Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 04/04/20 in Posts

  1. ინტელმა დაანონსა ახალი X თაობის Comet Lake (Skylake-ის მეხუთე თაობა ისევ 14nm ტექნოლოგიაზე) მობილური სეგმენტის პროცესორები, საბაზო სიხშირის თანახმად LP1 (power level 1) რეჟიმში 45 ვატის ფარგლებში. 15 აპრილს დაიდება რევიუები, თუმცა მანამდე ინტელის მიერ წარმოდგენილ სლაიდებზე დაყრდნობით შეგვიძლია გავეცნოთ სიახლეებს. Intel Details 10th Gen Comet Lake-H for 45 W Notebooks: Up to 5.3 GHz* ყველაზე საინტერესო სიახლე არის ის რომ გასცდნენ 5.0 გიგაჰერცს და ამჯერად ფლაგმანი i9-10980HK პროცესორი ორ ბირთვზე 5.3 Ghz-მდე იმუშავებს მაქსიმუმ 56 წამის განმავლობაში რა დროსაც მისი ენერგო მოხმარება იქნება 135 ვატი. ამ სიხშირის მისაღწევად საჭიროა ორი წინაპირობა: პირველი - პროცესორი უნდა გადავიდეს PL2 (power level 2) რეჟიმში და მეორე - ჩართული უნდა იყოს ინტელის Thermal Velocity Boost. ახლა გადავიდეთ მთავარ თემაზე, საინტერესოა ინტელი როგორ ცდილობს წარმოაჩინოს ახალი მობილური პროცესორების წარმადობა წინა თაობის პროცესორებზე. როგორც ხედავთ ინტელი სულ ახალ პროცესორებს ადარებს რატომღაც 3 წლის წინანდელ პროცესორებს. ნეტავ რატომ? ბარემ 5 წლის წინანდელი პროცესორები აეღოთ და შკალაზე უფრო დიდი სხვაობა იქნებოდა... i7-7820HQ (4 core / 8 thread) VS i9-10980HK (8 core / 16 thread) i7-7820HQ რომელიც Kably Lake თაობის წარმომადგენელია 3 წლის წინანდელი, არ არის ფლაგმანი. ფლაგმანია i7-7920HQ მაგრამ ამ სლაიდზე ინტელი არაფლაგმანს აჯიბრებს ფლაგმანს. i7-7820HQ პროცესორთან დგას ვიდეო დაფა GTX 1080 დრაივერსი ვერსიით 23.21....... i9-10980HK პროცესორთან დგას სულ ახალი ვიდეო დაფა RTX 2080 SUPER დრაივერსი ვერსიით 26.21....... სხვაობა წარმოდგენილია პროცენტებში და არა FPS-ებში. ეხლა 8 ბირთვიანი პროცესორი რომ აჯობებს 4 ბირთვიანს, ამას არ უნდა არითმეტიკა და მტკიცება, მაგრამ ის საცოდავი 4 ბირთვიანი რომ GTX 1080 უდგას და ამ ახალ 8 ბირთვიანს RTX2080 რანაირი შედარება გამოდის დიდის ამბით თავს როგორ იწონებს ნამატებით 54%, 42%, 27%, 23%, 23%.... ნეტავ ამხელა ნამატები პროცესორის ხარჯზეა თუ ვიდეო დაფის ხარჯზე? ეხლა შემდეგი i7-7700HQ (4 core / 8 thread) VS i7-10750H (6 core / 12 thread) აქაც ზუსტად იგივე მეორდება. i7-7700HQ პროცესორთან დგას GTX 1070 დრაივერის ვერსიით 24.21.... და i7-10750H პროცესორთან არის სულ ახალი RTX 2070 SUPER დრაივერის ვერსიით 26.21.... შესაბამისად ნამატებია ოხრად 44%, 38%, 38%, 31% აი რა სისტემაზეა დატესტილი ეს პროცესორები და ვიდეო