Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 05/10/20 in all areas

  1. ლეგენდარულმა ტრეიდერმა და hedge-ფონდ Tudor Investment-ის დამფუძნებელმა პოლ ტიუდორ ჯონსმა თავის მომხმარებლებს განუცხადა, რომ Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობას განიხილავს, როგორც დაზღვევას ცენტრალური ბანკების ამჟამინდელი პოლიტიკის წინააღმდეგ. ცენტრალური ბანკები ფულს ბეჭდავენ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად. „იმისთვის, რომ მოხდეს მოგების მაქსიმიზირება, უნდა ფლობდეთ ყველაზე სწრაფ აქტივს. თუ ჩემი პროგნოზის მოსმენა გსურთ, მე ფსონს Bitcoin-ზე დავდებდი“ - აღნიშნა ჯონსმა. მან მომხმარებლებს შესთავაზა ჩართონ Bitcoin-ფიუჩერსები პორტფელში, თუმცა დაამატა, რომ მათი წილი არ იქნება რამდენიმე პროცენტზე მეტი. ტიუდორ ჯონსმა შეისწავლა შესაძლო პოზიციები ოქროს, სახელმწიფო ობლიგაციების, ზოგიერთი აქციის, ვალუტისა და საქონლის კუთხით. მისი აზრით Bitcoin-ი დაგროვების საშუალებაა. მილიარდერი ამტკიცებს, რომ აქტივმა გაიარა გამძლეობისა და საიმედოობის გამოცდა ოთხ კრიტერიუმში: მსყიდველობითი უნარი, ლიკვიდურობა, პორტატულობა და საიმედოობა. ტრეიდერმა Bitcoin-ი შეადარა ოქროს 1970-იან წლებში, როდესაც ინფლაციამ ამერიკული ბაზრები მოიცვა. მან პირველ კრიპტოვალუტაში ინვესტირება მოახდინა 2017 წელს და ისტორიული მაქსიმუმის სიახლოვეზე მყოფ პოზიციაზე გამოვიდა. „ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი Bitcoin-ის შეძენის სასარგებლოდ გახლავთ ვალუტის გაციფრულება“. https://bit.ly/2SLGdq6
    1 point
  2. Xbox-ის ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა შემდეგი შეტყობინება: „ყოველი თამაში, რომელსაც ხვალ Inside Xbox-ზე იხილავთ, ოპტიმიზირებული იქნება Xbox Series X-ისთვის. სპოილერები - თქვენ ხშირად დაინახავთ ამ ნიშანს“. მაშ ასე, ცნობილია ჩამონათვალიდან პირველი ცამეტი თამაში: Assassin’s Creed Valhalla (Ubisoft) Bright Memory Infinite (FYQD-Studio) Call of the Sea (Out of the Blue) Chorus (Deep Silver Fishlabs) DiRT 5 (Codemasters) Madden NFL 21 (EA Tiburon) Scarlet Nexus (Bandai Namco Entertainment) Scorn (Ebb Software) Second Extinction (Systemic Reaction) The Ascent (Neon Giant) The Medium (Bloober Team)  Vampire: The Masquerade – Bloodlines 2 (Hardsuit Labs) Yakuza: Like a Dragon (Ryu Ga Gotoku Studio) წარმოდგენილი ლოგოტიპი, რომელიც კიდევ უამრავ გაუხმაურებელ პროექტში ფიგურირებს, იმაზე მიგვითითებს, რომ დეველოპერებმა განახორციელეს აუცილებელი ოპტიმიზაცია თამაშების სიჩქარის გაუმჯობესებისთვის კონსოლის მაქსიმალურ სიმძლავრემდე, რაც 12 TFLOPS-ს შეადგენს. ოპტიმიზაციაში მოიაზრება 4K ფორმატის მხარდაჭერა, 120 კადრამდე სიჩქარე, აპარატული რეითრეისინგი და სწრაფი NVMe ჩატვირთვა. ამჟამად სტუდიების კოლოსალური რაოდენობაა ჩართული სამომავლო Title-ებზე მუშაობაში, რომლებმაც Microsoft-ის ჩანაფიქრის მიხედვით კარგად უნდა გაყიდოს Series X გამოშვებისთანავე. ახალი კონსოლის გამოსვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლოსკენ, არსებული ცნობებით XBSX სერიოზულ კონკურენციას გაუწევს PS5ს. https://bit.ly/2Wh66AB
    1 point
  3. ხელმისაწვდომია საინტერესო სიახლე - პორტატული მონიტორი Desklab, რომელიც, როგორც მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი მოწყობილობაა თავის კატეგორიაში. მონიტორის მატრიცა 4K ფორმატისაა: გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს, დისპლეის ზომაა 15.6 დუიმი დიაგონალზე. სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1200:1. ხედვის კუთხე 178 გრადუსს აღწევს. მონიტორ Desklab-ს სენსორული მართვის მხარდაჭერა აქვს. ამასთან დისპლეიზე ზემოქმედება შესაძლებელია როგორც თითით, ასევე სპეციალური ელექტრონული ფანქრის მეშვეობით. ეს უკანასკნელი მომხმარებელს საშუალებას მისცემს მონიტორი გრაფიკული პლანშეტის სახით გამოიყენოს. მაგნიტური სადგამი საშუალებას იძლევა მონიტორი მოსახერხებელი კუთხით განთავსდეს. იგი ეკრანს ასევე იცავს ტრანსპორტირების დროს დაზიანებისგან. თვალებზე დატვირთვის შემცირებას ხელს უწყობს ტექნოლოგიები Low Flicker და Low Blue Light: პირველი მათგანი აღმოფხვრის ციმციმს, მეორე კი ამცირებს ლურჯი გამოსხივების ინტენსიურობას და მომხმარებელს იცავს მისი ზეგავლენის გვერდითი ეფექტებისგან. მონიტორი აღჭურვილია სტერეო დინამიკებით, აქვს ინტერფეისები USB Type-C, mini HDMI და Micro-USB. მოწყობილობა 595 გრამს იწონის. მონიტორის გამოყენება შესაძლებელია ალბომისა და პორტრეტის რეჟიმებში. ინტეგრირებული აკუმულატორი უზრუნველყოფს კვებას ქსელის გარეშე და საშუალებას იძლევა დაიმუხტოს სხვა გაჯეტები. Desklab-ის შეძენა ამჟამად შესაძლებელია 399 აშშ დოლარად. https://bit.ly/2WbWFlS
    1 point
