Jump to content

Leaderboard

  1. G1ORG1

    G1ORG1

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      30373


  2. Fatal Fighter

    Fatal Fighter

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      13901


  3. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      1

    • Posts

      5884


Popular Content

Showing content with the highest reputation on 09/23/22 in all areas

  1. არა გიო, რა თქმა უნდა მოითმინე ცოტა :დ მეეჭვება ესპანურ ამაზონზე ეგრევე გაეძროს, მაგრამ 2 თვეში დაიდება რელიზიდან, ალბათ :დ აი ენვიდიას კარტაზე ვარ, კაი კარტა და რამე, Suprim X მითუმტეს, მაგრამ მაინც ამდსკენ მიმდის გული მეც ძალიან მომწონს, ვიზუალურად წემ ბოლეე
    1 point
  2. კომპანია MSI-მ წარადგინა გრაფიკული ამაჩქარებლები GeForce RTX 4090, RTX 4080 16 გბ და RTX 4080 12 გბ ვერსიებად - Suprim, Suprim Liquid, Gaming Trio და Ventus. ყველა დაფას აქვს გაგრილების ძალიან დიდი სისტემები. ერთ-ერთი მოდელი გვთავაზობს თხევადი გაგრილების სისტემას ტექნიკური მომსახურების გარეშე. ფოტოს წყარო: MSI კომპანია მიუთითებს, რომ Suprim სერიის ვიდეო ბარათებში გამოყენებულია ყველაზე მოწინავე ჰაერით გაგრილების სისტემა, რისი შემოთავაზებაც ამჟამად შეუძლია კომპანიას. მის შემადგენლობაში მოცემულია ახალი ქულერები Torx Fan 5.0 და უზარმაზარი რადიატორი ამაორთქლებელი კამერებით, რომელთაც ათამდე სითბური მილი აქვთ. ვიდეო დაფებს აქვს ორმაგი BIOS-ის მხარდაჭერა უხმაურო და მაღალი წარმადობის სამუშაო რეჟიმებით. Suprim ვერსიის GeForce RTX 4090 დაფის სისქეა 78 მმ, რაც სისტემურ ბლოკში გაფართოების თითქმის ოთხ სლოტს შეესაბამება. ვიდეო დაფის სიგრძეა 336 მმ, წონა - თითქმის 2.5 კგ. ამავე ვერსიის GeForce RTX 4080 16 და 12 გბ ვიდეო დაფების ზომაა 3.75 და 3.5 სლოტი, შესაბამისად. დაფების სიგრძე კი 337 მილიმეტრია. Suprim Liquid სერიაში წარმოდგენილია მხოლოდ ფლაგმანური მოდელი GeForce RTX 4090. დაფა აღჭურვილია თხევადი გაგრილების სისტემით 240 მმ ზომის გარე რადიატორით. თხევადი გაგრილების დახურულ კონტურს აქვს ორი 120-მილიმეტრიანი ქულერები MSI Silent Gale P12. ვიდეო დაფების კომპონენტების დამატებით გაგრილებას უზრუნველყოფს ქულერი Torx Fan 5.0. ვიდეო დაფის წონაა 2.3 კგ, სიგრძე - 280 მმ, სისქე - 43 მმ. რადიატორის ზომებია 274 × 121 × 55 მმ. Gaming Trio სერიის GeForce RTX 4090 და RTX 4080 მოდელებს აქვთ გაგრილების განახლებული სისტემა Tri Frozr 3 ბარიერული რგოლის მქონე ქულერებით Torx Fan 5.0. რადიატორებს სპილენძის ფუძე აქვს. ვიდეო დაფების კონსტრუქცია გამაგრებულია ლითონის ფირფიტით. ვიდეო ბარათებში მხარდაჭერილია ორმაგი BIOS უხმაურო და გეიმინგ რეჟიმებით. ამ სერიის უფროსი მოდელი 3.75-სლოტიანია, GeForce RTX 4080 16 გბ და RTX 4080 12 გბ ვერსიები კი - 3.25- და 3-სლოტიანი, შესაბამისად. შედარებით მოკრძალებული სერია Ventus წარმოდგენილია მხოლოდ ორი მოდელით - GeForce RTX 4080 16 გბ და RTX 4080 12 გბ. პირველი მათგანი სამსლოტიანია, მეორე - 2.5-იანი. ორივე დაფას აქვს სამი Torx Fan 4.0 ქულერის მქონე გაგრილების სისტემა. ამაჩქარებლის კონსტრუქცია გამყარებულია ლითონის ფირფიტით. ეს არის არჩევანი მათთვის, ვისაც არ სურს დამატებითი თანხის გადახდა დამატებით მახასიათებლებში, მაგალითად, RGB-განათებაში. https://tinyurl.com/3e6yz8hz
    1 point
  3. 6950ი მსი X გეიმინგი 1035 ევროში დევს , ამდენივე მივეცი ჩემს კარტაში, რამის შევცდე და ვიყიდო, არადა 7000სერია მინდა დდ
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.