კარტები, თქვენი თვალით ნახეთ მოკლედ რავი, არ იშლის ინტელი ხალხის ტვინის გამორეცხვას. თუმცა ყველა ვინც ცოტა მაინც ერკვევა ბიზნესში კარგად მიხვდება რომ ინტელი გაცეცხლებულია და გამწარებულია მობილური ბაზრის დაკარგვით. ისღა დარჩენია ამ იაფფასიანი ხრიკებით, ამ მართლაც სამარცხვინო და სასაცილო შედარებებით ვისაც კომპიუტერები ცოტა ღრმად არ ესმის ტვინები გამოურეცხოს და ინტელის მხარეზე გადაიყვანოს... დესკტოპ ვორქსთეიშენ სეგმენტში Ryzen, Threadripepr პროცესორებმა თქვეს თავიანთი სათქმელი და კი ვხედავთ ინტელის დომინანტობა სადამდე დაეცა... სასერვერო და დატა ცენტრებში, EPYC პროცესორებმა დაამტკიცეს საქმით რომ 2 სოკეტიან ინტელის პროცესორებს 1 სოკეტიანი AMD ჯობია, როგორც სიიაფით ასევე ეფექტურობით, აქაც ვხედავთ რომ არაერთი სუპერკომპიუტერები სწორედ AMD EPYC-ზე გადაეწყო. დადგა ჯერი რომ მობილურ სეგმენტსაც მიეხედოს და ამიერიდან ეს ინტელის პარპაშსაც ბოლო მოეღება. ახალი AMD-ს 4000 სერიის პროცესორები, დაბალი სიხშირით იმავე გამოთვლას აკეთებს რასაც ინტელი 5 Ghz-ზე, ასე რომ ინტელს მოუწევს მობილურ სეგმენტშიც დათმოს პოზიციები. ZEN 2 არქიტექტურამ ანახა რომ IPC-ით ინტელს აჯობა ერთნაირ სიხშირეზე და უფრო ენერგო ეფექტურიც არის, ZEN 3 რომელიც სავარაუდოდ 2021 წლის მარტში გამოვა რომელიც კიდევ 10-15% ით მეტ IPC-ს წინასწარმეტყველებენ, წესით ინტელი საბოლოოდ უნდა გადატეხოს, ეხლა ინტელს ერთადერთი გზა ის დარჩა რომ სიხშირეებით ითამაშოს და გეიმინგში ადგილი შეინარჩუნოს. თუმცა მე თუ მკითავთ გეიმინში უპირატესობაც თანდათან შემცირდება და აღარ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. კიდევ ერთი მომენტი, ადრეც ვიძახდი და ახალც ვიმეორებ, AMD აკეთებს სასწაულ ფასდაკლებებს, მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელთა უმრავლესობის ჯიბეს, რაც კიდევ უფრო გაზრდის AMD-ს წილს. ნუ რავი, ესე თუ გააგრძელებს ინტელი, აუცილებლად მოუწევს ბაზრის უმრავლესობის დაკარგვა. რაც დრო გადის დრო AMD_ს სასარგებლოდ მუშაობს, უფრო მეტი AMD-ს პროცესორი იყიდება, ამიერიდან AMD-ს მობილური პროცესორებიც გაჯერდება ბაზარი და გარდაუვალია ინტელის შემცირება.
    2 points
  2. მამენტ მართალი ხარ არ ვჩქარობ Cyberpunk-ის თამაში მინდა უბრალოდ თან 2200 ლარად არის ახლა ფორუმზე 2080ტი, უბრალოდ ვინ იცის წინ რა დრო გველის.
    1 point
  3. 2080-Ti მთლად უკეთესი, მაგრამ მაგ ვიდეოს საშვალება თუ გაქვს ბარემ დაიცადე და 300 სერია დაითრიე რა თქმა უნდა თუ არ ჩქარობ და სასწრაფოდ არ გჭირდება
    1 point
  4. კორონას ემალება და ჯერ არ ცალია მაგისთვის.
