Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5820
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    57

Everything posted by Power_VANO

  1. ნუ გასაგებია ე.ი. უბრალოდ ოვერქლოქერებმა დაუდევრობა გამოიჩინეს და ძაბვებში არ გაფრთხილდნენ + ზოგთან აბლათ იმ PLL ძაბვებმაც ითამაშა გარკვეული როლი, შეიძლება მაზერი AUTO-ზე ზემოთ წევდა ძაბვებს ოვერქლოქისას. Anub1S ანუბ E8600 რამდენი ნანომეტრია მერე აბა რაც უფრო მცირდება ტექნოპროცესი, მით უფრო მცირდება მაქს. დასაშვები ძაბვებიც. ჰაერზე რომ გაუდეს სენდის დიდი ძაბვები იმიტომაც მოკვდა. დიდ ძაბვაზე კარგი გაგრილებაა საჭირო ყოველთვის. ალტას კიდევ სენდი ექნება დაახლოებით ასეთ ფასში: პროცის ფასი X 1.18% + ცოტა ალტას მოგებაც. ანუ აუცილებლად დღგ დაემატება და ცოტაც ზემოდან რა.
  2. ზარატული მაგარი როჟაა Starcraft-ს და განსაკუთრებით WoW-ს ძალიან საინტერესო ე.წ. Lore აქვთ, დაჯდები კაცი და სიამოვნებით წაიკითხავ ახალ სტარკრაფტს მეც ვთამაშობ ხოლმე. როცა თავისუფალი დრო მაქვს, დღეში 1 მისიას 15 თუ 16 ცალი მაქვს დახურული.
  3. ჰოოო, მაშინ ვეძიებდეთ და ვპოვებდეთ! აი ეს დაწერა მაგ ჰაზანმა ქვემოთ. გასარკვევია სხვა შემთხვევებზე როგორ მოხდა. შეიძLება მაზერებშია გაპარატული შეცდომა აწყობისას და ბექპლეიტებზე ამოკლებს მართლა.
  4. მოიცათ, მოიცათ იმ უცხოელებს ფაინალ სემპლები არ აქვთ ხომ? გასაყიდად გუშინ გამოვიდა სენდი. ე.ი. იმათ აქვთ საინჟინრო სემპლები, ასე არაა? Engineering Sample, ES პროცები. ES პროცი დასაშვებია კიდევაც რომ ბრაკი იყოს, მაგაზე არანაირი გარანტია არ ვრცელდება. თუ არადა, როგორც ზურამ დაწერა, მემორი კონტროლერის სიკვდილს გავს ეგ. გათხრიდნენ კონტროლერს მაღალ ძაბვას და... იგივეს 20 წამში ახლანდელ i5/i7-ებსაც უპრობლემოდ დამართებთ სურვილის შემთხვევაში.
  5. ჰოო, აი ეგ კი აღარ მიფიქრია :D
  6. მდაა... ნე**ია სებე, bandwidth :)
  7. და რამდენზე აგყავს ახლა სოსო წყალზე? თუ ძალიან საჭიროება არ მოითხოვს, IMHO ახლა ვისაც მეტნაკლებად ჰაი-ენდი ნეჰალემი აქვს, ვთქვათ 860, იმათთვის დიდად მომგებიანი არაა სენდიზე გადასვლა. i5 750-იდან უფრო OK. აქ კიდევ შეიძლება ვთქვათ ძველი სისტემა კარგ ფასში გაყიდო, მაგრამ მეორე საკითხია 930-ს როგორ გაყიდი. ფინანსურად წაგებაში რომ არ იყო რა. თან 2600K-ს ნაღდად არ აქვს 100$-ით მეტი არაფერი 2500K-ზე. HT კიდევ იმჰო მაგდენი არ ღირს. მაგრამ მეორეს მხრივ ის HT მარკებში კარგ ქულებს იღებს მოკლედ, IMHO, შენთვის სენდი ახლა არის დაუნგრეიდი. ყველა ვარიანტში სჯობს 2011-ს დაუცადო. 2011 გამოვა და ხომ იცი, ყველა ვარიანტში უკეთესი იქნება ახლანდელ სენდიზე სარაზგონოდაც და ისეც, raw power-ში. თუ მაინცდამაინც, საბენჩაოდ, 2500K და მაზერი შეიძლება დაითრიო ოპერები რაც გაქვს წავა იქაც. იბენჩავებ, ქულებს დაიწერ და მერე აქ კაი ფასში გაყიდი :)
