Jump to content

GIGABYTE

წევრი
  • Posts

    32
  • Joined

  • Last visited

Everything posted by GIGABYTE

  1. აჰა, ანუ დიდად არ ღირს რომ ვეჩალიჩო. რაღაც პროექტი მაქვს დაწყებული დავამთავრებ ბარემ, რომ სეივ ფაილი და მისი მატერიალები არ დაიკარგოს, თორემ კიდე ახლილდან რა იცალიჩებს და მერე გადავაყენებ საერთოდ ახლიდან. პირდაპირ ვინ11 რომ დავაყენო, იმედია ის ნაყიდი ვინოუს 10-ის გასაღები და მაიკროსოფტის აქაუნთი რაც მაქვს პირდაპირ გააქტიურებს და არ მომიწევს ჯერ 10-ის დაყენება და მერე 11-ზე აფგრეიდის რომ აქტივაცია გამოვიყენო.
  2. არსებობს ამის მარტივად მოგვარების გზა, რაღაცეები მოვიძიე იოთუბზე ლოგები და დაუნლოადები გავასუფთავე გადავარესტარტე და ა.შ. მაგრამ ამ ბოლო აფდეიტზე მაინც ასე სჭირს. თუ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა და რა გამოსავალი ნახეთ?
  3. მოკლედ დავააფგრეიდე, ვინ 10-ზე იყო მოსული ეგ განახლება (21H2) მეყენა ოფიციალურად ნაყიდი და ახლაც ეგ ციფრი ამ 11-ზეც იგივე დარჩა. ვიზუალური ცვლილებები მომეწონა, თან ჩემი მონიკი 32:9-ზეა და შუაში კარგია, დიდი გზის გავლა არ მიწევს მაუსით ერთი კუთიდან მეორესკენ. ესთეტიურადაც ეს ახალი დიზაინი უფრო მესიმპატიურა. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც იყო და რისიც მეშინოდა პერფორმანსი/სტაბილურობა ჯერ არაფერი შემიმჩნევია. დავტესტე ტომბ რაიდერები 2013. rise of tomb rider და shadow of tomb rider. სამივე როგორც ვინ 10-ზე 5120:1440 გაფართოებაზე ულტრა სეტინგებზე ვითამაშე და რაც იყო ეფპეესები მაგალითად ბოლო ტომბ რაიდერში სადღაც ამ გაფართოებაზე 150 ფპს-მდე მქონდა და აქაც იგივე მაქვს. პლიუს მინუს მინსხალებს აღარ დავკვირვებივარ. ასევე ფარ ქრაი, სუპერ ფიფოლ, დიშონორიდ და რამოდენიმე მელკი თამაშიც კარგად მუშაობს. რაიმე ფრიზები არც ვიდეოებზე შემიმჩნევია არც კომპში ჩაწერილზე და არც ინტერნეტში. ფილმორათი 4k ვიდეოები ვარენდერე მანდაც ყველაფერი ნორმაშია. ყველაზე ნაგავი და ცუდად ოპტიმიზირებული პაბჯი მობილეა თან ემულატორზე და ეგეც ისევ ისე "სტაბილურია" როგორც 10-ზე იყო. ინტერნეტ სერფინგშიც არაფერი შემიმჩნევია. დავაკვირდები კიდე 1 თვე და თუ რამე მერე არ გამოჩნდა წავშლი მაგ old ფოლდერს. ტყუილად რომ ადგილი არ შეჭამოს. ამ ეტაპზე ხელს არ მიშლის, სისტემისთვის განკუთვნილი 250-იანი მ2 ტიპის სსდ ნახევრამდეც არაა სავსე და თამაშებისთვის ცალკე მიდევს მეორე 2 ტერაბაიტიანი მ2 სსდ. ასუს როგის ყველა პროგრამაც უპრობლემოდ მუშაობს, მარტო არმორი ქრეითმა ახლიდან მოითხოვა გადაყენება საკუთარი თავის და ეგეც უპრობლემოდ მუშაობს. გადაყენების მერეც რამოდენიმე აფდეითი გააკეთა რაღაცეები გადაახლა და მაგ დროს გაჭედა მხოლოდ ლოგინისას და გაშავდა ეკრანი. ხელით გადავტვირთე და ვსო მის მერე აღარ შევუწუხებივარ. 1 დღე არაა ჯერ ის დრო რამე დავასკვნა, მაგრამ რაც ვჯორე დღეს ჯერ არაფერს ვემდური.
