Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 10/10/20 in all areas

  1. იტოგში იუთუბის გარეშე შანსი არაა რო საგანძურებს მიაგნო. 1 იყო სადღაც კლდეზე ავფოფხდი, მერე იმ კლდიდან სადღაც ჩასაძრომი იყო ისეთი რო ცალი ფეხი გადმოკიდებული მქონდა კი მივაგენი ბოლოს მარა ქვემოდან პროჭი მონადირეები გამეძრნენ და იმდენი მესროლეს სანამ არ ჩამომაგდეს. მამენტ იქიდან მაინც ვერ ჩამოვიდოდი დაუსახიჩრებლად სანამ მოსაწევი გამითავდება მანამდე უნდა დავამთავრო ეს იგრა
    2 points
  2. როგორც მოსალოდნელი იყო, ონლაინ-პრეზენტაციაზე AMD-მ დააანონსა Ryzen 5000-სერიის პროცესორები, რომლებიც Zen 3 თაობას მიეკუთვნება. როგორც კომპანია გვპირდება, ამჯერად მას გამოუვიდა კიდევ უფრო დიდი წინსვლა წარმადობაში, ვიდრე წინა Ryzen-თაობის შემთხვევაში. შედეგად, ახალი პროდუქტები იქნება ყველაზე სწრაფები ბაზარზე არა მხოლოდ გამოთვლით ამოცანებში, არამედ გეიმინგშიც - გვპირდება AMD. Ryzen 5000 პროცესორების სერია მოიცავს 16-ბირთვიან Ryzen 9 5950X-ს, 12-ბირთვიან Ryzen 9 5900X-ს, 8-ბირთვიან Ryzen 7 5800X-სა და 6-ბირთვიან Ryzen 5 5600X-ს. ყველა ეს პროცესორი 5 ნოემბრიდან გაიყიდება. მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში: მოდელი ბირთვი/ ნაკადი TDP, ვტ სიხშირე, გჰც L3-ქეში, მბ კომპლექტ. ქულერი ფასი Ryzen 9 5950X 16/32 105 3,4-4,9 64 არა 799 $ Ryzen 9 5900X 12/24 105 3,7-4,8 64 არა 549 $ Ryzen 7 5800X 8/16 105 3,8-4,7 32 არა 449 $ Ryzen 5 5600X 6/12 65 3,7-4,6 32 Wraith Stealth 299 $ ახალი პროცესორები ყურადღებას იპყრობენ ორი მიმართულებით. პირველი - მიუხედავად იმისა, რომ Ryzen 5000-ის წარმოებისას გამოყენებულია TSMC-ის მომდევნო ვერსიის 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, ტაქტის სიხშირეები დარჩა თითქმის იგივე, რაც წინა თაობის პროცესორებში. ფაქტობრივად, AMD-მ შეძლო გაეზარდა მხოლოდ მაქსიმალური სიხშირეები ტურბორეჟიმში 12- და 16-ბირთვიან პროცესორებში Precision Boost ტექნოლოგიის ოპტიმიზაციის ხარჯზე. საბაზისო სიხშირეები ყველა ახალ პროცესორში პირიქით შემცირდა კიდეც. მეორე - AMD-მ გაზარდა Ryzen 5000-ის ოფიციალური ფასები. Ryzen 3000-ის წარმომადგენლები ანალოგიური ბირთვებით ანონსის დროს 50 აშშ დოლარით იაფი ღირდა. ამგვარი გადაწყვეტილება AMD-მ მიიღო იმის გამო, რომ Zen 3 არქიტექტურის მქონე პროცესორები უფრო სწრაფია წინამორბედებთან შედარებით. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, 12-ბირთვიანი Ryzen 9 5900X 26 %-ით სწრაფია, ვიდრე Ryzen 9 3900XT გეიმინგში, 16-ბირთვიანი Ryzen 9 5950X-ს კი შესაძლებელია ეწოდოს პროცესორი ყველაზე მაღალი ერთნაკადიანი და მრავალნაკადიანი წარმადობით. უფრო მეტიც - როგორც AMD ამტკიცებს, გეიმინგ-წარმადობა უკვე აღარ არის სუსტი წერტილი Intel-ის პროცესორების ფონზე. კომპანიის თქმით, Ryzen 9 5900X საშუალოდ 7%-ით აღემატება Core i9-10900K-ს გეიმინგში 1080p გაფართოებაზე. ამგვარი პროგრესი აიხსნება შიდა კონსტრუქციის დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებებით: უნიციფირებული CCX-მოდული ამჯერად შედგება რვა ბირთვისგან და მოიცავს 32 მბ L3-დონის ქეშს. შედეგად მცირდება შეყოვნება მონაცემთა გაცვლისას ბირთვებსა და ქეშ-მეხსიერებას შორის და აორმაგებს L3 მისამართით გადაცემულ მეხსიერებას თითო ბირთვზე. შიდა ტესტების თანახმად, ამ ყველაფერმა გაუმჯობესებულ არქიტექტურასთან ერთად უზრუნველყო IPC-წარმადობის შთამბეჭდავი 19%-იანი ზრდა. AMD-ის ვიცე-პრეზიდენტმა და სამომხმარებლო ქვეგანყოფილების გენერალურმა დირექტორმა Saeid Moshkelani-მ განაცხადა: „AMD-ის ახალი, Ryzen 5000-სერიის დესკტოპ-პროცესორები გაამყარებს ჩვენს