  8. კაცო ნუ ურევთ თქვენ ექსტრიმ რაზგონს ჰოუმ რაზგონში სენდის 1155 სოკეტი ექტრემალებისთვის რომ არაა გამოსული ყველამ ვიცით მშვენივრად. მაგრამ სახლის OC-სთვის მშვენიერია, არაექტრემალური იუზერებისთვის. ნუბური ოვერქლოქინგი და ეგაა - კამფეტ ექსტრიმისთვის გამოვა 2011 westsider მაქსიმუსაზე ამბობ ხო? მეორე კომპში მუშაობს ისევ ჩემთან, დაუღალავად. მართლა პირუტყვი მაზერებია. საერთოდ, ყველაფრის წარმოებას კულტურა და წარსული სჭირდება. აი მე EVGA-ს მობო მაქვს ხო. ცუდი არაა, ვერ იტყვი მაგას, მაგრამ ამერიკული მასლ ქარივითაა რაღაც... აკლია ის წარსული, კულტურა, გამოცდილება რაც იგივე ASUS-ს აქვს მაგალითად და თავის მაზერებში დებს. იგივე მაქსიმუსა მაგალითად - მაზერმა მასიამოვნა ბოლომდე. ეს P55 FTW მეძავს გავს, რომელსაც გახერხავ მაგრამ ბოლომდე ვერ გასიამოვნებს კი, შეასრულებს საქმეს, მაგრამ რაღაც ცოტას გაკლებს რა :D
  9. იქნებ არ გჭირდება მაინცდამაინც კრიზისის თამაში თუ დიდად არ გეიმერობ, სენდის ინტეგრირებული ვიდეო მშვენიერი ვარიანტია. + QuickSync-ს აქვს მუღამი, ვიდეო კონვერტირებაში რულავს.
  10. ამ ეტაპზე კი. თუმცა Lucid-ი დრაივერს გვპირდება რამდენიმე კვირაში და დესკტოპზეც გვექნება Switchable graphics http://www.anandtech.com/show/4113/lucid-enables-quick-sync-with-discrete-graphics-on-sandy-bridge მერე მოძოვენ ბალახს ერთად T ვერსიის i3 არცაა საერთოდ მგონი სიაში. თან T ვერსია არის დაბალი ენერგომოხმარების ვერსია. i3-ები ამ ეტაპზე ყველა დაკეტილი პროცებია, ოვერქლოქის შესაძლებლობებს მოკლებული. i3-ები ამ ეტაპზე ყველა დაკეტილი პროცებია, ოვერქლოქის შესაძლებლობებს მოკლებული.
  11. იყო, იყო სენდისთან ერთად ისწავლა ნელ-ნელა :D
  12. ალბათ. ახლა ჯერჯერობით არ დევს არც ნიუეგზე, არც ამაზონზე. თან ანონსი უკვე იყო, ტესტებიც დაიდო მე უფრო ველოდები Z68 ჩიპსეტს. P67-ზე და H67-ზე პატარა "ჩეპეა" H67-ზე შეგიძლია ინტეგრირებული გრაფიკა გამოიყენო, მაგრამ CPU-ს ვერ გაუკეთებ ოვერქლოქს, მარტო RAM-ი შეგიძლია ქლოქო. P67-ზე კი პირიქით, ოვერქლოქინგში გზა ხსნილია, მაგრამ ინტეგრირებულ ვიდეოს ვერ იყენებ, იძულებული ხარ დისკრეტ GPU გქონდეს თუ მინდა, რომ ოვერქლოქი შემეძლოს, მაგრამ დისკრეტ GPU არ მჭირდება, ვარ ჰაერში. Z68 მაგ პრობლემას გამოასწორებსო. მერე თუ გავყიდე კარგ ფასში ჩემი მაზერი და პროცი, კი გადავალ, თუ ვერა და დავრჩები. წარმადობა ისედაც ოხრად აქვს ლინფილდებსაც.
