Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 09/16/22 in all areas

  1. ინტერნეტში გამოქვეყნდა გრაფიკულ ამაჩქარებელ GeForce RTX 4090-ის კიდევ ერთი ვერსიის ფოტო. ამჯერად ეს გახლავთ კომპანია Gigabyte-ის Gaming OC ვარიანტი. დაფას ქარხნული აჩქარება აქვს. ფოტოს წყარო: Twitter / @wnxod სამწუხაროდ, თავად ვიდეო ბარათი კადრში ვერ მოხვდა. ფოტოზე ნაჩვენებია მხოლოდ მისი პროდუქტის შეფუთვა, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ NVIDIA-მ შეცვალა შრიფტი, რომელიც გამოიყენება GeForce RTX 40 სერიის ვიდეო ბარათების მოდელების დასახელებისთვის. შეფუთვაზე მოცემული ინფორმაციით დასტურდება, რომ GeForce RTX 4090-ს 24 გბ GDDR6X ვიდეომეხსიერება აქვს. Gigabyte Gaming OC-ს აქვს უზარმაზარი, სამქულერიანი გაგრილების სისტემა. თუკი ახალი დაფის გაბარიტები ამავე ვერსიის აქტუალური თაობის RTX 3090 Ti-ს მსგავსია, ახალი თაობის ამაჩქარებლის სისქე გაფართოების ოთხი სლოტის ტოლი უნდა იყოს. არაოფიციალური ხმებით GeForce RTX 4090-ს საფუძვლად უდევს გრაფიკული პროცესორი AD102 – 16384 CUDA ბირთვით. მის და GeForce RTX 4000 სერიის ამაჩქარებლების სხვა მოდელების შესახებ ინფორმაცია 20 სექტემბერს გასაჯაროვდება. https://tinyurl.com/ytn477w8
    2 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.