Jump to content

Leaderboard

  1. david_888

    david_888

    წევრი


    • Points

      2

    • Posts

      17006


  2. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      2

    • Posts

      5884


  3. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      1

    • Posts

      103231


  4. Power_VANO

    Power_VANO

    ადმინი


    • Points

      1

    • Posts

      5824


Popular Content

Showing content with the highest reputation on 01/15/20 in all areas

  1. ჩემთანაც მასე იყო, ძველ ვიდეოკარტას მოვხსენი და ორმაგი წებოვანი ლენტით დავაწებე და 60 გრადუსს ქვემოთ ჩამოწია
    1 point
  2. მონიტორის ჰერცები არანაირ კავშირში არაა წამადობასთან, გაფართოვება კიბატონო მე ჯერჯერობით 27 ინჩაინ მონიტორზე 1080პ სრულად მაკმაყოფილებს და ისედაც არაა ჯერ არსებული კარტები მზად მეტი გაფართოებისთვის რაც ამ თამაშმაც დაამტკიცა
    1 point
  3. 2020 წელს ბლოკჩეინ-ანტრეპრენერები ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტები გახდებიან - მათზე მოთხოვნა გადააჭარბებს მიწოდებას. ამ ფაქტს მოწმობს საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და ძიებისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელი LinkedIn-ის კვლევა. ანალიზი ჩატარდა იმ პროფესიონალური უნარ-ჩვევებისა და პირადი მახასიათებლების გათვალისწინებით, რომლებიც მითითებულია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელფასის მქონე პირების რეზიუმეებში. მოცემულ რეიტინგში ბლოკჩეინმა გადაასწრო გამოთვლების ქლაუდ სფეროსა და ხელოვნურ ინტელექტს. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ბლოკჩეინ-სპეციალისტები განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნებიან აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრალიაში. „კრიპტოვალუტების სამყაროდან გამომავალი ბლოკჩეინ-ტექნოლოგია ბიზნესის სფეროში არსებული უამრავი ამოცანის გადაჭრის გადაწყვეტილება გახდა. მას იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა IBM, Oracle, JP Morgan Chase, Microsoft, Amazon, American Express და ბევრი სხვა. ბლოკჩეინის გამოყენების სივრცე მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას: ტრანსპორტირებას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობასა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.“ - განაცხადა LinkedIn-ის Talent Blog-ის მთავარმა რედაქტორმა ბრიუს ანდერსონმა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს LinkedIn-მა განაცხადა, რომ აშშ-ში ბლოკჩეინთან დაკავშირებული ვაკანსიების რაოდენობა 33-ჯერ გაიზარდა. https://forklog.com/linkedin-blokchejn-vyshel-v-top-sfer-s-samymi-vysokimi-zarplatami/
    1 point
  4. კამათი, თუ რომელი ვიდეო ბარათის შეძენა სჯობს, არასოდეს დასრულდება. ზოგი თვლის, რომ AMD-ის ყიდვა სჯობს, ზოგი - Nvidia-ს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგი ვიდეო ბარათი არის ის, რომლისთვისაც თანხა გყოფნით, მიგაქვთ სახლში და ათავსებთ სისტემურ ბლოკში. თუმცა იმაში, რომ არჩევანი გააკეთოთ ორ შესანიშნავ ბიუჯეტურ ვიდეო ბარათს შორის, რომლებიც კარგად უმკლავდებიან 1080р გაფართოების თამაშებს, დაგეხმარებიან ვებ-გვერდ Tom’s Hardware-ის