  13. ზუბა 24/7-ზე უფრო პროცზეა დამოკიდებული, მაგრამ ძალიან ახლოს 100%-ით მიიყვან 5.0-მდე 24/7-სთვის 4.4-ზე ბოქს ქულერით დგება, 1.27-1.30 ვოლტით თვითონ ტექნოპროცესია ძალიან დახვეწილი. 32 ნმ ლინფილდებით იგივეს გამეორება არ გამოდის მაგალითად. ნამდვილად. წარმადობით უკვე დღევანდელ 50-60$-იან NVIDIA/ATI-ს კარტებს გაუტოლდა და ჯობნის. Ivy Bridge-ის ინტეგრირებული გრაფიკა უკვე სადღაც 70-80$-იანი დისკრეტული კარტების დონეზე იქნება ალბათ (ახალი ტექნოპროცესიც მაღალი სიხშირეების შესაძლებლობას მისცემს და არქიტექტურაც დაიხვეწება) და 1280-ზე სავსებით ნორმალური გეიმინგისთვის იქნება ბრწინვალე. სულ არ იქნება მაგ სეგმენტში საჭირო დისკრეტული ვიდეო დაფა. ნუ აი ეს კი მიტყდება, ადრე ოვერქლოქს ტვინი უნდოდა საკმაოდ, რომ გამოგეწურა შედეგები, მაღალი სიხშირეები დაგედო, ოპტიმიზაცია და ა.შ. ახლა მიდი-მოვდივარ, მოუმატებ მამრავლს და ეგაა OC არც მთლად ეგრეა საქმე, ინტელმა სენდის ეკონომ სეგმენტში სერიოზულად მიქარა. i3-ები მაგრად არიან ჩაკეტილები, ოვერქლოქი შეზღუდულია მოშნად. მაგ საფასო სეგმენტში AMD-ს მხარეს მეტი თავისუფლებაა, unlocked პროცებიცაა საკმაოდ. ნუ გარკვეულწილად ინტელისაც მესმის, i3-ის ანლოქი ნიშნავდა რომ საშუალება მიგეცა ეკონომ კლასის პროცისთვის უფრო მაღალი დონის i5-ების წარმადობის ნიშნულისთვის მიეღწია. მეორესმხრივ გარკვეულწილად უბიძგებს ეს მომხმარებელს AMD-სკენ, ეკონომ კლასში :)
  14. ეს თემა ნიუსი არაა, აქ ვისაუბროთ Intel-ის სენდი ბრიჯის პლიუსებსა და მინუსებზე, რამდენად ღირს აპგრეიდი, რა მხრივ და ა.შ. ჩემი გადასახედიდან სენდი ბრიჯი საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია. კი, გასაგებია რომ ინტელმა სენდის ამ იტერაციაში ექტრემალური ოვერქლოქინგი მოკლა (ლამის მაქსიმუმის მიღწევაა წყალზე შესაძლებელი), მაგრამ დიდი + დაიწერა ე.წ. "სახლის ოვერქლოქინგში". 2500K და 2600K 4.4 გჰც-ს სტაბილურად დებენ ბოქს ქულერზე. 5K-მდე ჰაი ენდ ჰაერით და წყლით უპრობლემოდ ავალთ. 24/7-ზე სამუშაოდ თუმცა, ამის საპირისპიროდ ბიუჯეტური მოდელები შეზღუდულია საკმაოდ, განსაკუთრებით i3-ები. აქ მინუსი ინტელს. განსაკუთრებით რაც მომეწონა მე, ესაა ვიდეო ტრანსკოდირების ახალი ძრავი QuickSync. კაი ხანია NVIDIA და ATI გარკვეულ ქულებს იწერდნენ იმით, რომ ვიდეო დაფებზე ვიდეო ენკოდინგი გაცილებით სწრაფად ხდებოდა, ვიდრე CPU-ზე. Intel-მა QuickSync-ით ორივეს რომ იტყვიან - დაახურა, როგორც წარმადობის საკითხში, ასევე განსაკუთრებით ხარისხის საკითხში. QuickSync-ით ტრანსკოდირებული ვიდეოს ხარისხი ძალიან ახლოსაა x86 ალგორითმით შესრულებულ საქმესთან, აი ვიდეო დაფების საკითხი კი რთულადაა. ATI Stream-ის ალგორითმი მოიკოჭლებს და NVIDIA CUDA საერთოდ კოჭლია - კატეგორიულად მიუღებელი ხარისხის ტრანსკოდირებას აკეთებს. ხარისხი შეგიძლიათ შეადაროთ ამ ლინკზე: http://www.anandtech.com/show/4083/the-sandy-bridge-review-intel-core-i7-2600k-i5-2500k-core-i3-2100-tested/9 