  4. კომპანია CoinShares-მა შეაფასა ჰალვინგის შემდგომი Bitcoin-ის ქცევის ხუთი პოპულარული სცენარი - კატასტროფული და ნეგატიურიდან პოზიტიურ და ნეიტრალურ შედეგამდე. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიამ უკვე ორი ჰალვინგი გამოიარა და მათი შედეგი კარგადაა ცნობილი, ექსპერტების აზრი კვლავ იყოფა იმის შესახებ, თუ რა შედეგები ექნება მაინერებისთვის მომდევნო კვირაში მოსალოდნელ ჰალვინგს. Bitcoin-ის ისტორიაში რიგით მესამე ჰალვინგი ბევრად განსხვავებული იქნება წინა ორისგან. ხუთი ყველაზე პოპულარული თეორია გახლავთ შემდეგი: კატასტროფული: ჰალვინგი გამოიწვევს მაინერების „სიკვდილის სპირალს“. ამ ნაკლებად სარწმუნო სცენარის თანახმად ფასი ეტაპობრივად დაიწყებს კლებას და მაინერები იძულებულნი გახდებიან გათიშონ აღჭურვილობა. ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს Bitcoin-ის ქსელის სტაგნაციას: ჰეშრეითის შემცირება, ბლოკების ნელი გენერაცია და ა.შ. ციკლი გამეორდება სრულ შეწყვეტამდე. უკიდურესად პოზიტიური: Stock-to-flow მოდელის შესაბამისი. სცენარი შედარებით სარწმუნო ჩანს, თუმცა გარკვეული მომენტები საკამათოდ რჩება. ნეგატიური: ტრეიდერები, რომლებიც ხმას აყვნენ და კრიპტოვალუტა იყიდეს, გაყიდვას დაიწყებენ ასევე ახალი ამბების ფონზე - ეს სცენარი საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. CoinShares-ი იხსენებს Litecoin-ის შარშანდელ ჰალვინგს, როდესაც მონეტის ფასი ოთხი თვის განმავლობაში მკვეთრად დაეცა. ამასთან, Bitcoin-ის ფასი სპეკულანტების ხელში იქნება. მეორე ნეგატიური სცენარი: Bitcoin-ის ფასზე მაინერების დამატებითი ზეწოლა - საკმაოდ სარწმუნო თეორია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ სპეკულანტებთან კავშირს წინა სცენარის მიხედვით. ეფექტი გაძლიერდება კოტირებების შემცირებისას. სცენარი მინიმალური შედეგებით: არ მოხდება არაფერი განსაკუთრებული, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე. ეს სცენარი დამაჯერებლად მიიჩნევა და მასში არასტაბილურობა დაახლოებით 1-5 % იქნება. CoinShares-ში მიიჩნევენ, რომ Bitcoin-ის ფასის მცირე ხნის წინანდელმა კლებამ და მოსალოდნელმა ჰალვინგმა მაინერებს უბიძგა აღჭურვილობის ხელახალი ინვესტირებისა და მოდერნიზაციისკენ. პერსპექტივაში ეს გამოიწვევს მონეტების გაყიდვის საშუალებით Bitcoin-ის ფასზე გავლენის შემცირებას. ადრე ცნობილმა ტრეიდერმა Joe007-მა გამოთქვა აზრი, რომ მოსალოდნელი ჰალვინგი გამოიწვევს კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულების მკვეთრ მატებას და მიმდინარე ფასს „გადაჭარბებული“ უწოდა. თუ ვისაუბრებთ გრძელვადიან პერსპექტივაზე, hedge-ფონდ Pantera Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი დენ მორჰედი მიიჩნევს, რომ 2021 წლის აგვისტოში Bitcoin-ის ფასი 115 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. https://bit.ly/2zkbLfU
    1 point
  5. ჩინური კომპიუტერული პორტალი HKEPC წერს, რომ კომპანია AMD გეგმავს ერთბირთვიანი ოთხნაკადიანი SMT4 ტექნოლოგიის რეალიზებას თავის პროცესორებში. გასულ წელს AMD-მ გამოუშვა 7-ნანომეტრიანი Zen 2. სერიის თავშია მეორე თაობის 64-ბირთვიანი EPYC და Ryzen Threadripper პროცესორები. 3990X მოდელის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ AMD აპირებდა ერთბირთვიანი ოთხნაკადიანი SMT4 ტექნოლოგიის გამოყენებას Zen 3 არქიტექტურაში, თუმცა ეს ცნობები უარყოფილ იქნა. AMD-ის გეგმის თანახმად Zen 3 არქიტექტურა მზადაა. დადასტურდა, რომ ახალი არქიტექტურის პროცესორები მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა. არქიტეტურა Zen 4, რომელიც მეოთხე თაობის სერვერული EPYC-პროცესორების საფუძველი გახდება, ამჟამად შემუშავების სტადიაშია. უახლესი ინფორმაციის მიხედვით AMD გეგმავს ოთხნაკადიანი SMT4 ტექნოლოგიის დანერგვას პროცესორებში, თუმცა იგი გამოჩნდება მომდევნო Zen 4 არქიტექტურის მოდელებში. ჯერჯერობით დაუდასტურებელი გეგმის თანახმად ჩანს, რომ კომპანია SMT4 ტექნოლოგიის რეალიზებას Zen 4 „Genoa“ ჩიპებში აპირებს. თუკი SMT4 ნამდვილად რეალიზდება, 64-ბირთვიანი EPYC-პროცესორი 256 ნაკადს მიიღებს. ამჟამად AMD-ის პროცესორებში გამოყენებულია ერთბირთვიანი SMT2 ტექნოლოგია და წარმადობის ზრდა დაახლოებით 20-30%-ია. ფოტოს წყარო:  hkepc.com მოცემული ინფორმაცია ჯერჯერობით კომპანიის მიერ დადასტურებული არ არის. ზუსტი ცნობები გამოცხადდება მას შემდეგ, რაც AMD ოფიციალურად გამოუშვებს Zen 4-ს 2022 წელს. https://bit.ly/35DPeHa
    1 point
  6. Maingear-ის ასორტიმენტში გამოჩნდა მაღალი წარმადობის დესკტოპ სისტემა Pro WS, რომელიც გათვლილია პროფესიონალური სფეროსთვის, მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნისა და დამუშავებისთვის და ა.შ. სამუშაო სადგური პროცესორების მხრივ ხელმისაწვდომია შემდეგ კონფიგურაციებში: ვერსია პროცესორით Intel Core i9-9900K (8 ბირთვი; 3,6–5,0 გჰც) და Core i9-10980XE (18 ბირთვი; 3,0–4,6 გჰც), აგრეთვე ჩიპებით - AMD Ryzen 9 3950X (16 ბირთვი; 3,5–4,7 გჰც) და AMD Ryzen Threadripper 3990X (64 ბირთვი; 2,9–4,3 გჰც). ფლაგმანურ კონფიგურაციაში DDR4-2666 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 256 გიგაბაიტს აღწევს. შესაძლებელია ორი M.2 NVMe SSD-ისა და ოთხი 3.5-დუიმიანი დისკის დაყენება: მონაცემთა შესანახი სივრცის ჯამური მოცულობა 72 ტერაბაიტს აღწევს. მომხმარებლები შეძლებენ ოთხ ერთეულამდე NVIDIA GeForce Titan RTX 24GB GDDR6, NVIDIA Quadro RTX 8000 48GB GDDR6, AMD Radeon 5700 XT 8GB GDDR6 ან AMD Radeon Pro WX 9100 16GB HBM2 ვიდეო დაფების დაყენებას. გაგრილებას უზრუნველყოფს თხევადი გაგრილების ეფექტური სისტემა. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია Windows 10 Pro. სამუშაო სადგურ Maingear Pro WS-ს საწყისი ფასია დაახლოებით 2 ათასი აშშ დოლარი. https://bit.ly/2Ab3Fad