  4. ვინ 11-ის აფგრეიდი მომივიდა დღეს და თან მუღამი მაქვს დაყენების, თან იმის შიშიც მაქვს უსიამოვნებები და ნერვების შლაც არ მომიტანოს. მოკლედ დეკემბერში ავაწყვე R9 და 6900 ზე სისტემა. ვიყიდე ვინ 10 პრო და მუშაობს საათივით. მაგრამ თან მიყვარს სიახლეები და მუღამიც მაქვს 11-ის და გაქვთ ვინმეს გამოცდილება რამდენად სტაბილურად და გამართულად მუშაობს. განსაკუთრებით 240 ჰერციან მონიკებთან და აემდეს ამ ეტაპისთვის ბოლო ჰაი ენდ პროდუქტებთან, რამდენადაა დრაივერებიც ოპტიმიზირებული.
  5. იმ გასაღებით ამ მოლხერის ვინ 10-ს ვერ გავააქტიურებ. თუ კონკრეტულად ის რა გადმოსაწერ ლინკსაც მომცემს იმ ვინდოუს ერგება მხოლოდ?
  6. მადლობა დახმარებისთვის, ვცადე და გამომივიდა. ბარემ გკითხავ აქვე, ლიცენზირებული ვინდი მინდა და ერთ გერმანულ სანდო საიტზე შედარებით იაფიანი სოფტები ჩითავს ხოლმე. ვინდოუს 10 პრო მულტიენოვანი დევს ფასდაკლებით 16 ევროდ. ნუ რა თქმა უნდა 1 კომპისთვის. უწერია გადახდის მერე ლინკს და გასაღებს მიიღებ ემაილზეო და ვიფიქრე ამაზონზე რამოდენიმე დღე მოცდა აღარ მომიწევს და პირდაპირ ჩამოვტვირთავთქო. ESD win 10 pro უწერია, ანუ აისო ფაილის ლინკი იქნება თუ რამე სხვა სახლაფორთო ფაილი იქნება. რადგან აისო კი ვიცი როგორ გავაბუთეიბლო ფლეშკაზე და სხვა რამე უკუღმართობა ფაილი თუ არის, არ მაქვს მაგის გამოცდილება. ალბათ აისოა ხო ძირითადად მაგ სიტუაციებში?
  7. ბიჭებო მოლხერის ვინდოუსის გაინგლისურება არის მარტივად შესაძლებელი? ბარემ ამ კომენტარშივე ვიკითხავ, ახალ სისტემას ვაწყობ დღეს და ამაზონიდან ვაპირებ ვინდოუს 10-ის გამოწერას ანუ ფლეშკა და აქტივაციის გასაღებით რომ არის, თუ არის ბევრად იაფიანი სხვა სანდო გზები, ანუ გაცილებით იაფად ლიცენზირებული ვინდის საყიდლად? ნუ ვგულისხმობ იმას რომ რაღაც ჭე კლასის საიტებზე ბარათის მონაცემებს ვერ შევიყვან. ანუ გერმანულ ენოვანია ესეც და ამის გაინგლისურება არის ოფიციალურად შესაძლებელი? მენიუში არ აქვს სხვა ენა მოლხერივით ამასაც.
