Jump to content

Leaderboard

  1. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      5

    • Posts

      5812


  2. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      2

    • Posts

      102672


  3. Power_VANO

    Power_VANO

    ადმინი


    • Points

      1

    • Posts

      5820


  4. Gogla1990

    Gogla1990

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      19525


Popular Content

Showing content with the highest reputation on 08/12/20 in Posts

  1. Ampere თაობის ვიდეო დაფების შესახებ სიახლეები რეგულარულად ხდება ცნობილი, ამჟამად კი ოფიციალური არხებით ვრცელდება, რომ კომპანიამ გამოაცხადა უკუათვლა მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე. წყარო: Twitter, NVIDIA GeForce NVIDIA GeForce-ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა ანიმაცია, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს სამყაროს შექმნას დიდი აფეთქების თეორიის თანახმად, მის ზემოთ კი განთავსდა ბანერი უკუათვლით: „21 დღე და 21 წელი“. თუკი კომპანიის ისტორიას გავიხსენებთ, 21 წლის წინ მან წარადგინა ვიდეო დაფა GeForce 256. ეს მოხდა 1999 წლის 31 აგვისტოს, ასე რომ ბანერზე არსებული შეტყობინება შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული. შესაძლოა, კომპანიას სურს GeForce 256 დაფის ანონსის 21-წლიანი იუბილე რაიმე ახალი პროდუქტის დებიუტს მიუძღვნას. როგორც ბოლო წლებისთვისაა დამახასიათებელი, სოციალურ ქსელებში დაიწყება მასშტაბური კამპანია, რომელიც მომავალი მოვლენისადმი ინტერესს გააღვივებს. არ არის გამორიცხული, რომ 31 აგვისტოსთვის ჩანიშნული იყოს ანონსების მხოლოდ პირველი სერია, თავად ვიდეო დაფები და მათი მიმოხილვა კი მოგვიანებით გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, უკვე არსებობს ოფიციალური ცნობები, რომლებიც მალე NVIDIA-ს ახალი ვიდეო-დაფების სერიის გამოსვლის იმედს იძლევა. https://bit.ly/2PDshwG
    2 points
  2. დააყენე, ან იმუშავებს ან არა, არაფერს არ აურევს და არც არაფერს გააფუჭებს, არც დრაივერს უნდა ხელის ხლება, უბრალოდ აყენებ მაგ პაჩს და ტვირთავ კომპს
    1 point
  3. სოციალურმა ქსელმა Facebook-მა განაცხადა ახალი ქვეგანყოფილების შექმნის შესახებ, რომელიც ფოკუსირდება კომპანიის საანგარიშსწორებო ინიციატივებზე. ახალ გუნდს უხელმძღვანელებს ციფრული ვალუტა Libra-ს თანადამფუძნებელი დევიდ მარკუსი - წერს Bloomberg. ქვეგანყოფილების დასახელებაა Facebook Financial (F2 კომპანიის შიგნით). მისი პასუხისმგებლობის სივრცეში იქნება საგადახდო პროექტები, მათ შორის სერვისი Facebook Pay - სოციალური ქსელი მის ჩასმას თავის ყველა აპლიკაციაში აპირებს. Facebook ელის, რომ საგადახდო გადაწყვეტილების ინტეგრაცია Instagram-ში, Messenger-სა და WhatsApp-ში გაზრდის რეკლამის