    1 point
  5. ნუ გასაგებია რომ უხეშად 80-20ზეა წილი, მაგრამ მაგ 80%-დან ნახევარი მაინც ძველი პროცესორის მფლობელია და ვისაც ძველი პროცესორი აქვს ნელ-ნელა დაიწყებს განახლებას. ნეჰალემის დროინდელ პროცესორებს ზოგი დღესაც ხმარობს მაგრამ უახლოეს წლებში ან მაზერი დაუზიანდება, ან კიდე რაღაც პრობელმა შეექმენბა და მოუწევს ახალ სისტემაზე გადასვლა. ბოლო 10 წელი სანამ Ryzen გამოვიდოდა ინტელმა კი ჩაიდო მთელი ბაზარი ჯიბეში. რეალურად რომ არა AMD დღესაც შემოგვტენიდა ინტელი თავის Tick–tock მოდელით LGA 11XX ახალ სოკეტებს, 4 ბირთვიან i7-ებს და ყოეელ თაობაში 2%-იან IPC-ს ნამატს, ხოლო უკვდავთათვის LGA20XX სოკეტს ასტრონომიული ფასებით ხალხს არჩევანი არ ჰქონდა, უნდოდა თუ არა ყველა ინტელზე იჯდა, ეხლა უკვე აღარაა მასე. AMD-ს დედაპლატების ხარისხიც ისეთივეა როგორც ინტელის TOP დონის დედაპლატები. ნელ-ნელა პროგრამები ერგებიან AMD-ს პროცესორებს და პროგრამული მხარეც მორგებული იქნება ZEN ბირთვებზე. ანუ რეალური სხვაობა Intel-სა და AMD-ს შორის ძალიან მინიმუმამდეა დაყვანილი. ამიტომაც ძველი ინტელის ან ძველი AMD-ს მომხარებელი, თუ გეიმერი არაა დიდი ალბათობით AMD-ზე გადავა, რაც ავტომატურად გამოიწვევს ინტელის პოზიციების შესუსტებას. მე უბრალოდ იმ სლაიდებში ავღნიშნე ძალიან არასწორი შედარება თავად ინტელის მხრიდან. რომ დაუწერია გეიმინგში 40% და 30% ნამატები, ეგ ნამატები შემთხვევით უფრო მეტად ვიდეო დაფის ხარჯზე ხომ არაა? სად GTX1080 და სად RTX2080 SUPER. სად 4 ბირთვი და სად 8. თან 3 წლის წინანდელ პროცესორს ადარებს. ეს იგივეა დრაგზე ფერარი გაასწრებს თუ ფორდ მონდეო ნუ რავი სირცხვილია ინტელის მხრიდან ასეთი პრეზენტაცია მეტი არაფერი.
    1 point
  6. მე აქ მაქ ნაყიდი 3-იც და 4-იც, მაგრამ ახლა რაღაც ძაან გაძვირებულია. სატკაობა უნდა რა და გაეძრობა სადმე. 30$ გადავიხადე მე თავის dlc-ით ფორტუნ აილენდი https://www.cdkeys.com/?q=forza
    1 point
  7. თუ აღებას აპირებ 2080 Suoer აიღე ჯობია იმთუმეტეს თუ 2K-ზე ან 4K-ზე გადადიხარ
    1 point
  8. მერე შეგიძლია კიდე დაანასტროიკო, თუმცა ეგეც საკმარისია, რომ გაუშვებ მიხვდები, რომელიღაცა კნოპკით შედის ნასტროიკებში, F1 მგონი თუ F2 დაგიწერს მაგას რომ გაეშვება თამაში, ჩართვის და გამორთვის კნოპკის დაყენებაც შეიძლება მერე რომ შეამოწმო რანაირათ ასწორებს ხაზებს
    1 point
  9. კონკურენცია შესანიშნავი რამ არის. უამრავი წლის მანძილზე Intel-ს წლიური 5% ზრდა ჰქონდა, მომხმარებლებს არჩევანი არ გააჩნდათ, ამიტომ არ იყო წარმადობის ზრდაც. AMD-ის ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ Intel-მა მნიშვნელოვნად გაზარდა ბირთვების რაოდენობა და ტაქტის სიხშირეები. Techradar-ის ექსპერტებმა შეისწავლეს ორივე კომპანიის არქიტექტურების მახასიათებლები და მზად არიან პასუხი გასცენ კითხვას: რეალურად რომელი მათგანი ამზადებს უკეთეს პროცესორებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დასკვნებს საფუძვლად უდევს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი: AMD Intel-ის წინააღმდეგ – ფასი:  წლების განმავლობაში, როდესაც მომხმარებლებს თანხის დაზოგვა სურდათ, ყიდულობდნენ AMD-ის პროცესორებს. დღესდღეობით ამგვარი სქემა მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს. AMD-ს ასორტიმენტში გაჩნდა მძლავრი Ryzen 9 3950X ჩიპები, რომელთა ფასი 700 აშშ დოლარით მეტია მაღალი წარმადობის