    1 point
  7. DeFi-პროტოკოლ Syntetix-ისა და აპლიკაციების (Dapps) პლატფორმა Biconomy-ის დეველოპერებმა წარადგინეს მასშტაბირებისა და ოპტიმიზაციის ბეტა-ვერსია ETH 2.0-ის გაშვებამდე. შეგახსნებთ, რომ ანტრეპრენერ ჯანსტინ დრეიკს შემოთავაზება ჰქონდა - ამოქმედებულიყო Ethereum-ის ეკოსისტემის გადასვლა 2.0 სტადიაში ქსელის შექმნის თარიღზე - 30 ივნისს. სრული ამოქმედება განხორციელდება ექვს ეტაპად, თითოეული მათგანი მრავალრიცხოვან ცვლილებასთანაა დაკავშირებული. მოსალოდნელია, რომ მთავარი Ethereum 2.0 ქსელის ნულოვან ფაზაში გადაიხედება ღირებულება, მომხმარებლების სინქრონიზაცია და საკომისიოს ცვლილებების პრინციპები. Proof-of-Stake-ზე გადასვლა გაზრდის ქსელის სიჩქარეს. DeFi-პროტოკოლ Syntetix-ის დეველოპერებმა შემოგვთავაზეს მასშტაბირებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ოფცია, რომლის რეალიზება ამჟამად უკვე შესაძლებელია. მათ გააერთიანეს კოლეგების ძალისხმევა Optimism-იდან, რომლებიც მეორე დონის გადაწყვეტილებაზე მუშაობენ. მათი მუშაობის ნაყოფია Synthetix Exchange, რომელიც ამოქმედდა ვირტუალურ მანქანა Optimism-ზე. იგი საშუალებას იძლევა შემცირდეს ფასის განახლების შეფერხება თითქმის 38-ჯერ და თავად ოპერაციის სიჩქარის შეფერხება 75-ჯერ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანზაქციის ღირებულებას. „იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ETH 2.0 გადავადდება, ETH 1-ს მაინც ბევრი უპირატესობა აქვს. Ethereum-ს ამჟამინდელი მდგომარეობით აქვს მასშტაბირების ზრდის პოტენციალი Proof-of-Stake-ზე გადასვლამდე“ - დარწმუნებულია Syntetix-ის დამფუძნებელი კევინ უორიკი. მისი შეფასებით Synthetix Exchange-ს შეუძლია წამში რამდენიმე ათასი ტრანზაქციის უზრუნველყოფა, რაც წინა შედეგზე ბევრად მეტია. Biconomy-ს დეველოპერებმა აამოქმედეს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან მუშაობის ინფრასტრუქტურის ბეტა-ვერსია. პლატფორმა განკუთვნილია DApp პროტოკოლებთან თანაქმედების გამარტივებისთვის, მისი ფართოდ დანერგვის ბარიერების აღმოფხვრისა და მომხმარებლებთან მუშაობის შემსუბუქებისთვის. Dapps-ის მომხმარებლები, რომლებიც ახდენენ Biconomy-ის ინტეგრაციას, მასზე წვდომას მიიღებენ ჩვეულებრივი ინტერფეისით მომხმარებლის სახელითა და პაროლით სმარტ-კონტრაქტების ტექნიკური ურთიერთქმედების აუცილებლობისა და მოსაკრებლის გარეშე. ანტრეპრენერები მიიჩნევენ, რომ მაღალი საკომისიო და მოუხერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისი ხელს უშლის ინოვაციებს. მიმდინარე ეტაპზე კომპანიების პარტნიორები გახდნენ Matic Network, Torus, Daostack, Sapien Network, Dapp Pocket, Zefi, Alathea, Frontier Wallet, Fortmatic და Idle Finance. DeFi-ს მზარდი პოპულარობისა და ETH 2.0-ის დანერგვის ფონზე Ethereum-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვი წლის დასაწყისიდან გაორმაგდა. ბოლო პერიოდში დაჩქარდა უნიკალური ETH-მისამართების შექმნა. ამავდროულად, ყოველდღიური ზრდის ტემპმა მოიმატა 50 ათასიდან 100 ათასამდე მიმდინარე წლის პირველ თვეებში. უნიკალური მისამართების საერთო რაოდენობა ამჟამად 96 მილიონს აღემატება. შეგახსენებთ, რომ კრიპტო ქომიუნითის წარმომადგენლები გარდაუვლად მიიჩნევენ ბაზრის აღმავლობასა და დეცენტრალიზებული ფინანსების სამომავლო ტრანსფორმაციას Ethereum-ის 2.0 ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობის გათვალისწინებით. https://bit.ly/2zd7R8I
    1 point
  8. კომპანია IC Insights-მა მოამზადა ნახევრადგამტარი პროდუქციის მსოფლიო ბაზრის უმსხვილესი მონაწილეების რეიტინგი. 2020 წლის პირველი კვარტლის რეიტინგში ორი ახალი კომპანია შევიდა - გრაფიკული პროცესორების მწარმოებელი NVIDIA და კომპანია HiSilicon, რომელიც ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტ Huawei-ს ქვეგანყოფილებაა. კომპანია NVIDIA რეიტინგში მეცხრე ადგილზე განთავსდა. ერთი წლის წინ მას ჩამონათვალში მეთერთმეტე ადგილი ეკავა. რაც შეეხება HiSilicon-ს, ეს კომპანია მეათე აღმოჩნდა, 2019 წლის პირველ მეოთხედში იგი მეთხუთმეტე ადგილზე იყო განთავსებული. შეგახსენებთ, რომ HiSilicon ასევე აწარმოებს Kirin სერიის ჩიპებს, რომლებიც Huawei-ს სმარტფონებში გამოიყენება. NVIDIA-ს მსგავსად HiSilicon-საც არ აქვს საკუთარი საწარმოო პლატფორმა. ზემოთხსენებული რეიტინგის სათავეში კორპორაცია Intel-ია. მეორე ადგილზე იმყოფება სამხრეთკორეული გიგანტი Samsung, მესამეზე კი TSMC. ჯამში ლიდერების რვა პოზიცია 2019 წლის პირველის კვარტლის შემდეგ უცვლელია. აღსანიშნავია, რომ ნახევრადგამტარი პროდუქციის მსოფლიო ბაზრის წამყვანი ათეულის გაყიდვების მოცულობა წელიწადში დაახლოებით 16 %-ით გაიზარდა. https://bit.ly/35C1APU