უბრალოდ მაუსი მიიტანეთ შესაბამის ტრანსკოდ ენჯინზე და მისი შესაბამისი სურათიც გამოჩნდება. მანდვეა წარმადობის გრაფიკებიც. მოკლედ, დამანახეთ სადაა NVIDIA-ს CEO ერთი საწყალი რა დღეში იქნება ახლა წარმომიდგენია. კაცი GPU-თი CPU-ს უპირებდა ჩანაცვლებას... QuickSync-თან პატარა პრობლემაც გვაქვს - მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ პროცის GPU-ა ჩართული თუ ჰაი-ენდ დისკრეტ GPU-ს ვიყენებთ ATI/NVIDIA-სგან, QuickSync არ იმუშავებს სტანდარტულად. ასამუშავებლად მოგვიწევს კომპის გათიშვა, პროცის GPU-ზე გადართვა და ხელახლა ჩართვა. პრობლემა იდეაში გამოსწორებადია რომ გვქონდეს Switchable Graphics, ლეპტოპების მსგავსად. სულ ახლახანს CES-ზე Lucid-მა წარმოადგინა დრაივერი, რომლის საშუალებითაც მსგავსი რამ შესაძლებელი იქნება იდეაში რამდნეიმე კვირაში გადმოსაწერადაც იქნება ხელმისაწვდომი და პრაქტიკულ შედეგებსაც ვნახავთ. ახლა თქვენი ჯერია :D
  15. რაიყო ზურა? ისე, რაღათ უნდა მაზერს ბიოსის გასანულებელი ღილაკი, ოვერქლოქინგი მამრავლის მატების დონეზე ჩამოვიდა და... :)
  16. ისე, პირველ გვერდზე სია გადაასდგილებელია მგონი DDR2 კვდება, ჩამოვწიოთ დაბლა, DDR3-ების შედეგები ავწიოთ მაღლა :)
  17. ნათელში ამყოფოს ღმერთმა, ძალიან სამწუხაროა გუდვილში მუშაობდა ხო, 2 თვის წინ ჩემგან სელშოკები იყიდა, ოვერქლოქინგში აქტიურობდა.
  18. "თანამედროვე" ბროუზერების პრობლემაა. ესენი ხო აღარ კადრულობენ პირველი გვერდის განახლებას, რეფრეში თუ არ მიეცი, ეგრევე კეშიდან აგდებენ. საერთოდ, ეგ პრობლემა რომ არ გაწუხებდეთ, ჯერ ლოგ-ინ-ი უნდა გააკეთოთ და მერე ჩასვათ ბუკმარკებშI ფორუმი. თუ ლოგ-ინ-ამდე ჩასვამთ, მუდმივად პრობლემა გექნებათ :)
  19. დომინო ჰაიზე ულტრა 120-ს ჯობნის. ეს ჯერ კიდევ მაშIნ რომ გავტესტეთ, E8600-ზე. ნეჰალემზე წესით სხვაობა მეტი უნდა იყოს + ნუ წყალია მაინც და მეტ სითბოს იკავებს.
  20. მერამდენედ უნდა გაიხსნას მსგავსი თემა? არ ჩაირთვება BB კოდი ხელმოწერაში. power_vano-ს ხელმოწერა ნათელი მაგალითია ყველაფრისა, რაც დაშვებულია ხელმოწერაში :D
  21. ეგ არის ზუსტად კვების ბლოკია იმენნა ოპერატიული მეხსიერებისთვის :)
  22. ამ ბოლო დროს ბევრი წვრილმანი რაღაც დამიგროვდა გასაყიდად, ჰოდა, ცალ-ცალკე თემების გახსნას, სჯობს ყველა ერთ თემაში მოვაქციო. მოკლედ, წარმოგიდგენთ ნივთებს, რომელთა შეძენაც ჩემს სექს-შოპში შეგიძლიათ: ოპერატიული მეხსიერება DDR1 - Samsung PC-3200 CL3 256MB - ფასი: 30 ლარი 20 ლარი (საწყობშია: 2 ცალი) DDR1 - Kingston ValueRAM PC-3200 CL3 256MB - ფასი: 30 ლარი 20 ლარი (საწყობშია: 2 ცალი) ქსელები +9dBi Wi-Fi ანტენა http://www.amazon.co...d_bxgy_e_text_c ფასი: 10 ლარი ვენტილატორები Scythe Kaze Server 5.25" ფენ კონტროლერი სძალიან კარგი და მუშა ფენ კონტროლერი, მოყვება აბსოლუტურად ყველაფერი, თბოსენსორები აბსოლუტურად