Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation since 02/28/24 in Posts

  1. მართლა იმუშავა ამ ბრეკეტმა. ეტყობა სპლაშნოი როა თანაბრად ანაწილებს ტემპერატურას აი ამ პეიზაჟზე, თავის ბრეკეტით 60-62 იყო და ამაზე ხედავთ. ნაგრუსკის დროს უფრო ემჩნევა, ხალასტოიზე 5 გრადუსი აქვს დაკლებული. იტოგში კაი რამეა. ფორუმზე გასაყიდად შევაგდე და აქაურს თუ ვინმეს გაქვთ შესაბამისი cpu, გაჩუქებთ იუსტინო ბრინიონი
    4 points
  2. ამ თამაშიდან დენუვოს დაცვა ამოიღეს ასე რომ დაიდო ტორენტებზე უკვე https://torrent-games.games/news/100884-the-callisto-protocol-2022.html
    3 points
  3. გადმოსაწერი ლინკი Digital Deluxe Edition [v 1.02 + DLC's] (2024) PC | RePack თამაშის შესახებ: გამოშვების წელი: 2024 ჟანრი: Action ,adventure შემქმნელი:Pieces Interactive გამომცემელი: THQ Nordic პლატფორმა: PC კრეკი: (FLT) ზომა: 27 GB მინიმალური სისტემური მოთხოვნები: OS: Windows 10 64bit PROCESSOR: Ryzen 3 3100 / Core i3-8300 MEMORY: 8GB RAM VIDEO CARD: GTX 1050 Ti / Radeon RX 570 რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები: PROCESSOR: Ryzen 7 3700X / Core i5-12400 MEMORY: 16 GB RAM VIDEO CARD: GeForce RTX 2060 / Radeon RX 5700 XT DirectX: Version 12 Storage:50 GB available space
    3 points
  4. უფასოდ რიგდება ეპიკზე store.epicgames.com
    3 points
  5. ამ ინსაიდერმა როემლმაც Ghost of Tsushima-ს დაანონსების დღე დაწერა PC-ზე, ახლა უკვე The Last Of Us Part 2 Remastered აანონსებს და ამბობს რომ აპრილის თვეში ოფიციალურად სონი დაანონსებს PC-ზე https://vgtimes.ru/news/105124-insayder-nazval-sleduyuschiy-playstation-eksklyuziv-kotoryy-vyydet-na-pc.html
    3 points
  6. ოე ოეეე https://store.steampowered.com/app/2215430/Ghost_of_Tsushima_DIRECTORS_CUT/
    3 points
  7. გადმოსაწერი ლინკი: https://torrent-games.games/news/108397-horizon-zapretnyj-zapad-polnoe-izdanie-horizon-forbidden-west-complete-edition-2024-na-pk.html თამაშის შესახებ: გამოშვების წელი: 2024 წლის 21 მარტი ჟანრი: Action adventure შემქმნელი: Guerrilla Games გამომცემელი: Sony Interactive Entertainment პლატფორმა: PC გამოცემის ტიპი: ლიცენზია ენა: ENG კრეკი: (CODEX-RUNE Steam emu.) ზომა: 124.75 GB თამაშის შესახებ: Horizon Forbidden West continues to win the hearts of gamers around the world, and now PC players can immerse themselves in this exciting world with the complete edition of the game. With bonus content and a story expansion called Burning Shores included in this edition, players have a unique opportunity to dive deeper into the Horizon universe. The Burning Shores expansion pack features new storylines, exciting characters, and amazing locations that expand Aloy's world of adventure. With this expansion, players will embark on an exciting journey through a dangerous but majestic world, where they will face mysterious new threats and challenges. The world of Horizon Forbidden West is on the brink of destruction: ferocious storms and deadly diseases strike the remaining tribes of humanity, and huge