ღირებულებას, მომხმარებლები კი მეტ დროს გაატარებენ თავად აპლიკაციაში. დევიდ მარკუსი გააგრძელებს საანგარიშსწორებო გადაწყვეტილება Novi-ს მართვას, რომელიც საფუძვლად უდევს Libra-ს ეკოსისტემას. საფულე Calibra-ს რებრენდინგი კომპანიამ განახორციელა 2020 წლის მაისში. Novi გახდება ავტონომიური აპლიკაცია და ინტეგრირდება WhatsApp-სა და Messenger-ში. როგორც კომპანია ამტკიცებს, Novi-ს წყალობით მომხმარებლებს მიეცემათ თანხის მომენტალურად და დაფარული საკომისიოების გარეშე გადაცემის შესაძლებლობა. https://bit.ly/2PGOPfR
    1 point
  4. ჩინურმა გამომცემლობა IThome-მა მიიღო ინფორმაცია, რომ Huawei ამზადებს ახალ დესკტოპ კომპიუტერს შიდა ბაზრისთვის (კოდური დასახელებით - Pangu). სისტემაში გამოყენებულია Kunpeng 920 პროცესორი, ასევე ცნობილი, როგორც Hi1620. ანგარიშში ნათქვამია, რომ Kunpeng 920-ის მრავალბირთვიანი წარმადობა შედარებით უკეთესია Coffee Lake სერიის Intel Core i9-9900K პროცესორთან შედარებით. სამწუხაროდ, სააგენტოს არანაირი კონკრეტული შედეგი არ წარუდგენია. Kunpeng 920 სერიის პროცესორები დამყარებულია Arm Neoverse N1 მიკროარქიტექტურაზე (კოდური დასახელება Ares), წარმოდგენილია 24-დან 64 ბირთვის მქონე კონფიგურაციები, რომლებიც მუშაობს 2.4-3 გჰც დიაპაზონში. Huawei-სთვის Kunpeng 920 პროცესორები 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დაამზადა კომპანია TSMC-მა მანამ, სანამ ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობას შეწყვეტდა აშშ-ის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო. როგორც ცნობილია, ტესტირება ჩატარდა Kunpeng 920 3211K ჩიპზე, რომელსაც აქვს 24 ბირთვი მაქსიმალური 2.6 გჰც სიხშირით. გარდა ამისა, სისტემას აქვს 8 გბ SO-DIMM ოპერატიული მეხსიერება, Samsung-ის 512 გბ მოცულობის SSD და მობილური ვიდეო დაფა AMD Radeon 520. Huawei Pangu-კომპიუტერების ადაპტირებას ახდენს სახელმწიფო დაწესებულებებსა და კორპორატიულ ბაზარზე, მოწყობილობები მუშაობს საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე (UOS). პროცესორი Kunpeng 920 მირჩილულია დედა დაფაზე და არ აქვს სხვა ვიდეო დაფების მხარდაჭერა. გარდა ამისა, სისტემა UOS ინტეგრირებულია პერსონალურ კომპიუტერში და შეუძლებელია მისი ოპერაციული სისტემა Windows-ით ჩანაცვლება. არსებული ფოტოების მიხედვით Pangu-ს ექნება სამი USB Type-A პორტი, ერთი USB Type-C პორტი და ერთი 3.5-მილიმეტრიანი ყურსასმენის კონექტორი კორპუსის წინა პანელზე. ასევე მოცემულია სივრცე ოპტიკური დრაივერისთვის. კორპუსის უკანა პანელზე განთავსებულია ოთხი პორტი USB Type-A, ერთი Ethernet, სამი 3.5 მმ აუდიოკონექტორი და D-Sub ვიდეო დრაივერი. https://bit.ly/33TPsLg
    1 point