    1 point
  9. რაკეტა Starship-ის SN4 პროტოტიპმა გაიარა მის ქვეშ დამონტაჟებული ძრავ Raptor-ის ცეცხლოვანი გამოცდა, რომელიც ჩატარდა დედამიწაზე მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო ტესტირების 150 სიმაღლეზე ჩატარება. პროტოტიპზე ძრავი აამოქმედეს დაახლოებით 4 წამის განმავლობაში, გამოცდა წარმატებულად ჩაითვალა. დაახლოებით ერთი კვირის წინ Starship SN4 პროტოტიპმა წარმატებით გაიარა კრიოგენული ტესტირებები წნევის ზემოქმედების ქვეშ ავზში თხევადი აზოტის შეტანისას. SN1 და SN3 პროტოტიპები ანალოგიური ტესტების მსვლელობისას დაზიანდნენ. ცეცხლოვან გამოცდამდე მხოლოდ Starship SN4 პროტოტიპმა მიაღწია. წნევის ზემოქმედების ქვეშ ავზების ავსებისას ძრავის ამოქმედება - ეს თავისთავად გამოცდაა. როგორც ჩანს, სხვა პროტოტიპების განადგურებამ აიძულა კომპანია შეემცირებინა რისკი და ცეცხლოვანი ტესტირებების დრო მინიმუმამდე დაიყვანა. ხედი ქვემოდან: ძრავი Raptor Starship SN4 პროტოტიპში იმის გამო, რომ SN4-ის აფრენა 150 მეტრის სიმაღლეზე არ შედგა, Starship SN5 პროტოტიპის ფრენა 20 კილომეტრ სიმაღლეზე შესაძლოა გადაიდოს. ექსპერიმენტის შედეგების შესწავლის შემდეგ შესაძლოა დაუშვან SN4-ის შემოწმება 150 მეტრზე ან ეს მისია SN5 პროტოტიპს მიანდონ. 20 კილომეტრ სიმაღლეზე ასვლისთვის SN5 და SN6 პროტოტიპებს აუცილებლად დასჭირდებათ სამი Raptor ძრავის დამონტაჟება. პროტოტიპების მსგავსი გამოცდები ერთი მხრივ გარკვეულ დაბნეულობას იწვევს, თუმცა მეორე მხრივ SpaceX-ის გუნდი მათ პარალელურ რეჟიმში აწყობს, რაც საშუალებას იძლევა, რომ ერთი პროტოტიპის წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდები სხვა პროტოტიპებზე გაგრძელდეს. https://bit.ly/2YEd3Nr
    1 point
  10. კომპანია Intel-მა გასული თვის ბოლოს წარადგინა ახალი თაობის სამომხმარებლო დესკტოპ პროცესორები, რომლებიც Comet Lake-S სერიაში შევიდა. ამჟამად კი საწარმოო და ინტეგრირებული სისტემების მწარმოებელმა კომპანია DFI-მ გაამხილა ცნობები იმავე თაობის დესკტოპ პროცესორების შესახებ. DFI წარმოგვიდგენს პროცესორების ჩამონათვალს, რომლებიც გამოყენებული იქნება მის სისტემებში Intel W480 და Q470 სისტემურ ლოგიკაზე. თუკი Q-სერიის ჩიპსეტები ადრე მოცემული იყო Intel-ის სამუშაო სადგურების ასორტიმენტში, W480 გახდა W-სერიის სისტემური ლოგიკის დებიუტი. იგი განკუთვნილია სამუშაო სადგურების შექმნისთვის და გვევლინება, როგორც რაღაც შუალედური Q470-სა და Z490-ს შორის. Intel W480 ჩიპსეტს აქვს vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერა სისტემის დისტანციურად მართვისთვის, რაც სასარგებლო იქნება მსხვილი კომპანიების სისტემებში გამოყენებისას. კომპანია DFI მოიხსენიებს Xeon vPro პროცესორების ექვს მოდელს, ასაჯაროებს მათ ძირითად მახასიათებლებს, თუმცა არ აზუსტებს კონკრეტული მოდელების სახელწოდებებს. წარმოდგენილი მონაცემების თანახმად Intel წარადგენს ორ-ორ ექვს-, რვა- და ათბირთვიან Xeon vPro დესკტოპ პროცესორს. ყოველ წყვილში ერთ-ერთი პროცესორის TDP-ის დონე 35 ვატამდე იქნება, მეორისა კი - 80 ვატამდე. ტაქტის სიხშირეები სამწუხაროდ არ ხმაურდება, თუმცა ისინი აშკარად დაბალი იქნება სამომახმარებლო Core მოდელების სიხშირეებთან შედარებით. ასევე ცნობილია, რომ Xeon vPro იმუშავებს მხოლოდ Intel W480-ის მქონე დაფებზე. იმავე ჩამონათვალში ფიგურირებს ახალი თაობის Intel Core E, Pentium E და Celeron E პროცესორები, რომელთა შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია Intel-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამ სერიაში შესულია ორიდან ათ ბირთვამდე რაოდენობის მქონე პროცესორები. TDP-ის დონე სტანდარტულ მოდელებში 65 ვატია, TE ინდექსის მქონე მოდელებში კი - 35 ვატი. უფრო დაბალი TDP-ის დონის უზრუნველსაყოფად შემცირდა Core E პროცესორების სიხშირეები სამომხმარებლო მოდელების სიხშირეების დონემდე. https://bit.ly/3dbDHBw
    1 point
  11. Lenovo-მ გააფართოვა Rack-სერვერების ხაზი ორი მოდელით, ესენია ThinkSystem SR645 და SR665. ორივე სერვერს აქვთ ორი სოკეტი AMD EPYC 7002 პროცესორისთვის. ახალი სერვერები განკუთვნილია საბანკო სექტორისთვის, სავაჭრო ქსელებისა და ქლაუდ-პროვაიდერებისთვის. AMD EPYC საშუალებას იძლევა ერთ სერვერში განთავსდეს მეტი ბირთვი და მეხსიერება, თანაც ამგვარი გადაწყვეტილების ფასი საკმაოდ დემოკრატიულია. Lenovo ThinkSystem SR645-ს აქვს მეორე თაობის ორი AMD EPYC პროცესორის დაყენების მხარდაჭერა, ასევე 32 სლოტი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერებისთვის (4 ტერაბაიტამდე მოცულობა), ოთხი სლოტი 3.5-დუიმიანი დისკისთვის ან თორმეტი 2,5-დუიმიანი SAS, SATA ან NVMe-სთვის, აგრეთვე სამი კონექტორი მეხსიერების გაფართოების დაფისთვის PCIe 4.0 ინტერფეისით, ერთი OCP 3.0 კონექტორი - ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია 1U კომპაქტურ კორპუსში. სერვერში შესაძლებელია დაყენდეს 75 ვატამდე სიმძლავრის სამი ერთსლოტიანი გრაფიკული ამაჩქარებელი. Სრეზერვაციის მხარდაჭერის მქონე ე.