machines roam its borders. In such an apocalyptic world, Aloy becomes the beacon who must uncover the secrets behind these threats and restore order and harmony. მინიმალური სისტემური მოთხოვნები: OS: Windows 10 64-bit (version 1909 or higher) PROCESSOR: Intel Core i7-6900K / AMD Ryzen 5 1500X MEMORY: 16 GB RAM VIDEO CARD: NVIDIA GeForce GTX 1650 or Radeon RX 5500 XT DirectX: Version 12 Storage: 150GB SSD Space Additional Notes: SSD recommended რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები: OS: Windows 10 64-bit (version 1909 or higher) PROCESSOR: Intel Core i5-8600 or Ryzen 5 3600 MEMORY: 16 GB RAM VIDEO CARD: NVIDIA GeForce RTX 3060 or Radeon RX 5700 DirectX: Version 12 Storage: 150 GB available space
    2 points
  8. მოსაწევს დასანახად ვერ ვიტან, მაგას მე კაიფი ვერ დავუჭირე. დალევითაც კი ძაან იშვიათად ვსვამ უკვე. მგონი რაც დასალევი იყო უკვე დავლიე. ძმაკაცები აღარ მელაპარაკებიან, მეთქი ვსიო, მე ღვიძლი ლურსმანზე ჩამოვკიდე ისე მეხსიერებაზეც მაგრად ურტყავს მოსაწევი. თანამშრომელი მყავს მაგარი ქეშია, ყველაფერი ავიწყდება. მეუბნება, წყალში რაღაცას გვიყრიან უეჭველიო. მეთქი დღე და ღამე პლანის წევითა კვდები კაროჩე სიფხიზლეზე მაგარი კაიფი არ არსებობს რა რასაც ვუკვირდები. რო გაიღვიძებ და არც გული გერევა და არც ტრაწი გაქ, არაფერი ჯობია მაგას
    2 points
  9. ძველი ტესტები ნახე ეტყობა, შენი არ ჯობია მარა არც გადასვლად ღირს შენ თუ იყიდი 4070ti super ან 7900xt უნდა დაითრიო
    2 points
  10. ჩავრთე ნახევარი საათი წავითამაშე და შთაბეჭდილებებს დავწერ როგორიც მეგონა ისეთია , მსგავსებაა silent hill downpour -თან , ეგეთი მისტიური გარემო რუქასაც არ გიჩვენებს ,შენ უნდა ამოიღო და დახედო , სიუჟეტი ისეთი აქ რო გითრევს ეგრევე , თავიდან იწყება ესე რო დეტექტივს ქირაობს დაკარგული ბიძის საძებრად და მანდედან ვითარდება მოვლენები, გარემოც როგორც საილენთ ჰილშია ეგეთია იცველბა ლოკაცია თითქოს ჰალუციანციები აქ , საინტერესო პაზლები ეძრობა , ტყვიები ნორმალურადაა არ გითავდება მაგრამ უნდა გაუფრთხილდე მაინც (ნორმალზე ვთამაშობ ) , სიბნელე და ნელ-ნელა მოძრაობ რო არაფერი გამოგრჩეს , გეიმფლეი ძალიან კარგი აქ მოძრაობები იარაღის ანიმაცია საკაიფო , ჯადოქრული ელემენტები იჩითება , წიგნები , ნუ მოკლედ ნახევარი საათი მასიამოვნა , რაც მთავარია დაბალი დონის არარი პირიქით საკაიფოა , ოპტიმიზაცია აქ ძალიან კაეგი , ჩემ სისტემაზე ულტრაზე წაიღო უპრობლემოდ , the evil within საც გავს ნუ მოკლედ ვისაც ჰორორი სიბნელე და საილენტ ჰილი გევასებათ გირჩევთ
    2 points
  11. რომ გიჩივლოს და კამერების ჩანაწერებით მოგადგნენ, რას ეუბნები რატომ ვქენიო? გაიაროს წავიდეს იმის დედასაც $#^#(|ი, ვიღაც ბებრის ბოდიალი არ გკიდია? რამ გადაგრია ამხელა კაცი იმედია გადარჩები და მსგავს შეცდომას სხვა დროს ფიქრადაც კი არ გაივლებ
    2 points
  12. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოკლედ ჩამოვიტანე ის დამწვარი მოსფეტები და გამოვუცვალეთ, დიდი იმედი არ მქონდა მაგრამ დაიქქა კვება, რაღაც მანქანის ნათურაზე დატესტა 500Wატამდე დატვირთავსო, აანთო ის ნათურა, ტესტერითაც ყველა ვოლტი დაიჟირა 12/5/3.3/1.8 ქულერიც ამუშავდა მოკლედ იქ ყველა ტესტი გაიარა, სავარაუდოდ რაღაც არასწორედ დააკაროტკეს და დაიწვა მოსფეტები. მოკლედ ჩემ სისტემაზე უნდა დავაერთო ეგ კვება და რამდენიმე დღე დავტვირთ კარგად, პრცესრს დავარაზგნებ.. დავწერ საბოლოო შედეგს რამოდენიმე დღეში და დავხურავ თემას, მადლობა ყყელას ვინც გამომეხმაურა
