Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 09/17/20 in all areas

  1. როგორც ჩანს, კომპანია AMD თავადაც დაიღალა საკუთარი ახალი ვიდეო დაფების ანონსის მოლოდინით და ამიტომ თავი ვერ შეიკავა სრულფასოვან პრეზენტაციამდე მცირე სიახლის გაზიარებისგან. ბრენდ Radeon RX-ის ოფიციალური Twitter-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა Radeon RX 6000 სერიის გრაფიკული პროდუქტის ეტალონური დიზაინის ფოტო. შეგახსენებთ, მისი ანონსი მოსალოდნელია 28 ოქტომბრისთვის. როგორც ჩანს, ახალი ვიდეო დაფების სერია წარმოდგენილი იქნება მასიური გრაფიკული ამაჩქარებლებით. პირველი, რაც თვალში გვხვდება, არის გაგრილების მოზრდილი სისტემა სამი ქულერით. მიუხედავად ვიზუალური სიდიდისა, სისტემულ ბლოკში დაფა დაიკავებს გაფართოების ორ სლოტს. უფრო მეტად დაკვირვებისას ცხადი ხდება, რომ RX 6000 დაფის დიზაინი მოგვაგონებს Radeon VII-ისა და NVIDIA GeForce RTX 20-სერიის რეფერენსული ვიდეო დაფების ნაზავს. ამგვარი მსგავსება შესამჩნევია, თუკი დავაკვირდებით გაგრილების სისტემის გლუვ კუთხეებს, ასევე ცენტრალურ ნაწილში დიდი ზომის წარწერას - Radeon, რომელიც რადიატორის ნაწილს ფარავს. წარწერა: „გადამაწერინე რა საშინაო დავალება. - კარგი, ოღონდ ცოტა შეცვალე“ საინტერესო ის გახლავთ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება აშკარად არაა ყველაზე ხელსაყრელი. ეტალონური GeForce RTX 20-სერიის მფლობელები ხშირად ჩიოდნენ, რომ ცენტრალური ნაწილი სერიოზულად ბლოკავს ჰაერის ნაკადს, რის შედეგად გაგარილების სისტემა არ მუშაობს ისე ეფექტურად, როგორც სასურველი იქნებოდა. მეორე საინტერესო მომენტია ორი 8-პინიანი კვების კონექტორის არსებობა. ამგვარ კონფიგურაციას შეუძლია უზრუნველყოს 375 ვატის გადაცემა გრაფიკულ ამაჩქარებელზე. თავად AMD არ საუბრობს კონკრეტულად რომელი მოდელია წარდგენილი ფოტოზე, ამიტომ ამ კონექტორების საბოლოო რაოდენობის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია. კომპანიამ განაცხადა, რომ RX 6000 სერიის ვიდეო დაფის სამგანზომილებიანი ფოტოს ნახვა შესაძლებელია თამაშ Fortnite-ში Creative Island-ზე, კოორდინატებია 8651-9841-1639. იქ შესაძლებელია კონექტორების პანელის ნახვა. როგორც ჩანს, AMD-ის ახალ ვიდეო დაფებს ექნება ორი DisplayPort, ერთი HDMI და ერთი USB Type-C. https://bit.ly/3hunlFW
    1 point
  2. ეგ მაშინ შენი ყოფილა მე მაქვს ნათხოვარი 290 და ნაჩუქარი ზიონი E5 2620
    1 point
  3. არ მჯერა მე ენვიდიასაგან შენც ნათხოვარი 290 გაქვს? თუ იყიდე?
    1 point
  4. იფ იფ მშვენიერი სისტემაა. გილოცავ!! მშვიდობაში! ტემპერატურებს რაც შეეხება მაგ ქულერზე მეც ვფიქრობ რომ ბევრია. მეც მაგ პროცესორზე ავაწყე ერთი კვირა იქნება და დამაფიქრა ტემპერატურებმა და ვოლტმა ხო საერთოდ. ჩემთან ავტოზე 1.475-საც კი აძლევსხოლმე. საგიჟეტია. ხელით დავასტაბილურე და 4,1 გჰზ ყველა ბირთვზე 1,362 აქ ახლა და შედარებით მშვიდად ვარ თუმცა უფრო დაბალიც შეიძლება კარგ შემთხვევაში. ტემპერატურები კიდე მაინც მაღალია. მერე დავიკიდე და საილენთ რეჟიმზე დავაყე ქულერი ზოგჯერ 270 რპმ-საც წერსხოლმე (amd prism rgb ქულერია ისედაც ხმაურიანი) და სტოკზე საშუალოდ 45-60 ფარგლებშია სამაგიეროდ ჩუმია. h100i rgb გამოვიწერე და იმაზედაც თუ ვერ დავწიე ტემპები მერე აღარ ვიცი რა ვქნა. 80 გრადუსს ჩემთანაც უკაკუნებს თამაშის დროს თუმცა უმეტესად 76-ია მაქსიმუმი. ტემპერატურის 10 გრადუსით უცებ მომატება მოკლებას ჩემთანაც ვამჩნევ და მეგობარმაც მითხრა 2700x-ი აქ h100i rgb platinium-ზე. ასე რომ მგონი amd-ს მახასიათებელია ეგ და ვერაფერს ვუზავთ
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.