Jump to content

Leaderboard

  1. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      3

    • Posts

      5864


  2. Gobro

    Gobro

    მოდერატორი


    • Points

      2

    • Posts

      10881


  3. gchi

    gchi

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      1178


  4. Gogla1990

    Gogla1990

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      19551


Popular Content

Showing content with the highest reputation on 02/19/20 in all areas

  1. ეგრე 5-ზე აღარ მახსოვს, მეთვითონ დახურული მაქვს ასე 4-5 წლის უკან მგონი, ნუ 3 მაინც დავასრულე უკვე მაგის თამაში, მეყენა უფრო ძველი კრაკი, მერე უფრო ახალი გამოვიდა სადაც რაღაცეები გასწორდა, მგონი ბოლო ვერსიააა ეს რეპაკი http://rutor.is/torrent/724227/gta-5_grand-theft-auto-v-v.1.0.1493.0-2015-pc-repack-ot-canek77 მე მაგაზე ძველით დავხურე, თუმცა წერენ სიაფანდზე უწერიაო 1.48, ისევ 1.41 უბერავს მგონი, მაგ შემთხვევაში ისევ ხატაბის დაყენება ჯობს http://rutor.is/torrent/585963/gta-5_grand-theft-auto-v-v-1.0.1180.1-2015-pc-repack-ot-xatab 1.0.1180.1 მოკლეთ ბოლო,მ ანუ იგივე 1.41 1.48 კრეკი არ გამოუშვიათ, რაღაც ლევი მოდიფიკაციაა მგონი, ეგაა ბოლო შეტეხილი მუშა ვერსია, სხვას ნუ გადმოწერ რამე თუ მოძებნზე ნეტში მაგაზე ახალი
    1 point
  2. core temp დააყენე. პარამეტრებში მიუთითე რომ ვინდოუსთან ერთდ ჩაიტვირთოს( start with windows). მოუნიშნე ჩაკეცილად ყოფნა (start with minimazed). ცელსიუსზე დააყენე ტემპერატურები. მერე შედი ნასტროიკებში overheat properties ში და მონიშნე ტემპერატურულ გათიშვაზე 90 გრადუსზე და დაბლა მიუთუთე მოქმედება shut down წამზომში 1 წამი. 90 ს რომ მიაღწევს გაითიშება. რომ ითამაშებ და მერე კორე ტემპს გახსნი, მან განახებს min და max temp ს. მანდედნ გაიგებ რამდენზე ცხელდება..
    1 point
  3. თამაში გამოდის 3 აპრილს PC-ზე და კონსოლებზე
    1 point
  4. კომპანია Google-მა წარადგინა მეოთხე თაობის Pixel-ის ფლაგმანური სმარტფონები. მოწყობილობების დასახელებებში მოულოდნელი არაფერია - ახალი სმარტფონების სახელებია Google Pixel 4 და Pixel 4 XL. დავიწყოთ სტანდარტული მოდელით. სმარტფონს აქვს 5.7-დუიმიანი P-OLED Full HD+ დისპლეი გვერდების შეფარდებით 19:9. კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერცია და შესაძლებელია მისი 60 ჰერცამდე შემცირება ბატარეის დაზოგვის მიზნით. დისპლეის HDR მხარდაჭერა აქვს და გამოირჩევა DCI-P3 ფერთა გამის 100 %-იანი ფლობით. სმარტფონის კორპუსი ალუმინისგანაა დამზადებული, წინა და უკანა პანელებზე კი მოცემულია მეხუთე თაობის დამცავი მინა Gorilla Glass. სმარტფონის გაბარიტები 147,1 х 68,8 х 8,2 მილიმეტრს შეადგენს, წონა კი 162 გრამია. მოწყობილობა IP68 სტანდარტის შესაბამისად დაცულია წყლისა და მტვრისგან. როგორც აღმოჩნდა, ახალ Pixel-ებს არ აქვთ ბიომეტრიული სენსორი. მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილია სახის ამომცნობი 3D სისტემა. Pixel 4-ს აქვს USB Type-C პორტი, თუმცა არ გააჩნია ყურსასმენების სტანდარტული კონექტორი. უკანა პანელზე მოცემულია ორი მოდულისგან შემდგარი ძირითადი კამერა. არ არის წარმოდგენილი ფართოკუთხოვანი მოდული. ხელმისაწვდომია 16-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი ავტოფოკუსით, ოპტიკური სტაბილიზაციითა და ორმაგი ზუმით. სმარტფონს აქვს ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერა Ultra HD ხარისხში 30 კადრი/წმ სიჩქარით, ასევე შენელებული კადრის გადაღება Full HD ფორმატში 120 კადრი/წამში სიჩქარით. უკანა პანელზე აგრეთვე მოცემულია კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც პასუხისმგებელია სიღრმის ანალიზზე. ფრონტალური კამერა 8-მეგაპიქსელიანია, მოცემულია 3D სენსორი ფონის გაბუნდოვნებისთვის. სწორედ მის ბაზაზეა აგებული სახის ამოცნობის 3D სისტემა. Google Pixel 4-ის კიდევ ერთი მახასიათებელია ფუნქცია Motion Sense-ის მხარდაჭერა, რომელიც ჟესტებით მართვაზეა პასუხისმგებელი. ტექნოლოგიის ფუნქციონირებას უზღუნველყოფს მინიატურული რადარები, რომლებიც განთავსებულია დისპლეის ქვეშ. სმარტფონის ბატარეის მოცულობა 2800 მა/სთ-ს შეადგენს, აქვს 18-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა, ასევე უსადენო დატენვა Qi სტანდარტის შესაბამისად. პროცესორის სახით წარმოდგენილია Snapdragon 855 - 2,84 გჰც-ითა და Adreno 640 გრაფიკით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გიგაბაიტია. კონფიგურაციის მიხედვით სამომხმარებლო მეხსიერების მოცულობა შეადგენს 64 ან 128 გიგაბაიტს. microSD სლოტი გათვალისწინებული არ გახლავთ, თუმცა სმარტფონს ორი SIM-ბარათი აქვს - ფიზიკური და e-SIM. ფლაგმანურ Pixel 4 XL-ს რაც შეეხება, მას 6.3-დუიმიანი P-OLED Quad HD+ დისპლეი აქვს. მისი ბატარეის მოცულობა 3700 მილიამპერია. გაბარიტები 160,4 х 75,1 х 8,2 მმ-ს, წონა კი 193 გრამს შეადგენს. Pixel 4 და Pixel 4 XL წარმოდგენილია ფერის სამ ვარიანტში: ნარინჯისფერი (Oh So Orange), შავი (Just Black) და თეთრი (Clearly White). შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სმარტფონები 24 ოქტომბრიდან გაიყიდება. Google Pixel 4-ის ფასი 799 და 899 აშშ დოლარია, XL ვერსია კი შეფასებულია 899 და 999 დოლარად, კომპლექტაციის მიხედვით. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/30819/google-pixel-4-i-pixel-4-xl-predstavleny-oficialno
    1 point
  5. Google-ის მომხმარებლების უმეტესობამ იცის, რომ აპლიკაცია Play Store-ში დიდი რაოდენობითაა ვირუსების გადამტანი, ზიანისმომტანი თამაშები, უზარმაზარი რაოდენობის სარეკლამო აპლიკაციები, რომლებიც ჩვეულებრივ აპლიკაციებადაა შენიღბული. მცირე ხნის წინ Trend Micro-ის სპეციალისტების მიერ აღმოჩენილ იქნა 85 აპლიკაცია, რომლებითაც მათი შემქმნელები არალეგალური მეთოდებით გამოიმუშავებენ ფულს რეკლამების მუდმივი და შეუზღუდავი გავრცელების გზით. ყველა ეს აპლიკაცია მომხმარებლების მიერ ჯამში ჩამოტვირთული იყო 8 მილიონჯერ. ისინი ფონურ რეჟიმში ფუნქციონირებს, რათა მომხმარებელმა არ მიიტანოს ეჭვი არასასურველი აპლიკაციის არსებობაზე. Trend Micro-ს ექსპერტების თქმით, წლების მანძილზე არსებობისა და ევოლუციის შედეგად ზიანისმომტანმა აპლიკაციებმა „ისწავლეს“ არა მხოლოდ ის, რომ თავიანთი არსებობის კვალი დამალონ მოწყობილობაში, არამედ შეიძინეს წაშლისგან თავდაცვის უნარი. მათი ეშმაკობა იმაში გამოიხატება, რომ დაინსტალირების შემდეგ ეს აპლიკაციები გარკვეული დროის შემდეგ ეკრანზე გარდაიქმნებიან ჩვეულებრივ icon-ებად და თუკი მომხმარებელი მათ წაშლის, წაიშლება მხოლოდ icon, თავად ვირუსი კი რჩება მოწყობილობაში და მაინც გამოაქვს სარეკლამო დამატებები. საძებო კომპანიის შეტყობინების შემდეგ ზემოთხსენებული 85-ვე ვირუსული აპლიკაცია წაიშალა Google-ის აპლიკაციების მარკეტიდან. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/29408/google-nachala-masshtabnuju-chistku-play-store-85-prilozhenij-uzhe-udaleny
    1 point
  6. სოციალურ ქსელ Facebook-იდან მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის შემთხვევების შესახებ არაერთხელ გახდა ცნობილი, უმეტესად მსგავსი სიტუაციები გამოწვეული იყო პროგრამული უზრუნველყოფის არასრულფასოვნების გამო. როგორც ექსპერტები აცხადებენ, საკმაოდ რთულია რამდენიმე მილიარდი მომხმარებლის ინფორმაციის შენახვა და თანაც მონაცემების უსაფრთხოების გარანტირება. თუმცა მორიგმა სკანდალმა გამოავლინა, რომ საქმე მდგომარეობდა არა მარტო პროგრამული უზრუნველყოფის არასტაბილურ მუშაობაში, არამედ კონფიდენციალური მონაცემების მიზანმიმართულ გაჟონვაში, რომლის მიზანსაც დამატებითი შემოსავლის მიღება წარმოადგენდა. შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს Facebook-მა კომპანია Cambridge Analytica-ს წვდომა მისცა თავისი სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე. უფრო მეტიც, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, Cambridge Analytica აქტიურად იყენებდა მიღებულ მონაცემებს სტატისტიკურ სამუშაოებსა და საკუთარი სერვისების ალგორითმების გაუმჯობესებაში. ბრალდების სრულად დამტკიცების შემდეგ ფედერალურმა კომისიამ Facebook-ს 5 მლრდ დოლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. როგორც ცნობილია, ეს ყველაზე დიდი ჯარიმაა, რაც კი ოდესმე ტექნოლოგიური კომპანიისთვის დაუკისრებიათ. ისიც საინტერესოა, რომ Facebook-ისთვის ეს რიგით მეორე ჯარიმაა. მომხარებლები და ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მსგავსი ღონისძიებების შედეგად Facebook უფრო ფრთხილად მოეკიდება კონფიდენციალურ მონაცემებს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/28516/facebook-oshtrafovan-na-5-milliardov-dollarov
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.