    2 points
  13. amd-ს დიდი პატივისცემის მიუხედავად, მე პირადად გამოვტოვებდი 7000 სერიას, რაღაც ვერაა ბოლომდე კარგად გამოთლილი სერია
    2 points
  14. 6800XT-დან 3090-ზე გადასვლა არაა დიდად კარგი აზრი, შუაზე რომ გაწყვიტო 20%-ც არ გამოვა სხვაობა
    2 points
  15. თუ აღებაა 4070სუპერი ან 7900XT უნდა აიღო მინიმუმ, სხვას არ გირჩევდი ამ ეტაპზე ალბათ, ეგეც თუ ვერ ითმენ ახალ სერიამდე, ეგენი ორივე ერთი დონის კარტებია, უბრალოთ RT აქვს უპირატესობა ნვიდიაზე + RTX ფინტიკრუშკები, სხვა ისეთი არც არაფერი სხვაობაა საერთო წარმადობაში მაგ ორს შორის სუპერზე თან 16გბ VRAM აქვს უკვე GDDR6X-ზე რომელიც ისე ძალიან აღარ ცხელდება როგორც 3000 სერიაზე თუნდაც, ჰოტსპოტი იქნება თუ VRAM ტემპები, ეგ კარგათ გაუმჯობესდა და დააკლდა ვატების მოხმარებაც, კეშის ხარჯზე გაზავეს ეგ ახალი სერია ეგრე კარგათ, თორე რამე სერიოზული მაჩვენებლები არა აქვს, კეში არ ქონდა 3000 და რომ ჩაუდგეს 4000 სერიაზე კარგი მატება დადო + ცოტათი გაუმჯობესდა მონაცემებიც და კარგათ გაიზარდა წარმადობა მაინც + VRAM მოემატა თან სუპერზე, ნუ ცალკე უბრალო 4070Ti 12gb VRAM რა სხვაობას მოგცემს შენ კარტასთან 2K საშვალოთ, ნუ მინიმუმ ალბათ 20ფპს თემაა, სუპერზე და 7900XT კი საშვალოთ კიდე 20ფპს უნდა დაამატო მაგ სხვაობას, ანუ 105-ან ასე 140ფპს-მდე უნდა ელოდო მატებას, მეტი მე არა მგონია რაღაცა, შეიძლება მარტო ზოგიერთ თამაშებში მოგცეს უფრო სერიოზული სხვაობა, ზატო ზოგან მაგდენიც კი არ იყოს უკვე, საშვალოთ ეგრე გამოდის შენი თუ არტყამს 100-105ფპს ასე 15-20 ეხლანდელ თამასში, ეგენი დაგიდებენ უფრო 140ფპს-მდე, მეტს ნუ ელოდები 2K, ერთადერთი ზაპასი ექნებათ მეტი უფრო, უბედური ჩაყვინთვები ჯერ არ უნდა დაფიქსირდეს მაგ ორ კარტაზე 2K რაც არ უნდა გამოვიდეს ახლო მომავალში ალბათ, ეგ RT გარეშე, ეგ თუ არ გაინტერესებს, თუმცა ითამაშება სუპერზე რტ-ზეც ტვიკინგის შემდეგ ცდება დაჟე ბევრგან 60ფპს კი მაღალ სეთინგებზე თან საკმაოთ
    2 points
  16. მაგათ კარგი ის აქვთ რო გადახდილი თანხის 5% გერიცხება ქულების სახით (რითიც მერე იხდი წონის გადასახადს) და საკურიერო აქვთ უფასო რომელსაც იმავე დღეს მოაქ თუ დილიდანვე მონიშნავ
    2 points
  17. ASUS ROG-ის გუნდმა გამოაცხადა, რომ დაამყარა ოთხი ახალი მსოფლიო რეკორდი უახლესი 24-ბირთვიანი Intel Core i9-14900KS პროცესორის გამოყენებით, რაც მოიცავს რეკორდული სიხშირის მიღწევას, ასევე სამ რეკორდულ შედეგს წარმადობის ტესტებში. ახალ პროცესორზე მხარდაჭერილია ავტომატური აჩქარება 6.2 გჰც-მდე ერთ ან ორ ბირთვზე, თუმცა ენთუზიასტებისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ საწყისი წერტილი აღმოჩნდა. ფოტოს წყარო: ASUS წინა ჯერზე CPU-ის ტაქტის სიხშირის აბსოლუტური რეკორდი 9044 მჰც დაფიქსირდა 2023 წლის 17 ოქტომბერს Core i9-14900KF პროცესორის გამოყენებით შვედ ოვერქლოქერ Jon "Elmor" Sandström-ის მიერ. CPU-ის სიხშირის ამჯერად დაფიქსირებული რეკორდია 9117.75 