავისი ფორმა და წესები აქვს, პოსტი დაგირედაქტირეთ, ბმულები წავშალე. გთხოვთ, მომავალში შეუთანხმებელი რეკლამისგან თავი შეიკავოთ:
  10. LG G1, არა? ახალი ევო პანელები რომ დაარეკლამეს. რამე საოცარი წინსვლა არაა ნამდვილად. ცოტათი უკეთესი არის, მაგრამ 1000 ნიტსამდეც არ ასულან: https://www.rtings.com/tv/reviews/lg/g1-oled ახალ Sony A90J-საც იგივე აქვს თითქმის.
  11. კი, მეც მგონია, რომ ინფინიტ კონტრასტის გამო აღიქმება სხვანაირად. ამას რომ ეჩვევი, მერე LCD-ზე True Black-ის არარსებულობა უკვე ძაან ცუდად ხვდება თვალს თუმცა ხო, ოლედს ფიზიკურად არ შეუძლია ისეთი სიკაშკაშე ჰქონდეს, რაც სხვა პანელებს. აი ახლა მაგ შედარების ვიდეოსაც გააჩნია სად უყურებ ხო? ახლა რომ IPS-დან ვუყურებ სხვანაირად აღიქმება და მერე OLED-ზე რომ ვნახო, დარწმუნებული ვარ, იქ საერთოდ სხვანაირი იქნება. ლაივში უნდა ნახო და თან გარკვეული დრო თვალი მიაჩვიო ალბათ, რომ ზუსტი შეხედულება ჩამოგიყალიბდეს, როგორი გამოსახულება გირჩევნია. ძალიან ინდივიდუალური მგონია. ალბათ მართლა მინი და მიკროლედები იქნება, რაც დააბალანსებს და ორივე მხრიდან საუკეთესოს მოგვცემს.
  12. არაა ნამდვილად რეალ ლაიფში დიდი მინუსი ეგ და იმიტომ. LG CX რამდენი ხანია მაქვს და არაა ნამდვილად დიდი მინუსი, რომ სიკაშკაშე იმდენი არ აქვს, რაც სტანდარტულ LCD-ს ან QLED-ს. სავსებით საკმარისია ის სიკაშკარე ბნელ სცენებშიც კი, რაც აქვს და იმდენად კარგი ჩვენების ხარისხია, რომ ამის მერე სხვა რამის ყურება აღარ გინდება კინოში წასვლაზე აღარ ვლაპარაკობ, IMAX-საც კი დასცინებ მე მგონია, რომ LCD გვაჩვევს, ბნელ სცენებში ზედმეტ სინათლეს და რეალურად, როცა OLED-ს უყურებ, სულაც არ გჭირდება ეგ ზედმეტი სიკაშკაშე და სინათლე. გაცილებით უკეთ აღქმადია OLED-ზე ბნელი სცენები.
  13. https://www.ebay.com/itm/302710972680?hash=item467afae108:g:KdIAAOSw-YRgATeI https://www.ebay.com/itm/284074245138?epid=15011368126&hash=item422424fc12:g:2gAAAOSwDwNfqSze:sc:ShippingMethodStandard!19720!US!-1
  14. პმ მოგწერე მეილი, რაც გაქვს საიტზე. ნახე აბა მაგას თუ წერ.
  15. ხელახლა უნდა გავაკეთო ეგ. აფგრეიდის მერე აღარ მუშაობს ძველი.
  16. მომწერე იუზერნეიმი და გინახავ მეილს
  17. ხელახლა უნდა გავაკეთო. ძველი აღარ მუშაობს ახალ ვერსიაზე.
  18. ახალ ვერსიაში მეილებით ლოგონია პრიორიტეტული უსაფრთხოების გამო. პმ მოგწერე მეილი, რაც გამოყენებული გაქვს ექაუნთზე. ენაუნსმენთშიც უნდა დავწერო.
  19. +1 CDKOffers-ს. Office-ის ლიცენზიებიცაა მანდ.
  20. პოსტები, ლაიქები, follow-ები და ა.შ. დავწერ მაგასაც დეტალურად როგორაა ახალ ვერსიაში.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.