Jump to content

Leaderboard

  1. david_888

    david_888

    წევრი


    • Points

      7

    • Posts

      17006


  2. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      5

    • Posts

      103212


  3. Gogla1990

    Gogla1990

    მოდერატორი


    • Points

      4

    • Posts

      19557


  4. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      1

    • Posts

      5884


Popular Content

Showing content with the highest reputation on 05/27/20 in all areas

  1. ახალი  AMD "Matisse Refresh" პროცესორების შესახებ ანგარიშის წარდგენიდან ორ დღეში გამოჩნდა ინფორმაცია საბაზისო სიხშირეებზე, რომლებსაც უნდა ველოდოთ Ryzen 9 3900 XT, Ryzen 7 3800 XT და Ryzen 5 3600 XT პროცესორებისგან. ხსენებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა ფორუმ Chiphell-ის წყალობით, სადაც ერთ-ერთმა მონაწილემ გამოაქვეყნა სამივე პროცესორის მახასიათებლები. განახლებულ Ryzen 3000 სერიაში შევა სამი პროცესორი: AMD Ryzen 9 3900XT (ჩაანაცვლებს Ryzen 9 3900X-ს); AMD Ryzen 7 3800XT (ჩაანაცვლებს Ryzen 7 3800X-ს ); AMD Ryzen 5 3600XT (ჩაანაცვლებს Ryzen 5 3600X-ს). Ryzen 9 3900XT მოდელს ექნება 12 ბირთვი და 24 ნაკადი, Ryzen 7 3800XT-ს - 8 ბირთვი და 16 ნაკადი, Ryzen 5 3600XT მოდელს კი 6 ბირთვი და 12 ნაკადი. მიიჩნევა, რომ AMD Ryzen 9 3900XT-ის საბაზისო ტაქტის სიხშირე იქნება 4.1 გჰც, boost-სიხშირე კი - 4.8 გჰც - Ryzen 9 3900X მოდელისგან განსხვავებით, რომლის სიხშირეებია 3.8/ 4.6 გჰც. ანალოგიურად, Ryzen 7 3800XT-ს ექნება საბაზისო სიხშირე 4.2 გჰც და აჩქარების რეჟიმში 4.5 გჰც. და ბოლოს, AMD Ryzen 5 3600XT საბაზისო ვარიანტში იმუშავებს 4 გჰც სიხშირეზე, Boost-რეჟიმში კი მაჩვენებელი იქნება 4.7 გჰც, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა Ryzen 5 3600X მოდელთან შედარებით. ეს მაჩვენებელი 100 მეგაჰერცით ნაკლებია Intel Core i5-10600K-ის სიხშირეზე, თუმცა გვთავაზობს უკეთეს IPC წარმადობას და მრავალნაკადიანობას, რაც AMD-ს საშუალებას აძლევს აღიდგინოს პოზიციები სამომხმარებლო ბაზარზე Intel Comet Lake-S პროცესორების გამოსვლის შემდეგ. თუკი მოცემული ინფორმაცია სწორია, ასეთ შემთხვევაში სამივე AMD Ryzen 3000 "Matisse Refresh" პროცესორს ექნება უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეები, ვიდრე Intel-ის მეათე თაობის დესკტოპ პროცესორებს. გარდა ამისა, AMD Ryzen პროცესორებს აქვს წარმადობა/ვატი-ს უკეთესი შეფარდება Intel-ის პროცესორებთან შედარებით. Ryzen 9 3900X მოდელი აქამდეც პრაქტიკულად უტოლდებოდა ზოგიერთ ტესტში Intel Core i9-10900K-ს, ამჯერად კი Intel-ის უპირატესობა ტაქტის სიხშირის მხრივ დაიკარგა AMD Ryzen "Matisse Refresh" ჩიპების გამოსვლის შემდეგ. უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეებისა და აჩქარების გაუმჯობესებული ალგორითმის შედეგად განახლებული პროცესორების წარმადობა უნდა გაიზარდოს წინამორბედებთან შედარებით 5-10%-ით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი მოდელების ფასი უკვე არსებული Ryzen 3000 პროცესორების ღირებულების ფასის შესაბამისი იქნება, ძველი მოდელები გაიაფდება, რაც ხელსაყრელი იქნება მომხმარებლებისთვის. Ryzen 3000 პროცესორების ფასმა უკვე დაიკლო, ამჯერად კი ფასდაკლება მოხდება ოფიციალურად AMD-ის მიერ. რაც შეეხება ამ პროცესორების გამოშვების თარიღს, ოფიციალური ანონსი 16 ივნისს შედგება, გაყიდვა კი 7 ივლისიდან დაიწყება. https://bit.ly/2A37tdx
    1 point
  2. კოდექსმა დაუბაბანა თავისი ყველა დლც-ით https://rarbggo.org/torrent/s5o9e3x
    1 point