წ. Hot-Plug კვების ბლოკების მაქსიმალური სიმძლავრე 1800 ვატს შეადგენს. Lenovo ThinkSystem SR665 უფრო მეტად შეესაბამება პროგრამულად განსაზღვრულ საცავებს ან ჰიპერკონვერგენტულ გადაწყვეტილებებს, დიდი მოცულობის მონაცემთა ანალიტიკასა და ვირტუალიზაციას. ამ სერვერშიც შესაძლებელია ორი AMD EPYC პროცესორისა და DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერების 32 მოდულის განთავსება, თუმცა 2.5-დუიმიანი დისკების რაოდენობამ შესაძლებელია მიაღწიოს ორმოცს, მათგან 32 არის NVMe. ასევე შესაძლებელია დაყენდეს სამი ორსლოტიანი 300 ვატამდე სიმძლავრის, ექვსი ერთსლოტიანი 150 ვატამდე სიმძლავრისა და რვა ერთსლოტიანი 75 ვატამდე სიმძლავრის გრაფიკული ამაჩქარებელი. ხელმისაწვდომია OCP 3.0 სლოტიც. კვების ბლოკის მაქსიმალური სიმძლავრე ამ შემთხვევაშიც 1800 ვატია. ორივე სერვერს აქვს Microsoft Windows Server, SUSE Linux Enterprise Server, Red Hat Enterprise Linux, VMware ESXi ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა. სერვერების მართვისთვის გამოიყენება XClarity კონტროლერი ქსელური პორტით. https://bit.ly/2zbKb4I
    1 point
  12. Bitcoin-ის მფლობელთა თითქმის ნახევარი კრიპტოვალუტას აპარატულ საფულეებში ინახავს. ამას მოწმობს Reddit-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. კვლევაში მონაწილეობა მიიღო სულ 339-მა რესპონდენტმა. გამოკითხულთა 47% უპირატესობას ანიჭებს აპარატულ საფულეებს, კვლევის მონაწილეთა 17% თავისი კრიპტოვალუტების დიდი ნაწილის შესანახად მობილური მოწყობილობების საფულეებს იყენებს, 15% კი - დესკტოპ საფულეებს. შენახვის სხვა მეთოდები ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა. გამოკითხვის თანახმად მულტიხელმოწერით 34.5% სარგებლობს. რესპონდენტების 88%-ს გააჩნია სარეზერვო გასაღები. https://bit.ly/3d7zDSO
    1 point
  13. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გამოვიდოდა ახალი დაბალბიუჯეტური პროცესორები AMD Ryzen 3 3100 და Ryzen 3 3300Х. პირველი მათგანის ფასია 100 აშშ დოლარი, მეორისა კი - 120 აშშ დოლარი. ორივე ვერსიას აქვს ოთხი ბირთვი მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერით. მათი შედარება მოხდა Intel-ის ერთ დაბალბიუჯეტურ წარმომადგენელთან. ეს არის მეათე თაობის პროცესორი Core i3-10100. ექსპერიმენტის სიზუსტის მიზნით მოხდა პროცესორების ტესტირება როგორც ნომინალურ, ისე აჩქარებულ სიხშირეებზე. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, AMD-ს პროცესორმა უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეები დააფიქსირა, ვიდრე მისმა მოწინააღმდეგემ. წარმოდგენილ ცხრილზე მოცემულია შედარებები. შედეგი საკმაოდ წინააღმდეგობრივია. Fire Strike Physics Score ტესტში წინ არის Ryzen 3 3100, მისი უპირატესობა დაახლოებით 2 ათასი ქულაა. Time Spy CPU Score ტესტში კი პარიტეტია. ამ ვითარევბაში ყურადღება უნდა მიექცეს ორ ფაქტორს: Ryzen 3 3100 მოდელისთვის მომხმარებელს არ დასჭირდება ახალი დედა დაფა, რადგანაც იგი შესანიშნავად ერგება АМ4 სოკეტს. Core i3-10100 პროცესორის შემთხვევაში კი საჭირო იქნება მთლიანი სისტემის შეძენა, რადგანაც ახალ ჩიპებს ახალი LGA 1200 სოკეტი სჭირდება. Core i3-10100 120 აშშ დოლარი ღირს, Ryzen 3 3100 კი - 100 აშშ დოლარი. რას აირჩევს მომხმარებელი მასობრივად, უცნობია, თუმცა დაპირისპირება უკიდურესად საინტერესოა. https://bit.ly/2W41SMt
    1 point
  14. ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენა CES 2020-ზე წარდგენილი Yoga Slim 7 სერიის Lenovo-ს ულტრაბუკები გაყიდვაში 16 მაისიდან გამოვა. ამის შესახებ Lenovo-მ განაცხადა სოციალურ ქსელ Weibo-ზე. მაისის რელიზი ეხება მხოლოდ ჩინეთის ბაზარს, გლობალური გაყიდვები ოდნავ მოგვიანებით დაიწყება. Lenovo Yoga Slim 7 სერიაში წარმოდგენილია 14-და 15-დუიმიანი მოდელები, მოწყობილობებს აქვთ Intel-ისა და AMD-ის უახლესი პროცესორები. კომპანია მიგვითითებს, რომ AMD-ის პლატფორმაზე არსებული 14-დუიმიანი მოდელები 14 მაისიდან გაიყიდება. მობილური სისტემის მაქსიმალური კონფიგურაცია კი წარმოდგენილი იქნება AMD Ryzen 7 4800U პროცესორითა და ინტეგრირებული გრაფიკული ქვესისტემით, ექნება 16 გბ LPDDR4X ოპერატიული მეხსიერება და 512-გიგაბაიტიანი M.2 PCIe SSD. წინასწარი შეკვეთების ფარგლებში ამ მოდელის ფასი დაახლოებით 708 აშშ დოლარი იქნება, ბაზარზე სრულფასოვანი გამოსვლის შემდეგ კი ფასი აიწევს 779 აშშ დოლარამდე. ევროპულ ბაზარზე AMD Ryzen 7 4800U პროცესორის მქონე 14-დუიმიანი მოდელი Lenovo Yoga Slim 7 უახლოეს მომავალში გამოვა. თავდაპირველად AMD-ვერსიის ულტრაბუკის გაყიდვაში გამოსვლა აპრილისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა კომპანიას კორონავირუსმა და მისგან გამოწვეულმა ლოჯისტიკურმა პრობლემებმა შეუშალა ხელი. https://bit.ly/2ytGlUl
    1 point