  5. ხო ეგ 24 ბირთვიანი ჩინური არმ სასერვერო პროცესორია, რომ არ ჯობდეს 8 ბირთვიანს ეგ იქნებოდა გასაოცარი, მაგრამ მაინც ვერ ჩაგრავს იმდენით რამდენი ბირთვიც აქვს, მაგრამ პირველ ჯერზე წავა, ჰუავები სანქციების დადების შემდეგ ანტი-ამერიკულ რაზრაბოტკებს იყენებს მარტო თავის პროდუქციაში, ეგ სერვერიც ერთ-ერთი ეგეთი პრუდუქტია
    1 point
  6. ნუ ამ საკითხში ინტელი კიდევ წინ იქნება რამდენიმე წელი, ორი აზრი არაა მაგაზე. თან ჯერ მარტო იმიტომ, რომ გარდა სტანდარტული პროცესორებისა, ინტელს სხვა რაღაცების ბიზნესიც აქვს, რასაც ამდ არ აწარმოებს საერთოდ, მაგ: AI ჩიპები, მოდემები, გეიმინგ და ფიზიკის კომპანიები იყიდა რამდენიმე წლის წინ, თავისი ქარხნები... ინტელმა როგორმე უნდა მოახერხოს და 8 ბირთვი ჩატენოს 15 ვატიან მობილურ პროცესორებში. მაგ სეგმენტში პერფომანსში ძალიან დაჩაგრა ამდ-მ, 8 ბირთვიანი პროცები აქვს და ორჯერ მეტ ბირთვს რა უნდა მოუხერხო. ერთხელ რომ დაიკერება OEM და ტოპ მოდელ ულტრაბუკებს გადააწყობს ამდ-ზე, კლიენტის უკან მობრუნება გაჭირდება მერე და იმისთვის ინტელის 4 ბირთვიანი მიყიდვა, როცა იგივე ფასში AMD-ს 8 ბირთვიანსაც აძლევ და პერფორმანსში გაცილებით უკეთესია. ეგ და კორპორატიული სეგმენტებია მნიშვნელოვანი ძალიან საბაზრო წილისთვის. DIY ხალხი გვინდა არ გვინდა მაინც გაცილებით ცოტა ვართ მაგ სეგმენტთან შედარებით. სერვერულ მარკეტსაც დრო სჭირდება. აბსოლუტურად ყველაფერი არაა თავსებადი Zen 2-თან მაგ სეგმენტში, განსაკუთრებით ძველი OS-ები და მაგ ძველ ვერსიებზე ჩარჩენილი ორგანიზაციებისთვის უპრობლემო აფგრეიდი არ გამოდის. ეგეთები ისევ ინტელის ნაკლებბირთვიან პროცებს იყიდიან რომ სოფტის აფგრეიდები და დამატებითი შრომა არ მოუწიოთ. ბევრი საკითხია და დრო სჭირდება, მაგრამ კი აქვს დრო ამდ-ს მაგისთვის ახლა, ინტელის 7 ნმ-ს დაგვიანებაც მაგათ წისქვილზე ასხამს წყალს. კიდევ რამდენიმე წელი ბირთვების რაოდენობაში ვერ დაეწევათ ინტელი და 1 და 2 წელიწადშიც IPC-ს სასწაულად ვერ გაზრდიან რომ ნაკლები ბირთვებით რადიკალურად დიდი შედეგები დადონ. თან ინტელიც კარგად გამოცოცხლდა ისე, სად იყო ამდენი პროცის რელიზი ასე სწრაფ სწრაფად წინა წლებში
    1 point
  7. გასულ კვირას გამოქვეყნდა ორი კოპანიის - AMD-სა და NVIDIA-ს ვიდეო დაფების დაზიანების სტატისტიკა: აღმოჩნდა, რომ უმეტესად წუნდებული გამოდის AMD-ის დაფები, ყველაზე არასაიმედო კი არის NVIDIA-ს ფლაგმანი GeForce RTX 2080 Ti, რადგანაც უკან დაბრუნებული ამ მოდელის წილი 5.3 %-ს აღემატება, რაც უმეტესობა პოპულარულ ვიდეო დაფების მაჩვენებელზე მეტია. ამჟამად ხელმისაწვდომია ხსენებული ორი კომპანიის პარტნიორების მიწერ წარმოებული წუნდებული გრაფიკული პროცესორების სტატისტიკა. როგორც ქვემოთ ვხედავთ, მეორე ადგილზეა RTX 2080 – 3.64 %-იანი შედეგით. მესამე და მეოთხე ადგილებზეა Radeon RX 5700 სერიის ორი მოდელი 3.6 % მაჩვენებლით. საინტერესოა, რომ ბიუჯეტური RX 5500 XT ჩამონათვალის ლიდერი გახდა, შესაძლოა დაბალბიუჯეტური ვიდეო დაფების მყიდველები არ არიან ისეთი მომთხოვნები, როგორც ისინი, ვინც უპირატესობას პრემიალურ მოდელებს ანიჭებენ. ასევე შესაძლოა AMD ახერხებს საბოლოო პროდუქტის ხარისხის ამაღლებას. რაც შეეხება ცალკეულ მწარმოებლებს, NVIDIA-ს პარტნიორებს შორის მომხმარებლები ყველაზე ხშირად პრეტენზიით მიმართავენ Palit-ს - 4.14% უკან დაბრუნებული დაფა, ყველაზე ნაკლებად კი Zotac-ს - 1.57%. AMD-ს კი სტატისტიკას უფუჭებს PowerColor, ASRock-ისა და MSI-ს პროდუქცია კი მომხმარებლებს შორის უკმაყოფილებას ნაკლებად იწვევს. შეგახსენებთ, ეს სტატისტიკა სრულყოფილად არ ასახავს ვითარებას, რადგანაც მოიცავს ევროპაში გაყიდული 120 ათასი ვიდეო დაფის მონაცემებს. უნდა დავაზუსტოთ, რომ სხვა რეგიონებში სიტუაცია შესაძლოა განსხვავებული იყოს. https://bit.ly/3kus5OA
    1 point
  8. ჩემი რიგისთვის ჰალვინგის ეფექტის იტოგები ამ ეტაპზე ესეთია ბიტკოინის ჰალვინგამდე მქონდა კრიპტოვალუტაში 1700$-მდე, ეხლა მაქვს უკვე 3700$-მდე ძირითადათ ამ ეტაპში ყველაფერი ბიტკოინშია, არა მარტო მაინინგის ხარჯზე ნაისჰაშის ბირჟაზე ვაჭრობითაც შევძელი სადღაც 0.23ბიტკოინიდან 0.31 ბიტკოინამდე კაპიტალის გაზრდა სულ რაღაც 1 თვეში ალბათ, რახან ყველას ახსოვს ალბათ რომ ჰალვინგის შემდეგ დადგა ჯორივით 9000$ ფარგლებში კურსი და რედკათ იზრდებოდა ან ეცემოდა რამდენიმე თვის მანძილზე, მარტო ბოლო 1 თვეა რაც დაიწყო რეზკი ზრდა კურსმა და უკვე 12000$ ბიტკოინზეა ასული, იმედია ეგრე გააგრძელდებენ ლოლ შემდგომშიც ეგ ბუსტი კურსის როლერკოსტერს იწყებს და მომენტებში ეცემა მოშნათ მომენტებში იზრდება მოშნათ, მაგის გამოყენება შეიძლება ბირჟებზე ბიტკოინ-ეთერეუმში დახურდავებით და კურსის სხვაობაზე კიდე გაზრდი კაპიტალს, არც ეგრე რთულია როცა ეგრე ბუსტავს სულ მაგრამ მანდ მთავარია არ იჩქარო და ძალზე დიდზე არ გააკეთო ორდერი, მე ვერ ვრისკავ ჯერ 0.0320 ვერ ავედი, მაგრამ რასაც ვუყურებ ალბათ მომიწევს, მაგაზე ქვემოთ 5-6 დღეა კურსი აღარ დაცემულა უკვე ნაისჰაშზე, რას აკეთებს ამ ეტაპზე დაახლოებით 200-250$ მინიმუმ დენის ფულის გარეშე ჩემ რიგზე, დენის ფული 60$ მაგრამ მე ვიხდი მთლიანათ არა მარტო მაინინგისთვის, ეგრე გამოდის 220 ლარამდე ვიზა პარათით ხარჯების გათვალისწინებით სეხიოზე რომ გაჭრიან, მაგრამ რეალურათ ამართლებს რახან იტოგში 650 ლარი კი არა და 1800 ლარი დავაგდე სუფთაზე, ეგ კურსის ზრდის გარეშე შევძელი მაგდენის მოტეხვა ლოლ ნაისჰაშის ბირჟაზე, 6-7 სუფთა ორდერი მქონდა მინიმუმ 1 თვეში ეთერ-ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვაზე სულ 7-8% პრიროსტებით თითო ორდერზე, ეგ კი 3-4 თვის მაინინგია ფაქტიურათ რომ დავითვალე ეხლანდელი კურსითაც კი, ჯამში რა გამოვიდა სადღაც 20%+ გავზარდე კაპიტალი მგონი, ნუ 0.215 მქონდა მარტო ნაისჰაშზე ხოდა მაქვს უკვე 0.27 სუფთაზე, ზკოინზე ჰუობის ბირჟაზე მქონდა 200-250$, მაქვს უკვე 460$ ეგ დენის ფულის გამოტანის შემდეგ, იტოგში გამოდის 