  3. ნახმარი დაგიდე უკვე დაახლოებით, ეგეთებს ყიდიან მაიმარკეტზე მეორადი პროდუქციის მაღაზიები, ნუ რაღაცა უხმარიც იქნება სბორკაში მაგრამ ასნავნოი ხარდი ნახმარია როგორც წესი ან მაქსიმუმ like new, არის კიდე მესამე ვარიანტიც, უნდა ჩაუსაფრდე მაიმარკეტზე და სათითაოთ ეძებო ცალ-ცალკე ნაწილები, განსაკუთრებით ეხება კარტა,პროცესორს,კვებას,ოპერებს,სსდ, ანუ კარგ ფასებში ეძრობა ხოლმე საკმაოთ თუ მოასწარი ყიდვა, ეგ ეხლანდელი კარანტინის და შეზღუდვების გამო ჯერ ცოტა რთულია განსახორციელებელია, მაგ მაღაზიებმა კიდე ეგ მთლიანი სბორკა შეიძლება სახლშიც მოგიტანონ თბილისის მაშტაბით, ხო ამერიკაში თუ ვინმე გიყიდის იაფია უფრო, 20-30$ ფასდაკლება დამატებით აქვს ბევრ მაღაზიას როცა მაზერის და პროცესორის კომბოს ყიდულობ და ისედაც იქ უფრო იაფათ აქვთ ხოლმე ვიდრე ჩვენთან ჩამოტანით ხელზე, მაქსიმუმ რამდენი იქნება ბიუჯეტი, შეიძლება კიდე დასერჩვა მაიმარკეტზე, მანდ ძვირი კარტა და პროცესორი გამოდის მაინც, დანარჩენი ნაწილები შედარებით იაფია, კარტა და პროცესორი თუ ბევრის თავი აქვთ ჯამში ბევრი ჯდება
    1 point
  4. მე 4000 სერიის გამოსვლას დაველოდები და მერე ვიყიდი ფასდაკლებულ 3000 სერიას მინიმუმ 8/16 მოდელს ამასობაში 10 წელიწადიც შეუსრულდება ჩემ სისტემას და და მიმრგვალებულ ასაკზე საპატიო პენსიაზე გავუშვებ სოფელში სუფთა ჰაერზე
    1 point
  5. good point, მაგრამ მერე მარკეტინგულად გაუჭირდებათ სწორედ ფასების დადება, მემგონია მხოლოდ სიხშირეებს ეხება რაღაც ბენჩებიც გამოჩნდა დათაბეიზში და 3900XT 4.6 ყველა ბირთვზე, 4.8 ბუსტით ორზე ეს თუ ნაღდია, რავი ინტელის მე-10 სერიას რა ეშველება. Dont get me wrong, ინტელი მაინც გეიმინგ მეფედ დარჩება, უბრალოდ მიზერული სხვაობით. 2K/4K-ზე გასაგებია ჩემთვის ვფიქრობდი და 4000 სერია თუ იგივე სიხშირეებზე იყო და 15% უკეთესი IPC მაშინ გადავალ მეც, სუფთა ბენჩმარეკების გამო
    1 point
  6. 8700 ეგ დრო წავიდა უკვე, 10400 კრაინი ვარიანტი 10600 მაინდამაინც ინტელი თუ გინდა, ერთი ავა სადღაც 4.4GHZ ფარგლებში ალბათ, დატესტვა უნდა 4.1 არა მგონია რაღაც მაგის ლიმიტი იყოს 200$ Z490 თუ აიღებ 12 თრიდზე ნორმა გაგრილებით და 10600 220$ სადღაც 4.6GHZ, მეტი არა მგონია სადმე დაჭირდეს, აქვს 12 თრიდი, დაბალი ლატენტურობა და მაღალი რამის რაზგონის პოტენციალი და ბუსტის ერთ თრიდზე მულტითრიდინგი სადაც ნაკლებათ აქტუალურია ვინდოუსში, Z370 ნახმარ მაზერში შეიძლება დაზოგო ფული, მაგრამ პროცესორი მაინც არ ჯდება იაფი 8700K, ამიტომ მაგ ახლის აღება ჯობია ამ ეტაპზე უკვე, რამებს რაც შეეხება 32გბ უკეთესი ვარიანტია, მაგრამ ფული როცა არ გყოფნის ჯერ 16გბ ეყოფა ჯერ კიდევ ბევრგან 3600 მაინც, კარტა უკვე რაზეც ქაჩავ ეგეთი უნდა აიღო შემდგომი აპგრეიდის პერსპექტივით, ეგ იმაზეც იქნება დამოკიდებული 1080P 60 გერციანს იყიდი მარტო მონიტორს, 144+ მინიმუმ, ან მთლათ 2K 144 გერციანს, მაგ ბოლოს შემთხვევაში მინიმუმ 2070სუპერ-1080Ti-2080-5700XT გინდა ეხლა 75-80ფპს რომ დაიჭიროს ბოლო იგრებში, შემდგომი 3070+ აპგრეიდის პერსპექტივით მაინც, აი ეგაა რეალობა და გათამაშებს კარგათ, 1080P 144 გერციანზე უფრო სკრომნი კარტებიც გეყოფა უკვე, 2060სუპერი,2070,5700,1080,ნუ შეიძლება ვეგა64,რადეონ 7, თუმცა მაგ ბოლომ არ გაამართლა ბოლომდე მოლოდინები ფასი-წარმადობის მხრივ, ანუ ინტელებზეც დაიწყო ფასების საკმაოთ შემცირება პროცესორებზე, სადაც 2017 350$ ჯდებოდა 8700 ლამის ჩამოტანით, ეხლა მაგაზე უკეთესი ასე 15% მაინც გამოდის 220$ 10600 სახით, იგივე თრიდები აქვს უკეთესი ლატენტურობა რამებზე,ცოტა უფრო მაღალი სიხშირეები და არის გარკვეული სხვაობა წარმადობაშიც ფპს-ის მხრივ იგრებში
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.