მჰც. იგი დამყარდა Core i9-14900KS პროცესორზე იმავე ოვერქლოქერისა და მისი გუნდის მიერ. აჩქარებისთვის ასევე გამოყენებული იყო ენთუზიასტებისთვის განკუთვნილი დედა დაფა ROG Maximus Z790 APEX Encore. გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით Core i9-14900KS-ის ტემპერატურა -231 გრადუსი ცელსიუსი იყო. ამავდროულად, ჩიპი მუშაობდა 1.85 ვოლტ ძაბვაზე. რა თქმა უნდა, ასეთი რეკორდის დამყარება მოითხოვდა ეგზოტიკური გაგრილების გამოყენებას - ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო თხევადი ჰელიუმი. გარდა ამისა, ASUS-მა გამოაცხადა, რომ Core i9-14900KS-მა დაამყარა სამი ახალი მსოფლიო რეკორდი PiFast, SuperPI 1M და PYPrime 32B ბენჩმარკებში, რაც მან მოახერხა შესაბამისად 6.79 წამში, 3.768 წამში და 97.596 წამში. სამწუხაროდ, არ გამოცხადებულა რა სიხშირეზე მუშაობდა პროცესორი ამ ტესტებში. https://tinyurl.com/36rps5ej
    2 points
  18. ხან რა დაგჭირდება ხან რა და ბარემ პირდაპირ ,,მიშკას თემა'' დააწერინე მერე რო აღარ იწვალო ხოლმე )))
    2 points
  19. გამარჯობა თანაოვერქლოქერებო იყიდება ზემოთხსენებული კვების ბლოკი რა დონის კვების ბლოკია არ დავიწყებ მოყოლას, პოტენციურ მყიდველს ისედაც ეცოდინება ახალი, ყუთიდან ამოღებული გატესტვის მიზნით ფასი 600 ლარი დამატებითი კითხვები პმ 599 874 674
    2 points
  20. 26 მაისს გამოდის და თან რუსული გახმოვანებაც ექნებაო
    2 points
  21. აი https://dtf.ru/games/2534802-dva-insaidera-soobshili-o-vyhode-ghost-of-tsushima-na-pk
    2 points
  22. 2 points
  23. არა მგონია, თუ აღარ გახსოვს რა დაამატე ან ამოშალე ალბათ არ გასწორდება უკვე, ცდა კი შეიძლება მაგრამ მეეჭვება წაშლილი რაღაცეები დააბრუნოს უკან მაგან, სერიოზულათ თუ არიე მარტო გადაყენება უშველის მაგას უკვე, თუ მცირეთაა არეული ხანდახან ვინდოუს აპდეიტიც ასწორებს ხოლმე გააჩნია რამ გაუბერა, სისტემაში თუ არიეა რამე თვითონ ხანდახან შველის კომანდ პრომპტიდან ადმინის უფლებების ამ კამანდების გატარება: sfc /scannow Dism /Online /Cleanup-Image /RestoreHealth მარტო ხანდახან ოღონდ, ავტომატურათ ვერ დააბრუნებს წაშლილ კლუჩიკებს ეგ ორი კამანდა, მაგრამ თუ შენიშნა რომ სისტემაშია რამე არეული შეიძლება გაანულოს არეული სეთინგები რეესტრიდანაც
    2 points
  24. ვითომ Ghost of Tsushima-ს 5 მარტს PC-ზე დაანონსებენო https://www.playground.ru/ghost_of_tsushima/news/izvestnyj_insajder_nameknul_na_skoryj_anons_pk_versii_ghost_of_tsushima-1683666
    2 points
  25. ჯანმრთელი 6800XT-6900XT თუ ნახე არც ეგენი დაიწუნო 6900XT ცოტა სწრაფიც კი არის 7800XT-ზე
    2 points
  26. ძველი ოვერქლოქერი ყოფილხარ და წაიღე 1600 ლარად
    2 points
  27. ბაზარი არაა ძმაო, არასოდეს შემიშლია მაგაში ხელი )))
    1 point
  28. ვისაც გვჯერა გაგვატარე ჩვენ-ჩვენი პერაშკებით
    1 point
  29. დაიკიდე კაცო ძაღლი მიაკვდა სულში, ყველაფერი იქნება
    1 point
  30. ორივე შესაცვლელია ამ ეტაპზე უკვე, ვიდეოკარტაც და პროცესორიც, 10400 არა მაგრამ 12400 კარგ სხვაობას დაგიდებდა, 10 სერიიდან კი სულ მცირე 10700 გჭირდება, კარტა უკვე ბიუჯეტის მიხედვით
    1 point
  31. ძაან მაგარი კარტაა ეგ 4070ti სუპერი, მაგრამ მაგაზე იაფად 7900xtს იყიდი.