  8. იმდენად მუღამი მქონდა ახალი თამაშების, რომ კარგა ხანია ატრუებული ვიყავი და ვეღარ მოვითმინე. თან საღამოობით დრო მრჩება და ამ პანდემიის ფონზე გერმანიის ცივ ზამთარში გავერთობი. ჰო მესმის ლარის კურსით თუ შევხედავთ ძაან არარეალურია, მაგრამ აქაური გადმოსახედით 1600 ევრო, იგივე 1600 ლარია აქაური ცხოვრების და ხელფასების პირობებში. ფაქტობრივად საშუალოდ 2-3 კვირის ხელფასია აქ. თან სამსუნგის g9 odyssey-ზე მაგარი კაიფი აქვს თამაშს და ამ მონიკს უფრო იაფიანი და სუსტი კარტით ვერ გავაძღებდი. პ.ს. მაინინგის მომგონთან მიმართებაში ვიზიარებ პათოსს და "დავი"
  9. ისევ ავარდა ფასები? 1 კვირის წინ 1600 ევროდ ვიყიდე asus rog strix lc RX6900xt წყლის გაგრილებით, დღეს შევიხედე ამაზონზე და უკვე 2180 ევრო ადევს და სხვა გერმანულ მარკეტებშიც ძაან მომატებულია. ისეთი პირი უჩანს კარგახანს არაა ეგ ჩამომსვლელი რეალურ ფასებამდე და კიდე კარგად მომისწრია. მოკლედ ჯორჯ შენი პროგნოზი გამომადგა და ვიჩქარე ყიდვა.
  10. მარტო იმას ამბობდა ერთი.იოთუბერი ცოტა ხმაური აქვს წყლის პომპასო, მაგრამ ეგ იმის ბრალი იყო წყლის რადიატორს გატესტვისას დაბალზე სვამდა და ჰაერის ბუშტუკები ხვდებოდა პომპასთან. მეტი მეც არაფერი მსმენია. როგორც ჩანს რაღაც რეგიონალური ფენომენია.
  11. ისე უცნაურია, ჩემი ნახსენები ასუსის წყლის გაგრილებიანი 6900 XT სხვებთან შედარებით იაფი ღირს და რატომ ვერ ვიგებ. მაგაზე ძვირი ღირს პრასტოი ნაკლებ ცნობილი და უბრალოდ 6900xt-ები, ან უფრო სუსტი 6800xt-ებიც და დეფიციტის პონტია ამათზე, ხოლო ეს ჩემი ნახსენები კარტა ამ ეტაპზე უფრო აბიომებშია და მიტოა შედარებით ხელმისაწვდომ ფასში, თუ რა მაფიაა ვერ ვიგებ?
  12. ჰო და მე კიდევ რა სისულელე ვქენი ახლა ნანობ. ივნისში 200 ევროდ დაზიანებული 3080 ვიყიდე, ჩავუტარე ქირურგია და აღმოჩნდა მოკლე ქონდა ორ ტრანზისტორს და ერთ კერამიკულ კონდენსატორს. ფაქტობრივად სადღაც 10 ევროს ღირებულების ნაწილები იყო, გავაკეთე და გავყიდე 900 ევროდ, იმის იმედად რომ ნელ-ნელა მაინც იკლებს ფასები და უკვე ნოემბრისთვის 3080Ti-ს ან 6900XT დავითრევთქო. მარა ჩემი ფეხები.
  13. მადლობა, ჰო ისეთი პირი უჩანს ჯობს დავითრიო.