მქონე Ryzen Threadripper 3960Х-ის, 3970Х-ისა და 3990Х მოდელების ფასზე. მათგან ყველაზე ძვირადღირებული ვერსიის ფასი 4 ათას აშშ დოლარს აღემატება. ამასთან, „წითლების“ პორტფოლიოში არის ისეთი პროცესორები, მაგალითად Ryzen 5 2600, რომლებსაც მეტად ხელსაყრელი ფასი აქვთ და ამით Intel-ის მაჩვენებლებზე უკეთესებია. აუცილებლად უნდა ვახსენოთ Ryzen 9 3900, რომელიც 100 აშშ დოლარით იაფია Core i9-9900К-ზე და ბევრ ამოცანაში აღემატება მას, თუმცა ოდნავ ჩამორჩება გეიმინგში. AMD Intel-ის წინააღმდეგ – წარმადობა: როდესაც საუბარია გეიმინგზე, Intel-ის პროცესორები აღემატება AMD-ის ჩიპებს და ასევე უკეთესი სიჩქარე ახასიათებთ ერთბირთვიან ამოცანებში. თუმცა ყველაფერი, რაც მრავალნაკადიან დისციპლინებს ეხება, AMD-ს უკეთ გამოსდის. ისეთი პროცესორები, როგორებიცაა Ryzen Threadripper 3960Х, 3970Х და 3990Х - დაუძლეველია Intel-ის ამჟამინდელი თაობისთვის და სავარაუდოდ მიუღწეველი იქნება მეათე და შესაძლოა მე-11 თაობისთვისაც. ჯამში, იდენტური ფასის შემთხვევაში Intel-ის გეიმინგ წარმადობა უმნიშვნელოდ მაღალია, ყველა სხვა მახასიათებელში კი AMD ლიდერობს. AMD Intel-ის წინააღმდეგ – ტექნოლოგიები: ამ მაჩვენებლის მიხედვით Intel წაგებულ მდგომარეობაშია. მას არ აქვს არც PCIe 4.0, არც ბირთვების დიდი რაოდენობა, რაც რენდერინგისა და სხვა მრავალი ამოცანისთვის არის საჭირო. Intel-ის პროცესორების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მოძველებული 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იწარმოება იმ დროს, როდესაც AMD-მ თითქმის მთელი ასორტიმენტი 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დაამზადა. არ უნდა დაგვავიწყდეს ენერგოეფექტურობა, რომელიც AMD-ს უფრო მაღალი აქვს Intel-თან შედარებით. AMD Intel-ის წინააღმდეგ – მომავალი: 2021 წელს AMD 5-ნანომეტრიან პროცესორებს გამოუშვებს. მათ ექნება ახალი DDR5 სტანდარტის მხარდაჭერა და იქნებიან უფრო მაღალი წარმადობის მქონე და ენერგოეფექტური. რაც შეეხება Intel-ს, 2021 წელს იგი კვლავ 10 და 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესს გამოიყენებს. გველოდება DDR5-ზე გადასვლა, თუმცა 2022 წლისთვის მომხმარებლებს მოუწევთ ახალი დედა დაფების ყიდვა, რადგანაც Intel ორ წელზე მეტხანს არ იყენებს ძველ სოკეტს. შესაძლოა ცვლილებები 3 წლის შემდეგ მოხდეს, დღესდღეობით კი როგორც ჩანს უპირობო გამარჯვება AMD-ს მხარესაა. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/35225/amd-protiv-intel-kto-delaet-processory-luchshe-po-mneniju-techradar
    1 point
  10. მე მაქვს მაინინგში ეგ ძველი ვიდეო, მუ 1080Ti zotac amp 2 ვენტილატორიანი, როგორც კარგი 1080, ისეთი კარგი რომ 1080P 60 გერციანზე ზაპასიც დარჩება ალბათ სერიოზულ იგრებზეც კი მაღალ სეტინგებზე და რაზგონიც რომ მიცე, 2060 სუპერზე ბევრათ სუსტი ეგეთი არაა ნამდვილათ, თუმცა ჩემ 1080 EVGA ftw მეორე ბიოსით არანაირი რაზგონი არ ჭირდება 150+ კორზე ბუსტავს ავტომატურათ და მაგიტომ, მაქს მემორის თუ მოუმატებ კიდე 500+ ალბათ, შენნაირი მონიკი თუ დავითრიე 27 ან 31.5 ინჩიანი სამსუნგი, მაგას მივადგამ და პირველ ჯერისთვის მეყოფა მერე კი სისტემასაც გამოვცვლი, თუ დაგაზა ისევ ბიტკოინი-ეთერეუმის კურსმა რა თქმა უნდა, კარტის ჩაყენება კი ყოველთვის შემიძლია, როგორც კარგი გოლდ კვების მაინინგიდან
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.