Jump to content

Leaderboard

  1. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      19

    • Posts

      5871


  2. Power_VANO

    Power_VANO

    ადმინი


    • Points

      1

    • Posts

      5823


  3. G1ORG1

    G1ORG1

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      30371


Popular Content

Showing content with the highest reputation on 06/27/21 in all areas

  1. კომპანია MSI-მ წარადგინა ვიდეო დაფა NVIDIA CMP 50HX Miner, რომელიც განკუთვნილია კრიპტოვალუტა Ethereum-ის ეფექტური მოპოვებისთვის. ახალი დაფა წარმოადგენს ამაჩქარებლების სპეციალიზებულ სერია Cryptocurrency Mining Processor-ის (CMP) შემადგენელ ნაწილს და მოწოდებულია, რომ მაინერების ყურადღება GeForce-სერიის გეიმინგ ვიდეო დაფებიდან გადაიტანოს. MSI CMP 50HX Miner-ის შემადგენლობაში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი 3584 CUDA ბირთვით, ასევე 10 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერება ეფექტური 14 გჰც სიხშირითა და 320-ბიტიანი სალტით. ახალ დაფას შეუძლია PCIe 1.0 x 4 ინტერფეისთან მუშაობა. სავარაუდოდ, დაფა აგებულია Turing სერიის TU102 ჩიპებზე, რომლებიც გამოიყენებოდა, მაგალითად, GeForce RTX 2080 Ti-ს შემადგენლობაში. თუმცა არც NVIDIA-ს, არც MSI-ს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ. MSI CMP 50HX Miner-ის გრაფიკული ჩიპი ფლობს 1350 მჰც საბაზისო სიხშირეს. Boost რეჟიმში იგი 1545 მჰც-მდე იზრდება. NVIDIA-მ ადრე განაცხადა, რომ CMP 50HX სერიის მოდელები Ethereum-ის მოპოვებისას უზრუნველყოფენ 45 მჰეშ/წმ წარმადობას. MSI თავისი ახალი დაფის აღწერილობაში ამ ინფორმაციას ადასტურებს, მაგრამ მიუთითებს, რომ იგი სამართლიანია მხოლოდ DAG Epoch 394 ალგორითმისთვის, ოთახის ტემპერატურისა და კარგი გაგრილების პირობებში. ამაჩქარებელში გამოყენებულია Aero სერიის გაგრილების ორსლოტიანი სისტემა ტანგენციალური ვენტილატორით, რომელიც საიმედოობის მაღალი დონით გამოირჩევა. ვიდეო დაფის ზომებია 268 x 114 x 36 მმ. დაფა ასევე აღჭურვილია უკანა გამაძლიერებელი ფირფიტით. MSI აღნიშნავს, რომ დაფაში გამოყენებულია custom-იზებული PCB, თუმცა კომპანიას დეტალები არ დაუკონკრეტებია. 225 ვატი ენერგომოხმარების მქონე მოდელ MSI CMP 50HX Miner-ს აქვს კვების ორი 8-პინიანი კონექტორი. რადგანაც ეს დაფა ორიენტირებულია მხოლოდ მაინინგზე, მას არ გააჩნია არანაირი გარე ვიდეოინტერფეისი. მათ ნაცვლად კომპანიამ განათავსა დამატებითი ჭრილი ამაჩქარებლიდან ცხელი ჰაერის გამოსასვლელად. რადგანაც ვიდეო დაფის ანონსი ფორმალური ხასიათის იყო, კომპანიას არ განუცხადებია მისი ფასისა და ხელმისაწვდომობის შესახებ. https://bit.ly/2SnB8rb
    1 point
  2. AMD-ს გამოსახულების მასშტაბირებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგია FidelityFX Super Resolution ხელმისაწვდომი გახდა მომხმარებლებისთვის. კომპანიამ განაცხადა, რომ ტექნოლოგია თავსებადია საკუთარ გრაფიკასა და NVIDIA-ს ამაჩქარებლების უმეტესობასთან. Intel-ის ვიდეო დაფებთან FSR-ის მუშაობის შესახებ არაფერი თქმულა, თუმცა ენთუზიასტებმა პირადად გადაწყვიტეს თავსებადობის შემოწმება. Twitter-ზე მუშაობის მონიტორინგისა და ანალიზის პოპულარულ ინსტრუმენტ CapFrameX-ის დეველოპერებმა გამოაქვეყნეს Intel Core i9-11900K-ში ინტეგრირებული გრაფიკის ტესტირების შედეგი, ჩართული FSR-ით. როგორც აღმოჩნდა, ეს ტექნოლოგია მუშაობს Xe არქიტექტურის მქონე UHD 750-ზე და ზრდის კადრის სიჩქარის საშუალო წარმადობას დაახლოებით ერთნახევარჯერ. ამასთან, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ უმჯობესია არაფერი იკითხოთ გამოსახულების ხარისხზე. Terminator Resistance-ში 1080p გაფართოებასა და დაბალ პარამეტრებზე FSR-ის ჩართვამ საშუალო FSP გაზარდა 26-დან 40-მდე, თანაც „საკმაოდ მომთხოვნ სცენაში“. მდგომარეობა 30%-ით გაუმჯობესდა იშვიათ და ძალიან იშვიათ მოვლენებში. Intel-ის გრაფიკის მთავარი არქიტექტორი რაჯა კოდური ადრე გამოხატავდა დაინტერესებულობას FSR ტექნოლოგიის მხარდაჭერაში. დიდი ალბათობით Intel-ის ვიდეო დაფები იმუშავებს ხსენებული ტექნოლოგიით. https://bit.ly/3vMyR6A
    1 point