  15. კრიპტოვალუტების ინდუსტრიის ცნობილმა მონაწილეებმა - ჩარლი შრემმა, ჩარლი და ბობი ლიმ, ძმებმა უინკლვოსებმა და ენტონი პომპლიანომ მაინინგის თავიანთი პირველი მოწყობილობების ფოტოები გაუზიარეს Decrypt-ს. 11 წელზე მეტი გავიდა Satoshi Nakamoto-ს მიერ Bitcoin-ის გენეზის-ბლოკის წარმოქმნიდან. მისი შემდგომი მოპოვება ხდებოდა ლიბერტარიანებისა და ტექნიკური ენთუზიასტების მიერ, რომლებმაც დღეისათვის უკვე მოიპოვეს პოპულარობა, სიმდიდრე და ათასობით გამომწერი სოციალურ ქსელებში. ფოტოზე: ჩარლი შრემი და - ASIC-ის გამომგონებელი იფუ გოუ ციფრული ოქროს მომპოვებელ ისტორიაში მეორე მოწყობილობასთან. წყარო: Decrypt Bitcoin Foundation-ის დამფუძნებელმა ჩარლი შრემმა რთული გზა გაიარა ამჟამად უკვე არარსებული ბირჟა BitInstant-ის გახსნისას, ასევე გაიარა პატიმრობა Silk Road-ზე ფულის გათეთრების ბრალდებით და შემდგომი სირთულეები რამდენიმე კრიპტოსტარტაპისა და Untold Stories პოდკასტის გამოშვებისას. მომდევნო ფოტო დათარიღებულია 2011 წლით და მასზე ასახულია ჩარლი ლის მაინინგ-მოწყობილობა. ფოტოზე ჩანს დედა დაფაზე მიერთებული ვიდეო დაფები. ფოტოზე: ჩარლი ლის მაინერი, 2011 წელი. წყარო: Decrypt Google-ში პროგრამისტად მომუშავე ჩარლი ლიმ 2011 წლის ოქტომბერში შექმნა „ციფრული ვერცხლი“ Litecoin (LTC). 2017 წლის დეკემბერში იგი მთლიანად გათავისუფლდა კუთვნილი მონეტისგან ხარული ბაზრის პიკის დროს. ფოტოზე: ბობი ლის მაინერი, 2011 წელი. წყარო: Decrypt ჩარლი ლის ძმა, ბობი ლი იმავე წლებში გატაცებული იყო Bitcoin-ის მაინინგით და შექმნა ერთ-ერთი პირველი კრიპტო ბირჟა ჩინეთში. ფოტოზე ხედავთ მის მიერ 2011 წელს აწყობილ მაინერს. ფოტოზე: ძმები უინკლუოსების მაინერი, 2013 წელი. წყარო: Decrypt კიდევ ორი პირი, რომელთა გარეშე კრიპტოინდუსტრია წარმოუდგენელია, ტაილერ და კემერონ უინკლვოსები არიან, რომლებიც მაინინგით 2013 წელს იყვნენ დაკავებული, თუმცა მთავარ აქცენტს ინვესტიციებზე აკეთებდნენ. 2013 წელს მათ პირველი კირპტოვალუტის ინვესტირება მოახდინეს 11 მლნ აშშ დოლარით, რაც Facebook-ის ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგთან მოგებული სასამართლო დავის შედეგად მიიღეს. თავდაპირველად ძმები მუშაობდნენ ShapeShift-ის გენერალურ დირექტორ ერიკ ვორჰესსა და ჩარლი შრემთან ერთად BitInstant-ზე, მოგვიანებით კი ფოკუსირდნენ საკუთარი Bitcoin-ბირჟა Gemini-სა და Stablecoin Gemini Dollar-ის განვითარებაზე. ფოტოზე: ენტონი პომპლიანოს მაინინგ-ფერმა, 2015 წელი. წყარო: Decrypt Bitcoin-მაინინგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს Morgan Creek Digital-ის თანადამფუძნებელ ენტონი პომპლიანოს. მან მაინერობა ზემოთხსენებულ პირებზე გვიან დაიწყო, თუმცა 2015 წელს უკვე საკუთარ მაინინგ-ფერმას ფლობდა. იმ დროს პომპლიანო Facebook-ის პროდუქტ-მენეჯერი იყო, მან დაიწყო Bitcoin-ისა და Ethereum-ის მაინინგი თავის მომავალ პარტნიორ ჯეისონ უილიამსთან ერთად. პომპლიანო აგრეთვე უძღვება პოპულარულ პოდკასტს, რომელიც მისსავე სახელს ატარებს. https://bit.ly/3bZOheK
    1 point
  16. ცნობილი გახდა, რომ 14 მაისს შედგება მომდევნო თაობის არქიტექტურის - NVIDIA Ampere-ს ანონსი. ბოლო ცნობებით მტკიცდება, რომ ახალი ფლაგმანი GeForce RTX 3080 Ti იქნება ორჯერ სწრაფი ბაზრის ამჟამინდელ ლიდერ RTX 2080 Ti-ზე. ახლახანს კი გავრცელდა ცნობები, რომლებიც დაბნეულობას ქმნის Nvidia-ს სამომავლო ვიდეო ბარათებთან დაკავშირებით. დავიწყოთ ყველაზე მარტივით: NVIDIA ნამდვილად გახდება TSMC-ის ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტი მიმდინარე წელს. ტაივანური კომპანია „მწვანეებისთვის“ გამოუშვებს სილიკონს 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. სწორედ ამ ტექნოლოგიის ბაზაზე გამოვა NVIDIA Ampere თაობის ვიდეო დაფები. ეს პროდუქტები 2020 წლის მესამე კვარტლიდან გაიყიდება. არსებობს სხვა ინფორმაციაც: ამა წლის მეორე კვარტალში Samsung დაიწყებს ჩიპების წარმოებას საკუთარი 5-ნანომეტრიანი EUV ტექნოლოგიით (5LPE). სამხრეთკორეული კომპანია ამტკიცებს, რომ მოხმარებლებს შორის უდიდესი ნაწილი უკავია სამომხმარებლო გადაწყვეტილებებს, რომელთა შორისაა ვიდეო დაფებიც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში საუბარი ეხება NVIDIA Hopper არქიტექტურას. რატომ ყიდულობს კომპანია ერთდროულად სხვადასხვა ტექნოპროცესით წარმოებულ ჩიპებს - ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა ფლაგმანურ მოდელებს ჰქონდეს მოწინავე 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებული ჩიპები და ისინი გამოყენებულ იქნას მანქანური სწავლების სისტემებში, ხელოვნურ ინტელექტსა და ქლაუდ-გამოთვლებში. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით 14 მაისს გაირკვევა, ექსპერტები სწორედ ამ დღეს ელიან კომპანიის სამომავლო სამოქმედო გეგმის გამოჩენას. https://bit.ly/3bZOT40
    1 point
