Jump to content

Leaderboard

  1. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      3

    • Posts

      5871


  2. ottko

    ottko

    წევრი


    • Points

      3

    • Posts

      4664


  3. eXtreme-Hunter

    eXtreme-Hunter

    წევრი


    • Points

      2

    • Posts

      13110


  4. GIVI-1990

    GIVI-1990

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      3423


Popular Content

Showing content with the highest reputation on 03/20/21 in all areas

  1. რეითრეისინგის ტექნოლოგია საჭიროებს გრაფიკული ადაპტერის დიდ რესურსს, ამცირებს fps-ს და იწვევს არც ისე მაღალი წარმადობის მქონე ვიდეო დაფების მფლობელების უკმაყოფილებას. NVIDIA-ს აქვს გადაწყვეტილება ამ მიმართულებით - ტექნოლოგია DLSS (ამჟამად უკვე 2.0 ვერსია), რომელიც საშუალებას იძლევა საგრძნობლად გაიზარდოს წარმადობა გამომსახულების ხარისხის პრაქტიკულად შეუმჩნეველი კარგვის ხარჯზე. კომპანია AMD ასევე მუშაობს ანალოგიურ ტექნოლოგიაზე, რომლის სახელწოდებაა FidelityFX Super Resolution. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა Scott Herkelman-მა აღნიშნა ახალი ფუნქციის მთელი რიგი საინტერესო დეტალები, რესურს VideoCardz-მა კი აქედან გამოყო მთავარი მახასიათებლები. AMD-ს წარმომადგენლის თქმით, კომპანიის სპეციალისტები კვლავ მუშაობენ ახალი ტექნოლოგიის შემუშავებაზე, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან ტექნიკური საკითხების გარდა საჭიროა სხვადასხვა გაფართოებაზე მუშაობის სირთულეების შესწავლა. დეველოპერებისა და პარტნიორების გარემოში ფუნქციის დანერგვისთვის აუცილებელია "ნიადაგის მომზადება". ფოტოს წყარო: AMD გარდა ამისა, სკოტ ჰერკელმანმა აღნიშნა, რომ FidelityFX Super Resolution ტექნოლოგია (შემოკლებით FSR) სულაც არ იქნება დაფუძნებული მანქანური სწავლების საფუძველზე, რაც საკმაოდ მოსალოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ AMD-ის გრაფიკულ პროდუქტებს ამისათვის ბირთვები არ აქვთ გამოყოფილი. მან ასევე განაცხადა, რომ გათვალისწინებულია დეველოპერებისთვის და გეიმინგ-საზოგადოებისთვის შექმნილი კომფორტი, ასევე პლატფორმებსშორისი სწრაფი დანერგვის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია გათვალისწინებულია მთელი რიგი პლატფორმებისთვის, FidelityFX Super Resolution უპირველეს ყოვლისა ამოქმედდება პერსონალურ კომპიუტერებზე. რაც შეეხება ახალი ფუნქციის დებიუტს, AMD-ს წარმომადგენელს ზუსტი თარიღი არ გაუხმაურებია, თუმცა განაცხადა, რომ მოვლენას მიმდინარე წელს უნდა ველოდოთ. http://bit.ly/3cO9Kch
    2 points
  2. ახალი ბოლიდი შემოემატა ჩემ პიტს - T300rs GT edition გ27-იდან ამ საჭეზე გადასვლაზე 2 სიტყვით რაც შემიძლი ვთქვა: სულ სხვა შეგრძნებები. ბევრად უფრო რბილი და ძლიერი ფიდბექი, რის ხარჯზეც გ27-თან შედარებით მოსახვევში შესვლისას დაახლოებით 0,1 - 0,2 წამით ადრე ვგრძნობ ხელში, რომ ზანოსი უნდა დაიწყოს, თვითონ ზანოსს რაც შეეხება, დიდი სხვაობაა ღვედების და ძლიერი ძრავების ხარჯზე. მოკლედ, კმაყოფილი ვარ ესე ნაუცბადევად გატესტვითაც კი. პ.ს. ოღონდ, რაც სიმართლეა, პედლები ნაღდად არ უვარგა. ბევრად უკეთესს იმსახურებს. მოუწევს მოდინგი...
    2 points
  3. გამომცემლობა GamesRadar-ის ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში Daedalic Entertainment სტუდია აპირებს დაინტერესებულ საზოგადოებას უჩვენოს The Lord of the Rings: Gollum-ის რეალური გეიმფლეი. ეს უნდა მოხდეს Future Games Show ონლაინ-ღონისძიების ფარგლებში. წარდგენილი იქნება პირველი სრული გეიმფლეი, რადგან აქამდე ზიარდებოდა მხოლოდ მცირე ფრაგმენტები. Future Games Show შედგება 25 მარტს. ცნობილია, რომ ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სტუდიის დაახლოებით 40 გეიმინგ-პროექტი. დაზუსტებითაა ცნობილი, რომ FGS-ზე მონაწილეებს შორის იქნებიან Electronic Arts, Team17, SEGA და Warner Bros. ამასთან, სწორედ The Lord of the Rings: Gollum-ის ჩვენება უნდა შედგეს შოუს დაწყების წინ, წარმოდგენილი გეიმფლეის კადრებს თან ახლდება დეველოპერების მხრიდან შესაბამისი კომენტარები. The Lord of the Rings: Gollum გაყიდვაში მომდევნო წელს გამოვა. თამაში ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ პლატფორმებზე: PC, PlayStation 4, PlayStation 5, Xbox One და Xbox Series. ასევე დაგეგემილია ვერსიის გამოსვლა Nintendo Switch-ისთვის. http://bit.ly/2OMvJIv