  3. მიმდინარე წლის თებერვალში ილონ მასკმა განაცხადა, რომ მხოლოდ მომავალ წელს გავა კომპანია Starlink მოგებაზე, რის შემდეგაც იფიქრებს მისი აქციების საჯარო განთავსებაზე. მიმდინარე კვირაში SpaceX-ის დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ Starlink-მა პირველ რიგში უნდა მოახდინოს პროგნოზირებადი ფულადი ნაკადების გენერირების შესაძლებლობის დემონსტრირება. ამის შესახებ გვატყობინებს სააგენტო Reuters Twitter-ზე მასკის მორიგ მიმოწერაზე დაყრდნობით. ამერიკელი მილიარდერის თქმით, Starlink-ს საჯარო საფონდო ბაზარზე გასვლა ძალიან გაუჭირდება ფულადი ნაკადების დასტაბილურებამდე. ამავდროულად, იგი მზად არის Tesla-ს აქციონერებს წვდომა გაუხსნას Starlink-ის აქციებისკენ პრივილეგირებული პირობებით. Starlink არის თანამგზავრული ინტერნეტის ოპერატორი, რომელიც აპირებს დედამიწის ახლო ორბიტაზე განათავსოს 12 ათასი სატელიტი. ამჟამად ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაყვანილია დაახლოებით 1800 თანამგზავრი, სექტემბრისთვის კი კომპანია დედამიწის სრულ დაფარვას გეგმავს. სატესტო რეჟიმში ოპერატორს წვდომა აქვს 11 ქვეყანაზე, კომპანიამ უკვე შეაგროვა ქსელთან დაკავშირების მსურველთა ნახევარი მილიონი განაცხადი. როგორც კი Starlink დაიწყებს სტაბილური მოგების გენერირებას, იგი შეძლებს არა მხოლოდ საჯარო საფონდო ბაზარზე შესვლას, არამედ გახდება SpaceX-ის სხვა დიდი პროექტების დაფინანსების წყარო - მაგალითად, დააფინანსებს გადამზიდ Starship-ის შექმნას, რომელიც გამოყენებული იქნება ხალხისა და ტვირთის გაგზავნისთვის არა მხოლოდ მთვარის, არამედ მარსის მიმართულებით. https://bit.ly/3gRnV3r
    1 point
  4. სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა ვენჩურულმა კომპანია Blockchain Capital-მა მოიზიდა 300 მლნ აშშ დოლარი თავისი რიგით მეხუთე საინვესტიციო ფონდისთვის. საგადახდო სისტემა Visa და კომპანია PayPal მოქმედებდნენ პარტნიორების სახით, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის (LP) სტრუქტურები. PayPal-ისთვის ეს არის პირველი ასეთი შეთანხმება ფონდთან, რომელიც ფოკუსირებულია ბლოკჩეინსა და ციფრულ აქტივებზე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანიამ უშუალოდ ინვესტიცია განახორციელა რამდენიმე კრიპტო სტარტაპში, LP სტატუსი ნიშნავს, რომ გარე მენეჯერი დააფინანსებს ფართო სპექტრის ობიექტებს მათი სახელით. ”PayPal მოწოდებულია დაეხმაროს კომპანიებს იმ ეკოსისტემის განვითარებაში, რომლებიც ციფრულ აქტივებს უფრო ხელმისაწვდომს, სასარგებლოს და უსაფრთხოს აქცევს. ინვესტიცია Blockchain Capital-ის ახალ ფონდში საშუალებას მოგვცემს ვითანამშრომლოთ ანტრეპრენერებთან, რომლებიც ქმნიან დეცენტრალიზებული ეკონომიკის მომავალს და ფინანსური მომსახურების მომდევნო ტალღას ”, - განაცხადა PayPal-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხოსე ფერნანდეს და პონტემ. Blockchain Capital-მა ახალი, 250 მლნ აშშ დოლარიანი ფონდის ამოქმედების შესახებ 2020 წლის თებერვალში განაცხადა. შემდგომში მისი მოცულობა 300 მლნ აშშ დოლარამდე გააფართოვეს. პრეს-რელიზის თანახმად, Fund V-ს მხარი დაუჭირეს სტრატეგიულმა ინვესტორებმა, საპენსიო ფონდებმა, საოჯახო ოფისებმა და დიდმა საუნივერსიტეტო ფონდებმა. ვენჩურულმა კომპანიამ აღნიშნა, რომ სტრუქტურაში მონაწილეობის მოთხოვნის მასშტაბმა მოლოდინს გადააჭარბა. CoinDesk- თან საუბრისას, Blockchain Capital-ის გენერალურმა პარტნიორმა სპენსერ ბოგარტმა აღნიშნა, რომ საგადახდო სისტემის გიგანტები ეძებენ ბლოკჩეინ ინვესტირების შესაძლებლობებს, რადგან ამის სჯერათ. ამასთან, მათ სჭირდებათ "გამოცდილი გიდი", რომელიც ნავიგაციაში დაეხმარება. „არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე აამოქმედოთ სტარტაპი ადრეული განვითარების სტადიაზე ისეთ კომპანიებთან ერთად, როგორებიცაა Visa და PayPal და დაეხმაროთ მათ კომერციული შეთანხმებების დადებაში, აგრეთვე დარწმუნდეთ, რომ Visa-სა და PayPal-ს აქვთ იმ პროდუქტების გადაწყვეტილებები, რომელთა ამოქმედებაც სურს ამ სტარტაპს“ - განაცხადა ბოგარტმა. გენერალური პარტნიორის თქმით, Blockchain Capital ამ 300 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებს ადრეული სტადიის სტარტაპებში. კომპანიამ ახალი ფონდის კაპიტალის განაწილება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, მაგრამ თანხის დიდი ნაწილი ხელუხლებელი დარჩა. Blockchain Capital მართავს დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს. 2013 წელს დაარსებიდან მოყოლებული მან 110-ზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ფირმის პორტფელში შედის Coinbase, Kraken, Anchorage, OpenSea, Aave და სხვები. https://bit.ly/3zRTxx6
    1 point