    1 point
  32. https://www.rtings.com/tv/reviews/by-size/size-to-distance-relationship 32 ინჩიანი ხელში უნდა გეჭიროს ))) ტვ-ს არჩევას რაც შეეხება რამე ძაან იდეინი კლიაუზნიკი თუ არ ხარ ნებისმიერი შეგიძლია იყიდო, მე ეგრე ვარ მაგალითად, სულერთია რომელი მექნება, ბანძი ტელევიზორი პრინციპში არ არსებობს ყველას კაი გამოსახულება აქ, რო დადგა და შეადარო ერთმანეთ ალბათ ნახავ რაღაც მიზერულ განსხვავებას, მარა ცალცალკე ერთი ჩორტია თუნდაც ეს, არაფერი დაეწუნება https://allmarket.ge/product/334369/televizori-panasonic-tx-43lx650e_-43-4k-uhd_-smart-tv_-android_-usb_-hdmi_-lan_-wifi_-bt_-black მარა ვაფშე ჯობია რო 50 დაითრიოთ https://allmarket.ge/product/334370/televizori-panasonic-tx-50mx600e_-50-4k-uhd_-smart-tv_-android_-usb_-hdmi_-lan_-wifi_-black
    1 point
  33. ვაახ დიდი სიამოვნებით ჩავასვენებდი ჩემს ქეისში. დიდი ზაპასი რომ გაქვს მაგრად ასწორებს. ისე რა ამის პასუხია და ვიდეოც კი მაქვს უკვე შესაცვლელი
    1 point
  34. ssd-ზე ისეთი დიდი დატვირთვა არა აქვს მაგას, კი ემატება სისწრაფე, დაჟე არსებობს ბიოსში ფუნქცია ულტრა ფასტ ბუტიც, დაჟე ოპერების მონიშვნა შეგიძლია სეთინგებიდან ბიოსში ფასტ ბუტზე, მაგრამ მე ეხლა ძირფესვიანათ მაქვს ეგ გათიშული, ანუ ოპერები მიყენია ორივე პლანკა ნორმალზე, ფასტბუტი ბიოსიდან გამორთულია, ჰიბერნაცია გამორთულია და ამ ეტაპზე სლიპიც გამორთული მაქვს დაჟე, გაბერვების ასაცილებლათ ეგრე ჯობია, თუმცა თუ მუშაობს შენთან კარგათ ჩაურთე, HDD გაცილებით მეტი მატება აქვს ბუტის დროს ვიდრე სსდ-ზე მაგ ფუნქციას, უბრალოთ თუ მაგალითათ 32გბ ოპერები გიყენია პეიჯფაილი + ეგ ფასტბუტი კარგათ გპარავს სივრცეს სსდ-ზე, შეიძლება 16გბ+ მეტი წაიღოს, მაგას Overprovisioning თუ მიუმატებ + ხანდახან რაპიდმოდს კარგი დობრათ სივრცე გაკლდება, ჩემი აზრით ზედმეტია უკვე მაგდენი რაღაცეების ჩართვა პარარელურალთ, მე რაპიდმოდი მაქვს, ეგ არა ჩართული სსდ-ზე, პეიჯფაილიც მაქვს system control-ზე, ნუ იწყებს 3გბ დაყენებას 16გბ ოპერებზე და მერე შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს 1გბ ჩამოწიოს თვითონვე, მე ხელს არ ვკიდებ ხოლმე, თავიდან ყოველთვის 3გბ, ფასტბუტზე ეგრე არაა, მგონი ეგრევე ხიოს შეიძლება 16გბ იმ 232გბ რაც აქვს ჩემ სსდ, ანუ ეგრევე იპარავს დობრათ და პატარა მატებას იძლევა, რაში მჭირდება + პრობლემები აქვს ზოგან, შეიძლება გაბერვებიც ქონდეს და სტატერინგიც კი ხანდახან, ერთადერთი დავამატებდი რომ რაპიდ მოდი სსდ სივრცეს არ იპარავს, იპარავს ოპერებიდან გარკვეულ აბიომს, მგონი მაქსიმუმ 1.3გბ: აი ასე მიწერს ეხლა მე: ანუ 1.5გბ აქვს გამოყოფილი მაგ საქმისთვის, მაგრამ ეგ აბიომი უქმათ არაა ჩამოჭრილი, სულ ხოდშია, რაპიდმოდს აქვს ეფექტი პატარა ზომის მაქსიმუმ 1გბ ზომის ფაილებზე, საკმაოთ იზრდება წარმადობა მაგ ფაილების წაკითხვაზე, ასე 15-20% მატებაც კი აქვს, მაგრამ როცა 1გბ+ მეტი ზომის ფაილია წარმადობა თითქმის იგივე რჩება რაც მაგის გარეშე, მაგრამ სტარტი ისევ 15%+ მატებითაა ანუ როგორც არ უნდა დაიანგარიშო მაინც მეტის თავი აქვს მაგითი ვიდრე მაგის გარეშე ყველგან, ანუ იმაზე ნელა სსდ არ იმუშავებს არსად რაც მაგის გარეშე მუშაობდა, გჭირდება შენ ეგ ექსტრა პერფორმანსი ოპერების ხარჯზე თუ არა ეგ სხვა ამბავია, მაგრამ არა მარტო სამსუნგმა ბევრმა დაამატა ეგ კეშინგი მოგვიანებით სსდ-ზე და სხვა სახელები ქვია სხვა ბრენდის სსდ-ზე უკვე, ხო ეხლა კომპრესიას რაც შეეხება კიდე ერთ საინტერესო ფიშკას ოპერებზე რაც აქვს ვინდოუს 10-11-ზე დამატებული ეგ მუშაობს პარარელურათ sysmain პრეფეჩერთან (სუპერფეჩიც ერქვა ადრე) ერთად, თუ ეგ ჩართული გაქვს შეგიძლია მემორი კომპრესიის ჩართვაც, ეგეც ძალიან ნა ლუბიტელა რამეა, ჩემი აზრით მინუსები უფრო მეტი აქვს მაგ ყველაფერს ვიდრე პლიუსები, სუსტ პროცესორებზე უფრო ცუდი ეფექტი აქვს მაგ სისმეინს, მე პირადათ სსდ-ზე გათიშული მაქვს ყველაფერი, მათ შორის კომპრესიაც, რომელიც მარტო ჩართულ სისმეინზე შეგიძლია ჩაურთო, აი აქაა მაგის აღწერა https://www.reddit.com/r/Windows11/comments/15azl3i/thoughts_on_sysmain_prefetch_service_being_on_or/ აი MSI mode უკვე სხვა საქმეა, ეგ რეალურათ ეხმარება ლატენტურობის დაწევაში და იზრდება ხანდახან მაქსიმალური გამტარობაც კარტაზე და არა მარტო, სსდ და თანამედროვე კარტებიც ჯობია მაგ რეჟიმში ამუშავო, როგორც სატა კონტროლერი, პრინციპში ზოგჯერ ლან კარტაზეც ურთავენ, მე ეხლა ესე მიყენია მაგალითათ ეგ რეჟიმი ამ უტილიტებით: ნუ სპაიკებს და ლაგებს ამცირებს ეგ და საშვალო ლატენტურობას, მაგის დატესტვა კი latencymon შეიძლება ადვილათ, მე დაჟე RSS ჩართული მაქვს ლან კარტაზე, მაგრამ 1 პროცესორზე მარტო და ეკონომ რეჟიმი აუტოტუნინგი კი highly restricted მიყენია რომ არ დამილაგოს ზედმეტათ + BRR2 ჩართული მაქვს ჩემ სისტემაზე: ხო ექსტრა ტვიკინგი თუნდაც TCPOptimizer იწვევს სპაიკებს ზოგიერთ ლან კარტებზე + ბევრი რამე რასაც მანდ გვთავაზობენ გეიმინგი იქნება თუ ისე ვინდოუს 11 ბოლო ბილდებზე ისეთი აქტუალური აღარაა, ამიტომ მაგეებს მე აღარც ვიყენებ, პირდაპირ ვაჯახე bbr2 და კარგათ უბერავს ყველაფერი, აუტოტუნინგი მიყენია netsh interface tcp set global autotuninglevel=high ანუ მინიმალური ჩარევით ძალზე რომ არ გაიზარდოს სპაიკები და არ გაჭედოს უტუბზე 4K ვიდეობის ბუფერიზაცია receive side scaling მიყენია ასე: Set-NetAdapterRSS -Name Ethernet -Profile conservative ანუ ძალიან ლაიტი ბირთვები კი ასე მაქვს განაწილებული: Set-NetAdapterRSS -Name Ethernet -NumberOfReceiveQueues 2 -BaseProcessorNumber 2 -MaxProcessorNumber 7 -MaxProcessors 1 ანუ ერთი პროცესორი 4-ან, 2 თრიდი 