    1 point
  4. კი მაგრად გაერთობი
    1 point
  5. https://drive.google.com/file/d/1jqyk6SWPYWik60h4Gt2Z7BWmLgKEiWBy/view?usp=sharing
    1 point
  6. სად გინდა ატვირთვა
    1 point
  7. A new impulse. Why may Bitcoin cost USD 100K already this year? https://www.finextra.com/blogposting/20052/a-new-impulse-why-may-bitcoin-cost-usd-100k-already-this-year რაღაც ნამეტარი გაიწელა ტრანსფორმაცია 65000$ მაინც და ეთერეუმიც ვერ ცდება ვერაფრის დიდებით 1950$, ეხლაც აწვებიან მოშნათ 1850$ ავიდნენ და მეტს ჯერ ვერ ქაჩავენ, თუმცა ყველას ახსოვს ალბათ 2030$ 57000$+ ბიტკოინის კურსზე, ეხლა 61800$ 1940$ ძლივს ავიდნენ ერთხელ მგონი, ანუ ეთერეუმი შესუსტებულია ამ ეტაპზე და ეგ დაეტყო უკვე ვირუჩკაზეც დღეს, 22$-ან დაეცა უკვე 18-19$ გამომუშავება რომ აღარ იზრდება კურსი, ეხლა ან უნდა დაუცადონ კიდე მაქს 10 დღე ან მალე დაიწყოს შეიძლება აჩერედნოი აბვალი, აი დღეს-ხვალ იქნება მნიშვნელოვანი, თუ არ დააგაზინეს რეზკათ მემგონი დააგდებენ შემდეგ დღეებში უკვე,მაქს შემდეგი ორშაბათისთვის, ამ ორშაბათს არ ვგულისხმობ ზეგ რომ იქნება, არ ვიცი რატომ მაგრამ ორივე რეზკი დროპი იანვარს და თებერვალს რომ მოხდა ორივე ორშაბათს დაამთხვიეს, შეიძლება უბრალო დამთხვევა არ იყოს ეგ, მაგრამ ორივე შემთხვევაში მანამდე რამდენიმე დღით მოშნათ იზრდებოდა კურსი, რაც არ ჩანს ჯერ, თუმცა გაზრდა კიდე შეუძლიათ ბოლო მომენტში Market Wrap: Bitcoin Near $58K on Fed Pledge to Keep Loose Policy https://finance.yahoo.com/news/market-wrap-bitcoin-near-58k-202428527.html კარგათ შეუბერეს დღეს, გავს ისე დაგდების წინა კვირას, დავუცადოთ აბა, სანამ აგდებენ მოშნათ მანამდე კარგათ უბერავენ წინა დღეებში და მერე სელაუტი იწყება უკვე მოშნი, ისე აზრი არა აქვს დაგდებას, ეთერეუმის ფასიც 1850$ უახლოვდება, შეიძლება 2030$ ფონზე ცოტაა ეგ რაც თებერვალში იყო მოშნი დაგდებამდე, მაგრამ არც ცოტაა მაინც + შეიძლება კიდე გაზარდონ და გაცდენ ისევე მინიმუმ 1900$, მეგონა ისევ 2000$ გაცდებოდენ და მერე დაეცემოდა, თუმცა შეიძლება ეგრეც მოხდეს, ჯერ არ აპირებდენ შეიძლება მოშნი დაგდებას, ეგ კი ადრე თუ გვიან მოხდება, უფრო ადრე ვიდრე გვიან, ბიტკოინი წესით გაცდება ისევე მინიმუმ 61000$, თუმცა 65000$ ჯერ კიდევ შესაძლებელია დაგდებამდე
    1 point
  8. მშვიდობაში, მშვენიერი შენაძენია გადამყვანი, 350 mm აფთერმარკეტ საჭე და უფრო კარგი გასართობი იქნება :) როგორც ვიცი Logitech-ის პედლების და გადაცემათა კოლოფის მიბმაც შეიძლება. გადაცემათა კოლოფს Arduino-ს მიკროკონტროლერი დაჭირდება ფუნქციონირებისთვის. მარტივი გასაკეთებელია, მაგრამ ხანდახან გადაცემას ტოვებს ხოლმე თუ სადენები კარგავს ერთმანეთთან კონტაქტს. პედლები საერთოდ Fanatec-ისაც უნდა წავიდეს უპრობლემოდ. ალბათ მაგის გამოწერა ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება თან ლოადსელია და შეგრძნებებიც სულ სხვა იქნება :) გამეხარდა, სულ რბოლებში და მოცურებებში გაგეცვითოთ !
    1 point
  9. არა ჯერ 12 არ მიპოვია. ოქროსფერი კითხვის ნიშნები როა ეგენია და რავი სადაც მხვდება მივდივარ ყველგან. ახლა ლანისტერის ხმალი დავითრიე, გლადიატორი რო გაექცა და ხმალი მოპარა აი ეგ. 40 ლეველზე ცოტა მიკლია
    1 point
  10. კიი კიიი კაი ყიო სტაიაჩის რა გითხრათ, მარა მჯდომიარედ კი გეახელით გუშინ
    1 point
  11. პატარა აპგრეიდი მეც მაქ
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.