  5. კომპანია Philips-მა განაცხადა, რომ მუშაობს 55-დუიმიან მონიტორ Philips Momentum 559M1RYV-ზე, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად Xbox-კონსოლების ახალი თაობისთვის. მონიტორს აქვს 4K გაფართოების მხარდაჭერა 120 კადრით, აგრეთვე ფუნქცია Xbox Game Mode, რომელიც ახდენს გამოსახულების ოპტიმიზაციას კონსოლზე და Ambiglow, რომელიც თამაშის პროცესში ჩაფვლას უწყობს ხელს. მონიტორში ინტეგრირებული იქნება Bowers & Wilkins-ის დინამიკები. პარტნიორული კავშირების მენეჯერმა მეთ კესელრინგმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს Philips-თან თანამშრომლობას, რათა დააკამყოფილოს Xbox-ის მომხმარებლების ინტერესები. ამგავრი პარტნიორობის მთავარი ამოცანაა ისეთი მონიტორის შექმნა, რომელიც ადაპტირებული იქნება ახალი თაობის Xbox Series X/S კონსოლებთან. Sony-ს მხრიდან არ წამოსულა არანაირი საპასუხო რეაქცია, ამჟამად Xbox კონსოლები შესამჩნევად კარგად გამოდის ბაზარზე, თუკი მათ გასულ თაობასთან შევადარებთ, სადაც სიტუაცია სრულიად საპირისპირო იყო. ჯერჯერობით, მონიტორის გამოშვების ზუსტი თარიღი ან ფასი არ არის გამოცხადებული. ამავდროულად, Philips-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე მოცემულია გეიმინგ-მონიტორის გვერდი, მაგრამ მითითებულია, რომ პროდუქტი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. https://bit.ly/3gPpWM4
    1 point
  6. Toyota-ს სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა წარადგინა საკუთარი ახალი მიღწევები რობოტექნიკის სფეროში, სახლის პირობებში რთული ამოცანების გადაჭრის მიმართულებით. ინსტიტუტის ინჟინრებმა შეძლეს რობოტებისთვის ესწავლებინათ ისეთ რთულ სიტუაციებში მოქმედება, რომლებიც არსებული მანქანების უმეტესობას აბნევს. ამგვარი სიტუაციებია გამოსახულების ამოცნობა გამჭვირვალე და სარკისებრი ზედაპირებიდან, აგრეთვე მათზე რეაგირება სხვადასხვა გარემოში. თავისი მიღწევების დემონსტრირება კომპანიამ მოახდინა ვიდეოთი, რომელშიც რობოტი სელფის იღებს - აფიქსირებს თავის გამოსახულებას სარკისებრ ზედაპირზე. Toyota-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიზანია ისეთი რობოტების შექმნა, რომლებიც გააფართოვებენ ადამიანის შესაძლებლობებს და არ ჩაანაცვლებენ მათ უნარებს. ინსტიტუტის წარმომადგენლის თქმით, რობოტების სწავლება სახლის პირობებში ფუნქციონირებისთვის არის არატრივიალური ამოცანა, რადგანაც ყველა სახლი ინდივიდუალურადაა მოწყობილო, რაც გარკვეულ სირთულეებს უქმნის შაბლონების მიხედვით მომუშავე მანქანებს. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3gMQjna იმ დროს, როდესაც ადამიანი უპრობლემოდ განასხვავებს ობიექტს მისი ანარეკლისგან, გამჭვირვალე და სინათლის ამრეკლავი საგნები ხშირად აბნევს რობოტებს. მანქანების უმეტესობა დაპროგრამებულია ისე, რომ რეაგირება მოახდინონ საგნებსა და გეომეტრიაზე კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. მათ ქმედებას მინის მაგიდასთან, სარკესთან, პრიალა ტოსტერთან ან გამჭვირვალე ჭიქასთან შესაძლოა უსიამოვნო შედეგები მოყვეს. ამ პრობლემების გადასაჭრელად Toyota-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინრებმა შეიმუშავეს სწავლების ახალი მეთოდი, რომელიც რობოტებს საშუალებას აძლევს აღიქვან სცენის სამგანზომილებიანი გეომეტრია, აგრეთვე აღმოაჩინონ ობიექტები და ზედაპირები. ამგვარი მიდგომა ასევე გამორიცხავს მონაცემთა შრომატევადი, ძვირადღირებული ან არაპრაქტიკული შეგროვებისა და ეტიკეტირების საჭიროებას. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა იდეალური არ არის, Toyota-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განცხადება უზარმაზარი მიღწევაა სრულიად რობოტექნიკის სფეროში. https://bit.ly/3vNN7vR
    1 point
  7. ბესთსელერ „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“-ს ავტორმა და ანტრეპრენერმა რობერტ კიოსაკიმ ივარაუდა „მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი კრახი“ და პირველი კრიპტოვალუტის ფასის ვარდნა 24 ათას აშშ დოლარიან ნიშნულამდე. მან დაამატა, რომ ბაზრის რღვევები საუკეთესო დროა გამდიდრებისთვის. ”მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი Bubble სულ უფრო მეტად იზრდება. ისტორიაში ყველაზე დიდი კრახი ახლოვდება. იყიდეთ მეტი ოქრო და ვერცხლი. ელოდით, რომ Bitcoin-ის ფასი 24 000 აშშ დოლარამდე დაეცემა “, - წერს კიოსაკი. 2020 წლის დეკემბერში ანტრეპერენერმა საზოგადოებას მოუწოდა პირველი კრიპტოვალუტის ყიდვისკენ, სანამ მისი ფასი 20 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებდა და იმავე დროს ივარაუდა აქტივის კურსის 50 ათას აშშ დოლარამდე ზრდა. 2021 წლის მარტში კიოსაკის მოწოდება იყო ოქროსა და Bitcoin-ის შეძენა 1.9 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური დახმარების გეგმის დამტკიცების ფონზე. შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში კრიპტოსავალუტო ჰეჯ-ფონდ Pantera Capital-ის ხელმძღვანელმა დენ მორჰედმა განაცხადა, რომ ახლა შესანიშნავი დროა ციფრული ოქროს შეძენისთვის. https://bit.ly/3iXahgt
