Jump to content

Leaderboard

  1. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      2

    • Posts

      102672


  2. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      1

    • Posts

      5812


  3. Gamer-4ever

    Gamer-4ever

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      2261


Popular Content

Showing content with the highest reputation on 09/23/21 in all areas

  1. საერთო კრიზისის და იდეების ვაკუუმის ფონზე თანამედროვე შუტერებში ეგ სერია არც თუ ისე ცუდი დონისაა რაღაც მინუსებზე რომ დავხუჭოთ თვალები, ნუ საიდმისიები შეიძლება საკმაოთ პრიმიტიული აქვს, მაგრამ ასნავნოი სიუჟეტი არც თუ ისე ცუდი აქვს და შეიძლება დახურვა ვისაც მოსწონს ეგ ჟანრი რა თქმა უნდა, ვგულისხმობ რა თქმა უნდა სინგლ კარიერას და არა ონლაინს, ეგ სულ სხვა თემაა, 6 ნაწილიც წესით არ უნდა იყოს კაკ მინიმუმ წინა რამდენიმე ნაწილზე ცუდი დონის, გრაფიკაც ნორმალური აქვს საკმაოთ ყველა ნაწილებს ფაქტიურათ მეორეს გარდა, რომელიც უფრო კონსოლებზე იყო მაინც ორეინტირებული, პრინციპში მესამედან მოყოლებული ეხლაც შეიძლება ყველას დახურვა, ძალზე მოძველებული გრაფიკა არა აქვს ნამდვილათ მესამესაც კი მაქსიმუმზე თუ დააყენებ ყველაფერს
    1 point
  2. კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ დაიქირავა გეიმინგის სფეროს ოთხი წამყვანი სპეციალისტი, რომლებიც კომპანიას დაეხმარებიან მაღალი წარმადობის Arc™ Alchemist გრაფიკული დაფების გამოშვებაში. მათ უნდა ააგონ ერთობლივი მუშაობის სისტემა გეიმინგ დეველოპერებთან, მოახდინონ უკუკავშირის კოორდინირება და მიაღწიონ სამომავლო თამაშების ოპტიმიზაციას Intel-ის ვიდეო დაფებზე. Intel-მა განაცხადა, რომ შტატში ხელმძღვანელების პოზიციებზე აიყვანა ოთხი სპეციალისტი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გეიმინგ დეველოპერებთან კავშირსა და ურთიერთქმედებაზე და სპეციალიზებული პროგრამული ინსტრუმენტების შექმნაზე. ახალი პოზიციები დაიკავეს AMD-სა და EA-ს ყოფილმა გამოცდილმა თანამშრომლებმა. ვიცე-პრეზიდენტისა და გეიმინგ და გრაფიკული დატვირთვების სფეროს გენერალური მენეჯერის პოზიცია დაიკავა ანდრე ბრემერმა (André Bremer) - ცნობილმა პროფესიონალმა, რომელსაც გეიმინგ ინდუსტრიაში მუშაობის ოც წელზე მეტი გამოცდილება გააჩნია. Intel-ში გადმოსვლამდე ბრემერი მუშაობდა Prime Gaming-ის ინჟინერიის განყოფილების ხელმძღვანელად, მანამდე კი - აღმასრულებელ თანამდებობებზე AWS Game Tech-ში, Zynga-ში, EA-სა და LucasArts-შიც კი. გეიმინგ დეველოპერებისთვის ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების უფროსი დირექტორის პოზიცია დაიკავა მაიკლ ჰეილემანმა (Michael Heilemman), რომელიც ამ დრომდე მუშაობდა ტექნოლოგიების დირექტორად Electronic Arts-ში და კონტენტის მენეჯერად - Sony Computer Entertainment America-ში. მას აგრეთვე დიდი გამოცდილება აქვს გეიმინგ დეველოპმენტში, რადგანაც მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი კომპანიების არანაკლებ სამოცი AAA-კლასის თამაშების შექმნაში, როგორებიცაა Vivendi, Dreamworks Interactive და Malibu Interactive. Intel-ში ჰეილემანს დაეკისრება ამოცანა - მაქსიმალურად შეამსუბუქოს დეველოპერების შრომა Intel Xe-HPG არიქტექტურის გრაფიკული ადაპტერებისთვის განკუთვნილი გეიმინგ პროდუქტების ოპტიმიზაციის საკითხში. AMD-ში 15-წლიანი კარიერის შემდეგ კომპანია Intel-ში გადავიდა რიტჩე კორპუსი (Ritche Corpus) და დაიკავა გეიმინგ ეკოსისტემისა და დეველოპერებთან კომუნიკაციის განვითარების გენერალური დირექტორისა და ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია. უნდა ითქვას, რომ კორპუსს უკვე აქვს Intel-თან ურთიერთობის გამოცდილება - იგი მონაწილეობდა არაკომერციულ ორგანიზაცია PC Gaming Alliance-ის ხელმძღვანელობაში, რომელიც დაკავებული იყო პერსონალური კომპიუტერის, როგორც გეიმინგ პლატფორმის განვითარებაში. ამავე დროს კომპანია AMD-ში იგი ხელმძღვანელობდა გეიმინგ და პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებას. და ბოლოს, გეიმინგ დეველოპერებთან კომუნიკაციის უფროსი დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა სტივ ბელი (Steve Bell), რომელიც კორპუსის მსგავსად AMD-დან გადავიდა, სადაც მას ანალოგიურ პოზიციაზე ნამუშევარი აქვს 13 წელი. Intel მრავალი წელია ავითარებს პროცესორში ჩასამონტაჟებელ გრაფიკულ ბირთვებს, თუმცა ამ დრომდე მისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს არ წარმოადგენდა დეველოპერებთან ერთობლივი ქმედება. ამჟამად როგორც ჩანს სიტუაცია იცვლება, კომპანიას სურს მაგალითი აიღოს AMD-სა და NVIDIA-სგან, პირდაპირი კავშირი დაამყაროს გეიმინგ სტუდიებთან და დეველოპერები უზრუნველყოს ყოველმხრივი მხარდაჭერით. ამის გამო აჰყავს ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები და ეს არის დიდი ამბიციის მშვენიერი ილუსტრირება. Intel Arc Alchemist გრაფიკული დაფები გაყიდვაში 2022 წლის პირველ კვარტალში გამოვა. ისინი წარმოებული იქნება N6 ტექნოპროცესით (გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი) TSMC-ის მიერ. მიიჩნევა, რომ Alchemist სერიის უფროსი მოდელები კონკურენციას გაუწევენ GeForce RTX 3070 და Radeon RX 6700 XT ვიდეო დაფებს. https://bit.ly/3ksPlOG
    1 point
  3. არა მანდ 6000 სერიის კარტებია საჭირო, დაჟე შეიძლება 6800XT კი, 2K თუ ვერა 1080P უნდა გაქაჩოს უკვე ნორმა ფპს-ით მაგითი ეგეთზე, შენსას მგონი არცა აქვს ნორმალური რეიტრეისინგის საპორტი, ნუ ჰიბრიდულის, რაღაცა მაგაზეც მუშაობს, მაგრამ იგივე 2070 სუპერი უფრო მძლავრი კარტაა მაგ მხრივ, ბოლო ბენჩები რომ ვნახე დაახლოებით 3070Ti ოდნავ სუსტი ჩანს 6900XT რეიტრეისინგით, თამაშს გააჩნია მაგრამ რამდენიმეში ნვიდია ჯობდა მაინც ცოტათი მინიმალური ფპს-ით, ანუ რეიტრეისინგში ამდ კარტები უფრო სუსტია ნვიდიას კარტებზე, იგივე 3080Ti მაგალითათ სადღაც 50% წინაა ამდ ეხლანდელ ფლაგმანზე
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.