  14. გამარჯობა ფორუმს მოკლედ ნოემბერში დაბ დღისთვის მინდა კარგი სეტაფი ავიწყო და ველოდებოდი ვიდეოების ცოტათი მაინც რეალურ ფასთან მიახლოებას და ახლა ისევ ისეთი პირი უჩანს ძვირდება მგონი. მოკლედ კითხვა რაში მდგომარეობს. ანუ მე ვცხოვრობ გერმანიაში და გერმანულ ამაზონზე asus rog strix lc rx 6900 xt აი წყლის გაგრილებით რომ არის და თან ტურბო ქულერიც რომ აქვს. ეგ მოდელი ღირს 1600 ევრო, სხვებთან შედარებით მეტად ახლოსაა რეალობასთან და დავითრიო, თუ მქონდეს შავ პარასკევს იმედი რაიმე ფასდაკლებების? https://www.amazon.de/dp/B095SYYC8F/ref=cm_sw_r_apan_glt_i_9T671ZGF0KJ79D718MVY ასევე გერმანელებს აქვს თავისი შიდა იბაისავით, აი როგორც ჩვენთან მაიმარკეტია ეგეთი პონტის, მანდ უდევს ერთს 1400 ევროდ იგივე კარტა, მაისში მაქვს ნაყიდი და თან ასუსის რაიზერ გადამყვანს ვაყოლებო და მოკლედ ფასთან შესაბამისობაში რას მირჩევთ, ზოგადად ღირს ამ კარტაში გადახდა ამდენის? https://www.ebay-kleinanzeigen.de/s-anzeige/asus-strix-rx-6900-xt-lc-o16g-asus-rog-strix-riser-cable/1880727082-225-1111?utm_source=sharesheet&utm_medium=social&utm_campaign=socialbuttons&utm_content=app_android
  15. ინტეგრირებულ ვიდეოზე თუ ამუშავებდნენ, სავარაუდოთ თამაშებისკენაც წაუცდათ ხელი და გადაახურეს ჩრდილოეთ ჩიპსეტი ^^ სათითაოდ ყველა ნაწილი თუ მუშაობს მაზერის გარდა, პროციკას ფეხებიც უნდა გაწმინდო საშლელით. იუესბეები ხომ არ არის ჩაკეტილი ესეც უნდა ნახო. ბიოსი გაანულო. მოკლედ არცერთმა ამან თუ არაფერი ქნა. მაშინ ვუბრუნდებით პირველ მიზეზს ჩიპსეტს ჭირდება გახურება ისევე როგორც ვიდეოკარტების შეკეტებისას ხდება : )) 90% შემთხვევაში ამართლებს, თუ ამანაც არა და მაშინ ასე თერიულად ვერ დავადგენთ. კარგი ხელოსანი და ჩალიჩი უნდა : )
  16. მაღალსიხშურული ველების ხმაა. როგორც ზემოთ გითხრეს მწარმოებელზეა დამოკიდებული რამდენად გაითვალისწინა მათი ჩახშობა. სხვა მხრივ ნორმალურია და საშიში არაფერია. რაც მეტია სიმძლავრის მოთხოვნა მით მაღალ სიხშირეზე მუშაობს DC-DC კონვერტერი და გენერატორები, შესაბამისად დროსელებში მავთულის რხევა წარმოშობს წუილივით ხმებს.
  17. საბედნიეროდ ჰქონდა აქტიური PFC უბრალოდ ნაკლებ ეფექტური იყო და ეფექტურობა გავზარდე მხოლოდ. დაახლოებით 130 ვოლტიდან ინარჩუნებს სრულ სიმძლავრეს მეტ დაბალ ძავბაზე მირესტარტებს თამაშისას და ისე დაუტვირტავზე უბერავს ^^
  18. მე ჩემი 400 ვატიანი კოდეგენი რომელსაც 50+ ძლივს აქვს. ისე გადავაკეტე 500 ვატიან დატვირთვაზე 80+-საც გავაქაჩინებ :დდ საერთოდ გამოვცვალე ფარჩაკი ძალოვანი ტრანსისტორები და უფრო მოშნები ჩავსვი. ასევე უკეთესი კონდესატორები და დიოდები. უკეთესი გაგრილებაც და მშვენიერი კვებაა ერთი წელია მემსახურება მითუმეტეს ჩემს მონიტორს 12 ვოლტიანი კვება დაეწვა და მონიტორიც კომპის 12 ვოლტზე მაქვს :დ