3200$ ნაისჰაშზე და 460$-მდე ჰუობიზე სადაც ხშირათ ზკოინს ვამაინინგებდი, ბოლო პერიოდში კი დაგერსაც ვუჩხუკუნებ ხოლმე ნაისჰაშზე თუ ზკოინზე დაეცა ვირუჩკა დროებით, დებს რამდენს 6.5-ან ლამის 8$ დღეში დენის ფულის გარეშე, თუ დაგაზვა გაგრძელდა შეიძლება 0.35 ავაგდო თვის ბოლომდე ვნახოთ, არც ეგრე ადვილია მაგრამ მაინც, ვოლუმები რეზკათ გაიზარდა ნაისჰაშზე, ამიტომ კურსის დაცემაც შემცირდა მომენტებში რეზკათ რომ აკლდებოდა ფასი იმენა ნაისჰაშზე, მაგრამ მაინც შეიძლება რამდენჯერმე გამოჭერა თვის მანძილზე მთავარია ადეკვატური ორდერები გააკეთო რომ თავი ნაწილობრივ მაინც გქონდეს დაზღვეული მომენტალურათ თუ დაიწყო კურსის დაცემა, თუ მოასწრაი უცბათ უნდა მოხსნა მაღალი ორდერი და ელოდო დაბალ ფასებს მაგ შემთხვევაში, ეგ კიდე უფრო გაგიზრდის კაპიტალს თუ მოასწარი ოღონდ, მე ვერ მოვასწარი და გავიჭერე 0.214ბიტკოინის ორდერზე თებერვლის შვა რიცხვებში რაც ვიყიდი 0.0272-ათ მარტო ივლისის შხვა რიხცვებში გავასაღე 0.0280 მაგის შემდეგ კი 7 უსპეშნი ორდერი კიდე განვახორციელე ლოლ, ძირითადათ მაქვს ნაიყიდი სულ 0.0280-2.0290 გაყიდული კიდე 0.0330-0.0340 კურსებში, ავიღებდი აბა რა 600$+, ეგრე დაბალ ფასებში მთლიანათ ვერ ასწრებდა გაყიდვას ოღონდ, ხანდახან 40-50% გამიყიდა მთლიანი 3000$ ხანდახან უფრო მეტიც, გააჩნია, მაგრამ თუ გამოიჭირე 2 წუთითაც შოკოლადში ხარ რა იმენა, მერე ისევ იზრდება ნორმალურ კურსზე მომენტალურათ, ვიმეორებ რისკი საკმაოთ მცირეა ეგრე, რისკავ როცა მუშაობს ეთერი-ტეტერი-ეთერი,ბიტკოინი-ტეტერი-ბიტკოინის კურსის სხვაობაზე, როგორც დიდი მოგება ასევე დიდი წაგება ნახო შეიძლება კურსი თუ რეზკათ შეიცვალა, როცა ბიტკოინ-ეთერეუმში მუშაობ გაცილებით მცირეა შანსები დიდი თანხის დაკარგვის, ძალზე მაღალ კურსში არ უნდა გააკეთო ორდერი და ეგაა, მეტი არაფერი არ უნდა + ადრე თუ გვიან ისევ დაბრუნდება მაღალი კურსი და შეძლებ დახურდავებას თუ არ გაწყობს დაკარგვა გარკვეული თანხის ან არსად გეჩქარება, სწრაფ-სწრაფათ დაშორტვა კი მშვენიერ დახოდს იძლევა ბევრჯერ თუ დაახურდავე, მე უკვე 27000$+ გავცდი ჯამურ დახურდავებაში მაგ ბირჟაზე, მანდ მთავარია კაპიტალი გაგეზარდოს, მე კი კარგათ გავზარდე უკვე და არ გამიკეთებია პრომახები, მაგრამ არც გამირისკია დიდათ, ალბათ მეტსაც ავაგდებდი რახან კურსი მარტო იზრდებოდა რომ გამერისკა უფრო მეტათ, მაგრამ ბევრას დაკარგავ თუ კურსი დაეცა და დარჩი მცირე ეთერეუმით რომლის ფასი დაეცა ბიტკოინთან შეფარდებაში, ნუ 7.76 ეთერადან ავედი ლამის 9 ეთერამდე უკვე, სადღაც 8.76 მგონი ორდერი გაკეთებული 0.0320-ზე თუ ვიყიდე ბიტკოინით, მაინინგშიც იზრდება გარკვეული თანხა რა თქმა უნდა მაგ ყველაფერს მაინინგის გარეშე ვერც კი მოვაგროვებდი, მთავარი კატალიზატორი მაინინგი იყო ნაჩალნი კაპიტალი რომ მომეგროვებინა თუნდაც 0.20 ბიტკოინამდე მაინც
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.