8-ან, მეორე პროცესორზე ზის ნაგრუზკა, გამოიყენება 8-ვე თრიდი, მაგრამ ეგეთი აგრანიჩენიებით უკვე, რაც კარგ ეფექტს იძლევა და ზედმეტათ არაფერს არ გრუზავს, მაგრამ RSS მაინც მუშაობს ლაიტ რეჟიმში როგორც აუტოტუნინგი, თუმცა სპაიკები 2000მს+ არ გარბიან ნამდვილათ 4K ვიდოების ყურების დროსაც, ბევრი ტესტების შემდეგ ვიპოვე ეგ სეთინგები ისე არა, ხო BBR2 ეგ ჩისტა ვინდოუს 11 თემაა, ახალი პროფილია და ჯობია დეფოლტ becubic ნამდვილათ ყველაფრით, ირთვება აი ასე: https://forums.guru3d.com/threads/internet-tcp-optimisation-powershell-script.449565/page-2 მომავლის ინტერნეტისთვის კიდე უფრო კარგი იქნება 1გბ+ სისწრაფეებზე გაცილებით კარგ ფორმაშია ვიდრე ეხლანდელი ვარიანტი, თუმცა საერთო გაუმჯობესებებიც აქვს, მაგრამ მთავარი განსხვავება იწყება 1გბ-ან და აღწევს პიკს 10გბპს გამტარობის ინტერნეტზე რომელიც საქართველოში შეიძლება კიდე ნახევარი საუკუნე არ შემოვიდეს ისეთი ტემპებით ანვითარებენ ჩვენთან მაგ ყველაფერს, ეხლაც ასე 20 წლით უკან ვართ სადღაც, 2005-ში ვართ ჩარჩენილები დაახლოებით, მაშინ კარგათ შეუნთეს ასე 2010-მდე და მერე რეზკათ დატორმუზდა ეგ ამბავი 2008 ომის შემდეგ, მოსკოვში მაგალითათ უკვე 600მბპს ტარიფია + იპტვ თვეში 800 მანეთათ მარტო, ჩვენთან რა არის იგივე ფასათ, ალბათ მაქსიმუმ 35მბპს ინტერნეტი და ეგეთივე იპტვ პაკეტი, თუმცა იქ კანალებიც უკეთესია და იტნერნეტიც 10-ჯერ სწრაფი იგივე ფასათ, იგივე სიტუაციაა ევროპის ბევრ რეგიონებში არა მარტო ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენთან 0-ი ყურადღება აქვს მაგ ყველაფერს და მონოპოლიაა ინტერნეტ პროვაიდერებს შორის ჩამოყალიბებული
    1 point
  35. ტაქსის ივენთიც ყოფილა ადრე ვთამაშობდი ბოქსზე midtown madness 3 ს მაიკროსოფტის იყო ეგეც და მანდაც იყო ტაქსის ივენთები, თავისებური მუღამი ქონდა
    1 point
  36. [v 1.5.0.0 + DLCs] (2023) PC | RePack от селезень
    1 point
  37. 24.2.1. ვერის გამოვიდა უკვე, სტაბილურია ესეც
    1 point
  38. კი, მე ეგრე ვთამაშობდი crew motorfests სანამ ვიყიდიდი. მაგრამ ავატარის გამო, ნაღდად არ ღირს. ისე უბის ყველა თამაშის ყომარი შეგეძლება
    1 point
  39. [v 2.12 + DLCs] (2020) PC | RePack от Wanterlude
    1 point
  40. ჩემი მაგაზე სუსტია, მაგრამ აი ბენჩები რომ არა, აშკარად მყოფნის თამაშებში 2კ-ზე თუმცა მუღამის თემაც არის მალე მოგველოცოს 14900კ
    1 point
  41. ბებერი სისტემისთვის არაუშავს
    1 point
  42. 2.12 პაჩი გამოვიდა https://www.cyberpunk.net/en/news/49912/patch-2-12
    1 point