  19. კონდესატორებია ეგ, რაც მაღალ ტევადობიანი კონდესატორებია გამმართველ დიოდებთან შემავალშიც და გამომავალშიც მით მეტ მუხტს აგროვებს. შესაბამისად როდესაც ვინდოუსი დაშათდაუნებულია და კომპი მხოლოდ ლოდინის რეჟიმშია. ძალიან მცირე დენს ხარჯავს მაგ დროს და როდესაც გამოაერთე დენიდან ის დაგროვილი მუხტი დაახლოებით რამოდენიმე წამიდან რამოდენიმე ათეულ წამამდე ჰყოფნის სანამ მიილევა.ახალ გამოერთებულზე ეგრევე რომ დააჭირო ფოვერ ბუთონს თითი წამიერად ვინტილიატორებსაც დააბრუნებ და მალევე დაიცლება. თუმცა არა რეკომენდირებული მასე გართობაც ზედ :დდ მცირე სასარებლო ინფორმაციაც. როგრც ვიცით სამრეწველო დენი რაც სახლებში მოგვეწოდება არის 220 ვოლტი რომელიც 50-60 ჰერცია. ანუ წამში ამდენჯერვე იცვლის დენი პლიუს მინუს. უფრო გლეხურად რომ ვთქვათ ციმციმებს 50 ჯერ :დ ეს დენი შკვების ბლოკში დამცველის გავლით პირდაპირ დიოდებში შედის, 4 დიოდის სპეციალური შერთებით პლიუსებს მხოლდო ერთ მხარეს უშვებს მინუსებს მხოლოდ ერთ მხარეს. მაგრამ რჩება მხოლოდ ციმციმი ამის მოსაგვარებლად დაერთებულია უკვე ამ პლიუს მინუსში კონდესატორები მაღალი ძაბვის მაღალ ტევადობანი. დაიმუხტება ეს კონდესატორი როცა ძაბვა მაქიმალურია და როცა მინიმალურია იმ დროს თავის დაგროვილს გასცემს ამით ფაქტიურად დენის ციმციმი უგრძნობი ხდება და ვღებულობთ მუდმივ დენს, რომელსაც აქვს ფიქსირებული პლიუს-მინუსი და არ ციმციმებს. შემდეგ იქ უკვე გენერატორებში, სტაბილიზაციის, დაცვის, ძაბვის გადამოწმების წრედებში გადის და ვღებულობთ იმ დაბალ ძაბვებს რომლებიცაა +12ვ; +5ვ +3.3ვ. -12ვ -5ვ და კიდევ ლოდინის +5ვ. თუმცა გარდაქმნის შედეგად ეს ძაბვები არის მაღალსიხშირული, დაახლოებით 20 კილოჰერცი. ანუ წამში 20 000-ჯერ ციმციმებს ამისათვის ისევ დიოდები და კიდევ კონდესატორები როგორც ზემოთ შემთხვევაში და იგივე პრინციპით ხდება მათი პოლარიზება და გამუდმივება. სწორედ ეს კონდესატორებია დენს რომ ინახავენ გამორთვის შემდეგ რაღაც პერიოდი
  20. შეაერთე სხვა კომპზეც და თუ იგივე ქნა მონიტორმა. ძირითადად ორი მიზეზი იწვევს ან კონდესატორებია ეკრანის კვების ბლოკში გაფუჭებული ან ეკრანის ერთერთი "ნეონკაა" დაბრედილი.
  21. დავაყენე მაგრამ საერთოდ ვერ ხედავს, ეტყობა მხოლოდ ნარჩენია სადმე სისტემურ ფაილებში და სხვა მუღამით უნდა წაშლა.
  22. ავასტი ბლოკავს ვირუსად აღიქვამს.
  23. http://s017.radikal.ru/i422/1508/5a/a0e5b334e0a8.png კონტროლ პანელში ეგ დრაივერის ნარჩენი როგორ წავშალო. აქამდე არ იყო ჩემს მაზერზე გამოსული დრაივერი და 8-ის დავაყენე შემდეგ რო გავაინსტალირე ეგრე დატოვა ან ცუდად წავშალე მგონი პაპკიდან და ეხლა ვეღარ ვშლი. და კიდევ ანუ ეგ ძველი დრაივერის ნარჩენი რაც არის, ახალი დრაივერი რომ დავაყენე ეგეთი სამართავი პანელი არ გამიკეთა, შესაბამისად ვერ ვაკონტროლებ წინა აუდიო პანელს. და ნაოშიკებს ვერ ვიყენებ. გაქვთ ვინმეს რაიმე იდეა.
  24. თუ არც დრაივერმა უშველა, არც დაფლეშვამ და დარწმუნდი რომ ხმის ბუდე და სხვა მსგავსი პრობლემები არაა, მაშინ შეცვალე ხმის ჩიპი მაზერზე და გაიშვებს. მსგავსი ან დონორი ჩიპით. http://b.pix.ge/m/51e3a.jpg
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.