ლიდერობას, დაწყებული ერთნაკადიანი ინსტრუქციებითა და ენერგოეფექტურობით, დამთავრებული - ერთბირთვიანი და მრავალბირთვიანი წარმადობით, მათ შორის გეიმინგშიც“. Ryzen 5000-სერიის პროცესორები იმუშავებს 500 სერიის ჩიპსეტების მქონე დედა დაფებზე BIOS-ის მარტივი განახლების შედეგად AGESA 1.1.0.0-ის ბაზაზე (მალე გამოვა). დამუშავების პროცესშია 400 სერიის პროცესორებზე დაფუძნებული დაფების მხარდაჭერა, Ryzen 5000-სთან თავსებადი პირველი BIOS-ბეტა ვერსიები 2021 წლის იანვარში გამოვა. მოსალოდნელია, რომ დაანონსებული პროცესორები მიმდინარე წლის 5 ნოემბრიდან უნდა გაიყიდოს. ამასთან მომხმარებლები, რომლებიც Ryzen 9 5950X-ს, Ryzen 9 5900X-ს ან Ryzen 7 5800X-ს შეიძენენ 5 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, მიიღებენ Far Cry 6-ის უფასო ვერსიას მისი გამოშვებისას. https://bit.ly/3jMKKEn
    1 point
  3. კიი, სენ დენის ტეარტში შეაურე მერე
    1 point
  4. რა მაგარი მონიტორია, სადგამი აქვს ძალუან მყარი, უკან განათება სულ ტყუილად აქვს ისე დდდ ჩემს ძმას ვაყიდინე. 500 ევრო ღირს ეხლა, თუმცა ღირს ნამდვილად, პირველად ანტგეიმერი ვიყიდეთ 340 ევროდ, იგივე ზომა 32", მატერიას ვერ შეადარებ იმხელა სხვაობაა. https://www.amazon.es/ANTGAMER-M32G5Q-Respuesta-DisplayPort-sincronización/dp/B07X25KMNY/ref=mp_s_a_1_1?dchild=1&keywords=monitor+32+pulgadas+2k+antgamer&qid=1602356288&sr=8-1#
    1 point
  5. 5- ეგაა სიცოცხლის შესავსებად. Q-ს რო აწვები თუ სიცოცხლე გაკლია ავსებ მაგითი. სიცოცხლის ქვემოთ რო მწვანე ბარია, ეგ უნდა გაავსო ხოლმე წითელი ყვავილებით, სადაც იპოვი აიღებ და გიგროვდება ქისაში. 7-6 ეგენი იცვლება X,Z - ებით. და რომელსაც აირჩევ F-ით გამოიყენებ, ყვითელი როა ცეცხლი რო ახატია ეგაა წამალი რომელიც გიცავს ცეცხლისგან, დანარჩენს მიხვდები. წითელი სიცოცხლისთვისაა, ხსნარია რა შეგიძლია დაამზადო პახოდუ თუ ნადირობ და ა.შ
    1 point
  6. მთლად ხარისხიანი დროსელები არ დაუყენეს როგორც ჩანს და ეგენი წრიპინებს, საგანგაშო არაა
    1 point
  7. Logitech G190 ბიუჯეტური მაუსის მიმოხილვა რუსულათ: https://overclockers.ru/blog/AlexSalishchev/show/42372/obzor-bjudzhetnoj-besprovodnoj-myshi-logitech-g190
    1 point
  8. ოულდსქუულ ჰაი-ენდ პისი, მოკლედ ჩემს ბებერ Haf932-ში ყველაფერი პატარა როგორ ჩანს...
    1 point
  9. [img]https://i.imgur.com/uRz7TsL.png[/img] [img]https://i.imgur.com/Jf8sIGX.png[/img] [img]https://i.imgur.com/aJl7ZTq.png[/img] <blockquote class="imgur-embed-pub" lang="en" data-id="a/fS2zrPY"><a href="//imgur.com/fS2zrPY"></a></blockquote><script async src="//s.imgur.com/min/embed.js" charset="utf-8"></script> Jedi
    1 point
  10. ეს თემა ცოტა არ იყოს ჩაკვდა... ამიტომაც შემოგთავაზებთ ჩემი ხელით გაკეთებულ მოდინგს, მინდა ამით წავახალისო ენთუზიასტები და ამავდროულდ მეც ვნახო სარგებელი. მოკლედ მივუდექი თემას სერიოზულად და ვცდილობ წამოვიწყო ბიზნესი, კერძოდ, ვისაც სურვილი აქვს ქონდეს ლამაზი ქეისი, შეუძლია მომმართოს და შევთავაზებ დიზაინს, რომლის მოწონების და დასტურის შემთხვევაში მოვიყვან გეგმას სისრულეში! ამ კონკრეტულ თემაში გთავაზობთ პროექტს WASP (კრაზანა) . ვეცადე რაღაც განსხვავებული და ახალი გამეკეთებინა (მოდინგი საზღვარგარეთ ახალი ხილი ნამდვილად არაა, საქართველოში კი ცოტა ქიქსტარტი ჭირდება), იმედი მაქვს მოგეწონებათ... თავდაპირველი სახე : დასრულებული ქეისი, ხელით ნახატი კონცეპტით! ესეც ვიდეო მთელი სამუშაო პროცესის თვალსაჩინოებისთვის P.S ქეისი იყიდება, დაინტერესებულმა ადამიანებმა მომწერეთ პმ.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.