ექსპერტები. მოდით, ამჯერად განვიხილოთ ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლებიც ნებისმიერი თანამედროვე ვიდეო ბარათისთვისაა დამახასიათებელი და გავარკვიოთ, რომელი ბარათის ყიდვა ღირს და რომელი უნდა დავტოვოთ დახლებზე მანამ, სანამ მწარმოებელი კომპანია მას მისაღებ ფასს დაადებს. Tomshardware-ის ესპერტები მიიჩნევენ, რომ უმნიშვნელოვანესია ტექნოლოგიური დონე, გეიმინგ წარმადობა, მოხმარებადი სიმძლავრე და მიმზიდველობა მომხმარებლის თვალში. ტექნოლოგიების მხრივ ორივე ბარათი შესანიშნავია, თამაშებში კი Radeon RX 5500 XT შედარებით უარესია, ასე რომ ამ მიმართულებით 1:0-ია Nvidia-ს სასარგებლოდ. 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის წყალობით უზრუნველყოფილია დაბალი ენერგომოხმარება AMD-ს მხარეს - ამ შემთხვევაში ანგარიშია 1:1, თუმცა ამ მაჩვენებელს მომხმარებელთა უმეტესობა დიდ ყურადღებას არ აქცევს. ბოლო წლებში AMD-მ ფანატების დიდი ნაწილი დაკარგა, ბევრმა დაივიწყა Radeon ბარათების არსებობა - 2:1 Nvidia-ს სასარგებლოდ (ჯამში ანგარიში ამგვარად გამოიყურება: 3:2 „მწვანეების“ მხარეს). ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თამაშების 10-15%-ში უპირატესობა ნიველირდება Radeon RX 5500 XT ვიდეო ბარათის ფასით, რომელიც ამავე დროს მეტად იაფია. თუმცა რიგითი მომხმარებელი პროცენტებს არ უყურებს. იგი ყურადღებას არ აქცევს TDP-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთნაირი ფასის კატეგორიაში AMD-ს წარმადობა გაცილებით მაღალი უნდა იყოს. შესაძლოა „წითლებმა“ ეს გააცნობიერონ და ბარათებზე ფასი დაწიონ, თუმცა ეს როდის მოხდება არავინ იცის. ჯერჯერობით კი გამარჯვება ზემოთხსენებული ორი ვიდეო ბარათიდან ექსპერტების აზრით Nvidia-ს ეკუთვნის. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33026/amd-radeon-rx-5500-xt-protiv-nvidia-geforce-gtx-1660-vybiraem-luchshuju-bjudzhetnuju-videokartu-zimy-2020-goda-vmeste-s-ekspertami-tomshardware
    1 point
  5. 1 კვირაში მივახურე, მომეწონა თუმცა არ გადავირიე, უფრო სწორად პირველი 3 თავი ძაან მომეწონა 4-ე თავი როდის დაიწყო საერთოდ ვერ გავიგე , მერე სიუჟეტმა აურია, 5-6-ე თავი უკვე სუ ხაზს მივყვებოდი დანარჩენის მუღამი დაიკარგა, (5-ე თავი მამენტ სხვა არც არაფერია მარტო სთორი მიდის) ეხლა მოვსინჯავ ონლაინს, არამგონია დიდად ვიკაიფო მარა მაინც, პრინციპში უკვე წავითამაშე დღეს 2 საათი რამდენიემე ლაითი მისია შევასრულე, 10 ოქრო უნდა მოვაგროვო ეხლა რო ბაუნთი ჰანთერობა დავიწყო, დანარჩენი მერე გამოჩნდება პ.ს ძაან კაი ვქენი სტანდარტული ვერსია რო ვიყიდე, სფეშიალი და ულტიმეიტი გადაყრილი ფულია, სთორიში საეთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქ ცხენს და ეკიპიროვკას, ანუ საჭიროება არაა და მუღამის პონტში კიდე მალევე დაითრე ყველაფერს მათ შორის კაი ცხენებს უფასოდ, დამატებით მისიას რაც შეეხება ეგ პირიქით საერთოდ დაუკარგავს თამაშ მუღამს, დაწყებისთანავე თუ ბანკი გაიტანე და ჩამაყუთიანდი ბევრ რამეს ეკარგება აზრი ონლაინში კი გამოგადგება კარგად თავიდანვე რო გქონდა კაი სტვოლი და ცხენი მარა არც ეგაა ტრაგედია, რამდენიმე დღეში მოიხოდები მაგაში სვერხუ 100 ლარის გადახდა არ ღირს ნამდვილად
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.