    1 point
  8. ღონისძიება Conference on Computer Vision and Pattern Recognition-ზე (CVPR) Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის განყოფილების ხელმძღვანელმა ანდრეი კარპატიმ წარადგინა Tesla-ს სუპერკომპიუტერების ახალი კლასტერი არანორმალურად შთამბეჭდავი მახასიათებლებით - გვაცნობებს რესურსი Electrek. სპეციალისტების შეფასებით, მახასიათებლები სუპერკომპიუტერს საშუალებას აძლევს მოიპოვოს მეხუთე ადგილი მსოფლიო რეიტინგში. Tesla-ს ახალ კლასტერში შედის რვა NVIDIA A100 80GB ამაჩქარებლის 720 ნოუდი - სულ 5760 გრაფიკული პროცესორი. ამ მონსტრის გამომთვლელი წარმადობა FP16 ოპერაციებში 1.8 exaFLOPS-ს აღწევს. მონაცემთა სანახი სივრცე 10 პეტაბაიტს შეადგენს, სიჩქარე - 1.6 ტბ/წმ. გამოყენებულია NVMe მყარი დისკები ცხელი ჩანაცვლების შესაძლებლობით. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ კომპანიას დაუგროვდა 1.5 პეტაბაიტი მოცულობის მონაცემები და იგი უზარმაზარ გამოთვლით სიმძლავრეს მოითხოვს. კარპატიმ აგრეთვე დაადასტურა, რომ Tesla ამზადებს კიდევ უფრო მაღალი წარმადობის სუპერკომპიუტერს, რომელიც ნეიროქსელის სწავლებაზე იქნება ოპტიმიზებული. სავარაუდოდ, ეს გახლავთ პროექტი Dojo, რომელიც მზად მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა იყოს. https://bit.ly/3zFbCyu
    1 point
  9. Apple ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ასოცირდეს მწვანე ტექნოლოგიებთან. უახლოესი მომავლის გეგმები მოიცავს არა მხოლოდ განახლებადი წყაროების ენერგიის გამოყენებას, არამედ ახალი სმარტფონების წარმოებას მხოლოდ გადამუშავებული მასალებისგან. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა Tim Cook-მა განაცხადა VivaTech 2021 სამიტის დროს. მისი თქმით მომავალში Apple მთლიანად იტყვის უარს "ახალი" სასარგებლო წიაღისეულის გამოყენებაზე და მთლიანად დაეყრდნობა "განახლებად წყაროებს". მან სპეციალურად აღნიშნა, რომ კომპანია უკვე გადავიდა "ნახშირბადისგან თავისუფალ" ტექნოლოგიებზე, რომლებიც ამცირებენ ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გამოყოფას. დღეს Apple-ის ბიზნესის მთავარი გამოწვევაა მომხმარებელთა ინფორმირებულობა "ნულოვანი ნახშირბადის გამოყოფის" მნიშვნელობის შესახებ და "ნახშირბადის ნეიტრალიტეტისთვის" მიღწევა მთლიან საწარმოო ჯაჭვში საბოლოო მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდების ეტაპამდე. სავარაუდოდ, ეს მიზანი 2030 წლისთვის იქნება მიღწეული. Apple-ს უკვე შეუძლია იამაყოს გარემოსთვის ზიანის მიყენების მინიმიზაციის სფეროში. მაგალითად, ალუმინის 40%, რომელიც გამოიყენება Mac-კომპიუტერების წარმოებისთვის - მეორადი გადამუშავების მასალაა, iPhone 12-ში კი გამოყენებულია 98 % იშვიათი ელემენტი, რომლებიც გადამუშავების შედეგად იქნა მიღებული. კომპანია ამტკიცებს, რომ დამტენ მოწყობილობას ახალ iPhone-ს არ აყოლებს იმავე მიზეზით - გარემოზე ზრუნვისა და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების მიზნით. https://bit.ly/3d0QetY
    1 point
  10. უახლოეს დღეებში დიდ ბრიტანეთში საცალო ვაჭრობის ბანკ TSB-ის ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ჩამოერთმევა კრიპტოვალუტის ყიდვის შესაძლებლობა Binance და Kraken ბირჟებზე, გვაცნობებს The Times. ფინანსურმა ინსტიტუტმა გადაწყვეტილება განმარტა აღნიშნულ პლატფორმებზე თაღლითების სიმრავლისა და უსაფრთხოების სუსტი ზომების გამო შეშფოთებით. განსაკუთრებულ შეშფოთებას Binance იწვევს. TSB-ის თანახმად, 2021 წლის 15 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ბანკის 849 მეანაბრემ განაცხადა, რომ თაღლითური საქმიანობის გამო Binance-ის ანგარიშებზე ფული დაკარგეს. ბანკში აღნიშნავენ, რომ სკამერები თავს ინვესტიციების ონლაინ-კონსულტანტებად აჩვენებენ და მსხვერპლს არწმუნებენ გადასცეს მათ თავისი სადებეტო ბარათის მონაცემები. „ჩვენ ვხედავთ თაღლითობის მასშტაბების მკვეთრ ზრდას, კრიპტო ბირჟები სავსეა პირებით, რომლებიც დიდ თანხებს იპარავენ და სარგებელს ნახულობენ მსგავსი ტიპის ინვესტიციებისადმი არსებული მზრდი ინტერესით“ - განაცხადა TSB-ის წარმომადგენელმა. Binance-მა და Kraken-მა უარყვეს ბრალდებები. კაიმანის კუნძულებზე დაფუძნებული აზიური პლატფორმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ”Binance მეტად სერიოზულად იღებს თავის პასუხისმგებლობას - დაიცვას მომხმარებლები თაღლითობისგან”. ”როდესაც ასეთი პრეტენზიების შესახებ ვიღებთ შეტყობინებას, დაუყოვნებლივ მივმართავთ ზომებს და გვაქვს სამართალდამცავ ორგანოებთან მუშაობის შესანიშნავი გამოცდილება ”, - აღნიშნა მან. Kraken-ის იურიდიული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა სტივენ კრისტიმ აღნიშნა, რომ ბირჟამ მხოლოდ 2020 წელს უპასუხა უფლებამცველების ათასზე მეტ შესაბამის მოთხოვნას. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ (FCA) ქვეყანაში 2.3 მილიონი კრიპტო ინვესტორი დათვალა. ერთი წლის წინ მათი რიცხვი 1.9 მილიონი იყო. https://bit.ly/3gGY51L