  17. კომპანია Strategy Analytics-მა შეაფასა პლანშეტების მსოფლიო ბაზარზე ძალაუფლების ბალანსი მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შეჯამების შედეგად: წარმოებამ კიდევ ერთი ვარდნა დააფიქსირა - გლობალური მიწოდება დაახლოებით 12 %-ით არის შემცირებული. გასული წლის პირველ მეოთხედში გაიყიდა დაახლოებით 36.6 მლნ პლანშეტი, მიმდინარე წლის მაჩვენებელი კი მხოლოდ 22.2 მილიონია. აღსანიშნავია, რომ წარმოებაზე გავლენა მოახდინა ახალმა კორონავირუსმა და გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა. მიწურული კვარტლის შეჯამების შედეგად პლანშეტების უმსხვილესი მომწოდებელია კომპანია Apple თითქმის 30%-იანი წილით. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მაღალი შედეგი მას პირველად აქვს 2013 წლის შემდეგ. წამყვან კომპანიებს შორის მეორე ადგილზეა Samsung-ი ბაზრის 14.6%-იანი წილით. მას მოსდევს Huawei 9.4%-ით. შემდეგ პოზიციებზე კი განთავსდა Amazon და Lenovo 8,6 % და 4,9 %-იანი მაჩვენებლებით, შესაბამისად. Android-პლანშეტებზე მოდის მთლიანი ბაზრის 57.1 %. 29.8 %-იანი წილი უჭირავს iOS-ბაზაზე არსებულ მოწყობილობებს, დაახლოებით 12.6% კი პლანშეტებს, რომლებიც მუშაობს Windows-ზე. Chrome OS-ზე მომუშავე პლანშეტების წილი მხოლოდ 0.5%-ია. https://bit.ly/2VVCzMt
    1 point
  18. ინტერნეტ-მომხმარებლების ორი მესამედი ეთანხმება ციფრული აქტივების დაბეგვრას - მოწმობს სამხრეთკორეული საფულე Childly-ის გამოკითხვის შედეგები, ნათქვამია პრეს-რელიზში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 5750-მა მომხმარებელმა მთელი მსოფლიოდან. გამოკითხვის შედეგად ჩანს, რომ რესპონდენტების 48% თვლის: ციფრული აქტივები აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს დაბეგვრას, 18% კი მხარს უჭერს ბეგარის დაკისრებას „მისაღებ დონეზე“. მხარდაჭერის ასეთი მაღალი დონე Childly-ში განმარტეს მომხმარებელთა მხრიდან ციფრული ვალუტების სრული რეგულირებისა და ლეგალიზაციის მოლოდინით. გამოკითხულთა 9%-მა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ამ საკითხზე საუბარი, 11-მა პროცენტმა კი უარი განაცხადა ციფრული აქტივების დაბეგვრაზე. 14%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა. შეგახსენებთ, რომ The Economist- ის ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად საზოგადოებაში კრიპტოვალუტების ცნობადობა იზრდება, ხოლო 26% ენდობა მათ. https://bit.ly/2SsLGSJ
    1 point
  19. კომპანია MSI-მ წარადგინა 400-სერიის რამდენიმე დედა დაფა Intel Comet Lake-S პროცესორებისთვის. ტაივანური ტექნოლოგიური გიგანტის ახალი დაფები ორიენტირებულია LGA 1200 სოკეტის მქონე Intel-ის ჩიპებზე. MSI-ს დედა დაფებს აქვს სწრაფ მეხსიერებასა და 10-მდე ბირთვის მქონე დესკტოპ პროცესორებთან მუშაობის მხარდაჭერა. დაფები იყოფა სამ სეგმენტად: MEG, MPG და MAG. ისინი ორიენტირებულია მომხმარებლების სხვადასხვა მოთხოვნასა და ფასის კატეგორიაზე. ყველა დაფას აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მოწინავე ინჟინრული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, აღჭურვილნი არიან კარგი გაგრილების სისტემით და აქვთ M.2 SSD კონექტორი. ეფექტური გაგრილება უზრუნველყოფს PCB დაფის ფენების გაზრდილ რაოდენობას: მათი რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაფებს აქვთ ყველა ძირითადი სადენიანი და უსადენო ინტერფეისი, ასევე 2,5 გბ/წმ Ethernet-ისა და Wi-Fi 6 სტანდარტის მხარდაჭერა. ყველა დედა დაფა განათებითა და MSI-ს საფირმო გაგრილების ოპტიმიზაციითაა წარმოდგენილი. MEG სერიაში შედის ფლაგმანური მოდელები MEG Z490 Godlike და MEG 490 Ace. მათ აქვთ მასიური რადიატორები ქულერებითა და სითბური მილებით, ასევე აქვთ DDR4-5000 მეხსიერების მხარდაჭერა, ექსკლუზივი კი გახლავთ ლითონის ფირფიტა Chest Plate, რაც აღმოფხვრის კომპიუტერის კორპუსში დაყენებისას დაზიანების ალბათობას. MEG Z490 Godlike-ს გააჩნია ფერადი ეკრანი OLED მატრიცის ბაზაზე, ასევე 10 გბ/წმ Ethernet-ისა და Thunderbolt 3-ის მხარდაჭერა. MPG სერიის წარმომადგენლებს აქვთ 2.5 გბ/წმ Realtek ინტერფეისი, მძლავრი გაგრილების სისტემა და DDR4-4800 მეხსიერება. ამ სერიაში შევიდა ოთხი მოდელი და მათ შორისაა micro-ATX ფორმ ფაქტორის 490 Gaming Edge WIFI. ბიუჯეტური სეგმენტისთვის კომპანიამ მოამზადა სერია MAG. სამი მოდელი აგებულია Intel B460 ჩიპსეტზე და კიდევ ერთი დაფუძნებულია Intel Z490-ზე. ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს Pro სერია, რომელიც მიმართულია სამუშაო სადგურებისკენ. მისი ფლაგმანური მოდელია Z490-A PRO დაფა. მასთან ერთად კომპანია MSI-მ გამოუშვა კიდევ რამდენიმე მოდელი B460 ჩიპსეტის ბაზაზე. https://bit.ly/3aXWPBo
    1 point
