მოკლედ დავააფგრეიდე, ვინ 10-ზე იყო მოსული ეგ განახლება (21H2) მეყენა ოფიციალურად ნაყიდი და ახლაც ეგ ციფრი ამ 11-ზეც იგივე დარჩა. ვიზუალური ცვლილებები მომეწონა, თან ჩემი მონიკი 32:9-ზეა და შუაში კარგია, დიდი გზის გავლა არ მიწევს მაუსით ერთი კუთიდან მეორესკენ. ესთეტიურადაც ეს ახალი დიზაინი უფრო მესიმპატიურა. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც იყო და რისიც მეშინოდა პერფორმანსი/სტაბილურობა ჯერ არაფერი შემიმჩნევია. დავტესტე ტომბ რაიდერები 2013. rise of tomb rider და shadow of tomb rider. სამივე როგორც ვინ 10-ზე 5120:1440 გაფართოებაზე ულტრა სეტინგებზე ვითამაშე და რაც იყო ეფპეესები მაგალითად ბოლო ტომბ რაიდერში სადღაც ამ გაფართოებაზე 150 ფპს-მდე მქონდა და აქაც იგივე მაქვს. პლიუს მინუს მინსხალებს აღარ დავკვირვებივარ. ასევე ფარ ქრაი, სუპერ ფიფოლ, დიშონორიდ და რამოდენიმე მელკი თამაშიც კარგად მუშაობს. რაიმე ფრიზები არც ვიდეოებზე შემიმჩნევია არც კომპში ჩაწერილზე და არც ინტერნეტში. ფილმორათი 4k ვიდეოები ვარენდერე მანდაც ყველაფერი ნორმაშია. ყველაზე ნაგავი და ცუდად ოპტიმიზირებული პაბჯი მობილეა თან ემულატორზე და ეგეც ისევ ისე "სტაბილურია" როგორც 10-ზე იყო. ინტერნეტ სერფინგშიც არაფერი შემიმჩნევია. დავაკვირდები კიდე 1 თვე და თუ რამე მერე არ გამოჩნდა წავშლი მაგ old ფოლდერს. ტყუილად რომ ადგილი არ შეჭამოს. ამ ეტაპზე ხელს არ მიშლის, სისტემისთვის განკუთვნილი 250-იანი მ2 ტიპის სსდ ნახევრამდეც არაა სავსე და თამაშებისთვის ცალკე მიდევს მეორე 2 ტერაბაიტიანი მ2 სსდ.
ასუს როგის ყველა პროგრამაც უპრობლემოდ მუშაობს, მარტო არმორი ქრეითმა ახლიდან მოითხოვა გადაყენება საკუთარი თავის და ეგეც უპრობლემოდ მუშაობს. გადაყენების მერეც რამოდენიმე აფდეითი გააკეთა რაღაცეები გადაახლა და მაგ დროს გაჭედა მხოლოდ ლოგინისას და გაშავდა ეკრანი. ხელით გადავტვირთე და ვსო მის მერე აღარ შევუწუხებივარ. 1 დღე არაა ჯერ ის დრო რამე დავასკვნა, მაგრამ რაც ვჯორე დღეს ჯერ არაფერს ვემდური.