    1 point
  11. კომპანია Xiaomi მუშაობს მობილური მოწყობილობების დამუხტვის ახალ ტექნოლოგიაზე. ინფორმაცია ახალი სისტემის შესახებ გამოქვეყნდა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (China’s National Intellectual Property Administration, CNIPA) ვებ-გვერდზე. Xiaomi-ს შემოთავაზებაა გაჯეტები ხმოვანი ტალღების გამოყენებით დაიმუხტოს. დამტენ სადგურში მოცემული იქნება აკუსტიკური ვიბრაციების სპეციალური გენერატორი, რომელიც შეძლებს ამა თუ იმ მოწყობილობის, მაგალითად სმარტფონის, მიმღების დაჭერას. შემდეგ ხმოვანი ტალღები გარდაიქმნება ელექტრო ძაბვად ბატარეის ენერგიის მარაგის შევსებისთვის. საინტერესოა, რომ დამტენი სადგური თავად შეიძლება იყოს აღჭურვილი სხვადასხვა გარდამქმნელით გარემოდან ენერგიის მისაღებად. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, მზის პანელები. ამასთან, ეს უჩვეულო ტექნოლოგია ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ჯერჯერობით სამწუხაროდ არაფერია ცნობილი Xiaomi-ს სამომავლო გეგმებზე სისტემის პროტოტიპის შექმნასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ადრე Xiaomi-მ წარადგინა უსადენო დამუხტვის სისტემა Air Charge: მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის დამუხტვა რამდენიმე მეტრი მანძილის დაშორებით. https://bit.ly/35ES6o1
    1 point
  12. კომპანია LG-მ ჩაიფიქრა უჩვეულო ტელევიზორის პანელის შექმნა, რომელიც დამყარებული იქნება დრეკადი დისპლეის ბაზაზე. როგორც რესურსი LetsGoDigital გვაცნობებს, ახალი ტელევიზორის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (World Intellectual Property Organization, WIPO) ერთ-ერთ ქვეგანყოფილებაში. საუბარი ეხება პანელს, რომელიც ჰორიზონტალურად იხვევა. როგორც საპატენტო ილუსტაციებიდან ვხედავთ, მოწყობილობა შემდგარი იქნება ბაზისგან, რომელზეც დაყენებულია მოძრავი მოდულები. დაკეცილ მდგომარეობაში ამგვარი ტელევიზორი გარეგნულად მოგვაგონებს აკუსტიკური სისტემის დინამიკს ვერტიკალურად გამოწეული დისპლეით. ვიდეომასალებზე ჩანს, რომ მარცხენა და მარჯვენა მოდულები გადაადგილდება ჰოროზონტალურად, ეკრანი კი ჩვეულ სტანდარტულ ფორმას მიიღებს. საინტერესოა ის, რომ დრეკადი ეკრანი მოიცავს მოძრავი მოდულების გვერდით ნაწილებს: ამ სივრცეებზეც შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გახმაურებული პანელის მახასიათებლები. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია მასში გამოყენებული იყოს მატრიცა ორგანული შუქდიოდებით (OLED) და გვერდების შეფარდებით - 16:9. უნდა აღინიშნოს, რომ LG-მ გასულ წელს დაიწყო ტელევიზორ Signature OLED R-ის გაყიდვა. მას აქვს 65-დუიმიანი დრეკადი ეკრანი, რომლის გრაგნილივით დახვევაა შესაძლებელი და სრულიად იფარება ბაზის შიგნით. https://bit.ly/3gETbT8
    1 point
  13. NVIDIA-ს ყველა წინა მცდელობა - გეიმერული ვიდეო დაფები მაინინგისგან დაცვის ფუნქციით აღეჭურვა, წარუმატებელი აღმოჩნდა და მაინერების მხრიდან დაცინვა დაიმსახურა. ჰეშრეითის შეზღუდვის სისტემის მქონე პირველი RTX 3060 დაფები გამოსვლიდან რამდენიმე თვეშივე განიბლოკა 470.05 ვერსიის დრაივერის წყალობით, რომელიც მხოლოდ დეველოპერებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა მის გარეშეც კი დაფები არც ისე ცუდად მუშაობდნენ ჰეშირების სხვა ალგორითმების მონეტების მოპოვებისას, რადგანაც შეზღუდვა ეხებოდა მხოლოდ Dagger Hashimoto (Ethash) ალგორითმს. ზუსტად იგივე ვითარება განმეორდა ახლახანს გამოსულ RTX 3080Ti და RTX 3070Ti დაფებზე, რომლებსაც შეზღუდვების მიუხედავად არც ისე ცუდი შემოსავლის მოტანა შეუძლიათ ისეთი მონეტების მოპოვებაში, როგორიცაა Ergo, Conflux CFX, Ravencoin და Cortex (CTXC). შედეგად, Nvidia-ს ქმედებებმა ვერ გამოიწვია ფასების რეალური შემცირება ამ მოდელებზე, რადგან ისინი კვლავ მოთხოვნადია მაინერებს შორის. მაგრამ, როგორც ჩანს, კომპანიის წარმომადგენლებმა საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ გეიმერებისთვის GPU-ების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ვითარების შესაცვლელად საჭიროა ჰეშრეითის შეზღუდვების შემოღება არა მხოლოდ Ethereum-ს, არამედ მისი ანალოგებისთვის. პირველი დაფა ალგორითმების გაფართოებული შეზღუდვით გახდა ახალი RTX 3060 LHR. ზოგიერთმა მაინერმა განაცხადა Altcoin-ების მაინინგის პრობლემის შესახებ ახლად შეძენილ MSI GeForce RTX 3060 დაფაზე. ფორუმის მონაწილეთა განცხადებით შეზღუდვებმა გავლენა მოახდინა ათზე მეტ პოპულარულ მონეტაზე, რომლებიც დაფუძნებულია Proof of work კონსენსუსის ალგორითმზე. 470.05 დრაივერის ინსტალაცია, რომელიც უბრალოდ არ მუშაობს RTX 3060-ის განახლებულ ვერსიებთან, ვერ აღმოჩნდა პრობლემის მოგვარების საშუალება. https://bit.ly/3zvylwN