  20. გასული წლის დეკემბერში Raja Koduri-მ განაცხადა, რომ Intel-ის კვლევითმა ცენტრმა მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას Intel Xe  თაობის ახალი მსხვილკრისტალიანი გრაფიკული გადაყვეტილებების შექმნაში. ამჟამად Intel წარმოგვიდგენს ახალ პროდუქტს, რომელიც კონსტრუქციით გვაგონებს LGA სოკეტის მქონე პროცესორს. ფოტოს წყარო: Twitter, Intel Graphics ცნობილია, რომ Intel-ი დიდ ფსონს დებს Xe სერიის გრაფიკულ პროცესორებზე, რომლებიც მომხმარებლებს შესთავაზებენ უნიფიცირებულ არქიტექტურას თითქმის ყველა საბაზრო სეგმენტში - ინტეგრირებული მასიური პროცესორების გრაფიკიდან დაწყებული სუპერკომპიუტერებით დამთავრებული. ამ სფეროს ხელმძღვანელობა AMD-ის გრაფიკული ქვეგანყოფილების ყოფილ ხელმძღვანელ რაჯა კოდურის დაეკისრა. კოდურიმ კომენტარი გააკეთა Intel-ის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე, რომლებზეც დართული იყო ანოტაციები იმ სირთულეების შესახებ, რაც დაკავშირებულია თვითიზოლაციის პირობებში ათეულობით მილიარდი ტრანზისტორის მქონე ნახევრადგამტარი კრისტალების შექმნასთან. რაჯა კოდური პროცესორების ცნობილ არქიტექტორ ჯიმ კელერთან ერთად ფოტოებზე წარდგა დამცავი ნიღბით, რაც ადასტურებს ფოტოების სიახლეს. ფოტოს წყარო: Twitter, Intel Graphics მთავარი სიახლეა ფოტო, სადაც გამოსახულია ერთი და იმავე პროცესორის ორი ეგზემპლარი LGA სოკეტით, რომელიც ერთდროულად ორივე მხარეს ჩანს. „მასშტაბის საზომად“ გამოყენებულია სტანდარტული AA ტიპის ელემენტი. კოდურიმ განაცხადა, რომ ეს პროდუქტი კარგი იქნება როგორც ხელოვნური ინტელექტის სისტემების მუშაობის აჩქარებისთვის, ასევე „საველე ფრონტზე“ - ანუ თამაშებში, თუკი მის ნათქვამს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ. რა თქმა უნდა, თუ საუბარი ეხება ფლაგმანურ გრაფიკულ პროცესორს, იგი სერიულ პროდუქტებში გამოყენებული არ იქნება ასეთი კონსტრუქციით. დიდი ალბათობით პროტოტიპის სტადიაზე იგი დაემსგავსება LGA სოკეტიან ცენტრალურ პროცესორს გამოცდის მოსახერხებლობის მიზნით. https://bit.ly/3fcxarV
    1 point
  21. კომპანია Intel-მა ოფიციალურად დააანონსა დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი მეათე თაობის ახალი პროცესორები. ჩიპები დამზადებულია 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. სერიის თავშია ფლაგმანური Intel Core i9 მოდელები ათი ბირთვითა და მრავალი ნაკადის მხარდაჭერით. Core i9-10900K-ისა და Core i9-10900KF მოდელების მაქსიმალური სიხშირე Thermal Velocity Boost რეჟიმში აღწევს 5.3 გიგაჰერცს, ეს მოდელები დაახლოებით 500 აშშ დოლარად გაიყიდება. ყველა ძირითად მახასიათებელს იხილავთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში. აღნიშნავთ, რომ ყველაზე იაფი CPU-ებია 42 აშშ დოლარიანი Celeron G-5900 და Celeron G-5900T, რომელთა TDP-ის დონეა 58 და 35 ვატი, შესაბამისად. Intel Comet Lake-S პროცესორების მახასიათებლები და ფასები CPU ბირთვი/ ნაკადი სიხშირე (გჰც) TDP, ვტ ფასი ($) ნომინ. TB 2.0 TB Max 3.0 TVB Intel Core i9-10900K 10 / 20 3,7 5,1 5,2 5,3 125 488 i9-10900KF 10 / 20 3,7 5,1 5,2 5,3 125 472 i9-10900 10 / 20 2,8 5,0 5,1 5,2 65 439 i9-10900F 10 / 20 2,8 5,0 5,1 5,2 65 422 i9-10900T 10 / 20 1,9 4,5 4,6 - 35 439 i7-10700K 8 / 16 3,8 5,0 5,1 - 125 374 i7-10700KF 8 / 16 3,8 5,0 5,1 - 125 349 i7-10700 8 / 16 2,9 4,7 4,8 - 65 323 i7-10700F 8 / 16 2,9 4,7 4,8 - 65 298 i7-10700T 8 / 16 2,0 4,4 4,5 - 35 325 i5-10600K 6 / 12 4,1 4,8 - - 125 262 i5-10600KF 6 / 12 4,1 4,8 - - 125 237 i5-10600 6 / 12 3,3 4,8 - - 65 213 i5-10600T 6 / 12 2,4 4,0 - - 35 213 i5-10500 6 / 12 3,1 4,5 - - 65 192 i5-10500T 6 / 12 2,3 3,8 - - 35 192 i5-10400 6 / 12 2,9 4,3 - - 65 182 i5-10400F 6 / 12 2,9 4,3 - - 65 157 i5-10400T 6 / 12 2,0 3,6 - - 35 182 i3-10320 4 / 8 3,8 4,6 - - 65 154 i3-10300 4 / 8 3,7 4,4 - - 65 143 i3-10300T 4 / 8 3,0 3,9 - - 35 143 i3-10100 4 / 8 3.6 4.3 - - 65 122 i3-10100T 4 / 8 3,0 3,8 - - 35 122 Intel Pentium G-6600 2 / 4 4,2 - - - 58 86 G-6500 2 / 4 4,1 - - - 58 75 G-6500T 2 / 4 3,5 - - - 35 75 G-6400 2 / 4 4,0 - - - 88 64 G-6400T 2 / 4 3,4 - - - 35 64 Intel Celeron G-5920 2 / 2 3,5 - - - 58 52 G-5900 2 / 2 3,4 - - - 58 42 G-5900T 2 / 2 3,2 - - - 35 42 ჯამში კალიფორნიულმა კომპანიამ წარადგინა ოცდაათზე მეტი ახალი პროცესორი. სერიაში 10-ბირთვიან და 20-ნაკადიან ფლაგმანურ მოდელებთან ერთად შევიდა 2-დან 8 ბირთვისა და 35-დან 125 ვატამდე ენერგომოხმარების მქონე ჩიპები. სერიაში შემავალ Celeron პროცესორებს არ აქვთ მრავალი ნაკადის მხარდაჭერა. ენერგოეფექტური მოდელები აღნიშნულია ინდექსით T. კიდევ ერთი სიახლეა LGA 1200 სოკეტი, რომელიც კიდევ ერთხელ Rocket Lake თაობის პროცესორების გამოსვლისას გაგვახსენებს თავს. ასევე უნდა აღინიშნოს Ethernet Connection I225 კონტროლერის მხარდაჭერა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს 2.5 გბ/წმ სიჩქარე. აგრეთვე მხარდაჭერილია Wi-Fi 6 სტანდარტი. ფლაგმანური Intel Core i9-10900K მოდელები ფასის მხრივ დაახლოებით Ryzen 9 3900X-ის მსგავსია. Intel-ის ახალ ფლაგმანებს უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეები აქვთ, AMD-ის პროცესორები კი მრავალბირთვიანობით გამოირჩევა. Intel ამტკიცებს, რომ Core i9-9900K მოდელთან შედარებით Core i9-10900K ჩიპის სიჩქარე Adobe Lightroom-სა და Premier Pro-ში 13-18 %-ით გაიზარდა. https://bit.ly/2KKFpNR
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.