უხმარებია. დეტალური სპეციფიკაციები აქ: http://www.scythe-eu...server-525.html ფასი: 50 ლარი Scythe Gentle Typhoon 120 mm Silent Case Fan - 57 CFM, 1850 RPM ერთ-ერთი საუკეთესო ფენი მსოფლიოში. ტექნიკური მახასიათებლები: ზომა: 119*119*25მმ საკისრები: Double Ball Bearing ძაბვა: 12.0 VDC ამპერაჟი: 0.083 Amp სიჩქარე: 1850 ბრუნი/წუთში აირფლოუ: 57.0 CFM / 98 მ^3/სთ ხმაურის დონე: 28 დბ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 100000 საათი 35 გრადუსზე / 55000 საათი (60°c) წონა: 200 გრამი კონექტორი: 3-პინიანი საწყობშია - 1 ცალი ფასი: 35 ლარი ფასი: 25 ლარი სუპერ მოწყობილობები Hipro-Tech DDR Maximizer DDR2 Version საწყობშია - 1 ცალი ფასი - 120 ლარი ფასი: 80 ლარი ფასი: 70 ლარი ფასი: 50 ლარი სხვადასხვა 6-პინიანი PCI-Express-დან 8-პინიან (4+4-პინი) EPS პროცის კვებაზე გადამყვანი, 30 სმ საწყობშია - 2 ცალი ფასი: 20 ლარი ახალი ფასი: 15 ლარი ანტიკვარიატი Intel Celeron 1700 მჰც, Socket 478 საწყობშია - 1 ცალი ფასი - 30 ლარი ფასი: 20 ლარი ფასი: 10 ლარი ვიდეო კარტები Sapphire Radeon 9550, 256 MB, AGP ვიდეოს გაფუჭებული აქვს ფენი, დროდადრო არტეფაქტები გამოაქვს. საწყობშია - 1 ცალი ფასი - 20 ლარი ფასი - 10 ლარი ASUS Geforce 7300 GT 256 MB. PCI-E, Passive Cooling დროდადრო არტეფაქტები გამოაქვს. საწყობშია - 1 ცალი ფასი - 20 ლარი ფასი - 10 ლარი მონიტორები Samsung SyncMaster 795MB, 17" უნაკლო, მშვენიერ მდგომარეობაში. დეტალური სპეციფიკაციები შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://www.nix.ru/au...hite_26862.html საწყობშია - 1 ცალი ფასი: 40 ლარი კომპები მაზერი: ASUS P4P800-E Deluxe მაზერი ლეგენდა. დეტალური სპეციფიკაციები აქ: http://www.asus.com/...P4P800E_Deluxe/ პროცი: Intel Pentium 4 2400 MHz, Hyper-Threading, Northwood Core, Socket 478 + BOX ქულერი პ4-ებს შორის ყველაზე სახელოვან ბირთვზე აგებული პროცი, სპეციფიკაციები აქ: http://ark.intel.com...che-800-MHz-FSB ოპერები: Nanya 4 x 256 MB (სულ 1 GB) ვიდეო კარტა: VisionTek Radeon HD2600 Pro 256MB, AGP (VT26P256AGP) ესეც ლინკი: http://www.amazon.co...ils_o04_s00_i01 HDD: Seagate Barracuda 120GB, SATA NCQ სიგეიტის პირველი SATA დისკი NCQ-ს მხარდაჭერით ფასი: 120 ლარი (ზედა 5 ნაწილი ერთად) (+10 ლარად კოდეგენის 350/400 ვატიანი კვების ბლოკი)
  23. განსაკუთრებული არაფერი, ინოვაციური დიზაინის რადიატორებს უშვებს ფესერი, წესIთ დეკემბრის შუაში უნდა დაიდოს მაღაზიებშიო რაც ვნახე ინფო. მაინტერესებდა სადმე ვინმეს ხომ არ ჰქონდა უკვე დათრეული http://www.tfc-admiral.com/
  24. ზურა, შენ რამე ანდერგრაუნდ ინფო ხომ არ გაქვს გერმანული ფორუმებიდან TFC Admiral-ზე?
  25. მძიმე არაა V8 უფრო? და ძვირიც? ეგ 1 გრადუსი დაიკიდე, პრაქტიკაზე სხვაობას მაინც არ მოგცემს და მეგაჰერცებს :)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.