  43. გამოფენა MWC 2024-ის ფარგლებში კომპანია Intel-მა დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს გამოუშვებს Sierra Forest სერიის ახალ სპეციალიზებულ სასერვერო Xeon პროცესორებს პერიფერიული სისტემებისთვის. მითითებულ ჩიპებს ექნება მხოლოდ ენერგოეფექტური 288 E-ბირთვი მრავალნაკადიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერის გარეშე. კომპანიამ აგრეთვე განაცხადა, რომ 2025 წელს გამოუშვებს ანალოგიური დანიშნულების Granite Rapids-D პროცესორებს. ფოტოს წყარო: HardwareLuxx / Intel Intel-ის თქმით Xeon Sierra Forest პროცესორები უზრუნველყოფენ 2.7-ჯერ მაღალ წარმადობას სერვერის სტეკზე 2021 წლის ანალოგიურ პლატფორმებთან შედარებით. თუმცა კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რომელ პლატფორმებზეა საუბარი. Xeon Sierra Forest პროცესორებს ექნება განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა Intel Infrastructure Power Manger (IPM), რომელიც 5G ქსელებისთვისაა შემუშავებული. იგი საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას ინტეგრირებული ტელემეტრია ენერგომოხმარების 30%-მდე შემცირებისთვის წარმადობის ძირითადი მაჩვენებლების გაუარესების გარეშე ცალკეული ბირთვების მდგომარეობის მართვის წყალობით. ამის ხარჯზე Xeon Sierra Forest-ის ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას 5G ქსელების უფრო ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ნახშირორჟაგის ემიისის და ასეთი სისტემების მფლობელი მობილური ოპერატორების დანახარჯების შემცირებას. დღევანდელი მობილური ქსელების ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო შორდება სპეციალურ საკუთრებაში არსებულ აპარატურას და ეყრდნობა ვირტუალურ რადიო წვდომის ქსელებს (vRAN). vRAN არის ქსელის ფუნქციების (VFN) სისტემების უფრო მასშტაბური ვირტუალიზაციის ნაწილი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ქსელის პროვაიდერებმა უფრო მოქნილი და ეფექტური მართვისთვის. იგი ასევე მოიცავს ვირტუალურ ქსელთაშორის ეკრანებს, DNS-ს, SBC/IMS-ს და vEPC-ს (Virtual Evolved Packet Cores) 4G/5G ქსელებისთვის. Sierra Forest და Granite Rapids-D პროცესორებს ექნება vRAN Boost ტექნოლოგია, რომლის მიზანია გაამარტივოს რადიოწვდომის ქსელების ვირტუალიზაციის ამოქმედება და დააჩქაროს 4G/5G მობილური ინფრასტრუქტურების შექმნა. Intel-მა ასევე წარმოადგინა vRAN AI, დეველოპერების პირველი ნაკრები, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას vRAN ოპტიმიზებული AI მოდელები ზოგადი დანიშნულების სერვერებზე. vRAN AI-ის მეშვეობით 5G ქსელის პროვაიდერები შეძლებენ მოარგონ თავიანთი vRAN-ის ფუნქციონირება კონკრეტული გამოყენების შემთხვევებს. Xeon Sierra Forest-ის ბაზაზე წარმოდგენილი სისტემების დემონსტრირებას Intel მოახდენს გამოფენა MWC-ზე ბარსელონაში. http://tinyurl.com/52nf5w7k
    1 point
  44. არა ტო რას ამბობ. ეს რო არ მქონდეს.... სიბერემდე თუ მივაღწიე, მაშინაც ვითამაშებ
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.