Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 04/12/22 in all areas

  1. პორტალ Videocardz-მა გააზიარა მძლავრ ოვერქლოქერულ გრაფიკულ ამაჩქარებელ EVGA GeForce RTX 3090 Ti Kingpin-ის PCB-ის ფოტო. დაფა არ არის განკუთვნილი რიგითი მომხმარებლებისთვის და შექმნილია ერთი მიზნით - დაამყაროს გრაფიკული წარმადობის ახალი რეკორდები. ფოტოს წყარო: EVGA ისევე, როგორც Galax GeForce RTX 3090 Ti HOF OC Lab Edition-ის შემთხვევაში, EVGA-ს ამაჩქარებელს აქვს GPU-ისა და მეხსიერების კვების 28+4-ფაზიანი ქვესისტემა, აგრეთვე ორი 12+4-პინიანი PCIe 5.0 კონექტორი დამატებითი კვებისთვის, რომელთაგან თითოეულს შეუძლია 600 ვატის მიწოდება. ამრიგად, თეორიულად ვიდეო დაფას შეუძლია 1200 ვატამდე ენერგიის „გადამუშავება“. თუმცა ცხადია, BIOS-ის პარამეტრები TDP-ის დონეს ამ მაჩვენებელს უფრო ქვედა დონემდე შეზღუდავს. ფოტოს წყარო: BisoBiso EVGA GeForce RTX 3090 Ti Kingpin აღჭურველია ძალიან მძლავრი თხევადი გაგრილების ჰიბრიდული სისტემით, რომლის შემადგენლობაში შედის 360-მილიმეტრიანი რადიატორი სამი ქულერით. დამატებითი ქულერია განთავსებული თავად ვიდეო დაფაზე. ახალი დაფის გამორჩეული მახასიათებელია OLED-დისპლეი მბრუნავი მექანიზმით. მასზე აისახება სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაცია ამაჩქარებლის მდგომარეობის შესახებ. ფოტოს წყარო: EVGA გრაფიკული ამაჩქარებლის ფასსა და გაყიდვების დაწყების თარიღს კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს. ცხადია, ეს დაფა იქნება ბაზარზე არსებული GeForce RTX 3090 Ti-ს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვერსია. https://tinyurl.com/2t2msyr7
    1 point
  2. ბევრი ელოდა, რომ AMD ვიდეოდაფების ბაზარზე NVIDIA-ს წილის რამდენიმე პროცენტს წაართმევდა. ასევე ამტკიცებდნენ, რომ გამოვიდოდა ფლაგმანური დაფა, რომელიც ყველაზე სწრაფ მოდელებს გაუწევდა კონკურენციას. ზოგი ოცნება სრულდება - Radeon RX 6900 ХТ მართლაც სწრაფია, თუმცა GeForce RTX 3090 დაფის უკან ჩამოტოვება ვერ მოახერხა. საბაზრო წილთან მიმართებაში კი ვითარება ჯერ კიდევ ცუდადაა AMD-სთვის, რადგან საწარმოო სიმძლავრეებზე შეზღუდული წვდომის პირობებში მას მოუწია გახლეჩილიყო პროცესორების ბიზნესს, გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილი ჩიპებისა და ვიდეო დაფების წარმოებას შორის. ამჯერადაც ამბობენ, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გველოდება მძლავრი სიახლე და ბაზარს გააჯერებს ისტორიაში ყველა სწრაფი და ეფექტური ვიდეო დაფები. RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული ჩიპები დამზადდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იმ დროს, როდესაც სხვები - 6-ნანომეტრიანი ნორმებით. საუბარია, რა თქმა უნდა, ტაივანურ TSMC-ზე. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა ჩიპი Navi 33, რომელიც უნდა გახდეს საშუალო ფასის დიაპაზონის ვიდეო დაფების საფუძველი. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ამ ჩიპზე დამყარებული ყველაზე სწრაფი ვიდეო დაფა იქნება Radeon RX 7700, რომელიც ისეთივე სწრაფი იქნება, როგორც Radeon RX 6900 ХТ, თუმცა უფრო მომგებიანი აღმოჩნდება წარმოების თვალსაზრისით. Radeon RX 7700 დამზადდება 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით და ექნება 460 კვადრატული მილიმეტრის ფართობის მქონე კრისტალი (Radeon RX 6900 ХТ დაფის მაჩვენებელი 520 მმ2-ია), ამასთან Navi 33-ს ექნება 4096-მდე შეიდერ-ბირთვი. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ Navi 23-ს, რომელიც დღეს Radeon RX 6600 სერიის წარმოებაში გამოიყენება, მხოლოდ 2048 შეიდერ-ბირთვი აქვს. გამოდის, რომ საშუალო ფასის დიაპაზონის პირობებში შესაძლებელი გახდება ძირითადი მაჩვენებლების გაზრდა კრისტალის ფართობის გაზრდის საჭიროების გარეშე. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ Radeon RX 7700 იქნება არა მხოლოდ Radeon RX 6700-ზე უფრო სწრაფი, არამედ მიაღწევს ამჟამინდელ ფლაგმან Radeon RX 6900 ХТ-მდე. უცნობია, როგორ მოახერხებენ AMD-ის ინჟინრები 7-ნანომეტრიანიდან 6-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლისას არქიტექტურული მახასიათებლების ასე გაუმჯობესებას. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ ინფორმაცია რეალობას შეესაბამება. მიიჩნევა, რომ Navi 33-ს ექნება 256 მბ-მდე Infinity Cache, ვიდეომეხსიერების მოცულობა კი 8 გბ-მდე შემცირდება, რაც შეამცირებს ენერგომოხმარებას მიმდინარე თაობის ფლაგმანებთან შედარებით. სწორედ ამიტომ ჩიპი ცივი იქნება, პოტენციურ მომხმარებლებს კი მოეწონებათ მისი ფასი (500 აშშ დოლარამდე). Radeon RX 7600 სერიას რაც შეეხება, არსებობს ცნობები 230 ვატამდე ენერგომოხმარებისა და მეხუთე თაობის PCIe სტანდარტის (PCIe 5.0х8) მხარდაჭერის შესახებ. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი კომპანიას საშუალებას მისცემს უკან ჩამოიტოვოს NVIDIA Ada Lovelace სერია არა მხოლოდ სუფთა წარმადობის, არამედ ფასის მხრივაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოცემული ცნობები ინსაიდერულია და არ არის ოფიციალურად დადასტურებული. https://tinyurl.com/5xjb36n8
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.