    1 point
  14. ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ეროვნული ციფრული ვალუტის (CBDC) ამოქმედება საბანკო სისტემას ჩამოართმევს დეპოზიტების ბაზის დაახლოებით 8%-ს (873 მილიარდი ევრო) - გამოითვალეს Morgan Stanley-ს ანალიტიკოსებმა, გვცანობებს Reuters. მსგავსი შეფასება პესიმისტურ სცენარს შეიცავს. იგი ემყარება დაშვებას, რომ ევროზონის 15 წელზე უფროსი ყველა მოქალაქე დეპოზიტებიდან CBDC-ში 3000 ევროს გადაიტანს. მსგავსი ლიმიტი, როგორც დაზღვევა საბანკო სექტორში ვითარების დესტაბილიზაციისგან, ადრე დაასახელა ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა ფაბიო პანეტამაც. ისეთი მცირე ქვეყნების საკრედიტო ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა საბერძნეთი, ლატვია და ესტონეთი, ციფრულმა ევრომ შეიძლება ზიანი კიდევ უფრო შესამჩნევი გახადოს. ანალიტიკოსების აზრით, მათ შეიძლება ჰქონდეთ საბანკო დეპოზიტების 17-30%-ის გადინება. რეალური შეფასებები კი შესაძლოა არც ისე პესიმისტური იყოს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადგილობრივი ბანკების მომხმარებლები დანაზოგების დიდ ნაწილს ციფრულ ევროში გადაიტანენ, აღნიშნეს ექსპერტებმა. მათი გათვლებით, უარეს შემთხვევაში, ეფექტი შეიძლება იყოს 10%. წყარო: Morgan Stanley. Morgan Stanley აღნიშნავს, რომ CBDC-ის მიღება გაზრდის კრედიტი/დეპოზიტის (LDR) საზომების ურთიერთმიმართებას საშუალოდ 97%-დან 105%-მდე.  შედეგად გაიზრდება ლიკვიდურობის დეფიციტის ალბათობა მსესხებლების მხრიდან აქტიური მოთხოვნის შემთხვევაში. ამასთან, იგი არ გამოიწვევს სისტემურ შედეგებს, რადგან პანდემიის ეპოქაში LDR უკვე გაიზარდა ამ მაჩვენებლებამდე, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. შეგახსენებთ, ადრე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გარფრთხილება გასცა მონეტარული მარეგულირებლის პრობლემების შესახებ საკუთარი CBDC-ის არარსებობის გამო. მანამდე ECB-ის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ციფრული ევროს გამოშვება, რომლის დამტკიცებაც პოლიტიკოსების მიერ იქნება შესაძლებელი, შეიძლება მოხდეს ოთხი წლის შემდეგ. https://bit.ly/3gEpy38
    1 point
  15. ცნობილია, რომ Intel მიმდინარე წელს დაიწყებს პირველი 10th დესკტოპ პროცესორების მიწოდებას. ზუსტი თარიღები ამ დრომდე უცნობია, რეალურად სარწმუნო ცნობები მეტად მცირე რაოდენობით ვრცელდება, რაც ნამდვილად არასაკმარისია სამომავლო წარმოდგენის შესაქმნელად. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2022 წელს დაიწყება AMD AM5 პლატფორმის მქონე მომდევნო თაობის პროცესორების გაყიდვა. ორივე მათგანი ნიშნავს ახალი DDR5 სტანდარტის მეხსიერებაზე გადასვლას, აგრეთვე ბევრ გაუმჯობესებას. ამჯერად უახლესი ინფორმაცია გავრცელდა რესურს Videocardz-ისგან. პირველ რიგში ვისაუბრებთ Alder Lake-ის გამოსვლაზე. გავრცელებული ცნობით, 600-სერიის ჩიპსეტები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ დროისთვის უნდა გამოჩნდეს თავად პროცესორებიც. მონაცემები შესაძლოა ოპტიმისტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ მთელი ხაზის ნაცვლად მხოლოდ ფლაგმანურ Z690-ს მივიღებთ. ცნობილია, რომ ბიუჯეტური B660 და H610 2022 წლის პირველ კვარტალში გამოვა. ეს არის მეტად მოულოდნელი ნაბიჯი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მომდევნო წელს ვიხილავთ დაბალბიუჯეტურ Core i5 და Core i3 პროცესორებს. ლოგიკური იქნება ვარაუდი, რომ 150 აშშ დოლარიანი ჩიპების მყიდველები არ მოისურვებენ დედა დაფაში 400 აშშ დოლარის გადახდას. მიუხედავად იმისა, რომ Alder Lake-მა ნამდვილი რევოლუცია უნდა მოიტანოს, უკვე გამოსასვლელად ემზადება მომდევნო თაობა, სახელწოდებით Raptor Lake. ისინი მიიღებენ იმავე 10-ნანომეტრიან ტექნოპროცესს ბირთვების განაწილების უფრო მოქნილი მეთოდით. არსებული ცნობებით, 700-სერიის ფლაგმანი Z790 2022 წლის მესამე კვარტალში უნდა გამოვიდეს. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თუ რამდენად ჩქარობს Intel, შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ეს უკანასკნელი უნდა იყოს პირდაპირი პასუხი AMD-ის 5-ნანომეტრიანი ჩიპებისთვის. რეალურად, AM5 პლატფორმა და კოდური დასახელება Raphael-ის მქონე პროცესორებისთვის განკუთვნილი ფლაგმანური ჩიპსეტი X670 2022 წლის მეორე კვარტალში გამოვა. გამორიცხული არ არის, რომ მასიური გაყიდვებიც ამავე პერიოდში დაიწყოს, დიდი ალბათობით, AMD-მ თავადაც არ იცის ზუსტი თარიღი. ამ შემთხვევაში ყველაფერი Apple-ზეა დამოკიდებული: იგი დღესდღეობით ჩიპების მომწოდებელი TSMC-ის მთავარი პარტნიორი და დამკვეთია. რაც მალე გამოუშვებს Apple 5-ნანომეტრიან პროდუქციას, მით უფრო ადრე შეძლებს AMD თავისი 5-ნანომეტრიანი Ryzen 6000 პროცესორების მასობრივ წარმოებას. ინსაიდერები კი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ AM5 პლატფორმა გამოჩნდება მხოლოდ 2022 წლის მე-4 კვარტალში. ეს ასევე დაადასტურა იმ ფაქტმა, რომ მე-3 კვარტალში უნდა შედგეს ახალი iPhone 13-ის პრეზენტაცია ახალი 4-ნმ ან 3-ნმ ტექნოპროცესით. https://bit.ly/3vybuO2
    1 point
  16. კომპანია IDC-მა შეისწავლა ევროპაში თან სატარებელი ელექტრონიკის ბაზარი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში: ინდუსტრია, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, სწრაფად განიცდის აღმასვლას კორონავირუსის დარტყმისა და მისგან პროვოცირებული მიწოდების ჯაჭვების მოშლის შემდეგ. იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში ევროპელებმა შეიძინეს 22.0 მილიონი ტარებადი გაჯეტი - ჭკვიანი საათები, ფიტნეს ტრეკერები, უსადენო ყურსასმენები (TWS) და ა.შ. ეს არის 33%-ით, ანუ ზუსტად ერთი მესამედით მეტი, ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში. ბაზრის ლიდერია Apple, რომლის წილმა ბოლო კვარტალში 35.6% შეადგინა. Samsung მნიშვნელოვნად ჩამორჩება მას და მეორე ადგილზეა 16,1%-იანი წილით. Xiaomi ხურავს სამეულს 11.5%-იანი მაჩვენებლით. აღინიშნა, რომ სხვადასხვა ტიპის სმარტ-საათზე მოდის თან სატარებელი მოწყობილობების მთლიანი მიწოდების 31.2%. ბაზრის უდიდესი სეგმენტი 53.2%-იანი წილით არის ყველა ტიპის ყურსასმენი, კერძოდ TWS-ყურსასმენები. ანალიტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს ევროპაში თან სატარებელი გაჯეტების საერთო მიწოდება ბაზარზე 91.7 მილიონ ერთეულს მიაღწევს. 2025 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 168.4 მილიონი ერთეული იქნება. https://bit.ly/2UeBtNy
    1 point
  17. როდესაც ვიდეო დაფების დეციფიტზე ვსაუბრობთ, ვეყრდნობით მხოლოდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. NVIDIA მხოლოდ გარკვეულ მონაცემებს აზიარებს, ცნობების უდიდესი ნაწილი პრესაში ვერ ხვდება, AMD-ს კი მთელი რიგი პრობლემები აქვს ნახევრადგამტარ პროდუქტებთან წვდომის მხრივ. გარკვეული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ანალიტიკოსებისგან, რომლებიც ითვლიან მეორად ბაზრებზე გაყიდული GPU-ების რაოდენობას, თუმცა უმეტესად საუბარი ეხება პლატფორმა eBay-ს იმ დროს, როდესაც ათეულობით მსხვილი რეგიონალური პლატფორმა გაუთვალისწინებელი რჩება. საბედნიეროდ, ტექნოლოგიური ინსაიდერები ზოგჯერ აზიარებენ ცნობებს, რომლებიც საშუალებას იძლევა პრობლემა შინაგანად გადაიხედოს. ამჯერად პრესაში მოხვდა ტაივანურ კომპანია ASRock-ის ანგარიში საინტერესო ფაქტებით. უპირველეს ყოვლისა, მოსალოდნელია ფასების კლება ვიდეო დაფებზე. ეს განპირობებულია უპირველეს ყოვლისა ჩინელი მაინერების ფაქტორის მიერ, რომლებიც ვეღარ ახერხებენ Ethereum-ის მოპოვებას, შემოდგომისთვის უმსხვილესი ფერმებიც კი დატოვებენ ჩინეთის ტერიტორიას. გაუმჯობესებები დღეს უკვე თვალსაჩინოა, მაგრამ ისინი ბევრად თვალშისაცემი იქნება წლის მეორე ნახევარში მიწოდების მოცულობის მატებისა და ბაზარზე გრაფიკული ჩიპების რაოდენობის ზრდის გამო. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ვიდეო დაფები შეხვდებათ გეიმერებს, რადგან, ბოლო ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მაინერებმა მიიღეს მინიმუმ 700 ათასი ვიდეო დაფა (ბაზარზე მიწოდების მოცულობის 25%). უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მინიმალური მაჩვენებლები, ხოლო რეალური მაჩვენებლები შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს. ASRock-ის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ფასების კორექტირება შესაძლოა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მოხდეს. ამის წინაპირობები უკვე არსებობს. ოპტიმიზმის მთავარ მიზეზად კი მოყვანილია მზა პროდუქციის წარმოებისთვის მასალების მომარაგების ზრდა. ამავე დროს, ASRock ელოდება ვიდეო დაფების ფასების მხოლოდ ნაწილობრივ აღდგენას. შესწორება, რა თქმა უნდა, მოხდება, მაგრამ არავინ იცის, როდის ჩამოვა Radeon RX 6700 XT-ის ფასი რეკომენდებულ 479 აშშ დოლარამდე. ბოლო მონაცემები შესაძლოა მოულოდნელი ჩანდეს, რადგანაც ASRock აცხადებს, რომ ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობის დედა დაფების გაყიდვა AMD-ისა და Intel-ის ახალი პროცესორების დეფიციტის გამო. ამ მიმართულებით კარგი სიახლები არ არის, რადგანაც ჩიპების ნაკლებობა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლამდე გაგრძელდება. უცნობია, აქვთ თუ არა ანალოგიური სირთულეები დედა დაფების სხვა მწარმოებელ კომპანიებსაც. ნებისმიერ შემთხვევაში, პროცესორების მიწოდების პრობლემა ისე მწვავედ არ დგას, როგორც გრაფიკული ჩიპების დეფიციტი, ASRock კი ელის, რომ მეორე კვარტლის შეჯამებით შეძლებს წმინდა მოგების მორიგი რეკორდული მაჩვენებლის მიღებას. https://bit.ly/3zvyeRT
    1 point
  18. Google აგრძელებს მუშაობას სმარტფონებისა და პლანშეტების ოპერაციული სისტემის გაუმჯობესებაზე. მიმდინარე ზაფხულში Android-ზე მომუშავე 3 მილიარდი აქტიური გაჯეტის მფლობელები მიიღებენ ექვს მნიშვნელოვან განახლებას გარე საფრთხეებისგან დასაცავად და ამა თუ იმ მეთოდით ცხოვრების გასაადვილებლად. გაფრთხილება მიწისძვრის შესახებ გასული წლიდან Google-ის გუნდი მუშაობს მიწისძვრის პროგნოზირების მსოფლიოს უდიდეს სისტემაზე. პრობლემურ რეგიონებში მცხოვრები ხალხი გაფრთხილებას მიიღებს მიწისძვრის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე. ეს მათ მისცემს ცოტა დროს უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად და სიცოცხლის გადასარჩენად. ეს სისტემა ახლახანს ამოქმედდა ახალ ზელანდიასა და საბერძნეთში და ახლა უკვე ხელმისაწვდომია თურქეთში, ფილიპინებში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში და უზბეკეთში. პრიორიტეტული ქვეყნები არიან მაღალი სეისმური საშიშროების მქონე რეგიონები. მიმდინარე წელს სისტემა გავრცელდება სხვა ქვეყნებშიც. მნიშვნელოვანი გზავნილების მონიშვნა „შეტყობინებების“ აპლიკაციაში იმისათვის, რომ არ დაიკარგოს აქტუალური ინფორმაცია "შეტყობინებების" აპლიკაციაში, შესაძლებელი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინებების ვარსკვლავით მონიშვნა. მოგვიანებით თქვენ არ დაგჭირდებათ შეტყობინებების სქროლვა ძებნისთვის - უბრალოდ აირჩიეთ თქვენი საყვარელი შეტყობინებების განყოფილება. უახლოესი დროის განმავლობაში ფუნქცია ფართოდ გავრცელდება. დიალოგისთვის ოპტიმალური ემოჯის შერჩევა შეტყობინების დაწერის შემდეგ შესაბამისი ემოჯიები ავტომატურად გამოჩნდება კლავიატურის ზემოთ. ეს დაგეხმარებათ იპოვოთ შესანიშნავი კომბინაცია, რომელიც შეესაბამება თქვენს განწყობას. "კონტექსტური" ემოჯიები უკვე ხელმისაწვდომია Gboard-ის ბეტა ვერსიაში, Android 6-სა და უფრო ახალი სისტემის მქონე მომხმარებლები მათ მიიღებენ ზაფხულის ბოლოს, თუმცა მხოლოდ ინგლისურ, ესპანურ და პორტუგალურ ტექსტებზე. უფრო მეტ პროგრამაზე წვდომა ხმოვანი ბრძანებებით პაროლის შეყვანისა და მზერის ამოცნობის გაუმჯობესებული ფუნქციები ხმოვან წვდომაში მათთვის, ვისაც სენსორული ეკრანის გამოყენებით მონაცემების შეტანა უჭირს, ხმოვანი წვდომა საუკეთესო არჩევანია. მისი საშუალებით შესაძლებელია ბრძანებების შეტანა ხმის გამოყენებით. მზერის ამოცნობის სისტემის ბეტა ვერსია ააქტიურებს ხმოვან წვდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ეკრანს უყურებს. შეგიძლიათ გადაერთოთ მეგობრებთან და ნაცნობებთან ნამდვილი საუბრიდან სმარტფონის გამოყენებაზე ზედმეტი მოძრაობების გარეშე. ასევე გაუმჯობესდა პაროლის შეყვანის სისტემა Voice Access-ის მეშვეობით. როდესაც პროგრამა ამოიცნობს პაროლის ჩასაწერ ველს, ის საშუალებას მოგცემთ შეიყვანოთ ასოები, ციფრები და სიმბოლოები. მაგალითად, შეგიძლიათ მიუთითოთ რომელი ასო გამოიყენოთ, ან თქვათ "დოლარის ნიშანი" $ სიმბოლოს შესაყვანად. Android Auto-ს პარამეტრების მართვა და ახალი ფუნქციები შესაძლებელი იქნება ეკრანის ლანჩერის პერსონალიზება უშუალოდ სმარტფონიდან და ღამის რეჟიმის ხელით დაყენება. აგრეთვე გამარტივდა მედიააპლიკაციების ჩანართებში კონტენტის ნახვა, დაემატა სხვა ფუნქციებიც. დამატებით, Android Auto-ში გამოჩნდა აპლიკაციები ელექტრომობილის დამტენის, პარკირებისა და ნავიგაციისთვის, ეკრანის ლაუნჩერიდან შესაძლებელია პირდაპირი წვდომის მიღება ისეთ აპლიკაციებთან, როგორებიცაა WhatsApp ან „Google-ის შეტყობინებები“. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია სმარტფონებისთვის, რომლებიც მუშაობენ Android 6-ზე ან უფრო ახალ ვერსიებზე თანამედროვე ავტომობილთან დაკავშირებისას. https://bit.ly/2TCfxvp
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.